Tuesday, January 29, 2008

სე­მუ­ელ ბე­კე­ტი

­ნაცა­რი

რადიპისა­­­­­

­­­­­­თარგმნა ლილი მჭედლიშვილ­მა


ზღვის ოდ­ნა­ვი ხმა­­რი.

ჰენ­რის ფეხ­­ვეშ კენ­ჭე­ბი შხრი­­ლებს. ჰენ­რი შე­ჩერ­დე­ბა.

ზღვის ხმა­­რი მა­ტუ­ლობს.

ჰენ­რი: წინ. (ზღვის ხმა­­რი. ოდ­ნავ ხმა­მაღ­ლა.) წინ. (მი­დის. კენ­ჭე­ბი შხრი­­ლებს.) შე­ჩერ­დი! (ჩერ­დე­ბა. ზღვის ხმა­­რი ძლი­ერ­დე­ბა.) და­ჯე­ქი! (კენ­ჭე­ბის შხრი­­ლი. ჰენ­რი ჯდე­ბა. მთელ შემ­­გომ პა­­ზას ზღვის ხმა­­რი ავ­სებს.) ვინ არ­ის ახ­ლა ჩემ­თან? (პა­­ზა.) მო­ხუ­ცი, ჭკუ­­სუს­ტი ბრმა მო­ხუ­ცი. (პა­­ზა.) მკვდრე­თით აღმ­­გა­რი მა­მა­ჩე­მი... უნ­და ცო­ტა ხანს ჩემ­თან დაჰ­ყოს. (პა­­ზა.) თით­ქოს არც მომ­­­და­რა. (პა­­ზა.) არა, უნ­და ამ უც­ნა­ურ ად­გი­ლას ცო­ტა ხანს ჩემ­თან დაჰ­ყოს. (პა­­ზა.) ეს­მის ჩე­მი? (პა­­ზა.) ჰო, მგო­ნი ეს­მის. (პა­­ზა.) მი­პა­სუ­ხებს? (პა­­ზა.) არა, არ მპა­სუ­ხობს. (პა­­ზა.) უბ­რა­ლოდ, ჩემს გვერ­დით იქ­ნე­ბა. (პა­­ზა.) ხმა, რო­მე­ლიც გეს­მის, ზღვის ხმა­­რია. (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) გე­უბ­ნე­ბი, ხმა, რო­მე­ლიც გეს­მის, ზღვის ხმა­­რია-მეთ­ქი, ზღვის ნა­პი­რას ვსხედ­ვართ. (პა­­ზა.) მე ხომ ამ­ას იმ­­ტომ გიხ­­ნი, ეს უც­ნა­­რი ხმა ზღვის ხმა­ურს არა ჰგავს, თუ არ ხე­დავ, ვერ მიხ­­დე­ბი. (პა­­ზა.) ფლოქ­ვე­ბის თქა­რუ­ნი! (გზი­დან ნა­ლე­ბის წკრი­­ლი ის­მის. მა­ლე ხმა მიწყ­დე­ბა). (პა­­ზა.) ის­ევ! (კვლავ ფლოქ­ვე­ბის თქა­რუ­ნი. პა­­ზა. აღ­ელ­ვე­ბით.) კარ­გი იქ­ნე­ბო­და ცხე­ნე­ბის­­ვის ად­გილ­ზე ნა­ბი­ჯით სი­­რუ­ლი გვეს­წავ­ლე­ბი­ნა! დაგ­ვე­ჭე­და ფო­ლა­დის ნა­ლე­ბით, მიგ­ვე­ბა ცხენ­საბ­მელ­ზე და ებ­­კუ­ნე­ბი­ნა! (პა­­ზა.) გაგ­ვე­ცოცხ­ლე­ბი­ნა ათ­ტო­ნი­­ნი მა­მონ­ტი, დაგ­ვე­ჭე­და ფო­ლა­დის ნა­ლე­ბით და ებ­რა­ხუ­ნე­ბი­ნა, ეშ­მაკ­მაც წა­­ღოს, გა­და­­ქე­ლა მთე­ლი სამ­ყა­რო! (პა­­ზა.) ახ­ლა სი­ნათ­ლეს მი­უგ­დე ყუ­რი, სი­ნათ­ლე ყო­ველ­­ვის გიყ­ვარ­და, ის­­თი, რო­ცა ნა­შუ­ად­ღევს მთე­ლი ეს ნა­პი­რი ჩრდილ­ში იყო გახ­ვე­­ლი, მზით გა­ნა­თე­ბუ­ლი ზღვა კი კუნ­ძუ­ლამ­დე ჩან­და. (პა­­ზა.) ზღვის უბ­ის ამ მხა­რეს ცხოვ­რე­ბა არ გინ­დო­და - გა­მუდ­მე­ბით მწუხ­­ზე ბა­ნა­­ბე­ბი­სათ­ვის მზე გსურ­და ზღვა­ზე გან­ფე­ნი­ლი. მაგ­რამ, შე­ნი ფუ­ლი მი­ვი­ღე თუ არა, მა­შინ­ვე აქ­ეთ გად­მოვ­ბარ­­დი. შენ ეს შე­იძ­ლე­ბა იცი კი­დე­ვაც. (პა­­ზა.) შე­ნი სხე­­ლი ვერ ვი­პო­ვეთ. იცი, ან­დერ­ძის დამ­­კი­ცე­ბაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჯან­­­და, ასე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - და­მამ­­კი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი სად არ­ის, თქვენ­გან არ გა­იქ­ცა და ჯან­­­თე­ლი და საღ-სა­ლა­მა­თი სხვი­სი სა­ხე­ლით ახ­ლა სად­მე არ­გენ­ტი­ნა­ში არ იმ­­ლე­ბაო, დე­და კი სა­შინ­ლად იტ­ან­ჯე­ბო­და. (პა­­ზა.) შენ გგა­ვარ, ზღვა თუ შორ­საა, სუ­ლი მე­ხუ­თე­ბა, თუმ­ცა ზღვა­ში არ­­სო­დეს შევ­დი­ვარ - უკ­­ნას­­ნე­ლად ზღვა­ში მგო­ნი შენ­თან ერ­თად ვი­ბა­ნა­ვე. (პა­­ზა.) მთა­ვა­რია, ახ­ლოს ვი­ყო. (პა­­ზა.) ზღვა დღეს წყნა­რია, მე კი მი­სი ხმა ყველ­გან მეს­მის, სახ­­ში­აც და ზღვა­ზე ხე­ტი­­ლის დრო­საც. ჰო­და, ხმა რომ დავ­ფა­რო, ლა­პა­რაკს ვიწყებ. (პა­­ზა.) ჰო, ხმა რომ დავ­ფა­რო, ლა­პა­რაკს ვიწყებ, თუმ­ცა ამ­ას ვე­რა­ვინ ხვდე­ბა. (პა­­ზა.) სა­დაც არ უნ­და ვი­ყო, სულ ვლა­პა­რა­კობ და ვლა­პა­რა­კობ, ერთხელ შვე­­ცა­რი­­შიც წა­ვე­დი, რა­თა ამ წყევ­ლას რაც შე­იძ­ლე­ბა შორს გავ­­ლო­დი. (პა­­ზა.) ად­რე არ­­ვინ მჭირ­დე­ბო­და, ჩემ თავს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რა ამ­ბებს აღ­არ ვუყ­ვე­ბო­დი. ერთხელ ერთ მო­ხუც­ზე, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ბულ­ტო­ნი ერქ­ვა, სა­­ცა­რი ამ­ბა­ვი მოვ­ყე­ვი. ის ამ­ბა­ვი ეგ­რე­ვე და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დამ­­ჩა. სა­ერ­თო­დაც ვე­რა­ფერს ვამ­თავ­რებ, ყვე­ლა­ფე­რი და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელ­დე­ბა. (პა­­ზა.) ბულ­ტო­ნი. (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) ბულ­ტო­ნი! (პა­­ზა.) რო­ცა და­რა­ბე­ბი... არა შტო­რე­ბი, ჰო, შტო­რე­ბი... რო­ცა შტო­რე­ბი მაგ­რად არ­ის მი­წე­­ლი და სი­ნათ­ლეს არ უშ­ვებს, სი­ნათ­ლე არ არ­ის, მხო­ლოდ ცეცხ­ლის შუ­ქია... ის ცეცხ­­თან ზის... არა, ფარ­დაგ­ზე დგას, ცეცხ­­თან, სიბ­ნე­ლე­ში, ბუხ­რის და­ფას მიყ­­­ნო­ბი­ლი, დგას ცეცხ­­თან სიბ­ნე­ლე­ში თა­ვი­სი ძვე­ლი წი­თე­ლი ხა­ლა­თით და ელ­­დე­ბა, შინ ცეცხ­ლის ტკა­ცატ­კუ­ცის გარ­და არ­­ფე­რი ის­მის. (პა­­ზა.) დგას თა­ვი­სი წი­თე­ლი ხა­ლა­თით, რო­მელ­საც ჰა და ჰა, სა­ცაა ცეცხ­ლი მო­­დე­ბა, რო­გორც ჩემს ბავ­­ვო­ბა­ში, ოდ­ეს­ღაც, თუმ­ცა არა, მა­შინ მას პი­ჟა­მო ეც­ვა. დგას სიბ­ნე­ლე­ში და უც­დის, სი­ნათ­ლე არ არ­ის, მხო­ლოდ ცეცხ­ლის შუ­ქი ან­­თებს. ის დგას. ის მო­ხუ­ცია. ის გან­საც­დელ­შია. (პა­­ზა.) და აი, კარ­ზე კვლავ ზა­რის ხმა გა­ის­მის, იგი ფან­ჯა­რას­თან მი­დის, ფარ­დი­დან იყ­­რე­ბა, იქ კი - დი­დე­ბუ­ლი ბი­ჭი, ჯან­მა­გა­რი ბე­რი­კა­ცი, ზამ­­რის ნა­თე­ლი ღა­მე და თოვ­ლი, თოვ­ლი... ყინ­ვა მძვინ­ვა­რებს, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­თეთ­რე­ბუ­ლია, კედ­რის ტო­ტე­ბი სიმ­ძი­მი­სა­გან დაზ­ნე­ქი­ლა. ხე­ლი ის­ევ ზა­რი­სა­კენ მი­­წევს და იგი ჰო­ლო­­­ის იც­ნობს... (ხან­­­­ლი­ვი პა­­ზა.) ჰო, ჰო­ლოუეია... ჰო­ლო­­­ის იც­ნობს, კარ­თან მი­დის და აღ­ებს. (პა­­ზა.) გა­რე­დან ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის, მხო­ლოდ ძაღ­ლის საბ­მე­ლი ჯაჭ­ვი თუ და­იჟ­­რი­­ლებს ან გამ­­მა­რი ტო­ტი მო­ით­­ვამს სულს, ის­ეც დიდ­ხანს თუ გა­­ყუჩ­დე­ბი და ყურს მი­უგ­დებ. ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია, და ჰო­ლოუეი თა­ვი­სი შა­ვი ჩან­თით. ჰო, ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის, ყი­ნავს, მთვა­რეა, მთვა­რეც თეთ­რია და პა­ტა­რა. კი­დევ ჰო­ლო­­­ის კა­ლო­შის მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­­ლი ნაკ­ვა­ლე­ვი და - ღია მწვა­ნე ვე­გა ლი­რას თა­ნა­ვარ­­­­ლა­ვედ­ში. მე­რე სა­­ბა­რი პარ­მაღ­ზეა, არა, ოთ­ახ­ში - ახ­ლა უკ­ვე ოთ­ახ­ში. ჰო­ლოუეი: "ბო­ულ­ტონ, მე­გო­ბა­რო, უკ­ვე შუ­­ღა­მე გა­და­ვი­და, მინ­დო­და..." და სიტყ­ვას შუ­­ზე წყვეტს. ბო­ულ­ტო­ნი: "გთხოვ, გთხოვ!" და - სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე. მხო­ლოდ ცეცხ­ლის ტკა­ცატ­კუ­ცი. ცეცხ­ლი ჩაქ­რო­ბა­ზეა, სა­ცაა ჩა­­ნავ­ლე­ბა, ჰო­ლოუეი ფარ­დაგ­ზე დგას და უკ­­ნა­ლის გათ­ბო­ბას ცდი­ლობს, ბო­ულ­ტო­ნი კი - ჰო, მარ­­ლა, ბო­ულ­ტო­ნი სად­ღაა? - სი­ნათ­ლე არ არ­ის, მხო­ლოდ ცეცხ­ლის შუ­ქი ან­­თებს, ბო­ულ­ტო­ნი ფან­ჯა­რას­თან, ფარ­დის უკ­ან დგას, ფარ­დას ოდ­ნავ სწევს და გა­რეთ იყ­­რე­ბა. იქ კი ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია, კოშ­კის შპი­ლიც კი, ფლი­გე­რიც კი, რაც იშ­ვი­­თად ხდე­ბა. სახ­­ში სი­ჩუ­მეა, მხო­ლოდ ცეცხ­ლი ტკა­ცუ­ნობს ბუ­ხარ­ში. მაგ­რამ, ეს უკ­ვე ცეცხ­ლი კი არა, ნა­ცა­რია. (პა­­ზა.) ნა­ცა­რი. ხმა შო­რე­­ლი, სუს­ტი, არ­­­ლი, შემ­ზა­რა­ვი ხმა, და ჰო­ლოუეი - დი­დე­ბუ­ლი ბი­ჭი, უზ­არ­მა­ზა­რი, მხნე, ძლი­­რი ჰო­ლოუეი ფარ­დაგ­ზე დგას, ფე­ხე­ბი გან­ზე აქვს გად­­მუ­ლი, ძვე­ლი პალ­ტოს კალ­თებ­­ვეშ ხე­ლე­ბი ზურგს უკ­ან და­უწყ­ვია, ბო­ულ­ტო­ნი ფან­ჯა­რას­თა­ნაა, მო­ხუ­ცია - ო, რა შე­სა­ხე­და­ვია თა­ვის ამ ძველ წი­თელ ხა­ლათ­ში! - იგი ფან­ჯა­რას­თან დგას, ხელს სწევს, რა­თა ფარ­და ოდ­ნავ კი­დევ გა­წი­ოს, გა­რეთ იყ­­რე­ბა - გა­რეთ სი­თეთ­რეა, გა­რეთ საფ­­თხეა, სი­ჩუ­მეა, და - ნა­ცა­რია, და საფ­­თხეა, და სი­თეთ­რეა და ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის. (პა­­ზა.) არა, მო­უს­მი­ნე! (პა­­ზა.) თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭე და მო­უს­მი­ნე. ჰო, რას იტყ­ვი, რო­გორ მოგ­წონს? (პა­­ზა. აღ­ელ­ვე­ბით.) წვე­თე­ბი! წვე­თე­ბი! (წვე­თე­ბის კა­კუ­ნი თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბა და უც­ებ წყდე­ბა.) ის­ევ! ის­ევ! (წვე­თე­ბის ხმა­­რი თან­და­თან მა­ტუ­ლობს. პა­­ზა.) არა! (წვე­თე­ბის კა­კუ­ნი წყდე­ბა. პა­­ზა.) მა­მა! (პა­­ზა. აღ­ელ­ვე­ბით.) ამ­ბე­ბი, ამ­ბე­ბი, წლო­ბით, წლო­ბით ეს ამ­ბე­ბი... და აი, ბო­ლოს მო­მინ­და, ჩემ­თან ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო, სუ­ლერ­თია, ვინ, ოღ­ონდ უც­ხო, მე კი მე­ლა­პა­რა­კა, მე­ლა­პა­რა­კა მის გა­სა­გო­ნად და, წარ­მო­მედ­გი­ნა, ორმ მის­მენს. ასე იყო წლო­ბით... მე­რე კი იმ­ას­თან მო­მინ­და ყოფ­ნა, ვინც მიც­ნობ­და, მიც­ნობ­და ოდ­ეს­ღაც. მო­მინ­და ჩემს გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო, ეს­მი­ნა, ის­­თის­­ვის ეს­მი­ნა, რო­გო­რიც ახ­ლა ვარ. (პა­­ზა.) არა, ასე არა. (პა­­ზა.) არ გა­მო­მი­ვი­და, ის­ევ არ გა­მო­მი­ვი­და! (პა­­ზა.) თა­ვი­დან უნ­და ვცა­დო. (პა­­ზა.)... ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია, და სი­ჩუ­მეა. (პა­­ზა.) ჰო­ლოუეი (პა­­ზა.) ჰო­ლოუეი ამ­ბობს, მივ­დი­ვა­რო. ვი­თომ რა ეშ­მა­კად უნ­და იყ­ურ­ყუ­ტოს მთე­ლი ღა­მე ბუხ­რის შა­ვი ცხა­­რის წინ, ამ­ის წარ­მოდ­გე­ნაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ! კა­ცი ძა­ლით მო­იყ­ვა­ნო, ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, სუს­­სა და წყვდი­ად­ში - ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბიო, ის­იც მო­ლას­ლას­დეს ჩან­თით ხელ­ში. და, არც ერ­თი სიტყ­ვა, არ­­ვი­თა­რი ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბა - არც სით­ბო, არც სი­ნათ­ლე. ბო­ულ­ტო­ნი: "გთხოვ, გთხოვ!" ჰო­ლოუეი: "არც ას­ვა, არც აჭ­­მო, არც გა­ათ­ბო... სი­ცი­ვე ძვალ­სა და რბილ­ში ისე ატ­ანს, კაც­მა აქ შე­იძ­ლე­ბა სი­ცი­ვის­გან სუ­ლიც გა­აფ­­თხო­ბი­ნოს, ამ­ას ხომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ - ასე რო­გორ უნ­და მო­ექ­ცე ძველ მე­გო­ბარს!" მივ­დი­ვა­რო, - ამ­ბობს, მაგ­რამ ად­გი­ლი­დან ფეხს არ იცვ­ლის. სი­ჩუ­მეა. ჩა­მი­ჩუ­მიც არ­სა­­დან ის­მის. ცეცხ­ლი ჩაქ­რო­ბა­ზეა, ფან­ჯა­რა­ში თეთ­რი სხი­ვი იჭ­რე­ბა, სა­ში­ნე­ლი სცე­ნაა! ეჰ, ნე­ტა­ვი რა უნ­დო­და, რას მო­დი­­და! ასე არა, არა! ცეცხ­ლი ინ­ავ­ლე­ბა, ყი­ნავს, ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია, სი­ჩუ­მეა. არა, ასე არა! არა, არ გა­მო­მი­ვი­და. (პა­­ზა.) ის­ევ არ გა­მო­მი­ვი­და. (პა­­ზა.) მო­მის­მი­ნე! (პა­­ზა.) შენ ახ­ლა უკ­ვე ვერ მიც­ნობ­დი, ინ­­ნებ­დი, ამქ­ვეყ­ნად რომ გა­მა­ჩი­ნე. შენ ხომ ის­­დაც სულ ნა­ნობ­დი. არ­­რა­­ბა. აი ის უკ­­ნას­­ნე­ლი, რაც შენ­გან მო­ვის­მი­ნე - არ­­რა­­ბა! (პა­­ზა. მა­მის ხმით.) "წა­მოხ­ვალ სა­ბა­ნა­ოდ?" - "არა." - "რა­ტომ არა, წა­მო­დი, წა­მო­დი." - "არა." ბრა­ზი­­ნი გა­მო­ხედ­ვა, მე­რე კა­რის­კენ მი­დი­ხარ, მე­რე შე­მობ­რუნ­დე­ბი და ის­ევ ბრა­ზი­­ნი გა­მო­ხედ­ვა: "არ­­რა­­ბა, აი ვინ ხარ შენ! არ­­რა­­ბა!" (კა­რის მძლავ­რი ჯა­ხუ­ნი. პა­­ზა.) ის­ევ! (კა­რის ჯა­ხუ­ნი. პა­­ზა.) კარ­გი იქ­ნე­ბო­და ცხოვ­რე­ბის კარ­საც ასე გა­­ჯა­ხუ­ნებ­დე! (პა­­ზა.) არ­­რა­­ბა. (პა­­ზა.) აი მა­შინ ად­ას რომ... ო, ღმერ­თო! (პა­­ზა.) შენ ხომ ადა არ­­სო­დეს გი­ნა­ხავს? ან იქ­ნებ გი­ნა­ხავს კი­დე­ვაც? არ ვი­ცი, არ მახ­სოვს. თუმ­ცა, რა მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს, ახ­ლა მას სუ­ლერ­თია ვე­რა­ვინ იც­ნობ­და. (პა­­ზა.) რო­გორ გგო­ნია, რა­ტომ გა­ნეწყო ასე ჩემს წი­ნა­აღ­­დეგ? იქ­ნებ გო­გო­ნას გა­მო? იმ პა­ტა­რა სა­ძა­გე­ლი არ­სე­ბის გა­მო? ღმერ­თო, რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სუ­ლაც არ გაგ­­ჩე­ნო­და. მას­თან ერ­თად მინ­დორ­ში ვსე­ირ­ნობ­დი. ო, რა სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ღმერ­თო, იესო ქრის­ტევ! ჩა­მაფ­რინ­დე­ბა ხელ­ში, მე კი ვე­ღარ ვლა­პა­რა­კობ და ჭკუ­­დან ვიშ­ლე­ბი: "ახ­ლა გა­­ქე­ცი, ად­­კო, ცხვრე­ბი და­ათ­ვა­ლი­­რე." (ად­­კოს ხმით.) "არა, მა­მა, არ მინ­და." - "წა­დი, წა­დი, გა­­ქე­ცი." (ტი­რი­ლით.) "არა, მა­მა, არა, არ მინ­და". (გა­ცო­ფე­ბუ­ლი.) "ვის ვე­უბ­ნე­ბი, წა­დი, ცხვრე­ბი და­ათ­ვა­ლი­­რე!" (ად­­კოს ხმა­მა­ღა­ლი ტი­რი­ლი. პა­­ზა.) ეს ადა ხომ... ნე­ტა­ვი რას ვე­ლა­პა­რა­კე­ბი - ღმერ­­მა უწ­ყის, რა არ­ის - ეს ხომ ქვეს­­ნელ­ში სა­­ბა­რი­ვი­თაა, ლე­თას ჩურ­ჩუ­ლი­ვით. ძველ კარგ დრო­ზე, რო­ცა ჩვენ ჯერ მხო­ლოდ ვოც­ნე­ბობ­დით სიკ­­დილ­ზე. (პა­­ზა.) ახ­ლა კი... (სა­ზე­­მო აღშ­ფო­თე­ბით.) მა­მა! მა­მა! (პა­­ზა.) და­ვი­ღა­ლე შენ­თან ლა­პა­რა­კით. (პა­­ზა.) მუ­დამ ერ­თი­და­­გი­ვე, ადა, მუ­დამ ერ­თი­და­­გი­ვე - მე და შენ მთებ­ში ვსე­ირ­ნობთ, ვლა­პა­რა­კობთ, ვლა­პა­რა­კობთ და, უც­ებ - დაღ­­რე­მი­ლო­ბა, დუ­მი­ლი... ხმას არ იღ­ებ, კრინტს არ სძრავ. მე­რე მთე­ლი კვი­რა­­ბით შინ მო­ღუ­შუ­ლი და შუბ­­შეკ­რუ­ლი და­დი­ხარ, ხმას არ იღ­ებ, მთე­ლი კვი­რა­­ბით კრინტს არ სძრავ. ჯობ­და მომ­­­და­რი­ყა­ვი, ჰო, ჯობ­და მომ­­­და­რი­ყა­ვი. (ხან­­­­ლი­ვი პა­­ზა.) ადა. (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) ადა!

ადა: (ხმა მუ­დამ წყნა­რი, შო­რე­­ლი.) ჰო.

ჰენ­რი: დი­დი ხა­ნია აქ ხარ?

ადა: არა, დი­დი ხა­ნი არ არ­ის. (პა­­ზა.) რა­ტომ გა­ჩუმ­დი?.. ყუ­რად­ღე­ბას ნუ მო­მაქ­ცევ. (პა­­ზა.) ხომ არ წა­ვი­დე? (პა­­ზა.) ად­­კო სად­ღაა?

პა­­ზა.

ჰენ­რი: მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თან. (პა­­ზა.) მი­პა­სუ­ხებ დღეს თუ არა?

ადა: ცივ კენ­ჭებ­ზე ნუ ზი­ხარ, სიმ­სივ­ნე­ზე გავ­ნებს. ად­­ქი, შალს გა­გი­ფენ. (პა­­ზა.) წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რო­გორ გა­­ყი­ნე. შა­ლის საც­­ლე­ბი თუ ჩა­იც­ვი? (პა­­ზა.) ჰენ­რი, შა­ლის საც­­ლე­ბი თუ ჩა­იც­ვი?

ჰენ­რი: იცი რა - ჩა­ვიც­ვი, მე­რე გა­ვი­ხა­დე, მე­რე ის­ევ ჩა­ვიც­ვი, ის­ევ გა­ვი­ხა­დე, ის­ევ ჩა­ვიც­ვი, ის­ევ...

ადა: ახ­ლა თუ გაც­ვია?

ჰენ­რი: არ ვი­ცი. (პა­­ზა.) ფლოქ­ვე­ბის ბა­კუ­ნი! (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) ფლოქ­ვე­ბის ბა­კუ­ნი! გა­რე­დან ცხე­ნის ფე­ხის ხმა­მა­ღა­ლი ბა­კა-ბუ­კი. (ბა­კუ­ნი უც­ებ წყდე­ბა.) ის­ევ!

ის­ევ ფლოქ­ვე­ბის ბა­კუ­ნი. პა­­ზა.

ადა: გა­­გე?

ჰენ­რი: კარ­გად არა.

ადა: ოთ­ხით მო­დის?

ჰენ­რი: არა. (პა­­ზა.) გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ცხენ­მა ად­გილ­ზე ნა­ბი­ჯით იარ­ოს?

პა­­ზა.

ადა: რა­ღაც ვერ ვი­გებ, რას მე­უბ­ნე­ბი.

ჰენ­რი: (გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი.) შე­იძ­ლე­ბა, ცხენს ას­წავ­ლო, ერთ ად­გილ­ზე წყნა­რად იდ­გეს და ოთ­ხი­ვე ფე­ხი მი­წას ურტყას?

ადა: ო-ო! (პა­­ზა.) მე კი მე­გო­ნა, ეს ყვე­ლა ცხენს შე­ეძ­ლო. (იც­­ნის. პა­­ზა.) გა­­ცი­ნე, რა, ჰენ­რი, მე ხომ ყო­ველ­­ღე არ გა­მომ­დის ას­­თი უგ­ერ­გი­ლო ხუმ­რო­ბა. (პა­­ზა.) ჰენ­რი, გა­­ცი­ნე, გა­­ცი­ნე, რა, ჰენ­რი, ჩე­მი ხათ­რი თუ გაქვს.

ჰენ­რი: შენ გინ­და მე, მე გა­ვი­ცი­ნო?

ადა: შენ ხომ ოდ­ეს­ღაც ას­­თი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი სი­ცი­ლი იც­­დი. მე ხომ წი­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ­ით ვი­ხიბ­ლე­ბო­დი, შე­ნი სი­ცი­ლით, შე­ნი ღი­მი­ლით. (პა­­ზა.) ჰო, მი­დი, დაე, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყ­ოს, რო­გორც ძვე­ლად.

პა­­ზა. ჰენ­რი ცდი­ლობს გა­და­­ხარ­ხა­როს, მაგ­რამ ვერ ახ­ერ­ხებს.

ჰენ­რი: მო­დი ღი­მი­ლით და­ვიწყებ. (პა­­ზა გა­ღი­მე­ბი­სათ­ვის.) აბა, რას იტყ­ვი, მო­­ხიბ­ლე? (პა­­ზა.) კარ­გი, ერთხე­ლაც ვცდი. (ხან­­­­ლი­ვი, კოშ­მა­რუ­ლი სი­ცი­ლი.) აბა რო­გო­რია? ვარ ის­ევ ის­­თი მომ­ხიბ­­ლე­ლი?

ადა: ო, ღმერ­თო!

ჰენ­რი: არა, შენ მხო­ლოდ ყუ­რი უგ­დე! (პა­­ზა.) ზღვა გით­რევს, ბრჭყა­ლებ­ში გიქ­ცევს! (პა­­ზა.) გა­ვიქ­ცეთ! ზღვი­დან შორს, პამ­პებ­ში გა­ვიქ­ცეთ! ჰო, რას იტყ­ვი?

ადა: დაწყ­ნარ­დი.

პა­­ზა.

ჰენ­რი: მე ხომ ზედ მის ნა­პი­რას ვცხოვ­რობ! მი­ზე­ზი რა არ­ის? პრო­ფე­სი­­ლი მო­ვა­ლე­­ბა? (უკ­მე­ხი ჩა­ცი­ნე­ბა.) ჯან­­­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა? (სი­ცი­ლი.) ოჯ­­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი? (ჩა­ცი­ნე­ბა.) ქა­ლი? (სი­ცი­ლი. ად­აც იც­­ნის.) მშობ­ლი­­რი სა­მა­რე, რომ­ლის მი­ტო­ვე­ბაც არ ძალ­მიძს? (პა­­ზა.) აბა ყუ­რი უგ­დე! რას ამს­გავ­სებ?

ადა: იმ ძველ ხმას, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­გო­ნი­ლი მქონ­და ოდ­ეს­ღაც. (პა­­ზა.) რო­გორც იმ სხვა დროს და იმ ად­გი­ლას. (პა­­ზა.) ზღვა მა­შინ ბო­ბოქ­რობ­და, შხე­ფებს გვაყ­რი­და. (პა­­ზა.) ნე­ტა­ვი რა­ტომ ბო­ბოქ­რობ­და მა­შინ ასე? (პა­­ზა.) ახ­ლა კი წყნა­რია.

პა­­ზა.

ჰენ­რი: ავდ­გეთ, წა­ვი­დეთ?

ადა: წა­ვი­დეთ? სად? ად­­კოს რა­ღა ვუ­ყოთ? თუ მო­ვა და ნა­ხავს, უჩ­­მოდ წა­ვი­დაო, ეწ­ყი­ნე­ბა. (პა­­ზა.) რო­გორ გგო­ნია, რა­ტომ იგ­ვი­­ნებს?

პი­­ნი­ნო­ზე ცი­ლინ­­რუ­ლი სა­ხა­ზა­ვის ძლი­­რი დარ­ტყ­მა, ად­­კო გა­­ბე­და­ვად უკ­რავს ბე­მოლ მა­ჟო­რის აღ­მა­ვალ და დაღ­მა­ვალ გა­მებს. ჯერ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­­ვე ხე­ლით, მე­­რე ორ­­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. პა­­ზა.

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი (იტ­­ლი­­რი აქ­ცენ­ტით). სან­ტა ჩე­ჩი­ლია!

პა­­ზა.

ად­­კო: შე­იძ­ლე­ბა ახ­ლა პი­­სა და­ვუკ­რა? შე­იძ­ლე­ბა?

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს სა­ხა­ზა­ვის კა­კუ­ნით ორი ტაქ­ტი გა­მოჰ­ყავს. ად­­კო შო­პე­ნის ლა ბე­მოლ მა­ჟო­რუ­ლი ვალ­სის შე­სა­ვალ ტაქ­ტებს უკ­რავს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ოდ­ნავ ან­­ლებს ტაქტს. მე­ხუ­თე ტაქ­ტის ბა­ნის პირ­ველ აკ­ორ­­ში გო­გო­ნა ფა-ს ნაც­­ლად ლა-ს იღ­ებს. სა­ხა­ზა­ვის მჭე­ქა­რე დარ­ტყ­მა. ად­­კო დაკ­­რას წყვეტს.

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი: ფა!

ად­­კო (ცრემ­­მო­რე­­ლი): რა?

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი (გაბ­რა­ზე­ბით): ფა, ფა!

ად­­კო (ტი­რი­ლით): სად?

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი (გაბ­რა­ზე­ბით): ფა! (კლა­ვი­შებს მთე­ლი ძა­ლით უბ­რა­ხუ­ნებს.) ფა!

პა­­ზა. ად­­კო ის­ევ თა­ვი­დან იწ­ყებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ხა­ზა­ვით ტაქტს ოდ­ნავ ან­­ლებს. იმ ად­გილ­ზე მის­­ლი­სას გო­გო­ნა ის­ევ უშ­ვებს შეც­დო­მას. სა­ხა­ზა­ვის გა­მაყ­რუ­­ბე­ლი დარ­ტყ­მა. ად­­კო დაკ­­რას თავს ან­­ბებს და სლუ­კუნს იწ­ყებს.

მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი (გა­ცო­ფე­ბით). ფა! (კლა­ვი­შებს უბ­რა­ხუ­ნებს.) ფა! (კლა­ვი­შე­ბის გა­მაყ­რუ­­ბე­ლი ბრა­ხუ­ნი. მას­წავ­ლებ­ლის ყვი­რი­ლი - "ფა!" ად­­კო ხმა­მაღ­ლა ქვი­თი­ნებს და უც­ებ ჩუმ­დე­ბა. პა­­ზა.)

ადა: დღეს ძა­ლი­ან სიტყ­ვა­ძუნ­წი ხარ.

ჰენ­რი: არა, ამქ­ვეყ­ნად მი­სი მარ­ტო მოთ­რე­ვა არ კმა­რო­და, რას ბრძა­ნებთ, ახ­ლა პი­­ნი­ნო­ზეც უნ­და და­უკ­რას!

ადა: უნ­და ის­წავ­ლოს... და ის­წავ­ლის კი­დე­ვაც. იმ­­საც... ცხენ­ზე ჯდო­მა­საც.

ცხე­ნე­ბის ფე­ხის თქა­რათ­ქუ­რი.

ცხენ­ზე ჯდო­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი: აბა, აბა, მის! იდ­აყ­ვე­ბი მი­ვი­ჭი­როთ! მის, ხე­ლე­ბი ჩა­მო­ვუშ­ვათ! (ცხე­ნი ჩორ­­ზე გა­და­დის.) აბა, აბა, მის! მუხ­ლე­ბი, მუხ­ლე­ბი მო­ვუ­ჭი­როთ! (ცხე­ნის მსუ­ბუ­ქი ნა­ვარ­დი.) აბა, მის!.. მუ­ცე­ლი, მუ­ცე­ლი შევ­წი­ოთ! ნი­კა­პი აწიე, მის! (ოთ­ხით სვლა.) აბა, აბა, მის! წინ ვი­ყუ­როთ, მის! (ად­­კო სლუ­კუ­ნებს.) აბა, მის, აბა, აბა!

ჩლი­ქე­ბის ბა­კუ­ნი, შე­ძა­ხი­ლი - აბა, აბა, მის! გო­გო­ნა ხმა­მაღ­ლა სლუ­კუ­ნებს. უც­ებ ყო­ველ­­ვა­რი ხმა­­რი წყდე­ბა. პა­­ზა.

ადა: რა­ზე ფიქ­რობ? (პა­­ზა.) ჩემ­­ვის არ­­სო­დეს არ­­ფე­რი უს­წავ­ლე­ბი­ათ. მე­რე კი უკ­ვე გვი­ან იყო. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვნა­ნობ­დი.

ჰენ­რი: ჰო. თუმ­ცა რა­ღა­ცა­ში ძლი­­რიც იყ­­ვი, ოღ­ონდ და­მა­ვიწყ­და - რა­ში?

ადა: ო-ო, ალ­ბათ გე­­მეტ­რი­­ში. პლა­ნი­მეტ­რი­­სა და სტე­რე­­მეტ­რი­­ში. (პა­­ზა.) ჯერ პლა­ნი­მეტ­რი­­ში, მე­რე სტე­რე­­მეტ­რი­­ში. (ჰენ­რი დგე­ბა. კენ­ჭე­ბი შხრი­­ლებს.) რის­­ვის ად­­ქი?

ჰენ­რი: ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ წყალ­თან მი­ვი­დე-მეთ­ქი. (პა­­ზა. ოხვ­რა.) და უკ­ან­ვე წა­მო­ვი­დე.

(პა­­ზა.) ბე­ბე­რი ძვლე­ბი გავ­მარ­თო.

პა­­ზა.

ადა: მე­რე­და რა? (პა­­ზა.) რა აზ­რი აქვს, იდ­გე და მხო­ლოდ ამ­­ზე იფ­იქ­რო. (პა­­ზა.) იდ­გე და უყ­­რო?

ჰენ­რი ზღვის­კენ მი­დის. ფეხ­­ვეშ კენ­ჭე­ბი უშხ­რი­­ლებს. ათ­­­დე ნა­ბიჯს გა­ივ­ლის და წყლის პი­რას ჩერ­დე­ბა. პა­­ზა. ზღვის ოდ­ნავ უფ­რო ხმა­მა­ღა­ლი ხმა­­რი. შო­რე­­ლი ხმა. არ გინ­და, მაგ კარგ ფეხ­საც­მელს ნუ ის­ვე­ლებ.

პა­­ზა.

ჰენ­რი: არ გინ­და, არ გინ­და...

ზღვა ღელ­ვას იწ­ყებს.

ადა (ოცი წლის წინ. მუ­და­რით): არ გინ­და! არ გინ­და!

ჰენ­რი (ოცი წლის წინ. და­ჟი­ნე­ბით.): ძვირ­ფა­სო!

ადა (ოცი წლის წინ უღ­­ნოდ): არ გინ­და!

ჰენ­რი (ოცი წლის წინ. აღ­ტა­ცე­ბით): ძვირ­ფა­სო!

ზღვა ბო­ბოქ­რობს. ადა ყვი­რის. ყვი­რი­ლი და ზღვის გრი­­ლი თან­და­თან მა­ტუ­ლობს და ბო­ლოს წყდე­ბა. მო­გო­ნე­ბე­ბი დამ­თავ­­და. პა­­ზა. ზღვა დამ­­ვიდ­და. ჰენ­რი ფერ­დობ­ზე უკ­ან მო­ჩან­ჩა­ლებს, კენ­ჭებ­ზე ძლივს მო­­ბი­ჯებს. შე­ჩერ­დე­ბა. ის­ევ გზას გა­ნაგ­­ძობს. ის­ევ შე­ჩერ­დე­ბა. პა­­ზა. დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი ზღვა ოდ­ნავ შრი­­ლებს.

ადა: არ გინ­და. ასე ბო­ძი­ვით რა­ტომ დგა­ხარ, და­ჯე­ქი. (პა­­ზა. ჰენ­რი ჯდე­ბა. კენ­ჭე­ბის შხრი­­ლი.) აგ­ერ და­ჯე­ქი, შალ­ზე. (პა­­ზა.) შენ რა, გე­ში­ნია არ შე­მე­ხო? (პა­­ზა.) ჰენ­რი!

ჰენ­რი: ჰო.

ადა: ექ­იმ­თან უნ­და მიხ­ვი­დე. ნა­ხე - სულ ლა­პა­რა­კობ და ლა­პა­რა­კობ. უარ­­სად და უარ­­სად ხდე­ბი. აბა და­ფიქ­­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­ან ად­­კო­ზე იმ­ოქ­მე­დოს? (პა­­ზა.) იცი ერთხელ რა მითხ­რა? მა­შინ ჯერ სულ ერ­თი ცი­და იყო - დე­დი­კო, მა­მი­კო ასე გა­მუდ­მე­ბით რა­ტომ ლა­პა­რა­კობ­სო? ფეხ­სად­გილ­ში ლა­პა­რა­კობ­დი... მე კი არ ვი­ცო­დი, რა პა­სუ­ხი გა­მე­ცა.

ჰენ­რი: მა­მი­კო! ად­­კო! (პა­­ზა.) გეთ­­ვა, ლო­ცუ­ლობს-თქო - ხომ გითხა­რი. (პა­­ზა.) ღმერ­­სა და ყვე­ლა წმინ­დანს შეს­თხოვს-თქო.

ადა: ეს ძალ­ზე სა­ზი­­ნოა ბავ­­ვი­სათ­ვის. (პა­­ზა.) სი­სუ­ლე­ლეა თით­ქოს ამ­ას იმ­­ტომ აკ­­თებ­დე, ზღვის ხმა­­რი არ გა­­გო. რომც არ გეს­მო­დეს, შენ ეს ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლის. კი­დე­ვაც რომ გიშ­ვე­ლოს, მი­სი ხმა კი­დე­ვაც რომ არ გეს­მო­დეს, სუ­ლერ­თია, თავ­ში საქ­მე მა­ინც კარ­გად ვერ გაქვს.

პა­­ზა.

არა მჯე­რა, თით­ქოს მი­სი ხმა გეს­მო­დეს... და თუ მა­ინც გეს­მის, ამ­­ში ცუ­დი რა არ­ის, ეს ხომ ის­­თი ნა­ზი ხმაა, ნა­ნა­სა­ვით, ასე რა­ტომ გე­ჯავ­რე­ბა? (პა­­ზა.) არა, თავ­ში შენ ნამ­­ვი­ლად რა­ღაც გჭირს, ჰო­ლო­­­ის უნ­და ეჩ­ვე­ნო, ხომ ის­ევ ცოცხა­ლია?

ჰენ­რი (გა­ცო­ფე­ბუ­ლი): და­ნარ­ცხე­ბა... მინ­და მო­ვუს­მი­ნო, რო­გორ ენ­არ­ცხე­ბა! აი ასე! (ორ მოზ­­დილ ქვას იღ­ებს და მუ­ჭა­ში აჯ­ან­ჯღა­რებს.) ქვა! (და­ნარ­ცხე­ბა.) ქვა! (და­ნარ­ცხე­ბა. ყვი­რი­ლი - "ქვა!" ტალ­ღე­ბის ხმა­­რი მა­ტუ­ლობს, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ერთ­ბა­შად ჩუმ­დე­ბა. პა­­ზა. ჰენ­რი ერთ ქვას აგ­დებს. ის­მის ქვა მი­წას რო­გორ ენ­არ­ცხე­ბა.) აი რა არ­ის ცხოვ­რე­ბა! (მე­­რე ქვა­საც აგ­დებს. ის­მის და­ვარ­­ნის ხმა.) და არა ის... (პა­­ზა.) შთან­­­მა.

ადა: რა­ტომ ცხოვ­რე­ბა? (პა­­ზა.) რა­ტომ ცხოვ­რე­ბა, ჰენ­რი? არ­ის აქ ვინ­მე?

ჰენ­რი: სუ­ლი­­რის ჭა­ჭა­ნე­ბაც არ არ­ის.

ადა: ას­ეც ვი­ცო­დი. (პა­­ზა.) რო­ცა ჩვენ მარ­ტო ყოფ­ნა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით, ჩვენს გვერ­დით ყო­ველ­­ვის ვი­ღაც იყო. ახ­ლა არ გვინ­და და ა, ბა­ტო­ნო, არ­­ვი­ნაა.

ჰენ­რი: ჰო, შენ მუ­დამ სა­შინ­ლად გე­ში­ნო­და ჩვე­ნი ნა­ზი სა­უბ­რის­­ვის ვინ­მეს არ წა­ეს­­რო. საკ­მა­რი­სია სად­ღაც რა­ღაც გა­ფა­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ უკ­ვე კა­ბას ის­წო­რებ­დი, თავს "მან­ჩეს­ტერ გარ­დი­ან­ში" წაჰ­ყოფ­დი. აი ღრმუ­ლი კი ის­­ვაა.

ადა: მი­წა­ზე ღრმუ­ლე­ბის მე­ტი რა არ­ის.

ჰენ­რი: ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც მე და შენ, ბო­ლო­სა და ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, გავ­ბე­დეთ.

ადა: ა-ა, მგო­ნი გა­მახ­სენ­და. აქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც იყო.

ჰენ­რი: არა, ისე არ არ­ის. მე ხომ ვხე­დავ. (სა­­დუმ­ლოდ.) თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი შან­დაკ­დე­ბა. (პა­­ზა.) გო­გო­ნა ახ­ლა რამ­დე­ნი წლის იქ­ნე­ბო­და?

ადა: ან­გა­რი­ში ამ­­რია, არ ვი­ცი.

ჰენ­რი: თორ­მე­ტის? ცა­მე­ტის? (პა­­ზა.) თოთხ­მე­ტის?

ადა: მე მარ­­ლა არ ვი­ცი, ჰენ­რი.

ჰენ­რი: ჩვენ ის მა­შინ­ვე არ გა­მოგ­ვი­ვი­და. (პა­­ზა.) წლო­ბით ვწვა­ლობ­დით. (პა­­ზა.) და აი ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, მი­ვაღ­წი­ეთ ჩვენ­სას. (პა­­ზა.) მო­უს­მი­ნე იმ­ას, მო­უს­მი­ნე! (პა­­ზა.) ალ­ბათ შინ რომ შეხ­ვალ, ხმა­­რი კლე­ბუ­ლობს. (პა­­ზა.) იქ­ნებ ჯობ­და, სა­ვაჭ­რო ფლოტ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

ადა: ეს ხომ მხო­ლოდ ზე­და­პირ­ზეა. ქვე­ვით სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მეა, ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის. არც დღე და არც ღა­მე ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის.

პა­­ზა.

ჰენ­რი: მე ახ­ლა გრა­მა­ფო­ნით დავ­დი­ვარ. აი დღეს კი და­მა­ვიწყ­და.

ადა: არ­­ვი­თა­რი აზ­რი ამ­ას არა აქვს. (პა­­ზა.) არ­­ვი­თა­რი აზ­რი მი­სი ჩახ­შო­ბის მცდე­ლო­ბას არა აქვს. (პა­­ზა.) ჰო­ლო­­­ის გა­­სინ­ჯე, ჰენ­რი, ჰო­ლო­­­ის.

პა­­ზა.

ჰენ­რი: წა­ვი­დეთ, ნა­ვით გა­ვი­სე­ირ­ნოთ.

ადა: ნა­ვით? მე­რე­და ად­­კო? რომ მო­ვი­დეს და გნა­ხოს, ნა­ვით გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად უიმ­­სოდ წახ­ვე­დი, ძა­ლი­ან ეწ­ყი­ნე­ბა. (პა­­ზა.) კი მაგ­რამ, ახ­ლა სად იყ­­ვი? აი ვიდ­რე ლა­პა­რაკს და­მიწყებ­დი?

ჰენ­რი: მინ­დო­და ცო­ტა ხანს მა­მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

ადა: ა-ა. (პა­­ზა.) ეგ ყო­ველ­­ვის დი­დი სი­­მოვ­ნე­ბით!

ჰენ­რი: მინ­დო­და ისე მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი, ცო­ტა ხანს ჩემ­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. (პა­­ზა.) დღეს შენ ჩვე­­ლებ­რივ­ზე უხ­­ში ხარ, ადა. (პა­­ზა.) ზუს­ტად იმ­ას ვე­კითხე­ბო­დი, უნ­­ხი­ხარ რო­დის­მე თუ არა, თვი­თონ ვერ ვიხ­სე­ნებ.

ადა: მე­რე?

ჰენ­რი: ის უკ­ვე აღ­არ მპა­სუ­ხობს.

ადა: ალ­ბათ სუ­ლი ამ­­ხა­დე. (პა­­ზა.) სი­ცოცხ­ლე­ში­აც გულს უწ­ყა­ლებ­დი და მკვდარ­საც გულს უწ­ყა­ლებ. (პა­­ზა.) დგე­ბა დრო, რო­ცა ად­­მი­­ნი შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­ღარ შეს­­ლებს. (პა­­ზა.) ჰო, დად­გე­ბა დრო, რო­ცა სა­ერ­თოდ აღ­­რა­ვის შე­ეძ­ლე­ბა შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სრუ­ლი­ად უც­ნობ ად­­მი­­ნებ­საც კი. (პა­­ზა.) შენ მარ­ტოდ­მარ­ტო, პი­რის­პირ დარ­ჩე­ბი შენს ხმას­თან, გარ­და შე­ნი სა­კუ­თა­რი ხმი­სა, მთელ ქვეყ­ნი­­რე­ბა­ზე ვე­რა­ვის ხმას გა­­გო­ნებ. (პა­­ზა.) გეს­მის ჩე­მი?

პა­­ზა.

ჰენ­რი: ვერ ვიხ­სე­ნებ, უნ­­ხი­ხარ თუ არა.

ადა: ვუ­ნა­ხი­ვარ და ეს შენც იცი.

ჰენ­რი: არა, ადა, არ ვი­ცი, მა­პა­ტიე, ის, რაც შენ­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვიწყ­და.

ადა: შენ იქ არ იყ­­ვი, მხო­ლოდ დე­და­შე­ნი და შე­ნი და იყვ­ნენ. შე­თან­­მე­ბი­სა­მებრ შენ შე­მო­გი­­რე, გვინ­დო­და ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ბა­ნა­ოდ.

პა­­ზა.

ჰენ­რი (გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი): მე­რე, მე­რე? ეს რა წე­სი აქვთ ად­­მი­­ნებს, სიტყ­ვა მუ­დამ შუ­­ზე უნ­და გაწყ­ვი­ტონ!

ადა: არ იც­ოდ­ნენ, სად იყ­­ვი. შე­ნი სა­წო­ლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო. ყვე­ლა­ნი ერთ­მა­ნეთს უყ­ვი­როდ­ნენ. შე­ნი და გაჰ­­ვი­რო­და, კლდი­დან გა­დავ­ვარ­დე­ბიო. მა­მა ად­გა და კა­რი გა­­ჯა­ხუ­ნა. მეც თით­­მის მა­შინ­ვე წა­მო­ვე­დი, გვერ­დით ჩა­ვუ­­რე, მაგ­რამ ვერ და­მი­ნა­ხა. ქვა­ზე იჯ­და, ზღვას გას­­ქე­რო­და. მის პო­ზას ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვიწყებ. თუმ­ცა კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­­ფე­რი ყო­ფი­ლა, ზოგ­ჯერ შენც მჯდარ­ხარ ასე. იქ­ნებ მთე­ლი ამ­ბა­ვი სწო­რედ მის ამ უმ­ოძ­რა­­ბა­ში იყო - გე­გო­ნე­ბო­და ქვად იქ­ცაო. მოკ­ლედ, ვე­რა­ფე­რი გა­ვარ­­ვიე.

პა­­ზა.

ჰენ­რი: ილ­­პა­რა­კე! ილ­­პა­რა­კე! (ვედ­რე­ბით.) ილ­­პა­რა­კე, ადა, ილ­­პა­რა­კე, ყო­ვე­ლი ბგე­რა მო­გე­ბუ­ლი წა­მია.

ადა: ვში­შობ, სულ ესაა. (პა­­ზა.) შე­გიძ­ლია გა­აგ­­ძე­ლო მა­მა­შენ­თან სა­­ბა­რი, და­უბ­რუნ­დე ამ­ბე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას თუ რას საქ­მი­­ნობ­დი კი­დევ, არ ვი­ცი. მე კი ყუ­რად­ღე­ბას ნუ მო­მაქ­ცევ.

ჰენ­რი: არ შე­მიძ­ლია. (პა­­ზა.) მე­ტი აღ­არ შე­მიძ­ლია!

ადა: ერ­თი წუ­თის წინ, ვიდ­რე მე და­მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მშვე­ნივ­რად შე­გეძ­ლო.

ჰენ­რი (გაბ­რა­ზე­ბით): ახ­ლა კი აღ­არ შე­მიძ­ლია! (პა­­ზა.) ო, ღმერ­თო!

პა­­ზა.

ადა: კი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ შენ თვი­თო­ნაც ხომ იცი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში რა მაქვს: რო­მე­ლი­ღაც პო­ზე­ბი, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, გო­ნე­ბა­ში გრჩე­ბა, ვთქვათ, მა­გა­ლი­თად, თა­ვი ჰქონ­და ჩა­ქინ­­რუ­ლი, რო­ცა თით­ქოს აწ­­­ლი უნ­და ჰქო­ნო­და. ან­და ხე­ლი, ვთქვათ, ჰა­ერ­ში უს­­ცოცხ­ლოდ იყო გად­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­­ბით რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი. იმ დღეს კი, მა­მა­შე­ნი ქვა­ზე რომ იჯ­და, ამ­ის მსგავ­სიც არ­­ფე­რი ყო­ფი­ლა, უმ­ნიშ­­ნე­ლო წვრილ­მა­ნიც კი, რა­ზეც თითს მი­აშ­ვერ­დი და - უც­ნა­­რიაო, - იტ­ყო­დი. მოკ­ლედ, ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ვამ­ბობ, მი­ზე­ზი იქ­ნებ მი­სი ის სა­­ცა­რი უმ­ოძ­რა­­ბა იყო-მეთ­ქი, ის ხომ თით­ქოს არ სუნ­­ქავ­და. (პა­­ზა.) რას იტყ­ვი, ცო­ტა მა­ინც არ მო­გეშ­ვა ამ აბ­და­უბ­დის შემ­დეგ? (პა­­ზა.) თუ გინ­და, შე­მიძ­ლია კი­დევ გა­მოვ­წუ­რო ჩემ­გან რა­ღაც. (პა­­ზა.) არა? მა­შინ წა­ვალ.

ჰენ­რი: მო­­ცა! ხომ შე­გიძ­ლია არ ილ­­პა­რა­კო. მხო­ლოდ მო­მის­მი­ნო. თუ გინ­და, ნურც მო­მის­მენ, ოღ­ონდ ცო­ტა ხანს ჩემ­თან დარ­ჩი. (პა­­ზა.) ადა! (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) ადა! (პა­­ზა.) ღმერ­თო! (პა­­ზა.) ფლოქ­ვე­ბის თქა­რუ­ნი! (პა­­ზა. უფ­რო ხმა­მაღ­ლა.) ფლოქ­ვე­ბის თქა­რუ­ნი! (პა­­ზა.) ღმერ­თო! (ხან­­­­ლი­ვი პა­­ზა.) ად­აც მა­შინ­ვე წა­მო­ვი­და, თით­­მის გვერ­დით ჩა­გი­­რა, მაგ­რამ, ვერ და­­ნა­ხე, ზღვის­კენ იყ­­რე­ბო­დი... (პა­­ზა.) არა, ზღვის­კენ არა, აბა ზღვას რო­გორ შე­ხე­დავ­დი! (პა­­ზა.) იქ­ნებ სხვა მხრი­დან შეხ­ვე­დი. (პა­­ზა.) ალ­ბათ კლდის მხრი­დან, ხომ ასეა? (პა­­ზა.) მა­მა! (პა­­ზა.) ჰო, ალ­ბათ ასე იყო. (პა­­ზა.) ადა დგას, გი­ყუ­რებს, მე­რე ტრამ­ვა­ის­კენ ბი­ლიკ­ზე ეშ­ვე­ბა, ტრამ­ვა­­ში წი­ნი­დან შე­დის და ჯდე­ბა. (პა­­ზა.) ჰო, წი­ნი­დან ჯდე­ბა. (პა­­ზა.) უც­ებ ცუდ გუ­ნე­ბა­ზე დგე­ბა და ტრამ­ვა­­დან ჩა­მო­დის "გა­და­­ფიქ­რეთ, ქა­ლიშ­ვი­ლო?" - ეუბ­ნე­ბა კონ­დუქ­ტო­რი. ადა ის­ევ ბი­ლიკ­ზე გა­დის, იქ კი შე­ნი ალი-კვა­ლიც აღ­­რაა. (პა­­ზა.) და­დარ­დი­­ნე­ბუ­ლი და დაბ­ნე­­ლი იმ ად­გილს გარ­შე­მო უტ­რი­­ლებს, და­ბო­დი­­ლობს, მაგ­რამ, არა, არ­­ვი­ნაა. ზღვი­დან კი ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი ქა­რი უბ­­რავს. ბი­ლი­კით კვლავ ტრამ­ვა­ის­თან ბრუნ­დე­ბა, ტრამ­ვა­­ში ჯდე­ბა და შინ მი­დის. (პა­­ზა.) ღმერ­თო! (პა­­ზა.) "ბო­ულ­ტონ, მე­გო­ბა­რო... (პა­­ზა.) ბო­ულ­ტონ, თუ ნემ­სის გა­კე­თე­ბა გინ­და, შარ­ვა­ლი ჩა­­ხა­დე, ახ­ლა­ვე გიჩხ­­ლეტ, ცხრა­ზე საშ­ვი­ლოს­ნოს ოპ­­რა­ცია მაქვს და­ნიშ­ნუ­ლი". მხედ­ვე­ლო­ბა­ში მას რა თქმა უნ­და, გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი აქვს. (პა­­ზა.) ცეცხ­ლი ჩა­­ნავ­ლა. ყი­ნავს. და სი­თეთ­რეა, უბ­­დუ­რე­ბაა, სი­ჩუ­მეა. (პა­­ზა.) ბო­ულ­ტო­ნი ფარ­დას უწ­ყებს გა­წე­ვას, არა, შტო­რებს, ო, ამ­ის აღ­წე­რა ძნე­ლია. სწევს, არა, მუ­ჭა­ში იქ­ცევს, თა­ვის­კენ ექ­­ჩე­ბა და ოთ­ახ­ში მთვა­რის შუ­ქი იჭ­რე­ბა. მე­რე ფარ­დას ის­ევ ხელს უშ­ვებს, ფარ­და მძი­მეა, ხა­ვერ­დი­სა. და - ოთ­ახ­ში ის­ევ უკ­­ნე­თი ის­ად­გუ­რებს. მე­რე ფარ­დას ის­ევ თა­ვის­კენ სწევს და - თეთ­რია, შა­ვია, თეთ­რია, შა­ვია. ჰო­ლოუეი კი: "კმა­რა, ბო­ულ­ტონ, ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, კმა­რა! შენ რა, სუ­ლი გინ­და ამ­ომ­ხა­დო! (პა­­ზა.) თეთ­რია, შა­ვია, თეთ­რია, შა­ვია - კა­ცი შე­იძ­ლე­ბა ჭკუ­­ზე შე­­შა­ლოს". მე­რე უც­ებ ას­ანთს გაჰ­­რავს, ესე იგი, ბო­ულ­ტო­ნი გაჰ­­რავს ას­ანთს, სან­თელს აან­თებს, სან­­ლი­ან ხელს თა­ვის ზე­ვით სწევს, ჰო­ლო­­­ის­თან მი­დის და პირ­და­პირ თვა­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებს. (პა­­ზა.) ხმას არ იღ­ებს, მხო­ლოდ ძალ­ზე ჩამ­­რალ, უწ­ამ­წა­მო, ცის­ფერ, ბებ­რულ თვა­ლებ­ში უყ­­რებს, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­რავს, თავს ზე­მოთ სან­თე­ლი ცახ­ცა­ხებს. (პა­­ზა.) ტი­რის? (პა­­ზა. ხან­­­­ლი­ვი სი­ცი­ლი.) არა, ღმერ­თო დი­დე­ბუ­ლო! რას ბრძა­ნებთ, რის ტი­რი­ლი! (პა­­ზა.) ხმას არ იღ­ებს, მხო­ლოდ ბებ­რულ, ცის­ფერ თვა­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებს, ჰო­ლოუეი კი: "ნემ­სის გა­კე­თე­ბა გინ­და? ჰო­და, გეთ­­ვა და გა­გეშ­ვი აქ­­დან ჯან­და­ბა­ში! (პა­­ზა.) ჩვენ ეს უკ­ვე გა­ვი­­რეთ, ბო­ულ­ტონ, ნუ გა­მა­მე­­რე­ბი­ნებ". (პა­­ზა.) ბო­ულ­ტო­ნი: "გთხოვ! (პა­­ზა.) გთხოვ! (პა­­ზა.) გთხოვ, ჰო­ლოუეი". (პა­­ზა.) სან­თე­ლი თრთის, ყვე­ლა­ფე­რი სან­­ლი­თაა მოღ­ვენ­თი­ლი. სან­თე­ლი ახ­ლა ქვე­ვი­თაა - ჯან­გაც­ლი­ლი ხე­ლი და­­ღა­ლა, სან­თე­ლი მე­­რე ხელ­ში გა­და­­ტა­ნა, ის­ევ მაღ­ლა, თავს ზე­ვით აწია და ამ­ით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­­და - ამ­ით ყო­ველ­­ვის ყვე­ლა­ფე­რი მთავ­­დე­ბა, ღა­მეც, გა­ცი­­ბუ­ლი ნა­ცა­რიც, შენს ჯან­გაც­ლილ ხელ­ში კი სან­თე­ლი ის­ევ თრთის და შენ ამ­ბობ: "გთხოვ!.. გთხოვ!" (პა­­ზა.) ისე ეღ­რი­ჯე­ბი, (პა­­ზა.) რო­გორც მათხო­ვა­რი. (პა­­ზა.) ადა! (პა­­ზა.) მა­მა! (პა­­ზა.) ღმერ­თო! (პა­­ზა.) სან­თელს ის­ევ მაღ­ლა სწევ, ყვე­ლა­ფე­რი ის­­თი თავ­ზარ­დამ­ცე­მია, ის­­თი აუტ­­ნე­ლია, უყ­­რებ, უყ­­რებ ჰო­ლო­­­ის, თვალს თვალ­ში უყ­რი, არა, თხოვ­ნის სურ­ვი­ლი აღ­­რა გაქვს, მხო­ლოდ უყ­­რებ და ჰო­ლოუეი სა­ხე­ზე ხე­ლებს იფ­­რებს, ხმას არ გცემს. ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რია, ყინ­ვა მძვინ­ვა­რებს, შემ­ზა­რა­ვი სცე­ნაა, ორი ბე­რი­კა­ცი, ორი ბე­რი­კა­ცი და უბ­­დუ­რე­ბა, უბ­­დუ­რე­ბა... არა, ასე არა. (პა­­ზა.) ასე არა. (პა­­ზა.) ღმერ­თო! (პა­­ზა. დგე­ბა, კენ­ჭე­ბი შხრი­­ლებს. ზღვის­კენ მი­დის. პა­­ზა. ზღვის ხმა­­რი მა­ტუ­ლობს.) წინ. (პა­­ზა. მი­დის. ფეხ­­ვეშ ქვი­შა ხრა­შუ­ნებს. წყლის პი­რას ჩერ­დე­ბა. პა­­ზა. ზღვის ხმა­­რი მა­ტუ­ლობს.) პა­ტა­რა წიგ­ნა­კი. (პა­­ზა.) დღეს სა­ღა­მოს... (პა­­ზა.) დღეს სა­ღა­მოს არ­­ფე­რი. (პა­­ზა.) ხვალ... ხვალ ცხრა სა­ათ­ზე წყალ­გამ­­ვე­ბი... მე­რე... მე­რე არ­­ფე­რი. (პა­­ზა. გა­­ცე­ბუ­ლი.) ცხრა სა­ათ­ზე წყალ­გამ­­ვე­ბი... მე­რე... მე­რე არ­­ფე­რი. (პა­­ზა. გა­­ცე­ბუ­ლი.) ცხრა სა­ათ­ზე წყალ­გამ­­ვე­ბი?! (პა­­ზა.) ა-ა, ხვრე­ლი... ფუ, რა სიტყ­ვაა! (პა­­ზა.) შა­ბა­თი... არ­­ფე­რი. კვი­რა... კვი­რა... კვი­რას მთელ დღეს არ­­ფე­რი. (პა­­ზა.) არ­­ფე­რი. მთელ დღეს არ­­ფე­რი. (პა­­ზა.) მთელ დღეს, მთელ ღა­მეს - არ­­ფე­რი. (პა­­ზა.) ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის.

ზღვის ხმა­­რი.


© ”არილი”

No comments:

Post a Comment