Thursday, February 7, 2008

რობერტ ლოუელი

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა



ათი წუ­თი

ორ­ად­გი­ლი­­ნი სა­წო­ლი­დან

ზე­წა­რი გა­მუდ­მე­ბით ცურ­დე­ბა ქვე­მოთ.

რაც უფ­რო ჯი­­ტად ვას­წო­რებ,

მით უფ­რო ჯი­­ტად ცურ­დე­ბა

ქვე­მოთ. აი

ასე ვიწყებ წო­ლას.

სხვებს აქვთ მი­ზა­ნი,

ჩე­მი ვა­გო­ნი მიქ­რის არ­სა­ით.

ვი­ცი, ჩე­მი გზა ჩი­ხის­კენ მი­დის.

მა­ინც ვოც­ნე­ბობ, ჩემ­მა ტყუ­ილ­მა

სი­მარ­­ლე მო­ის­ხას.

ერთხელ რა­ღა­ცამ მო­­­რა თავ­ში დე­და­ჩემს და ხუ­თი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში

დაწ­­რი­ლე­ბით იხ­სე­ნებ­და ჩემს ერთ სი­გი­ჟეს,

რო­ცა უაზ­რო და სას­ტი­კი ეგ­­იზ­მით შეპყ­რო­ბი­ლი

ვაფ­­თხობ­დი ყვე­ლას, ვინც ბე­დავ­და ჩემ­თან მოს­­ლას,

გან­სა­კუთ­რე­ბით - ვინც ცდი­ლობ­და დახ­მა­რე­ბას;

ყვე­ლას თა­ვი­დან ვი­შო­რებ­დი;

მაგ­რამ რო­გორ შე­ვუც­­ლი­დი მი­მარ­თუ­ლე­ბას

კომ­პა­სის ის­არს, ასე

მგრძნო­ბი­­რეს?

ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­არ შემ­­ჩა თა­ნამ­­ზავ­რე­ბი.

ზოგ­ჯერ კი ვხე­დავ,

ღა­მე­­ლი თვით­­­­ლე­ლის მან­ქა­ნა

რო­გორ იელ­ვებს ბნელ ტრა­სა­ზე და ის­ევ ქრე­ბა.

ზოგ­ჯერ ავ­სე­ბენ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი გა­მო­ლოც­ვილ სი­ცა­რი­­ლეს,

ნერ­ვებს მაწყ­ვე­ტენ თა­ვი­ან­თი ახ­­რე­ბე­ბით,

გა­ში­ნა­­რე­ბუ­ლო­ბით;

და­კარ­გუ­ლი სა­ხე­­ბის სუ­რო­გა­ტე­ბი,

მწი­ვა­ნა ხმე­ბი. ის­­ნი ჩხა­ვი­ან -

"გიყ­ვარ­ვარ? გიყ­ვარ­ვარ?

ო, ბო­დი­ში, საპ­ნის ბუშ­­ში გა­მო­­კე­ტე,

ცო­ლი გდა­რა­ჯობს, ქი­მე­რე­ბი საჭ­მელს გაჭ­მე­ვენ,

ჩვენ­­ვის კი, ჩვენ­­ვის სიკ­­დილს ნატ­რობ. მაგ­რამ ჩვენ ვართ ვამ­პი­რე­ბი,

უკვ­და­ვე­ბი, შე­უც­­ლე­ლე­ბი".

ის­­ნი ზოგ­ჯერ ქვავ­დე­ბი­ან,

რო­გორც მან­ქა­ნა შუქ­ნი­შან­თან,

რა­თა ხალ­­მა გზა გა­დაკ­ვე­თოს.

მე სიტყ­ვებ­ში ვერ ვი­პო­ვე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა,

თუმ­ცა ვმუ­შა­ობ ყო­ველ ღა­მით -

ქვეც­ნო­ბი­­რი ნა­თე­ბა ჩემ­ში

თა­ვის­­ვის ცდის და, რო­გორც წე­სი, ან­აგ­ვი­­ნებს

ქა­ღალდს, რომ­ლი­თაც ოჯ­ახს ვი­ნა­ხავ.

ჩე­მი ხე­ლე­ბი:

ორი დამ­­­თხა­ლი, წინ­გაშ­ვე­რი­ლი ხე­ლის­გუ­ლი,

თით­ქოს ში­შით გი­შო­რებ­დე, რომ არ დამ­ცი­ნო...

და ყვე­ლა­ფე­რი ემს­გავ­სე­ბა ავ­ტო­ცი­ტა­ტას:

ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი გვი­რა­ბის ბო­ლოს

მე შენ გთა­ვა­ზობ ჩემს ხორ­­სა და ში­შე­ბის გრო­ვას.

"მთე­ლი ღა­მე ვმუ­შა­ობ­დი", მე გე­უბ­ნე­ბი,

შენ კი მპა­სუ­ხობ: "ტყუ­­ლია,

ათი წუ­თია გაღ­ვი­ძებ და ძვრა ვერ გი­ყა­ვი".

მამ­ხი­­რუ­ლებს ეს პრო­ცე­სი: რო­ცა შიშ­ვე­ლი

ვდგე­ბი და დინ­ჯად, ნელ-ნე­ლა ვიც­ვამ.

პა­ლა­ტა­ში

იზ­რა­ელ სიტ­კო­ვიცს

ბო­ლო ერთ სა­ათ­ში ათი წლით და­ბერ­დი -

მე ვხე­დავ, რო­გორ იღ­­მე­ბი.

ვხე­დავ შენს ბა­გეს, ჩა­მუ­ქე­ბულს სის­­­ჩაქ­ცე­ვე­ბით.

შენ გე­ში­ნია ამ პა­ლა­ტის,

პა­ლა­ტე­ლი მე­ზობ­ლე­ბის,

რო­მელ­თა შო­რის თით­ქოს ყვე­ლა შე­ნი ხნი­საა,

მაგ­რამ შენ მათ­ზე უმც­რო­სი ხარ, და მე ეს ვი­ცი.

გსურს მო­მაჩ­ვე­ნო, ვი­თომ მედ­დას ეარ­ში­ყე­ბი,

არ­­და გულ­ში უს­ას­რუ­ლოდ იმ­­­რებ თი­თო­­ულ წვრილ­მანს,

ვერ გა­გი­გია, რო­გორ გა­დარ­ჩი.

იყო ახ­ალ­გაზ­­და ძნელ დრო­ში - ჯო­ბია,

ვიდ­რე კარგ დრო­ში იყო ბე­ბე­რი.

ხუ­თი დღეა

ეკ­ლე­ბახ­­მულ მატ­რაც­ზე წევ­ხარ,

ქვე­მოთ კი სი­ცა­რი­­ლეა.

მთე­ლი სიბ­­­ნე შე­ნი ტრავ­მის

ღვთის­ნი­­რად ხორ­ცი­­ლია,

ის გა­­ძუ­ლებს მო­მავ­ლის ძებ­ნას,

გი­ცა­რი­­ლებს მეხ­სი­­რე­ბას.

დამ­­­ნა­რი ლა­მაზ­მა­ნე­ბი და სი­ბე­რე­ში გა­დამ­­გა­რი გე­ნი­­სე­ბი

ნატ­რო­ბენ: ვიდ­რე და­კარ­გა­ვენ თაყ­ვა­ნის­­ცემ­ლებს,

რო­გორ­მე მა­ნამ­დე და­კარ­გონ გო­ნე­ბა.

მწუ­ხა­რეა შე­ნი დღე­­ბი,

ფან­ტო­მუ­რია ღა­მე­­ბი.

სად­ღაც, წარ­სულ­ში, ჩურ­ჩუ­ლებს ბი­ჭი:

"ზე­ცა სახ­ლია, დი­დი სახ­ლი,

ამ­ოვ­სე­ბუ­ლი ცრემ­ლე­ბით და ყვა­ვი­ლე­ბით,

და შენ ზე­ცა­ში ხის ყუ­თით წახ­ვალ".

წყვდი­­დის თავ­ზე გა­კი­დუ­ლან შე­ნი ფე­ხე­ბი.

ნე­ტა გეს­მო­დეს,

გა­ხუ­რე­ბუ­ლი ღა­მის ნა­თუ­რა

შენს საყ­ვა­რელ მო­დერ­ნის­ტულ კლა­სი­კას მღე­რის,

მღე­რის, მაგ­რამ არ­­ვინ უს­მენს.

ერ­თი წლის წინ კი,

შენს ღა­რი­ბულ, პირ­ქუშ ოთ­ახ­ში,

შენ ამ­­ყი მღელ­ვა­რე­ბით შეს­თა­ვა­ზე

შენ­ზე უმც­როს ორ-სამ მე­გო­ბარს -

გა­მო­გეკ­­ლი­ათ არ­ნოლდ შონ­ბერ­გის

არ­ით­მე­ტი­კუ­ლო­ბა და დე­მო­ნუ­რი უკ­­ნო­ნო­ბა:

კომ­პო­ზი­ტო­რი და­­ბა­და, რო­ცა მუ­სი­კა

ჯერ არ ქცე­­ლი­ყო ზუსტ მეც­ნი­­რე­ბად

და ჯერ კი­დევ გა­ნუწყ­ვეტ­ლივ აფ­არ­თო­ვებ­და

ყო­ფი­­რე­ბის პი­რო­ბით საზ­­­რებს;

ჯე­რაც ის­­ვე სა­ში­ში იყო

ნა­ყო­ფი­­რე­ბი­სა და ყო­ველ­­ვა­რი რე­ჟი­მი­სათ­ვის,

რო­გორც სი­ჩუ­მის­­ვის.

Die Sprache ist unverstanden -

doch nicht unverstandlich.

თუ­კი და­ნა­კარ­გებს მუდ­მი­ვად ჩა­მო­წერ,

აღ­­რა­ფე­რი არ დაგ­­ჩე­ბა გა­სახ­სე­ნე­ბი,

აღ­­რა­ფერს შერ­ჩე­ბა აზ­რი.

ნა­თუ­რა თრგუ­ნავს შენს სურ­ვი­ლებს,

მი­სი და­მაბ­­მა­ვე­ბე­ლი უს­ურ­ვი­ლო­ბა

ბილ­წავს შენს ტკი­ვილს

და ეს არ­ის მიღ­წე­ვა­დის ხე­ლოვ­ნე­ბა -

სა­პი­რის­პი­რო ცნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის.

ილ­­ზია სიკ­­დი­ლის და სი­ცოცხ­ლის ტექ­ნი­კა

გა­მოგ­წუ­რა­ვენ ბო­ლო ცრემლს და სი­მარ­­ლის ალ­ღოს.

ოდ­ეს­ღაც კი შე­ნი სუ­ლი

ფარ­ფა­ტებ­და მიღ­მა და მაღ­ლა.

და­­მახ­სოვ­რე, რომ ამ­ას­თან შე­და­რე­ბით

ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი

არ­­ფე­რია.

ჩვენ ვი­ყა­ვით სა­მოთხე­ში

ჩვენ აქ ვი­ყა­ვით სა­მოთხე­ში -

სხვაგ­ვა­რად რო­გორ უნ­და გიყ­ვარ­დეს?

სა­მი კვი­რაა, რაც ბუ­ნე­ბა

და­ფა­რუ­ლია ორთ­­ლის ბუ­რუ­სით,

რო­გორც სა­­ბა­ზა­ნო­ში - სარ­კე.

ბორ­­ვე­ბი, ძრო­ხე­ბი, თრი­­ბის სო­რო,

ატ­ლან­ტი­კი­დან გა­მო­რი­ყუ­ლი...

მკის დროა უკ­ვე,

უკ­ვე ვუს­­ვენთ ბა­ლა­ხე­ბი­დან.

მეხ­მა მოწყ­ვი­ტა მუ­ხის ტო­ტი - ერთ­ტო­ნი­­ნი,

მაგ­რამ ის ჯე­რაც ათრ­თო­ლებს ფოთ­ლებს

და იკ­ლავს წყურ­ვილს შუ­ად­ღის შუ­ქით,

რო­გორც ცოცხა­ლი.

რო­გორ გა­ვუძ­ლოთ ამ ყვე­ლა­ფერს?

მო­ყო­ლე­ბუ­ლი თეს­ლი­დან ბზემ­დე

ტრა­გე­დი­ებს არ ცნობს ბუ­ნე­ბა.

სა­­დან მო­დის შეშ­ლი­ლო­ბა?

ალ­ბათ აწმ­ყო­დან, რა თქმა უნ­და,

რად­გან ჩვენ აქ ვართ, აწმ­ყო­ში, ის კი

წარ­სუ­ლით არ­ის მოშ­ხა­მუ­ლი.

სა­მი წე­ლია არ მსმე­ნია, რო­გორ გუ­გუ­ნებს

ატ­ლან­ტი­კუ­რი გა­ზე­თი ქარ­ში.

და რა­ტომ გვიყ­ვარს ერ­თი ქა­ლი

უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე ქა­ლე­ბი?

წყა­ლი

წუნ­კა­ლი ქა­ლა­ქი

მენ­ში, ხა­მან­­კე­ბი­ან შტატ­ში; ხე­ლე­ბი

სავ­სე ნა­ვე­ბის

ეჭ­­დე­ბი­ან კუნ­ძუ­ლის ლო­დებს,

და­ცა­რი­ელ­­ნენ მო­საწყე­ნი

თეთ­რი სახ­ლე­ბი

გო­რაკ­ზე, რო­გორც

გა­მო­წუწ­ნუ­ლი

ხა­მან­­კე­ბი. ზღვა ზან­ტად სინ­ჯავს

ას­ან­თი­სებ­რი პლა­ტი­ნე­ბის

სი­მაგ­რეს, ხო­ლო სპი­ნინ­გი ით­ხოვს

მო­ბი­ლი­ზე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას. ნე­ტა თუ

გახ­სოვს? ვის­ხე­დით კონ­ცხის

ქიმ­ზე, რო­მე­ლიც სის­­ლის­დე­ნამ­დე

გა­მოც­ლი­ლი­ყო დრო­ის­გან,

თუმ­ცა

იყო სულ რა­ღაც ჩვე­­ლებ­რი­ვი

და რუ­ხი კონ­ცხი, ტალ­ღე­ბი­სა­გან

ნა­კოცნ-ნა­ლო­კი, აქა-იქ

მწვა­ნე

და, ტალ­ღე­ბის­გან ნა­კოცნ-ნა­ლო­კი,

ფეხ­­ვეშ ჩაგ­ვეფ­­­ნა -

ფუმ­ფუ­ლა ქა­ფი

ზღვამ შე­ით­რია ტალ­ღის ლა­სო­თი

და შენ გე­სიზ­­რა იმ­­ვე ღა­მით,

თით­ქოს იყ­­ვი ზღვის ამ­ორ­ძა­ლი

და თა­მა­შობ­დი ღუ­ზის

ჯაჭ­ვით. ჩვე­ნი სუ­ლე­ბი

ნე­ტა თუ, რო­გორც თო­ლი­­ბი, დაბ­რუნ­დე­ბი­ან

იქ, რო­ცა უკ­ვე

წა­მოვ­რო­შეთ - "ცი­ვია

წყა­ლი".

ორ­მოც­და­ხუ­თის

ზამ­თა­რი მმსჭვა­ლავს

მე, ნიუ-იორ­კი

ბურ­ღავს ჩემს ნერ­ვებს:

მო­ვუყ­ვე­ბი

და­ღე­ჭილ ქუ­ჩებს

და სად, სად წა­ვალ

ორ­მოც­და­ხუ­თის?

ყვე­ლა კუთხე­ში

ვხვდე­ბი მა­მა­ჩემს,

ცოცხალს, ჩემ­ხე­ლას.

მა­მა, მა­პა­ტიე

თუ რამ გაწყე­ნი­ნე,

რო­გორც მე ვპა­ტი­ობ

მათ,

ვინც მაწყე­ნი­ნა!

სი­­ნის მთა­ზე

არ ას­ულ­ხარ, მაგ­რამ და­ტო­ვე

დი­ნო­ზავ­რუ­ლი

კვა­ლი გზა­ზე,

რო­მელ­ზეც ვდგა­ვარ.



© არილი”

No comments:

Post a Comment