Monday, January 28, 2008

ინგებორგ ბახმანი


­­­ეს ყოველივე


­­­­­­­­­­­გერმანულიდან თარგმნა
მაია მირიანაშვილ
­მა

ერთ­მა­ნეთს ვე­რი­დე­ბო­დით. სა­დი­ლო­ბი­სა­საც გაქ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი­ვით ვის­ხე­დით. იშ­ვი­­თად თუ შე­ვე­ჩე­ხე­ბო­დით დე­რე­ფან­ში მხო­ლოდ სა­ღა­მო­­ბით, ის­იც შემ­თხ­ვე­ვით, რა­ტომ­ღაც ერთ­­რო­­ლად მოგ­ვი­ვი­დო­და თავ­ში აზ­რად,რომ კა­რი ჩაგ­ვე­კე­ტა. გა­სას­რო­ლად გამ­ზა­დე­ბულ მშვილ­დი­სარს წა­­გავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­ცა ის­­რი სამ­ყა­როს ერ­თი ბო­ლო­დან მე­­რე­სა­კენ მი­­მარ­თე­ბა - ე.ი. ჩე­მი­დან ჰა­ნამ­დე - უძ­რავ ცარ­­ვალს გულ­ში რომ გა­­ყა­როს. კარს ვკე­ტავთ და კვლავ ჩვენ-ჩვე­ნი ოთ­­ხე­ბის­კენ ვბრუნ­დე­ბით. ჩემს წინ მი­დის და ისე შე­დის თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში, რომ ღა­მე მშვი­დო­ბი­სა­საც არ მი­სურ­ვებს. რა­ღა დამ­­ჩე­ნია, მეც ჩემს ოთ­ახ­ში შევ­­ბი­ვარ. გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვჯდე­ბი სა­წერ მა­გი­დას­თან და თვა­ლე­ბი­დან არ მშორ­დე­ბა მი­სი გა­ყი­ნუ­ლი სა­ხე, ყუ­რებ­ში კვლავ მი­სი დუ­მი­ლი მიდ­გას. ნე­ტავ რას აკ­­თებს თა­ვის ოთ­ახ­ში? სძი­ნას თუ ღვი­ძავს? ნე­ტავ რას ელ­ის? მე რომ არ მე­ლის, ეს კი ვი­ცი.

ჰა­ნა­ზე იმ­­ტომ დავ­ქორ­წინ­დი, რომ ბავშვს ელ­­დე­ბო­და ჩემ­გან. არ­ჩე­ვა­ნი აღ­არ მქონ­და. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღეთ. ეს ახ­­ლი, უჩ­ვე­­ლო ამ­ბა­ვი ისე მო­­ლოდ­ნე­ლად და­მატყ­და თავს, ისე შემ­­რა, რომ მე­გო­ნა ცა ჩა­მო­მექ­ცა-მეთ­ქი. ირგ­­ლივ ყვე­ლა­ფე­რი შეც­­ლი­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და, მთვა­რეც კი - ნა­ზად, აჩრ­დი­ლი­ვით რომ მომ­ჩე­რე­ბო­და თა­ვი­სი ნავ­სა­ყუ­დე­ლი­დან. დაბ­ნე­­ლი დავ­დი­­დი, საქ­მეს გულს ვერ ვუ­დებ­დი, ბი­­რო­შიც ფიქ­რე­ბით სულ სხვა­გან დავ­­რი­ნავ­დი, ჯერ კი­დევ ამქ­ვეყ­ნად მო­უვ­ლე­ნელ ბავშვს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ყო­ვე­ლი ჩე­მი აზ­რი ამ უჩ­­ნარ, უც­ნობ არ­სე­ბას უკ­ავ­შირ­დე­ბო­და.


ბავ­­ვის მო­ლო­დინ­მა სულ შემ­­ვა­ლა. გა­რე­თაც აღ­არ მი­წევ­და გუ­ლი. მე­გობ­რებ­საც გა­ვურ­ბო­დი. მე და ჰა­ნა დიდ ბი­ნას ვე­ძებ­დით, გვინ­დო­და ბავ­­ვის­­ვის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ეთ მოგ­ვეწყო; მაგ­რამ უც­ბად, რა­ღაც მო­­ლოდ­ნე­ლი აზ­რი ამ­ეკ­ვი­­ტა, თით­ქოს რა­ღაც ნაღმს წა­ვაწყ­დით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და წა­მი-წამ­ზე აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი­ყო. უკ­ან და­ხე­ვა მო­ვინ­დო­მე, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და, წინ უნ­და მევ­ლო, საფ­­თხეს ვე­ღარ მო­ვე­რი­დე­ბო­დი.


ჰა­ნას ჩე­მი არ ეს­მო­და. ვერ გა­­გო, რა­ტომ იყო ჩემ­­ვის სუ­ლერ­თი, დი­დი ბორ­­ლე­ბი ექ­ნე­ბო­და ბავ­­ვის ეტლს თუ პა­ტა­რა (მარ­­ლა არ ვი­ცი, შენ რო­გორც გინ­და-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი და ყუ­რად­ღე­ბით ვუს­მენ­დი). იმ­ას კი არ ეზ­­რე­ბო­და, სა­­თო­ბით შე­ეძ­ლო ბავ­­ვის ტან­საც­მე­ლი ეთ­ვა­ლი­­რე­ბი­ნა, ხან ერ­თი ფე­რი არ მოს­წონ­და, ხან მე­­რე, ხან ხე­ლოვ­ნურს ეძ­ებ­და, ხან ბუ­ნებ­რივს. ვერ გა­და­ეწყ­ვი­ტა და ის­ევ მე მე­კითხე­ბო­და. მაგ­რამ ჩემ­გა­ნაც რომ პა­სუხს ვერ იღ­ებ­და, ბრაზ­დე­ბო­და, სულ არ­­ფე­რი გა­ინ­ტე­რე­სებს ბავ­­ვი­სო. რა იც­­და, რომ მე სულ სხვა, უფ­რო ღრმა აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და ბავ­­­თან და­კავ­ში­რე­ბით.


მაგ­რამ რა მექ­ნა, რო­გორ გა­მო­მეთ­­ვა, რა ხდე­ბო­და ჩემს გულ­ში?! იმ ვე­ლურს ვგავ­დი, გო­ნე­ბა რომ გა­­ნათ­და უც­ბად და მიხ­­და, რა არ­ის სამ­ყა­რო. ეს ის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ნავ­სა­ყუ­დე­ლია, სა­დაც მზე ამ­­დის და ჩა­დის, სა­დაც ნა­დი­რო­ბენ და ჭა­მენ, რო­მე­ლიც უკ­ვე მი­ლი­­ნი წლი­საა და სა­და­ცაა მოკ­­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­­ცა­რი სის­­რა­ფით მოძ­რა­ობს მზი­სა და სა­კუ­თა­რი ღერ­ძის ირგ­­ლივ. მე გა­ვი­აზ­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი, პა­რა­ლე­ლი გა­ვავ­ლე ჩემ­სა და ბავშვს შო­რის, ნო­ემ­­რის შუ­­ში თუ და­საწყის­ში რომ უნ­და მოვ­ლი­ნე­ბო­და ამ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლით, სწო­რედ ისე, რო­გორც მე და ყვე­ლა­ნი მო­ვევ­ლი­ნეთ ერთ დროს. მთე­ლი სის­რუ­ლი­თა და სიმ­­ვეთ­რით და­მიდ­გა ეს წარ­მავ­ლო­ბა თვალ­წინ. რო­გორც ძი­ლის წინ, რო­ცა ვერ იძ­­ნებს ად­­მი­­ნი და ცდი­ლობს წარ­მო­იდ­გი­ნოს თეთ­რი და შა­ვი ცხვრე­ბი (თეთ­რი ცხვა­რი, შა­ვი ცხვა­რი, თეთ­რი, შა­ვი...), ვიდ­რე ეს წარ­მო­სახ­ვა არ გა­მო­აშ­ტე­რებს და ძილ­ბუ­რან­ში არ გა­რი­ყავს. მე­რე კი უც­ბად შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­­ვე­თილ­საც გა­მო­ეღ­ვი­ძოს. თუმ­ცა, ასე მე ვე­რა­სო­დეს ვი­ძი­ნებ­დი. ჰა­ნას დე­დის­გან ჰქონ­და ჩა­გო­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ნა­ირ და­მამ­­ვი­დე­ბელ წა­მალ­ზე უკ­ეთ ეს ჭრი­და. მე კი ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­გორ შე­ეძ­ლო და­ემ­­ვი­დე­ბი­ნა ად­­მი­­ნი ამ უს­ას­რუ­ლო ჯაჭ­­ზე ფიქრს: სემ­მა მო­ავ­ლი­ნა ამ ქვეყ­ნად არ­პახ­სა­დი, ოც­დათხუთ­მე­ტი წლის არ­პახ­სად­მა სე­ლა­ჰი, სე­ლაჰ­მა ჰე­ბე­რი, ჰე­ბერ­მა პე­ლე­გი, ოც­და­­თი წლის პე­ლეგ­მა რე­გუ, რე­გუმ სე­რუ­გი, სე­რუგ­მა ნა­ჰო­რი და თი­თო­­ულ­მა კი­დევ უამ­რა­ვი ვა­ჟი თუ ქა­ლიშ­ვი­ლი, თვით ნა­ჰორ­მა თა­რა­ჰი და თა­რაჰ­მა აბ­რა­მი, ნა­ჰო­რი და ჰა­რა­ნი. არ­­ერ­თხელ ვცა­დე, მივ­ყო­ლო­დი ამ ჯაჭვს არა მხო­ლოდ წაღ­მა, არ­­მედ უკ­უღ­მაც კი ად­ამ და ევ­ამ­დე, რო­მელ­თა­გა­ნაც ვი­თომ წარ­მო­ვიშ­ვით. თუ ჰო­მი­ნი­დე­ბამ­დე, იქ­ნებ მათ­გან ვი­ღებთ და­სა­ბამს. თუმ­ცა რა მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს ამ­ას. ორ­­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ში­ნე­ლი უკ­­ნია გა­მე­ფე­ბუ­ლი და წარ­მო­მავ­ლო­ბის ეს ჯაჭ­ვიც ამ უკ­უნ­შია ჩა­კარ­გუ­ლი. უაზ­რო­ბაა ჩა­­ჭი­დო ან ერთს ან მე­­რეს, მა­ინც ვერ იპ­­ვი გა­მო­სა­ვალს ამ უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი­დან. რად­გან ყო­ვე­ლი ად­­მი­­ნის თა­მა­შის ჯე­რი ერთხელ მო­დის და სწო­რედ ამ თა­მაშს უნ­და აუღ­ოს ალ­ღო და ჩა­­ჭი­დოს: გამ­რავ­ლე­ბა და აღზ­­და, ეკ­­ნო­მი­კა თუ პო­ლი­ტი­კა, გრძნო­ბე­ბი­თა თუ ფუ­ლით თა­მა­ში, აღ­მო­ჩე­ნე­ბი თუ მუ­შა­­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ეს თა­მა­შის წე­სე­ბის გა­მარ­­ლე­ბაა, არ­­და, აზ­როვ­ნე­ბას უწ­­დე­ბენ ხოლ­მე.


ერთხელ უკ­ვე მი­ვენ­დეთ, გავ­­რავ­­დით, გვე­ყო­ფა - უნ­და დავ­­მა­ყო­ფილ­დეთ ალ­ბათ. ან იქ­ნებ თა­მა­ში სჭირ­დე­ბა მო­თა­მა­შეს?!


მე თა­ვად უნ­­ბუ­რად მო­ვევ­ლი­ნე ამ სამ­ყა­როს და ახ­ლა ბავ­­ვიც მო­ვავ­ლი­ნო? ამ­ის გა­ფიქ­რე­ბაც კი მზა­რავ­და. ყვე­ლა­ფერს უკ­ვე ბავ­­ვის თვალ­თა­ხედ­ვი­დან და­ვუწყე მზე­რა. სა­კუ­თარ ხე­ლებ­საც კი, ოდ­ეს­ღაც რომ შე­­ხე­ბოდ­ნენ ბავშვს, ჩემს ბი­ნას, მე­სა­მე სარ­თულ­ზე რომ მდე­ბა­რე­ობ­და, ჩვენს ქუ­ჩა­ზე გა­მა­ვალ წყლის არხს, სა­ერ­თოდ მთელ ჩვენს რა­­ონს, ქა­ლა­ქის­კენ მი­მა­ვალ გზაჯ­ვა­რე­დი­ნებს, დაბ­ლა პრა­ტე­რის ხე­­ბის­კენ რომ ეშ­ვე­ბოდ­ნენ და ბო­ლოს მთელ სამ­ყა­როს, ბავ­­ვის­­ვის რომ უნ­და გა­მეც­ნო. ჩემ­გან უნ­და გა­­გო პირ­ვე­ლად სიტყ­ვე­ბი: მა­გი­და, სა­წო­ლი, ცხვი­რი, ფე­ხი, სუ­ლი, ღმერ­თი, გო­ნი­­რე­ბა - ამ­­სი ახს­ნა და გაც­ნო­ბაც ხომ მე მო­მი­წევ­და?! არ­­და, ხომ არ და­­მა­ლავ? ამ ურ­თუ­ლეს სა­კითხებ­ზეც: რე­ზო­ნან­სი, დი­­პა­ზო­ნი, ასტ­რო­ნავ­ტი­კა - ამ­­ზეც ხომ მე უნ­და გა­მე­ცა პა­სუ­ხი, რა­ში, რო­გორ ან რო­დის გა­მო­­ყე­ნე­ბი­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეს. ყვე­ლა­ფე­რი ამ­ერ-და­მე­რია, და­ვი­ბე­ნი.


ბავ­­ვი და­­ბა­და, რა­ღა ფი­ლო­სო­ფია უნ­დო­და: ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა კი­დევ ერ­თი შე­საბ­რა­ლი­სი, უს­­სუ­რი, ზაფ­რა­ნა­სა­ვით პა­ტა­რა არ­სე­ბა. მე კი იმ­ის­­ვი­საც არ ვი­ყა­ვი მზად, რომ სა­ხე­ლი და­მერ­­მია. ძლივს შევ­თან­­­დით მე და ჰა­ნა. რე­გის­­რა­ცი­­ში ერთ­­რო­­ლად სა­მი სა­ხე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ: მა­მა­ჩე­მის, ჰა­ნას მა­მის და ბა­ბუ­­ჩე­მის სა­ხე­ლე­ბი. მაგ­რამ ამ სა­მი სა­ხე­ლი­დან არ­ცერ­თი დაგ­ვირ­­მე­ვია. რა­ტომ­ღაც კვი­რის ბო­ლოს ბავშვს ფიპ­სი შერ­ჩა სა­ხე­ლად. რო­გორ მოხ­და ეს, თა­ვა­დაც არ ვი­ცი. ვინ იყო ამ­­ში დამ­ნა­შა­ვე, არც ეს ვი­ცი, მე თუ ჰა­ნა, იქ­ნებ ორ­­ვე. რა­ღაც უაზ­რო მარ­­­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ებს ვქმნი­დით, ვი­თომ­და მო­ფე­რე­ბით რომ მიგ­ვე­მარ­თა ყმაწ­ვი­ლის­­ვის, რად­გან ჩვენს მი­ერ შერ­ჩე­­ლი სა­ხე­ლე­ბი ამ უს­­სურ ბავშვს არ შე­­ფე­რე­ბო­და. ამგ­ვა­რი მე­ცა­დი­ნე­­ბით და­ერ­­ვა ეს სა­ხე­ლი, მე­რე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ მა­ღი­ზი­­ნებ­და. ზოგ­ჯერ ბავ­­­საც კი ვა­და­ნა­შა­­ლებ­დი ამ­­ში; ბავშვს, რო­მელ­საც თა­ვის დაც­ვაც კი არ შე­ეძ­ლო. არ­­და ყვე­ლა­ფე­რი ხომ შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბაა! ფიპ­სი! ასე უნ­და რქმე­­და სიკ­­დი­ლამ­დე ჩემს შვილს, სა­სა­ცი­ლოდ რომ აეგ­დოთ ის­იც და ალ­ბათ ჩვენც?!


იმ დროს, რო­ცა ფიპ­სი თა­ვის ცის­ფერ-თეთ­რე­ბით გაწყო­ბილ სა­წოლ­ში იწ­ვა, ეძ­­ნა თუ ეღ­ვი­ძა და მე მხო­ლოდ იმ­ის­­ვის თუ ვვარ­გო­დი, რომ ამ უს­­სუ­რი არ­სე­ბის­­ვის პი­რი­დან გად­მო­სუ­ლი დორ­­ლი ან მჟა­ვე რძე მო­მეწ­მინ­და, ან თუ წა­­ტი­რებ­და, ხელ­ში ამ­ეყ­ვა­ნა და და­მემ­­ვი­დე­ბი­ნა, ერ­თი აზ­რი ამ­ეკ­ვი­­ტა, თით­ქოს ბავ­­ვი დროს მაძ­ლევ­და, რა­თა გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­გორც სულს, რო­მე­ლიც გა­მო­გეცხა­დე­ბა და ცდი­ლობს რა­ღაც მი­გა­ნიშ­ნოს გა­ურ­­ვე­ვე­ლი მზე­რით, მე­რე კი კვლავ უჩ­­ნარ­დე­ბა. ხში­რად ვუ­ჯე­ქი სა­წოლ­თან, დავ­­ქე­რო­დი ოდ­ნავ მო­ღი­მარ სა­ხეს, უაზ­როდ გაშ­ტე­რე­ბულ თვა­ლებს და მის ყო­ველ ნაკვთს ვსწავ­ლობ­დი, თით­ქოს რა­ღაც ტრა­დი­ცი­­ლი წარ­წე­რა ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გა­სა­შიფ­რა­დაც ვე­რა­ნა­ირ ხელ­ჩა­სა­ჭიდ გა­სა­ღებს ვერ ვპო­­ლობ­დი. მა­­ცებ­და და თან მა­ხა­რებ­და ჰა­ნას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ უს­­სუ­რი არ­სე­ბი­სად­მი: რო­გორ აძ­­ნებ­და, ახ­ვევ­და, იწ­ვენ­და თა­ვის­თან. ყო­ველ მის ქმე­დე­ბა­ში რა­ღაც კა­ნონ­ზო­მი­­რი იგრ­­ნო­ბო­და, თით­ქოს­და ასე ყო­ფი­ლაო და­წე­სე­ბუ­ლი. ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად უწ­მენ­­და ცხვირს ბამ­ბის პა­ტა­რა ტამ­პო­ნით, აყ­რი­და პუდრს პუტ­კუ­ნა ფე­ხებ­ზე, გე­გო­ნე­ბო­და, ყო­ვე­ლი­ვე ეს მის­­ვი­საც და პა­წი­ას­­ვი­საც მა­რა­დი­­ლი ნე­ტა­რე­ბა იყო.


რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ჰა­ნა ეც­­და, პირ­ვე­ლი ღი­მი­ლი გა­მო­ეტყუ­­ბი­ნა პა­წი­ას­­ვის. მაგ­რამ ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, სრუ­ლი­ად გა­­გე­ბა­რი, გა­მო­უც­ნო­ბი გრი­მა­სი გა­მო­­ხა­ტა. ზოგ­ჯერ ხში­რად, ვი­თომ­და გარ­­ვე­ვით მოგ­ვაშ­ტერ­დე­ბო­და ხოლ­მე, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს უკ­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. არ­­და, რო­გორ ვცდი­ლობ­დით მე და ჰა­ნა ამ მზე­რის­­ვის რა­­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ფუძ­ვე­ლი გვე­პო­ვა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­­ლე­ბუ­ლი­ყო კი­დეც. ვერ­ცერ­თი ად­­მი­­ნი და ალ­ბათ ვერც ჰა­ნა ვერ გა­მი­გებს, რა­ტომ და­მე­მარ­თა მა­შინ ამგ­ვა­რი მო­უს­ვენ­რო­ბა. შიშ­მა შე­მიპყ­რო, ჰა­ნას­თა­ნაც გა­ვუცხოვ­დი. ვცდი­ლობ­დი შორს და­მე­ჭი­რა თა­ვი, ყო­ველ­ნა­­რად ვნიღ­ბავ­დი ფიქ­რებ­სა და აზ­რებს. მო­­ლოდ­ნე­ლად ჩემ­ში სი­სუს­ტე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­­ვის წყა­ლო­ბით. ბავ­­­მა შვა ჩემ­ში გრძნო­ბა - შევ­გუ­­ბო­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის კრახს. მეც და ჰა­ნაც ოც­და­­თი წლის ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ის უფ­რო ახ­ალ­გაზ­­დუ­ლად და მხნედ გა­მო­­ყუ­რე­ბო­და, ისე, რო­გორც არ­ას­­როს. ჩემ­­ვის კი ბავ­­ვის და­ბა­დე­ბას არ­­ფე­რი ახ­­ლი, ახ­ალ­გაზ­­დუ­ლი არ მო­­ტა­ნია და რაც უფ­რო იზრ­დე­ბო­და, მით უფ­რო უკ­ან-უკ­ან მივ­დი­­დი: მის ყო­ველ გა­ცი­ნე­ბა­ზე, ყვი­რილ­ზე თუ მხი­­რუ­ლე­ბა­ზე კედ­ლებს ვაწყ­დე­ბო­დი. ვერ შევ­ძე­ლი ჩა­ნა­სახ­ში­ვე ჩა­მეხ­შო ეს ტიკ­ტი­კი, ყვი­რი­ლი თუ სი­ცი­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე რომ ჩა­მეხ­შო.


რა უნ­და მე­ღო­ნა ახ­ლა? ად­რე ვფიქ­რობ­დი, მის­­ვის სამ­ყა­რო თა­ვი­სი უტყ­ვი ორ­­ნოვ­ნე­ბით და­მე­ხა­ტა. მაგ­რამ და­ვი­ბე­ნი და სულ სხვაგ­ვა­რად ვმოძღ­­რავ­დი. მაშ რა მექ­ნა, და­მე­მა­ლა მის­­ვის ამა თუ იმ საგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა?! ის ხომ არ იყო პირ­ვე­ლი, მი­სით ხომ არ იწ­ყე­ბო­და სამ­ყა­რო, მის­­ვის ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რი ხომ არ გახ­დე­ბო­და?! მე ვერ შევ­­ლებ­დი, ამ­ეხ­­ნა სამ­ყა­როს მთე­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, არ­სის სიღ­­მე და მიზ­ნე­ბი, სად იყო სი­კე­თე და სად ბო­რო­ტე­ბა, რა იყო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და რა მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა. რა­ტომ უნ­და მო­მეხ­დი­ნა მას­ზე ზე­გავ­ლე­ნა, რა­ტომ მო­მეხ­ვია თავ­ზე ჩე­მი ცოდ­ნა თუ რწმე­ნა, სი­ხა­რუ­ლი და ტან­­ვა. რო­გორ ან რა­ტომ უნ­და და­მე­სა­ხა მის­­ვის ამ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის გზე­ბი?!


აქ, სა­დაც ახ­ლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, სამ­ყა­რო ყვე­ლა­ზე აუტ­­ნე­ლია. ვე­რა­ვინ ჩას­­­და მას დღემ­დე და ალ­ბათ კი­დევ რამ­დენ ხანს ვერ ჩას­­­დე­ბი­ან და ვერ ამ­­იც­ნო­ბენ.


და უც­ბად მივ­­­დი, საქ­მე ენ­­შია. არა, მე არ ვამ­ბობ გერ­მა­ნუ­ლის ან რო­მე­ლი­მე სხვა ენ­ის ცოდ­ნას, ბა­ბი­ლონ­ში რომ ჩა­­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რა­თა სამ­ყა­რო გზი­დან აეც­დი­ნა. მე სხვა ენ­ას ვგუ­ლის­­მობ, ყვე­ლა ამ ენ­ის მიღ­მა რომ ღვი­ვის. ენა, რო­მელ­საც სუ­ლებ­ში, მზე­რა­სა თუ აზ­როვ­ნე­ბა­ში, გო­ნე­ბა­სა თუ გრძნო­ბებ­ში წვდო­მის უნ­­რი გა­აჩ­ნია. სწო­რედ მას­შია ჩვე­ნი ყო­ვე­ლი ბედ­ნი­­რე­ბა თუ უბ­­დუ­რე­ბა. შე­მეძ­ლო კი მე ბავ­­ვის დაც­ვა ჩვე­ნი ენ­ის­გან, ვიდ­რე ის თა­ვად შე­­მეც­ნებ­და ახ­ალს?! ვიდ­რე თა­ვად შეძ­ლებ­და ახ­ალ დრო­­ბა­ში შე­ბი­ჯე­ბას?!


ხში­რად ვა­სე­ირ­ნებ­დი ფიპსს მარ­ტო და სა­შინ­ლად ვცოფ­დე­ბო­დი, რო­ცა მას­ში უკ­ვე ვპო­­ლობ­დი ჰა­ნას­გან შე­ძე­ნილ თვი­სე­ბებს: კეკ­ლუ­ცო­ბას, სი­ნა­ზეს, ნე­ბივ­რო­ბას. ის უკ­ვე ჩვენ გვემ­­გავ­სე­ბო­და. მაგ­რამ არა მხო­ლოდ მე და ჰა­ნას, არ­­მედ სა­ერ­თოდ ად­­მი­­ნებს. მხო­ლოდ იშ­ვი­­თად თუ გა­მო­ამ­­ღავ­ნებ­და რა­ღაც თა­ვის­თა­ვადს. და სწო­რედ მა­შინ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და­ჟი­ნე­ბით. მის­­ვის ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი და ერთ­ნა­­რი იყო. მხო­ლოდ ჰა­ნას და მე გვთვლი­და ახ­ლობ­ლე­ბად, ალ­ბათ მუ­დამ გვერ­დით რომ ვყავ­დით, იმ­­ტომ. მაგ­რამ კი­დევ რამ­დენ ხანს გას­ტან­და ეს?!


უკ­ვე გა­უჩ­­და ში­შის გრძნო­ბა, მაგ­რამ არა ზვა­ვი­სა ან სხვა, რა­მე სა­ში­ნე­ლე­ბის მი­მართ. არა, მას ფოთ­ლე­ბის შრი­­ლის, პეპ­ლე­ბი­სა და ბუ­ზე­ბის ეშ­­ნო­და უს­აზ­­­როდ. მაშ, დიდ ქარ­ში რა­ღა ეშ­ვე­ლე­ბა, მთე­ლი ხე რომ გა­და­ქან-გად­მო­ქან­დე­ბა. რო­გორ დავ­ტო­ვო ამ გა­ურ­­ვევ­ლო­ბა­ში? - ეს ფიქ­რე­ბი მტან­ჯავ­და.


კი­ბე­ზე ვინ­მე ბავშვს თუ შეხ­­დე­ბო­და, ისე უხ­­შად წა­­ტან­და სა­ხე­ში ხელს... ალ­ბათ არც იც­­და, ის­იც რომ ბავ­­ვი იყო. თან­და­თან უფ­რო უმ­­ტა ტი­რილს. ად­რე მხო­ლოდ მა­შინ თუ წა­­ტი­რებ­და, რა­მე თუ წა­მოტ­კივ­დე­ბო­და; ახ­ლა კი წამ­და­­წუმ ტი­რო­და ძი­ლის წინ, ან ძა­ლით თუ მი­იყ­ვან­დი მა­გი­დას­თან, ან სა­თა­მა­შოს თუ წა­არ­­მევ­დი. სა­ში­ნე­ლი გაბ­რა­ზე­ბა იც­­და. შე­ეძ­ლო იატ­აკ­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ჩაბღა­­ჭე­ბო­და ხა­ლი­ჩას და გა­ლურ­ჯე­ბამ­დე ეღ­რი­­ლა, პირ­ზე დუ­ჟის მოდ­გო­მამ­დე. ზოგ­ჯერ ძილ­შიც კი ყვი­რო­და, გე­გო­ნე­ბო­და ვამ­პი­რი უღრ­­ნი­სო მკერდს. უკ­ვე მიხ­­და, რომ მი­სი ღრი­­ლი ჭრი­და და ამ ღრი­ალს წარ­მა­ტე­ბით ებ­ღა­­ჭე­ბო­და.


ერთ დღეს კი აი, რა მოხ­და!


გამ­წა­რე­ბუ­ლი ჰა­ნა აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და, საყ­ვე­დუ­რობ­და, გა­უზ­­დელს ეძ­ახ­და. თან გულ­ში იხ­­ტებ­და, კოც­ნი­და და ემ­­და­რე­ბო­და, აღ­­რა­სო­დეს ეტ­კი­ნა დე­დის­­ვის გუ­ლი. გარ­შე­მო უვ­ლი­და, ხან შო­კო­ლა­დებს სთა­ვა­ზობ­და, ხან ფორ­თოხ­ლებ­სა და და­თუ­ნი­ებს, რომ რო­გორ­მე მო­ელ­ბო ფიპ­სის გუ­ლი.


რო­ცა ხე­­ბის ჩრდილს დავ­ყუ­რებ­დი, ყო­ველ­­ვის ერ­თი და იგ­­ვე აზ­რი მიტ­რი­­ლებ­და თავ­ში: ყუ­რი მი­უგ­დე მათ, ის­წავ­ლე ჩრდი­ლე­ბის ენ­აც, და მე­რე ბავ­­­საც ას­წავ­ლე. სამ­ყა­რო ხომ მცდე­ლო­ბაა. მაგ­რამ ეს მცდე­ლო­ბა ყო­ველ­­ვის ერ­თი და იმ­­ვე სა­ხით მე­ორ­დე­ბა და ერ­თი და იმ­­ვე შე­დე­გით მთავ­­დე­ბა. ცო­ტა სხვაგ­ვა­რა­დაც უნ­და შე­­ცა­დო! დაე მიჰ­­ვეს ჩრდი­ლებს! აქ­ამ­დეც მუ­დამ ასე იყო: ცოდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და იმ­ედ­გაც­რუ­­ბა (მე რა­ღაც სა­ყო­ველ­თაო აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და). იქ­ნებ შე­მეძ­ლო, ამ­­შო­რე­ბი­ნა მის­­ვის და­ნა­შა­­ლი, და­მეც­ვა ყო­ველ­­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბე­დის­წე­რი­სა­გან, სხვა ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა.


დი­ახ, კვი­რა­­ბით ვე­ნის ტყე­ში ვსე­ირ­ნობ­დით ხოლ­მე. წყალს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, კვლავ იგ­­ვე აზ­რი ამ­­მი­ტივ­ტივ­დე­ბო­და: ას­წავ­ლე წყლის ენ­აც! ას­წავ­ლე ქვე­ბის, ფეს­ვე­ბის, დი­ახ, ქვე­ბის ენ­აც! ეც­­დე, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად, ახ­ლე­ბუ­რად და­­ნა­ხო. ფოთ­ლე­ბი ცვი­ვა, კვლავ შე­მოდ­გო­მაა... ფოთ­ლე­ბის ენ­აც უნ­და ას­წავ­ლო... მაგ­რამ თა­ვად მე რა გა­მე­გე­ბო­და მა­თი ენ­ის, რომ მის­­ვის მეს­წავ­ლე­ბი­ნა. ის­ევ ჩე­მი ენ­­ღა მრჩე­ბო­და. ჩემს ენ­­ზე სიმ­ღე­რებს ვას­წავ­ლი­დი და ეგ იყო. ამ­­ტო­მაც და­ვა­ტა­რებ­დი უს­იტყ­ვოდ აქ­ეთ-იქ­ით და ხმის ამ­­­ღებ­ლად­ვე ვბრუნ­დე­ბო­დით შინ, სა­დაც სწავ­ლობ­და ახ­ალ-ახ­ალ წი­ნა­და­დე­ბებს და ებ­მე­ბო­და ამ სამ­ყა­როს მა­ხე­ში. უკ­ვე ის­წავ­ლა სურ­ვი­ლე­ბი­სა და თხოვ­ნის გა­მოთ­­მა, ბრძა­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ლა­პა­რა­კობ­და იმ­­ტომ, რომ უნ­და ელ­­პა­რა­კა. ყო­ველ კვი­რას, სე­ირ­ნო­ბი­სას ვამ­­ნევ­დი, რომ უკ­ვე რა­ღაც ახ­­ლი ჩვე­ვა ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი: გლეჯ­და ბა­ლა­ხებს, ღე­რო­ებს, აწ­ვა­ლებ­და ჭი­ან­­ვე­ლებს, ხო­ჭო­ებს. უკ­ვე ის­წავ­ლა ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თი­მე­­რი­სა­გან გან­­­ვა­ვე­ბა. დიდ ხანს ათ­ვა­ლი­­რებ­და ხო­ჭო­ებ­სა და ჭი­ან­­ვე­ლებს და მე­რე და­უნ­დობ­ლად კლავ­და, დრო­­ლად თუ არ გა­აშ­ვე­ბი­ნებ­დი ხელს. სახ­­ში ხევ­და წიგ­ნებს, კო­ლო­ფებს, თა­ვის სა­თა­მა­შო­ებს. ყვე­ლა­ფერს აფ­­ჭებ­და, გლეჯ­და, ხე­ლით ეხ­­ბო­და, აქ­ეთ-იქ­ით ყრი­და. ერთ დღეს... და ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფერს აუღ­ებ­და ალ­ღოს!


მა­შინ, რო­ცა ჯერ კი­დევ არ ვემ­დუ­რო­დით ერთ­მა­ნეთს, ჰა­ნა მუ­დამ ერთ რა­მეს ჩამ­ჩი­ჩი­ნებ­და: ფიპ­­მა ესა თქვა, ფიპ­­მა ის თქვაო. დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი იყო ბავ­­ვის უც­ოდ­ვე­ლი გა­მო­ხედ­ვით, სა­უბ­რი­თა თუ ტო­ნით. მაგ­რამ მე, მე ვე­რა­ნა­ირ უმ­ან­კო­­ბას ვერ ვამ­­ნევ­დი შვილს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნამ­­ვი­ლად აღ­არ ჩან­და ის­­თი უს­­სუ­რი და უტყ­ვი, რო­გორც პირ­ველ კვი­რე­ებ­ში. თუმ­ცა, ალ­ბათ არც მა­შინ იყო უმ­ან­კო, უბ­რა­ლოდ ჯერ არ შეს­წევ­და უნ­­რი, გა­მო­­ხა­ტა სურ­ვი­ლე­ბი ამ ფა­ფუკ, მუ­თა­ქა­სა­ვით გაკ­რულ ფა­ქიზ არ­სე­ბას, სუს­ტად რომ სუნ­­ქავ­და და შტე­რი, უტყ­ვი თვა­ლე­ბით უაზ­როდ იყ­­რე­ბო­და.


ცო­ტა რომ მო­­ზარ­და, სახ­­თან ახ­ლოს, სხვა ბავ­­ვებ­თან სა­თა­მა­შოდ ვუშ­ვებ­დით. ერთ დღეს შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, და­ვი­ნა­ხე, სამ პა­ტა­რა ბიჭ­თან იდ­გა. კონ­სერ­ვის ჭუჭყი­ან ქი­ლა­ში წყა­ლი ჩა­ეს­ხათ და ას­ფალ­­ზე ღვრიდ­ნენ. პა­ტა­რა კა­ცე­ბი­ვით წრე შე­ეკ­რათ და გაცხა­რე­ბულ­ნი თათ­ბი­რობ­­ნენ (ასე ინ­ჟინ­რე­ბი ბჭო­ბენ ხოლ­მე). მე­რე ას­ფალ­­ზე ჩა­მოს­­­ნენ, ფიპსს ხელ­ში წყლით სავ­სე კონ­სერ­ვის ქი­ლა ეჭ­­რა, ის იყო, უნ­და გად­მო­­პირ­­ვა­ვე­ბი­ნა, რომ უც­ბად ის­ევ წა­მო­­შალ­ნენ, სა­მი ქვა­ფე­ნი­ლით იქ­ით გა­და­­ნაც­­ლეს, რა­ტომ­ღაც არც ეს ად­გი­ლი მო­­წო­ნათ, ცო­ტა კი­დევ წა­­წი­ეს წინ, რა­ღაც კა­ცუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა იგრ­­ნო­ბო­და მათ­ში. და აი, რო­გორც იქ­ნა, ერთ მეტ­­ში მო­სა­წო­ნი ად­გი­ლიც იპ­­ვეს, კვლავ ჩა­მოს­­­ნენ ქვა­ფე­ნილ­ზე, გად­მოღ­ვა­რეს კონ­სერ­ვის ქი­ლი­დან წყა­ლი და საქ­მი­­ნი სა­ხით ჩა­აც­ქერ­­ნენ. მო­სახ­დე­ნი მოხ­და, ჩა­ნა­ფიქ­რი აის­რუ­ლეს, სწო­რედ ისე, რო­გორც უნ­დო­დათ. სამ­ყა­რო ამ პა­ტა­რა კა­ცე­ბის იმ­­დად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მათ უნ­და გა­ეგ­­ძე­ლე­ბი­ნათ და სრუ­ლე­ყოთ იგი. და მეც უნ­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა ეს?! შინ შე­ვე­დი და სა­წოლ­ზე და­ვეშ­ვი. სამ­ყა­რო გაგ­­ძელ­დე­ბა, უკ­ვე ნა­პოვ­ნია წერ­ტი­ლი, სა­­და­ნაც უნ­და გაგ­­ძელ­დეს, და გაგ­­ძელ­დეს იმ­­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. სულ ტყუ­­ლუბ­რა­ლოდ ვში­შობ­დი, რომ ის ვერ იპ­­ვი­და ამ გზას, ვერ გა­იკ­­ლევ­და, ვერ აუღ­ებ­და ალ­ღოს ამ სამ­ყა­როს. რა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა ვფიქ­რობ­დი, რომ ფიპ­სი ვერ მი­აგ­ნებ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას. მე აღ­არ მინ­დო­და ეს ბავ­­ვი. მე მძულ­და ის. მე უკ­ვე მის ყვე­ლა ნაკ­ვა­ლევს ვხე­დავ­დი.


დაბ­ლა ჩა­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­­ნებ­და, მე­ზიზ­ღე­ბო­და, რაც კი ად­­მი­­ნის ხელს შე­ექ­­ნა. და ეს ზიზ­ღი სულ უფ­რო და უფ­რო მიმ­ძაფ­­დე­ბო­და, ირგ­­ლივ სახ­ლებს, ტრამ­ვა­ის ხა­ზებს რომ ვუმ­ზერ­დი. მა­ღი­ზი­­ნებ­და ეს ვი­თომ­და წეს­რი­გი, დრო­ის უაზ­რო და­ნა­წი­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, მე რომ შე­ვე­წი­რე, მაგ­რამ აღ­­რა­ნა­­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლიც შე­მე­წი­რა. რა­ტომ უნ­და მი­ვი­დეს ჩე­მი შვი­ლიც ამ დღემ­დე? მას ხომ არ და­­წე­სე­ბია ამ სამ­ყა­როს ნგრე­ვა? მას ხომ არ­­ნა­­რი და­ნა­შა­­ლი არ მი­უძღ­ვის ამ­­ში? მაშ რა­ტომ, რა­ტომ უნ­და მო­­მარ­თოს ის­იც ამ ცხოვ­რე­ბის მოძ­ვე­ლე­ბულ წეს­ზე და რიგ­ზე? დავ­­­წო­დი სახ­ლებ­სა და ყა­ზარ­მებს შო­რის და ხმა­მაღ­ლა ვღრი­­ლებ­დი: მი­­ცით მას შან­სი! მი­­ცით რა­­მე შან­სი! სა­კუ­თარ თავ­ზე ვბრა­ზობ­დი, ეს ხომ მე მო­ვავ­ლი­ნე ბავ­­ვი ამ სამ­ყა­რო­ში მი­სი ნე­ბის გა­რე­შე. ახ­ლა კი ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი შვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. მე ვი­ყა­ვი მის წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვე და მე­ვე უნ­და მე­ღო­ნა რა­­მე. სად­მე კუნ­ძულ­ზე უნ­და გა­დავ­­ვე­წი­ლი­ყა­ვი, გავ­ხიზ­ნუ­ლი­ყა­ვი მას­თან ერ­თად. მაგ­რამ სა­დაა ნე­ტავ ას­­თი კუნ­ძუ­ლი, სა­დაც ად­­მი­­ნი ახ­­ლი სამ­ყა­როს შექ­­ნას შეძ­ლებს?


ჩე­მი შვი­ლით ვი­ყა­ვი შეპყ­რო­ბი­ლი და იმ­თა­ვით­ვე გან­წი­რუ­ლი, მთლი­­ნად შე­მეგ­­­ნო ამ სამ­ყა­როს სი­ვაგ­ლა­ხე და მეც მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გავ­­­და­რი­ყა­ვი. უუნ­­რო­ბამ მა­­ძუ­ლა ხე­ლი გა­მეშ­ვა, თა­ვი მი­მე­ნე­ბე­ბი­ნა ჩე­მი შვი­ლის­­ვის და სა­კუ­თა­რი ზრუნ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სა­გან გა­მე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა; თა­ნაც მივ­­­დი, რომ ის უკ­ვე მზად იყო ამ სამ­ყა­როს­­ვის ეც­ხოვ­რა და არა იმ­ის­­ვის, რომ გა­ერ­­ვია ეშ­მა­კი­სე­­ლი წრე.


თა­მაშ-თა­მაშ მი­აღ­წია ფიპ­­მა სას­კო­ლო ას­აკს. მარ­­ლაც რომ ით­­მა­შა, სრუ­ლი ამ სიტყ­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბით, და მეც არ ვუშ­ლი­დი. თუმ­ცა ეს ჯერ კი­დევ არ ყო­ფი­ლა ის თა­მა­შე­ბი, უფს­­რუ­ლის­კენ რომ უბ­იძ­გე­ბენ ად­­მი­ანს. ამგ­ვარ თა­მა­შებს რა უჭ­ირ­და: და­მა­ლო­ბა­ნა, და­ჭე­რო­ბა­ნა, ომ­­ბა­ნა, ყა­ჩა­ღო­ბა­ნა... მაგ­რამ მე მა­ინც სულ სხვა თა­მა­შებ­სა და ზღაპ­რებს ვი­სურ­ვებ­დი მის­­ვის და არა ამ ყვე­ლას­­ვის ნაც­ნობ, უკ­ვე ყავ­­გა­სულ თა­მა­შებს. მაგ­რამ მე სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი რამ თავ­ში არ მომ­დი­­და და ის­იც უკ­ვე გა­მო­გო­ნი­ლის­კენ, სი­ყალ­ბის­კენ მი­ილ­­ვო­და. არ­­ნა­­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობ­და არ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნის­­ვის, ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ იყო დად­გე­ნი­ლი და და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: კე­თი­ლად და ბო­რო­ტად, ნათ­ლად და ბნე­ლად, მე­გობ­რად თუ მტრად, რა­­დე­ნობ­რი­ვად თუ ხა­რის­ხობ­რი­ვად და სად­ღაც, სხვაგ­ვა­რი არ­სე­ბე­ბი თუ ცხო­ვე­ლე­ბი შემ­თხ­ვე­ვი­თაც რომ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­­ნენ, მა­ინც ამ სამ­ყა­რო­სე­ულ სა­ხე­ებს მი­­ღებ­­ნენ.


და რად­გან მე არ ვი­ცო­დი, რო­გორ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და ამ­­გო ბავ­­ვის სწავ­ლა, სულ შე­ვეშ­ვი. ჰა­ნამ შე­მამ­­ნია, რომ აღ­არ ვზრუ­ნავ­დი ბავ­­­ზე, მი­საყ­ვე­დუ­რა კი­დეც. ვცა­დე, გვე­ლა­პა­რა­კა ამ­­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­მი­გო და რო­გორც ურჩხულს, ისე მომ­ჩე­რე­ბო­და. ბო­ლომ­დე არც კი მა­ცა­და, გა­მო­მეთ­­ვა ჩე­მი აზ­რი, მა­შინ­ვე შე­მაწყ­ვე­ტი­ნა და ბავ­­ვის ოთ­ახ­ში შე­ვარ­და. მაგ­რამ სწო­რედ იმ სა­ღა­მოს, რა­ტომ­ღაც ას­­თი იდეა და­­ბა­და, - ყო­ველ ღა­მით, ბავ­­­თან ერ­თად ელ­­ცა: ღმერ­თო ძლი­­რო, მო­მეც სიმ­­ვი­დე და ძა­ლა, ვი­ყო ღვთის­მო­სა­ვი... ეს მე სულ არ მა­ნაღ­­ლებ­და. მაგ­რამ ეტ­ყო­ბა ჰა­ნას ამგ­ვა­რად სურ­და და­ეც­ვა ბავ­­ვი.


რას აღ­არ იგ­­ნებ­და: ჯვა­რი, ამ­­ლე­ტი, შე­ლოც­ვე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­­ლაც დას­ჭირ­დე­ბო­და ფიპსს, რად­გან მა­ლე მგლებს შო­რის მოხ­­დე­ბო­და და მგლებ­თან ერ­თად უნ­და ეყ­მუვ­ლა. "ღმერ­­მა ხე­ლი მო­­მარ­თოთ", - ვფიქ­რობ­დი მე; იქ­ნებ ეს მარ­­ლაც ბო­ლო გა­მო­სა­ვა­ლი იყო. ჩვენ ორ­­ვემ, მარ­თა­ლია თი­თო­­ულ­მა თა­ვი­სე­ბუ­რად, მაგ­რამ მა­ინც და­ვიზ­­ვი­ეთ თა­ვი და ნე­ბა­ზე მი­ვუშ­ვით ბავ­­ვი. სხვას მი­ვან­დეთ მი­სი ბე­დი.


ფიპ­სი ცუ­დი ნიშ­ნე­ბით თუ ბრუნ­დე­ბო­და სკო­ლი­დან, არ­­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი. ჰა­ნა კი ჩუ­მად იტ­ან­ჯე­ბო­და. მთე­ლი სა­ღა­მო გვერ­დით ეჯ­და და და­ვა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. რო­გორც დე­და, ჰა­ნა შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღ­ვე­ბო­და თა­ვის საქ­მეს. მაგ­რამ მე არ მჯე­რო­და, რომ აქ­­დან რა­­მე სა­ხე­­რო გა­მოდ­ნე­ბო­და. ჩემ­­ვის სუ­ლერ­თი იყო, სად ის­წავ­ლი­და ფიპ­სი, ან რო­გორ ის­წავ­ლი­და, სა­ერ­თოდ რა გა­მო­ვი­დო­და მის­გან. არ­­და, უბ­რა­ლო გლე­ხიც კი ოც­ნე­ბობს, ნე­ტავ ექ­­მი გა­მო­ვი­დეს ჩე­მი შვი­ლიო. მაგ­რამ მე არ­­ფერ­ზე არ ვოც­ნე­ბობ­დი. რა­ში მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ის სხვა­ზე ჭკვი­­ნი, ან უკ­­თე­სი იქ­ნე­ბო­და თუ არა. არც იმ­­ზე მქონ­და პრე­ტენ­ზია, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ან დამ­მორ­ჩი­ლე­ბო­და, ჩემ­­ვის და­­ჯე­რე­ბი­ნა, ან ჩემს ნე­ბას დაჰ­ყო­ლო­და. არა, მე ეს არ მსურ­და... მაგ­რამ ერ­თი რა­ღა­ცაც კი რომ შე­მემ­­ნია ჩემ­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, მა­შინ... მაგ­რამ არა... თა­მა­ში წა­ვა­გე, ხე­ლის გან­­რე­ვა­საც აღ­არ ჰქონ­და აზ­რი.


არ­­ნა­­რი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა არ გა­მაჩ­­და ფიპ­­თან და­კავ­ში­რე­ბით. არც ის ვი­ცი, სა­ერ­თოდ, ად­­მი­ანს აქვს კი უფ­ლე­ბა, სა­კუ­თარ შვილ­ზე ას­­თი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწ­არ­მო­ოს?! მაგ­რამ მა­ინც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ უიმ­­დოდ მოვ­ლე­ნილ არ­სე­ბას, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც არ შე­მეძ­ლო, რომ­ლის­­ვი­საც ვე­რა­ფერს გა­ვი­ღებ­დი. თუმ­ცა იგ­­ვეს ვერ ვიტყო­დი ჰა­ნა­ზე, ჰა­ნა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გულს ვტკენ­დი. მარ­თა­ლია, ჰა­ნაც ერ­თი ჩვე­­ლებ­რი­ვი ად­­მი­­ნი იყო, რო­გო­რიც მე, კე­თილ­გო­ნი­­რი, გა­მოც­დი­ლი, ცო­ტა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქა­ლი და ბო­ლო-ბო­ლო, სხვა რომ არ­­ფე­რი ვთქვათ, ჩე­მი ცო­ლი. მე ჩემს შვილს და ალ­ბათ სა­კუ­თარ თავ­საც სა­ში­ნე­ლი სა­სა­მარ­­ლო პრო­ცე­სი მო­ვუწყე, რად­გან შვილ­მა ჩა­მიხ­შო, გა­მი­ნად­გუ­რა უდ­­დე­სი მო­ლო­დი­ნი. მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მის­­ვის სა­სურ­ვე­ლი ნი­­და­გი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა.


ვიდ­რე და­­ბა­დე­ბო­და, ვე­ლო­დი, რომ ეს ბავ­­ვი, ვი­ნა­­დან ბავ­­ვი იყო, გა­­თა­ვი­სუფ­ლებ­და სამ­ყა­როს. სხვამ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რო­გორ და­უნ­დობ­ლა­დაც არ უნ­და ჟღერ­დეს, რომ მარ­­ლაც სა­შინ­ლად მო­ვე­ქე­ცი სა­კუ­თარ პირ­­შოს, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, ეს ასე არა გახ­ლავთ. მე არ ვი­ყა­ვი ამ ბავ­­ვის­­ვის მზად, ალ­ბათ ის­­ვე, რო­გორც ყვე­ლა­ნი ჩემს გარ­შე­მო. ჰა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მშვი­დად ვგრძნობ­დი თავს, არც კი ვე­ლო­დი, რომ შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და. ჰა­ნას ცო­ლად შერ­­ვას არ ვნა­ნობ, მაგ­რამ ბავ­­ვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მას­თან ბედ­ნი­­რი აღ­არ ვყო­ფილ­ვარ. ნე­ტავ ბავ­­ვი არ შეგ­­ძე­ნო­და. ამ­­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია. არ­­და, ჰა­ნას შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უნ­დო­და ბავ­­ვის გა­ჩე­ნა. ამ­­ზე ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ სე­რი­­ზუ­ლად ფიქ­რობ­და. თუმ­ცა, ახ­ლა გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვი­თაა, მტრად მთვლის, გა­მირ­ბის. მაგ­რამ ად­­მი­ანს უფ­ლე­ბა არა აქვს, უს­აყ­ვე­დუ­როს მე­­რეს. ად­­მი­­ნი ხომ არ გა­ნა­გებს სიკ­­დილ­სა თუ სი­ცოცხ­ლეს. ვი­ცი, ჰა­ნა ალ­ბათ მთელ მოდ­­მას გაზ­­დი­და სი­­მოვ­ნე­ბით, მი­სი ნე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო. მე კი არა. მის­­ვის ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბა კმა­რო­და, ჩემ­­ვის კი არა. ერთხელ, ჩხუ­ბის დროს წა­მოს­­და, რა მიზ­ნე­ბი­ცა და ოც­ნე­ბე­ბიც ჰქონ­და ფიპ­­თან და­კავ­ში­რე­ბით: ნა­თე­ლი ოთ­­ხი, მეზ­­ვა­­რის ფორ­მა, ყვე­ლა­ზე ძლი­­რი და უს­აზ­­­რო სიყ­ვა­რუ­ლი, რაც კი ამ ქვეყ­ნად არ­სე­ბობ­და, რა­თა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰყოფ­ნო­და და სამ­ყა­როს, ად­­მი­­ნე­ბის ატ­­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და... სა­­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა, ნი­ჭი, უც­ხო ენ­­ბი... ჰა­ნა ტი­რო­და და გუ­ლი სტკი­­და, რომ მე მე­ცი­ნე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ვფიქ­რობ, ის წა­მი­თაც არ ფიქ­რობ­და, რომ ფიპ­სიც ამ სამ­ყა­როს ღვიძ­ლი შვი­ლი გახ­დე­ბო­და, მოტყუ­­ბუ­ლი, შე­­რაცხ­ყო­ფი­ლი, გულ­ნატ­კე­ნი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, ჩვე­­ლებ­რი­ვი მოკ­­და­ვი. და ის­იც მხო­ლოდ დამ­ცი­რე­ბის­­ვის იქ­ნე­ბო­და გან­წი­რუ­ლი. ამგ­ვა­რი ფიქ­რის­­ვის ყვე­ლა­ნა­­რი სა­ფუძ­ვე­ლი გა­მაჩ­­და. ბავ­­­ში სა­თა­ვე­ში­ვე იყო ჩა­დე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, რო­გორც მწა­რე ნაღ­ვე­ლი. არ მა­ვიწყ­დე­ბა, სა­მი-ოთ­ხი წლის იქ­ნე­ბო­და, ძლივს გა­მოვ­ტა­ცე და­ნა ხე­ლი­დან. ერთხელ კი, თა­ვი­სი აშ­­ნე­ბუ­ლი კოშ­კი რომ და­ენ­­რა, ის­­თი გა­ცო­ფე­ბუ­ლი აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით და ისე ღრი­­ლებ­და: "ყვე­ლა­ფერს და­ვან­­რევ და და­ვამ­­­­რე­ვო", ხელ­ში ავ­იყ­ვა­ნე, მი­ვე­ფე­რე, დავ­პირ­დი, ხე­ლახ­ლა აგ­­შე­ნებ მაგ კოშკს-მეთ­ქი, მაგ­რამ ის სა­შინ­ლად გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი იდ­გა და იმ­უქ­რე­ბო­და. ამ­­სო­ბა­ში ჰა­ნაც შე­მო­ვი­და. პირ­ვე­ლად შევ­ნიშ­ნე შეც­ბუ­ნე­ბა, იმ­ედ­გაც­რუ­­ბა. მა­შინ­ვე და­ტუქ­სა ბავ­­ვი და ჰკითხა, ვინ გას­წავ­ლა ას­­თი რა­მო, მან კი ჯი­­ტად უპ­­სუ­ხა "არ­­ვი­ნო".


მე­რე თო­ჯი­ნა­საც, იმ კოშ­­ში რომ ცხოვ­რობ­და, ხე­ლი ჰკრა და რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, ის­იც და­ან­­რია. მაგ­რამ ბო­ლოს რა­ტომ­ღაც თა­ვად­ვე შე­შინ­და, ტი­რი­ლი და­იწყო, ათ­ას და­პი­რე­ბებს იძ­ლე­­და, ასე აღ­­რა­სო­დეს მო­ვიქ­ცე­ვიო, მაგ­რამ მე­რე ის­ევ გა­­მე­­რა. სა­თა­ნა­დოდ არც მა­შინ დას­ჯი­ლა.


არ­­და, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი მშვე­ნი­­რი რამ უთქ­ვამს, რამ­დენ სი­ნა­ზეს იტ­ევ­და ხოლ­მე. რა ლა­მა­ზი იყო დი­ლით, წით­ლად აღ­აჟ­ღა­ჟე­ბუ­ლი ლო­ყე­ბით რომ იღ­ვი­ძებ­და. გა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ შე­მი­ნიშ­ნავს?! ჰა­ნას მსგავ­სად, გა­ნა მე კი არ მომ­დო­მე­ბია ხელ­ში ამ­ეყ­ვა­ნა და და­მე­კოც­ნა?! მაგ­რამ ამ­ით ვერ და­ვიმ­­ვი­დებ­დი, ვერ მო­ვიტყუ­ებ­დი თავს. არ­­ნა­­რი იმ­­დი არ მქონ­და ფიპ­სის. ფიპ­სი... თუნ­დაც ეს სა­ხე­ლი... ეზ­ოს ძაღ­ლი­ვით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეს სა­ხე­ლი უნ­და ეტ­­რე­ბი­ნა.


მას მე­რე, რაც სკო­ლა­ში და­იწყო სი­­რუ­ლი, შინ გვი­ან შე­მო­დი­­და. მეც ძი­რი­თა­დად კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი, ხან ჭად­რაკს ვთა­მა­შობ­დი, შინ თუ ვი­ყა­ვი, ჩემს ოთ­ახ­ში ვი­კე­ტე­ბო­დი და ვკითხუ­ლობ­დი. ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თი გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი გა­ვი­ცა­ნი. ხში­რად დავ­დი­­დი მას­თან, ხან ტკბი­ლე­­ლო­ბა მიმ­ქონ­და, ხან კი­ნოს ბი­ლე­თე­ბი. ერთ­მა­ნეთს შე­ვეჩ­ვი­ეთ. ერ­თი უპ­რე­ტენ­ზიო, მშვი­დი, სან­დო­მი­­ნი ქა­ლი იყო. სა­ოც­რად უყ­ვარ­და ჭა­მა. ჭა­მის პრო­ცეს­ში უჩ­ვე­­ლოდ გა­მო­ცოცხ­ლე­ბუ­ლი და მხი­­რუ­ლი ხდე­ბო­და, და­ნარ­ჩენ დროს კი უღ­იმ­ღა­მოდ, უს­­ცოცხ­ლოდ ატ­­რებ­და. მთე­ლი ერ­თი წე­ლი დავ­დი­­დი ბე­ტის­თან ბი­ნა­ში. სიმ­­ვი­დე მომ­წონ­და მის პა­ტა­რა ოთ­ახ­ში, ჩემ­­ვის რომ ვი­ჯე­ქი და ღვი­ნოს შე­ვექ­ცე­­დი. ის კი ამ დროს გა­ზე­თებს კითხუ­ლობ­და და მოთ­მი­ნე­ბით მი­ტან­და მე და ჩემს პრე­ტენ­ზი­ებს. რა­­დენ უჩ­ვე­­ლოც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენს შო­რის არ­­სო­დეს, არ­­ფე­რი მომ­­და­რა. ისე, ამ მხრივ სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­­ბა­ში ვი­ყა­ვი, თით­ქოს ქა­ლის­გან, სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მი­ვილ­­ვო­დი. თით­ქოს ამ­ით ვიზ­­ვევ­დით თავს, რომ არ­­ვის­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჰა­ნას­თა­ნაც კი აღ­არ მინ­დო­და და­წო­ლა.


არ­­სო­დეს მიც­დია, შე­მე­ნიღ­ბა სა­ღა­მო­­ბით ჩე­მი შინ არ­ყოფ­ნა. მე­გო­ნა, არც ჰა­ნას ექ­ნე­ბო­და ამ­­ზე გარ­თუ­ლე­ბა. მაგ­რამ ერთ დღეს მივ­­­დი, თურ­მე ვცდე­ბო­დი. ერთხელ ბე­ტის­თან ერ­თად კა­ფე­ში და­მი­ნა­ხა, მე­რე კი­ნოს ბი­ლე­თე­ბის რიგ­შიც მოგ­­­რა თვა­ლი. უჩ­ვე­­ლო რე­აქ­ცია ჰქონ­და, ისე მი­ყუ­რებ­და, რო­გორც ვი­ღაც უც­ხოს. აღ­არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი. შემ­­ბარ­მა თა­ვი და­ვუ­კა­რი, თან ბე­ტის ხელს ჩა­ვე­ჭი­დე, თით­ქოს ამ­ით საყ­­დენს ვე­ძებ­დი. კი­ნო­ში მა­ინც შე­ვე­დით. მოგ­ვი­­ნე­ბით რომ ვიხ­სე­ნებ­დი, მივ­­­დი, მაგ­რად და­ვი­ბე­ნი. ფილ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, შინ მის­­ლამ­დე, თა­ვის გა­სა­მარ­­ლებ­ლად ათ­ას­ნა­ირ ვერ­სი­ებს ვი­გო­ნებ­დი, მაგ­რამ, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ჰა­ნას სიტყ­ვაც არ და­უძ­რავს. მე მა­ინც მო­ვი­მარ­­ვე ჩე­მი წი­ნას­წარ­შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტექ­­ტი, ის კი ჯი­­ტად დუმ­და. თით­ქოს არც ეს­მო­და, რა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ხმა ამ­­­ღო და მოკ­­ძა­ლე­ბით მითხ­რა: "სხვა თუ არ­­ფე­რი, ბავ­­­ზე მა­ინც იფ­იქ­რე, ფიპ­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის, ფიპ­სის გა­მო მა­ინც..." რო­გორ მომ­­­და ეს სიტყ­ვე­ბი გულ­ში, მი­სი ეს მოკ­­ძა­ლე­ბა.


მუხ­ლებ­ზე და­ვეშ­ვი, პა­ტი­­ბას ვთხოვ­დი, ვპირ­დე­ბო­დი აღ­­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბო­და მსგავ­სი რამ და მარ­­ლაც შე­ვუს­რუ­ლე სიტყ­ვა. ის დღე იყო და ის დღე, ბე­ტის აღ­არ შევ­­ვედ­რი­ვარ. ის­იც არ ვი­ცი, ან ის ორი წე­რი­ლი რა­ტომ­ღა მივ­წე­რე. თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია, ალ­ბათ არ­აფ­რად ჩა­აგ­დო. არ­­და, რამ­დე­ნი რამ გა­მოვ­­­ვი, არ­­სო­დეს, არც ერთ ად­­მი­ან­თან არ მით­­ვამს ამ­დე­ნი. ერ­თი პი­რო­ბა შევ­შინ­დი კი­დეც, ბე­ტიმ შან­ტა­ჟი არ მო­მიწყოს-მეთ­ქი. ისე, კაც­მა რომ თქვას, რა შან­ტა­ჟი უნ­და მო­ეწყო, ჰა­ნამ ის­­დაც უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი იც­­და?!


ეს ქა­­სი, ეს სი­ცა­რი­­ლე.


ასე მე­გო­ნა გა­და­ვიწ­ვი, იმ­პო­ტენ­ტი გავ­­დი, რო­მე­ლიც არც არ­აფ­რის შეც­­ლას ცდი­ლობს და არც არ­­ფე­რი სურს. სექ­­შიც მო­მე­ცა­რა ხე­ლი, ჩავ­­ლავ­დი. მაგ­რამ ეს არც ჰა­ნას ბრა­ლი იყო, არც ჩე­მი, არც ფიპ­სის. არა, ეს სა­ერ­თო, მა­მი­სა და შვი­ლის და­ნა­შა­­ლი­სა და სიკ­­დი­ლის ბრა­ლი იყო.


ერთხელ ერთ წიგ­­ში ას­­თი წი­ნა­და­დე­ბა ამ­­ვი­კითხე: "მხო­ლოდ ცას სჩვე­ვია თა­ვა­წე­­ლი სი­­რუ­ლიო". ცას თა­ვა­წე­­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ცუდ თვი­სე­ბად ჩა­ეთ­ვა­ლოს. ცა უბ­რა­ლოდ, იმ­­ტომ დაგ­­ქე­რის ზე­მო­დან, რომ ნი­შა­ნი მის­ცეს დაბ­ლა მყოფთ, გზა­აბ­ნე­ულთ, ან მათ, ვინც სად­ღაც, რო­მე­ლი­ღაც შავ­­ნე­ლი დრა­მის მო­ნა­წი­ლეა. იგი თა­ვა­დაც მხილ­ვე­ლია და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. მა­მა და შვი­ლი - სა­ში­ნე­ლი გა­­გებ­რო­ბაა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მაა და აქ უფ­რო ზუს­ტი სიტყ­ვა მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო - წყვდი­­დია და მე­ტი არ­­ფე­რი. ან ამ­ას რა­ღა ვუ­წო­დო, გა­ნა სა­ში­ნე­ლე­ბა არაა, რო­ცა ჰა­ნას ნა­ყო­ფი, ჰა­ნას ცხრა თვე მუც­ლით ნა­ტა­რე­ბი ბავ­­ვის სი­ცოცხ­ლე და ეს ბავ­­ვუ­რი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი სიკ­­დი­ლით, სის­­ლით დას­რულ­და, სის­­ლით, რო­მე­ლიც მას თავ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბი­დან წა­მოს­­და?!


მაგ­რამ აღ­­რაფ­რის თქმას აღ­არ ჰქონ­და აზ­რი. ის იქ, კლდის ნაპ­რალ­თან იწ­ვა უძ­რა­ვად. ერთ-ერთ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა მო­ირ­ბი­ნა თურ­მე, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, ხე­ლი ას­წია. ის თა­ნაკ­ლა­სე­ლი, ეტ­ყო­ბა, ცდი­ლობ­და მე­გობ­რის ამ­ოყ­ვა­ნას, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ძა­ლა არ ეყო. მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ მი­სუ­ლა, მხო­ლოდ ამ­ის ამ­­ლუღ­ლუ­ღე­ბა მო­უს­­რია: "შინ მინ­დაო".


ყო­ველ­­ვის ვუფ­­თხო­დი ამ სიტყ­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბას: "ბავშვს ჩემ­თან და ჰა­ნას­თან უნ­დო­და, მან და­სას­რუ­ლი, სიკ­­დი­ლის მო­ახ­ლო­­ბა რომ შე­იგ­­­ნო, შინ მო­ილ­­ვო­და... სხვა ვე­რაფ­რის თქმა ვერ მო­უს­­რია... ან რა უნ­და ეთქ­ვა... ის ჩვე­­ლებ­რი­ვი მხი­­რუ­ლი ბავ­­ვი იყო, არ­­ფერს შე­ეძ­ლო მი­სი და­ღო­ნე­ბა, მი­სი ბავ­­ვუ­რი იმ­­დე­ბის გაც­რუ­­ბა... თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა სას­­რა­ფოდ მო­ძებ­ნეს ჯო­ხე­ბი, სა­კა­ცე გა­­კე­თეს, მაგ­რამ ვიდ­რე სოფ­ლამ­დე ჩა­მო­იყ­ვან­­ნენ, გზა­ში­ვე და­­ღუ­პა. და­­ღუ­პა თუ მოკ­­და? გა­ზეთ­ში ნეკ­რო­ლო­გის­­ვის გან­ცხა­დე­ბას რომ ვაძ­ლევ­დით, იქ­­ურ­მა თა­ნამ­­რო­მელ­მა იკ­ითხა: "ხომ არ დაგ­ვე­წე­რა: "უბ­­დურ­მა შემ­თხ­ვე­ვამ ხე­ლი­დან გა­მოგ­­ტა­ცა ერ­თა­დერ­თი, საყ­ვა­რე­ლი, სუ­ლი­­რად უახ­ლო­­სი მო­ზარ­დი". მაგ­რამ ჰა­ნამ უპ­­სუ­ხა: "აღ­­რა აქვს ახ­ლა მა­გას მნიშ­­ნე­ლო­ბა, "სუ­ლი­­რად ახ­ლო­ბე­ლი" იყო თუ "საყ­ვა­რე­ლი". მთა­ვა­რი ახ­ლა ეგ არაა.


ამ ნათ­­ვამ­მა ისე ამ­რია, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­­და, მოვ­­ვე­­დი. შე­მე­ცო­და, გუ­ლი მეტ­კი­ნა. ვცა­დე მი­ვახ­ლო­­ბო­დი, მაგ­რამ არ მი­მი­კა­რა; ნე­ტავ სა­ერ­თოდ მამ­­ნევ­და კი?! თუ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო მე მდებ­და ბრალს.


ჰა­ნა აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და, აღ­­რაფ­რად მაგ­დებ­და. ან რო­გორ უნ­და ჩა­ვეგ­დე, მთე­ლი ტვირ­თი ბავ­­­ზე ზრუნ­ვი­სა ხომ უკ­ვე დი­დი ხა­ნია მარ­ტო მას აწ­ვა. ეს ცოცხა­ლი, მხი­­რუ­ლი, ზოგ­ჯერ მშვი­დი, ზოგ­ჯერ კი მკაც­რი არ­სე­ბა ყო­ველ წამს მზად იყო ეზ­რუ­ნა ბავ­­­ზე, მო­ევ­ლო, და­ემ­­ვი­დე­ბი­ნა, გულ­ში ჩა­ეკ­რა. გა­­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბით. ის ყო­ველ­­ვის მარ­ტო იყო ბავ­­­თან და მის შეც­დო­მებ­თან ერ­თად. ამ­­ტო­მაც არ­­ნა­­რი უფ­ლე­ბა არ მქონ­და ჩე­მი აზ­რე­ბი­სა თუ ცოდ­ვე­ბის აღ­­­რე­ბი­საც კი.


ერთხელ, მე­სა­მე კლას­ში რომ იყო ფიპ­სი, ვი­ღაც ბავშვს და­ნით და­ეძ­გე­რა. ხე­ლი­დან რომ არ დას­­­ტო­მო­და, ბიჭს და­ნა პირ­და­პირ გულ­ში ხვდე­ბო­და. ხელ­ში მა­ინც და­იჭ­რა. სკო­ლა­ში დაგ­ვი­ბა­რეს. მახ­სენ­დე­ბა ის მტან­­ვე­ლი წუ­თე­ბი: დი­რექ­ტო­რი­სა და იმ ბავ­­ვის მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე ბო­დი­შებს რომ ვიხ­დი­დით და ათ­ას­­ვარ და­პი­რე­ბას ვიძ­ლე­­დით. თუმ­ცა მე წა­მი­თაც არ მე­პა­რე­ბო­და ეჭ­ვი, რომ ფიპსს კვლა­ვაც შე­ეძ­ლო გა­­მე­­რე­ბი­ნა მსგავ­სი და­ნა­შა­­ლი, მაგ­რამ ხმა­მალ­­ლა ამ­­სი თქმის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი პრო­ცე­სი იყო ჩემ­­ვის დი­რექ­ტორ­თან მის­­ლა. რაც შე­­ხე­ბა ფიპსს, აღ­არ ვი­ცო­დი, რა კუთხით მივ­­გო­მო­დი. ხან ზლუ­ქუ­ნებ­და, გრძნობ­და თა­ვის და­ნა­შა­ულს და ინ­­ნი­ებ­და. მაგ­რამ უც­ნა­­რი ის იყო, რომ ვე­რაფ­რით ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ გვე­­ძუ­ლე­ბი­ნა, მი­სუ­ლი­ყო ბიჭ­თან და ბო­დი­ში მო­­ხა­და. სა­­ვად­­ყო­ფო­ში ძლივს მი­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­­ვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მაგ­რამ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, კვლავ ბავ­­ვურ­მა სი­ჯი­­ტემ და სი­ძულ­ვილ­მა იჩ­­ნა თა­ვი. ყვე­ლა­ნა­­რად ცდი­ლობ­და, შე­­ნიღ­ბა ეს გრძნო­ბა, თით­ქოს შეძ­ლო კი­დეც, თუმ­ცა ვის შე­ეძ­ლო მის გრძნო­ბებ­ში ჩა­ხედ­ვა. ის უკ­ვე მშვე­ნივ­რად ერ­გე­ბო­და ამ სამ­ყა­როს.


სკო­ლის ექს­კურ­სი­­ზე მომ­­დარ უბ­­დურ შემ­თხ­ვე­ვა­ზე რომ ვფიქ­რობ­დი, ყო­ველ­­ვის ეს ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბო­და. ერ­თი შე­ხედ­ვით არ­­ფე­რი ჰქონ­და ამ ორ ამ­ბავს ერთ­მა­ნეთ­თან სა­ერ­თო, მაგ­რამ შოკ­ში კი მაგ­დებ­და. ორ­­ვე ამ შემ­თხ­ვე­ვამ შვი­ლის არ­სე­ბო­ბა შე­მახ­სე­ნა. სხვა დროს ვერც კი ვამ­­ნევ­დი, რომ ის იზრ­დე­ბო­და, სკო­ლა­ში და­დი­­და და უკ­ვე ეს­მო­და, გრძნობ­და რა­ღა­ცე­ებს. იქ­ნებ ის სა­­კე­თე­სოც იყო მი­სი ას­­კის ბავ­­ვებს შო­რის: ვე­ლუ­რი, ნა­ზი, ხმა­­რი­­ნი, ჩუ­მი - და ყვე­ლა ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბე­ბი­თა თუ გა­ნუ­მე­­რებ­ლო­ბით ჰა­ნას­­ვის ძვირ­ფა­სი.


სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ბი­­რო­ში და­მი­რე­კა, სხვა დროს არ­­სო­დეს მოქ­ცე­­ლა ასე. რა­მეს თუ და­­შა­ვებ­და, შინ გვი­რე­კავ­და და ჰა­ნას ელ­­პა­რა­კე­ბო­და. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ფირ­მის ჰოლ­ში შევ­­­დი. ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, კა­ფე­ში გა­და­ვე­დით. სა­შინ­ლად წვა­ლობ­და, რო­გორ ეთქ­ვა, არ იც­­და. ჯერ ჰოლ­ში­ვე უნ­დო­და ამ ამ­ბის შეტყო­ბი­ნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, შე­სა­ფე­რის ად­გი­ლად არ ჩათ­ვა­ლა, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი იმ­ის­­ვის, რომ გითხ­რან: "შე­ნი შვი­ლი და­­ღუ­პაო"?! "მას­წავ­ლებ­ლე­ბის ბრა­ლი არ ყო­ფი­ლა", - ძლივს წა­მო­იწყო მან. მე თავს ვუქ­ნევ­დი.


თა­ვი­დან ის­იც სხვებ­თან ერ­თად იყო, მაგ­რამ შემ­დეგ ფიპ­სი კლასს ჩა­მო­შორ­და. არ ვი­ცი, ურ­ჩო­ბი­სა თუ ინ­ტე­რე­სის გა­მო, კლდე­ზე აც­ოც­და, ჩა­მო­ვარ­და და ქვას და­­ნარ­ცხა. ჭრი­ლო­ბა თავ­ში სა­სიკ­­დი­ლო აღ­მოჩ­­და და მა­ლე­ვე და­­ღუ­პა".


ხმას არ ვი­ღებ­დი, მხო­ლოდ თავს ვუქ­ნევ­დი, თა­ვა­დაც არ ვი­ცი, რა­ტომ ვიქ­ცე­­დი ასე.


"მთე­ლი სკო­ლა შეძ­რა ამ ამ­ბავ­მა, - გა­ნაგ­­ძობ­და ის, - მთე­ლი სა­გა­მო­ძი­­ბო კო­მი­სია, პო­ლი­ცი­აც ჩა­­რია..."


იმ წუ­თას ფიპ­­ზე არც ვფიქ­რობ­დი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ. დი­რექ­ტორს ვუთხა­რი კი­დეც, ჩემ­ზე ნუ იდ­არ­დებთ-მეთ­ქი.


არ­­ვის, არ­­ვის არ მი­უძღო­და ამ­­ში ბრა­ლი. წა­მოვ­დე­ქი. რაც შე­ვუკ­ვე­თეთ, მო­ტა­ნა­საც აღ­არ დავ­ლო­დე­ბი­ვარ, მა­გი­და­ზე დავ­დე ფუ­ლი და გა­მო­ვე­დი. ბი­­რო­ში დავ­­რუნ­დი. ცო­ტა ხან­ში ის­ევ კა­ფე­ში გა­და­ვე­დი. ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვა დავ­ლიე. თუმ­ცა კო­ნი­აკს ან შამ­პა­ნი­ურს უფ­რო სი­­მოვ­ნე­ბით დავ­ლევ­დი, მაგ­რამ გამ­ბე­და­­ბა არ მე­ყო. შუ­ად­ღემ მო­­წია, შინ უნ­და დავ­­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და მო­მე­ყო­ლა ჰა­ნას­­ვის. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, არ მახ­სოვს, მაგ­რამ ერ­თი კია, ზღურ­­­ზეც არ მქონ­და ფე­ხი გა­დაც­დე­ნი­ლი, რომ უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ხა­ლე. ყვე­ლა­ფე­რი სა­­ცა­რი სის­­რა­ფით მოხ­და. ჰა­ნამ ერ­თი კი იკ­ივ­ლა შემ­ზა­რა­ვად და ჩა­­კე­ცა. სწო­რედ ასე იკ­ივ­ლა მა­შინ მშო­ბი­­რო­ბი­სა­საც. ექ­იმს გა­მო­ვუ­ძა­ხე; გონ­და­კარ­გულ ჰა­ნას ზედ დავ­კან­კა­ლებ­დი, ვნატ­რობ­დი, არ­­ფე­რი და­მარ­თო­და. მას­ზე ვფიქ­რობ­დი მხო­ლოდ, ბავ­­ვი ერთხე­ლაც არ გამ­­სე­ნე­ბია.


მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ მო­ვაგ­ვა­რე. ჰა­ნას დაკ­­ძალ­ვის სა­ათს ვუ­მა­ლავ­დი. სა­საფ­ლა­­ზე დი­რექ­ტორ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიტყ­ვა წარ­მოთ­­ვა. მშვი­დი დღე იყო. მსუ­ბუ­ქი ნი­­ვი ქრო­და. გვირ­­ვი­ნებ­ზე ჭრელ-ჭრე­ლი ბაფ­თე­ბი ისე ფრი­­ლებ­და, დღე­სას­წა­­ლი გე­გო­ნე­ბო­და. პირ­ვე­ლად ვნა­ხე მთე­ლი კლა­სი ერ­თად. ბავ­­ვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ფიპ­სი ნა­ხე­ვარ დღეს ატ­­რებ­და. ჩუ­მად, ცი­ვად მომ­ზი­რა­ლი ბავ­­ვე­ბის ჯო­გი... რო­გო­რი უც­ხო­ნი იყვ­ნენ ის­­ნი ჩემ­­ვის. უც­ბად თვალ­სა­წი­­რი­დან სად­ღაც გაქ­რა მთე­ლი სა­საფ­ლაო, გვირ­­ვი­ნე­ბი. თით­ქოს იქ ვი­ყა­ვი და არც ვი­ყა­ვი, თით­ქოს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ­დი სა­ხე­ებს, ჩემს წინ რომ მი­მო­დი­ოდ­ნენ და მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­­მე­ვი­სას ვგრძნობ­დი რა­ღაც შე­ხე­ბას ამ ყვე­ლა­ფერ­თან, ის­იც უმ­ნიშ­­ნე­ლოდ, რად­გან ძალ­ზე შორს აღ­მოვ­­­დი იქ­­­რო­ბის­გან.


თა­ვად ის­წავ­ლე ჩრდი­ლე­ბის ენა! ჩას­­­დი ჩრდი­ლე­ბის ენ­ას!..


უკ­ვე კაი ხა­ნია ამ ამ­ბავ­მა ჩა­­­რა. ჰა­ნა წამ­და­­წუმ აღ­არ შერ­ბო­და ბავ­­ვის ოთ­ახ­ში და სა­­თო­ბით აღ­არ იკ­­ტე­ბო­და. უფ­ლე­ბაც კი მომ­ცა, რომ ჩა­მე­რა­ზა ბავ­­ვის ოთ­­ხი.


გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ჩე­მი გუ­ლი... ახ­ლა ხომ მზად ვარ ზურ­­ზე შე­მო­ვის­ვა და ისე ვა­ტა­რო, ვუ­ყი­დო გა­სა­ბე­რი ბუშ­ტე­ბი, ვა­სე­ირ­ნო ნა­ვით, შე­ვუ­ბე­რო ნატ­კენ მუხ­­ზე, და­ვეხ­მა­რო და­ვა­ლე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­ში. მაგ­რამ ვე­ღარ გა­ვა­ცოცხ­ლებ. თუმ­ცა, არც ეს ფფიქ­რია გვი­­ნი. მე მი­ვი­ღე, მე ვა­ღი­­რე ჩე­მი ვა­ჟი. მე არ­­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ მას­თან ახ­ლოს, მე­გობ­რუ­ლად, რად­გან ყო­ველ­­ვის შო­რი­დან ვუვ­ლი­დი, შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი.


ნუ მი­დი­ხარ შორს! ის­წავ­ლე კვალ­დაკ­ვალ სი­­რუ­ლი... ჯერ თა­ვად ის­წავ­ლე...


ად­­მი­ან­მა უნ­და შეძ­ლოს მა­მა­კა­ცი­დან ქა­ლამ­დე გა­დე­ბუ­ლი გლო­ვის ხი­დის გა­დავ­ლა, სი­შო­რის დაძ­ლე­ვა, დუ­მი­ლის შეც­ნო­ბა, რად­გან ყო­ველ­­ვის იქ, სა­დაც ჩემ­­ვის და­ნაღ­მუ­ლი ვე­ლია, ჰა­ნას­­ვის მა­ინც ბაღ­ნა­რი ყვა­­და ხოლ­მე.


მე აღ­არ მინ­და ფიქ­რი. მე მხო­ლოდ ის მინ­და, გა­და­ვა­ბი­ჯო ამ ჩაბ­ნე­ლე­ბულ წყვდი­ადს, ისე, რომ არ­­ნა­­რი ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბა არ დამ­ჭირ­დეს. მინ­და, რო­გორ­მე და­ვიბ­რუ­ნო ჰა­ნა, კვლავ შე­ვე­ხო მას, მო­ვე­ფე­რო, ვა­კო­ცო. მაგ­რამ ეს არაა მი­სი მო­პო­ვე­ბი­სა თუ და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ესაა სურ­ვი­ლი მი­სი ამ სამ­ყა­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა; მინ­და, რა­მე­ნა­­რად შე­ვაძ­ლე­ბი­ნო, ჩა­­ჭი­დოს ამ სამ­ყა­როს და მეც შე­მაძ­ლე­ბი­ნოს აქ დარ­ჩე­ნა. ნე­ტავ ღო­ნე მქონ­დეს, შე­ვა­რი­გო ეს ყო­ვე­ლი­ვე - კარ­გი თუ ბნე­ლი. თუნ­დაც მოჰ­­­ნენ ამ დაბ­რუ­ნე­ბას, ამ მო­ფე­რე­ბას ბავ­­ვე­ბიც. დაე მო­ვიდ­ნენ, და­­ბა­დონ, გა­­ზარ­დონ, მო­ხუც­­ნენ, სხვე­ბი­ვით, მე კი მათ ვშთან­­ქავ, რო­გორც კრო­ნო­სი. ზოგ­ჯერ ვცემ, რო­გორც მკაც­რი მა­მა, ის­­ნიც შე­ეჩ­ვე­ვი­ან ამ წმინ­და ცხო­ველს და მო­ატყუ­­ბენ, რო­გორც მე­ფე ლირს. მე მათ ჩვე­ნი დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად აღვ­­­დი, ნა­ხევ­რად მგლუ­რი, ნა­ხევ­რად ზნე­ობ­რი­ვი იდ­­­ბით - და არ­­ფერს გა­ვა­ტან გზად. ჩვე­ნი დრო­ის ად­­მი­­ნის მსგავ­სად: არც არ­­ნა­ირ ქო­ნე­ბას, არც არ­­ნა­ირ კარგ რჩე­ვას.


არც კი ვი­ცი, ნე­ტავ თუ ღვი­ძავს ჰა­ნას. ხორ­ცი, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იდ­­მა­ლე­ბაა, ხან­­­­ლი­ვი ღა­მის ხარ­ხარ­ში ჭეშ­მა­რიტ გრძნო­ბას რომ მა­ლავს.


ნე­ტავ მა­ცო­დი­ნა, კი­დევ თუ ღვი­ძავს ჰა­ნას?..


© ”არილი”

No comments:

Post a Comment