Tuesday, December 9, 2008

აჰმად ტაჰა

რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცო­ბი­დან ინ­ტი­მურ პო­ე­ზი­ამ­დე


აჰ­მად ტა­ჰა ეგ­ვიპ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტორ­თა შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა - ად­ა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ. თუმ­ცა თა­ვად იგი ამ ფაქტს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არ ან­ი­ჭებს.
ის 1952 წელს და­ი­ბა­და შუბ­რა­ში (კა­ი­როს ერთ-ერ­თი რა­ი­ო­ნი). ბავ­შ­ვო­ბა­ში "ქუთ­თა­ბის" (დაწყე­ბი­თი სკო­ლა, სა­დაც ყუ­რანს ას­წავ­ლი­ან) სკო­ლა გა­ი­ა­რა, რი­თაც მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა კლა­სი­კუ­რი არ­ა­ბუ­ლის კარგ ცოდ­ნას. შე­საძ­ლოა, ამ­ის გა­მო აირ­ჩია სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა თა­ვი­სი ლექ­სე­ბის ენ­ად მა­შინ, რო­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ეგ­ვიპ­ტურ პო­ე­ზი­ა­ში დი­ა­ლექ­ტ­ზე წე­რა მი­იჩ­ნე­ვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად. ოცი წლის იყო, რო­ცა მე­გობ­რებ­თან ერ­თად "სა­მოც­და­ცა­მე­ტი წლის" ომ­ში წა­ვი­და. მა­შინ მარ­ქ­სის­ტიც იყო და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტიც".
რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ ჯა­რის­კაცს, ტა­ჰას ოფ­იც­რო­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებ­დ­ნენ, თუმ­ცა ის ხე­დავ­და კლა­სობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბას მა­ღალ­ჩი­ნო­სან სამ­ხედ­რო­ებ­სა და რი­გი­თებს შო­რის. ერთხელ ლექ­ცი­აც ჩა­უ­ტა­რა უბ­რა­ლო ჯა­რის­კა­ცებს და უთხ­რა მათ, რომ უიაფ­ეს­ნი იყვ­ნენ ამ ომ­ში, რომ კარ­ვე­ბიც კი მათ­ზე ძვი­რად ფა­სობ­და. ამ­ის გა­მო ტა­ჰა ერ­თი კვი­რით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ასე მო­ე­ღო ბო­ლო მის ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ იდ­ე­ას. შე­და­რე­ბით დიდ­ხანს გას­ტა­ნა მარ­ქ­სიზ­მის რწმე­ნამ. თუმ­ცა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და სრუ­ლი იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბის­თ­ვის.
დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ტა­ჰამ უფ­რო აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყო ხე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას. მუ­შა­ო­ბა და­იწყო ჟურ­ნალ­ში "ალ-ქა­თიბ" ("მწე­რა­ლი"). 70-იან წლებ­ში რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ალ-ას­ვა­თი" ("ხმე­ბი") და­ა­არ­სა. გა­მოს­ცა ლექ­ს­თა პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი "ნუ და­შორ­დე­ბი ჩემს სა­ხელს" (1981 წელს). ამ­ას მოჰ­ყ­ვა "ალ-ას­ვა­თის" ჯგუფ­თან ერ­თად შექ­მ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლი "ალ-ქი­თა­ბა­თუ სსავ­და" ("სა­და მწერ­ლო­ბა", რო­მე­ლიც 1988 წელს გა­მო­ვი­და. ტა­ჰა მას­პინ­ძ­ლობ­და თით­ქ­მის რე­გუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ შეკ­რე­ბებს თა­ვის ბი­ნა­ში, კა­ი­რო­ში. უც­ხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს, რი­თაც მთავ­რო­ბის ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო.
1985 წელს სა­ხელ­მ­წი­ფოს, მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის, ის­ლა­მის­ტე­ბი­სა და "ცრუ­ლი­ბე­რალ­თა" მხრი­დან გა­დამ­წყ­ვე­ტი თავ­დას­ხ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ეტ­ზე. მის ბი­ნა­ზე გა­მარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი ძირ­გა­მომ­თხ­რელ, ფეთ­ქე­ბად­სა­შიშ მოღ­ვა­წე­ო­ბად მი­იჩ­ნი­ეს. ორთ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ტა­ჰა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ მი­სი წიგ­ნე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი კონ­ფის­კა­ცი­ის შემ­დეგ აღ­არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ: - "მათ წა­მარ­თ­ვეს მთე­ლი ჩე­მი ხსოვ­ნა არ­აფ­რის გუ­ლის­თ­ვის". ეს და­ნა­კარ­გი იმ­დე­ნად დი­დი მო­რა­ლუ­რი დარ­ტყ­მა იყო, რომ პო­ეტ­მა წე­რა შეწყ­ვი­ტა.
ამ მის­თ­ვის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში ტა­ჰამ კა­ი­როს ერთ-ერთ კა­ფე­ში სი­უ­რე­ა­ლის­ტი, ფი­ლო­სო­ფო­სი ან­ვარ ქა­მე­ლი გა­იც­ნო. ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ჯორჯ ჰე­ნა­ინ­თან ერ­თად ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ეგ­ვიპ­ტუ­რი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი იყო. აზრ­თა თუ ას­ა­კის სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის­ი­ნი და­მე­გობ­რ­დ­ნენ.
ექს-მარ­ქ­სის­ტი პო­ე­ტი კა­პი­ტა­ლიზ­მის ცენ­ტ­რ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. შვი­დი წე­ლი იც­ხოვ­რა ამ­ე­რი­კა­ში - ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და ჩი­კა­გოს უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში, ას­წავ­ლი­და არ­ა­ბულს. იქ ყოფ­ნამ თით­ქოს გა­ა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვა ტა­ჰა, ენ­ერ­გი­ით აღ­ავ­სო ის, მაგ­რამ რა­ღაც ძა­ლა ეგ­ვიპ­ტის­კენ ექ­ა­ჩე­ბო­და და 1993 წელს დაბ­რუნ­და კი­დეც. მი­სი თქმით, ცო­ტა უფ­რო ახ­ალ­გაზ­რ­და რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუც­ი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბო­და ამ­ე­რი­კა­ში, მაგ­რამ ამ დრო­ის­თ­ვის ეგ­ვიპ­ტეს­თან სხვა ემ­ო­ცია აკ­ავ­ში­რებ­და, აქ იყო მი­სი მე­გობ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი. უკ­ვე არც კა­ი­რო­ში უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა და აღ­არც ამ­ე­რი­კა­ში შე­ეძ­ლო. აშშ-ში ცხოვ­რე­ბი­სას და­წე­რილ­მა ლექ­სებ­მა თა­ვი მო­ი­ყა­რა ტა­ჰას მე­ო­რე კრე­ბულ­ში "მა­გი­და 48".
ბევ­რი ად­ა­მი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტ­მა, რომ ტა­ჰა სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავ­და, თუ რო­გორ შეხ­ვ­და და და­უ­მე­გობ­რ­და ებ­რა­ე­ლებს. მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გამ­წ­ვავ­და 1999 წლის ზაფხულ­ში, რო­ცა ის და ჰუ­და ჰუ­სე­ი­ნი საფ­რან­გეთ­ში ხმელ­თა­შუა ზღვის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სხვა ეგ­ვიპ­ტელ პო­ეტ­თა მსგავ­სად იგ­ნო­რი­რე­ბას კი არ უკ­ე­თებ­დ­ნენ ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს, არ­ა­მედ იდ­ე­ე­ბიც გა­უ­ზი­ა­რეს ამ­ირ ორ­სა და რო­ნი სო­მექს. თა­ვად ტა­ჰა ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს: "და­ვი­ბა­დე რა შუბ­რა­ში, ბავ­შ­ვო­ბა მრა­ვა­ლე­რო­ვან, მულ­ტი­ეთ­ნი­კურ გა­რე­მო­ში გა­ვა­ტა­რე. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იყვ­ნენ სომ­ხე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი. ასე რომ, მე არ მაქვს პრობ­ლე­მა რა­სას­თან და რე­ლი­გი­ას­თან".
ამ­ე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტა­ჰა მიხ­ვ­და, რომ მი­სი თა­ო­ბის პო­ე­ტებ­მა შეწყ­ვი­ტეს გან­ვი­თა­რე­ბა, აღ­არ სურ­დათ შეც­ვ­ლა. ამ­ი­ტო­მაც ახ­ალ პრო­ექ­ტ­ზე და­იწყო ფიქ­რი. გა­მოს­ცა ჟურ­ნა­ლი "ალ-ჯა­რა­დი" ("კა­ლი­ე­ბი"). მას­თან ძი­რი­თა­დად ის მო­წი­ნა­ვე ახ­ალ­გაზ­რ­და ხე­ლო­ვა­ნე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც ანგ­რევ­დ­ნენ და არღ­ვევ­დ­ნენ ტა­ბუს რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რულს, ას­ე­ვე სექ­სუ­ა­ლურს. ჰუ­და ჰუ­სე­ი­ნი, მუ­ჰა­მედ მეთ­ვა­ლი (ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს აშშ-ში), ბა­ჰაა ავ­ა­დი, მუ­ჰა­მედ ლა­ში­ნი, მა­ჰერ საბ­რი - არც ერ­თი მათ­გა­ნი არ მი­ი­ღო ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა ელ­ი­ტამ. ის­ი­ნი გა­რი­ყუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ახ­ლად­გა­მო­ცე­მულ, სტილ­თა დი­ფუ­ზი­უ­რო­ბით და ან­არ­ქიზ­მით გა­მორ­ჩე­ულ ჟურ­ნალს კი ში­ნა­არ­სის გა­მო "ამ­ე­რი­კუ­ლი" უწ­ო­დეს.
1999 წლის და­საწყის­ში დევ­ნი­ლი პო­ე­ტი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნოს, ჟურ­ნალ "ალ-კა­ჰი­რას" (კა­ი­რო) რე­დაქ­ტო­რი გახ­და. ეს ეგ­ვიპ­ტუ­რი წიგ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (General Egyption book Organization) თავ­მ­ჯ­დო­მა­რის სა­მირ სარ­ჰა­ნის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით მოხ­და. სარ­ჰა­ნი ხე­დავ­და, რომ ჟურ­ნა­ლის დო­ნემ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად და­ი­წია და საქ­მის გა­მოს­წო­რე­ბა ტა­ჰას მი­ან­დო. ტა­ჰამ გა­ა­კე­თა ეს, თუმ­ცა მხო­ლოდ ხუ­თი ნომ­რის გა­მო­ცე­მა მო­ას­წ­რო. წინ წა­მოს­წია ფე­მი­ნიზ­მი­სა და პოს­ტ­კო­ლო­ნი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თე­მე­ბი. ჟურ­ნა­ლი და­ხუ­რეს. აჰ­მად ტა­ჰა, რომ­ლის მო­საზ­რე­ბებს ვე­რაფ­რით შე­ე­გუა ერთ-ერ­თი გა­მომ­ცე­მე­ლი, ის­რა­ე­ლის მო­ძუ­ლე აბუ ოუფი, ამ­ე­რი­კის ჯა­შუ­შად გა­მო­აცხა­დეს. ეს კონ­ფ­ლიქ­ტი პო­ლი­ცი­ა­ში დას­რულ­და.
ტა­ჰა "ალ-ჯა­რა­დის" შემ­დეგ ნო­მერს მი­უბ­რუნ­და, სა­დაც ასპ­რე­ზი ის­ევ ახ­ალ­გაზ­რ­დებს ეთ­მო­ბათ. ტა­ჰა ბევრს მუ­შა­ობს ახ­ალ­გაზ­რ­დებ­თან. "შე­საძ­ლოა მათ სიღ­რ­მე აკ­ლი­ათ, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფელ­ნი არ­ი­ან და იც­ი­ან, თუ რა ხდე­ბა მათ გარ­შე­მო", - აღ­ნიშ­ნავს პო­ე­ტი. 1987-1992 წლებ­ში შექ­მ­ნი­ლი მი­სი ლექ­სე­ბი გა­ერ­თი­ან­და კრე­ბულ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით "კედ­ლე­ბის იმ­პე­რია". ეს გა­მო­ცე­მა, ის­ე­ვე, რო­გორც "მა­გი­და 48", თარ­გ­მ­ნი­ლია ინგ­ლი­სუ­რად.
ამ­ჟა­მად ტა­ჰა ლექ­სე­ბის მე­ოთხე კრე­ბულ­ზე მუ­შა­ობს.


ნი­ნო დო­ლი­ძე


მე­თევ­ზე

ვუძღ­ვ­ნი ვა­ი­ლი-ლ-მა­ითს
ის ზან­გი კა­ცი სა­მოც­და­ათს მი­ტა­ნე­ბუ­ლი
იჯ­და ტბის პი­რას შა­ბა­თის დი­ლას
ვე­ლო­სი­პე­დი ედო გვერ­დით
მაგ­ნი­ტო­ფო­ნი
და სულ ცო­ტა მა­რი­ხუ­ა­ნა.
იც­ო­და კაც­მა, ეს იყო მი­სი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი მშვე­ნი­ე­რი დი­ლა ამ ტბა­ზე
და შემ­დეგ დი­ლას
წარ­ს­დ­გე­ბო­და იგი მორ­ჩი­ლად უფ­ლის წი­ნა­შე
ჯი­ბე­ში თა­ვი­სი ქე­რა ქა­ლე­ბის ალ­ბო­მი ედო
რო­მე­ლიც არ და­ვიწყე­ბო­და, თუმც სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და
ალ­ბომ­ში ყვე­ლა სუ­რა­თი დრო­ის, წუ­თე­ბის მი­ხედ­ვით ეწ­ყო
რომ ეპ­ა­სუ­ხა ღმერ­თის კითხ­ვებ­ზე და და­ე­ფა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა
ის კა­ცი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო
და იყო მარ­ტო­სუ­ლი
და სწამ­და იმ კაცს, რომ სა­მოთხე­ში იქ­ნე­ბო­და მი­სი ად­გი­ლი
არა იმ­ი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დი­ლაა უკ­ვე
რაც სმას მო­ეშ­ვა
ან­და ქა­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ
მა­რი­ხუ­ა­ნას ქი­საც და­კარ­გა
და­საფ­ლა­ვე­ბის ზე­და­ხო­რა­ში
არ­ა­მედ
იმ­ი­ტომ, რომ ბო­ლო წამ­ში ალ­ბო­მის ყდა­ში
თა­ვი­სი შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბის გვერ­დით
ქრის­ტეს სუ­რა­თის მო­თავ­სე­ბა
არ და­ა­ვიწყ­და.

ამ­ბა­ვი

გა­და­აქვს ერთ მწყემსს მთაგ­რე­ხილ­ზე
თა­ვი­სი კოს­მი­უ­რი სა­ზი­და­ვი
ჩა­უ­ჭი­დია ხე­ლი უხ­ე­ში ბაწ­რის­თ­ვის
შორ­დე­ბა იგი ჭრელ ამ­უ­ლე­ტებს და ჩი­ვილს მტან­ჯ­ველ ტკი­ვილ­ზე
კე­ტავს გა­ლა­ვანს არ­ა­ბეს­კის
და კე­ტავს მის მცველს
მცველს ას­ო­ე­ბის თუ სა­ხე­ლე­ბის
ტო­ვებს თაფ­ლის და ცო­მის ბურ­თებს აალ­ე­ბუ­ლებს
ტო­ვებს გზებ­სა და თავ­შე­საფ­რებს
ქა­ლებს და კა­ცებს უთ­ა­ვო­ებს და უტ­ა­ნო­ებს
კე­ტავს მთვლე­მა­რეთ და კე­ტავს მშივ­რებს
ნა­წი­ლე­ბის­გან შიშ­ველ სხე­უ­ლებს
ავ­ად­მ­ყო­ფებს თუ ექს­ტაზ­ში მყოფთ
უგ­ერ­გი­ლო­ებს
აი, ასე...
გრძნობს ახ­ლა მწყემ­სი ნე­ტა­რე­ბას სიტყ­ვე­ბით უთქ­მელს
და ისვ­რის ლა­სოს ქა­ლა­ქე­ბის­კენ
რომ­ლე­ბიც პა­ნი­კუ­რი ში­შით მო­ცულ­ნი გარ­ბი­ან სად­ღაც
მა­თი ეპ­ო­ქე­ბი ერთ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლა
და ეჩ­ე­ხე­ბა გა­ლავ­ნე­ბი გა­ლავ­ნებს, კედ­ლე­ბი კედ­ლებს:
კა­ი­რო­სი და მა­ნი­ლის
ხი­რო­სი­მი­სა და ბე­ი­რუ­თის
ბაღ­და­დი­სა და სან­ტი­ა­გო­სი
იოჰ­ა­ნეს­ბურ­გი­სა და თე­ლა­ვი­ვის
სწო­რედ ამ დროს...
გრძნობს მწყემ­სი თრო­ბას
და ისვ­რის ლა­სოს მე­ო­რედ დრო­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით
დრო­ის, იმ დრო­ის, დე­და­მი­წის გულს და კუდს რომ ჰყოფს
და იჭ­ერს ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კა­ცის სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს
აგ­რო­ვებს ჭა­ო­ბის შლამ­ში
ას­ე­ვე კაცს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქა­ლის სა­ხელს კრეფს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ბი...იმ... თუ...
ამგ­ვა­რად
აღ­წევს მწყემ­სი ორ­გაზმს
და ეუფ­ლე­ბა თა­ვი­სი კოს­მი­უ­რი სა­ზი­და­ვის ხორცს
და აგ­დებს მას
დე­და­მი­წის­გან ძა­ლი­ან შორს.


"არ­ა­ბეს­კა"

დგას არ­ა­ბეს­კი, ვით დაბ­რ­კო­ლე­ბა ჩვენს და მათ შო­რის
მა­ლე შთან­თ­ქა­ვენ მას ქვე­მე­ხე­ბი, მაგ­რამ ლოც­ვა ის­ევ აღ­ად­გენს
მის ხვრე­ლებს გას­წ­ვ­რივ ერთ­მა­ნეთს ცვლი­ან
ხან სიკ­ვ­დი­ლი და ხან გე­ნერ­ლე­ბი:
თა­ვის ქა­ლე­ბი
ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რე­ე­ბი
სამ­შობ­ლო­ე­ბი
საბ­რ­ძო­ლო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი
მე­ო­რე მხა­რეს კი თავს იყ­რი­ან
მცვე­ლე­ბი
ბრმე­ბი
კეთ­როვ­ნე­ბი და სუ­ლე­ლე­ბი
ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მის­კენ მი­დის
ყვე­ლა სხე­უ­ლი იქ გა­ი­ელ­ვებს
ხო­ლო გუ­ლი კი თი­თო­ე­უ­ლი
იწ­ვე­ბა მას­ში.


უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ცეკ­ვა ან­ვარ ქა­მელ­თან

რო­გორც ყო­ველ­თ­ვის
მო­მა­ვალ­შიც შენ­გან სულ ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი მექ­ნე­ბა -
ვინ უნ­და მოკ­ვ­დეს უფ­რო ად­რე
მარ­ქ­სი
თუ ქმა­რი იმ ქა­ლი­სა, გვერ­დით რომ მი­წევს
ხა­კის­ფე­რებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი გე­ნე­რა­ლი
თუ გე­ნე­რა­ლი ჯინ­სი­ა­ნი
მაგ­რამ როს ღა­მე უკ­ა­ნას­კ­ნელ წუ­თებს და­ით­ვ­ლის
ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დე­ბით, რომ სუყ­ვე­ლა გარ­და­იც­ვ­ლე­ბა
ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დე­ბით და ყვე­ლა­ფერს მი­ვუ­ჩენთ ად­გილს
მა­შინ, რო­დე­საც მომ­დევ­ნო მიმ­წუხრს
ამ ცხოვ­რე­ბი­დან შე­ნი ბო­ლო და სა­მუ­და­მო გამ­გ­ზავ­რე­ბის ჟა­მი დად­გე­ბა.



© ”არილი”

No comments:

Post a Comment