Tuesday, February 19, 2008

რევაზ ინანიშვილი

­­­­­­­ვსაუბრობთ მხოლოდ ლიტერატურა­ზე



”ესაუბრა” ნუგზარ შატაიძე


რე­ვაზ ინ­­ნიშ­ვი­ლი წამ­და­­წუმ მა­მუ­ნა­თებ­და "ბა­ტონ რე­ზოს" ნუ მე­ძა­ხიო. აბა, რა და­გი­ძა­ხო-მეთ­ქი?! უბ­რა­ლოდ - რე­ზოო. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, მარ­­ლაც ასე მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ბო­ლოს იმ­­ნაც ჩა­იქ­ნია ხე­ლი.

კი­ნოს­ტუ­დი­­ში ერ­თად ვმსა­ხუ­რობ­დით. ხელ­ფა­სის დღეს წა­მო­ვი­დო­დით დი­დუ­ბე­ში - გა­მო­ფე­ნის გად­მოს­­­რივ ერ­თი უხ­­­რო სა­სა­უზ­მე იყო, იმ სა­სა­უზ­მე­ში შე­ვაწ­ვე­ვი­ნებ­დით ორ მწვადს, ავ­­ღებ­დით ცო­ტა ყველს, მწვა­ნილს, ორ ბოთლ "კა­ხეთს", დავ­­გე­ბო­დით მარ­მა­რი­ლოს­ქუ­დი­ან მა­ღალ მა­გი­დას­თან და თან ვსვამ­დით, თან ვსა­უბ­რობ­დით. სწო­რედ იქ მოგ­ვი­ვი­და აზ­რად, წავ­სუ­ლი­ყა­ვით ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­­ძალ­ში, მაგ­რამ ოც­ნე­ბა აუხ­დე­ნე­ლი დაგ­ვირ­ჩა.

გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მა­შინ­დელ ჩვენს სა­უბ­რებს არ ვი­წერ­დი.

მახ­სოვს, ვლა­პა­რა­კობ­დით სო­ფელ­ზე - ვე­ნახ­ზე, წის­­ვილ­ზე, სა­ქო­ნელ­ზე... ძა­ლი­ან ხში­რად ვი­გო­ნებ­დით გა­ზაფხუ­ლის თვა­ლუწ­­დე­ნელ, გაშ­ლილ მინ­­­რებს. შო­რი­დან ვინ­მეს ყუ­რი რომ ეგ­დო, თოხს გა­მოქ­ცე­­ლი გა­ქა­ლა­ქე­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბო­დით.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­­ბარს გა­ვურ­ბო­დით, არც გა­მოგ­­დი­­და.

ახ­ლა, რო­ცა რე­ვაზ ინ­­ნიშ­ვი­ლი აღ­არ არ­ის და მე მის "სა­მა­გი­დო რვე­­ლებს" ვკითხუ­ლობ, სურ­ვი­ლი მიჩ­­დე­ბა ეს და­ნაკ­ლი­სი რა­მე­ნა­­რად ავ­­ნაზ­ღა­­რო. ამ, ცო­ტა არ იყ­ოს, ხე­ლოვ­ნურ "ინ­ტერ­ვი­­საც" ამ­­ტომ გთა­ვა­ზობთ.

- ბა­ტო­ნო რე­ზო, რას იტყ­ვით, მა­ინც რა­ტომ უჩნ­დე­ბა ად­­მი­ანს წე­რის სურ­ვი­ლი?

- ახ­ალ­გაზ­­დო­ბის უდ­­დე­სი ნა­წი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მო­დის ჟან­­თა ფორ­მებ­ში გათ­ვით­­ნო­ბი­­რე­ბუ­ლი და ამ ფორ­მე­ბით ნა­ბიძ­გე­ბი, რომ ის­­ნიც შეს­­ლე­ბენ ამგ­ვარ რა­მე­­ბის კე­თე­ბას. მათ ჯერ სათ­­მე­ლი კი არ აწ­­ხებთ, ყო­ფი­დან ამ­­მა­ვა­ლი რა­­მე მოძღ­­რე­ბა კი არ აწ­­ხებთ, აწ­­ხებთ მხო­ლოდ სხვა­თა მი­ერ უკ­ვე შექ­­ნი­ლი ფორ­მა და ეს წუ­ხი­ლი აძ­ებ­ნი­ნებს სათ­­მელს. ამ­­ტო­მა­ცაა ფორ­მა­თა ეს­­დე­ნი მოზ­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა და სათ­­მე­ლის სიმ­წი­რე...

ვი­ღაც კა­ცი ეუბ­ნე­ბო­და ვი­ღაც კაცს: - გა­სა­­ცარ მოთხ­რო­ბებს წერს ჩე­მი გო­გო­ნა. ჯერ თორ­მე­ტი წლი­საა და, თუ არ სჯობს მი­სი ნა­წე­რე­ბი "ცის­კარ­ში" რომ იბ­ეჭ­დე­ბა, იმ მოთხ­რო­ბებს, არ­აფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა, ძმაო.

ცივ­მა ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­­რა სხე­ულ­ში, - თვალ­წინ და­მიდ­გა, რო­გორ დგას გა­უთხოვ­რად დარ­ჩე­ნი­ლი, ყბე­ბა­ბუ­სუ­სე­ბუ­ლი ქა­ლი თვა­ლებ­გა­დაწყა­ლე­ბულ რე­დაქ­ტორ­თან და რო­გორ და­­ძებს ის რე­დაქ­ტო­რი სიტყ­ვებს მა­გი­და­ზე...

მე გეტყ­ვით, რა­ტომ ვწუხ­ვარ, ბავ­­ვებს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­კენ რომ უბ­იძ­გე­ბენ მშობ­ლე­ბი ე.ი. უნ­დათ გა­ზარ­დონ მხატ­­რე­ბად, მუ­სი­კო­სე­ბად, მწერ­ლე­ბად. თუ ის­­ნი კარ­გი ხე­ლო­ვან­ნი არ გა­მოვ­ლენ, სა­ცო­და­ვე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვე­ბის თვალ­ში, თუ კარ­გე­ბი - მა­შინ ტან­ჯულ­ნი ცხოვ­რე­ბა­ში.

აი, ბეთ­ჰო­ვე­ნი: "ჩე­მი ტან­­ვი­სა­გან ვქმნი სხვა­თა სი­ხა­რულს".

ად­რე, ახ­ალ­გაზ­­დო­ბა­ში ძა­ლი­ან მშვე­ლოდ­ნენ წიგ­ნე­ბი. წა­ვი­კითხავ­დი კარგ რა­მეს და მეც გა­მიჩ­­დე­ბო­და იმგ­ვა­რი წე­რის სურ­ვი­ლი. ახ­ლა, სი­ბე­რის კა­რიბ­ჭეს­თან, თით­ქოს­და მრა­ვალ­ჯერ მსმე­ნია ყო­ველ მათ­გან­ში ნა­­ბა­რი და მოწყე­ნა მიპყ­რობს. მირ­ჩევ­ნია, ქუ­ჩა­ში გა­ვი­დე და, უბ­რა­ლოდ, ფოთ­ლე­ბის ციმ­ციმს ვუ­ყუ­რო. ის­­ნი უფ­რო მეტს მე­უბ­ნე­ბი­ან, ვიდ­რე წიგ­ნე­ბი.

- "სამ­ყა­როს პო­­ტუ­რი აღქ­მა" - რა არ­ის ეს, ად­­მი­­ნის თვი­სე­ბა თუ გა­მორ­ჩე­ულ­თა ხვედ­რი? ამგ­ვა­რი აღქ­მა ხელს ხომ არ გვიშ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში?

- "სამ­ყა­როს პო­­ტუ­რი აღქ­მა" წყა­როა ტკი­ვი­ლე­ბი­სა. სხვა­ზე რომ არ­­ფე­რი ითქ­ვას, მშვე­ნი­­რე­ბა ხომ თვი­თონ შე­­ცავს ტკი­ვილს. მაგ­რამ იგ­­ვე აღქ­მა წყა­როა სიმ­­კი­ცი­საც. ესაა სწო­რედ ის, რა­იც მშვე­ლის, რომ არ გავ­ბო­როტ­დე. მა­მა­და­ვი­თის თავ­ზე ხე­­ბის კენ­წე­რო­ზე წა­მო­დე­ბულ ნისლს შე­უძ­ლია ბევ­რი რამ მა­პა­ტი­­ბი­ნოს ბევ­რის­­ვის.

ლი­რი­კის, ლი­რიზ­მის წი­ნა­აღ­­დეგ გა­ლაშ­­რე­ბა, გა­ლაშ­­რე­ბაა პი­როვ­ნე­ბის, პი­როვ­ნუ­ლის წი­ნა­აღ­­დეგ. ამ სა­ხის ბრძო­ლა ხელს აძ­ლევს ად­­მი­ან­თა თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე მარ­­ვის მსურ­ველთ, ამ მარ­­ვის სა­და­ვე­თა მპყრო­ბე­ლებს. რაც უფ­რო მოს­წყ­დე­ბი, და­შორ­დე­ბი შენს თავს და ორ­­ვე ხე­ლით ჩა­ებ­მე­ბი მპყრო­ბელ­თა მი­ერ გა­ჩა­ღე­ბულ ფერ­ხულ­ში, მით უკ­­თე­სია მპყრო­ბე­ლო­ბი­სათ­ვის.

ჩვენ უკ­ვე ნაკ­ლე­ბად გვჯე­რა სი­ლა­მა­ზის ძა­ლი­სა. ეს იმ­­ტომ, რომ ვერ ვას­­რებთ, ჩავ­­­დეთ ნამ­­ვილ სი­ლა­მა­ზეს, ძა­ლი­ან "და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ" რა­ღაც უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­ბით.

- წე­ღან ბრძა­ნეთ, კარ­გი მწე­რა­ლი ცხოვ­რე­ბა­ში ტან­ჯუ­ლიაო. თქვენ ხომ არ­­ერ­თი შე­დევ­რის ავ­ტო­რი ბრძან­დე­ბით, ნუ­თუ ეს არ არ­ის ბედ­ნი­­რე­ბა?!

- ბედ­ნი­­რი მწე­რა­ლი... ცოცხა­ლი ბედ­ნი­­რი მწე­რა­ლი უკ­ვე სა­ცო­და­­ბაა. იგი უკ­ვე მოწყ­ვე­ტი­ლია მთა­ვარს - ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ტან­­ვით მა­ძი­­ბელ სულს, იგი უკ­ვე აღ­არ გა­ნიც­დის სხვა­თა მოთ­­მა-გო­დე­ბას, აღ­არ გა­ნიც­დის მათ მარ­ტო­­ბას.

* * *

ზოგ­ჯერ ისე გამ­­­რივ­დე­ბა წუ­ხი­ლის ბუ­რუ­სი, სტრი­ქო­ნებს ვე­ღარ ვხე­დავ...

ხომ ად­ვი­ლია, - გად­მო­­ღე რვე­­ლი და ჩა­წე­რე, რა­საც ფიქ­რად გა­ივ­ლებ? ად­ვი­ლია, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ დად­გე­ბა ხოლ­მე დღე­­ბი, თვე­­ბიც კი, სტრი­ქო­ნი რა არ­ის, სტრი­ქონ­საც კი ვე­ღარ ვი­წერ. ამ­­ოდ ვჯდე­ბი მა­გი­დას­თან ქედ­დახ­რი­ლი, ამ­­ოდ ვაწ­ვა­ლებ კა­ლამს... მა­შინ ქვე­ყა­ნა თით­ქოს გა­ნა­თე­ბუ­ლია ყო­ვე­ლის მხრივ, თით­ქოს და­კარ­გუ­ლი აქვთ ჩრდი­ლე­ბი საგ­ნებს, არ­ის სიმ­­რა­ლე, სიმ­­რა­ლე და არ­­ვინ მო­ითხოვს არ­­ფერს...

მე­რე, რო­დის-რო­დის, პა­ტა­რა სა­ავ­­რო ღრუ­ბე­ლი­ვით გა­იკ­ვან­ძე­ბა ჩრდი­ლი, ჩა­ფიქ­­დე­ბა ქვე­ყა­ნა, ჩა­ფიქ­­დე­ბი­ან საგ­ნე­ბი, თი­თო­­­ლი ფო­თო­ლი რა­ღაც კონ­­რე­ტუ­ლი სურ­ვი­ლით და­იწყებს თრთოლ­ვას, ერ­თი ამ­­­ღებს ხმას და აყ­­ჟინ­დე­ბი­ან უამ­რავ­ნი. მა­შინ უკ­ვე - მო­ას­წა­რი და ჩა­­წე­რე. სწრა­ფად, სწრა­ფად, რად­გან უკ­ვე იცი, რომ ამ დღე­ებს, ად­რე თუ გვი­ან, ის­ევ მოჰ­­ვე­ბა მშრა­ლი ნა­თე­ლის, მაგ­რამ მუნ­ჯი დღე­­ბის წყე­ბა.

- ბა­ტო­ნო რე­ზო, ხში­რად გსაყ­ვე­დუ­რობ­­ნენ, რო­მა­ნებს არ წერ­სო. ერ­თი კრი­ტი­კო­სის ნა­აზ­რევს შე­გახ­სე­ნებთ: "გვხიბ­ლავს ის დი­დი სით­ბო, ად­­მი­­ნუ­რი სი­კე­თე, რაც მწე­რალ­მა სტრი­ქო­ნებს გა­­ყო­ლა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ჩნდე­ბა ფიქ­რი, რომ მან თა­ვის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თით­ქოს გან­გებ შე­აკ­ვე­ცა ფრთე­ბი - უარ­ყო, რო­გორც წმინ­და ეპ­­კუ­რი, ისე კონ­ცეფ­ცი­­რი პრო­ზა - უარ­ყო გმი­რი - დი­დი ვნე­ბე­ბის, წუ­ხი­ლის, ოც­ნე­ბის ხა­ტი"...

- ამ­ის და­წე­რი­სას კრი­ტი­კოსს წინ ედო "უფს­­რუ­ლი ქა­ლაქ­ში". ეს პა­ტა­რა მოთხ­რო­ბაც კი უკ­ონ­ცეფ­ციო ყო­ფი­ლა მის­­ვის. უთ­­ოდ უკ­ონ­ცეფ­ციოა ტა­კუ­ბო­კუს ლექ­სიც: "На песчанном белом берегу островка в Восточном океане я, не стирая влажных глаз, с маленьким играю крабом".

პო­­ტე­ბი, მათ შო­რის ჩემ­ნა­­რი პრო­ზა­­კო­სი პო­­ტე­ბიც, ყო­ველ­­ღი­­რად იტ­ან­ჯე­ბი­ან ერ­თი რა­მის შეგ­­­ნე­ბით: წუ­თე­ბად და წა­მე­ბად ათვ­ლილ ჩვენს სა­­კუ­ნე­ში ის­­ნი ვერ მუ­შა­­ბენ სტა­ბი­ლუ­რად, გეგ­მი­­ნად. და­დი­ან, და­ყი­­ლო­ბენ და მხო­ლოდ მა­შინ მი­უს­­დე­ბი­ან სა­მუ­შაო მა­გი­დას, რო­ცა მზა ლექ­სი, ან­და ნო­ვე­ლა ჩა­წე­რას­ღა მო­ითხოვს.

სულ სხვაა რო­მა­ნის­ტი. რო­მა­ნის­ტი დი­ლით და­ნიშ­ნულ დრო­ზე დგე­ბა, მი­უჯ­დე­ბა მა­გი­დას და შე­უდ­გე­ბა თა­ნა­ზო­მი­ერ მუ­შა­­ბას. ყო­ველ­­ღი­­რი ნორ­მის შეს­რუ­ლე­ბა მას კარგ ხა­სი­ათ­ზე ამ­ყო­ფებს, ეპ­­ქის რიტ­­ში ზის.

სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­­ლი სა­ხე­­ბიც აქვთ ქუ­ჩა­ში რო­მა­ნის­ტებს.

თავ­­ზას მიბ­ნევს დი­დი მას­­ტა­ბის ნგრე­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე შემ­დეგ­ში უნ­და აღ­მო­ცენ­დეს ახ­­ლი დი­დი ნა­გე­ბო­ბა­ნი. აქ­­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, ეტ­ყო­ბა, ის მო­რი­დე­ბუ­ლო­ბაც, რო­მანს რომ არ ვე­ჭი­დე­ბი არ­­სო­დეს.

მწე­რა­ლი უნ­და წა­­გავ­დეს მწირს, რო­მე­ლიც ბრძო­ლის ველ­ზე და­დის და წყლუ­ლებს უხ­ვევს დაჭ­რი­ლებს. ეს მწი­რი, თვი­თონ გა­დამ­ტა­ნი ათ­ას­­ვა­რი ჭირ-ვა­რა­მი­სა, თა­ვი­სი სიმ­­ვი­დით ნუ­გეშს უნ­და უნ­ერ­გავ­დეს სუ­ლაკ­­კი­ვე­ბუ­ლებს, ათ­ბობ­დეს შე­ცი­­ბულთ, აწყ­ნა­რებ­დეს, მი­წის­კენ ეწ­­­დეს აღ­ზე­ვე­ბულთ, აპ­არ­პა­შე­ბულთ.

მე მა­ინც დავ­წერ. არ ვი­ცი, ვის­­ვის, დი­დე­ბი­სა თუ პა­ტა­რე­ბის­­ვის, მაგ­რამ მა­ინც დავ­წერ ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა ხრი­­კებ­ში ტან­­ვით მცხოვ­რებ ხე­ებ­ზე, ად­­მი­ან­თა მი­ერ ჩარ­გულ და მუდ­მი­ვი ტან­­ვის­­ვის გან­წი­რულ ხე­ებ­ზე, ზედ შე­მომ­­­დარ ჩი­ტებ­ზე, ნა­ად­რე­ვად დაც­ვე­ნილ მათ დახ­რუ­კულ ფოთ­ლებ­ზე, წყრო­მით და­მა­ვალ დიდ ჭი­ან­­ვე­ლებ­ზე.

© “არილი”

No comments:

Post a Comment