Thursday, February 7, 2008

ანდ­რო ბუ­ა­ჩი­ძე


* * *

ყინ­ვავ და თო­შო, გულ­შემ­წირ­ვე­ლო,

ჩემს ღრმა სო­რო­ში რა­ტომ მომ­ბუ­ზე,

მე ახ­ლაც ვხე­დავ - მწუხ­რის ფრინ­ვე­ლი

თა­ვის ჩრდილს რო­გორ აფ­ენს კორ­პუ­სებს.

მზე რო­გორ გაშ­ლის ხოლ­მე ზო­ნა­რებს

სა­ხუ­რა­ვებ­ზე და ბათ­ქა­შებ­ზე,

და მეც აქა ვარ - წყნა­რი მო­ზა­რე

წარ­მოდ­გე­ნა­ში სივ­­ცეს ვა­შე­ნებ.

სა­ღა­მო მად­გას ჭრე­ლი ჩი­თი­ვით

და წა­ფერ­დე­ბულ სუ­რათს შევ­ტი­რი,

სა­ით გაფ­რინ­­ნენ მწუხ­რის ჩი­ტე­ბი

ამ­­­­ბით ფრთა­შე­ჭე­დილ­ნი?

ამ გა­რე­­ბანს გა­და­­­რეს,

სა­დაც ლან­­შაფ­ტი გა­დამ­­­­რე­­ლა,

ან რას იზ­ამ­­ნენ ნე­ტავ უარ­ესს,

რომ არ ეფ­რი­ნათ ასე ხვე­­ლად?

ეს კა­ცი ჩე­მი მე­გო­ბა­რია,

ქა­ლაქ­გა­რეთ რომ მი­დის გზაწ­­რილ­ზე

და მხრით მი­ათ­რევს აბ­გას გვა­რი­ანს

და შე­იძ­ლე­ბა მის­­ვის გაწ­ვიმ­დეს, -

და შე­იძ­ლე­ბა შეხ­­­ნენ მგზავ­რე­ბი,

მინ­დორ­ში ლუკ­მის გა­დამ­ტეხ­ველ­ნი,

ჩემ­სა­ვით მწუხ­რის ჟამს მო­ზა­რე­ნი

და ამ ცხოვ­რე­ბის უნ­დო მეხ­რე­ნი.

ყინ­ვავ და თო­შო, გულ­შემ­წირ­ვე­ლო,

გა­და­მა­ხე­დე ჩე­მი ფან­­რი­დან, -

რო­გორ მიფ­რი­ნავს მწუხ­რის ფრინ­ვე­ლი

კორ­პუ­სებს შო­რის მოძ­რავ აჩრ­დი­ლად.

ის ხომ მაც­ნეა მთე­ლი მა­სი­ვის

და­ღა­მე­ბი­დან და­ღა­მე­ბამ­დე,

სა­დაც სხი­ვე­ბი მწუხ­­ში გას­­რი­ლი

სა­სო­წარ­­ვე­თილ ალ­ვებს ღე­ბა­ვენ.

ბარ­გი-ბარ­ხა­ნა უკ­ვე ახ­­კეს

მათხოვ­რებ­მა და კვარ­­ლის გლა­ხებ­მა,

მზის ათ­­ნა­თი ად­გას სა­ხინ­­ლეს

და ბინ­დი ფა­რავს სახ­ლებს ნა­ხევ­რად.

ძაღ­ლი

დამ­­რალ ჰა­ერ­ში მი­წი­დან ცამ­დე

შენ ჩემს უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბას ჰყვე­ბი,

არ მე­გო­ნა თუ იტ­ყო­დი ამ­დენს

ხმა­ჩახ­რინ­წუ­ლი გაბ­მუ­ლი ყე­ფით.

ეგ ხმა ემს­­­რე­ვა ნა­თუ­რებს, ბო­ძებს,

გა­რა­ჟებ­სა და მბჟუტ­ვა­რე ჯი­ხურს

და აღ­არ ფიქ­რობს გაფ­რე­ნილ დრო­ზე,

რო­მე­ლიც აქ­ვე გა­დატყ­და ჯი­ქურ.

რო­გორ ამ­ოთ­­ვამ ამ­ხე­ლა ნაღ­ველს

და შე­ნი ყე­ლის ფა­ქი­ზი ხორ­ხით

ჩე­მი ცხოვ­რე­ბის და­რა­ბებს აღ­ებ,

ჩემს ყურ­თას­მე­ნას ძვა­ლი­ვით ლოღ­ნი.

შენ ხარ ძაღ­ლი, მე - ად­­მი­­ნი,

და შე­იძ­ლე­ბა მეც ვიქ­ცე ძაღ­ლად,

და ამ­ის­თა­ნა რა დარ­დი არ­ის,

მი­წი­დან ცამ­დე რომ ად­ის მაღ­ლა.

მაგ ხმით მეც­ნო­ბა მე სა­­ქაო,

სა­­ქიო კი მიღ­მა ამ ყე­ფის

ცახ­ცა­ხებს, ღა­მეს უნ­და აღ­გა­ვოს

ეგ ხმა, რომ­ლი­თაც ჩემს ამ­ბავს ჰყვე­ბი.

რო­გორც სან­თე­ლი და რო­გორც ხიწ­ვი

გა­ზა­ვე­ბუ­ლი უძ­­რო ნაღ­­ლით,

ამ ჩემს ღა­მე­ებს ან­­თებს ხრინ­წი

გა­თე­ნე­ბამ­დე მყე­ფა­რი ძაღ­ლის.

* * *

ვი­ცი, აქ ცხოვ­რობს ჩემს სი­ახ­ლო­ვეს,

ჩე­მი შემ­წეც და უნ­დო მგმო­ბა­რიც,

და ის­იც ვი­ცი, ას­ეთ ახ­ლო­ბელს,

უნ­და ვუ­წო­დო მე მე­გო­ბა­რი.

რო­გორც სა­კუ­თარ ქსელ­ში ობ­­ბა

ვი­ცი, ისე ვარ მეც ჩახ­ვე­­ლი,

მარ­ტო­­ბა­ზე წუხს მარ­ტო­­ბა, -

სველ ნი­ჟა­რა­ში სვე­ლი სხე­­ლი.

ვი­ცი, შრი­­ლებს ხე ქვე­ყა­ნა­ზე

და იშ­რი­­ლებს ასე დი­ლამ­დე

ვი­ცი, მზის სხი­ვებს ქა­რი გა­დას­წევს

სხვა მზე­­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ვი­ცი, სხვას უკ­ვე ბევ­­ჯერ ეწ­ვია

ბე­დი უაზ­რო და უარ­­სი,

და ცხოვ­რე­ბა რომ მთვრა­ლი ბე­ცია

მე იმ­­ტო­მაც მხე­დავ ამ­რე­ზილს.

ის თვი­თონ მო­ვა, თუმც შენ არ ეძ­ებ -

ცი­ლის­წა­მე­ბა და დამ­ცი­რე­ბა,

რად­გა­ნაც ბევ­რი სის­­ლი ჩა­რეცხეს

ქვა­ფე­ნი­ლებ­ზე უკ­ვე წვი­მებ­მა.

* * *

შენს ვნე­ბებს უნ­და მჭიდ­რო ლა­გა­მი,

რად­გან ჰა­ერ­ში ას­ვე­ტილ ნაძ­ვებს

ლაჟ­ვარ­დის ჭე­რიც კი ვერ აკ­­ვებს

და ქა­რიშ­ხა­ლიც კი ვე­ღარ აწ­ვენს.

შენ გე­სალ­ტე­ბა სხე­ულ­ზე სიცხე

და გი­ვიწ­რო­ვებს ვიწ­რო სა­ხედ­ველს,

და სა­კუ­თა­რი თა­ვის წინ ირცხ­ვენ,

რად­გა­ნაც ვნე­ბა ვე­ღარ გა­ხედ­ნე.

და­ოკ­დი, მთვა­რის დის­კო იხ­რე­ბა

და ყვა­ვი­ლი­ვით ლა­მა­ზი სხი­ვი

შენ­თან შე­მო­აქვს, შენ კი გიხ­დე­ბა

სხი­ვის და­ჭე­რა, ვნე­ბა რომ ღვი­ვის.

მაღ­ლა, სულ მაღ­ლა სარ­თულ­ში, სად­ღაც,

ეთ­ხო­ვე­ბი­ან ვი­ღაც გარ­დაც­­ლილს,

გარ­დაც­­ლილს შუბ­­ზე უელ­ავს დამ­ღა

მთვა­რი­სა, მე­რე დრო რომ გა­აც­ლის.

სძი­ნავთ შენს მტევ­ნებს და მკრთალ ლო­ყებ­ზე

ოდ­ნავ გე­ხე­ბა ძი­ლი ჩრდი­ლი­ვით,

და გახ­­ნილ ტუ­ჩებს ფრთხი­ლად მოჰ­­ვე­ბა

და­­ხარ­ჯა­ვი ვნე­ბის ჩი­ვი­ლი.

* * *

ათ­ოვს სველ სინ­დისს, ათ­ოვს სველ თვა­ლებს,

სა­ღა­მო ავ­ლებს ხელს მო­­ჯი­რებს,

შე­უმ­­ნე­ვე­ლი იქ­ნე­ბა მთვა­რე,

არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს და­ჭირ­დეს.

და მი­ად­გე­ბა მზის სვე­ლი სხი­ვი

ცა­რი­ელ სახ­­ში დარ­ჩე­ნილ ფინ­ჯანს,

და ქუ­ჩის ბო­ლოს გო­გო­ნას ღი­მილს

ეტ­ყო­ბა სიკ­­დილ-სი­ცოცხ­ლის მიჯ­ნა.

ათ­ოვს სველ სახ­ლებს, ათ­ოვს ოჯ­­ხებს,

ათ­ოვს სა­წო­ლებს, ათ­ოვს ხა­ლი­ჩებს,

სვე­ლი ბი­ნე­ბი თოვ­­ში მო­ჩა­ნან

და თოვ­ლი თოვ­­ში უნ­და და­იხ­­­ვეს.

ვი­ცი, დავ­ტო­ვებ ამ თოვლს და თვა­ლებს,

მინ­­­რე­ბი­სა­კენ წა­ვალ, დავ­ტო­ვებ,

ღა­მე იწ­ვე­ბა თოვ­ლი მკვდა­რი­ვით

და დი­ლით კვლა­ვაც უნ­და გა­თოვ­დეს.

არც ავი და არც კარ­გი და­რია

და შე­იძ­ლე­ბა, რომ და­­ბა­რო

და­თოვ­ლილ ჩიხ­ში სველ ად­­მი­ანს,

რომ ამ თოვ­ლი­ვით იყ­ოს უბ­რა­ლო.

© “არილი”

No comments:

Post a Comment