Friday, September 12, 2008

ბერნარდ მალამუდი




ბერ­ნარდ მა­ლა­მუ­დი (1914-1986) და­ი­ბა­და ბრუკ­ლინ­ში. და­ამ­თავ­რა კო­ლე­ჯი, შემ­დეგ კი - კო­ლუმ­ბი­ის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტი; მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწ­ე­ო­და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ბე­ნინ­გ­ტო­ნის კო­ლეჯ­ში. მის კა­ლამს ეკ­უთ­ვ­ნის რო­მა­ნე­ბი: "ას­ის­ტენ­ტი" (1957), "ახ­ა­ლი ცხოვ­რე­ბა" (1961), "ჯერ იდ­ი­ო­ტე­ბი" (1969), "დუ­ბი­ნის ცხოვ­რე­ბა­ნი" (1979), "ღვთის წყა­ლო­ბა" (1980), "რემ­ბ­რან­დ­ტის ქუ­დი" (1973) და სხვ. მწე­რალს მი­ა­ნი­ჭეს პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მია, ორ­ჯერ კი - ერ­ოვ­ნუ­ლი პრე­მია. 1979-1981 წლებ­ში მა­ლა­მუ­დი გახ­ლ­დათ ამ­ე­რი­კის პენ-ცენ­ტ­რის პრე­ზი­დენ­ტი. 1981 წელს ამ­ე­რი­კის აკ­ა­დე­მი­ამ და ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ინს­ტი­ტუტ­მა მწე­რა­ლი და­ა­ჯილ­დო­ვეს ოქ­როს მედ­ლით.




მო­დე­ლი



ერთ ად­რი­ან დი­ლას ეფ­რა­იმ ელ­ი­ჰუ ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და ფერ­წე­რის შემ­ს­წავ­ლელ სტუ­დენ­ტ­თა ლი­გას. მან აც­ნო­ბა მდი­ვან ქალს, რომ შიშ­ვე­ლი ნა­ტუ­რის და­ხატ­ვა სურ­და და ეძ­ებ­და გა­მოც­დილ, და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის მო­დელს. "შე­გიძ­ლი­ათ თუ არა, და­მეხ­მა­როთ?" - მო­რი­დე­ბით იკ­ითხა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ.
"თქვე­ნი გვა­რი არ მეც­ნო­ბა", იყო პა­სუ­ხი. "ად­რე ხომ არ გქო­ნი­ათ ჩვენ­თან საქ­მე? მარ­თა­ლია, ზო­გი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს მო­დე­ლად, მაგ­რამ მათ მხო­ლოდ ნაც­ნობ მხატ­ვ­რებს ვუგ­ზავ­ნით ხოლ­მე". მის­ტერ ელ­ი­ჰუმ მი­უ­გო, რომ უწ­ინ არ­ა­სო­დეს და­კავ­ში­რე­ბია ლი­გას. ის­იც და­უ­მა­ტა, მოყ­ვა­რუ­ლი მხატ­ვა­რი ვარ და ოდ­ეს­ღაც ამ ლი­გა­ში ვსწავ­ლობ­დიო.
"სტუ­დია თუ გაქვთ?"
"მაქვს დი­დი, კარ­გად გა­ნა­თე­ბუ­ლი ოთ­ა­ხი. ახ­ალ­გაზ­რ­და არ გახ­ლა­ვართ", სა­გან­გე­ბოდ აღ­ნიშ­ნა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ, რა­თა მდი­ვანს ეჭ­ვი არ შეჰ­პარ­ვო­და მი­სი თხოვ­ნის სიწ­რ­ფე­ლე­ში და არ ეფ­ი­ქოა, რომ მას ქვე­ნა ზრახ­ვე­ბი ამ­ოძ­რა­ვებ­და. "მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ კვლავ გა­მიჩ­ნ­და ხატ­ვის სურ­ვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფერ­მ­წე­რის­თ­ვის შიშ­ვე­ლი ნა­ტუ­რის ხატ­ვის და­უფ­ლე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არა ვარ, მაგ­რამ ხატ­ვას სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბი. თუ სა­ჭი­როა, შე­მიძ­ლია მო­გა­წო­დოთ ცნო­ბე­ბი ჩე­მი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ".
ის და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დენს უხ­დიდ­ნენ მო­დე­ლებს და მდი­ვან­მა, პა­უ­ზის შემ­დეგ, უპ­ა­სუ­ხა, "ექვს დო­ლარს სა­ათ­ში".
მის­ტერ ელ­ი­ჰუ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­და ამ თან­ხის გა­დახ­და­ზე. მას სურ­და, გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ქალ­მა მხა­რი არ აუბა, მხატ­ვ­რის გვა­რი და მი­სა­მარ­თი ჩა­ი­წე­რა, შემ­დეგ კი აღ­უთ­ქ­ვა, რომ ზე­გის­თ­ვის ვინ­მეს გა­უგ­ზავ­ნი­და.
ეს იყო ოთხ­შა­ბათს. პა­რას­კევს კი მხატ­ვარს ეს­ტუმ­რა მო­დე­ლი, რო­მელ­მაც წი­ნას­წარ ტე­ლე­ფო­ნით და­ა­ზუს­ტა სე­ან­სის დრო. ცხრა სა­ათს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც მან ზა­რი და­რე­კა და მას­პინ­ძელ­მა მა­შინ­ვე შე­მო­უშ­ვა ქა­ლი. მის­ტერ ელ­ი­ჰუს, სა­მოც­და­ა­თი წლის ჭა­ღა­რა ბე­რი­კაცს, ცო­ტა არ იყ­ოს, აღ­ელ­ვებ­და ახ­ალ­გაზ­რ­და ქა­ლის და­ხატ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვა.
და­ახ­ლო­ე­ბით ოც­დაშ­ვი­დი წლის, სა­და გა­რეგ­ნო­ბის მო­დე­ლი მხო­ლოდ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბით იპყ­რობ­და ყუ­რად­ღე­ბას. ლურ­ჯი ლა­ბა­და ეც­ვა, თუმ­ცა გა­ზაფხუ­ლის უღ­რუბ­ლო ამ­ინ­დი იდ­გა. მან ოდ­ნავ შე­ათ­ვა­ლი­ე­რა მხატ­ვა­რი და თა­მა­მად შე­ვი­და ოთ­ახ­ში.
"გა­მარ­ჯო­ბა", თქვა მხატ­ვარ­მა და ქა­ლი სა­პა­სუ­ხოდ მი­ე­სალ­მა.
"მშვე­ნი­ე­რი გა­ზაფხუ­ლია", შე­ნიშ­ნა ბე­რი­კაც­მა, რო­მელ­მაც არ იც­ო­და, რა­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბო­და მო­დელს, "ხე­ბი უკ­ვე შე­ი­ფოთ­ლა".
"ტან­საც­მე­ლი სად გა­ვი­ხა­დო?", ჯი­ქურ იკ­ითხა ქალ­მა.
მის­ტერ ელ­ი­ჰუმ მი­სი სა­ხე­ლი იკ­ითხა და გა­ი­გო, რომ მო­დელს მი­სის პე­რი ერქ­ვა.
"შე­გიძ­ლი­ათ, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გა­და­იც­ვათ, მი­სის პე­რი, ან, თუ გნე­ბავთ, ჩემს ოთ­ახ­ში. იქ უფ­რო თბი­ლა, ვიდ­რე სა­ა­ბა­ზა­ნო­ში".
მი­სის პე­რიმ გულ­გ­რი­ლად შე­ნიშ­ნა, რომ მის­თ­ვის სულ ერ­თი იყო, მაგ­რამ მა­ინც სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გა­დაც­მა ერ­ჩივ­ნა.
"რო­გორც გინ­დათ", გა­უ­ღი­მა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ.
"თქვე­ნი ცო­ლი აქაა?", და­ინ­ტე­რეს­და სა­ა­ბა­ზა­ნოს­კენ მი­მა­ვა­ლი ქა­ლი და ოთ­ახს სწრა­ფად შე­ავ­ლო თვა­ლი.
"არა, ქვრი­ვი ვარ", მი­უ­გო მხატ­ვარ­მა, "ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი კი დი­დი ხნის წინ ემს­ხ­ვერ­პ­ლა უბ­ე­დურ შემ­თხ­ვე­ვას".
ქალ­მა სა­უ­ბა­რი შე­აწყ­ვე­ტი­ნა და ბო­დი­შის მოხ­დით უთხ­რა, გა­და­ვიც­ვამ და ახ­ლა­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბიო.
"ნუ იჩ­ქა­რებთ", უპ­ა­სუ­ხა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ელ­ო­და სე­ან­სის და­საწყისს და სურ­და, გა­ე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა ეს მო­ლო­დი­ნი.
მი­სის პე­რი სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და, მა­ლე შე­მობ­რუნ­და და სა­ბა­ნაო ხა­ლა­თი გა­ი­ხა­და. ბე­რი­კაცს თვა­ლი მოს­ტა­ცა ქა­ლის ნა­ტიფ­მა მხრებ­მა. მო­დელ­მა იკ­ითხა, რო­გო­რი პო­ზა მი­ვი­ღოო, მაგ­რამ მის­ტერ ელ­ი­ჰუმ არ­ა­ფე­რი უპ­ა­სუ­ხა. მან ფარ­თო ფან­ჯ­რის მახ­ლობ­ლად დად­გ­მუ­ლი მა­გი­დის მო­მი­ნან­ქ­რე­ბულ ზე­და­პირ­ზე სა­ღე­ბა­ვე­ბის ორი ტუ­ბის შიგ­თავ­სი და­ას­ხა და მათ შე­რე­ვას შე­უდ­გა. უხ­ერ­ხუ­ლი დუ­მი­ლი ჩა­მო­ვარ­და. ქალ­მა სი­გა­რეტს მო­უ­კი­და.
"იმ­ე­დი მაქვს, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არ­ა­ფე­რი გექ­ნე­ბათ, თუ დრო­დად­რო მოვ­წევ?"
"არ­ა­ფე­რი, თუ ამ­ას შეს­ვე­ნე­ბი­სას გა­ა­კე­თებთ".
"ას­ეც ვა­პი­რებ­დი".
თვა­ლებ­დახ­რი­ლი მო­ხუ­ცი დიდ­ხანს ურ­ევ­და სა­ღე­ბა­ვებს. მას არც კი შე­უ­ხე­დავს ქა­ლის­თ­ვის, ისე სთხო­ვა, ფან­ჯა­რას­თან მიდ­გ­მულ ყვი­თელ სა­ვარ­ძელ­ში ჩამ­ჯ­და­რი­ყო. ფან­ჯ­რი­დან მო­ჩან­და ეზო და ახ­ლად შე­ფოთ­ლი­ლი ხე­ე­ბი.
"რო­გორ დავ­ჯ­დე, ფე­ხე­ბი გა­და­ვაჯ­ვა­რე­დი­ნო?"
"რო­გორც გირ­ჩევ­ნი­ათ, ისე მო­ეწყ­ვეთ, რომ თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად იგრ­ძ­ნოთ".
ქა­ლი ოდ­ნავ გა­ოც­და, მაგ­რამ მა­ინც ჩაჯ­და სა­ვარ­ძელ­ში და ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­ი­დო. ლა­მა­ზი სხე­უ­ლი ჰქონ­და.
"ასე კარ­გია?"
მის­ტერ ელ­ი­ჰუმ თა­ვი და­უქ­ნია. "კარ­გია", და­უ­დას­ტუ­რა მან, "ძა­ლი­ან კარ­გი".
მხატ­ვარ­მა სა­ღე­ბავ­თა ნა­ზავ­ში ფუნ­ჯი ამ­ო­უს­ვა, ბო­ლოს და ბო­ლოს თვა­ლი შე­ავ­ლო მო­დე­ლის შიშ­ველ სხე­ულს და მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. ის დრო­დად­რო უყ­უ­რებ­და ქალს, შემ­დეგ კი სწრა­ფად აც­ი­ლებ­და მზე­რას, თით­ქოს ში­შობ­და, ამ­ით შე­უ­რაცხ­ყო­ფა არ მი­ვა­ყე­ნოო. სა­ხე­ზე გან­ზ­რახ გა­ნურ­ჩე­ვე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა გა­დაჰ­ფე­ნო­და. აშ­კა­რად და­უ­დევ­რად ხა­ტავ­და, მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად აც­ქერ­დე­ბო­და მო­დელს. ერთხელ, რო­დე­საც ქა­ლი შეტ­რი­ალ­და და ხე­ე­ბი შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, ბე­რი­კა­ცი წა­მი­ე­რად და­აკ­ვირ­და მას - სურ­და, გა­ე­გო, რამ მი­იპყ­რო მო­დე­ლის ყუ­რად­ღე­ბა.
რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მო­დე­ლი აწ­რი­ალ­და. მას ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მის­ტერ ელ­ი­ა­ჰუ ახ­ი­რე­ბუ­ლად იქ­ცე­ო­და. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ ქალს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სო და ის ელ­და­ნაკ­რა­ვი­ვით წა­მოხ­ტა ყვი­თე­ლი სა­ვარ­ძ­ლი­დან.
"რა მოხ­და, და­ი­ღა­ლეთ?" იკ­ითხა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მო­ხუც­მა.
"არა", მი­უ­გო მი­სის პე­რიმ, "მაგ­რამ, ღვთის გუ­ლის­თ­ვის, ამ­იხ­სე­ნით, რას აკ­ე­თებთ. მგო­ნი, ფერ­წე­რი­სა არ­ა­ფე­რი გა­გე­გე­ბათ".
მის­ტერ ელ­ი­ჰუმ ტი­ლოს სწრა­ფად გა­და­ა­ფა­რა პირ­სა­ხო­ცი და შე­იშ­მუშ­ნა. ისე და­იბ­ნა, რომ ერთხანს ვე­რა­ფე­რი თქვა. შემ­დეგ ოდ­ნავ ამ­ო­ი­ოხ­რა და გამ­შ­რა­ლი ტუ­ჩე­ბი მო­ი­ლო­კა. ქა­ლი მწყრა­ლად უყ­უ­რებ­და და მო­ხუცს ის­ღა დარ­ჩე­ნო­და, ეღ­ი­ა­რე­ბი­ნა, რომ ფერ­წე­რა­ში სუ­ლაც არ იყო და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი. მან თა­ვი იმ­ით გა­ი­მარ­თ­ლა, რომ ორ­ი­ოდ დღის წინ ყო­ვე­ლი­ვე მკა­ფი­ოდ აუხს­ნა ლი­გის მდი­ვანს. მი­სის პე­რი კვლავ მდუ­მა­რედ და რის­ხ­ვით უმ­ზერ­და მას. მო­ხუც­მა დარ­ცხ­ვე­ნით მო­უ­ბო­დი­შა ქალს: "გე­ვედ­რე­ბით, მა­პა­ტი­ოთ, რომ ჩემ­თან მო­გიყ­ვა­ნეთ. სჯობ­და, კარ­გად გა­მო­მე­ცა­და ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მა­შინ დროს არ და­გა­კარ­გ­ვი­ნებ­დით. ალ­ბათ, მზად არა ვარ, ვა­კე­თო ის, რაც მსურს".
"სუ­ლაც არ მა­ნაღ­ვ­ლებს, რამ­დენ ხანს უნ­და გა­მო­გე­ცა­დათ თა­ვი", გეს­ლი­ა­ნად მი­ა­ძა­ხა მი­სის პე­რიმ. "გა­ნა მარ­თ­ლა და­ხა­ტეთ ჩე­მი პორ­ტ­რე­ტი? კარ­გად შე­ვამ­ჩ­ნიე, რა ხარ­ბად უყ­უ­რებ­დით ჩემს შიშ­ველ სხე­ულს. არ ვი­ცი, რა მიზ­ნე­ბი გა­მოძ­რა­ვებ­დათ, მაგ­რამ, ეშ­მაკ­მა და­ლახ­ვ­როს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ფერ­წე­რას­თან არ­ა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო".
"წინ­და­უ­ხე­და­ვად მო­ვი­ქე­ცი", ამ­ო­იკ­ვ­ნე­სა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ.
"მარ­თ­ლა ასეა", ქი­ლი­კით და­უ­მოწ­მა ქალ­მა, კა­ბა გა­და­იც­ვა და წელ­ზე ქა­მა­რი მაგ­რად მო­ი­ჭი­რა.
"მხატ­ვა­რი ვარ", გა­ნაგ­რ­ძო მან, "და მო­დე­ლად იმ­ი­ტომ ვმუ­შა­ობ, რომ ფუ­ლი მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სი­ყალ­ბეს მა­შინ­ვე ვამ­ჩ­ნევ".
"უხ­ერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩავ­ვარ­დე­ბო­დი", წა­ი­ლუღ­ლუ­ღა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ, "კარ­გად რომ ამ­ეხ­ს­ნა სი­ტუ­ა­ცია იმ ქალ­ბა­ტო­ნის­თ­ვის".
"ვნა­ნობ, რომ ასე მოხ­და", დას­ძი­ნა მან ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით. "ქა­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მი­ზი­დავ­დ­ნენ, მაგ­რამ დაქ­ვ­რი­ვე­ბის შემ­დეგ არც ერ­თი მე­გო­ბა­რი ქა­ლი არ მყო­ლია. ესაა ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ხატ­ვას ხე­ლახ­ლა მოვ­კი­დე ხე­ლი. ნი­ჭი­ე­რე­ბით არ­ა­სო­დეს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, ახ­ლა კი სა­ერ­თოდ დამ­ვიწყ­ნია ხატ­ვა და არა მარ­ტო ხატ­ვა, არ­ა­მედ - ქა­ლის სხე­უ­ლიც. არ მე­გო­ნა, რომ ასე ამ­ა­ღელ­ვებ­დით. მა­პა­ტი­ეთ, რომ შე­გა­წუ­ხეთ".
"შე­წუ­ხე­ბა ამ­ი­ნაზ­ღა­ურ­დე­ბა", მკვა­ხედ მი­უ­გო მი­სის პე­რიმ, "მაგ­რამ რო­გორ ამ­ი­ნაზ­ღა­უ­რებთ შე­უ­რაცხ­ყო­ფას?"
"არ მსურ­და თქვე­ნი შე­უ­რაცხ­ყო­ფა".
"მე ასე არ ვფიქ­რობ", ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ქალ­მა და წუ­თით და­ფიქ­რ­და, შემ­დეგ კი უეც­რად მო­ითხო­ვა, რომ მის­ტერ ელ­ი­ჰუს ტანთ გა­ე­ხა­და.
"მე?" ჰკითხა გა­ო­ცე­ბულ­მა ბე­რი­კაც­მა. "რის­თ­ვის?"
"უნ­და დაგ­ხა­ტოთ. გა­ი­ხა­დეთ შარ­ვა­ლი და პე­რან­გი".
მის­ტერ ელ­ი­ჰუმ გა­უ­ბე­და­ვად წა­ი­ხუმ­რა, სულ ახ­ლა­ხან მი­ვა­ტო­ვე თბი­ლი საც­ვ­ლის ტა­რე­ბაო, მაგ­რამ ქალს არ გას­ცი­ნე­ბია.
მო­ხუც­მა ნელ-ნე­ლა გა­ი­ხა­და ტან­საც­მე­ლი, თა­ვი­სი სი­შიშ­ვ­ლი­სა რცხვე­ნო­და.
მი­სის პე­რიმ სწრა­ფად, ხე­ლის მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბით და­ხა­ტა ბე­რი­კა­ცის სხე­უ­ლი. რო­დე­საც და­ას­რუ­ლა, შა­ვი სა­ღე­ბა­ვის ნაღ­ვენ­თ­ში ფუნ­ჯი ამ­ო­უს­ვა და ნა­ხა­ტი ერ­თი­ა­ნად გა­დაჯღაბ­ნა.
შემ­კ­რ­თა­ლი, ენ­ა­ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მის­ტერ ელ­ი­ჰუ ხე­დავ­და, რო­გორ ზიზღს იწ­ვევ­და ქალ­ში, მაგ­რამ რი­დით დუმ­და.
ბო­ლოს მი­სის პე­რიმ ფუნ­ჯი სა­ქა­ღალ­დე კა­ლა­თა­ში მო­ის­რო­ლა და სა­ა­ბა­ზა­ნო­დან ლა­ბა­და გა­მო­ი­ტა­ნა. ამ­ა­სო­ბა­ში ბე­რი­კაც­მა გა­მო­წე­რა ჩე­კი დათ­ქ­მულ თან­ხა­ზე. მი­სის პე­რიმ და­უ­დევ­რად ჩა­აგ­დო ჩე­კი თა­ვის დიდ ჩან­თა­ში და კა­რი გა­ი­ჯა­ხუ­ნა.
მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა მის­ტერ ელ­ი­ჰუმ გა­ი­ფიქ­რა, რომ ქა­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რად, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი იყო, თუმ­ცა გრა­ცია აკლ­და. შემ­დეგ, სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა, ჰკითხა თავს, "ნუ­თუ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტი აღ­ა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა? ნუ­თუ ეს ყვე­ლა­ფე­რია, რაც დამ­რ­ჩე­ნია?" თუმ­ცა მშვე­ნივ­რად იც­ო­და, რომ მარ­ტო­ო­ბის­თ­ვის იყო გან­წი­რუ­ლი.
შემ­დეგ მან პირ­სა­ხო­ცი მო­ა­ცი­ლა ტი­ლოს და შე­ე­ცა­და, პორ­ტ­რე­ტი და­მა­ტე­ბი­თი შტრი­ხე­ბით შე­ევ­სო, მაგ­რამ ქა­ლის სა­ხე უკ­ვე და­ვიწყ­ნო­და.


© “არილი”

No comments:

Post a Comment