Monday, October 11, 2010

მალხაზ ხარბედია - თარგმანიშ ბედჟი ანუ სიცილი ფობიების წინააღმდეგ

მგონია, რომ როცა ორი ენა არსებობს - მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ფუძე ენიდან წარმოიშვნენ ისინი, ახლო ნათესაობა აკავშირებთ თუ გარე ბიძაშვილები არიან - ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ენებიდან ურთიერთთარგმნაც შესაძელებელია. ყველაზე ხშირად თარგმანი კულტურათა დიალოგია, უცხოს გაგება, უცხოში შეღწევის სურვილი, თუმცა არის შემთხვევები, როცა თარგმანი გარკვეულ ცნობისმოყვარეობას ან სპორტულ ინტერესს აღვიძებს, როცა თარგმანი გვართობს და გვალაღებს, ან ყურადღებას იქცევს როგორც კერძო შემთხვევა, ერთი ადამიანის ახირება თუ თავგანწირვა. თარგმანზე საუბრისასაც ხომ არაერთხელ უხსენებიათ სიგიჟე, შეშლილობა და თარგმანს ზოგჯერ ფსიქოლოგებიც კი იკვლევენ ხოლმე და არამხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები.სიგიჟედ მიაჩნია ზოგიერთს ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნის პრაქტიკაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ზოგიერთი სულ სხვა აზრს დებს სიგიჟეში და მას პრაქტიკულად სეპარატიზმთან აიგივებს. ასეთები სიფხიზლისკენ მოგვიწოდებენ და ლინგვისტური დივერსიებით გვაშინებენ. არის კიდევ რელიგიური საკითხი, როცა წმინდა წერილს თარგმნიან მეგრულად ან სვანურად და რის გამოც ეს თავგანწირული, გმირი მთარგმნელები, უეცრად, ყველგან უცხონი აღმოჩნდებიან ხოლმე (მორის ბლანშო წერდა, “მთარგმნელი უცხოა, იგი ნოსტალგიით ცხოვრობს და თავისი ენის ნაკლად და ხარვეზად აღიქვამს ყველაფერს, რასაც ორიგინალი ჰპირდება მას”), მათ ყველგან თრგუნავენ, ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ეს ცალკე თემაა და ცალკე წერილს იმსახურებს. სხვათა შორის, რუსებს რელიგიურ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად იმოწმებენ, თითქოს მთარგმნელები, ეს მეოცნებე და შრომისმოყვარე ადამიანები მათი დაკვეთით მუშაობდნენ და თარგმნიდნენ იოანეს სახარებას. რა ვუყოთ, რომ რუსეთის საყვარელი თემაა ჩვენი მშობლიური ენები და ხშირად მათი იდეების დასაყდენიც კი. ამის გამო ფობიებით ხომ არ უნდა გავიბეროთ? თარგმანის ყოველ მცდელობას ეჭვის თვალით ხომ არ უნდა ვუყუროთ? ამ შიშებს, სიფრთხილესა და შეზღუდულობას ხომ არ უნდა შევწიროთ ჩვენი უმდიდრესი ენები? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულები და სერიოზულები?აქედან ერთ გამოსავალს ვხედავ, გართობას, მხოლოდ ცნობისმოყვარეობით სავსე სილაღე თუ დაგვამარცხებინებს ამ შიშებს, მხოლოდ კარნავალურობით, სიცილითა და ხარხარით უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანების შეზღუდულობას, ვისაც ჰქონია, რომ მეგრული და სვანური ენები მხოლოდ ყოფისთვის არსებობს. ეს ყოფა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მძიმდება, სწორედ თარგმანით შეიძლება დაძლიო, თარგმანით, რომელიც გაგაკვირვებს, განგაცვიფრებს, სახტად დაგტოვებს და ბოლოს, ამ ენებისკენ მოგაბრუნებს. ამას ვამბობ მე, მალხაზ ხარბედია, მეგრული ენის შვილი, რომელმაც მეგრული არ ვიცი და ამის გამო ვწუხვარ.დღეს სწორედ ასეთ “გასაკვირალ”, საოცარ თარგმანებს გთავაზობთ, ფრაგმენტებს, თითო აბზაცს თანამედროვე „მაზალო“ ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომებიდან - გადასვანურებურს და გადამეგრულებულს. ამით მინდოდა ზღვრამდე მიგვეყვანა ის დაძაბულობა და ზიზღიც კი, რასაც ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნა იწვევს ხოლმე განათლებულ საზოგადოებაში. ესაა ერთგვარი აქცია, გნებავთ დეკონსტრუქტიული აქტი, ოღონდ დერიდას დეკონსტრუქციისგან განსხვავებით, მე ძველი, უკვე ძალიან გაღარიბებული ურთიერთობების დეკონსტრუქციის იმედი მაქვს. და ეს იქნება დეკონსტრუქცია სიცილით. P.S. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონებს, ლამარა მილდიანსა და ანა ქოჩუას, რომელთაც გაიზიარეს ჩემი ეს ახირება და დამეხმარნენ ამ აქციის განხორციელებაში. მეტი მოხერხებულობისთვის და ეფექტისთვის, მოყვანილია ქართული და შემდეგ უკვე მეგრული ან სვანური პარალელური ტექსტები. ტექნიკური სირთულის გამო იძულებული გავხდით ზოგიერთ მეგრულ და სვანურ სიმბოლოებზეც გვეთქვა უარი, თუმცა იმედი მაქვს, მეგრელები და სვანები ისედაც ადვილად მიხვდებიან ტექსტის შინაარსს, ქართული “დედნის” დახმარებით კი ნებისმიერს შეუძლია გაერკვეს ამ თარგმანებში.

ჟან-ფრანსუა ლიოტარი
პოსტმოდერნის მდგომარეობა


ამ გამოკვლევის საგანი ცოდნის მდგომარეობაა თანამედროვე, ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მდგომარეობას “პოსტმოდერნი” ვუწოდოთ. ეს სიტყვა ამერიკის კონტინენზე იშვა სოციოლოგებისა და კრიტიკოსების წყალობით და იგი აღნიშნავს კულტურულ მდგომარეობას იმ ტრანსფორმაციების შემდეგ, რომელიც XIX საუკუნეში განიცადა მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში არსებულმა თამაშის წესებმა <...> ლეგიტიმაციის მეტანარატიული მექანიზმის ხმარებიდან გამოსვლასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მეტაფიზიკური ფილოსოფიის კრიზისი. ნარატიული ფუნქცია კარგავს თავის ფუნქტორებს: დიად გმირს, საოცარ ხიფათს, თავგადავლებსა და დიად მიზნებს. იგი ენობრივ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრიპტიულ, დესკრიპტიულ და სხვა ნაწილაკებად იფანტება, რომელიც თავის თავში ატარებს პრაგმატულ ვალენტობას sui generis.

ჟან-ფრანსუა ლიოტარ
პოსმოდერნიშ ოფა


თე გითგორუაშ საქმე გურაფაშ ოფა რე, არძოშ უმოს რდილ ჯარალუებს! ჩქი გინოვჭყვიდით თე ოფას “პოსტმოდერნ” დუძახათი. თე სიტყვაქ ამერიკაშ კონტინენტის დებად სოციოლოგებიშ დო კრიტიკოსეფიშ ჭყოლოფუათ, დო თენა შინანს კულტურულ ოფას თი ტრანსფორმაციეფიშ უკულიანს, ნამუთ XIX საუკუნეს გინიღ გურაფუაქ, ლიტერატურას დო ხემორძგვობას რენ თი ლააფიშ წესებქ <...> ლეგიტიმაციაშ მეტანარატიულ წესეფიშ რგებაშა რე მებუნაფილ, გიშართილო მეტაფიზიკურ ფილოსოფიაშ კრიზის. ნარატიულ ოქიმნალ ოდინუანს მუშ ოქმინალს: ვერეხ გერგეზის, გასაკვირ ოშკურანჯის, დუდსგინულირ ამბებს დო მიოჭირნაფალებს. თენა ნინაშ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრპტიულ, დესკრიპტიულ დო შხვა ნასოფერეფათ აკმოცენს, ნამუთ მუშ დუდით გილუღ პრაგმატულ ვალენტობაშ sui generis.

ჟაკ დერიდა
ფილოსოფია და ლიტერატურა


ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქცია გაცილებით ნელი და რთული საქმეა, და ცხადია, არ შეიძლება უბრალოდ თქვა: “ძირს”. მე ამას არასოდეს ვამბობ. მე მიყვარს ენა, მიყვარს ლოგოცენტრიზმი. თუკი მინდა, რომ საფრანგეთში ფილოსოფიის სწავლება აღვადგინო, როგორც ინსტიტუტი, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტაფიზიკა ვასწავლო. მე ვიცი, რომ მეტაფიზიკა გვჭირდება და არასოდეს მითქვამს, რომ იგი, უბრალოდ, სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ. და მაინც, მე დაბეჯითებით ვრჩები იმ აზრზე, რომ საბოლოოდ, თუკი გინდათ დარჩეთ თანმიმდევრულნი მთლიანობაში მთელი წამოწყების მიმართ, უნდა შეინარჩუნოთ იდეა ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქციისა, რადგან ამ საერთო არქიტექტურაში ყველა და ყველაფერი ლოგოცენტრიზმზეა დამოკიდებული.

ჟაკ დერიდა
ფილოსოფია დო ლიტერატურა


ლოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქცია უმოს ზორზია დო ძნელ ოქმნალ რე დო ჯგირო იძირე, ვეშილებე თეშ ქოთქუენ: “თუდო”. მა თეს დღას ვავრაგადანქ. მა მიორს ნინა, მიორს ლოგოცენტრიზმ. თინა ქუმოკო საფრანგეთის ფილოსოფიაშ გურაფა გევოპონედა, ხვალე თიშენ ნამდა მეტაფიზიკა ვოგურუე. მა მიჩქ ნამდა მეტაფიზიკა მოსაჭირუნა დო დღას ვამთქუალ გვამიშ გინაათამალ რემაქი... დო იშენ მა ჩქიმ აზრის გევსკიდუქ, ნამდა ბოლოშა ქუმოკონა ქუვორდათ ართიანშმეუნელ ართობასდა ოკო დივჩუათ აზრი ლოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქციაშ, მუშენ და თე არქიტექტურაშ ართო რინას ირკოჩ დო იფრელ ლოგოცენტიზმის მობუ.

მაიკლ რიფატერი
ფორმალური ანალიზი და ლიტერატურის ისტორია


ლიტერატურის ისტორიას, პირველ ყოვლისა, ლიტერატურის გენეზისი აინტერესებს, მისი შინაარსი, ლიტერატურის მიმართება გარერეალობასთან და, აგრეთვე, ტექსტის მნიშვნელობათა ის ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია საზოგადოების იდეური ევოლუციით. ფორმალური ანალიზი კი, პირიქით, მიმართულია თვით ტექსტზე, რომელიც ნიადაგ უცვლელია; შემდგომ - სიტყვების ურთიერთმიმართებაზე ტექსტის ფარგლებში (ე.ი. უფრო ფორმაზე, ვიდრე - შინაარსზე); ბოლოს, ის განიხილავს ლიტერატურულ ნაწარმოებს, როგორც გარკვეული პროცესის საწყის წერტილს (და არა როგორც ამა თუ იმ პროცესის საბოლოო პუნქტს ან პროდუქტს). ამგვარად, ესაა ორი ურთიერთშემავსებელი მიდგომა.

მაიკლ რიფატერ
ფორმალურ ანალიზ დო ლიტერატურაშ ამბე


ლიტერატურაშ ამბეს უმოსო ლიტერატურაშ ჩხვიჩხვ ოინტერეს, მუშ დინახალენ, ლიტერატურაშ გალეოფირ დო თიწკუმა ართო ტექსტიშ, დინახალენიშ თირუა ნამუთ ჯარალუეფიშ აზრიშ ევოლუციეფიშ ჭყოლოფუა რე. ფორმალურ ანალიზ უმოსო ტექსტის მიკაჯინე დო ნერჩის ვათირინას: ანწიან-ნარაგადუეფ ართიანშო ტექსტეფიშ ამბეს (უმოსო ფორმას, დინახალენშე უმოსო); ბოლოს, ლიტერატურაშ ქიმინელებს გინაჯინე მუჭოთ დუდმანჩხვერ წერტილს (დო ვართ თე ვარა თი პროცესიშ ბოლო პუნქტის დო ნამუშერს). ოდო, თენა რე ართიანიშგაფშალ მერინა.

მეგრული ენის ზუგდიდურ დიალექტზე თარგმნა ანა ქოჩუამ

მორის ბლანშო
თარგმანის შესახებ


მთარგმნელი განუმეორებელი ორიგინალობის მწერალია, თანაც იგი ორიგინალურია სწორედ იმაში, რაზეც მას თითქოს პრეტენზია არა აქვს. მთარგმნელი ენობრივ გასნხვავებათა იდუმალი მეუფეა, მაგრამ მისი ამოცანა ამ განსხვავებათა გაუქმებაში როდია, არამედ იგი იყენებს მას, რათა მკვეთრი ან მსუბუქი ძვრებით მშობლიურ ენაში "დააარსოს" ის, რითაც თავისი დასაბამიერი უცხოობით ორიგინალი ხასიათდება. მართებულად შენიშნავს ბენიამინი, რომ მსგავსება აქ არაფერ შუაშია: როცა სურთ, რომ სათარგმნი მასალა ორიგინალს ჰგავდეს, ლიტერატურული თარგმანი შეუძლებელი ხდება. საუბარია უფრო იგივეობაზე, რომელიც სხვადასხვაობიდან იღებს დასაბამს.

მორის ბლანშო
თარგმანიშ ბედჟი


მუთარგმნაი – ეჯჯიშ ქალულანკე მუირილი, ხედვაის მაჯონ დემეგ ხორი. ჯი ქალულანკე ი ჯიგარ ლი ეჩეისგა, ხედვაშ ბედჟი პრეტენზია დეი ხუღვა. მუთარგმნაი იშგენ-იშგენ ნინრე უშდილ მახვში ლი, მარე მიჩა გვეშ ალ იშგენ-იშგენიშ მაჯონობიშ ლიკვანე დემეგ ლი, ჯი ამის იმარგე ეჯიაქ ერე, მეგჭე მადეი ჰაში ლიქვთუნეშშ მიჩა ნინლისგა ხუნ ოსდას ეჯის, ხედვაიშშ ხედურდ მოშ ლი ლიწსალუნღვე ორიგინალიშ ნინ. გვამიდ ტკიც ლი ბენიამინ, შომას ტული ერე მაჯიან ამეჩუ დემთე ხეჩდა. შომას ხაკუხ ერე ლეთარგმნაი ორიგინალს თხუმუნდირ ხაჯეშდეს, ლიტერატურულ ლითარგმნაის დემეგ ხარ ლასყი. ამეჩუ რაგად ლი ეჯ მაჯონღა, ხედვაის იშგენ-იშგენხენ ხარ ლაბნა.

როლან ბარტი
ავტორის სიკვდილი


კლასიკური ყაიდის კრიტიკას არაფერი ესაქმებოდა მკითხველთან; მისთვის ლიტერატურაში მხოლოდ ის არსებობს, ვინც წერს. ახლა უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამგვარი ანტიფრასისებით, რომელთა მეშვეობითაც პატივცემული საზოგადოება კეთილშობილური გულისწყრომით ქომაგობს მას, ვისაც სინამდვილეში იგი ზღუდავს, უარყოფს, ახშობს და ანადგურებს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით: იმისთვის, რათა წერას განაღდებული ჰქონდეს მომავალი, აუცილებელია დავამხოთ მითი მის შესახებ - მკითხველის დაბადების საზღაური, ავტორის სიკვდილია.

როლან ბარტი
ავტორიშ დაგრა


ხუნიერ (კლასიკურ) კრიტიკას მამაგვეშ გვეშ ხუღვა მუჭვდიცახან, მიჩეშიაქ ერვა აირი. ათხე სერ დეშ გვეღროვალხ ამჟიშ ანტიფრასარშვ ხედიარშვ ჴევ უჯგუშუნდ ხეწენალ ეჯის, ხედვაის ტკიცუშვდ აბირკლანი, ხომავინე, ხაწკუმერნე ი ქვინს ხოქვცე. ათხე ნა აშგვიხალ: ეჯიაქ ერე ლიირის ხოჩა დრევ ოხხედნი, ხეკვეს ერე ჩუ ოლჩუბად ბაქ მიჩა ბედჟი - მუჭვდიაშ ლითუალიშ მუწნი ავტორიშ დაგრალი.

ჯეფრი ჰარტმანი
ლიტერატურის ისტორიისკენ


შეიქმნა თუ არა ლიტერატურული ფორმის შედარებით ფართო კონცეფცია? არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი თეორია: ჯერ ერთი, მარქსისტული კრიტიკა, რომელიც აშკარად წამოჭრის ელიტურობის საკითხს; შემდგომ – ნორტროპ ფრაის თეორია არქეტიპების შესახებ; და ბოლოს, სტრუქტურალისტური თეორიის ორი განშტოება – ერთი მხრივ, კლოდ ლევი-სტროსის კონცეფცია, მეორე მხრივ კი – ა. რიჩარდსისა და ინგლისურ-ამერიკული კრიტიკის მიერ შექმნილი სისტემები. ვიმედოვნებ, დაგარწმუნებთ, რომ ფორმის მნიშვნელოვანი ახალი თეორია თანდათანობით მუშავდება.

ჯეფრი ჰარტმან
ლიტერატურაშ ისტორიათე


ანსყანმა ლიტერატურაშ მაშრი კონცეფცია? არი ოშთხვ აზრ: ჩიდ მანკუ მარქსისტულ კრიტიკა, ხედვაიერე ტკიცუშდ ასყი ჟიხიარე (ელიტურობის) საკითხს. ეჩქანღვე – ნორტროპ ფრაიშ თეორია არქეტიპრე ბედჟი; ი ღოშგიმ, სტრუქტურალისტურ თეორიაშ იორი აშხალ – აშხვთე კლოდ ლევი-სტროსიშ კონცეფცია, მერმათე – ა. რიჩარდსიშ ი ინგლისურ-ამერიკულ კრიტიკოლე ნასხათვ სისტემოლ. იმედ მარ ერე, სგა ჩუაიჯურვისგ ეჩეისგა ერე, ფორმაშ ლეჯრავ მახე თეორია ზზმზზმჟი ისყი.

ზემოსვანურის ბალსქვემოური სვანურით თარგმნა ლამარა მილდიანმა

პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე tavisupleba.org

No comments:

Post a Comment