ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ღილებდამწყდარ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: მოვალეობის სიმძიმეს ჩემხელა ბიჭის კი არა, ორმოცს მიტანებული კაცის წელში გაწყვეტაც შეეძლო. რაც შეიძლება მალე უნდა მომეცილებინა შეუსრულებელი ვალდებულების უსიამოვნო ტვირთი, სწრაფად უნდა დამელაშქრა სხვისი ოცნებების ციხე-სიმაგრე... ქარი კი, ქარი იმ ერთადერთის კეთილგანწყობას უთუოდ დამიბრუნებდა.
*
გორის პიონერთა სასახლე ერთადერთი სასახლე იყო, რომელიც ჩემს თვალსაწიერში ყოველდღიურად ხვდებოდა. მის ფართო ფანჯრებზე ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა – ცივი, უსიამოვნო ფერის (ვინ იცის, იქნებ არსებობს კიდეც ასეთი ვარდი, რომლის ფურცლების მოსრესაც არასდროს მოგინდება?). შიგნით არაფერი განსაკუთრებული: მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წითელი კუთხე, დაფდაფი, დიდ-პატარა საყვირი, ოქროსფერფოჩიანი ალამი და ოქროსქოჩრიანი ბიჭუნას სურათები. ზამთრის თვეებში თითქმის ყველა ოთახში სამარისებური სიჩუმე, აკლდამისებური სუსხი იდგა. მიუხედავად ამისა, კედლებს შორის უმნიშვნელო მოძრაობები მაინც შეინიშნებოდა, შაბათობით კი ტრადიციულ საქმიანობას მხატვრული კითხვის წრე იწყებდა. მხატვრული კითხვის წრე მე ვიყავი.
მსახიობ ოთარ ***-ს ოცამდე მოსწავლე ჰყავდა. ეს, ისევე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა წვრილმანები, გადმოცემით ვიცოდი: არცერთი დეკლამატორი თვალით არ მენახა. ლეგენდის თანახმად, ისინი ნამდვილად არსებობდნენ, თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და გორის დასთან ერთად გასტროლებზეც დადიოდნენ ბევრად უფრო ცივ, ბევრად უფრო თოვლიან ქალაქებში. წლის ბოლოს დიდ სცენაზე გამოსვლას მეც მიწინასწარმეტყველებდნენ: ამისათვის ერთადერთი ლექსი კარგად უნდა მესწავლა.
მაშინაც და ახლაც ათი წლის ბიჭის თვალში ორმოცს მიტანებული კაცი ცხოვრებამობეზრებული ვინმეა, რომელიც უხალისოდ მიითვლის აღსასრულამდე დარჩენილ დღეებს, თუმცა არც მთლად მოტეხილი ბერიკაცია - ამიტომაც არის საშიში მის ხმაში შეპარული აგრესია, წარბებქვეშ შემალული რისხვა.
ვაღიარებ: ოთარის მეშინოდა. მერე რა, რომ მსახიობი იყო. მერე რა, რომ მეც მსახიობობა მინდოდა და ჩემი ოცნებები გორის თეატრის სცენას ვერ სცილდებოდა.
ვგრძნობდი, უკვე ბევრი ვინმე ვიყავი: ნაცარქექია, მეფის მასხარა, თვითონ მეფე, ცხენი, ჯარისკაცი, ის ოქროსქოჩრიანი ბიჭუნა, კარლსონი და კარლსონის მეგობარი ბიჭუნა, სკოლის დირექტორი, მეხანძრე, მეფანრე... თუ დამჭირდებოდა, თავზე მაქმანებიან ჩაჩს ჩამოვიმხობდი და ტომ სოიერის მამიდაც იოლად გავხდებოდი.
საოცნებო სცენაზე ასასვლელად კი, სულ ცოტა, ერთი ლექსის კარგად სწავლა იყო საჭირო.
მხატვრული კითხვის პირველივე გაკვეთილზე გავიგე, რომ კარგ ლექსებში დიდი აზრები იდო. რასაკვირველია, უაზრო ლექსებიც არსებობდა და ისინი ველის შროშანებივით უზრუნველად იზრდებოდა ლიტერატურის უნაპირო ველზე. რაღაც ასეთი ნამდვილად წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში. მერე ის წიგნი დავხურე და მეც უაზრო ლექსების წერა დავიწყე, მაგრამ მალევე შევწყვიტე: გოგოებზე დაკვირვება, მათი ორაზროვანი ფრაზები გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა.
ის კარგი ლექსი კი ასე იწყებოდა:
ყოველ ახალ გამარჯვების
შემდგომ წესად შემოვიღე,
აღტაცებით შემოვძახო:
ეგ არის და გორის ციხე!
- აბა, შენი სიტყვებით მითხარი, რაც გაიგე, - მთხოვა მასწავლებელმა, რომელსაც სახე და პალტო ერთნაირად კვამლისფერი ჰქონდა. გულისმომკვლელი ფერი იყო, გაუგებარი წარმომავლობის მქონე. თითქოს ცოტა ხნის წინ ამ კაცს მეხი დასცემოდა და ქუდიან-ტანსაცმლიანად ისე დაეფერფლა, რომ მას ვერაფერი გაეგო.
- აბა, ცოცხლად, ცოცხლად! - შემომძახა, როცა მიხვდა: პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. დაკვირვებებსა და შედარებებში ისე გავერთე, რომ გადამავიწყდა, რისთვის ვიდექი გაყინულ, სანახევროდ ჩაბნელებულ ოთახში.
- რომელ გამარჯვებებს გულისხმობს პოეტი?
არ ვიცოდი, რა მეთქვა. არ ვიცოდი, რა იყო გამარჯვება. მხრებს შეუსრულებელი დავალებების, გაცდენილი გაკვეთილების, ბუნდოვანი და გაუგებარი მოვალეობების ტვირთი მიმძიმებდა.
რაღაც წავილუღლუღე.
გამიღიმა:
- დაფიქრდი: როცა რაღაც გიხარია, როგორ გამოხატავ? ხუთიანს რომ მიიღებ, გულში რას ამბობ ხოლმე, ბიჭო?
- ...მარინა ივანოვნას დღიურში ჩაწერა არ დაავიწყდეს-მეთქი. ხუთიანებს მარტო რუსულში ვიღებ.
ლექსის გამოთქმით კითხვა განაგრძო:
- ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები
ინგრეოდა, როგორ რიყე...
რა თქმა უნდა, მანამდე არც ბჭე გამეგონა და არც რიყე. გულში გავიმეორე: ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე. ალბათ იმ დიდ აზრს, რომელიც ლექსში იდო, ქვასავით მაგარი სიტყვები აკავებდნენ, თვალუწვდენელ გალავნად ევლებოდნენ. უცებ ცხადად წარმოვიდგინე ნახევრად გამჭვირვალე სხეული, რომელიც მასიურ ლოდებს შორის დალივლივებდა და ნაპრალში გასხლტომას ცდილობდა.
- მაგრამ აქ რომ სინათლეა -
ეგ არის და გორის ციხე!
- სინათლე სინათლეა, მას. ღამით სახლებში რომ შუქი ანთია.
დავასწარი, სანამ საკუთარ ვერსიას დროშასავით ააფრიალებდა.
აღმოჩნდა, რომ სინათლე ბევრი სხვა რამეც იყო: მოგუგუნე ქარხნები, ცისფრად მოციმციმე ეკრანები, წითელყელსახვევიანი გოგოები და ბიჭები (აქ ეჭვი შემეპარა: კლასელები გამახსენდნენ), გემები, ყინულმჭრელები, ატომური ელექტროსადგურები, მოთხილამურეები, მშენებლები, მეტალურგები და ყველა და ყველაფერი.
- კბილის ექიმებიც?
- რა თქმა უნდა, კბილის ექიმებიც.
უსინდისოდ იტყუებოდა! ქალაქის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში გულისამრევი სუნი ტრიალებდა, თავზარდამცემი წივილ-კივილი ისმოდა, მარწუხები და სისხლიანი ბამბები გროვებად ეყარა. ერთი სიტყვით, იქაურობა მხოლოდ საშინელებას, სრულ სიბნელეს ჰგავდა.
ის კი არაფერს იმჩნევდა და განაგრძობდა:
- მეორე მსოფლიო ომში უამრავი ქართველი დაიღუპა, მათ შორის გორიდან და გორის რაიონიდან გაწვეულებიც. განა პაპაშენი არ იბრძოდა, ბიჭო?
- კურსკთან, იასტრებოვკაში. იქვე დამარხეს.
- აი, ამიტომ უნდა ისწავლო ეს ლექსი. კარგად უნდა ისწავლო და ისე თქვა, რომ მტრის ფეხქვეშ მიწას ცეცხლი გაუჩნდეს.
ომში ვიყავ, მტერს ბერლინი
მივუგრიხე, მოვუგრიხე!
ცხრა მაისით შემოვძახე...
- რატომ მივუგრიხე და მოვუგრიხე, მას?
მასწავლებელი ერთიანად გაქვავდა, სასოწარკვეთილმა შემომხედა.
სიცივისგან კბილებს ვაკაწკაწებდი, მოლურჯო თითებს პალტოს სახელოებქვეშ ვმალავდი.
- მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებს რომ გაემარჯვათ, იცი, რა დღეს დააყრიდნენ ჩვენს ქალაქებს? გორს და გორის რაიონის სოფლებს რას უზამდნენ?
არ ვიცოდი.
ციხის ძირას, ძველ სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ გორაზე ასვლა ერთხელაც არ მეცადა. იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში და არბენას არც არაფერი უნდოდა, თუმცა ათასი ჭორ-მართალი თავგზას მიბნევდა. ციხე უსაქმურებისააო. ციხე ქურდბაცაცებისა და ყომარბაზებისააო. მოპარულ ფულსა და სხვა რამეებს იქა ფლავენო. მკვლელებისააო - ვისი ჯავრიც გულს უკლავთ, ამოჰყავთ და დაუნდობლად უსწორდებიანო. ბოზებისააო - ავხორც კაცებს მოჰყვებიან და ხან ლიფი რჩებათ ქვა-ღორღზე და ხან დაფხრეწილი საცვალიო... რომელი ბავშვიც ციხეზე ავა, შიში თმას გაუთეთრებსო. ერთი ბიჭი ავიდა და გარეულმა ძაღლებმა ისე დაგლიჯეს, არც სული შერჩა და არც ძვალ-რბილიო.
დიდია ქალაქური ფოლკლორის ძალა.
- მართლა გინდა მსახიობობა, ბიჭო?
მასწავლებელმა გამიღიმა და მხარზე ხელი წამომარტყა.
წლობით ნასაზრდოებ სურვილსაც დიდი ძალა აქვს.
*
მარინა ივანოვნას ჭორფლიანი ცხვირი ჰქონდა. მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალები და ძალიან გრძელი წამწამები ჰქონდა. მარინა ივანოვნას თითების მოძრაობას ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდი. ვიცოდი, როგორ ხაზავდა ორიანებს, სამიანებს, ოთხიანებს და ყველაზე იშვიათად - საკუთარ არსებობაში დაეჭვებულ ხუთიანებს. როცა სკოლიდან დაბრუნებულს შინ არავინ მხვდებოდა, ვეება სარკის წინ ვდგებოდი და მანჭვას ვიწყებდი: თვალებს ოდნავ მოვჭუტავდი, თავს უკან გადავწევდი და საკუთარ თავს ოდნავ შესამჩნევად ვუღიმოდი. ყურებში ისევ მისი ხმა მედგა. მისი ფრაზები ზეპირად ვიცოდი და უსასრულოდ ვიმეორებდი - ძლიერი აქცენტით, უადგილო მახვილებით. მერე სახატავი რვეულიდან სუფთა ფურცელს ვხევდი, ნაცნობი ხელმოწერის გაყალბებაში ვვარჯიშობდი. ინიციალები. ინიციალები. ისევ ინიციალები. ბოლოში გამობმული კუდი. წვრილი და მოგრეხილი. ათასი აბდა-უბდით დამძიმებულ თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა: როცა ვბაძავდი, ისევ ერთად ვიყავით.
პოლონურ-უკრაინულ-აზერბაიჯანული წარსული ჰქონდა. ბავშვობის დიდი ნაწილი ბაქოში გაეტარებინა, უმაღლესი სასწავლებელიც იქვე დაემთავრებინა, მერე კი გორში ნათესავებთან ჩამოსულიყო და რომელიღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სკოლაში მუშაობა დაეწყო.
რა თქმა უნდა, მიყვარდა და რა თქმა უნდა, ამ სიყვარულს არაფერი ეშველებოდა.
გაკვეთილებზე თვალს არ ვაცილებდი. ყველა სიტყვას ვიმახსოვრებდი, გულში იქამდე ვიმეორებდი, სანამ აზრს ნექტარივით არ გამოვწუწნიდი. მის სახეზე შენიშნული უმნიშვნელო ჩრდილიც გულს მიკლავდა. მინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მარინა ივანოვნას სურდა: საკონტროლო უშეცდომოდ დაგვეწერა, ტექსტების თხრობისას სიტყვების ძებნა ჭერში არ დაგვეწყო, სუფთად ჩაცმულებს გვევლო და არცერთი ჩვენგანი ავად არასდროს გამხდარიყო.
ერთი თვის გათხოვილი იქნებოდა, როცა კლასის დამრიგებელმა ჩვენს ოთახში შემოიყვანა და გაგვაცნო. მისი ქმარი ჩემს ძმას მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა. იმ კაცის ხელში მსოფლიო ისტორიის ჩაგდება როგორ იქნებოდა - ისეთი მაღალი და მხრებგანიერი იყო, ძველთაძველ მატიანეებში საკუთარი თავის გარდა ვერაფერს დაინახავდა. გულღიააო (ასეთებს დაკვირვების უნარი არა აქვთ). კარგი იუმორით გამოირჩევაო (მოგწონთ ენამოსწრებული ტირანები?). უფროსკლასელების პირში რა გაჩერდებოდა - ტყუილ-მართალს გამოგონილი დეტალებით აზავებდნენ, მნიშვნელობებს აზვიადებდნენ, ზოგჯერ კი შუა თხრობისას ერთმანეთს გადახედავდნენ და დადუმდებოდნენ ხოლმე... სწორედ მათგან გავიგე, რომ შესვენების დროს რუსულისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლები მესამე სართულზე, ბიოლოგიის კაბინეტში იკეტებოდნენ, იქიდან გამოსულები კი აწითლებულები დადიოდნენ, თვალს ვერავის უსწორებდნენ. რამდენჯერმე იმას, იმ ატილას შარვლის ბოლომდე შეკვრაც კი დავიწყებოდა...
სიცხადე, რომელიც აღნიშნულ გადმოცემებს აკლდა, ისედაც გაუსაძლის ყოფას უფრო ძნელად ასატანს ხდიდა. წყალში უიმედოდ იყრებოდა საგულდაგულოდ ნასწავლი ტექსტები თავისივე უცხო სიტყვებით, სუფთად შესრულებული საშინაო დავალებები და მასწავლებლის გულის მოგების სხვა ხერხები.
რის მიღწევას ვცდილობდი? იმის, რომ ყოველ დღე გაკვეთილი მხოლოდ ჩემთვის აეხსნა. სხვები სტატისტები იქნებოდნენ, სკოლის დირექტორის ან სხვა რომელიმე ინსტანციის თვალისასახვევად გამიზნული. ის კი კლასის ერთი ბოლოდან მეორეში ივლიდა და განუმეორებელი ხმით მე მესაუბრებოდა - სულ ერთი იყო, რაზე.
ძილის წინ არაერთხელ მიფიქრია, ნეტა რას უნდა აკეთებდნენ ორივენი ბიოლოგიის კაბინეტში-მეთქი და სავარაუდო პასუხები, საბოლოოდ, ასეთ სახეს იღებდა: ალბათ ტანსაცმელს იხდიან, გაშიშვლებულები ერთმანეთს გარშემო უვლიან და აკვირდებიან, მერე კი სირცხვილის ან სიცივისგან აკანკალებულები სასწრაფოდ იცვამენ-მეთქი. თუმცა ბოლომდე არც მჯეროდა, რომ მარინა ივანოვნა და მისი ქმარი იქ საერთოდ შედიოდნენ. ბიოლოგიის კაბინეტში ადამიანის ჩონჩხი იდგა - ნამდვილი ჩონჩხი, საფლავიდან ამოთხრილი, მკვდრისსუნიანი.
ერთხელ თემა დავწერეთ, პატარა, ნახევარგვერდიანი - “ზამთრის დღე”. მე კვირა დღე აღვწერე, რომელიც ფანჯრის მიღმა მორიალე ფიფქების ცქერაში გავატარე. მერე შუშა დაიორთქლა, თავშიც სასიამოვნო ბურუსი ჩამოწვა და ოცნებებში წავედი: წარმოვიდგინე, როგორ მივაბიჯებდი ბერლინის ქუჩებში და საკუთარი ნაბიჯების ხმას ვუსმენდი. ქალაქი ცარიელი იყო. ის ჩემი ქალაქი გამხდარიყო, ყველა შენობა, ყველა კაფე, ყველა ძაღლი, ყველა ხე მე მეკუთვნოდა.
- დიდი უცნაური ბიჭი ხარ, - მასწავლებელმა ამომხედა და თავი გადააქნია. ვერ მივხვდი, განვითარებული წარმოსახვის გამო შემაქო თუ თემიდან გადახვევისთვის მისაყვედურა. გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
კლასში ყველა ერთხმად ახმაურდა:
- რა უნდა აკეთო მარტომ ცარიელ ქალაქში?
- თუ მაგარი ხარ, შუაღამისას კომბინატის ხიდზე გადადი.
- მარტო სტადიონამდეც ვერ ჩავა და რეებს წერს...
- თავისი მოგონილი არ იქნება, სადმე წაიკითხავდა.
- გადაწერილია, მას, გადაწერილია.
- ციხეზეც არ ასულა და მოინდომა ბერლინი.
დავჯექი და გაკვეთილის დასრულებამდე თავი არ ამიწევია.
მომდევნო დღეები გავაცდინე. სკოლაში წასვლის ნაცვლად გორას გარშემო ვუვლიდი და რუსულის რვეულიდან ამოხეულ ფურცლებს წვრილ-წვრილად ვანაკუწებდი. ქაღალდის ნახევებს პალტოს ჯიბეებში ვიგროვებდი, მერე კი მუჭა-მუჭა ვყრიდი მღვრიე გუბეებში. ქარი ჩემს თამაშს აჰყვა: ეზოს ძაღლივით მელაქუცებოდა და ხელისგულებს კუდის ქიცინით მილოკავდა. ქარს მიჰყვებოდა სათუთად მოხაზული ასოები, გულმოდგინედ გადათეთრებული სტროფები, შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები, შეხვედრის მოლოდინით სავსე საათები.
აღარც მეფე ვიყავი და აღარც ჰეკლბერი ფინი. არც მეფანრე და ხუთკუნჭულა. თითქმის აღარვინ ვიყავი - ისიც კი არა, ვინც ნახევარგვერდიან თემების წერას ნახევარ დღეს ანდომებდა.
მხატვრული კითხვის წრეც დავივიწყე. სცენა, რომელიც წარმოუდგენელი ძალით მიზიდავდა, სხვებს დავუთმე - მათ, ვინც ჩემზე უფრო რიხიანად შესძახებდა: გადახედეთ ქართლის ბაღებს...!
ციხეზე ასვლა გადავწყვიტე - უკვე აღარაფრის მეშინოდა.
ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ჩემი ძმის ნაქონ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. უკვე ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: სიცოცხლე, რომელსაც აზრი გამოაცალეს, ფურცლის პაწია ნაკუწივით მსუბუქი და უწონო იყო.
*
ციხისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი და უცებ მთელი გორა თავზე გადმომემხო: ვიღაცამ კეფაზე წამომარტყა, მერე კი ღონივრად შემაჯანჯღარა. ჩემი ძმა იყო: დილიდან გეძებო. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, დედამ მითხრა, ბარი იშოვე, კვერნაქის სასაფლაოზე ადი და იმ პირქვედასამარხს საფლავი გაუთხარეო. ოთარას უთქვამს, შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე, გონებაგაფანტულიაო. კლასის დამრიგებელი - ის კამეჩივით ქალიც გადარეულა: ერთი კვირაა, სკოლაში აღარ დადის და საერთოდ, ალბათ ოჯახის წევრების გავლენაა, ფაშისტური იდეალები რომ აქვს მეხუთეკლასელ ბავშვსო.
რა ფაშისტური იდეალები? უბრალოდ, ბერლინი გამოვიგონე.
- თავი იმათთან იმართლე, სხედან და გელოდებიან.
ამ სიტყვებს ყური ძლივს მოვკარი. უკვე კისრისტეხით გავრბოდი, სადღაც, მოუსავლეთში. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი: ნებისმიერ ფასად მდევარს ხელიდან უნდა დავსხლტომოდი. ამ ერთადერთი გამარჯვებისთვის მაინც უნდა მიმეღწია, მერე კი ყველაფერი როგორღაც თავის ადგილს იპოვიდა. სხვა თუ არაფერი, სამუდამო თავშესაფრად მდინარის მღვრიე წყალიც გამომადგებოდა.
ფეხი რაღაცას წამოვდე და ყინულს ყრუდ დავასკდი. მარცხენა მუხლში ტკივილი ელვად გაიკლაკნა. გამომშრალი და გახევებული ტუჩები სიმწრით დავიკვნიტე. წამოვიწიე. ისევ დავეცი. მგონი, რამდენიმე წამით გონებაც დავკარგე. კლასის დამრიგებელი მომელანდა - ხარისთავა ქალი, უფორმო ტანითა და თვალშისაცემად შეთხელებული თმით. სახეზე ხელი მოვისვი: სათვალე აღარ მეკეთა. ვერ მივხვდი, სად დავკარგე. თუმცა დიდ უბედურებადაც არ ჩავთვალე: იმდენად გაურკვევლად მესახებოდა საკუთარი მომავალი, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, საერთოდ იქნებოდა თუ არა იქ მისი ადგილი.
ახლა უსათვალოდ მივრბოდი. თოვლიანი ქალაქი სქელ ნისლს დაებურა, ხეების კონტურები მიახლოვდებოდნენ და მშორდებოდნენ. ბაზარს გვერდით ჩავურბინე (წამით გავიფიქრე, დახურულ განყოფილებაში რძის ნაწარმის ან მწვანილეულობის დახლის ქვეშ ხომ არ შევძვრე-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ იქაურ სუნს დიდხანს ვერ გავუძლებდი). კომბინატის ხიდზე გადასვლა გადავწყვიტე (ჩემი ძმა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასე შორს წასვლას გავბედავდი).
ცა კიდევ უფრო ჩამუქდა. ჰაერში ისეთი სუსხი დატრიალდა, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა. აბა, ისუნთქეთ ყინული! როგორც კი ხიდს მივუახლოვდი, სტადიონის მხრიდან ორი ძაღლი აუჩქარებლად დაიძრა და ჩემკენ გამოემართა. ვიცოდი, ამ დროს გაქცევა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ ერთ წამში გავიაზრე, რომ მხოლოდ სისულელეების ჩადენა შემეძლო - აი, ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი საქმე. აი, რა გამომდიოდა ყველაზე უკეთ.
გავიქეცი. ვერ გავიგე, გამომეკიდნენ თუ არა ძაღლები. ხიდი უსაშველოდ გრძელი მომეჩვენა - უსასრულო, მარადისობაში გადებული. ბოლო მართლაც არ უჩანდა. მის ქვეშ ტალახისფერი ლიახვი მდორედ მიირწეოდა. უკან დარჩა გორის ციხე, რომელიც არც ქვეყნის საამაყო წარსულს მახსენებდა და არც ჩემს სამარცხვინო აწმყოს: მისკენ გადადგმულ ორ ნაბიჯს, ვერნასწავლ კარგ ლექსს, იმ თქმულებების დიდ ნაწილს, რომლების სინამდვილისა და სიბრძნისაც გულის სიღრმეში მჯეროდა. მივხვდი, რომ გორაზე ასვლა აღარასდროს მომინდებოდა. და საერთოდ, ციხე სულაც არ იდგა იმისთვის, რომ ზედ ვინმე ასულიყო.
როგორც კი ეს აღმოვაჩინე, ნაბიჯი შევანელე და სახე ფიფქებს მივუშვირე. აღარ მციოდა: შეხებისას ისინი ოდნავ მკბენდნენ - ციდან გადმოყრილი მსხვილ-მსხვილი ნაფლეთები. ნეტა ვინ დახია ამდენი სუფთა ფურცელი? პირღია ვიდექი და ენის წვერით მათ დაჭერას ვცდილობდი, როცა ძაღლების ღრენა შემომესმა. ისევ ის უჯიშო ცხოველები! სხვა რა გზა იყო - თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. გულის ადგილას რაღაც საშინელი დანადგარი ბოლო ხმაზე გუგუნებდა. სუნთქვისთვის დრო აღარ მრჩებოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა და მოვკვდი.
სიკვდილს ყვავილების სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ძალიან თბილი და თოვლივით ფაფუკი იყო. მთელი სხეულით მივეკარი. მხოლოდ ის არსებობდა და თმაზე ხელს მისვამდა, სახეზე მეფერებოდა.
სიტყვები მოგვიანებით გავარჩიე. ხმაც ვიცანი.
ხიდზე მარია ივანოვნა იდგა.
ახლაც ვერ ვხვდები, რატომ ეცვა გახსნილი პალტო იანვრის ყველაზე ცივ დღეს. არ მახსოვს, როგორ მივადე თავი მკერდზე, ან წელზე ხელები რატომ შემოხვიე. რამდენ წამს ან რამდენ წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი, თუ სულაც მთელი საუკუნე გრძელდებოდა - ვერაფერს ვიტყვი. სასწაული იყო, სასწაულები კი, როგორც ამბობენ, დროისა და სივრცის მიღმა ხდება. ამის მერეც არაერთხელ გამივლია და გამომივლია კომბინატის ხიდზე, მაგრამ რად გინდა - მხოლოდ საკუთარი უხასიათობის პირისპირ თუ აღმოვჩენილვარ.
დღემდე მახსოვს ეს განცდა: როგორია, როცა რაღაც რბილს და ამავე დროს მკვრივს პირველად ეხები - იმას, რაც უკიდურესად ელასტიკურია და შეხების შემდეგ პირვანდელ ფორმას უმალვე იბრუნებს. მახსოვს მოტკბო სუნი და სინათლე, რომელიც იქაურობას მოეფინა.
- რატომ დაიწყე გაკვეთილების გაცდენა?
ნაცნობი ხმა. ნაცნობი აქცენტი.
- ძალიან დამაკლდი. დაცარიელდა კლასი.
მივხვდი, რომ ამ სიტყვებს საკუთარ თავს არაერთხელ გავუმეორებდი სარკის წინ.
- რაც ამ დღეებში ავხსენი, იმას შენ ცალკე აგისხნი.
მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალებში ვუყურებდი და ხმას არ ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ჭორფლები მხოლოდ ცხვირზე კი არა, შუბლზეც ჰქონდა და თვალების დაბლაც - მქრალი, ძლივს შესამჩნევი ლაქები. სახეზე არაფერი ესვა, კოსმეტიკის უმცირესი კვალიც არ ემჩნეოდა. ჩემი სახე კი ხელისგულებში მოექცია და მეუბნებოდა:
- ორშაბათს აუცილებლად მოდი. თემას დავწერთ ჩვენს ქალაქზე. კლასში შენ ყველაზე კარგად წერ და დამპირდი, რომ მოხვალ.
ამ დროს სრული სიცხადით მივხვდი, რას აკეთებდნენ ის და მისი ქმარი ბიოლოგიის კაბინეტში: ყველაფერს იხდიდნენ, ბოლომდე შიშვლდებოდნენ, მერე კი ისტორიის მასწავლებელი მუხლებზე დგებოდა და მარინა ივანოვნას ძუძუებზე შემელოტებულ თავს ადებდა, ხელებს წელზე ხვევდა. და იყვნენ ასე დიდხანს, ძალიან დიდხანს. არც ზარის ხმა აღელვებდათ და არც ის, რომ ერთ-ერთი კუთხიდან ადამიანის ჩონჩხი მისჩერებოდათ ავად ამოღამებული თვალებით, თაროებიდან კი - ქილებში დასპირტული ამფიბიები და ნაირგვარი მწერები.
*
ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ჭერიდან ჩრდილი ჩამოცოცდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა. საწოლიდან წამოდგომის თავი რომ მქონოდა, კუდში ხელს წავავლებდი და გამოვათრევდი. თვალებს ძლივს ვახელდი. ძლივს გახელილი თვალებიდან საძაგელი სითხე მოჟონავდა. ყველაფერი ნერვებს მიშლიდა: ჩაბნელებული ოთახი, რომლის ერთ კუთხეშიც სანთელი ბჟუტავდა (39,5 იმის უფლებას მაძლევდა, რომ შუქის ჩაქრობა მომეთხოვა), ჩემი ძმა, რომელიც საშინაო დავალებას რძიანი ჩაის ხმაურიანი ყლუპების თანხლებით წერდა (პალეონტოლოგი მაინც ვერ გახდებოდა - გორის ინსტიტუტში პალეონტოლოგიის ფაკულტეტი არ იყო), დედა, ათ წუთში ერთხელ შუბლზე კომბოსტოს გრილ ფოთლებს რომ მაფენდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში ფეხზე წამოვდგებოდი და თოვლიან ქალაქში სახეტიალოდ გავიდოდი, მაგრამ დედა ძალიან მშიშარა იყო: დასამშვიდებლად მხოლოდ დაპირება არ ეყოფოდა. იძულებული გავხდი, ერთმანეთის მიყოლებით დამელია ორი აბი, დამტკბარი რძე და კიდევ რაღაც გულისამრევი სითხე მოყავისფრო ბოთლიდან.
- მხატვრული კითხვის წრეზე აღარ ვივლი.
სიჩუმემ, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, მაფიქრებინა, რომ ნათქვამი ვერავინ გაიგო. თავი წამოვწიე და უფრო ხმამაღლა გავიმეორე:
- მხატვრული კითხვის წრეზე აღარ წავალ პიონერთა სასახლეში.
- გადაიფიქრე მსახიობობა? - დედამ საბანში ხელი შემოყო.
- ჰო.
- აბა, რა უნდა გამოხვიდე? - სიცხის საზომი ამომაცალა.
- მესაფლავე გამოვალ, თუ გინდა.
- მასწავლებელი არ მოგწონს? - სველი თმა თითებით გადამივარხცნა.
- ოთარას ბრალი არ არის. ამან მითხრა, გორის ინსტიტუტს სამსახიობო ფაკულტეტი არა აქვსო.
ძმას გადავხედე, რომელმაც იმავე წამს გადაიხარხარა. არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პურის ნაფშხვენები მთელ კუთხეში მიმოფანტა.
- სხვა ქალაქში სასწავლებლად წასვლა თავში არ მოსდის და ჯარში როგორ წავა?
დედამ სიცხის საზომი სამზარეულოში გაიტანა (39,5 იმის უფლებას არ მაძლევდა, რომ სხვა ოთახის ჩაბნელებაც მომეთხოვა). ეს რაღას ელოდა? რატომ არ მიჰყვებოდა თავისი ატლასებიან-რვეულებიანად? თვალების გახელა სულ უფრო მიძნელდებოდა. თავში სიტყვები ირეოდნენ. სიტყვებს მთელი წინადადებები ცვლიდა. ძაღლის კუდი. ჯარი. შავი ხარის თავი. გადახედეთ ქართლის ბაღებს. გორის ციხე. შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე. ჰეკლბერი ფინი. ყინულმჭრელები. ნამუშევრების გამოფენა. ცხრა მაისი.
- დეეე...!
დედას ლექსების კითხვა უყვარდა - მხოლოდ მაშინ, თუ კარგ ხასიათზე იყო. როცა ბრაზდებოდა, სამზარეულოში შევარდებოდა და ლანძღვა-ლანძღვით ხეხავდა ტაფებს, ქვაბებს, კედლებს, იატაკის ფილებს... სიმშვიდის საათებში ყველა ლექსს ერთნაირად კითხულობდა - მონოტონურად, ძილისმომგვრელად. არასდროს მთხოვდა, ჩემი სიტყვებით მეთქვა, რა გავიგე, ან საერთოდ, რამე გავიგე თუ არა. მგონი, თვითონაც ბევრი არაფერი ესმოდა. ლექსები საძილე საშუალება იყო. ლექსები ყველანაირ ტკივილს აყუჩებდა. ქვედა თაროდან იმ წიგნს გამოიღებდა, რომელიც ხელში მოხვდებოდა, გადაშლიდა და კითხვას საშუალოზე დაბალი ხმით დაიწყებდა ხოლმე.
სიცხიანს ძმრის სუნით აქოთებული წინდები მეცვა და პირში წამლის საზიზღარი გემო მიტრიალებდა. უარს არ მეტყოდა, თუ ვთხოვდი, რამე წამიკითხე-მეთქი. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილი უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილთან ერთად სიცოცხლეც უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც ფიჭვის წიწვებზე შერჩენილი წვიმის წვეთები უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ხმის მოსმენა უყვარდათ.
- დეეეე! სად ხარ?
სიცხის დამწევი ლექსები. ნახველის გამათხიერებელი ლექსები.
- დეეეე! ძალიან ბნელა.
უცნობ შენობასთან ვიდექი. უქარო ღამე იყო. ფანრების შუქით განათებულ ქუჩას სამსართულიანი სახლების მწკრივი მიუყვებოდა. ხეების ჩრდილები ცარიელ გზაზე გაწოლილიყო. კარი შევაღე და ნახატივით ლამაზ კაფეში აღმოვჩნდი. მაგიდებზე წითელი ქსოვილი ეფინა, ცოცხალი ყვავილებით მორთულ სასანთლეებში კი გრძელი, თეთრი სანთლები იდო. ირგვლივ არავინ ჩანდა. ვიგრძენი, რომ თავბრუ მეხვეოდა და სკამზე ჩამოვჯექი. სასკოლო ჩანთიდან წიგნი ამოვიღე - ლექსებისა აღმოჩნდა. რამდენიმე თაობის ნახმარი, ყდაშემოფლეთილი და კუთხეებგაცვეთილი. კითხვა ხმამაღლა დავიწყე. გული მწყდებოდა, რომ არავის ესმოდა, როგორ კარგად ვკითხულობდი: თითოეულ სიტყვას ენაზე ვიჩერებდი, გემოს გულმოდგინედ ვუსინჯავდი. თითოეული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მნიშვნელობები ბოლომდე მესმოდა. თავბრუ ისევ მეხვეოდა. მივხვდი, რომ სასანთლეებზე შემოხვეული უსახელო ყვავილების ბრალი უნდა ყოფილიყო - ცუდად მათი მოტკბო სურნელი მხდიდა. წიგნი მაგიდაზე დავტოვე და გარეთ გამოვედი. ქუჩაშიც ისევ ის სუნი ტრიალებდა. “ბერლინი”, - გაოგნებულმა გავიფიქრე. მერე თავი ავწიე და იმ კაფეს შევხედე, სადაც ორი წუთის წინ ლექსებს ვკითხულობდი. მის თავზე ალისფრად ენთო სიტყვები, რომლების მნიშვნელობასაც ვერ ვხვდებოდი.
- ამას ჯარში არ წაიყვანენ, არა, დე?
დედამ შუბლზე ხელი დამადო.
*
სკოლაში ათი დღის შემდეგ მივედი - თვალებამოღამებული და ძალიან მშვიდი. ბავშვები საშინაო დავალების გადაწერით იყვნენ გართული. ახალ დამლაგებელს საკლასო ოთახის იატაკი ნავთში დასველებული, დაძონძილი ტილოთი მოეწმინდა და ირგვლივ ყველაფერი წარმოუდგენლად ყარდა. ძველი დამლაგებელი კომბინატის დასახლებაში რომელიღაც კორპუსის წინ წაქცეულიყო - გამთენიისას ეპოვათ უსულო და ნაზად დათოვლილი (რა თქმა უნდა, ზოგიერთ გოგოს დავალების გადაწერის დროსაც არ შეეძლო ენის გაჩერება).
მომეჩვენა, რომ ზარი ძალიან დიდხანს არ დაირეკა.
ზარის დარეკვის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და არავინ გამოჩნდა.
- რუსული ცდება!
- წამო, ვისრიალოთ!
- ძველი არ ვარგა, ახალი სასრიალო გავაკეთოთ.
- დღეს ისევ მოთოვს.
- ამ გაკვეთილზე საკონტროლოს ნიშნები უნდა გამოეცხადებინა.
- მათემატიკის მასწავლებელმა ვიღაცას უთხრა, წოლითი რეჟიმი აქვსო.
- რა აქვსო?
- წამო, წამო რა.
- რო არ გაცდეს?
- ცდება, ვერ ხედავ?
როცა თვალები გავახილე, საკლასო ოთახში მარტო ვიყავი. მარტოობას ნავთის მძაფრი სუნი ასდიოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.
პალტოს ჯიბიდან ლურჯი კალამი ამოვიღე. ჩანთაში ხელი დიდხანს ვაფათურე, რუსულის რვეული ვიპოვე, გადავშალე და შიგ ქართულად ჩავწერე:
გ ო რ ი
ფიქრის დრო არ მქონდა, არც ასოების მოხაზულობაზე ზრუნვის. გრამატიკის წესების დარღვევისთვისაც არავინ მისაყვედურებდა.
არ ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი - რატომ ვწერდი, რომ ჩემი ქალაქი საუკეთესო მეგონა. მერე რა, რომ სხვა ქალაქები არასდროს მენახა. გორის ნაწილი ვიყავი და მას არასდროს მივატოვებდი - აქ ვისწავლიდი, ცოლად კლასელ გოგოს მოვიყვანდი, ბაზრის მუშად ან ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელად ვიმუშავებდი, ბოლოს კი ჩემი ძმა თავისი ხელით გამითხრიდა საფლავს კვერნაქის გორაზე. ვერ დავთმობდი ნაცნობ ქუჩებს, ხეებს, სახლებს და კორპუსებს, სხვა შენობებს და იმ ერთადერთ სასახლეს, რომლის ფართო ფანჯრებზეც ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა. ვერც გორის შუაგულში წამომართულ ციხეს შეველეოდი - რაც უფრო შორიდან ვუყურებდი, ის მით უფრო შთამბეჭდავი მეჩვენებოდა. წარმოსახვის დაუძაბავად ვხედავდი, როგორ არბოდნენ და ჩამორბოდნენ მძიმედ აღჭურვილი მეომრები მის ვიწრო ბილიკებზე, როგორ იფურჩქნებოდნენ ყვავილები ვაშლისა და ატმის ხეებზე ქართლის ულამაზეს ბაღებში... გაქცევის გეგმები, რომლებსაც საკუთარ ძმასაც არ ვუმხელდი, მხოლოდ იმ სისულელეების ნაწილს წარმოადგენდა, რომლების ჩადენაც ჩემს მთავარ მოწოდებად, მთავარ საქმედ ქცეულიყო. რატომ მეგონა, რომ სხვა ქალაქში ციხე არ დამხვდებოდა? რატომ მეგონა, რომ ეჭვიანობით გულგასიებულს ისტორიის შესწავლაზე ხელი უნდა ამეღო? მართალია, იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე ჯარისკაცი გავმხდარიყავი და მოვალეობების სიმძიმეს წელში გავეწყვიტე, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სიმხდალიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯი იყო. მე კი, საბედნიეროდ, დეზერტირის განსახიერებაც შემეძლო და გმირისაც.
- სად ჯანდაბაშია მთელი კლასი?
კლასის დამრიგებელს მაღალყელიანი, წვრილქუსლიანი ჩექმები ეცვა და წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა.
- არ ვიცი.
ნიკაპში ხელი წამავლო და დასჭექა:
- პირქვე დაგმარხავთ ყველას.
კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- შენ რაღას აკეთებ ცარიელ ოთახში?
მისი კივილი სამართებელივით მისერავდა მთელ სხეულს.
- ლექსს ვიმეორებ, მას.
- რომელ ლექსს?
სხვა რა დამრჩენოდა - თავი ავწიე და ვიღრიალე:
- ყოველ ახალ გამარჯვების
შემდგომ წესად შემოვიღე,
აღტაცებით შემოვძახო:
ეგ არის და გორის ციხე!
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:
Your thhe best
Post a Comment