Wednesday, January 30, 2008

იზაბელ ალენდე

დედამ­­წა­ზე ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ის­­თი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი რე­გი­­ნი, რო­გორც სამ­­რეთ ამერ­­კაა. მუდ­მი­ვი ში­და თუ გა­რე კონ­­ლიქ­ტე­ბი მას ის­ეთ კულ­ტუ­რულ ვე­ლად აქ­ცევს, სა­დაც პო­ლი­ტი­კი­დან - ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე დუღს და გად­მო­დუღს მძაფ­რი ვნე­ბე­ბი. უკ­ვე კლა­სი­კო­სე­ბად აღ­­­რე­ბულ­თა ტრა­დი­ცი­ებს აგრ­ძე­ლებს მოქ­მე­დი მწე­რა­ლი ქა­ლი იზაბ­ელ ალ­ენ­დე. იგი 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­­ბა­და. მა­მა­მი­სი, ჩი­ლე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ტო­მას ალ­ენ­დე ექს-პრე­ზი­დენტ სალ­ვა­დორ ალ­ენ­დეს ბი­ძაშ­ვი­ლი იყო და იზ­­ბე­ლის ცხოვრებ­­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას წი­თელ ხა­ზად გას­დევს პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბე­ბი­სა და ემ­იგრა­ცი­ის თე­მე­ბი.

პო­ლი­ტი­კა­სა და პრე­ზი­დენტ ალ­ენ­დეს­თან იზ­­ბელს არ­ამ­ხო­ლოდ მა­მა აკ­ავ­ში­რებს. იგი მხო­ლოდ ორი წლის იყო, რო­ცა დე­და­მის­მა, ფრან­ცის­კა ლი­­ნამ უარი თქვა ამ ქორწი­ნე­ბა­ზე და სან­ტი­­გო­ში, მშობ­ლე­ბის სახ­­ში დაბ­რუნ­და. მა­ლე იზ­­ბელ­მა მა­მი­ნაცვა­ლიც შე­­ძი­ნა "ას­­ვე დიპ­ლო­მა­ტი რა­მონ უიდ­ობ­რო - "ტიო რა­მო­ნი", რო­გორც მო­ფე­რებით ეძ­ახ­­ნენ ხოლ­მე". დე­და­სა და მა­მი­ნაც­ვალ­თან ერ­თად იგი გარ­­ვე­­ლი პე­რი­­დი ბო­ლი­ვი­­სა და ბე­­რუთ­ში ცხოვ­რობ­და და ჩი­ლე­ში მხო­ლოდ 1958-ში, სწავ­ლის გა­საგ­­ძელბლად დაბ­რუნ­და.

ჩი­ლე­ში შედ­გა იზ­­ბელ ალ­ენ­დეს პირ­ვე­ლი უიღბ­ლო ქორ­წი­ნე­ბა ინჟინ­ერ მი­გელ ფრიასზე, რო­მე­ლიც 15 წე­ლი გაგ­­ძელ­და "მოგ­ვი­­ნე­ბით იგი მე­­რედ გათხოვ­და ამ­­რი­კელ გორ­დონ უილ­­ზე, რო­მელ­თან ერ­თად ახ­ლაც ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­­ში". ფრი­ას­თან მას ორი შვი­ლი - პა­­ლა და ნი­კო­ლა­სი შე­­ძი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად იზ­­ბელ ალ­ენ­დე გა­­როს ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, FAO-სთვის მუ­შა­ობ­და. 1954-55 წლებ­ში კი ოჯ­ახ­თან ერ­თად ევ­როპა­ში გა­ემ­­ზავ­რა "გარ­­ვე­­ლი პე­რი­­დი ცხოვ­რობ­და ბრი­­სელ­სა და შვე­­ცა­რი­­ში".

1970 წელს, რო­ცა ჩი­ლეს პრე­ზი­დენ­ტად სალ­ვა­დორ ალ­ენ­დე აირ­ჩი­ეს, იზ­­ბე­ლის ცხოვ­რებაში მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და­იწყო. რა­მონ უიდ­ობ­რო არ­გენ­ტი­ნის ელჩად და­ნიშ­ნეს, მა­ლე ამ­ას ალ­ენ­დეს პი­­სა "ელ­ჩის" დად­­მა მოჰ­­ვა. შემ­დეგ, რამ­დენიმე წე­ლი იგი მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბას ეწ­­­და, სა­ბავ­­ვო ;ურ­ნალ "მამ­პა­ტო"-სა და ტელ­­ვი­ზი­ის­­ვის მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ პრე­ზი­დენტ ალ­ენ­დეს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ "თუმცა ავ­გუს­ტო პი­ნო­ჩე­ტის მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი მთავ­რო­ბა ამ­ას თვით­­­­ლე­ლო­ბად ას­აღებ­და", მი­სი ოჯ­­ხი იძ­­ლე­ბუ­ლი გახ­და ემ­იგ­რა­ცი­­ში წა­სუ­ლი­ყო. ის­­ნი ვე­ნე­სუ­­ლაში გა­და­სახ­­­ნენ, სა­დაც ცა­მე­ტი წე­ლი დაჰ­­ვეს. ვე­ნე­სუ­­ლა­ში ალ­ენ­დი გა­ზეთ "ელ ნას­­­ნა­ლის­­ვის" მუ­შა­ობ­და.

1981 წელს იზ­­ბელ ალ­ენ­­მა ბა­ბუ­­მი­სის შე­სა­ხებ ცნო­ბა მი­­ღო - იგი სიკ­­დი­ლის პირას იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მო­მაკ­­და­ვი ბა­ბუ­ას­­ვის გა­საგ­ზავ­ნად გამ­ზა­დე­ბუ­ლი წე­რი­ლი მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რო­მა­ნად "სუ­ლე­ბის სახ­ლად" იქ­ცა. ამ­ას მოჰყვა "სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ღრუბ­ლე­ბის შე­სა­ხებ" "1985" და "ევა ლუ­ნას მე­მუ­­რე­ბი", რო­მე­ლიც მოგ­ვი­ნე­ბით, 1991 წელს გა­მოქ­ვეყ­­და.

ჩი­ლე­ში იზ­­ბელ ალ­ენ­დე მხო­ლოდ თხუთ­მე­ტი წლის შემ­დეგ - 1990 წელს მოხ­­და. მო­რი­გი გად­ატ­რი­­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­­ლი მთავ­რო­ბის გა­მარ­­ვე­ბის შემ­დეგ, იგი უკ­ვე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის სტა­ტუ­სით სამ­შობ­ლო­ში გაბ­რი­­ლა მის­­რა­ლის პრი­ზის მი­სა­ღე­ბად დაბ­რუნ­და.

იზ­­ბელ ალ­ენ­დეს მო­რი­გი ნა­წარ­მო­­ბი "პა­­ლა" "1992" მის პი­რად ტრა­გა­დი­ას - ქა­ლიშ­ვილის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მი­ეძღ­­ნა. ეს მი­სი ოჯ­­ხის სევ­დი­­ნი ის­ტო­რიაა, რო­მე­ლიც ქალიშ­ვი­ლის მძი­მე ავ­ად­­ყო­ფო­ბით დას­რულ­და. უც­ნა­­რია, მაგ­რამ ამ ძალ­ზედ დრა­მა­ტულ რო­მანს 1997-ში სრუ­ლი­ად გან­­­ვა­ვე­ბუ­დი წიგ­ნი "აფ­რო­დი­ტე" მოჰ­­ვა. მის თე­მას საჭმე­ლი და სექ­სი წარ­მო­ად­გენს. ამ უჩ­ვე­­ლო გარ­და­ტე­ხის შე­სა­ხებ იზ­­ბელ ალ­ენ­დე ინტერ­ვი­­ში სა­უბ­რობს.

იზ­­ბელ ალ­ენ­დე: ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი სექ­სუ­­ლუ­რი ორ­გა­ნო ტვი­ნია”.

- "აფ­რო­დი­ტე" რა­დი­კა­ლუ­რად გან­­­ვავ­დე­ბა მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი­სა­გან, რო­მე­ლიც დიდ ტკი­ვილს, კერ­ძოდ თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­­რე­ბა. ამ წიგ­­ზე მუშა­­ბა თქვენ­­ვის სტრე­სი­დან დაძ­ლე­ვის მცდე­ლო­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და?

- ალ­ბათ. ვფიქ­რობ ეს სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი რე­აქ­ციაა მწუ­ხა­რე­ბის ძალ­ზედ გრძე­ლი პერი­­დის შემ­დეგ. ერ­­სი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა სიკ­­დილ­თან. და გარ­­ვე­­ლი მნიშ­­ნე­ლობით ის­­ნი ერთ­მა­ნე­თის აწ­­ნას­წო­რე­ბენ.

- მა­ინც რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ საჭ­მელ­სა და სექ­­ზე და­გე­წე­რათ? გა­ნა ამ­­ზე ცო­ტა რამ და­წე­რი­ლა?

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­­ტი­კუ­ლი სიზ­­რე­ბით და­იწყო. დეპ­რე­სი­ის და მწუ­ხა­რე­ბის გრძე­ლი პერ­­­დის შემ­დეგ, მე ას­­თი სიზ­­რე­ბი დამ­ჩემ­და. სიზ­­რებ­მა საჭ­­ლი­სა და სექ­სის შე­სა­ხებ, მი­მიყ­ვა­ნეს იქ­ამ­დე, რომ აფ­რო­დი­სი­­კე­ბის, გა­­მაძღ­რო­ბი­სა და ვნე­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის კვლე­ვა და­ვიწყე. სწო­რედ ამ­­ზეა ეს წიგ­ნი.

- სა­დამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ ამ გა­მო­ძი­­ბამ? მგო­ნი აფ­რო­დი­სი­­კე­ბის უმ­­ტე­სო­ბა არ არის მეც­ნი­­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

- არა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გო­ნე­ბა­შია. ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი სექ­სუ­­ლუ­რი ორგა­ნო ჩვე­ნი ტვი­ნია, ხო­ლო აფ­რო­დი­სი­­კე­ბის უმ­­ტე­სო­ბა ამ ჯგუფ­ში ფორ­მებ­თან, სუნთან, ფე­რებ­თან კავ­ში­რის გა­მო იგ­­ლის­­მე­ბი­ან. ძა­ლი­ან ცო­ტა მათ­განს გა­აჩ­ნია მეც­ნი­­რუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა, გარ­და ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა, რა თქმა უნ­და.

- ამ წიგ­­ში ერთ­გან თქვენ ამ­ბობთ, რომ კუ­ლი­ნა­რი­ის ცოდ­ნა, საყ­ვარ­ლის­­ვის გემრიელი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მა­მა­კა­ცის ერთ ძალ­ზე სექ­სუ­­ლურ მხა­რეს წარ­მო­ად­გენს. რას ნიშ­ნავს ეს?

- მა­მა­კა­ცი საჭ­­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას ძალ­ზე სექ­სუ­­ლუ­რია, ქა­ლი კი იგ­­ვე სი­ტუ­­ციაში - არც ისე. იმ­­ტომ რომ ჩვენს გო­ნე­ბა­ში, ეს ქა­ლის - რო­გორც მომ­სა­ხუ­რე არ­სე­ბის კლი­შეს­თან ას­­ცირ­დე­ბა. ხო­ლო მა­მა­კა­ცის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს სა­ოც­რად მიმ­ზიდ­ველია და ახ­ალ­ბე­და საყ­ვარ­ლებს მინ­და ვურ­ჩიო: ის­წავ­ლეთ კუ­ლი­ნა­რია!

- ასე რომ, საკ­ვე­ბი და სექ­სი ერთ­მა­ნეთს უკ­ავ­შირ­დე­ბა?!

- ჩემ­­ვის - უთ­­ოდ. და ასეა არ­­ერთ კულ­ტუ­რა­ში. ყვე­ლა­ფე­რი რაც საჭ­მელს უკ­ავ­შირდება, სექ­სუ­­ლუ­რია. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მა­გა­ლი­თად, ჩვენ გა­მუდ­მე­ბით ვჭამთ. სიმ­სუქ­ნის პრობ­ლე­მაც გვაქვს. მაგ­რამ საკ­ვე­ბით სი­­მოვ­ნე­ბა ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ გა­ვაც­ნო­ბე­რეთ. ეს ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სწრა­ფი სა­უზ­მე და ნა­ხე­ვარ­ფაბრი­კა­ტე­ბი, სწრა­ფი სექ­სი და სწრა­ფი კვე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი.

- ამ წიგ­ნის ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექტს წარ­მო­ად­გენს ის, თუ რო­გორ მო­­ძი­ეთ ამ­დენი საკ­­ლე­ვი მა­სა­ლა თქვე­ნი 72 წლის, კა­თო­ლი­კე, კონ­სერ­ვა­ტო­რი დე­დი­სა­გან. სა­ინ­ტერე­სოა, რო­გორ სა­უბ­რობ­დით ამ­­ზე?

- დე­და­ჩე­მი ჩი­ლე­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ჩვენ ყო­ველ­­ღე ვუ­კავ­შირ­დე­ბით ერთ­მა­ნეთს: ფაქსს, ან წე­რილს ვუგ­ზავ­ნი, ან­და ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბი. რო­დე­საც წიგ­ნი­სათვის მა­სა­ლა მთლი­­ნად მო­ვი­ძიე, მივ­­­დი, რომ წიგნს საკ­ვე­ბის შე­სა­ხებ აუც­­ლებლად დას­ჭირ­დე­ბო­და რე­ცეპ­ტე­ბიც. მა­შინ­ვე დე­დას და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, ჩე­მი გაგ­ზავნი­ლი ინგ­რე­დი­ენ­ტე­ბის სი­ის მი­ხედ­ვით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე რეცეპ­ტი გა­მო­ეგ­ზავ­ნა, ოღ­ონდ ად­ვი­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, რად­გან მთელ დღეს თუ სამ­ზარეულ­­ში გა­­ტა­რებ, სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის ენ­ერ­გია აღ­არ დაგ­­ჩე­ბა. დე­და­ჩე­მიც სი­ამოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თო ამ თა­მაშ­ში. არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი რე­ცეპ­ტე­ბი შე­მიგ­რო­ვა და, სხვათა შო­რის, შემ­დეგ ჩემს 80 წლის მა­მი­ნაც­ვალ­ზეც გა­მოს­ცა­და.

- ღმერ­თო ჩე­მო! შე­დე­გებ­ზე არ­­ფე­რი მოგ­წე­რათ? რა თქვა, ჭრი­სო?

- ეს რა­ღაც შა­ვი მა­გი­ის მსგავ­სია. ვინ­მეს თუ ეტყ­ვით, რომ ის შა­ვი მა­გი­ის მსხვერპლია, მარ­­ლა ავ­ად გახ­დე­ბა. მაგ­რამ თუ არ იც­­ან რომ შა­ვი მა­გი­ის ობ­ექ­ტე­ბი არიან... აფ­რო­დი­სი­­კე­ბიც იგ­­ვეა. თუ ეტყ­ვით, რომ აფ­რო­დი­ტულ საკ­ვებს მი­ირ­­მე­ვენ, აუც­­ლებ­ლად გაჭ­რის.

© ”არილი”

No comments:

Post a Comment