Tuesday, January 29, 2008

სალმან რუშდი




ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლის ბუ­დე


­

თარგმნა ლელა სამნიაშვილმა


ახლა მე მზად ვარ გიამბოთ, თუ როგორ გადაიქცევიან სხელები სხვა სხელებად.­­­­­­­­­­­­­­­

­­­­­­­­ოვიდიუსი, "მეტამორფოზე­ბი"



ცხე­ლი, ბრტყე­ლი და ხრი­­კია ეს ად­გი­ლი. წვი­მე­ბი სულ­­­ლად მი­­ლია და გვალ­ვა მძლავ­რობს. აქ ფერ­მე­რე­ბი მკვიდ­რო­ბენ, მაგ­რამ პი­რუტყ­ვი ნელ-ნე­ლა აკლ­დე­ბათ. სა­ქო­ნე­ლი სამ­­რე­თით და აღ­მო­სავ­ლე­თით მი­ლას­ლა­სებს წყლის სა­ძებ­ნე­ლად; და ამ ძებ­ნა­ში ბი­ლი­კებ­ზე - რქე­ბი­­ნი თა­ვის­ქა­ლე­ბი ასხ­მუ­ლა. და­სავ­ლე­თით კია წყა­ლი, მაგ­რამ მლა­შე. მა­ლე, ალ­ბათ ეს ჭა­­ბე­ბიც ამ­ოქ­რე­ბა. ქარ­­ვე­ტას თეს­ლი მოს­დე­ბია გა­მომ­­რალ მი­წას. ნაპ­რა­ლე­ბი იმ­ხე­ლაა, კაცს გა­დაყ­ლა­პავს.

ფერ­მერს ჩვე­ვია ასე სიკ­­დი­ლი: სა­კუ­თა­რი მი­წა რომ შე­ჭამს.

ქა­ლე­ბი ასე არ კვდე­ბი­ან. ქა­ლებს ცეცხ­ლი ეკ­­დე­ბათ და იწ­ვი­ან.

სა­სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ ლი­მუ­ზინ­ში მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი თა­ვის ამ­­რი­კელ სა­ცო­ლეს უამ­ბობს: გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ ხში­რი ტყე ყო­ფი­ლა. ტყე­ში ვეფხ­ვის იშ­ვი­­თი სა­ხე­­ბა ბი­ნად­რობ­და, - მა­რი­ლი­ვით თეთ­რი, მოქ­ნი­ლი და პა­ტა­რა. მომ­ღე­რა­ლი ჩი­ტე­ბიც იყვ­ნენ, ათ­­ბით სხვა­დას­­ვა ჯი­შის; მა­თი ბუ­დე­­ბი სიმ­ღე­რით იყო ამ­ოვ­სე­ბუ­ლი. ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნის წინ, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მა­მა­მი­სი ტკბი­ლი ღი­ღი­ნით აჰყ­ვე­ბო­და ხოლ­მე იმ­ათ ხმას; და სიმ­ღე­რას ტყი­დან ვეფხ­ვის ძა­ხი­ლიც შე­ეწყო­ბო­და. მაგ­რამ მა­მა­მი­სი მკვდა­რია ახ­ლა; და ვეფხ­ვე­ბიც გა­და­შენ­­ნენ, და ჩი­ტე­ბიც - ყვე­ლა გაფ­რინ­და; ერ­თის გარ­და, რომ­ლის ნის­კარტს ერ­თი ბგე­რაც არ დას­­დე­ბა, და რო­მე­ლიც ამ ხემ­­­დარ ად­გი­ლას მა­ლუ­ლად იკ­­თებს ბუ­დეს, ისე რომ დღემ­დე სუ­ლი­ერს ვერ მი­უგ­ნია. ის - ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლია - ჩურ­ჩუ­ლებს მა­ჰა­რა­ჯი, და მი­სი სა­ცო­ლე, დი­დი ქა­ლა­ქის შვი­ლი, არ­­ქალ­წუ­ლი უც­ხო­­ლი კის­კი­სებს - ას­­თი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მე­ლოდ­რა­მის გამ­გო­ნე. და ჰა­ერ­ში იშ­ლე­ბა მი­სი გრძე­ლი, ქე­რა თმა - კო­ცო­ნი­ვით ყვი­თე­ლი.

პრინ­ცე­ბი აღ­არ არ­სე­ბო­ბენ. მთავ­რო­ბამ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, გა­­უქ­მათ ტი­ტუ­ლი. პრინ­ცის ცნე­ბაც კი - დღეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში - ფე­­და­ლიზ­მის­­რო­ინ­დელ ამ­ბად, ზღაპ­რად ქცე­­ლა. ტი­ტუ­ლებ­თან ერ­თად სხვა ყვე­ლა პრი­ვი­ლე­გი­აც ჩა­მო­­ცი­ლეს და გაგ­ვი­თა­ნას­წო­რეს. პრინ­ცი ჩვე­­ლებ­რივ მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯად იქ­ცა. მრა­ვალ­­­რივ საქ­მი­­ნო­ბას ეწ­­ვა. ქა­ლაქ­ში თა­ვი­სი სა­სახ­ლე - სა­მო­რი­ნედ გა­და­­კე­თა; ამ­­ვე დროს, სა­თა­ვე­ში უდ­გას კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ეპ­­დე­მი­ად ქცე­­ლი კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­საფხ­­რელ გზებს ეძ­ებს. ახ­ალ­გაზ­­დო­ბა­ში ის ძლი­­რი სპორ­­­მე­ნი იყო, მაგ­რამ ახ­ლა თა­მა­შის­­ვის დროც აღ­არ რჩე­ბა. ეკ­­ლო­გი­ურ ინს­ტი­ტუტს ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლობს, სწავ­ლობს და ეძ­ებს, რო­გორ უშ­ვე­ლოს გვალ­ვას. სო­ფელ­ში კი ნამ­­ვი­ლი სამ­­ლო­ბე­ლო აქვს, დი­დე­ბუ­ლი ცი­ხე-დარ­ბა­ზი, სა­ით­კე­ნაც ახ­ლა ლი­მუ­ზინს მიჰ­ყავს, სა­დაც წყა­ლი უწყ­ვეტ შად­რევ­ნე­ბად მოჩ­ქეფს - უბ­რა­ლოდ, თვა­ლის გა­სა­ხა­რად. აქვს უძ­ვე­ლე­სი ბიბ­ლი­­თე­კა, რო­მე­ლიც მთელ პრო­ვინ­ცი­­შია გან­­­მუ­ლი. ის აკ­ონ­­რო­ლებს ად­გი­ლობ­რივ სა­ტე­ლი­ტურ კავ­ში­რებს და ნე­ბის­მი­­რი ახ­­ლი ტი­პის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი მო­გე­ბაც მის ხელ­შია. ხო­ლო ამ შე­მო­სავ­ლებ­თან, ამ ფი­ნან­სებ­თან, ის­­ვე რო­გორც სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი - რა­ზეც აქ მთე­ლი მით­­მა-მოთ­­მაა ატ­­ხი­ლი, - ბინ­დი­თაა მო­ცუ­ლი.

აქ ქვის სამ­ტეხ­ლოა. ლი­მუ­ზი­ნი ჩერ­დე­ბა. კა­ცებს წე­რაქ­ვე­ბი უჭ­­რავთ, ქა­ლებს კი თავ­ნებ­ზე მი­წით სავ­სე ჭურ­ჭე­ლი შე­მო­უდ­გამთ. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის და­ნახ­ვი­სას პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ, მუხლს იყ­რი­ან და ქედს იხ­რი­ან. ამ­­რი­კე­ლი სა­ცო­ლე ხვდე­ბა, რომ ის, რაც ვი­თომ გა­­უქ­მეს - აქ დღემ­დე სი­ნამ­­ვი­ლეა და რომ თვი­თონ მთავ­რო­ბაა ზღაპ­რად თქმუ­ლი­ვით - შორს, დე­და­ქა­ლაქ­ში დარ­ჩე­ნი­ლი და მი­სი არ­­ვის სჯე­რა. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი დღემ­დე პრინ­ცია, და თვი­თონ კი - ახ­­ლი პრინ­ცე­სა. თით­ქოს­და, მით­ში შე­­ბი­ჯა, მშრალ ფურ­ცელ­ზე აც­­ცე­ბულ სიტყ­ვე­ბად იქ­ცა, ან თვი­თონ ფურ­­ლად, რო­მელ­ზეც უნ­და და­­წე­როს მი­სი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც უნ­და და­ბე­როს და­უნ­დო­ბელ­მა ცხელ­მა ქარ­მა და სხე­­ლი პა­პი­რუ­სად უქ­ცი­ოს, კა­ნი - პერ­გა­მენ­ტად, სუ­ლი - ქა­ღალ­დად.

ძა­ლი­ან ცხე­ლა. ის ცახ­ცა­ხებს.

ეს არ არ­ის ქვის სამ­ტეხ­ლო. წყალ­სა­ცა­ვია. ფერ­მე­რე­ბი, მი­წი­დან რომ გვალ­ვამ აჰ­ყა­რა, წვი­მის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი­სათ­ვის წყალ­სა­ცა­ვის ღრმულს თხრი­ან. მა­ჰა­რა­ჯი სა­ცო­ლეს უხს­ნის, რომ ამ ხერ­ხით მათ არა მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოს, არ­­მედ უფ­რო მეტ­საც - იმ­ედს აძ­ლევს. ქა­ლი ხე­დავს, რომ ამ­­ნათხა­რი უკ­ვე სავ­სეა - ჟან­გი­­ნი, მლა­შე წყლით - არც კა­ცის­­ვის რომ ვარ­გა და არც პი­რუტყ­ვის­­ვის.

მო­ფუს­ფუ­სე ქა­ლე­ბი ცეცხ­ლის ფე­რებ­ში გა­მოწყო­ბი­ლან. მხო­ლოდ გო­ნე­ბა­შეზ­ღუ­დუ­ლი, ენ­ობ­რი­ვი მაქ­სი­მე­ბით დაბ­­მა­ვე­ბუ­ლი თუ იფ­იქ­რებს, რომ ცეცხ­ლი წი­თე­ლი, ან - ოქ­როს­ფე­რია. ცეცხ­ლი ლურ­ჯია თა­ვი­სი მწუ­ხა­რე არ­ში­­ბით. მწვა­ნეა - თა­ვის მო­შურ­ნე გუ­ლის­გულ­ში. შე­უძ­ლია, თეთ­რა­დაც იწ­ვო­დეს, - უკ­­დუ­რე­სი მრის­ხა­ნე­ბი­სას - შა­ვა­დაც კი.

წე­რაქ­ვი­­ნი კა­ცე­ბი მის­ტერ მა­ჰა­რაჯს უამ­ბო­ბენ, რომ გუ­შინ, წი­თელ-ოქ­როს­ფერ სა­რი­ში ტუ­ტუ­ცუ­რად მორ­თუ­ლი ქა­ლი წყლის ამ­ომ­­რა­ლი ორ­მოს ფსკერ­ზე აალ­და. კა­ცე­ბი ზედ წყალ­სა­ცა­ვის პი­რას იდგ­ნენ და ხე­ლებს ას­ავ­სა­ვებ­­ნენ, ზუს­ტად ისე - გა­მომ­­ვი­დო­ბე­ბის ნიშ­ნად რომ იც­­ან. კა­ცუ­რი სიბ­­­ნით შე­­რიგ­­ნენ ქა­ლის გარ­და­­ვალ ხვედრს, ხო­ლო ქა­ლე­ბი, მა­თი ქა­ლე­ბი კი­ოდ­ნენ.

ქა­ლი სულ და­იწ­ვა, მის­გან არ­­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ლა. არც ძვა­ლი, არც ხორ­ცის ნაგ­ლე­ჯი. და­იწ­ვა რო­გორც ქა­ღალ­დი - ნამ­­ვა­ვი ცის­კენ რომ აფ­არ­ფატ­დე­ბა და იმ­­საც ქა­რი გა­ფან­ტავს.

ქა­ლე­ბის აალ­­ბა­დო­ბას კა­ცე­ბი აქ მშვი­დად ხვდე­ბი­ან: უბ­რა­ლოდ, ად­ვი­ლად იწ­ვი­ან და ამ­ას ვე­რა­ფერს მო­­ხერ­ხე­ბო. ზურგს შე­აქ­ცევ და მა­ში­ნათ­ვე აინ­თე­ბი­ან. ალ­ბათ ეს არ­ის გან­­­ვა­ვე­ბა ორ სქესს შო­რის, - ამ­ბო­ბენ კა­ცე­ბი. კა­ცი - მი­წაა, მყა­რი, ამ­ტა­ნი; ქა­ლე­ბი კი - ჭირ­ვე­­ლე­ბი არ­­ან, არ­ამ­­­რა­დე­ბი; ამ სამ­ყა­რო­ში დიდ­ხანს ვერ ძლე­ბენ, კვამ­ლის ღრუბ­ლად ად­­ან ცა­ში, თა­ნაც უმ­­ზე­ზოდ, ვე­რას გა­­გებ. ან კი ამ სიცხე­ში, ამ მზის ქვეშ დიდ­ხანს რო­გორ გაძ­ლე­ბენ?! ვაფ­­თხი­ლებთ ხოლ­მე, შინ დარ­­ნენ, თა­ვი საფ­­თხე­ში არ ჩა­იგ­დონ, მაგ­რამ თქვენც ხომ იც­ით, ქა­ლე­ბი რო­გო­რე­ბი არ­­ან. ეს მა­თი ბუ­ნე­ბაა, მა­თი ბე­დის­წე­რა.

ყვე­ლა­ზე უფ­რო თავ­და­ჭე­რი­ლებ­საც ცეცხ­ლო­ვა­ნი გუ­ლე­ბი აქვთ; შე­იძ­ლე­ბა - ამ­ათ სხვებ­ზე მე­ტა­დაც ცეცხ­ლო­ვა­ნი, - ასე ეჩ­ურ­ჩუ­ლე­ბა ლი­მუ­ზინ­ში მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი თა­ვის სა­ცო­ლეს. ის კი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლია და არ მოს­წონს კა­ცი სუს­ტი სქე­სის შე­სა­ხებ ასე რომ ლა­პა­რა­კობს, ას­­თი უხ­­ში ფორ­მუ­ლე­ბით, მარ­ტი­ვი გან­ზო­გა­დე­ბით, - თუნ­დაც ხუმ­რო­ბის სა­ფარ­ველქვშ. მომ­ღი­მა­რი მა­ჰა­რა­ჯი ბო­დი­შის ნიშ­ნად თავს უხ­რის. მო­მი­ტე­ვე, ვხე­დავ - აზ­რის შეც­­ლა მო­მი­წევ­სო.

უს­­თუ­ოდ მო­გი­წევს - ბრძა­ნებს ქა­ლი და კა­ცის იღ­ლი­ას­თან იყ­­ჟე­ბა, რომ­ლის ნაც­რის­ფე­რი წვე­რი მის წარბს ეხ­­ბა.

ქა­ლის გარ­შე­მო ჭო­რის მო­რე­ვი ტრი­­ლებს. ის მდი­და­რია, ის­­თი­ვე მდი­და­რი, რო­გორც ბე­ბე­რი ნი­ზა­მი, რო­მე­ლიც თურ­მე თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ალ­მა­სე­ბით იწ­­ნე­ბო­და და ამ­დე­ნად, შე­ეძ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბი მხო­ლოდ იმ­­ტომ გა­­ზარ­და, რომ წო­ნა­ში მო­­მა­ტა. ქვე­შევ­­დო­მე­ბი ში­შით კან­კა­ლებ­­ნენ, რო­ცა მის წვე­­ლე­ბა­ზე უზ­არ­მა­ზარ ხალ­ვას, მუ­რა­ბით სავ­სე თა­სებ­სა და ათ­ას­­ვარ ნუგ­ბარს ხე­დავ­­ნენ, რად­გან იც­ოდ­ნენ, რომ ნი­ზა­მის სტო­მაქ­ში გა­დამ­დი­ნა­რე ტკბი­ლე­­ლის მთე­ლი ეს ზვა­ვი მათ სა­კუ­თარ მა­გი­დებ­ზე სულ უფ­რო მწირ საკ­ვებს მო­ას­წა­ვებ­და; რომ რო­გორც ის ტი­რო­და ამ­­ყო­რი­ლი მუც­ლის ტკი­ვი­ლით, მა­თი ბავ­­ვე­ბიც შიმ­ში­ლის­გან ატ­ირ­დე­ბოდ­ნენ. მი­სი გა­­მაძღ­რო­ბა მათ კუ­ჭებს გა­მო­ახ­მობ­და. ჰო­და, ამ­აზ­­ზე­ნად მდი­და­რიაო - სი­სი­ნებ­და ჭო­რი; მი­სი ამ­­რი­კე­ლი მა­მა თავს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რო­მე­ლი­ღაც ქვეყ­ნის ტახ­ტი­დან დევ­ნი­ლი სა­მე­ფო ოჯ­­ხის მემ­­ვიდ­რედ აც­ხა­დებს; ყო­ველ წე­ლი­წადს თა­ვი­სი კო­მერ­ცი­­ლი იმ­პე­რი­ის ელ­­ტას­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი თვით­­­რი­ნა­ვით და­კარ­გუ­ლი სა­მე­ფო­სა­კენ მი­­შუ­რე­ბა და მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე - ოთხ­­ღი­ან შე­ჯიბ­რე­ბას აწ­ყობს გოლ­­ში; და ბო­ლოს, რო­გორც იქ­­­რო­ბის ღმერ­თი, აბ­­ჩად ამგ­დე­ბი, ავი ღი­მი­ლით მი­ზან­ში იღ­ებს გა­მარ­­ვე­ბულს და ესვ­რის, ან­ად­გუ­რებს მის სი­ცოცხ­ლეს, რა­თა გა­მარ­­ვე­ბულ­ზე გა­მარ­­ვე­ბა გა­ნი­ცა­დოს; და იქ­ვე ტო­ვებს მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე, სა­­და­ნაც მკვდარ ჩემ­პი­ონს მყვი­რა­ლა, ავი ტალ­ღე­ბი ჩა­ით­რე­ვენ და ის­იც იკ­არ­გე­ბა, რო­გორც იმ­­დი, რო­გორც გოლ­ფის ბურ­თი.

ქა­ლი მდი­და­რია; ის ნა­ყო­ფი­­რი მი­წაა; ის მო­­ტანს ვა­ჟებს და წვი­მას.

არა, ღა­ტა­კია, - იელ­ვებს ჭო­რი; მა­მა­მის­მა თა­ვი ჩა­მო­იხ­­ჩო, რო­ცა ის გაჩ­­და; დე­და­მი­სი მე­ძა­ვი იყო, ის­იც ვე­ლუ­რი, ქვი­­ნი მი­წის შვი­ლია; გვალ­ვა წყევ­ლად ჩა­ბუ­დე­ბია სხე­ულ­ში. ბერ­წია და აქ იმ იმ­­დით მო­ვი­და, მა­თი სახ­ლე­ბი­დან ყა­ვის­ფე­რი ჩვი­ლე­ბი მო­­პა­როს, ბოთ­ლით გა­მოკ­ვე­ბოს, იმ­­ტომ, რომ ძუ­ძუ­­ბი სულ­­­ლად გა­მომ­­რა­ლი აქვს.

მის­ტერ მა­ჰა­რაჯ­მა მთე­ლი სამ­ყა­როს გან­ძე­­ლი მო­­ხი­ლა და დაბ­რუნ­და მა­გი­­რი ალ­მა­სით, რომ­ლის შუ­ქიც შეც­­ლის მათ ცხოვ­რე­ბას. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­და, თა­ვის სა­სახ­ლე­ში სა­სო­წარ­­ვე­თა ჩა­მო­­ყო­ლა, და­მორ­ჩილ­და ყვი­თელ­­მი­ან ბე­დის­წე­რას.

და აი, ასე - იგი გა­და­იქ­ცე­ვა ამ­ბად, რო­მელ­საც ხალ­ხი ყვე­ბა და რო­მელ­ზეც კა­მა­თო­ბენ; სა­სახ­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზეა და უკ­ვე იც­ის, რომ რა­ღაც თხზუ­ლე­ბა­ში უნ­და შე­­ბი­ჯოს, სხვა­დას­­ვა თხზუ­ლე­ბებ­ში - მი­სი მომ­­ვა­ნო, ლა­მა­ზი და ყვი­თელ­­მი­­ნი ქა­ლი­სა და ამ ხალ­ხის­­ვის ძვირ­ფა­სი შავ­­­რე­მა­ნი კა­ცის შე­სა­ხებ. შინ, ცა­თამ­­ჯე­ნე­ბი­ან ქა­ლაქ­ში მე­გობ­რე­ბი აფრ­თხი­ლებ­­ნენ, ჩას­ჩი­ჩი­ნებ­­ნენ - მაგ კაცს არ გაჰ­­ვეო. თუ და­უწ­ვე­ბი, პა­ტივს აღ­არ გცემ­სო. შენ­ნა­ირ ქა­ლებს სა­ცო­ლე­­ბად არ მი­იჩ­ნევ­სო. უც­ხო რომ ხარ, სხვა­ნა­­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი - ეს აღ­აგ­­ნებს - მე­რე კი გულს მო­გიკ­ლავ­სო.

ჯე­რაც სა­ცო­ლეს ეძ­­ხის; ჯერ ვერ და­­ნამ­­ვი­ლე­ბია ცოლ-ქმრო­ბა, საფ­­თხეს ჯერ კი­დევ ვერ გრძნობს.

ხრი­ოკ ად­გი­ლას კი­დე­ებ­ჩა­მონ­­რე­­ლი გა­ლა­ვა­ნი დგას, გა­სას­­ლე­ლი არ­სა­­თაა. იქ­ვე გდია ამ­­ძირ­­ვუ­ლი ხე­­ბი­დან უკ­­ნას­­ნე­ლი და ლპე­ბა; ფეს­ვე­ბი მკვდა­რი გო­ლი­­თის ხე­ლი­ვით ამ­­უშ­ვე­რია; ჰა­ერს ებ­ღა­­ჭე­ბა. გზად მე­ქორ­წი­ლე­­ბი მი­დი­ან. ლი­მუ­ზი­ნი სვლას ან­­ლებს. ქა­ლი ხე­დავს, რომ ჩალ­მი­­ნი საქ­­რო, სა­ცო­ლის შე­სახ­ვედ­რად რომ მი­­მარ­თე­ბა, არც ახ­ალ­გაზ­­დაა და არც სურ­ვი­ლით სავ­სე. თმა­შეთხე­ლე­ბუ­ლია, მო­ხუ­ცი და სა­ხე­დამ­­­ნა­რი. ქა­ლი წარ­მო­იდ­გენს, რომ ამ კა­ცის ამ­ბავს, უკვ­დავ სიყ­ვა­რულს გა­რე­მო­­ბა დიდ­ხანს აბრ­კო­ლებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა მწუ­ხა­რე­ბა გა­და­­ლა­ხა და ახ­ლა აქ­ვე, სად­ღაც, ხან­დაზ­მუ­ლი სატ­­ფო თა­ვის დამ­­­ნარ საქ­­როს მო­­ლის. წარ­მო­იდ­გენს, რომ ამ ორს მუ­დამ უყ­ვარ­დათ ერთ­მა­ნე­თი და ახ­ლა, ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­­რი და­სას­რუ­ლი მო­ძებ­ნეს. ამ­ას უნ­­ბუ­რად ხმა­მაღ­ლა ამ­ბობს. მის­ტერ მა­ჰა­რაჯს ეღ­­მე­ბა და თავს აქ­ნევს. არაო, ამ კა­ცის სა­ცო­ლე ახ­ალ­გაზ­­დაა, ქალ­წუ­ლია - შო­რე­­ლი სოფ­ლის მკვიდ­რი.

რა­ტომ უნ­და სურ­დეს ლა­მაზ, ახ­ალ­გაზ­­და გო­გოს მო­ხუ­ცი ყე­ყე­ჩის ცო­ლო­ბა?

მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი მხრებს იჩ­­ჩავს. მო­ხუ­ცი მცი­რე მზი­თევ­ზე და­თან­­­დე­ბა და თუ სა­სი­მამ­როს რამ­დე­ნი­მე ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ეს პა­ტა­რა ამ­ბა­ვი რო­დიაო - ასე პა­სუ­ხობს. ამ მო­ხუც­მა, ვინ იც­ის, უკ­ვე რამ­დე­ნი პა­ტარ­­ლის მზი­თე­ვი და­ხარ­ჯაო.

ფლე­­ტე­ბი­სა და საყ­ვი­რე­ბის გუ­ლის­გა­მაწ­­რი­ლე­ბე­ლი ხმა მათ­კენ მო­­წევს. დო­ლი ქვე­მე­ხი­ვით გუ­გუ­ნებს. ტრან­­სექ­სუ­­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­­ბი მან­ქა­ნის მი­ნებ­ში იჭ­ყი­ტე­ბი­ან. Ohe America - გაჰ­კი­ვი­ან ის­­ნი, რო­გორ ბრძან­დე­ბით? OK, თავს გა­უფ­­თხილ­დით, მო­დის ქალ­ბა­ტო­ნი იან­კი-დო­დი-დენ­დი! Ooh, baby, მის ამ­­რი­კა ლა­მაზ­მა­ნი! ქა­ლი უც­ებ პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბა. ჩქა­რა გა­­­რეო, - ყვი­რის და მძღო­ლი სიჩ­ქა­რეს უმ­­ტებს. სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­­ლი მტვერ­ში ინთ­­მე­ბა. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი ებ­­დი­შე­ბა, ეფ­­რე­ბა, ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლია, მაგ­რამ ქა­ლი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ბრა­ზობს. მა­პა­ტიე, მა­პა­ტიე - ბუტ­ბუ­ტებს. არ­­ფე­რია, სიცხის ბრა­ლია.

"ამ­­რი­კა". ერთხელ "ამ­­რი­კა­ში" ის­­ნი, ორ­ნი ინ­დურ სა­დილს 300 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზე მი­ირ­­მევ­­ნენ. მა­გი­დი­დან გა­ზაფხუ­ლის ახ­ლად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ბა­ღი მო­ჩან­და, თვა­ლი ტკბე­ბო­და მცე­ნა­რე­თა სი­უხ­ვით და ამ გა­დამ­­მარ ხრი­ოკ­ზე ის ად­გი­ლი მწვა­ნე ურცხ­ვი ბედ­ნი­­რე­ბა­სა­ვით ახ­სენ­დე­ბა. ერთხელ ამ კაც­მა შე­ფარ­ვით უთხ­რა: ჩე­მი ქვე­ყა­ნა ზუს­ტად შე­ნი ქვეყ­ნის მსგავ­სია - დი­დი, მშფოთ­ვა­რე და ღმერ­თე­ბით სავ­სე. ჩვენ ჩვე­ნე­ბუ­რად არ­ას­წო­რი ინგ­ლი­სუ­რით ვლა­პა­რა­კობთ, ისე რო­გორც თქვენ - თქვე­ნე­ბუ­რით. და ვიდ­რე რო­მა­­ლე­ბად იქ­ცე­­დით, ანუ ვიდ­რე ჯერ კი­დევ კო­ლო­ნია იყ­­ვით, ჩვენ ერ­თი და იგ­­ვე ბა­ტო­ნე­ბი გვყავ­და. თქვენ ის­­ნი ჩვენ­ზე ად­რე და­­მარ­ცხეთ. ასე რომ, ახ­ლა ჩვენ­ზე უფ­რო მე­ტი ფუ­ლი გაქვთ. სხვა მხრივ, ზუს­ტად ერთ­ნა­­რე­ბი ვართ. თქვენს ქუ­ჩებ­ში კონ­­რას­ტე­ბის ზუს­ტად იგ­­ვე აურ­ზა­­რია, იგ­­ვე ნა­გა­ვი, ფრაგ­მენ­ტე­ბის იგ­­ვე მთლი­­ნო­ბა. ქა­ლი მა­შინ­ვე მიხ­­და, კა­ცი რა­საც გუ­ლის­­მობ­და: რომ ის მო­ვი­და ად­გი­ლი­დან, რომ­ლის მსგავ­სიც ქალს არ უნ­­ხავს, რომ­ლის ენ­ის ას­ათ­ვი­სებ­ლა­დაც გარ­ჯა მო­­წევს, რომ­ლის კა­ნო­ნე­ბიც არ უნ­და და­არ­­ვი­ოს და რომ­ლის სი­დი­­დე და იდ­­მა­ლე­ბა აღძ­რავს და და­აცხ­რობს ყვე­ლა­ზე ნამ­­ვილ ვნე­ბას და სურ­ვილს.

რად­გან ქა­ლი ამ­­რი­კე­ლი იყო, კა­ცი მას ფუ­ლის შე­სა­ხებ ეს­­უბ­რა. ძვე­ლი პრო­ტექ­ცი­­ნის­ტუ­ლი კა­ნონ­­დებ­ლო­ბა, დრო­მოჭ­მუ­ლი სო­ცი­­ლიზ­მი, რო­მე­ლიც ამ­დენ ხანს ბო­ჭავ­და ეკ­­ნო­მი­კას, ახ­ლა უკ­ვე შე­იც­ვა­ლა და თუ­კი იდ­­­ბი გა­გაჩ­ნია, შე­გიძ­ლია სიმ­დიდ­რეც მო­იხ­ვე­ჭო. თა­მა­შის წე­სებს პრინ­ციც უნ­და აჰყ­ვეს. უფ­რო სწო­რად - თა­მა­ში თა­ვად უნ­და წა­მო­იწყოს. მან პრო­ექ­ტე­ბის შედ­გე­ნას მიჰ­ყო ხე­ლი, ხო­ლო ფი­ნან­სურ წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ამ ქალს კა­პი­ტა­ლი­სა და იდ­­­ბის ერ­თად თავ­მოყ­რა შე­უძ­ლია, ჯა­დოს­ნო­ბა შე­უძ­ლია, მი­სა­ღე­ბი პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის ფი­ნას­ნუ­რი მხარ­და­ჭე­რის პოვ­ნა შე­უძ­ლიაო.

"წვი­მის მომ­­ვა­ნი"

ქალ­მა ის ოპ­­რა­ში და­პა­ტი­ჟა. მას მუ­დამ აღ­ელ­ვებ­და დი­დე­ბულ საქ­მე­თა ხოტ­ბა, სიმ­ღე­რა, რომ­ლის სიტყ­ვე­ბიც არ ეს­მო­და, რო­მელ­თა მნიშ­­ნე­ლო­ბა­საც პერ­სო­ნაჟ­თა ქმე­დე­ბე­ბით უნ­და მიმ­­­და­რი­ყო. მე­რე ქალ­მა ის სახ­­ში წა­იყ­ვა­ნა და აც­დუ­ნა. ეს ქა­ლის ქა­ლა­ქი იყო, ქა­ლის სცე­ნა; და ქა­ლი იყო ახ­ალ­გაზ­­და და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ერ­თად რომ დაწ­­ნენ, ქალ­მა იგრ­­ნო, რომ მთე­ლი თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის, ფეს­ვე­ბის მიღ­მა უნ­და შებ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი მძვინ­ვა­რე გახ­და, თით­ქოს კა­ცის სხე­­ლი შე­უც­ნო­ბე­ლი­სა­კენ ჩა­კე­ტი­ლი კა­რიბ­ჭე გახ­­დათ და უნ­და შე­ემ­­­­რია.

იქ ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნი­­რი რო­დია, - გა­აფ­­თხი­ლა კაც­მა. იქ სა­ში­ნე­ლი გვალ­ვა იც­ის.

მი­სი სა­სახ­ლე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ძა­გე­ლია. ის იფშ­­ნე­ბა, ყარს. ქა­ლის ოთ­ახ­ში ფარ­დე­ბი ძონ­ძე­ბად კი­დია, სა­წო­ლი ინჯღ­რე­ვა, კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი სუ­რა­თე­ბი დიდ­­ვა­რო­ვან­თა მიჯ­ნუ­რო­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­­ლი ას­ახ­ვაა. ვერ გა­არ­­ვევ - ეს­­ნი მი­სი ქმრის წი­ნაპ­რე­ბი არ­­ან, თუ უბ­რა­ლო ნაჩხაპ­ნე­ბია, ვა­ჭარ­მა რომ შე­მო­ატყუ­ათ. ცუ­დად გა­ნა­თე­ბულ დე­რე­ფან­ში ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კა ის­მის, მაგ­რამ ქა­ლი ვერ არკ­ვევს - ხმა სა­­დან მო­დის. თვა­ლებ­ში ჩრდი­ლე­ბი და­­დის. კაც­მა აქ მარ­ტო და­ტო­ვა, თვი­თონ კი ყო­ველ­­ვა­რი ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­­ჩი­ნარ­და. და­ტო­ვა და უთხ­რა, რო­გორც შინ, ისე მო­ეწყ­ვეო.

მარ­ტო სძი­ნავს. ჭერ­ში გა­მო­კი­დუ­ლი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ცხელ, ბლანტ ჰა­ერს დღვებს და წვნი­­ნი­ვით აბ­უყ­ბუ­ყებს. ქალს აეკ­ვი­­ტა ცნე­ბა "შინ": ღა­მის სი­რე­ნე­ბი, ათ­ას­­ვა­რი ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბი. რე­­ლო­ბის აბს­­რაქ­ცი­ად გარ­დაქ­­ნა. ამ სტრუქ­ტუ­რა­თა, ში­ნა­არ­­თა სი­უხ­ვის ცენ­­­ში გა­მომ­წყ­­დე­­ლი ილ­­ზია ძნე­ლად თუ იმ­არ­­ვებს. მონ­­­რე­ბით, შეთხ­ზუ­ლი არ­სე­ბე­ბით თა­ვებს იმ­­ტომ ვირ­თობთ, რომ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კი­ნო­დარ­ბა­ზის მიღ­მა, წიგ­ნის ფურ­­ლე­ბის, გო­თუ­რი მუ­სი­კის მიღ­მა ბა­ნა­ლო­ბა გარ­დუ­ვა­ლია. ვოც­ნე­ბობთ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბებ­ზე, პა­რა­ნორ­მა­ლურ ქვე­ტექ­­ტებ­ზე, მი­წის­­ვე­შა სამ­ყა­რო­ებ­ზე, რად­გან საკ­მა­რი­სია თვა­ლი გა­ვა­ხი­ლოთ, რე­­ლო­ბა თა­ვის ნამ­­ვილ, ძლი­ერ ხელს გვტა­ცებს; ვე­ღა­რა­ფერს ვხე­დავთ მა­ტე­რი­­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ჰო­რი­ზონტს მიღ­მა. ხო­ლო აქ, ამ ჰა­­რის ბუყ­ბუყ­ში, ტა­რა­კა­ნე­ბის მცო­ცა­ვი ჩრდი­ლე­ბით შე­ში­ნე­ბულს, შე­იძ­ლე­ბა რე­­ლო­ბის ყვე­ლა საზ­­ვა­რი შე­მო­გეფ­­­ნას; უკ­ვე გეფ­­­ნე­ბა კი­დეც. შე­იძ­ლე­ბა კოშ­მა­რი - რე­­ლო­ბად გა­და­გექ­ცეს.

მტი­რა­ლა არ­­სო­დეს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახ­ლა მთე­ლი სხე­­ლი ეკ­რუნ­ჩხე­ბა. ცრემ­ლებს ყლა­პავს და იძ­­ნებს. გაღ­ვი­ძე­ბულს, დო­ლე­ბი­სა და მო­ცეკ­ვა­ვე­­ბის ხმა ეს­მის.

სა­სახ­ლის ეზ­­ში ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი შეგ­რო­ვი­ლან, - მო­ხუ­ცე­ბი და ახ­ალ­გაზ­­დე­ბი. მე­დო­ლე ჯო­ხებს რიტ­მუ­ლად იქ­ნევს და ქა­ლე­ბი ხმას უწ­ყო­ბენ. მუხ­ლე­ბი წინ გა­მო­ბურ­­ვი­ათ, მკლა­ვე­ბი ას­ვე­ტი­ათ და ხე­ლე­ბით, და­ჭი­მუ­ლი თი­თე­ბით ათ­ას­ნა­ირ ნი­შანს თხზა­ვენ. მა­თი კის­რე­ბი უჩ­ვე­­ლოდ გა­დი-გა­მო­დის, ირ­ხე­ვა. თვა­ლე­ბი უგ­იზ­გი­ზებთ, ფე­ხაწყო­ბი­ლი რაზ­მი­ვით მო­­წე­ვენ გრილ ქვა­ფე­ნილ­ზე (ჯერ კი­დევ ად­რეა და სა­სახ­ლის ეზ­ოს ჩრდი­ლი ფა­რავს, მზეს ჯერ არ ჩა­­ბე­რავს ქვა­ში თა­ვი­სი ცეცხ­ლი). ცეკ­ვის ილ­­თებს რომ უჩ­ვე­ნებს, ყვე­ლა­ზე უფ­რო მა­ღა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­­ბის თავ­­ზე­მოთ კო­ცო­ნი­ვით აღ­მარ­თუ­ლი - მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის დაა, სა­მოც წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჯერ ის­ევ მთელ ქვე­ყა­ნა­ში სა­­კე­თე­სოდ მიჩ­ნე­­ლი მო­ცეკ­ვა­ვე. მის მა­ჰა­რაჯ­მა შე­ნიშ­ნა ახ­ალ­მო­სუ­ლი, მაგ­რამ არ იმჩ­ნევს. ის ცეკ­ვის დე­დო­ფა­ლია, მოძ­რა­­ბა - ყვე­ლა­ფე­რია.

რო­ცა ცეკ­ვა მთავ­­დე­ბა, ერთ­მა­ნეთს პი­რის­პირ ხვდე­ბი­ან, მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი: მი­სი და და ამ­­რი­კე­ლი.

რას აკ­­თებ­დით?

ეს იყო ცეკ­ვა ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლის წი­ნა­აღ­­დეგ. რა­თა დაცხ­რეს და უკ­­იქ­ცეს.

ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლი (აგ­ონ­დე­ბა სტრა­ვინ­­კი, ლინ­კოლ­ნის ცენ­­რი).

მის მა­ჰა­რა­ჯი თავს უქ­ნევს. ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც არ­­სო­დეს მღე­რის, - ამ­ბობს ის, - რომ­ლის ბუ­დეც სა­­დუმ­ლო ად­გი­ლა­საა; რომ­ლის ავი ფრთე­ბიც ეხ­ლე­ბა ქა­ლე­ბის სხე­­ლებს და ცეცხლს უკ­­დებს და ჩვენ ვიწ­ვით.

მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ას­­თი ჩი­ტი არ არ­სე­ბობს, ეს მო­ხუ­ცი დი­­სახ­ლი­სე­ბის გა­მო­გო­ნი­ლი ზღა­პა­რია.

აქ მო­ხუ­ცი დი­­სახ­ლი­სე­ბის ზღაპ­რე­ბი არ არ­სე­ბობს. აქ მო­ხუ­ცი დი­­სახ­ლი­სე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ.

მობ­­ძან­დით, მის­ტერ მა­ჰა­რაჯ! ჩალ­მით, ორქ­რომ­კე­დით ნა­ქარ­გი მან­ტი­ით; რო­გო­რი ლა­მა­ზია, რო­გო­რი მა­მა­კა­ცუ­რი, მომ­ნუს­­ვე­ლად ძლი­­რი! ქა­ლი გრძნობს, რომ პირ­ველ­ყო­ფი­ლი­ვით ინ­თე­ბა. კა­ციც ეარ­ში­ყე­ბა, მის მო­თაფ­­ლას ცდი­ლობს. იმ­­ტომ და­ტო­ვა, რომ ჩა­მოყ­ვა­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სამ­ზა­დი­სი და­­ჭი­რა. იმ­­დოვ­ნებს, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

რა მო­მიმ­ზა­დე?

მო­­ცა და ნა­ხავ.

თა­ვი­სი აშ­მო­რე­ბუ­ლი სა­სახ­ლის უკ­ან, ნა­ხევ­რად უდ­აბ­ნო­ში, მის­ტერ მა­ჰა­რაჯ­მა მშვე­ნი­­რი სა­ნა­ხა­­ბა მო­აწყო. მთვა­რის შუქ­ზე, მო­გიზ­გი­ზე ვარ­­­­ლა­ვე­ბის ქვეშ, ის­პა­ჰა­ნი­სა და ში­რა­ზის დი­დე­ბულ ხა­ლი­ჩებ­ზე ქალს უდ­­დე­ბუ­ლე­სო­ბა­თა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­თა თავ­­რი­ლო­ბა ეს­ალ­მე­ბა; სა­­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბი მწუ­ხა­რე, გა­მაბ­რუ­­ბელ ფლე­­ტებ­ზე, უტკ­ბი­ლეს სი­მებ­ზე უკ­რა­ვენ და დამ­ღე­რი­ან უძ­ვე­ლეს და უახ­ლეს სატ­­ფი­­ლო სიმ­ღე­რებს; მის სა­­მებ­ლად ამ მი­წის ყვე­ლა­ზე ცვრი­­ნი ხი­ლი მი­ურ­­მე­ვი­ათ. ის უკ­ვე მთელ მხა­რე­შია ცნო­ბი­ლი. მე თქვე­ნი ქმა­რი სტუმ­რად მო­ვიწ­ვიე, - როხ­რო­ხებს მო­საზ­­­რე ქვეყ­ნის მმარ­­ვე­ლი, მაგ­რამ ვუთხა­რი, თუ შენს მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს არ მო­იყ­ვან, მოს­­ლით თავს ნუ შე­­წუ­ხებ-მეთ­ქი. მე­ზო­ბე­ლი ექს-პრინ­ცი თა­ვი­სი სა­სახ­ლის აკლ­და­მა­ში გა­მო­კე­ტი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­­რე­ბას სთა­ვა­ზობს. მე ის­­ნი არ­­ვის­­ვის არ გა­მო­მაქვს, რა თქმა უნ­და, მი­სის ონ­­სი­სის გარ­და, თქვენ­­ვის მათ ჩემს ბაღ­ში გა­მოვ­ფენ, რო­გორც ეს ჯე­კი ო-სათ­ვის გა­ვა­კე­თე.

მთვა­რის შუ­ქის მი­ლე­ვამ­დე გრძელ­დე­ბა აქ­ლე­მე­ბი­სა და ცხე­ნე­ბის დო­ღი, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა. ზე­მოთ შუშ­ხუ­ნე­ბი ელ­­ვენ. ქა­ლი მის­ტერ მა­ჰა­რაჯს მხარ­ზე ეყრ­­ნო­ბა და ჩას­ჩურ­ჩუ­ლებს: შენ მა­გი­­რი სა­მე­ფო ჩემ­­ვის შეთხ­ზე, თუ ყო­ველ ღა­მე ასე ერ­თო­ბი?

გრძნობს, კა­ცი რო­გორ იძ­­ბე­ბა: ბა­გი­დან მწა­რე სიტყ­ვე­ბი გად­მო­­დი­ნე­ბა: მხო­ლოდ შენს გა­მოა - პა­სუ­ხობს იგი. ამ გა­პარ­ტა­ხე­ბულ ად­გი­ლას შენ შეთხ­ზე ეს ილ­­ზია. აქ­ლე­მე­ბი, ცხე­ნე­ბი, საკ­ვე­ბიც კი შო­რი­დან მო­­ტა­ნეს. თავს ვი­ღა­ტა­კებთ, რომ გა­გა­ბედ­ნი­­როთ. რო­გორ შე­გიძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ ასე ვცხოვ­რობთ? ჩვენ იმ­ის უკ­­ნას­­ნელ ნაშ­თებ­­ღა ვი­ნა­ხავთ, რაც ოდ­ეს­ღაც გაგ­ვაჩ­­და; და ახ­ლა, შენ სა­­მებ­ლად კი­დევ უფ­რო მეტ ვალ­ში ვი­ძი­რე­ბით. ჩვენ მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვოც­ნე­ბობთ. ეს არ­­ბუ­ლი ღა­მე - ამ­­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბაა.

მე არ­­ფე­რი მითხო­ვია, - ქა­ლი პა­სუ­ხობს. ამ­ღა­მინ­დე­ლი წრე­გა­და­სუ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა ჩე­მი ბრა­ლი არ არ­ის. შე­ნი სიტყ­ვე­ბი, შე­ნი ღვარ­­ლი შე­­რაცხ­­ყო­ფე­ლია.

მან მე­ტის­მე­ტად ბევ­რი და­ლია და სი­მარ­­ლე ამ­ან ათქ­მე­ვი­ნა: ძა­ლა­უფ­ლე­ბის წი­ნა­შე თავს ვიდ­რეკთ. წვი­მის მომ­­ვა­ნო, მოგ­ვიყ­ვა­ნე წვი­მა.

ფუ­ლი, - შენ გუ­ლის­­მობ.

სხვა რა? კი­დევ არ­ის რა­მე?

მე­გო­ნა, კი­დევ სიყ­ვა­რუ­ლი იყო, - ქა­ლი პა­სუ­ხობს.

სავ­სე მთვა­რე არ­­სო­დეს ყო­ფი­ლა ასე ლა­მა­ზი, მუ­სი­კა - ასე ტკბი­ლი. არ­ცერ­თი ღა­მე არ ყო­ფი­ლა ასე მტან­­ვე­ლი.

- რა­ღაც უნ­და გითხ­რა, - ეუბ­ნე­ბა ქა­ლი.

ის ფეხ­­ძი­მე­დაა. ყვე­ლა ხი­დის, ყვე­ლა ნა­ვის დაწ­ვა­ზე ოც­ნე­ბობს. ეს­იზ­­რე­ბა ფილ­მი, ყო­ველ­­ვის რომ უყ­ვარ­და: კა­ცი თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბა და რო­გორ­ღაც სხვა დრო­ში შე­­ბი­ჯებს, მა­მა­მი­სის ახ­ალ­გაზ­­დო­ბის დრო­ში. ბო­ლოს ცდი­ლობს სო­ფელს თა­ვი და­აღ­წი­ოს და რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ბრუნ­დე­ბა, ლი­ან­და­გე­ბი კი გამ­­რა­ლან. ში­ნის­კენ გზა აღ­არ არ­სე­ბობს და ფილ­მი ასე მთავ­­დე­ბა.

და­ხუ­თულ ოთ­ახ­ში ეღ­ვი­ძე­ბა; ზეწ­რე­ბი სულ­­­ლად სვე­ლია, სა­წოლ­თან კი ქა­ლი უზ­ის. შემ­­ბა­რი ზე­წარს შიშ­ველ სხე­ულ­ზე იხ­ვევს. მის მა­ჰა­რა­ჯი იღ­­მე­ბა, მხრებს იჩ­­ჩავს. ეუბ­ნე­ბა, - შენ ძლი­­რი სხე­­ლი გაქვს, უფ­რო ახ­ალ­გაზ­­და, თო­რემ ისე ჩე­მი სხე­­ლის მსგავ­სია.

მე ის უნ­და მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ახ­ლა უკ­ვე აღ­არ ვი­ცი რა ვქნა.

მის მა­ჰა­რა­ჯი თავს აქ­ნევს. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, ბი­ჭი იქ­ნე­ბაო, - უხს­ნის ამ­­რი­კელს; და მა­შინ გვალ­ვა გა­და­ივ­ლის. უბ­რა­ლო ცრურ­­მე­ნაა, მაგ­რამ ჩემს ძმას არ შე­უძ­ლია შე­ნი გაშ­ვე­ბა და მე­რე, რომც წახ­ვი­დე, ბავშვს და­­ტო­ვებს.

მა­გა­საც ვნა­ხავთ! - იფ­ეთ­ქებს. რო­ცა ღე­ლავს, ხმა ცხვი­რის­მი­­რი უხ­დე­ბა, - სა­კუ­თა­რი ყუ­რის­­ვი­საც კი უს­­­მო მო­სას­მე­ნი. გო­ნე­ბა­ში ამ­ბა­ვი შე­ეთხ­ზა, შე­იკ­რა მის გარ­შე­მო; ამ­ბა­ვი, რო­მელ­შიც დატყ­ვე­ვე­ბუ­ლია და რომ­ლი­და­ნაც გა­მო­სა­ვა­ლი უნ­და იპ­­ვოს. თუნ­დაც მცდა­რი. მთა­ვა­რია, რომ ინ­ერ­ტუ­ლი არ გახ­დეს, თვი­ნი­­რი, სიცხი­სა­გან დაჩ­ლუნ­გე­ბუ­ლი. სიყ­ვა­რულ­მა საკ­მა­ოდ ბევ­რი შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნა. ახ­ლა გო­ნე­ბას მო­უხ­მობს.

კვი­რა კვი­რას მის­დევს, ქალს თვა­ლი ეხ­­ლე­ბა: მა­ჰა­რა­ჯი აღ­არ არ­ის ქა­ლა­ქის სა­სახ­ლე­ში გახ­­ნი­ლი სა­მო­რი­ნეს მე­პატ­რო­ნე; ხე­ლი მო­­წე­რა სუ­ლე­ლურ კონ­­რაქტს, რომ­ლი­თაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვი­ღაც ყა­ყა­ნა კა­ცე­ბის ჯგუფს და­უთ­მო. ქი­რა, რო­მელ­საც უხ­დი­ან, სა­სა­ცი­ლოა, და შე­თან­­მე­ბა­ში მი­ნიშ­ნე­ბუ­ლია, რომ დღე­სას­წა­­ლებ­ზე, ყო­ველ წელს, იგი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­თა­მა­შო მა­გი­დე­ბი გა­მო­ფი­ნოს, სტუმ­რებს კბი­ლე­ბის კრე­ჭით მი­­გე­ბოს და თა­ვა­ზი­­ნად ელ­­პა­რა­კოს. სა­ტე­ლი­ტუ­რი კავ­ში­რე­ბი და საკ­ვე­ბი შე­და­რე­ბით მომ­გე­ბი­­ნია, მაგ­რამ სოფ­ლის ამ დან­ჯღ­რე­ულ სა­სახ­ლეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სჭირ­დე­ბა.

სოფ­ლის სა­სახ­ლე უხ­სო­ვარ­­რო­ინ­დე­ლია: ალ­ბათ ექვ­სა­სი წლის იქ­ნე­ბა. დიდ ნა­წილ­ში არ არ­ის ელ­ექ­­რო­ბა, ფან­­რე­ბი და ავ­­ჯი. წე­ლი­წა­დის ცივ დროს - ცი­ვა, სიცხე­ში - ცხე­ლა; და წვი­მა რომ მო­ვი­დეს, დარ­ბა­ზე­ბის უმ­­ტე­სო­ბა წყლით აივ­სე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც აქ არ­ის, წყა­ლია - სა­სახ­ლის და­უშ­რე­ტე­ლი შად­რე­ვა­ნი. სა­სახ­ლის უკ­ან, ნან­­რე­ვე­ბის გავ­ლით, სა­დაც ყველ­გან ღა­მუ­რე­ბი გა­მო­კი­დუ­ლან, დაზ­ვა­ვე­ბულ ჭუჭყ­სა და სკინ­­­ში ქა­ლი გზას მი­იკ­­ლევს. სოფ­ლე­ლე­ბის მწკრივს ხე­დავს. გვალ­ვის შე­დე­გად გა­ღა­ტა­კე­ბულ­ნი, კონ­კებს მა­ლა­ვენ, სიბ­ნე­ლის სა­ფარ­ვე­ლი­დან სა­თი­თა­ოდ გა­მო­დი­ან, გა­რიჟ­რა­ჟამ­დე ავ­სე­ბენ თა­ვი­ანთ მათხოვ­რულ თა­სებს. მწყურ­ვალ­თა მწკრი­ვის უკ­ან, ქონ­გუ­რე­ბი­­ნი კედ­ლის შა­ვი ჩრდი­ლი გუ­შა­გი­ვით აყ­­დე­ბუ­ლა. სოფ­ლე­ლი ქა­ლი გა­­მარ­თა­ვი ინგ­ლი­სუ­რით უხს­ნის, რომ ეს და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი სა­სახ­ლე უწ­ინ პრინ­ცის სა­სახ­ლის უდ­­დეს ნა­წილს შე­ად­გენ­და. ის და­იწ­ვა და დიდ­ძა­ლი გან­ძი და დი­დე­ბუ­ლი სი­ცოცხ­ლე­­ბი შე­­წი­რა.

ეს რო­დის მოხ­და?

უწ­ინ­დელ დრო­ში.

ქა­ლი ხვდე­ბა კა­ცის მწა­რე სიტყ­ვე­ბის მი­ზეზს. მის მა­ჰა­რა­ჯი უამ­ბობს, რომ ერთ­მა პრინ­ცე­სამ, მათ­ზე უფ­რო სა­სო­წარ­­ვე­თილ­მა, ახ­ლა­ხან სი­ცოცხ­ლე და­ას­რუ­ლა. ცეცხ­ლი და­ლია. ჭი­ქა­ში ჩა­ამ­­­­რია თა­ვი­სი დარ­ჩე­ნი­ლი ალ­მა­სე­ბი და გა­დაყ­ლა­პა.

ასე რომ, ამ­­რი­კა­ში ჩა­სუ­ლი მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი ძი­­ბის, სი­ახ­ლე­თა და­ნერ­­ვის ილ­­ზი­ამ მო­იც­ვა და ქა­ლის გუ­ლიც ამ სა­სო­წარ­­ვე­თი­ლი თა­მა­შით და­იპყ­რო. მან ის­წავ­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცი­ვით ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ სი­ნამ­­ვი­ლე­ში უმ­წეოა აწმ­ყოს წი­ნა­შე. სას­ტი­კი გვალ­ვა, ის­ტო­რია, რო­მელ­მაც მის ქვე­ყა­ნას ზურ­გი შე­აქ­ცია, ან­ად­გუ­რებს და ფეხ­­ვეშ საყ­­დენს უშ­ლის. ათ­ლე­ტი, რო­მელ­მაც სა­ბერ­­ნეთ­ში, ოლ­იმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­­მარ­­ვა, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გახ­და. მაგ­რამ მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი ახ­ლა და­ცე­მის გზა­ზეა, ის­­ვე რო­გორც მი­სი სახ­ლი. ქა­ლის ოთ­­ხი კი თან­და­თან ფუ­ფუ­ნე­ბის მწერ­ვალს ემს­გავ­სე­ბა, აქ ყვე­ლა­ფე­რი: შე­მი­ნუ­ლი ფან­­რე­ბი, ელ­ექ­­რო­გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი, მოწ­­რი­­ლე ტე­ლე­ფო­ნი, მო­დე­მის ხა­ზი, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა - და­­კავ­შირ­დეს იმ სხვა სამ­ყა­როს, - თა­ვის უწ­ინ­დელ ცხოვ­რე­ბას.

კაც­მა ქა­ლი თა­ვის ოთ­ახ­ში არ შე­იყ­ვა­ნა, იმ­­ტომ, რომ რცხვე­ნია მი­სი.

თან­და­თან, სა­კუ­თარ წი­აღ­ში სი­ცოცხ­ლის ზრდას გრძნობს და ლა­მის - აპ­­ტი­ოს კი­დეც, და­ეხ­მა­როს წარ­სუ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბა­ში, შე­უძღ­ვეს აწმ­ყოს გარ­და­სახ­ვად მდი­ნა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ქა­ლის ნამ­­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა იყო. რაც შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფერს გა­­კე­თებს. ის არ­ის "ამ­­რი­კა" და მოჰ­ყავს წვი­მა.

ის­ევ და ის­ევ ოფ­ლად დაღ­­რი­ლი, შიშ­ვე­ლი იღ­ვი­ძებს და სა­წოლ­ზე მის მა­ჰა­რა­ჯი ჩა­მოს­­დო­მია. ჰო, მშვე­ნი­­რი სხე­­ლი გაქვს, შე­იძ­ლე­ბო­და მო­ცეკ­ვა­ვი­სა ყო­ფი­ლი­ყო. კარ­გად და­იწ­ვე­ბა.

არ შე­მე­ხო! (ის შეშ­ფო­თე­ბუ­ლია)

ამ მხა­რე­ში ყვე­ლა სა­ცო­ლე შო­რი­დან მოჰ­ყავთ. და რო­ცა კა­ცე­ბი მზი­თევს გა­მო­­ჭა­მენ, მო­დის ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლი.

ნუ მა­ში­ნებ! (ის შემ­­ბა­რია)

იცი რამ­დე­ნი ცო­ლი ჰყავ­და?

შე­ში­ნე­ბუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, გან­­რი­ხე­ბუ­ლი ქმრის პი­რის­პირ დგას. მარ­თა­ლია? ამ­ის გა­მოა, რომ შე­ნი და არ­­სო­დეს გათხო­ვი­ლა, რომ თა­ვის ჭერ­­ვეშ სოფ­ლის ყვე­ლა ში­ნა­ბე­რას - ახ­ალ­გაზ­­დას და ხნი­ერს, იმ­ის­­ვის აგ­რო­ვებს, რომ და­იც­ვას? ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ცეკ­ვის კლა­სი სა­მუ­და­მო ქალ­წუ­ლე­ბი­საა, გათხო­ვე­ბის რომ ეშ­­ნი­ათ?!

მარ­თა­ლია რომ თქვენ წვავთ თქვენს ცო­ლებს?!

აჰ, ეს ჩემ­მა შეშ­ლილ­მა დამ ჩა­გა­გო­ნა, არა? - იც­­ნის. შე­მო­ვი­და შენს ოთ­ახ­ში ღა­მით, მო­გე­ფე­რა, მო­­­ლერ­სა შენს სხე­ულს, წყალ­ზე და ცეცხ­­ზე გე­ლა­პა­რა­კა, ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზე­სა და იდ­­მა­ლე­ბა­ზე, კა­ცე­ბის მო­მაკ­­დი­ნე­ბელ ბუ­ნე­ბა­ზე. ალ­ბათ გი­ამ­ბო მა­გი­­რი ჩი­ტის შე­სა­ხებ, სიკ­­დი­ლის ჩი­ტის შე­სა­ხებ.

არა, - ქა­ლი ნელ-ნე­ლა იხ­სე­ნებს, - პირ­ვე­ლი, ვინც ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლი ახ­სე­ნა, შენ იყ­­ვი.

გა­ალ­მა­სე­ბულ მის­ტერ მა­ჰა­რაჯს ცო­ლი თა­ვი­სი დის ცეკ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე მიჰ­ყავს. მის და­ნახ­ვა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე­ებს რიტ­მი ერ­­ვათ. ზა­რე­ბი წკა­რუნს წყვე­ტენ. რა­ტომ ხართ აქ, - ეკ­ითხე­ბა გან­რის­ხე­ბუ­ლი. უთ­ხა­რით ჩემს ცოლს, აქ რა­ტომ მოხ­ვე­დით. ლტოლ­ვი­ლე­ბი ხართ თუ მოს­წავ­ლე­­ბი? - მოს­წავ­ლე­­ბი, სერ. აქ იმ­­ტომ ხართ, რომ გე­ში­ნი­ათ? ო, არა სერ, ჩვენ არ­აფ­რის არ გვე­ში­ნია. მი­სი ხმა ულ­მო­ბე­ლია, მგრგვი­ნა­ვი; და მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე მი­სი თვა­ლე­ბი დის თვა­ლებს მზე­რას არ აც­­ლებს. მის მა­ჰა­რა­ჯი დგას - მა­ღა­ლი და მდუ­მა­რე.

უკ­­ნას­­ნე­ლი შე­კითხ­ვა მის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. რამ­დე­ნი ცო­ლი მყავ­და? რამ­დენს ჩა­მოთ­­ლი, რომ მყავ­და? ერთ­მა­ნე­თის ძა­ლა ბო­ჭავთ, ძმას და დას, ის­ტო­რი­ის, დრო­ის მიღ­მა გა­მო­კე­ტი­ლებს. მის მა­ჰა­რა­ჯი თვალს პირ­ვე­ლი ახ­ამ­ხა­მებს. ეს პირ­ვე­ლია, - პა­სუ­ხობს.

დამ­თავ­­და. ცო­ლის­კენ ტრი­ალ­დე­ბა და ხე­ლებს შლის. შე­ნი სა­კუ­თა­რი ყუ­რით ხომ მო­ის­მი­ნე?! ზღაპ­რე­ბი აღ­არ გვჭირ­დე­ბა.

სიცხე ყვე­ლა ზღვარს გა­და­დის. გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბუ­ლი ხა­რე­ბი ყა­ვის­ფერ მინ­დორ­ზე ეც­­მი­ან. არ­ის დღე­­ბი, რო­ცა ცა მდგოგ­ვის­ფერ-ყვი­თე­ლი ღრუბ­ლე­ბით იფ­­რე­ბა, - და­სავ­ლე­თით, ნა­ხევ­რად აორთ­­ლე­ბუ­ლი ჭა­­ბე­ბის თავ­ზე რომ გა­მო­კი­დუ­ლან. ეს სა­ძა­გე­ლი ყვი­თე­ლი წვი­მაც გა­­ხა­რებ­დათ, მაგ­რამ არც ის მო­დის.

ყვე­ლა­ფერს მყრა­ლი სუ­ნი ას­დის. გა­მომ­­მა­რი ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, მკვდა­რი კა­ტე­ბი, - მწე­რე­ბი, გომ­ბე­შო­­ბი. ყვე­ლა ოფ­ლად იღვ­რე­ბა და ყარს.

სიცხემ მო­­დუ­ნა. ნა­ყო­ფი იზრ­დე­ბა. მის მა­ჰა­რა­ჯის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს სულ უფ­რო ხში­რად ავ­იწყ­დე­ბათ კარ-ფან­­რის მი­ხურ­ვა. ხან სად გა­მოჩ­­დე­ბი­ან, ხან - სად: ცხე­ლი ფე­რე­ბით, უც­ნა­­რი ფი­გუ­რე­ბით მო­­ხა­ტავთ ერთ­მა­ნე­თის სხე­­ლე­ბი, სულ ერთ­მა­ნე­თის ალ­ერ­­ში არ­­ან, ჩა­კო­ნე­ბუ­ლე­ბი იძ­­ნე­ბენ. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი მას­თან არ შე­მო­დის. არც მო­ვა, ვიდ­რე ბავშვს ატ­­რებს. მაგ­რამ ყო­ველ ღა­მით სტუმ­რობს მის მა­ჰა­რა­ჯი. ცეკ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე ძმის შე­მო­ტე­ვის შემ­დეგ, მის მა­ჰა­რა­ჯი თით­­მის აღ­არ ლა­პა­რა­კობს. ღა­მით მხო­ლოდ სა­წოლ­თან ჩა­მოჯ­დო­მის და მი­­ლერ­სე­ბის ნე­ბას ით­ხოვს. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის ცო­ლი ამ­ის ნე­ბას რთავს.

ჯან­­­თე­ლო­ბა უუარ­ეს­დე­ბა. ოფ­ლად იღვ­რე­ბა, სიცხის­გან კან­კა­ლებს. მხო­ლოდ სა­სახ­ლის შად­რე­ვა­ნი იფ­­რავს სწრა­ფი გა­მო­ფიტ­ვი­სა და სიკ­­დი­ლი­სა­გან. მის მა­ჰა­რა­ჯი უვ­ლის, საკ­ვე­ბი მო­აქვს. ახ­ლო-მახ­ლო ერ­თა­დერ­თი ექ­­მია და ის­იც მო­ხუ­ცია, გა­მოყ­რუ­­ბუ­ლი. ორ­­ვე ქა­ლი გრძნობს, რომ ბავ­­ვი საფ­­თხე­შია.

ამ გრძე­ლი, ბლან­ტი ღა­მე­­ბი­სას სა­მოც წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ხმა­დაბ­ლა, არ­­ამ­­ვეყ­ნი­­რი ხმით ალ­­პა­რაკ­დე­ბა.

აქ რა­ღაც შე­მაძ­­წუ­ნე­ბუ­ლი მოხ­და. რა­ღაც შე­უქ­ცე­ვა­დი. ისე რომ, ვერც შევ­ნიშ­ნეთ მი­სი და საწყი­სი და წი­ნა­აღ­­დე­გო­ბა ვერ გა­ვუ­წი­ეთ, ვიდ­რე ძა­ლი­ან გვი­ან არ იყო, ვიდ­რე ახ­­ლი კა­ნო­ნე­ბი არ დამ­­ვიდ­­და. აქ მოხ­და სა­ში­ნე­ლი, სა­ბო­ლოო გან­ხეთ­ქი­ლე­ბა კა­ცებ­სა და ქა­ლებს შო­რის. რო­ცა კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უწ­ვი­მო­ბის ეშ­­ნი­ათ, რო­ცა ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ცეცხ­ლის გვე­ში­ნია, - ერთ­სა და იმ­­ვეს ვგუ­ლის­­მობთ. ჩვენ­ში რა­ღა­ცამ აიწყ­ვი­ტა და ახ­ლა უკ­ვე გვი­­ნია მი­სი მო­თოკ­ვა.

იყო და არა იყო რა, დი­დი ხნის წი­ნათ აქ ცხოვ­რობ­და დი­დე­ბუ­ლი პრინ­ცი; შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, უკ­­ნას­­ნე­ლი პრინ­ცი. ის იყო მსოფ­ლი­­ში ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­­რი პრინ­ცი და ცო­ლა­დაც ულ­­მა­ზე­სი ქა­ლი შე­ირ­თო, - ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და გულ­თამ­პყ­რო­ბე­ლი; და მათ ჰყავ­დათ ორი შვი­ლი - გო­გო და ბი­ჭი. რო­ცა კა­ცი ხან­ში შე­ვი­და, მის თვა­ლებ­ში ცეცხ­ლი მი­ნელ­და; მაგ­რამ ქა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე არ ჩა­ფერ­­ლი­ლა. ორ­მოც­და­­თი წლი­სა ოც­და­ერ­თი­სას ჰგავ­და. რაც დრო გა­დი­­და, პრინ­ცის ძლი­­რე­ბა ჭკნე­ბო­და, მი­სი მშვე­ნი­­რე­ბა თა­ვის მა­გი­ურ ბრწყინ­ვა­ლე­ბას კარ­გავ­და, ხო­ლო გულ­ში შუ­რი იბ­­დებ­და...

(მის მა­ჰა­რაჯს გა­აჟ­­ჟო­ლა, და სწრა­ფად და­ას­რუ­ლა ამ­ბა­ვი)

ცი­ხე­დარ­ბა­ზი და­იწ­ვა. ორ­­ვე­ნი და­­ღუპ­ნენ. პრინ­ცი ეჭ­ვობ­და, რომ მის ცოლს საყ­ვარ­ლე­ბი მოჰ­ყავ­და, თუმ­ცა ქალს მის­­ვის არ­­სო­დეს უღ­­ლა­ტია. ბავ­­ვებს, მსა­ხუ­რე­ბი ზრდიდ­ნენ.

გო­გო მო­ცეკ­ვა­ვე გახ­და, ბი­ჭი კი სპორ­­­მე­ნი, და ასე შემ­დეგ. და სოფ­ლე­ლე­ბი ამ­ბობ­­ნენ, რომ მო­ხუ­ცი პრინ­ცი, რის­­ვის­გან ან­თე­ბუ­ლი, გა­და­იქ­ცა გი­გან­ტურ ფრინ­ვე­ლად, ჩი­ტად, რო­მე­ლიც მთლი­­ნად ცეცხ­ლის­გა­ნაა შექ­­ნი­ლი, და რომ ამ ჩიტ­მა დაწ­ვა პრინ­ცე­სა და დღე­საც ბრუნ­დე­ბა, რომ ქმრე­ბის რის­­ვი­სას სხვა ქა­ლე­ბიც ფერ­­ლად აქ­ცი­ოს.

და თქვენ, - ეკ­ითხე­ბა მწო­ლა­რე ავ­ად­­ყო­ფი, - თქვენ რას აკ­­თებთ?

ნუ ეც­დე­ბი გვი­თა­ნაგ­­­ნო, შენ­­ვის ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ზღა­პა­რია. ჩვენ კი ამ ზღაპ­რებ­ში, ამ მე­ტა­ფო­რებ­ში ვართ გა­მომ­წყ­­დე­ულ­ნი. ეს მე­ტა­ფო­რე­ბი გარ­დაგ­­სა­ხა­ვენ და გვიმ­ხე­ლენ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზრს.

ავ­ად­­ყო­ფო­ბა უკ­ან იხ­ევს და ბავ­­ვიც მშვე­ნივ­რა­დაა. ფიქ­რი კა­ლა­პოტ­ში ბრუნ­დე­ბა. ბავშვს და­­ტო­ვებს, მაგ­რამ ამ ფან­ტა­ზი­­ბის სა­სახ­ლე­ში აღ­არ დარ­ჩე­ბა, - ამ კაც­თან, რო­მელ­საც თურ­მე სულ არ იც­ნობს. ის დაბ­რუნ­დე­ბა ქა­ლაქ­ში, გაფ­რინ­დე­ბა ამ­­რი­კა­ში და ბავ­­ვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე დად­გე­ბა, თა­ვი­სი გზით წა­ვა. სწრა­ფად გა­ეყ­რე­ბა. რა თქმა უნ­და, არ­­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არა აქვს მა­მას ბავ­­ვის ნახ­ვა აუკრ­ძა­ლოს. რო­ცა სურს, ბავ­­ვი მა­შინ ნა­ხოს. აღ­მო­სავ­ლეთ­ში მოგ­ზა­­რო­ბის ნე­ბა­საც დარ­თავს. უნ­და, რომ ბავ­­ვი ორ­­ვე კულ­ტუ­რას იც­ნობ­დეს. საკ­მა­რი­სია! დროა ზრდას­რუ­ლე­ბი­ვით მო­იქ­­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სურ სა­კითხებ­ში მა­ჰა­რა­ჯის მრჩევ­ლა­დაც დარ­ჩეს. რა­ტო­მაც არა? ეს მი­სი საქ­მეა. რო­დე­საც თა­ვი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მის მა­ჰა­რა­ჯას უამ­ბობს მო­ხუ­ცი მო­ცეკ­ვა­ვის სა­ხე ტკი­ვი­ლით იღ­მი­ჭე­ბა.

შუ­­ღა­მი­სას ამ­­რი­კელს სა­სახ­ლის დე­რეფ­ნებ­ში და ეზ­­ში ატ­­ხი­ლი ღრი­ან­ცე­ლი აღ­ვი­ძებს. იც­მევს, გა­რეთ გა­დის. მო­­ლოდ­ნელ სა­ნა­ხა­­ბას აწყ­დე­ბა, - ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მთე­ლი არ­მა­და მოგ­რო­ვი­ლა: და­ჟან­გუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი, რამ­დე­ნი­მე მო­ტო­ციკ­ლე­ტი, ახ­­ლი იაპ­­ნუ­რი სამ­­ზავ­რო მან­ქა­ნა, სა­ხუ­რა­ვახ­დი­ლი ურ­­კა, და­ხუ­რუ­ლი ჯი­პი. მის მა­ჰა­რა­ჯის ქა­ლე­ბი მან­ქა­ნებ­ში ჩახ­ვა­ვე­ბუ­ლან. მღე­რი­ან, მრის­ხა­ნე ხმა ამ­ოს­დით. თან წა­მო­­ღი­ათ იარ­­ღი - რაც ხელ­ში მოხ­ვედ­რი­ათ - ჯო­ხე­ბი, ბა­ღის ხელ­საწყო­­ბი, სამ­ზა­რე­­ლოს და­ნე­ბი. მის მა­ჰა­რა­ჯი ჯი­პის სა­ჭეს­თან ზის და თა­ვის რაზმს ზე­მო­დან დაჰ­კი­ვის.

რა ხდე­ბა?

შე­ნი საქ­მე არ არ­ის. შენ ზღაპ­რე­ბის არ გჯე­რა. შენ შინ ბრუნ­დე­ბი.

მე თქვენ მოგ­დევთ.

მის მა­ჰა­რა­ჯის ჯი­პი ად­გილს წყდე­ბა. ფა­რა­უნ­თებ­ლად მიქ­რის და­ხეთ­ქილ მი­წა­ზე. ჭრე­ლი არ­მა­და უკ­ან მო­ინ­ჯღ­რე­ვა. მსვლე­ლო­ბას მთვა­რის შუ­ქი დას­დის.

მათ წინ, წაქ­ცე­­ლი ხის გვერ­დით ჩა­მორ­­ვე­­ლი ქვის თა­ღი აღ­მარ­თუ­ლა, გა­სას­­ლე­ლი არ­სა­ით; რაზ­მი ჩერ­დე­ბა. ფარ­ნებს ან­თე­ბენ. მო­ცეკ­ვა­ვე­­ბის კლა­სი თაღს აწყ­დე­ბა, თით­ქოს ამ ცა­რი­­ლი, ტრი­­ლი ად­გი­ლი­დან ეს ერ­თა­დერ­თი გა­სას­­ლე­ლი იყ­ოს, ერ­თა­დერ­თი კა­რიბ­ჭე - სხვა სამ­ყა­როს­კენ. რო­ცა თვი­თონ ამ­­რი­კე­ლიც იგ­­ვეს სჩა­დის, ის­ევ ის გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბა: უხ­­ლავ გარ­­ში, სარ­კე­ში, სხვა­ნა­ირ სი­ნამ­­ვი­ლე­ში, თხზუ­ლე­ბა­ში შე­ბი­ჯე­ბი­სა.

ცოცხა­ლი სუ­რა­თი - მან­ქა­ნე­ბის ფა­რე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი. გახ­სოვთ მო­ხუ­ცი ნე­ფე, თა­ვი­სი ახ­ალ­გაზ­­და, სხვა სოფ­ლი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ცო­ლის შე­სახ­ვედ­რად რომ მი­­შუ­რე­ბო­და? აი, აქ დგას, დამ­ნა­შა­ვის, მკვლე­ლის სა­ხით; გვერ­დით უდ­გას ახ­ალ­გაზ­­და ცო­ლი, ჯერ რომ ვე­რა­ფერს ხვდე­ბა.

იმ­ათ უკ­ან თა­ნა­სოფ­ლე­ლი კა­ცე­ბის სი­ლუ­­ტე­ბი მო­ჩანს.

უბ­­დუ­რი წყვი­ლის წინ მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯი დგას.

ამ პირ­ქუ­ში სცე­ნის შემ­ხედ­ვა­რე ქა­ლებს კი­ვი­ლი ამ­ოს­­დე­ბათ. მე­რე ხმა­­რი წყდე­ბა. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის აქ ყოფ­ნა აფრ­თხობთ. და ძმის პი­რის­პირ დგე­ბა. ვი­ღა­ცამ ფა­რი ან­თე­ბუ­ლი და­ტო­ვა. მის შუქ­ზე და-ძმის სა­ხე­ებს თეთ­რი, ყვი­თე­ლი, წი­თე­ლი ფე­რი გა­დას­დით. ის­­ნი ამ­­რი­კე­ლის­­ვის გა­­გე­ბარ ენ­­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ; ეს არ­ის ოპ­­რა - ტექ­­ტის გა­რე­შე; მა­თი სიტყ­ვე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ბას მა­თი მოძ­რა­­ბით, მათ სა­ხე­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ფიქ­რე­ბით და მი­მი­კე­ბით უნ­და მიხ­­დეს. და ისე ცხა­დად, თით­ქოს ყო­ველ მარ­­ვალს არ­ჩევ­დეს, მას ეს­მის მის მა­ჰა­რა­ჯი რო­გორ უბრ­ძა­ნებს თა­ვის ძმას: ის, რაც ჩვენს მშობ­ლებს შო­რის და­იწყო, ახ­ლა მთავ­­დე­ბა. და ეს­მის პა­სუ­ხიც, რო­მელ­საც ჩა­მონ­­რე­­ლი თა­ღის მიღ­მა მნიშ­­ნე­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია; რო­მელ­საც მა­ჰა­რა­ჯი ამ­ოთ­­ვამს და თან - ცეცხ­ლად იქ­ცე­ვა, სხე­­ლი­დან ფრთე­ბი ამ­ოს­­დე­ბა, თვა­ლე­ბი უგ­იზ­გი­ზებს; მი­სი სიტყ­ვე­ბი ჰა­ერ­შია გა­მო­კი­დუ­ლი და მი­სი სუნ­­­ვა მის მა­ჰა­რაჯს ტრუ­სავს, წვავს, ნა­ცარ-ტუ­ტად აქ­ცევს; და მე­რე ბეხ­რე­კი კა­ცის აკ­ან­კა­ლე­ბულ ცოლს ან­ად­გუ­რებს.

მე ვარ ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლის ბუ­დე.

მის მა­ჰა­რაჯს დამ­­ვარს რომ ხე­დავს, ამ­­რი­კელ­ში რა­ღაც აიწყ­ვეტს, რა­ღაც ბორ­კი­ლი, რა­ღაც ზღვა­რი იმს­­­რე­ვა. ტალ­ღა­სა­ვით მი­ას­­დე­ბა მის­ტერ მა­ჰა­რაჯს. უკ­ან მოგ­რო­ვი­ლი მრის­ხა­ნე მო­ცეკ­ვა­ვე­­ბიც თა­ვაწყ­ვე­ტილ ტალ­ღე­ბად მო­­დი­ნე­ბი­ან. ის­­ნი გრძნო­ბენ, რო­გორ ერღ­ვე­ვა მათ სხე­­ლებს საზ­­­რე­ბი და გად­მოჩ­ქეფს წვი­მის გი­გან­ტუ­რი, ყოვ­ლის­მომ­­­რე­ლი ნა­კა­დი, ცეცხ­ლო­ვან ფრინ­ველს რომ ახრ­ჩობს, მის ბუ­დეს რომ ფა­რავს და მო­­წევს ამ გვალ­ვის­გან გა­ხე­ვე­ბულ მი­წა­ზე, რო­მელ­მაც აღ­არც კი იც­ის, რო­გორ შე­­წო­ვოს ამ­ხე­ლა ნი­აღ­ვა­რი, თან რომ მი­­ქა­ნებს იმ ბეხ­რეკს და მის პირ­სის­­ლი­ან ძმებს; და იწ­მინ­დე­ბა ეს ად­გი­ლი ში­შე­ბის, თა­ვი­სი არ­ქა­­ლი ტრა­გე­დი­­ბის, თა­ვი­სი კა­ცე­ბის­გან.

ნი­აღ­ვა­რი, რო­გორც რის­­ვა, თან­და­თან ცხრე­ბა. ქა­ლე­ბი კვლავ სა­კუ­თარ თავს ემს­გავ­სე­ბი­ან და სამ­ყა­როც პირ­ვან­დელ სა­ხეს იბ­რუ­ნებს. ქა­ლე­ბი ნე­ლა გროვ­დე­ბი­ან ქვის თა­ღის ქვეშ და ვერ­­­­რე­ნე­ბის ხმა­ურს აყ­­რა­დე­ბენ, რომ ის­­ნი, ში­შის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი, ვინ­მემ იხს­ნას, ვიდ­რე სა­კუ­თარ თა­ვებს წა­ლე­კა­ვენ. რაც შე­­ხე­ბა ამ­­რი­კელს, მი­სი სი­ლუ­­ტი გა­ნაგ­­ძობს ცვლი­ლე­ბას. მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის შვი­ლი და­­ბა­დე­ბა არა აქ, არ­­მედ დე­დის სამ­შობ­ლო­ში, სა­დაც მა­ლე ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ეალ­ერ­სე­ბა თა­ვის სულ უფ­რო მე­ტად გა­მო­ბურ­ცულ მუ­ცელს. ახ­­ლი სი­ცოცხ­ლე, მის წი­აღ­ში რომ იზრ­დე­ბა, იქ­ნე­ბა ორ­­ვე - ცეცხ­ლიც და წვი­მაც.

© ”არილი”

No comments:

Post a Comment