Saturday, March 8, 2008

იური ლოტ­მა­ნი

Alma Mater

­­­­­­­მაინც რას სწავლობენ ადამიანე­ბი?

წაკითხულია მოხსენებად ტარტუს უნვერსიტეტის რუსული გიმნაზიის გახ­­­­­­­­­­­­­­­­­­ნის დღეს (1990 წ.)


თარგმნა მათე კრავეიშვილმა


უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ნე­ბა მი­ბო­ძეთ, მო­გი­ლო­ცოთ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­­ბის დაწყე­ბა და ის ფაქ­ტი, რომ თქვენ უკ­ვე უნ­­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბით.

სა­­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­­რი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ფე­ხუ­რია სა­შუ­­ლო სკო­ლას­თან შე­და­რე­ბით. და ამ სა­ფე­ხუ­რის ერთ-ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ აქ უკ­ვე აღ­არ არ­სე­ბობს ზე­მოთ და ქვე­მოთ - მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­­ბი - აქ ყვე­ლა კო­ლე­გაა, ანუ ად­­მი­­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად მუ­შა­­ბენ. უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­­ბა ხომ თა­ნამ­­რომ­ლო­ბას გუ­ლის­­მობს, ანუ ერთ ნა­წილს სწავ­ლა სურს, მე­­რე მხა­რე კი ამ­­ში ეხ­მა­რე­ბა მათ. და­ძა­ლე­ბა - აუც­­ლე­ბე­ლი, "იძ­­ლე­ბი­თი" კონ­­რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დარ­ჩა. მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მი­მართ სრუ­ლი­ად გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კო­ლე­გი­სა და უმც­რო­სი კო­ლე­გის ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­­რომ­ლო­ბას გუ­ლის­­მობს.

მაგ­რამ ეს იმ­ას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­­ოლ­დე­ბა; პი­რი­ქით, თქვენ უფ­რო რთუ­ლი ამ­­ცა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბით. და სა­ერ­თო­დაც, შე­უძ­ლე­ბე­ლია კარ­გი საქ­მე იოლი იყ­ოს. ეს რთუ­ლი საქ­მე იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც თა­ვად ად­­მი­ან­ზე უფ­რო მკაც­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და მის გა­რე­შე უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­საც აზ­რი ეკ­არ­გე­ბა. თუმ­ცა კი ვე­რა­ფე­რი გვა­­ძუ­ლებს, სა­ბო­ლო­ოდ გავ­წყ­ვი­ტოთ კავ­ში­რი ბავ­­ვო­ბას­თან, სიყ­მაწ­ვი­ლეს­თან... და სა­შუ­­ლო სკო­ლი­სა და ბავ­­ვო­ბის ელ­­მენ­ტე­ბიც ხში­რად იჭ­რე­ბი­ან უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში: არ­­ვის­­ვის სა­­დუმ­ლო არაა, რომ ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტი კარ­ნა­ხობს ერთ­მა­ნეთს და გარ­­ვე­ულ სპორ­ტულ ინ­ტე­რესს ხე­დავს იმ­­ში, რომ ნაკ­ლე­ბი ის­წავ­ლოს და უკ­­თე­სი ნი­შა­ნი მი­­ღოს. ეს სას­კო­ლო მიდ­გო­მაა და მას თა­ვი­სი დრო აქვს.

დღეს თქვენ­­ვის ახ­­ლი ას­­კი იწ­ყე­ბა. ას­­კი თქვენს მი­ერ გან­­ლი­ლი დღე­­ბის რა­­დე­ნო­ბა რო­დია, არ­­მედ საქ­ცი­­ლი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­­ლოთ.

მაგ­რამ მო­დით, ვი­ფიქ­როთ! მე შემ­თხ­ვე­ვით არ ვამ­ბობ ამ სიტყ­ვებს, მი­სი გა­მე­­რე­ბა უყ­ვარ­და ფი­ლო­სო­ფოს სოკ­რა­ტეს. თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს სოკ­რა­ტე არ­ას­­როს ას­წავ­ლი­და იმ­ას, თუ რა იყო სწო­რი, მათ კითხ­ვებ­ზე არ­ას­­როს პა­სუ­ხობ­და "ასე და ასე მო­­ქე­ცი­თო". იგი ამ­ბობ­და, "მო­დით, ვი­ფიქ­როთ!". და რას ნიშ­ნავს "ვი­ფიქ­როთ?" - თქვენ არ იც­ით, რო­გორ მო­იქ­ცეთ და მეც არ ვი­ცი ეს. თქვენ მოხ­ვე­დით არა რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­­ბი, სწო­რი პა­სუ­ხის მო­სას­მე­ნად, არ­­მედ რო­გორც კო­ლე­გე­ბი, რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად, რა­თა მას­თან ერ­თად იფ­იქ­როთ. არ­­და, ერ­თად ფიქ­რი გა­ცი­ლე­ბით უკ­­თე­სია. სწო­რედ აზრ­თა სხვა­დას­­ვა­­ბით მი­ვი­წევთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ.

შე­ხე­დეთ, ვინ ვართ ჩვენ? შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ჩვენ ძა­ლი­ან ჭკვი­­ნი და კარ­გი მან­ქა­ნე­ბი ვართ. შეგ­ვიძ­ლია ბევ­რი სხვა­დას­­ვა რა­მის კე­თე­ბა. მაგ­რამ რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქვს თი­თო­­ულ მან­ქა­ნას? - ყვე­ლა მათ­განს გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე აქვს. რა­ტომ? სა­ჭი­როა, რომ ყვე­ლას სხვა­დას­­ვა სა­ხე ჰქონ­დეს, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­­თე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა, ერ­თი სიტყ­ვით, სა­ჭი­როა სხვა­დას­­ვა­ნა­­რე­ბი ვი­ყოთ.

ფი­ლო­სო­ფოს­მა რუ­სომ კა­ცობ­რი­­ბის ის­ტო­რი­­ში ყვე­ლა­ზე გუ­ლახ­დი­ლი წიგ­ნი და­წე­რა, სა­დაც უბ­რა­ლოდ კი არ მოგ­ვითხ­რო სა­კუ­თა­რი თა­ვის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ, არ­­მედ მან თა­ვი­სი სა­მარ­ცხ­ვი­ნო საქ­ცი­­ლი გვა­ნა­ხა, მთლი­­ნად გა­იხ­­ნა. ამ წიგ­­ში მან და­წე­რა: მე ის­­თი­ვე ვარ, რო­გორც ყვე­ლა და ამ­ას­თა­ნა­ვე, არ­­ვის ვგა­ვარ. ეს ძალ­ზე ღრმა შე­ნიშ­­ნაა: ად­­მი­­ნი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის­­თია, რო­გო­რიც ყვე­ლა და მე­­რე მხრივ, იგი ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რია. ამ­­ტო­მაც მას შე­უძ­ლია თქვას რა­ღაც ის­­თი, რაც სხვებ­მა არ იც­­ან. და ამ­­ტო­მაც, მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მთე­ლი ჩვე­ნი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ორ გზას ად­გე­ბა. ერთ­ზე ჩვენ ვცდი­ლობთ სხვებს მივ­ბა­ძოთ იმ­ის­­ვის, რა­თა გა­ვი­გოთ მა­თი და მათ კი ჩვე­ნი. მაგ­რამ ის­იც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სხვა ვერ გა­­გებს ჩემ­სას.

...აი, მოძ­რა­­ბის წე­სე­ბი ყვე­ლას ერთ­ნა­­რად გვეს­მის, მათ გარ­და, ვინც არ იც­ის ეს წე­სე­ბი ან ცუ­დად არ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. პუშ­კი­ნი ყვე­ლას ერთ­ნა­­რად გვეს­მის? - არა, ყვე­ლა სხვა­დას­­ვა­ნა­­რად აღ­ვიქ­ვამთ ამ პო­ეტს. და ნუ ვიტყ­ვით, რომ ერთ ნა­წილს იგი სწო­რად ეს­მის, მე­­რეს კი არ­ას­წო­რად. პუშ­კი­ნი ყვე­ლა­ზე ის­ეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, თით­ქოს მან ახ­ლა და სწო­რედ მის­­ვის, ამ მკითხ­ვე­ლის­­ვის და­წე­რა ესა თუ ის სიტყ­ვა და თქვენ ყო­ველ­­ვის გაქვთ სა­შუ­­ლე­ბა ეს­­უბ­როთ გე­ნი­­ლურ ად­­მი­ანს, რო­მელ­საც თა­ვად სურს რა­ღაც გა­უწყოთ. მთა­ვა­რია, სას­მე­ნელ­ნი მი­აპყ­როთ, მთა­ვა­რია, ყუ­რად­ღე­ბით იყ­ოთ! ჩვე­ნი სა­­კუ­ნის მთა­ვა­რი უბ­­დუ­რე­ბა იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლე­ბი ვართ და არ­­ფე­რი გვეს­მის. თქვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც სწო­რედ "მზე­რის" გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და­ეთ­მო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­­ლე­ბას მოგ­ცემთ და­­ნა­ხოთ, გა­­გო­ნოთ, მა­გა­ლი­თად, გო­გო­ლის ხმა, ამ­ას მხო­ლოდ გულ­­რი­ლი თვა­ლე­ბი ვერ ხე­და­ვენ...

და აქ ჩვენ მი­ვა­დე­ქით სა­კითხს, რო­მე­ლიც თქვენ­­ვის არც ისე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას­­ვის გა­სა­გე­ბი სიტყ­ვის წყა­ლო­ბი­თაა ცნო­ბი­ლი - ესაა "ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა": "ფე­ხებ­ზე მკი­დია!" ად­­მი­­ნის კულ­ტუ­რა ერ­თი ნი­შან-თვი­სე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზ­­­როს: რა ჰკი­დია მას ფე­ხებ­ზე და რა არა.

ყო­ვე­ლი ად­­მი­­ნი ერთ­­ვარ იზ­­ლი­რე­ბულ წრე­ში ცხოვ­რობს. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერ­თის წრე უფ­რო ფარ­თოა, ზო­გი­სა კი შე­და­რე­ბით ვიწ­რო. თქვე­ნი წრე მრა­ვა­ლი ნი­შან-თვი­სე­ბით იზ­­მე­ბა: რა გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა იც­ით, და - კი­დევ ერ­თი, ძალ­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი - რა­ზე შეგ­­კი­ვათ გუ­ლი? ერთს, მა­გა­ლი­თად მა­შინ ტკი­ვა, რო­ცა ურტყა­მენ, მე­­რე კი ამ­­ზე იტყ­ვის: და­მარ­ტყან რა! მთა­ვა­რია, არ მომ­­ლან. წრე უფ­რო ფარ­თო იყო, რო­ცა ად­­მი­­ნი შე­­რაცხ­ყო­ფა­ზე დუ­­ლით პა­სუ­ხობ­და და ამ­ბობ­და, შე­­რაცხ­ყო­ფა სიკ­­დილ­ზე უარ­­სიაო: სიკ­­დი­ლი ვერ და­ამ­ცი­რებს ად­­მი­ანს, შე­­რაცხ­ყო­ფას კი ვერ მო­ვი­ნე­ლებ. სხვა იტყ­ვის, ჩემ­­ვის ძვირ­ფა­სი ად­­მი­­ნე­ბის შე­­რაცხ­ყო­ფას არ­­ვის ვა­პა­ტი­­ბო: ჩემს შვი­ლებს, დე­დას, არ­­ვის და­ვა­ჩაგ­­რი­ნე­ბო, მაგ­რამ უც­ხოს... რო­ცა უც­ხო ად­­მი­­ნის ტკი­ვი­ლი გტკი­ვა - ესაა ყვე­ლა­ზე ფარ­თო წრე, წრე კულ­ტუ­რუ­ლი ად­­მი­­ნი­სა.

რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე, გა­იღ­ვი­ძო დი­ლით, მო­ინ­დო­მო კულ­ტუ­რულ ად­­მი­­ნად გახ­დო­მა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნაგ­­­ნო­ბით მო­­კი­დო დამ­ცი­რე­ბუ­ლებ­სა და შე­­რაცხ­ყო­ფი­ლებს. ასე არ ხდე­ბა და ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი გან­­რახ­ვე­ბი აქ ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. სუ­ლი უნ­და გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ.

ბევ­რი თვი­სე­ბა გა­ნას­­ვა­ვებს ად­­მი­ანს ცხო­ვე­ლის­გან. იმ­ას არ ვგუ­ლის­­მობ, რომ ად­­მი­­ნი გო­ნი­­რი არ­სე­ბაა, ცხო­ვე­ლი კი ბრიყ­ვი. ცხო­ვე­ლი სუ­ლაც არაა ბრიყ­ვი, იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჭკუ­­თაა და­ჯილ­დო­­ბუ­ლი, ოღ­ონდ ეს ჭკუა ყო­ველ­­ვის გარ­­ვე­ულ სი­ტუ­­ცი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. ად­­მი­­ნი კი მუ­დამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სი­ტუ­­ცი­­შია მოქ­ცე­­ლი. აქ მას მხო­ლოდ ორი ფე­ხი აქვს: ინ­ტე­ლექ­ტი და სინ­დი­სი. რო­გორც სინ­დი­სია ბრმა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გა­რე­შე - თუმ­ცა არა სა­ხი­ფა­თო - ას­­ვეა სა­ხი­ფა­თო ინ­ტე­ლექ­ტი სინ­დი­სის გა­რე­შე.

ჩვენ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში ვცხოვ­რობთ, და თუმ­ცა უინ­ტე­რე­სო დრო­­ბი არ არ­სე­ბობს, ზოგ­ჯერ ის­ტო­რი­კო­სე­ბი მა­ინც ტო­ვე­ბენ ხოლ­მე სუფ­თა ფურ­­ლებს იმ­ის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რომ ამ წლებ­ში არ­­ფე­რი მომ­­და­რა. "გავ­სე­ბუ­ლი ფურ­­ლე­ბის" ეპ­­ქე­ბი კი ად­­მი­­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის წი­ნა­შე აყ­­ნე­ბენ. იგი აღ­­რაა ჭან­ჭი­კი, ჩნდე­ბა აუარ­­ბა სი­ტუ­­ცია, რო­ცა მან არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გა­­კე­თოს და ეს არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­­ვის მის სინ­დის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, "მე ას­ეთ მდგო­მა­რე­­ბა­ში ვი­ყა­ვი, არ­­ფე­რი ცუ­დი არ მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, ის­­თი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ მე სხვაგ­ვა­რად ვერ მო­ვიქ­ცე­­დი"... ეს ტყუ­­ლია! არ არ­­ბობს ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც არ გაძ­ლევს სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვის შანსს და თუ­კი თქვენ მა­ინც ჩა­ვარ­დით ამგ­ვარ სი­ტუ­­ცი­­ში, ე.ი. უს­ინ­დი­სო ყო­ფილ­ხართ. სინ­დი­სი ყო­ველ­­ვის გვკარ­ნა­ხობს, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რო­ცა არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს; არ­ჩე­ვა­ნი კი ყო­ველ­­ვის გვაქვს... რა თქმა უნ­და, ძნე­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, ამ­­ტო­მაც თა­ვის მო­გი­ჟი­­ნე­ბა ყო­ველ­­ვის უფ­რო ად­ვი­ლია, სუ­ლელს არ­­ფერს მოჰ­კითხა­ვენ: "მიბ­­ძა­ნეს, რა უნ­და მექ­ნა?"

პუშ­კი­ნის მე­გობ­რის, დე­კაბ­რისტ პუშ­ჩი­ნის სიტყ­ვებს შე­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლიც მან მე­ფეს უთხ­რა. ხელ­ფეხ­შეკ­რულ­მა ად­­მი­ან­მა ნი­კო­ლო­ზის კითხ­ვა­ზე: "რო­გორ გა­ბე­დე ეს?" - უპ­­სუ­ხა: "სხვაგ­ვა­რად ნა­ძი­რა­ლა ვიქ­ნე­ბო­დი"-ო. ამ­ით მან თქვა: მე სინ­დი­სი მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს არ­ჩე­ვა­ნიო: ან ბორ­კი­ლე­ბით უნ­და ვი­ყო ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი, ან კი­დევ ნა­ძი­რა­ლაო.

ის­ტო­რი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ეს ად­­მი­­ნე­ბი სწო­რედ მა­ღალ­მა ზნე­­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა, გა­და­­ტა­ნი­ნა ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც კი მათ ხვდათ წი­ლად ციმ­ბირ­ში. ფი­ზი­კუ­რა­დაც, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი უფ­რო ძლი­­რე­ბი დარ­­ნენ, ვიდ­რე ის­­ნი, ვინც იმ­­ვე ნი­კო­ლო­ზის ეპ­­ქა­ში მე­გობ­რებს უღ­­ლა­ტეს და შემ­დეგ კა­რი­­რა გა­­კე­თეს...

და მა­ინც, რას სწავ­ლო­ბენ ად­­მი­­ნე­ბი? ად­­მი­­ნე­ბი ცოდ­ნის გაკ­ვე­თი­ლებს გა­დი­ან, მეხ­სი­­რე­ბას, სინ­დისს ეწ­­ფე­ბი­ან. ესაა სა­მი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც აუც­­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში და რო­მელ­მაც თა­ვის­თავ­ში ხე­ლოვ­ნე­ბაც მო­იც­ვა. ეს ხე­ლოვ­ნე­ბა კი თა­ვი­სი არ­სით მეხ­სი­­რე­ბი­სა და სინ­დი­სის წიგ­ნია. მთა­ვა­რია, ამ წიგ­ნის კითხ­ვა ვის­წავ­ლოთ.

იმ­­დი მაქვს, სწო­რედ ამ­­ტომ შე­ვიკ­რი­ბეთ აქ.

© “არილი”

No comments:

Post a Comment