გამომცემელი, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა
როგორ ყიდდა სამუელ ფიშერი ცოდნას და ლიტერატურას
ანა კორძაია-სამადაშვილი
თომას მანის რომანის, "დოქტორ ფასუსტუსის" ერთ-ერთი გმირი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვენდელ კრეჩმარია, რომელსაც დიდი გამომცემლის ამბიციები აქვს - "პატარა ტანისა, მრგვალთავა, ულვაშითა და დიდი სიამოვნებით მოღიმარი ყავისფერი თვალებით," – ნამდვილი სამუელ ფიშერი! თომას მანის გმირის მსგავსად, ისიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გამომცემლის როლს: "საზოგადებაში ახალი ღირებულებების დანერგვა გამომცემლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მშვენიერი მისიაა." (სამუელ ფიშერი, 1914 წელი).
1886 წლის ზაფხულში, ვენიდან ბერლინში ჩასულმა 26 წლის ახალგაზრდამ, სამუელ ფიშერმა, რომელიც მანამდე ექვსი წლის განმავლობაში წიგნით მოვაჭრის თანაშემწე იყო, საკუთარი გამომცემლობა დააარსა. 1887 წლის იანვრის ბოლოს "ს.ფიშერის გამომცემლობამ" ჰენრიკ იბსენის Rosmersholm გამოსცა. ასე დაიწყო ყველაფერი.
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ფიშერის მიერ გამოცემულ წიგნებში უცხოელი ავტორების, მაგალითად, დოსტოევსკისა და ზოლას ნაწარმოებები სჭარბობდა, სულ მალე მან თანამედროვე გერმანული ლიტერატურის, განსაკუთრებით, გერმანული ნატურალიზმის პოპულარიზაციით გაითქვა სახელი. მისი ავტორი გერჰარტ ჰაუპტმანი გახდა, და იმავე წელს გამოვიდა ამ იმხანად ერთობ სადავო ლიტერატურული მიმდინარეობის მხარდამჭერი ჟურნალი Freie Buehne fuer modernes Leben ("თავისუფალი სცენა თანამედროვე ცხოვრებისთვის"), რომელსაც შემდგომ Neues deutsche Rundschau ეწოდა – დღემდე არსებული Neues Rundschau-ს წინამორბედი.
"დადგა დრო, როცა პოპულარული უნდა გავხადოთ წიგნი, კერძოდ, ჩვენი დროის წიგნი, ცოცხალი წიგნი, რომელიც ასეულ ათასობით ადამიანისთვისაა ახლობელი... ჩვენი დროის ტემპი და რიტმი, განათლებისა და ეკონომიკის კულტურის განვითარება იმაზე მიგვითითებს, რომ ეს დაბალი თვითღირებულების წიგნი უნდა იყოს... იაფიანი, თხელყდიანი გამოცემა ლიტერატურული კულტურის დანერგვის, წიგნის პოპულარიზაციის, ყოველ სახლში წიგნის სიხარულის შეტანის საუკეთესო საშუალებაა."
სამუელ ფიშერი, 1905 წელი
სამუელ ფიშერმა ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა, და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა თავის გეგმებს. ლიტერატურის წარმოდგენის მისეული კონცეფციის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ავტორების კრებულების გამოცემა იყო (ფიშერის გამომცემლობა ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობს). 90-იანებში მან ჰენრიკ იბსენის სამტომეული გამოსცა, "დიდი სამუელი" ვენური მოდერნის მოამაგეც იყო – ძალიან დროულად გამოაქვეყნა არტურ შნიცლერისა და ჰუგო ფონ ჰოფმანშტალის ნაწარმოებები...
1897 წელს 21 წლის უცნობმა ავტორმა, რომელსაც მანამდე პრესაში სულ რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა დაბეჭდილი, სამუელ ფიშერს თავის ნოველა გაუგზავნა Neues deutsche Rundschau-ში გამოსაქვეყნებლად. რამდენიმე კვირის თავზე, მაისის ნომერში, დაიბეჭდა ნოველა "პატარა ბატონი ფრიდმანი".
ს.ფიშერი თომას მანს
ბერლინი, 29 მაისი, 1897 წელი
ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
მე სიამოვნებით გამოვცემ თქვენი ნოველების კრებულს. ნაწარმოებები ძალიან მომეწონა, მინდა ჩემი Collection Fischer-ის ილუსტრირებულ გარეკანში გამოვცე... თქვენი ნოველების საგამომცემლო უფლებებში 150 მარკას გთავაზობთ... მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენი უფრო დიდი მოცულობის პროზაული ნაწარმოების გამოცემის საშუალებას მომცემდით, ვთქვათ, რომანისას, თუნდაც გრძელი არ იყოს. ამ სახის პუბლიკაციისთვის შეუდარებლად უკეთესი ჰონორარის გაცემა შემიძლია...
ამ დროის შესახებ თომას მანი წერდა: "მე თერთმეტი წლის ბიჭი ვიყავი, როცა მან (ფიშერმა) ბერლინში თავის გამომცემლობა დააარსა. ათი წლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა ლიტერატორი ოცნებობდა იმაზე, რომ ს.ფიშერს მისი წიგნი დაებეჭდა, და მეც ამაზე ვოცნებობდი". თომას მანის "პატარა ბატონი ფრიდემანი" და კიდევ ხუთი ნოველა ფიშერმა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა - ეს Collection Fischer-ის მეექვსე ტომი იყო.
ნოველებს "ბუდენბროკები" მოყვა – 1100 გვერდიანი ორტომეული.
ს.ფიშერი თომას მანს
ბერლინი, 26 ოქტომბერი, 1900 წელი
ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
უკვე დიდი ხანია, იმას გწერთ, რომ ჩემი წარმოების მაშტაბების მიუხედავად, თქვენი 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის ნაწარმოების "დაძლევა" წვრილმანი საქმე არაა. თქვენი ნაწარმოების კითხვა დავიწყე და ჯერ მარტო შუამდე ვარ მისული... თუკი ჩათვლით, რომ თქვენი ნაწარმოების ნახევრამდე შემცირებას შეძლებთ, დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებდით. დღევანდელ ყოფაში 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის რომანი შეუძლებელი რამაა; არა მგონია, რომ ბევრ კაცს იპოვნით, ვინც დროსა და კონცენტრაციის უნარს ამხელა რომანს დაუთმობდა...
1903 წელს ფიშერმა "ბუდენბროკები" ერთ ტომად გამოსცა, და ეს გამოცემა დღემდე გამომცემლობის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებადაა მიჩნეული. ხოლო 1929, დიდი ეკონომიკური კრიზისის წელს, როცა თომას მანს ნობელის პრემია გადასცეს, "ბუდენბროკების" ე.წ. სახალხო გამოცემის 700 ათასი ეგზემპლარი ორ თვეში მთლიანად გაიყიდა. მოგვიანებით, თომას მანის "ჯადოსნურ მთაზეც" არავის დაუმყარებია დიდი იმედები, მაგრამ წიგნი მაღაზიებში გამოჩენისთანავე დაიტაცეს.
ფიშერის ავტორთა შორის ჰერმან ჰესეც იყო: სწორედ "ს.ფიშერი გამომცემლობამ" გამოსცა მისი "პეტერ კამენცინდი", "ბორბალქვეშ", მოთხრობების სამი კრებული...
ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
გრუნევალდი, 14 ოქტომბერი, 1903 წელი
ღრმად პატივცემულო ბატონო ჰესე,
... თუ არ გეწყინებათ, მოგახსენებთ, რომ "პეტერ კამენცინდის" მოულოდნელი წარმატება ფრიად სასაცილოა, და მე ვიმედოვნებ და გისურვებთ, რომ მამინაცვლური ესთეტიკა თქვენს ცხოვრებაში სხვა არაფერი იყოს, თუ არა ერთი სასაცილო ეპიზოდი...
თუკი ჰერმან ჰესესთვის გაგზავნილ პირველ ორ წერილში სამუელ ფიშერი "პატივცემულო ბატონოთი" იფარგლებოდა, შემდეგ მიმართვა უკვე შეცვალა, თუმცა განწყობა იგივე დარჩა:
ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
რაპალო, 16 მარტი , 1904 წელი
ძვირფასო ბატონო ჰესე,
მოხარული ვარ, რომ მიუნხენში ცოცხლად გიხილავთ; მანამდე ჩემთვის მხოლოდ წარმოსახვითი ადამიანი ბრძანდებით, ჯერ მის არსებობაში უნდა დავრწმუნდე...
...ისე, ერთი ჯერ ციურიხში იკითხეთ, რა ჰონორარს მოგცემენ; ეს ხომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამაა! ჩვენ, ბერლინელები, ბევრად უკეთ ვიხდით. მაგრამ თუ ჩემს კეთილ რჩევას ყურად არ იღებთ, მისწერეთ ბერლინელებს და ისინი ხელმაწერს გამოგიგზავნიან. ციურიხი ხომ მაინც არსად გაგექცევათ.
დიდი მოკითხვებით, თქვენი ფიშერი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი დროს ხალხს ბელეტრისტიკა ნაკლებად აინტერესებდა, ფიშერი ამ დროსაც ჩინებულად მოერგო და თავისას განაგრძობდა. მის ავტორთა სიაში ახალი სახელები გაჩნდა: ოტო ფლაკე, ალფრედ დიობლინი და იმხანად ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი და მწერალი ვალტერ რათენაუ.
1918 წელს სამუელ ფიშერი წერდა: "აშკარად გამოჩნდა, რომ ლიტერატურულ ნაწარმზე დიდი მოთხოვნა შეიძლება გაჩნდეს. მაშასადამე, განვითარებისათვის ფართო მასას იაფფასიანი წიგნი უნდა შევთავაზოთ." სწორედ ამ საქმისთვის შეიქმნა "თანამედროვე რომანების ფიშერის ბიბლიოთეკა", რომლის პირველი წიგნიც თეოდორ ფონტენის L’Adultera იყო, და რომლის წყალობითაც თანამედროვე ლიტერატურა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. სამუელ ფიშერი ყოველთვიურად თითო ტომს გამოსცემდა, რომელთა ფასიც 1,5 მარკას არ აღემატებოდა.
1919 წელი კიდევ ერთი ბესტსელერით აღინიშნა. "დემიანი. ახალგაზრდობის ამბავი", ავტორი – ემილ სინკლაირი. "წიგნი არნახული სიზუსტით შეეხო დროის ნერვს," წერდა მის შესახებ თომას მანი. ავტორის ჭეშმარიტი ვინაობა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაირკვა: ის ჰერმან ჰესე აღმოჩნდა. მართალია, გამომცემელს ეს ეჭვი წიგნის გამოქვეყნებამდეც ჰქონია: "...თქვენი "დემიანი" – მე მაინც მგონია, რომ ის თქვენი დაწერილია – მართლა დიდი ნუგეშია ჩემთვის ამ ბნელ დროში..." (24 ივნისი, 1919 წელი).
1925 წელს გამომცემლობაში გოტფრიდ ბერმანი გამოჩნდა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამუელ ფიშერი საქმეებს ჩამოცილდებოდა, მას გამომცემლობის მმართველობა უნდა ეკისრა (ასეც მოხდა). ერთი წლის შემდეგ გოტფრიდმა ფიშერის ქალიშვილი, ბრიგიტე ითხოვა ცოლად, და თავის გვარს მეუღლის გვარი - ფიშერი დაურთო. გოტფრიდის სახით სამუელ ფიშერმა შესანიშნავი პარტნიორი და თავის საქმის საუკეთესო გამგრძელებელი იშოვნა.
ის, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა ვარ შეძლო, ხელისუფლების სათავეში ნაცისტების მოსვლამ გამოიწვია - ფიშერის გამომცემლობისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა. დაიწყო დევნილებისა და ლტოლვილების ეპოქა: ავტორთა უმრავლესობას თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება აეკრძალა, ინტელექტუალები ქვეყნიდან გარბოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუელ ფიშერი და გოტფრიდ ბერმან-ფიშერი დიდად ეცადნენ, გერმანიაში საგამომცემლო საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვა ძალიან გაჭირდა.
1934 წლის 14 ოქტომბერს კი სამუელ ფიშერი გარდაიცვალა. მაგრამ, ძალიან გაცვეთილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, მისი საქმე დიდი წარმატებით განაგრძობს არსებობას: Fischer Taschenbuch Verlag, Bermann-Fischer Verlag, L.B.Fischer Publishing Corporation, Suhrkamp Verlag, Alexander Fest Verlag, Argon Verlag, Nicolai Verlag – ყველა ამ გამომცემლობის უკან ლეგენდარული "დიდი სამუელი" დგას...
© “წიგნები – 24 საათი”

No comments:
Post a Comment