Wednesday, February 13, 2008

ლელა სამნიაშვილი

* * *

სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

დარ­ჩე­ნი­ლებს - უხ­­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე -

სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის -

უკ­­ნას­­ნე­ლი დი­ზა­­ნის კა­ბებ­ში,

ზურ­­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი - ახ­ალ­თა­ხა­ლი,

ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით -

ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­­­ბი­ლე­ბა

ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის -

ვან­თებთ - ძვე­ლი და მზის­გან დამ­­ნა­რი

ფრთე­ბის ცვი­ლის სან­­ლებს; აბ­­ზა­ნებ­ში -

ძი­ლის წინ - ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც -

უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

ამ­­ვი­ღე, - არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად -

რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­­დეს, -

არ­­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ -

სტი­ვი, - ას­­თი ახ­ალ­გაზ­­და და უკ­ბი­ლო

და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო -

მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­­ვი­რის ხმას -

რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­­ვე - სიტ­­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

ტკი­ვი­ლი - ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­­ბის.

* * *

უც­ხო ყო­ფი­ლა -

ჩე­მი ძმო­ბი­ლი -

თრო­ბის­­ვის - ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

და მეც - სუ­ლე­ლი! -

სულ ვა­ძა­ლებ­დი -

ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

მუ­ტან­ტე­ბი

შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

გა­რე­შე - შა­ვი და ვე­­ბა მერ­ცხ­ლე­ბი -

გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­­ნენ

ქა­ლაქ­ში. მყის­ვე - ყვე­ლა­ზე დი­დი

შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­­ნენ.

ქროდ­ნენ შე­­ჩე­რებ­ლად. აშ­­ნებ­­ნენ

შავ ბუ­დე­ებს. ააშ­­ნეს სტა­ლი­ნის

ძეგ­ლის ზურ­­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

ნამ­ცე­ცე­ბით ამ­­ავ­სეს ჰა­­რი. ძეგ­ლი -

მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

გამ­­ლე­ლებს - მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­­წი­ფო

მო­ხე­ლე­­ბი ცდი­ლობ­­ნენ სწრა­ფად

გად­მო­სუ­ლიყ­­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­­ნენ.

ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი - მთე­ლი ზაფხუ­ლი

ტრი­­ლებ­­ნენ საფ­­თხედ ჰა­ერ­ში

და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და -

თავს არ დას­­მი­ან არ­­ვის,

მხო­ლოდ - ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში -

ხში­რად ვპო­­ლობ­დით - მკვდარ

ჩი­ტებს - მკვდარ, ჩვე­­ლებ­რივ

პა­ტა­რა და თეთ­­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

* * *

ბორ­ჯო­მის პარ­­ში - ცის კრი­­ლა

ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი -

ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

"ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?"

პა­ტა­რა გო­გო - ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი -

ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

"პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს" და ის კი -

ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში -

მა­­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის -

აჩ­­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

ყვე­ლა­ზე მე­ტად - პა­პის და­ნახ­ვა უხ­­რია

და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია - ის -

ვინც გიყ­ვარს - თვალს მი­­ფა­როს

და სა­მოთხეც - შე­ნი­­ნად - შენს გარ­შე­მო -

უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­­ლი.

მა­მა­მი­სის რა­დი­­ში უყ­­რა­დებს

ხალ­ხის ამ­ბავს, - სა­კუ­თარ სისხლს რომ

ჰყი­დი­ან, რომ ბავ­­ვე­ბი­სათ­ვის

თბი­ლი პუ­რი იყ­­დონ. ვი­სი

ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­­ვე­ბი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა

ამ­დე­ნი სის­­ლი?! ან რამ­დე­ნი

დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო - რომ ამ­­ავ­სოს,

წა­მით მა­ინც აგრ­­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

ეს სურ­ვი­ლი - თბი­ლი პუ­რი­სა?!

სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­­ლებს.

უკ­ვირს - მტი­რა­ლა ბი­ჭი -

ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში -

რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე - თვა­ლით -

არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

"აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!"

* * *

მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა - ლა­ღად;

სხვი­სი მი­წის­­ვის მა­რად მშივ­რე­ბი -

მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­­ღავთ;

ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­­ვის -

ოქ­რო­თი - მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან -

აწმ­ყო­ში - თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

წარ­სუ­ლიც - ფერ­­ლის თა­ნას­წო­რია;

და მო­მა­ვალ­საც - თუ გა­უს­წო­რებთ -

მახ­ვილს, - ვერ შეძ­ლებს თვა­ლი - იგ­­ვეს:

იქ­ით - ოქ­რო­თი აუწ­­ნა­ვი -

კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

© ”არილი”

No comments:

Post a Comment