Friday, February 15, 2008

დე­ნი­სა ლე­ვერ­ტო­ვი

დენისა ლევერტოვი (1923-1997) XX საკუნის ამრიკული პოზიის ერთ-ერთი საკეთესო წარმომადგენელია. დაბადა ინგლისში. აქვე დაბეჭდა მისი პირველი პოტური კრებული "ორმაგი სახე" (1946). ამრიკაში საცხოვრებლად გადავიდა 1948 წლიდან, როდესაც ცოლად გაჰვა ამრიკელ მწერალს მიტჩელ გუდმენს. ამ პერიდიდან ლევერტოვმა "შავი მთის სკოლის" სხვა ავტორებთან ერთად დაიწყო ე.წ. "პროცირებული" ლექსით წერა: თვლიდა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა უილამ კარლოს უილამსის პოზიამ იქნია. ამრიკაში ლევერტოვმა მრავალი პოტური კრებული გამოსცა: "აქ და ახლა" ("Here and Now", 1957); "ჩვენი თვალები - კეფაზე" ("With Eyes at the Back of Our Heads", 1958); "იაკბის კიბე" ("Jacobs ladder", 1961); "სანლები ბაბილონში" ("Candles in Babilon­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­", 1982) და სხვ.


ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა


იაკ­­ბის კი­ბე

ეს კი­ბე არ ჰგავს

მბრწყი­ნა­ვი ნარ­თით მოქ­სო­ვილს,

ფე­რებს არ იცვ­ლის - ფეხ­­ვეშ -

ან­გე­ლო­ზე­ბის, რომ­ლე­ბიც მზე­რით აბ­­ჯე­ბენ

ქვას; და ტერ­ფით არ ეხ­­ბი­ან.

იგი ქვი­საა.

ვარ­დის­ფე­რი ქვის, რო­მე­ლიც

ნა­ზად ბჟუ­ტავს მხო­ლოდ იმ­­ტომ,

რომ მის მიღ­მა ცა ირ­წე­ვა, არ­წევს

თა­ვის ნაც­რის­ფერ ღა­მეს.

კი­ბე - ბას­რი ქვა­კუთხე­დე­ბით,

მყა­რად ნა­შე­ნი

შე­ხე­დე, მის სა­ფე­ხუ­რებ­ზე - ან­გე­ლო­ზე­ბი

რო­გორ მსუ­ბუ­ქად მოხ­ტი­ან -

ფრთე­ბი ოდ­ნავ ერ­ხე­ვათ.

სა­მა­გი­­როდ - ად­­მი­­ნი ისე ვერ ავა,

თუ მუხ­ლე­ბი არ და­­კაწ­რა, თუ ხე­ლე­ბით

არ მო­­ჭი­და. მან საყ­­დე­ნად - ორ­­ვე ტერ­ფით -

ქვა უნ­და იგრ­­ნოს. ფრთე­ბი უეც­რად ეხ­­ბი­ან,

ჩა­იქ­რო­ლე­ბენ. ლექ­სი იზრ­დე­ბა.

და­სავ­ლე­თის­კენ

ის, რაც მწვა­ნეა ჩემ­ში

მუქ­დე­ბა, ქარ­ვად იქ­ცე­ვა.

თუ ქა­ლი მუ­დამ ცვა­ლე­ბა­დია, -

კარ­გით, მა­შინ მე ვარ ერთ­გუ­ლი.

ზღვის მიქ­ცე­ვის და მოქ­ცე­ვი­სა,

წე­ლი­წა­დის დრო­­ბის ცვლი­სა.

ახ­ლა სწო­რედ სიმ­წი­ფის დროა.

თუ ქა­ლის რო­ლი -

ერთ­გუ­ლე­ბაა,. -

ჩრდი­ლო­­თის ვარ­­­­ლა­ვის მსგავ­სად

მა­შინ - მე შა­ვი ცის

ერთ­გუ­ლი ვარ.

დღი­სით თით­ქოს ვუ­ჩი­ნარ­დე­ბი,

მაგ­რამ მე ვიწ­ვი.

ლურ­­ში, ღრუბ­ლის

ბა­ლი­შებს მიღ­მა.

არ არ­სე­ბობს ამქ­ვეყ­ნად გე­მო

უფ­რო ტკბი­ლი და მლა­შე

ვიდ­რე ჩე­მი სი­ხა­რუ­ლია -

რომ მე ქა­ლი ვარ

და რომ ეს მე ვარ.

მე ჩრდი­ლი ვარ.

მზე მოძ­რა­ობს და მე ვიზ­­დე­ბი -

ცნო­ბის­წა­დი­ლით მი­ვი­წევ

მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თუ თან რა­­მე ტვირ­თი მი­მაქვს,

ამ ტვირ­­ზე ვფიქ­რობ, -

რო­გორც კი ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით,

ან­დაც - პუ­რით სავ­სე კა­ლათ­ზე,

რო­მე­ლიც მხარს მტკენს,

მაგ­რამ თა­ვის სურ­ნელ­ში მხვევს.

თან მივ­დი­ვარ, თან ვიკ­ვე­ბე­ბი.

ფრთე­ბი

ზურ­­ზე რა­ღაც შა­ვი მკი­დია.

ვერ ვხე­დავ მას და ვერც ვარ­ხევ.

მხო­ლოდ ვგრძნობ, რომ შა­ვია.

კუ­ზი - ჩემს ზურ­­ზე.

ის მძი­მეა

ვერც შენ ხე­დავ.

რა არ­ის მას­ში? ნუ მეტყ­ვი -

თით­ქოს არ იც­­დე. ეს ის არ­ის -

რა­ზეც ამ­ბობ­დი

შა­ვიაო,

ავი ძა­ლაა, ცი­ვად რომ იწ­ყებს

გუ­გუნს და გა­რეთ

ჩემს გარ­შე­მო ბრუ­ნავს

და მი­წას მი­გა­ნარ­ცხებს.

მაგ­რამ ვინ იც­ის, -

იქ­ნებ კუ­ზით - ასე მძი­მედ

აქ­ლე­მის მსგავ­სად

მე და­მაქვს წმინ­და ენ­ერ­გია?!

იქ­ნებ შა­ვი არც არ­ის, ბე­ცი

მრის­ხა­ნე­ბა არც არ­ის, იქ­ნებ

შა­ვი მხო­ლოდ იმ­ის­გა­ნაა,

რომ ამ­დენ ხანს აქ ჩა­ყუ­ჟუ­ლა?!

იქ­ნებ ჰა­ერ­ზე რომ ამ­­ხეთ­ქოს -

თეთ­რი აღ­მოჩ­­დეს,

შუ­ქის და სით­ბოს წყა­რო,

სხი­ვე­ბის შად­რე­ვა­ნი?! ას­ეთ სიმ­ძი­მეს

ნუ­თუ მარ­­ლა შე­უძ­ლია ფრე­ნის ძა­ლად

იქ­ცეს?! ჩა­ხე­დე. და­აკ­ვირ­დი.

შიგ­ნით ფრთის ორი ჩა­ნა­სა­ხია. ერ­თი

ჭვარ­­ლის­­რად შე­ღინ­­ლუ­ლა. მე­­რე

სულ­­­ლად და­ნამ­­რუ­ლია. ბუმ­ბუ­ლე­ბი

თეთ­რად უბრ­წყი­ნავს. ხომ შე­იძ­ლე­ბა

მხო­ლოდ ცა­ლი ფრთა,

მხო­ლოდ თეთ­რი ფრთა

ამ­­­ზარ­დოს?

დაპყ­რო­ბის გზე­ბი

შენ ჩემს ქვე­ყა­ნას სულ შემ­თხ­ვე­ვით გა­და­­ყა­რე.

საზ­­ვა­რი რომ გად­მო­ლა­ხე, არც კი იც­­დი.

ვა­ზი, რო­მე­ლიც იქ ხა­რობ­და, მკლავ­ზე შე­გე­ხო,

მო­­ცი­ლე და გზა გა­ნაგ­­ძე. შენ თუ - ქარ­მა -

ფოთ­ლე­ბი­დან წვი­მის წვე­თე­ბი და­აპ­ნე­ვი­ნეთ.

მთის­კენ წახ­ვე­დი -

ქვეყ­ნის სიღ­­მის­კენ.

მე შენს ქვეყ­ნის თავს და­ვა­ტე­ხე

"ვნე­ბის ქარ-ცეცხ­ლი"; სა­დაც მო­მიხ­­და, ჩა­მო­ვუშ­ვი

ნავ­ტი­კე­ბი, პა­რა­შუ­ტე­ბი.

ახ­ლა, უც­ნო­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან

ჩე­მი სურ­ვი­ლი, რომ ამ ქვეყ­ნის გუ­ლი გა­დავ­­ვა,

სულ­­­ლად მი­ნელ­და. ვამ­ბობ, რომ მიყ­ვარს

მი­სი მშვი­დი დღე­­ბის რიტ­მი,

ჭა­ბუ­კე­ბი - მტვრი­ან ბა­ღებ­ში, სკა­მებ­ზე, ქვებ­ზე

ჩა­მომ­­­დარ­ნი რომ მიმ­ხე­ლენ ოც­ნე­ბებს, -

მე, სრუ­ლი­ად უც­ხოს, - ტკბი­ლად რომ ვუს­მენ.

მე ყარ­ყა­ტე­ბის გუნ­დი მიყ­ვარს - ყო­ველ წე­ლი­წადს

სა­ნუკ­ვარ ტბებს რომ უბ­რუნ­დე­ბა.

რაც და­ვიპყარ,

იმ­ან და­მიპყ­რო.

© ”არილი”

No comments:

Post a Comment