Monday, March 3, 2008

ბი­რუ­ტე იონ­უშ­კა­ი­ტე

ნაც­რის­ფე­რი ქა­ლი


ბირუტე იონუშკატე დაბადა 1959 წელს პოლონეთში, ლიტველი მოსამსახურის ოჯახში. საშულო სკოლა 1978 წელს დაამთავრა და იმვე წელს ვილნისის სახელწიფო უნვერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ პოლონეთში დაბრუნდა და ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო თანამრომლობა.­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

მი­სი პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბე­ბი 1986 წელს და­­ბეჭ­და. არ­ის მოთხ­რო­ბე­ბის ორი კრე­ბუ­ლი­სა და ორი რო­მა­ნის ავ­ტო­რი. მიღ­ბუ­ლი აქვს ორი ლიტ­რა­ტუ­რუ­ლი პრემია.­

­­­­­­­­ლიტვურიდან თარგმნა ნუცა კავსა­ძემ

ეს ქა­ლი ყო­ველ­­ღე მხვდე­ბო­და. დი­ლა­­ბით სამ­სა­ხურ­ში მი­მა­ვალს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე - ყა­ვის და­სა­ლე­ვად გა­სულ­სა თუ კვი­რა დღეს - ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უს­აქ­მოდ მო­ხე­ტი­­ლეს.

პა­ტა­რა, მოქ­ნი­ლი, სხარ­ტი, წრუ­წუ­ნა­სა­ვით ერ­თი­­ნად ნაც­რის­ფე­რი იყო. ზოგ­ჯერ მი­ჭირ­და მი­სი ფი­ლა­ქა­ნი­სა­გან გა­მორ­ჩე­ვა, ისე ერწყ­მო­და მის ფერს. მხრებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად დახ­ვე­­ლი თმის ნაც­რის­ფე­რი კუ­ლუ­ლე­ბი ეფ­­ნა. შუბ­­ზე წი­ნა­მო ჩა­მოფ­შე­კო­და.

თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი და­დი­­და. ალ­ბათ ამ­­ტო­მაც გა­და­ნაც­რის­ფე­რე­ბულ, უს­­ცოცხ­ლო სა­ხე­ზე ცხვი­რი, ტუ­ჩე­ბი თუ თვა­ლე­ბი მძი­მედ დაშ­ვე­ბო­და. მა­მა­კა­ცე­ბი გვერდს ისე უვ­ლი­დენ, ვერც კი ამჩ­ნევ­­ნენ. და თუ ვინ­მე, ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი, უნ­­ბუ­რად გაჰ­­რავ­და მხარს, აზ­რა­დაც არ მოს­დი­­და მო­­ბო­დი­შე­ბი­ნა ან ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­­ვის მა­ინც მო­­ხე­და უკ­ან. დრო და დრო ავ­­დევ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, რომ გა­მე­გო, ას­­თი რა სჭირ­და?

ერ­თი შე­ხედ­ვით ჩვე­­ლებ­რი­ვი ქა­ლი იყო. ნორ­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლის, მოქ­ნი­ლი, სწორ­ფე­ხე­ბი­­ნი. არც ლა­მა­ზი და არც უშ­ნო. არც ძონ­ძებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, არც ზედ­მე­ტად გა­დაპ­რან­ჭუ­ლი. ატ­­რებ­და მშვი­დი, ნა­ზი ფე­რის ტან­საც­მელს. ზაფხულ­ში კი გა­უხ­დე­ლად ეც­ვა მო­თეთ­რო-მო­ნაც­რის­ფე­რო ბლუ­ზა და მუ­ქი ლურ­ჯი ქვე­და­ტა­ნი. ჭრე­ლი ტან­საც­მე­ლი, მგო­ნი, სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და.

ერთხე­ლაც ქა­ლა­ქის ცენ­­­ში, გა­ზე­თე­ბის ჯი­ხურ­თან შევ­ნიშ­ნე, პა­ტა­რა სკვერ­ში, სა­დაც თავს იყ­რი­და ქა­ლა­ქის უს­აქ­მურ­თა "ბან­და". აქ ყო­ველ­­ვის ნა­ხავ­დით ორ-სამ ლოთს, რომ­ლე­ბიც ერთ­მა­ნეთს ლოშ­ნიდ­ნენ, მზე­სუმ­ზი­რის ჩენ­ჩოს გა­და­ფურ­თხე­ბა­ში გა­წა­ფულ ძველ ბი­ჭებს, რო­მელ­თაც თავ­ზე კე­პი­­ნი ქუ­დე­ბი და­­კო­სე­ბი­ნათ; რკი­ნის კნო­პე­ბი­ან ქურ­თუ­კებ­ში გა­მოწყო­ბილ, ჭუჭყი­­ნი ჯინ­სის სუ­ნით აქ­­თე­ბულ პან­კებს და ზო­მა­ზე მე­ტად და­ხა­ტულ, თმა­გა­წე­წილ გო­გო­ნებს.

ის ნაც­რის­ფერ ბე­ღუ­რა­სა­ვით შემ­­­თა­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი დახ­ტო­და სკვე­რის მუდ­მივ სტუმ­რებს შო­რის. რა უნ­დო­და აქ? ქა­ლაქ­ში არც თუ დი­დად სა­ხელ­გან­­­მულ ად­გი­ლას? გა­დავ­წყ­ვი­ტე, იქ­ვე, შო­რი­ახ­ლო, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე დავ­­­გა­რი­ყა­ვი და ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მე­გო რა­­მე ნაც­რის­ფერ ქალ­ზე, რომ­ლის ყო­ველ­­ღე ხილ­ვა­საც მი­ვეჩ­ვიე ქა­ლა­ქის მღელ­ვა­რე ქუ­ჩებ­ში.

სა­ნამ ჩემ­­ვის ვთხზავ­დი ათ­ას­ნა­ირ ის­ტო­რი­ებს, თით­ქოს მი­წი­დან ამ­ოძ­­რაო, ქა­ლის წინ ორ­მეტ­რი­­ნი ოყ­რა­ყი აღ­­მარ­თა. მა­­სუ­რი ცის­ფერ, სპორ­ტულ შარ­ვალ­ში ჰქონ­და ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. გრძე­ლი ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ეწყო, ფარ­თო მხრებ­ზე დი­დი ხნის შე­უკ­რე­ჭა­ვი თა­ვი კომ­ბოს­ტო­სა­ვით უქ­­ნა­ვებ­და. თვა­ლებ­ჩა­სის­­ლი­­ნე­ბუ­ლი, და­კი­დე­ბუ­ლი ულ­ვა­შე­ბით ბულ­დოგს ჩა­მოჰ­გავ­და. ის კი არ ლა­პა­რა­კობ­და, თავს აქ­ნევ­და და ყეფ­და... ამ... ამ... ამ. ქა­ლი ოდ­ნავ გახ­­ნი­ლი, უფ­­რო ბა­გე­­ბით წყნა­რად და მშვი­დად აძ­ლევ­და პა­სუხს.

ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბამ მძლია. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ცა­ლი თვა­ლით გა­ზე­თე­ბის ჯი­ხურს ვათ­ვა­ლი­­რებ­დი, მე­­რე­თი - იმ უც­ნა­ურ წყვილს, ნაც­რის­ფერ წრუ­წუ­ნა­სა და ლუ­დის ბარ­ში გა­მობ­რუ­ჟულ ლომს, ვუთ­ვალ­­ვა­ლებ­დი. სიმ­­­რა­ლის­გან ფეხ­ზე ძლივს იდ­გა, ჰა­ერს ეპ­­ტი­ნე­ბო­და და ქა­ნა­ობ­და. წრუ­წუ­ნა ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ხე­ლი წა­ევ­ლო და ად­გი­ლი­დან და­ეძ­რა. მის ნაზ, ჰა­­რო­ვან გა­რეგ­ნო­ბა­ში ვედ­რე­ბა იხ­­ტე­ბო­და. გო­ლი­­თი ის­ევ ირ­წე­­და, აქ­ეთ-იქ­ით იხ­რე­ბო­და და ეწ­­ნა­აღ­­დე­გე­ბო­და. ბო­ლოს გაბ­რაზ­და, ხე­ლე­ბის ქნე­ვას მოჰ­­ვა და ახ­ლა მარ­ტო მე კი არა, მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგა­რი მგზავ­რე­ბიც კი შე­აშ­ფო­თა იქ­­დან რუ­სულ ენ­­ზე დაძ­რუ­ლი გი­ნე­ბის ნი­აღ­ვარ­მა. რუ­სულ ენ­­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ად­გი­ლას ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბით გაგ­ზავ­ნი­ლი ქა­ლის ირგ­­ლივ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ებ­მა შეკ­რეს წრე: გნი­­სი­თა და ხორ­ხო­ცით მოგ­როვ­­ნენ პან­კე­ბი, და­იძ­­ნენ ქა­ლა­ქის "უმ­­შევ­რე­ბი", 07, 09, 08 მარ­კის "ჟი­გუ­ლის" პატ­რო­ნე­ბი, სენ­სა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლი, და­ხა­ტუ­ლი გო­გო­ნე­ბი. "ნორ­მა­ლუ­რე­ბი" კი ქუ­ჩა­ში ისე მი­მო­დი­ოდ­ნენ, თით­ქოს ვერც ამჩ­ნევ­­ნენ და ვერც ხე­დავ­­ნენ, რა ხდე­ბო­და. მაგ­რამ ყვე­ლა ვერ უძ­ლებ­და ცდუ­ნე­ბას. ცო­ტა ხნით მა­ინც ჩერ­დე­ბო­და და შეს­­ქე­რო­და წყვილს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ არკ­ვევ­და ურ­თი­ერ­თო­ბას. მე ქა­ლაქ­ში ახ­­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, თით­­მის არ­­ვის ვიც­ნობ­დი, დი­დად არც აქ­­ურ ამ­ბებს და­გი­დევ­დით, სა­მა­გი­­როდ ქა­ლა­ქე­ლე­ბი იძ­­ებ­­ნენ ყვე­ლა­ფერს. დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი ვი­ნა­­ბა, ბა­ბუ­ის ბა­ბუ­­დან მა­მა­ჩე­მამ­დე, ძი­რის ძი­რო­ბამ­დე გა­მოკ­­ლე­­ლი ჰქონ­დათ. ახ­ლაც ყვე­ლა­ნი იმ წყვილს შეჰ­ყუ­რებ­­ნენ. ზო­გი თვა­ლებ­დაჭყე­ტი­ლი, ზო­გი ამ­რე­ზით. ზო­გი­ერ­თი კი, აშ­კა­რად მო­ხიბ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცუ­რი მსუ­ყე გი­ნე­ბით, ვი­თომც აქ არ­­ფე­რიო, არ­ხე­­ნად მი­­ბი­ჯებ­და თა­ვის გზა­ზე.

ბო­ლოს ქა­ლი შეტ­რი­ალ­და, ერთხელ კი­დევ ეს­რო­ლა სევ­დი­­ნი, მა­ვედ­რე­ბე­ლი მზე­რა კაცს და ნე­ლი ნა­ბი­ჯით გა­შორ­და. კაც­მა გი­ნე­ბა შეწყ­ვი­ტა და რა­ღა­ცის ბურ­­ღუ­ნით უკ­ან გაჰ­­ვა. გა­მიკ­ვირ­და! თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. ასე დამ­შორ­­ნენ: ჯერ ქა­ლი, ნე­ლი, მომ­ლო­დი­ნე ნა­ბი­ჯე­ბით, მე­რე ღვი­ნით გამ­­­და­რი ოყ­რა­ყი, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იფ­ურ­თხე­ბო­და და ნა­ბი­ჯის აჩ­ქა­რე­ბას არ აპ­­რებ­და. სულ­მა წამ­­ლია და ავ­­დევ­ნე. მთე­ლი ძვე­ლი უბ­­ნი გა­ვი­­რეთ. სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბით ჩა­რი­გე­ბულ ქუ­ჩას მი­ვა­დე­ქით. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ქა­ლი ქვის ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­­თან შე­ჩერ­და. ოყ­რა­ყიც მი­ჩან­ჩალ­და.

- მო­­ცა, რა­მუ­ნე­ლის, ახ­ლა­ვე! - უთხ­რა ქალ­მა, ეზ­ოს კა­რი შე­­ღო და იქ­ვე მი­მაგ­რე­ბულ ღი­ლაკს თი­თი და­­ჭი­რა. ამ დროს კი კა­რებ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი რა­მუ­ნე­ლი­სი მა­ნამ ქა­ნა­ობ­და, სა­ნამ გრძნო­ბა არ და­კარ­გა და ძირს არ გა­იშ­­ლარ­თა. უწ­მა­წუ­რი გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი და­ცე­მის ხმამ შთან­­ქა. და ასე ცე­მენ­ტის ბორ­დი­ურ­ზე ჩა­კე­ცი­ლი, ზურ­გით მო­ღი­­ვე­ბულ კარს მიყ­­­ნო­ბი­ლი დარ­ჩა. სახ­ლი­დან შუა ხნის ჭა­ღა­რა ქა­ლი გა­მო­ვი­და.

- ღმერ­თო, ღმერ­თო! - ამ­ოთ­­ვა ქალ­მა, ხე­ლე­ბი ბე­ღუ­რას ფრთე­ბი­ვით და­იქ­ნია და რა­მუ­ნე­ლი­სის გვერ­დით ჩა­მოჯ­და. ნაც­რის­ფე­რი ქა­ლიც მას მიჰ­­ვა. ის­­ნი ცდი­ლობ­­ნენ, ფეხ­ზე წა­მო­­ყე­ნე­ბი­ნათ კა­ცი, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­­დე­გო­ბის გა­წე­ვა აღ­არ შე­ეძ­ლო. რო­გორც იქ­ნა, მი­ზანს მი­აღ­წი­ეს. მა­შინ უფ­როს­მა წელ­ზე მოხ­ვია ხე­ლი და მშვი­დი სა­უბ­რით ში­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნა. კი­ბე­ზე ასვ­ლა­ში წრუ­წუ­ნაც და­ეხ­მა­რა, მაგ­რამ შინ არ შეჰ­ყო­ლია. კა­რი გა­მო­­ხუ­რა, სახ­ლის უკ­ან გა­ვი­და და კე­დელ­ში ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი ონ­კა­ნი მო­უშ­ვა. ისე დიდ­ხანს იბ­ან­და ხე­ლებს, თით­ქოს და­­ვიწყ­და, რას აკ­­თებ­და. მე­რე სვე­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბი ის­ვა და ის­ვა სა­ხე­სა და თმებ­ზე, ბო­ლოს წელ­ში გას­წორ­და და კარ­გად მოვ­ლილ ფე­რად ყვა­ვი­ლებს შო­რის გაკ­ვა­ლულ ბი­ლიკ­ზე მოკ­ლე, სხარ­ტი ნა­ბი­ჯე­ბით წინ და უკ­ან სი­­რულს მოჰ­­ვა. უც­ებ გა­დავ­წყ­ვი­ტე, მი­ვალ და ვეტყ­ვი: "სუ­ლე­ლო, შე სუ­ლე­ლო, რას შვრე­ბი? ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ამ გა­მო­ლენ­ჩე­ბულ ლო­თის გა­მო თავს რო­გორ იტ­ან­ჯავ? იმ­­ტომ, რომ შუა ქა­ლაქ­ში სა­ხალ­ხოდ გა­გი­ნოს? მე­რე სახ­ლამ­დე რომ ათ­რიო და დე­დი­კოს მზრუნ­ვე­ლო­ბით ჩა­­ბა­რო? აუც­­ლებ­ლად, აუც­­ლებ­ლად უნ­და და­ვე­ლა­პა­რა­კო. უნ­და და­ვა­რი­გო, თვა­ლე­ბი ავ­­ხი­ლო. ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლია, ჯერ კი­დევ არა უშ­ავს რა... ის კი მოჩ­ვე­ნე­ბა­სა­ვით მთლად გა­და­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი და­დის. გა­გო­ნი­ლა?! აუც­­ლებ­ლად ვეტყ­ვი: "ჩვენ რა, სხვა­ნა­­რად ვცხოვ­რობთ? მი­მო­­ხე­დე. ყვე­ლა მე­­რე ქა­ლი ლო­თის გვერ­დით წევს... "არა, ასე მკაც­რად არა"... - "ყვე­ლა მე­­რე ქა­ლი მსმე­ლის გვერ­დით წევს".. არა, არა ღირს, ორ­­ვე ერ­თი ოხ­­რია... "ხო, ყვე­ლა ასეა, მაგ­რამ ის­­ნი შენ­სა­ვით ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბი არ და­დი­ან. პი­რი­ქით, იმ­­საც ახ­ერ­ხე­ბენ, ფე­ხის ფრჩხი­ლე­ბი მო­­წეს­რი­გონ. შენ რა­ღა და­გე­მარ­თა? რი­გი­­ნი ტან­საც­­ლის ყიდ­ვა არ შე­გიძ­ლია?.. და­­ვარ­ცხ­ნე, და­­ხა­ტე, თა­ვი მაღ­ლა და... მი­დი! კა­ფე­შიც შე­­­რე, არც კი­ნო და­იკ­ლო და არც თე­ატ­რი. რის­­ვის ცხოვ­რობ, იმ­ის­­ვის, რომ ამ ლოთს სდიო კუდ­ში? ბა­რემ ბა­წარ­ში გა­ყა­ვი თა­ვი. მე შენ გეტყ­ვი, დი­დი და­ნა­კარ­გი იქ­ნე­ბა! მი­მო­­ხე­დე, უკ­­თე­სის პოვ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა? არა, მა­ინც რა ჩა­­დი­ნე, ჰა. მო­აბ­­ძა­ნე, დე­დი­კოს ჩა­­ბა­რე და ერთ­გუ­ლი ძაღ­ლი­ვით ზღურ­­­ზე დაძ­­წი: "გა­მო­უშ­ვებს თუ არ გა­მო­უშ­ვებს?.. საბ­რა­ლო, შე საბ­რა­ლო, შე­ნა..." ხო, იმ­­საც ვეტყ­ვი... ფიქ­რი კა­რის ხმა­ურ­მა გა­მაწყ­ვე­ტი­ნა. მო­ხუც­მა ქალ­მა კი­ბე ჩა­მო­­­რა, წრუ­წუ­ნას მი­­ახ­ლოვ­და, მი­სი ხე­ლე­ბი ხე­ლის­გუ­ლებ­ში მო­იმ­წყ­­დია და:

- გმად­ლობთ, შვი­ლო, კი­დევ ერთხელ დი­დი მად­ლო­ბა. - წრუ­წუ­ნას პა­წია ხე­ლებს არ უშ­ვებ­და: - შენ რომ არ მყავ­დე, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და, - თვა­ლებ­ზე მომ­­გა­რი ცრემ­ლი მო­იწ­მინ­და. - სხვას არ­­ვის უჯ­­რებს. არც მე, არც ლო­რე­ტას. თუმ­ცა, ლო­რე­ტა მა­ინც არ წა­ვი­დო­და მის მო­საყ­ვა­ნად... შენ, მხო­ლოდ შე­ნა ხარ ჩე­მი მშვე­ლე­ლი... - მად­ლი­­რი მზე­რა ის­ევ მი­აპყ­რო წრუ­წუ­ნას.

- რას ბრძა­ნებთ, რის­­ვის მიხ­დით მად­ლო­ბას, მე რა შუ­­ში ვარ. ნუ ტი­რით, - წრუ­წუ­ნამ რო­გორც იქ­ნა ხე­ლე­ბი გა­­თა­ვი­სუფ­ლა და მო­ხუცს მხარ­ზე გა­და­უს­ვა. - თუ კი­დევ დაგ­ჭირ­დით, და­მი­რე­კეთ, არ მო­გე­რი­დოთ, აუც­­ლებ­ლად მო­ვალ. ღმერ­­მა ქნას, აღ­არ დაგ­ჭირ­დეთ.

- მად­ლო­ბა ღმერთს, შვი­ლო, რომ მა­შინ­ვე ჩა­­ძი­ნა და მე­ზობ­ლის აუდ­რი­­სი­ვით ლეწ­ვა-მტვრე­ვას არ მოჰ­­ვა. გმად­ლობთ, გმად­ლობთ, ემა, - უთხ­რა და ხე­ლის ზურ­­ზე გა­და­უს­ვა ხე­ლი. მე­რე შებ­რუნ­და და სახ­ლის­კენ წა­ვი­და.

ემ­ამ კა­რი გა­მო­­ხუ­რა და ჩემ­­კენ გად­მო­უხ­ვია. არც გავ­­­რე­ულ­ვარ. რო­გორც ვი­ყა­ვი ხეს ამ­­ფა­რე­ბუ­ლი, ას­­ვე გავ­შეშ­დი. წე­ღან­დე­ლი ჩე­მი მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სად­ღაც გაქ­რა. ქა­ლი კი ჩემს წინ იდ­გა და... დე­დაო ღვთი­სავ, ის სუ­ლაც არ იყო ნაც­რის­ფე­რი. დი­დი, ღრმა, უს­აზ­­­როდ ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ის­­თი სი­ნა­ზით, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მიმ­ზერ­­ნენ, რომ გა­­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და და დავ­­ჩი ასე ყბა­მოღ­რე­ცი­ლი.

- მოხ­და რა­­მე? დახ­მა­რე­ბა ხომ არ გჭირ­დე­ბათ? ისე შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩან­ხართ... - ოდ­ნავ შე­­ტო­კა ბა­გე­­ბი. თვა­ლე­ბი­დან დაძ­რულ­მა სი­ნათ­ლემ სა­ხე­ზე თბი­ლი ნი­­ვი­ვით გა­და­მი­­რა. მსგავ­სი სხი­ვი­­ნი თვა­ლე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ მე­ნა­ხა. - არ მო­გე­რი­დოთ, მითხა­რით თუ გი­ჭირთ რა­­მე. იქ­ნებ შე­მიძ­ლია დახ­მა­რე­ბა.

ხმა რომ ვერ ამ­­მა­ღე­ბი­ნა, კი­დევ ერთხელ შე­მო­მა­ნა­თა თა­ვი­სი სხი­ვი­­ნი თვა­ლე­ბი, რო­მელ­შიც სი­კე­თე და ღვთი­­რი სიმ­­კი­ცე აღ­ბეჭ­დო­და. მი­სი თბი­ლი მზე­რა ჯერ სა­ხე­ზე მო­მე­ლა­მუ­ნა, მე­რე მთელ სხე­ულ­ზე და­მი­­რა. ერთ წუთს კი­დევ შე­ჩერ­და, პა­სუ­ხი რომ არ გა­ვე­ცი, და­ხა­რა უფ­­რო, გრძე­ლი წამ­წა­მე­ბით შე­მორ­კა­ლუ­ლი თვა­ლე­ბი და გამ­შორ­და: პა­ტა­რა, კოხ­ტა, მოქ­ნი­ლი, ნაც­რის­ფე­რი... ცო­ტაც და მხედ­ვე­ლო­ბი­დან და­მე­კარ­გა, ისე შე­ერ­წყა მა­სა­ვით ნაც­რის­ფერ ფი­ლა­ქანს.

© “არილი”

No comments:

Post a Comment