Friday, December 26, 2008

ნოდარ ებრალიძე

თბი­ლი­სუ­რი შე­ძა­ხი­ლე­ბი

ხო­ზო­გე­პეუ!

Nomina sunt mutabilia, res autem immobiles (ლათ. სა­ხე­ლე­ბი ცვა­ლე­ბა­დია, მაგ­რამ თვით საგ­ნე­ბი არ იცვ­ლე­ბა)

ასე ეძ­ახ­დ­ნენ მსუ­ქანს; სულ ერ­თი იყო - ვინ­გინ­და­ვინ: ბავ­შ­ვი - გო­გო თუ ბი­ჭი, დი­დი - ქა­ლი თუ კა­ცი. არც მო­ხუცს ინ­დობ­დ­ნენ, თუ­კი გა­დაც­დე­ნი­ლი იყო სიმ­სუქ­ნის ზღვარს. ეს შე­ძა­ხი­ლი ყვე­ლამ იც­ო­და, არც შედ­გე­ნი­ლო­ბა ეშ­ლე­ბო­და ვინ­მეს. "გე­პეუ" რა­ღაც ზე­ვი­დან წა­მო­სულს, მოს­კო­ვურს, რუ­სულს, იმ­ა­ვე "ჩე­კას" - ძერ­ჟინ­ს­კის, ეგ­ო­როვს, ეჟ­ოვს, ბე­რი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბო­და. სიმ­სუქ­ნეს "ხო­ზო" გა­მო­ხა­ტავ­და. არ­ა­ვინ უწ­ყო­და, სა­და­უ­რი სიტყ­ვა იყო. ზოგ ჭრელ უბ­ან­ში ქარ­თ­ვე­ლებს, სომ­ხებს, ქურ­თებს ერთ­ნა­ი­რად ემ­შობ­ლი­უ­რე­ბო­და. რუ­სებს უფ­რო ეუც­ხო­ვე­ბო­დათ, თუმც თა­ვის სა­ა­ლერ­სო ბო­ლო­სარ­თებს არ იშ­უ­რებ­დ­ნენ. გე­პე­უს და­მა­ტე­ბას ასე ერ­ჩივ­ნათ. ალ­ბათ, მათ­თ­ვის ეს გე-პე-უ უფ­რო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე იყო. იმ­დე­ნად გავ­რ­ცელ­და ქა­ლაქ­ში, რომ სკო­ლა­ში, კლა­სებ­ში, ამ თი­კუ­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი, სამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ქა­რაქ­ტე­რო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ ტიპს ლა­მის გვერ­დით ამ­ოს­დ­გო­მო­და, რო­გორც მე­ოთხე ამპ­ლუა. ეს სა­მი ძი­რი­თა­დი საკ­ლა­სო ხა­სი­ა­თი და მდგო­მა­რე­ო­ბა კი შემ­დე­გი იყო: "ცელ­ქი", "ყო­ჩი", "სა­მა­გა­ლი­თო" (ანუ ვუნ­დერ­კინ­დი; მაგ­რამ ამ სიტყ­ვას მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­ი­დე­ბოდ­ნენ, მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ალ­ბათ, ან არ იც­ო­და, ან­და ის­იც გა­ურ­ბო­და). ნორ­მა­ლურ კლას­ში ერ­თი ხო­ზო მა­ინც გა­მო­ე­რე­ო­და, სხვა ამპ­ლუ­ას კი იშ­ვი­ა­თად თუ შე­ი­თავ­სებ­და. "ცელ­ქი" ყო­ველ­თ­ვის იყო (ოღ­ონდ არა ხუ­ლი­გა­ნი, უზრ­დე­ლი, ამ­რე­ვი). ას­ე­თე­ბი მა­ღალ კლა­სებ­ში ყა­ლიბ­დე­ბოდ­ნენ და რა­ღაც უფ­რო მა­ღალ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც იძ­ენ­დ­ნენ ცხოვ­რე­ბის კი­ბე­ზე. უყ­ო­ჩო და უვ­უნ­დერ­კინ­დო კლა­სი არ ვარ­გო­და. ში­ნა­არ­სით ხომ მწი­რი იყო და თა­ნაც მა­ძი­ებ­ლე­ბი ჩნდე­ბოდ­ნენ, შფო­თი სად­გურ­დე­ბო­და. ყო­ჩო­ბას თუ მა­ინც თვი­თონ ბი­ჭე­ბი იჩ­ე­მებ­დ­ნენ და ერთ­მა­ნეთ­ში არკ­ვევ­დ­ნენ, სა­მა­გა­ლი­თოს მშობ­ლე­ბი ად­გენ­დ­ნენ - ყვე­ლა არა, მაგ­რამ რა­ღაც ნა­წი­ლი მა­ინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ფა­რულ ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მას­წავ­ლე­ბე­ლი და კლა­სი უს­ვამ­და ბე­ჭედს. მარ­ტო მშობ­ლე­ბის მონ­დო­მე­ბა და ჭი­დი­ლი მა­ინც ვერ ამ­ბობ­და გა­დამ­წყ­ვეტ სიტყ­ვას ამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კონ­კურ­ს­ში. თუ მარ­თ­ლა ღვთით მო­მად­ლე­ბუ­ლი ვინ­მე მო­ევ­ლი­ნე­ბო­და კლასს, მა­შინ ხომ გან­გე­ბას ვე­რა­ვინ უმ­ხედ­რ­დე­ბო­და - ამაო შე­ზი­ა­რე­ბა გა­მო­რიცხუ­ლი იყო. ხო­ზო­ე­ბი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ამ ტრი­უმ­ვი­რატ­ში არც შე­დი­ოდ­ნენ (ათ­ას­ში ერთხელ თუ სხვა ამპ­ლუ­აც არ ექ­ნე­ბო­დათ მორ­გე­ბუ­ლი). ის­ი­ნი უფ­რო ცელ­ქის და მის ამ­ქარ-კლა­სე­ლე­ბის სა­მიზ­ნე ხდე­ბოდ­ნენ. ეს უკ­ვე ხო­ზოს სხვა მო­ნა­ცე­მებ­ზეც იქ­ნე­ბო­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თვი­თონ ცელ­ქის სუ­ლი­ერ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე.
ჩვე­ნი ცელ­ქი მთელ სკო­ლა­ში გა­მო­ჩე­უ­ლი ბი­ჭი იყო - კე­თილ­შო­ბი­ლი, სი­ა­ვის ნა­ტა­მა­ლი არ ჰქონ­და, გულ­კე­თი­ლი, დამ­თ­მო­ბი. ან­ცო­ბა­ში კი - დი­დი ფან­ტა­ზი­ო­რი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი. ოთ­ხი კლა­სის მე­რე თავ­გა­და­დე­ბულ სპორ­ტ­ს­მე­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­შიც ერთ­დ­რო­უ­ლად ვსწავ­ლობ­დით. მე­რე ჩე­მი, ამ­ხა­ნა­გე­ბის საყ­ვა­რე­ლი ერ­თი რი­გი­თი პა­ტი­ო­სა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. ნელ-ნე­ლა მემ­თ­ვ­რა­ლე­ო­ბას შე­ეჩ­ვია. მოტყ­და, და­ინ­ვა­ლიდ­და კი­დეც, მაგ­რამ ყმაწ­ვი­ლუ­რი სი­კოხ­ტა­ვე მა­ინც შერ­ჩა. აქ­აც კე­თილ­შო­ბი­ლად დარ­ჩა; არ მახ­სოვს, ვინ­მე გა­ე­ბეზ­რე­ბი­ნოს, თუნ­დაც მთვრალს - სიტყ­ვამ­რავ­ლო­ბი­თა და წარ­სუ­ლი სპორ­ტუ­ლი სიქ­ვე­ლის, თუნ­დაც ან­ცო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით. ჩვე­ნი კლა­სის ხო­ზოს­თა­ნაც (გო­გო იყო, ეს იმ დროს ნამ­დ­ვი­ლად იშ­ვი­ა­თო­ბა გახ­ლ­დათ) ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მფარ­ვე­ლობ­და. ხო­ზოს და­ძა­ხე­ბა­საც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ უჭ­ერ­და მხარს. გე­პე­უს და­ყო­ლე­ბას კი უბ­რა­ლოდ არ გვირ­ჩევ­და. "შა­რის თა­ვი გაქვთ?" - გვეტყო­და ჩუ­მად, და­ღო­ნე­ბით. მა­შინ უკ­ვე ვი­ცო­დი, მი­სი კარ­გი გვა­რიშ­ვი­ლო­ბა და ჩე­მი იმდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ვუ­კავ­ში­რებ­დი კი­დეც გე­პე­უს მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ რიდს (გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 38-39 თუ 40 წე­ლი იყო).
ისე სულ მიკ­ვირ­და, ეს ხო­ზო­ო­ბა რა­ტომ უნ­და გა­დაბ­მო­და მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ გე­პე­უს? მა­შინ, მგო­ნი, გე­პეუ აღ­არც ერქ­ვა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. მა­ინც ჩე­კა­სა და გე­პე­უს სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ე­ბო­და და თით­ქოს არც მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სიმ­სუქ­ნით. პი­რი­ქით - წიგ­ნებ­ში თუ გა­ზე­თებ­ში, კი­ნო­ფილ­მებ­ში, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში ნა­ნა­ხი დი­დი თუ პა­ტა­რა ჩი­ნის მუ­შა­კე­ბი უფ­რო ფიზ­კულ­ტუ­რულ-სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის ჩან­დ­ნენ. რა­ღა შორს წა­ვი­დეთ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­შინ­დე­ლი მა­თი შე­ფი (იმ დროს, ჩე­მი მო­გო­ნე­ბა რომ ეხ­ე­ბა, უშ­უ­ა­ლოდ "ცე­კას უფ­ო­რო­სი" იყო) მოს­კოვ­ში რომ წა­იყ­ვა­ნეს, მე­რე გა­სუქ­და, და­უშ­ნოვ­და, თო­რემ ჩვენ­თან ყველ­გან, სას­წავ­ლო რვე­უ­ლე­ბის ყდა­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი პენ­ს­ნე­ი­ა­ნი პრო­ფი­ლი­თაც კი, ცქვიტ, მოხ­დე­ნილ მა­მა­კა­ცად ჩან­და. თა­ნაც ჩვე­ნი სკო­ლა ჩი­ტა­ძის ქუ­ჩის თავ­ში იდ­გა. იქ­ვე, ცო­ტა ქვე­მოთ, ძერ­ჟინ­ს­კის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე ცე­კას შე­ნო­ბა იყო. ყვე­ლა ჩვენ­ს­კო­ლე­ლი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ერთხელ მა­ინც ჰყავ­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ლ.პ.ბ., უშ­უ­ა­ლოდ ძერ­ჟინ­ს­კის ქუ­ჩი­დან და­ტა­ნე­ბუ­ლი კა­რე­ბი­დან შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლის ან გა­მოს­ვ­ლის დროს. ეს თუ ლე­გენ­დას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბო­და, რი­გი­თი გე­პე­უ­ე­ლე­ბის სი­კის­კა­სის ჩვე­ნე­ბა ერთხელ მთე­ლი სკო­ლის (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში პირ­ვე­ლი ცვლის) თვალ­წინ მოხ­და.
რამ­დე­ნი­მე წლით ჩვენ­ზე მა­ღალ კლასს ჰყავ­და მთე­ლი სკო­ლის მას­შ­ტა­ბით ცნო­ბი­ლი ცელ­ქი. ის­იც ტან­მორ­ჩი­ლი ბი­ჭი იყო, მაგ­რამ, ჩვე­ნი ღი­ა­ცეს­ფერ­თ­ვა­ლე­ბა ონ­ავ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შა­ვი, გა­რუ­ჯუ­ლი, ავ­სიტყ­ვა, ავ­ბეწ­ვა, უფ­რო მაბ­ნე­ვა­რი, ვიდ­რე უწ­ყი­ნა­რი და უან­გა­რო ამკ­ლე­ბი. გაკ­ვე­თი­ლე­ბი რომ გა­მო­ვი­დო­და, მთე­ლი ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა მოს­წავ­ლე­ე­ბით ივ­სე­ბო­და. სკო­ლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქ­მის აღ­არც იყო, ქვე­მოთ­კენ კი, ძერ­ჟინ­ს­კის ქუ­ჩამ­დე მა­ინც ტალ­ღად მი­ვე­დი­ნე­ბო­დით. აქ, იმ ცე­კას შე­ნო­ბა­ში (კარ­გა ხანს ემ­სა­ხუ­რა პარ­ტი­ას, ვიდ­რე "ქა­ჯე­თის ცი­ხე" არ აშ­ენ­და) პირ­ველ სარ­თულ­ზე მი­სა­ღე­ბი, რე­გის­ტ­რა­ტუ­რა თუ რა­ღაც ამგ­ვა­რი ჰქონ­დათ გა­მარ­თუ­ლი, მგო­ნი, ნა­ხე­ვარ­სარ­და­ფის დო­ნე­ზე, ფან­ჯ­რე­ბი მეტ­წი­ლად ღია იყო, ტრო­ტუ­ა­რებ­ზე მი­მა­ვალ­ნი ვხე­დავ­დით იქ მყოფ დაც­ვის მუ­შა­კებს და მო­ფუს­ფუ­სე მო­ქა­ლა­ქე­ებს. და აი, ერთხე­ლაც გა­ზაფხუ­ლის ჩახ­ჩა­ხა დღეს სკო­ლის პირ­ვე­ლი ცელ­ქი გა­მო­ე­ყო ამ­ხა­ნა­გებს, ღია ფან­ჯა­რას­თან და­ბა­რე­ბუ­ლი­ვით მი­ვი­და, მთე­ლი თა­ვი­სი მომ­ც­რო ტა­ნით გა­დაწ­ვა რა­ფა­ზე და კრი­ა­ლა, გამ­ყი­ვა­ნი ხმით ჩას­ძა­ხა: "ყიყ­ლი­ყოოო!" ეს ყი­ვი­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. სკო­ლა­შიც, უფ­რო დიდ ეზ­ო­ში გაგ­ვე­გო­ნა, დე­რე­ფან­ში არ­ა­ვინ და­ა­ყივ­ლებ­და. რა­ტომ­ღა ჰქონ­და ამ­ო­ჩე­მე­ბუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა იმ­ხა­ნად ეკ­რან­ზე გა­მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის "არ­სე­ნას" ბაძ­ვით. იმ კი­ნო­სუ­რათ­ში არ­სე­ნა ოძ­ე­ლაშ­ვი­ლი რა­ტომ­ღაც ასე ყი­ვი­ლით მო­უხ­მობ­და ცა­რიზ­მი­სა და ბა­ტონ­ყ­მო­ბის უღ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად თა­ნა­სოფ­ლე­ლებს. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, იქ ასე გა­მოკ­ვე­თი­ლი მამ­ლის ყი­ვი­ლი არც ის­მო­და. არც ყ-ბგე­რა ხმი­ა­ნობ­და. ას­ეთ სე­რი­ო­ზულ იდ­ე­ას, თა­ნაც სა­კავ­ში­რო ეკ­რან­ზე, ცხა­დია, სულ ქარ­თუ­ლი "ყიყ­ლი­ყო" არ მო­უხ­დე­ბო­და.
მაგ­რამ ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა მა­რაბ­და არ გა­მოდ­გა, ყიყ­ლი­ყოს ბო­ლო აკ­ორ­დი არც მიმ­წყ­და­რი­ყო, რომ ბი­ჭი დამ­დუღ­რუ­ლი­ვით მოს­წყ­და ფან­ჯა­რას. რა მო­ე­ფე­თა იქ ის­ე­თი ამ ეშ­მა­კის ფე­ხის მკვნე­ტელს, რომ შეშ­ლი­ლი­ვით და­ეშ­ვა ქვე­ით­კენ? მას, რო­გორც მწევ­რე­ბი კურ­დ­ღელს, მიჰ­ყ­ვ­ნენ კა­რე­ბი­დან გა­მო­ვარ­დ­ნი­ლი "გე­პეუ-ჩე­კის­ტე­ბი" (ზუს­ტად ვინ იყვ­ნენ, ამ­ას ახ­ლა ვინ­ღა გვეტყ­ვის), ახ­ალ­გაზ­რ­და, ულ­ვაშ­კო­კო­ბა ბი­ჭე­ბი. ისე ვი­ყა­ვით დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნის­კო­ლე­ლის სი­ჩა­უ­ქე­ში, რომ ვი­ფიქ­რეთ, რას და­ე­წე­ვი­ან, თა­ნაც რუს­თა­ვე­ლამ­დე თავ­ქ­ვეა და მე­რე სად­ღაც თავს შე­ა­ფა­რებს-თქო. მაგ­რამ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის ბა­ღის მო­ა­ჯირს არც გას­წო­რე­ბოდ­ნენ, რომ მოგ­ვეს­მა გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი, ჭყა­ვი­ლი, ბღა­ვი­ლი და და­ვი­ნა­ხეთ, რომ სამ თუ ოთხ ფორ­მი­ანს ხელ­ში ატ­ა­ტე­ბუ­ლი მოჰ­ყავ­დათ მთე­ლი სკო­ლის ცელ­ქე­ბის ყო­ჩი. უგ­ო­ნო შიშს მო­ეც­ვა მი­სი თვა­ლე­ბი, სა­ხე; და­საკ­ლა­ვი გო­ჭი­ვით მოჰ­ყავ­დათ, რად­გა­ნაც თვი­თონ, ალ­ბათ, ხელ-ფე­ხი წა­ერ­თ­ვა, თო­რემ რა­ი­მე სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბის თა­ვი აშ­კა­რად არ ჰქონ­და. მხო­ლოდ კი­ვი­ლი ამ­ოს­დი­ო­და პი­რი­დან (ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ, ერ­თიც არ წა­უ­თა­ქე­ბი­ათ). ეგ­რე­ვე შე­იყ­ვა­ნეს იმ ოთ­ახ­ში, სა­ცა ორ­ი­ოდ წუ­თის წინ არ­სე­ნა­სა­ვით ჩაჰ­კივ­ლა...
მე­ო­რე დღეს თუ ვნა­ხავ­დი, აღ­არც მე­გო­ნა. დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზე ეზ­ო­ში ჩა­ვე­დი. თა­ვის ჩვე­ულ ად­გი­ლას, სპორ­ტ­დარ­ბა­ზად გა­და­კე­თე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­სას­ვ­ლელ­თან ჩა­ცუც­ქუ­ლი­ყო. ოღ­ონდ კრინტს არ ძრავ­და. აღ­არც თა­ვი­სი ამპ­ლუა ახ­სოვ­და და არც მი­სი ან­ცო­ბის მომ­ლო­დი­ნე­ნი. გა­ყუ­ჩე­ბუ­ლი იჯ­და, ის­ე­დაც ფერ­მ­კ­რ­თა­ლი სა­ხე სულ ჩას­ტეტ­კო­და. ჩვე­ნი ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა ცელ­ქი თურ­მე ტყუ­ი­ლად არ გვაფ­რ­თხი­ლებ­და "შა­რი არ აიტ­ე­ხო­თო". ეს­ეც შე­ნი ხო­ზო­გე­პე­უ­ე­ბი! ხო­ზო­ე­ბი კი არა, დი­დუ­ბის იპ­ოდ­რო­მის მუ­ცე­ლა­წუ­რუ­ლი ბე­და­უ­რე­ბი ყო­ფი­ლან-მეთ­ქი.
გე­პეუ თან­და­თან მი­ნავ­ლ­და ხალ­ხის მეტყ­ვე­ლე­ბა­ში (სხვა სიტყ­ვა-აბ­რე­ვი­ა­ტუ­რებ­მა შეც­ვა­ლა). ხო­ზო დარ­ჩა; მაგ­რამ მა­საც მო­აკ­ლ­და ძა­ლა, ფე­რი. ან ვის რა ხე­ლი აქვს სხვის სიმ­სუქ­ნეს­თან, რა ხო­ზო, რის ხო­ზო აუტყ­დათ, გა­ი­ფიქ­რებ­და კა­ცი მის გა­გო­ნე­ბა­ზე. თით­ქოს ამ სიტყ­ვას რა­ღაც სხვა დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და, და ის რომ გა­მო­ე­ცა­ლა, დრო­თა დი­ნე­ბის გა­მო, თვი­თონ თქმა­საც მო­აკ­ლ­და სიმ­წ­ვა­ვე, უბ­რა­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის აღმ­ნიშ­ვ­ნე­ლი გახ­და.
მაგ­რამ რა­ტომ და­უ­კავ­შირ­და ეს ხო­ზო მა­ინ­ც­და­მა­ინც გე­პე­უს? ვთქვი კი­დეც - არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ეს "მა­თი" გა­რე­გა­ნი იერ­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. მარ­თა­ლია, "ხოზ" სომ­ხუ­რად ღორს ნიშ­ნავს, მაგ­რამ, ჯერ ერ­თი, თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­სა თუ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბა­ში, თვით XIX ს. შუა წლებ­შიც კი ქარ­თუ­ლი იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი (სწო­რედ იმდ­რო­ინ­დე­ლი არ­ა­ქარ­თ­ვე­ლი მე­მუ­ა­რის­ტე­ბის და­მოწ­მე­ბით). თა­ნაც ამ "ხო­ზოს" გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ხმა­რე­ბა ახ­ალ დრო­ე­ბას­თან ჩან­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. (არც ერთ ქარ­თულ ლექ­სი­კონ­ში არაა, ეს­ეც ხომ სა­გუ­ლის­ხ­მოა). ახ­ლა­ღა ვფიქ­რობ, რომ ჩემ­ზე უფ­როს­მა ხალ­ხ­მა ეს, ალ­ბათ კარ­გად იც­ო­და, მაგ­რამ მე მათ­თ­ვის თა­ვის დრო­ზე არ მი­კითხავს, არც არ­ა­ვის დას­ც­დე­ნია ჩემ­თან და შევ­რ­ჩი მარ­ტო ამ გა­მო­ცა­ნას. არც ესაა დი­დი ბე­დე­ნა. ყვე­ლას რჩე­ბა ამქ­ვეყ­ნად უპ­ა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი რა­ღაც კითხ­ვე­ბი...
..................................................
პა­სუ­ხი კი სულ მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა: ის­ევ ცხე­ნებ­მა მიშ­ვე­ლეს. თბი­ლი­სუ­რი ცხე­ნოს­ნო­ბის, დი­დუ­ბის იპ­ოდ­რო­მის ამ­ბა­ვი კარ­გა ხა­ნია მა­ინ­ტე­რე­სებს. ერ­თი იმდ­რო­ინ­დე­ლი (30-იანი წლე­ბის) ჟო­კე­ის სა­ხე­ლის ინ­ი­ცი­ა­ლის და­ზუს­ტე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ახ­ლო­ბელ­მა გუ­ლი­თად­მა კაც­მა 34-ში და­ბეჭ­დი­ლი ცნო­ბა­რი მი­შო­ვა (33 წლის შე­დე­გე­ბი. ხარ­ბად და­ვე­წა­ფე. მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცის­თ­ვის ძვე­ლი ბე­და­უ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბიც კი სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მო­ჩე­ნაა). ჩა­ვი­კითხე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, პრი­ზე­ბი, შე­დე­გე­ბი - მან­ძი­ლი, წუ­თე­ბი. ვხე­დავ, ცხე­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ყო­ფი­ლა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი (სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტი, არ­მი­ის საცხე­ნოს­ნო სამ­მარ­თ­ვე­ლო­ე­ბი და სხვა). და აი, ვკითხუ­ლობ 33 წლის, 2000-მეტ­რი­ა­ნი დო­ღის ამ­ბავს. ცხე­ნის სა­ხე­ლი - "ტა­მა­რა", 3 წლის ქუ­რა­ნა ფა­შა­ტი.
და უც­ებ მე­პატ­რო­ნე: Хозо ГЕПЕУ! აგ­ერ სხვა ცხე­ნის ამ­ბა­ვიც: "ბახ­ტ­რი­ო­ნი", თაფ­ლა ულ­ა­ყი... ამ­ი­სი პატ­რო­ნიც - Хозо ГЕПЕУ (დი­ახ, ნამ­დ­ვი­ლად რომ ხო­ზო­გე­პეუა!) ესე იგი ეს ჩვე­ნი თბი­ლი­სუ­რი ხო­ზო, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, რუ­სუ­ლი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა ყო­ფი­ლა - ალ­ბათ, хозяйственный отдел (სა­მე­ურ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბა). მოკ­ლედ, ხო­ზო გე­პეუ ქარ­თუ­ლი სინ­ტაქ­სით გე­პე­უს ხო­ზო გა­მო­დის. და­ნარ­ჩე­ნი ზე­ვი­თაც ვთქვი.
და რა­ხან ეს ხო­ზო სა­მე­ურ­ნეო გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო, ნა­ტან­ჯი, ნა­შიმ­ში­ლა­რი ხალ­ხი მას კუ­ჭის გაძღო­მას, სიმ­სუქ­ნეს უკ­ავ­ში­რებ­და (თა­ნაც არ­მად ნა­შოვ­ნი ლუკ­მით), რა თქმა უნ­და, მის გავ­რ­ცე­ლე­ბას მე­რე უკ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ომ­ო­ნი­მიც შე­უწყობ­და ხელს, რო­მე­ლიც, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის მი­მარ­თ­ვი­თი ფორ­მის ან­ა­ლო­გი­უ­რად, ალ­აგ-ალ­აგ იხ­მა­რე­ბო­და კი­დეც; ხო­ლო კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­თი მსაზ­ღ­ვ­რე­ლი გე­პეუ სავ­სე­ბით გა­სა­გებ ემ­ო­ცი­ურ ელ­ფერს სძენ­და ამ რა­ღაც აზ­ი­უ­რად მჟღერ და თით­ქოს ად­ა­მი­ა­ნის მეტ­სა­ხე­ლის აღმ­ნიშ­ვ­ნელ სიტყ­ვას. ამ­ი­ტო­მაც ის­მო­და ქა­ლაქ­ში ხო­ზო! ხო­ზო­გე­პეუ! ვინ­მე გულ­მოკ­ლუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის მნახ­ვე­ლი და მომ­ლო­დი­ნე, ეგ­ებ და­მაქ­ცე­ვარ მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბას და მე­ხუ­თე კო­ლო­ნა­საც ჭვრეტ­და, მაგ­რამ ვინ­ღა ეგ­უ­ლე­ბო­და ამ­ის გამ­გე­ბი.

© “არილი”

No comments:

Post a Comment