Friday, February 8, 2008

ლელა სამნიაშვილი



* * *

ფო­თო­ლია თუ - ოქ­როს რკა­ლია -

ძვირ­ფა­სო, შენ რომ ხელ­ში გი­ჭი­რავს?

ზედ და­­ტე­ვა წყვი­ლი კა­ლია,

ნემ­სიყ­ლა­პია, ან­დაც - ჭრი­ჭი­ნა.

შენ - სიყ­ვა­რუ­ლი - რკა­ლად აქ­ციე,

მე - რკა­ლის - ფოთ­ლად ქცე­ვას ვა­პი­რებ;

და ისე მიყ­ვარს - ან­­მა­ცია, -

ზედ მი­ვა­ხა­ტავ - ნემ­სიყ­ლა­პი­ებს.


გვე­ლის წე­ლი­წა­დი


მთე­ლი თორ­მე­ტი წე­ლი­წა­დი მო­ვან­დო­მე

ამ ზღაპ­რის თხრო­ბას - შენ­­ვის;

და ის­ევ - წრე იხს­ნე­ბა რკა­ლად

და რკა­ლი - ად­გი­ლი­დან იძვ­რის,

მო­ცუ­რავს. ჩე­მი ახ­­ლი ბეჭ­დის თვა­ლი

ნა­თე­ბას იწ­ყებს. ეს არ­ის - გვე­ლის წე­ლი­წა­დი.

თი­თი­დან ვიძ­რობ, ვატ­რი­­ლებ.

რა ჩა­ვუთ­­ვა? - სარ­­­ლის მიღ­მა -

თეთ­რი ღრუ­ბე­ლი ლა­მა­ზია -

ფიჭ­ვის მწვა­ნე ღრუ­ბელს დაჰ­ყუ­რებს.

მე ვი­სურ­ვებ და ჰა­ერ­ში - ფან­ტე­ლე­ბი

ატ­ივ­ტივ­დე­ბა. მე­რე ის­ევ - ვაშ­ტერ­დე­ბი -

ზამ­­რის ოთ­­ხის თუხ­თუ­ხა წერ­ტილს -

ჩა­­დანს, - იგი კვლავ ამთ­­ნა­რებს -

მოწყე­ნი­სა­გან; ის არ არ­ის -

ზღაპ­რის ერთ­გუ­ლი. რა ჩა­ვუთ­­ვა?! -

წვნი­­ნი - მა­რილს რომ ვა­მა­ტებ -

სულ­­­ლად დამ­­­ბა­რა. მა­რი­ლი -

მკვდა­რი შა­ქა­რია. დღეს ცოცხ­­დე­ბა

ყვე­ლა კრის­ტა­ლი და პა­ტა­რა გო­გო,

რო­მე­ლიც - მზე­თუ­ნა­ხა­ვის ნაწ­ნა­ვებ­ზე -

უარს ამ­ბობ­და, და თეთ­რი ცხე­ნი

სურ­და, ან - შა­ვი, ოღ­ონდ - ყველ­გან

თვი­თონ ექ­რო­ლა; და მე­რე -

ამ­ბის გა­საგ­­ძე­ლებ­ლად - ის­ტო­რი­ის

სა­ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლოს კითხუ­ლობ­და იქ­ამ­დე, -

ვიდ­რე - სიტყ­ვე­ბის თუ ოქ­როს ძი­­ბით,

თუ - ცი­­ბით. - უც­ხო ქვე­ყა­ნა არ

აღ­მო­­ჩი­ნა; და ჩა­უთ­­ვა - თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

მაგ­რამ მის­მა ძმად­ნა­ფი­ცებ­მა -

იმ ქვეყ­ნის ხალხს - გრძელ­­მი­­ნებს,

შუბ­­მო­ხა­ტუ­ლებს - გვირ­­ვი­ნე­ბი­დან -

სა­თი­თა­ოდ და­­ცა­ლეს ფე­რა­დი ფრთე­ბი,

და ვის­კის ბოთ­ლი შე­­ჩე­ჩეს ხელ­ში

და მა­თი წი­ნაპ­რე­ბის ჩრდი­ლე­ბით მბრწყი­ნავ

მი­წას - მო­მავ­ლის ჯა­დო და­­დეს.

და ჩა­უთ­­ვეს - სამ­შობ­ლოს­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

და კონ­სერ­ვის თავღია ქი­ლა -

რო­გორც სამ­ყა­როს ახ­ალ­თა­ხა­ლი

მა­კე­ტი - წამ­ში აშ­უშ­ხუნ­და -

ყვე­ლა ძვე­ლი ღმერ­თის ბა­გეს­თან.

და იმ გო­გომ წიგ­ნი და­ხუ­რა.

და ის­ევ - ზღა­პარს და­უბ­რუნ­და.

პირ­ვე­ლი­ვე ხო­მალ­დით - თა­ვის

კოშკს მი­­შუ­რა და ჩი­რაღ­­ნე­ბი

გა­მო­კი­და, - ავი სუ­ლე­ბი რომ და­ეფ­­თხო,

ბა­ბა-იგ­ას - მი­სი კოშ­კი - ფე­ხე­ბი­ან

ქო­ხად რომ არ გა­და­ექ­ცია. და თა­ვი­სი

თეთ­რი კე­დე­ბით - ამ კოშ­კი­დან და­დი­­და

სკო­ლა­შიც და მე­გობ­რებ­თა­ნაც.

და ზღა­პა­რი არც აქ დამ­თავ­­და:

იგ­­ვე გვე­ლის წე­ლი­წა­დი, იგ­­ვე - ჩე­მი

წე­ლი­წა­დი კუდ­ზე-ბე­ჭე­დით - მოს­რი­­ლებს,

რა­თა - ამ­ბის გა­საგ­­ძე­ლებ­ლად -

თუ­კი ბა­გეს სურ­ვი­ლი დარ­ჩა, - დღეს

ჩა­უთ­­ვას და შენს კოშ­­საც შე­მო­ეხ­ვი­ოს.

* * *

ის­­ნი - ჩე­მი დე­ბი -

ხელ­ში - ძვე­ლი და მა­ინც

ძვე­ლე­ბუ­რად მო­ელ­ვა­რე

ვაშ­ლე­ბით - დღემ­დე

ძვირ­ფას ბავ­­ვე­ბად რჩე­ბი­ან,

ტკბი­ლად ჩურ­ჩუ­ლე­ბენ:

"დი­ახ, ბა­ტო­ნო!" მე კი -

უღ­ირ­სი გო­გო ვარ, რად­გან

ღმერ­თი მიყ­ვარს, რო­გორც - მა­რი­ლი.

მლა­შე ზღვი­დან ამ­­ტა­ნი­ლი

ფხა - მბრწყი­ნა­ვი და ჩხვლე­ტია -

შე­ნი ფერ­დის­­ვი­საც -

მტკივ­ნე­­ლი იქ­ნე­ბა. და მე -

ჯინ­სის იდ­აყ­ვით - ჰა­ერს

ვკვეთ და ის­ევ ზღვის­კენ

მი­ვი­წევ. ზღვე­ბი -

შე­ნი თვა­ლის გუ­გებ­შიც ტკბე­ბა.

* * *

ორ ქა­ლაქს შო­რის - ხე­­ბად დარ­გულ

გზა­ზე ხე­­ბი - მგზავ­რე­ბის თვა­ლებს -

ის­ევ თა­ვი­სად და­­გუ­ლე­ბენ, -

ბუ­დე­­ბით და ფოთ­ლე­ბით რთა­ვენ.

თუმ­ცა თვა­ლე­ბი - დღეს - სარ­­მელს და­აქვს

და რიტ­მით - ბორ­ბალს მი­აქვს ცხოვ­რე­ბა, -

ერ­თი ქა­ლა­ქი - მე­­რე ქა­ლაქს -

კვლავ ხის ჩხი­რე­ბით მი­ექ­სო­ვე­ბა.

* * *

დამ­წყემ­სე ჩე­მი ცხვა­რი, ვარ­­­­ლა­ვი

და სიტყ­ვე­ბი - მთის ფერ­დობ­ზე

შე­ფე­ნი­ლე­ბი, - სულ უფ­რო მაღ­ლა

რომ მი­­წე­ვენ და ტო­ვე­ბენ -

ათ­ას­ნა­ირ ნა­ფე­ხუ­რებს: წრე­ებს,

ფე­რად ნამ­­­რე­ვებს, ლექ­სებს.

მე არ ვი­ცი - მათ­გან

რო­მელ ერთს უნ­და ვდიო,

რომ­ლი­სათ­ვის უნ­და ვიფხიზ­ლო, -

იმ მთის მიღ­მა - რო­მელ მხა­რეს

უნ­და გა­ვუძღ­ვე: ტყე­ში და ღრე­ში,

კონ­ტი­ნენ­ტის შუ­­გუ­ლის­კენ, ოკ­­­ნის

სა­ნა­პი­როს­კენ, თუ - სიზ­­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე ხომ ვი­ცი - ჩა­მე­ძი­ნე­ბა.

სიზ­მა­რა ვარ. ჩე­მი ცხვა­რი და

ვარ­­­­ლა­ვი და სიტყ­ვე­ბი - ჩე­მი

სიზ­­რი­სა­კენ მი­­წე­ვენ, იბ­ნე­ვი­ან,

იკ­არ­გე­ბი­ან. მო­აგ­რო­ვე. თუ არც ერ­თი

არ აკ­ლია, - ნუ მეტყ­ვი რომ -

მატყუ­­რა ვარ. ნუ მეტყ­ვი რომ -

კარ­გი მწყემ­სი ვარ: ჭკვი­­ნიც ვარ,

ლა­მა­ზიც ვარ, უშ­­შა­რიც ვარ.

დამ­წყემ­სე ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი.

© “არილი”

No comments:

Post a Comment