Friday, February 22, 2008

პე­ტერ ჰან­დ­კე


­­­­მე სპილოს ძვლის კოშკის ბინადა­რი ვარ

თარგმნა მათე კრავეიშვილმა


ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემ­­ვის უკ­ვე დი­დი ხა­ნია იქ­ცა თვით­შე­მეც­ნე­ბის თუ არა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში გარ­­ვე­ვის, რა­ღა­ცის ცხად­ყო­ფის სა­შუ­­ლე­ბად მა­ინც. ლი­ტე­რა­ტუ­რის სი­ნამ­­ვი­ლემ ყუ­რად­ღე­ბი­­ნი და კრი­ტი­კუ­ლი გამ­ხა­და ჭეშ­მა­რი­ტი სი­ნამ­­ვი­ლის მი­მართ. მას­წავ­ლა ის, თუ ვინ ვარ და რა ხდე­ბა ჩემ­ში.

მას შემ­დეგ, რაც მე - რო­გორც მკითხ­ვე­ლი და მწე­რა­ლი - მივ­­­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­­ნე­ლო­ბას, მის მი­მარ­თაც ყუ­რად­ღე­ბი­­ნი და კრი­ტი­კუ­ლი შე­ვი­ქე­ნი; ეს ლი­ტე­რა­ტუ­რა კი თა­ვის მხრივ სი­ნამ­­ვი­ლის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბის­გან ჩემ­­ვის რა­ღაც ახ­ალს ვე­ლი, რაც მცი­რე­დით მა­ინც შემ­­­ლის; მო­­ლოდ­ნელს, იმ­ას, რა­საც აქ­ამ­დე ვერც კი მი­ვიჩ­ნევ­დი არ­სე­ბო­ბის ცნო­ბი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბად, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხედ­ვის, სიტყ­ვის, ფიქ­რი­სა და ყოფ­ნის ამ ახ­ალ სა­შუ­­ლე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მივ­­­დი, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის წყა­ლო­ბით თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შევ­­­ლი­ლი­ყა­ვი, უფ­რო მე­ტი იმ­­დი გა­მიჩ­­და იმ­ის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ახ­ალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მომ­ცემ­და ჩე­მი ნაკ­ლო­ვა­ნი არ­სე­ბო­ბის სრულ­ყო­ფი­სათ­ვის. ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან სამ­ყა­როს შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ბო­ლოო, დას­რუ­ლე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სის უარ­ყო­ფას მო­ვე­ლი და რად­გან იმ­­საც მივ­­­დი, რომ ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად ცნო­ბი­­რი არ­სე­ბო­ბის ახ­­ლი სა­შუ­­ლე­ბე­ბიც იშ­ლე­ბო­და ჩემს თვალ­წინ, ერთ რა­მე­ში დავ­­­მუნ­დი, კერ­ძოდ კი იმ­­ში, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­­ბით სხვე­ბის შეც­­ლაც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ჩე­მი წარ­მოდ­გე­ნა ხომ ბევ­რი რა­მით შეც­ვა­ლა კლა­ის­­მა, ფლო­ბერ­მა, დოს­ტო­ევ­­კიმ, კაფ­კამ, ფოლ­­ნერ­მა, რობ-გრი­ემ.

ახ­ლა კი მე - რო­გორც მწე­რალ­სა და მკითხ­ველს - აღ­არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს სამ­ყა­როს ას­ახ­ვის არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ნე­ბის­მი­­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე მგო­ნი, მხო­ლოდ ერთხელ ამ­არ­­ლებს. მი­სი მი­ბაძ­ვა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. მე­­რე­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ას­ახ­ვის მო­დე­ლი ახ­ალს არ­­ფერს გვძენს და სა­­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში ვა­რი­­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. გა­მო­სახ­ვის ესა თუ ის მო­დე­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლოა რე­­ლის­ტუ­რი იყ­ოს, სხვა დროს კი იგი მა­ნი­­რის­ტუ­ლი და არ­­რე­­ლის­ტუ­რი მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, თუნ­დაც ის­ევ რე­­ლის­ტუ­რად იწ­­დე­ბო­დეს.

ას­­თი მა­ნი­­რის­ტუ­ლი რე­­ლიზ­მია გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი დღეს გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ყო­ველ­­ვის ავ­იწყ­დე­ბათ, რომ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ერთხელ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­თო­დი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გავს თა­ვის მნიშ­­ნე­ლო­ბას. ამ მე­თოდს ახ­ლი­დან ვერ გა­მო­­გო­ნებ, ამ­­ტო­მაც მას გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად იყ­­ნე­ბენ. ერ­თი სიტყ­ვით, მე­თოდს ბუ­ნე­ბას­თან აიგ­­ვე­ბენ. რე­­ლიზ­მის ერთ-ერ­თი ხერ­ხი, მა­გა­ლი­თად აღ­წე­რა, ერ­თა­დერთ ბუ­ნებ­რივ ხერ­ხად მი­აჩ­ნი­ათ. ას­ეთ ლი­ტე­რა­ტუ­რას "სა­დას", "ბუ­ნებ­რივს", "უბ­რა­ლო­სა" და "საქ­მი­ანს" უწ­­დე­ბენ. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ამ ტი­პის ლი­ტე­რა­ტუ­რა იმ­დე­ნად­ვეა არ­­ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გორც ნე­ბის­მი­­რი მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა: ეს მე­თო­დი მხო­ლოდ მწერ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის­­ვი­საა ნაც­ნო­ბი, ასე რომ, ის­­ნი ვერც კი გრძნო­ბენ, რომ ამგ­ვა­რი აღ­წე­რე­ბი ბუ­ნე­ბა კი არა, მე­თო­დია, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­­კა­ფა გზა და დამ­­ვიდ­­და. იგი აღ­­რაა კრი­ტი­კუ­ლი სი­ნამ­­ვი­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ­­მედ სა­ზო­გა­დო­­ბის მოხ­მა­რე­ბის საგ­ნად იქ­ცა. ეს მე­თო­დი არ­­ნა­ირ წი­ნა­აღ­­დე­გო­ბას არ უწ­ევს მკითხ­ველს, ვერც კი გრძნობს მას, ვერ ამჩ­ნევს, ანუ იგი სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­და, შაბ­ლო­ნად იქ­ცა. ამ­ან თა­ნა­მედ­რო­ვე, ტრი­ვი­­ლურ რე­­ლიზ­მამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა.

ყველ­გან ხე­დავ, რომ ესა თუ ის მხატ­­რუ­ლი მე­თო­დი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო ეშ­ვე­ბა და ბო­ლოს სრუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის დო­ნეს აღ­წევს - ტრი­ვი­­ლურ, გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რეკ­ლა­მა­ში და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბებ­ში. ბულ­ვა­რულ რო­მან­ში ძალ­ზე ხში­რად შეხ­­დე­ბით ში­ნა­გან მო­ნო­ლოგს; მი­ლი­­ნო­ბით ავ­ტო­რი მუ­შა­ობს მონ­ტა­ჟის ტექ­ნი­კით. იგ­­ვე "ტენ­დენ­ცი­­ბი" შე­­ნიშ­ნე­ბა კო­მიქ­სებ­შიც, კონ­­რე­ტუ­ლი პო­­ზი­ის ცალ­კე­­ლი მიგ­ნე­ბე­ბი კი რეკ­ლა­მამ გა­­თა­ვი­სა. მე­­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნის ხაზ­გას­მის ხერ­ხი - პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნის მიჩ­­მალ­ვის მიზ­ნით - ახ­ლა ფარ­თოდ გა­მო­­ყე­ნე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­­ში. ახ­­ლი ამ­ბე­ბის მი­მომ­ხილ­ვე­ლი რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რი ან სვე­ტის წამ­­ვა­ნი "შპი­გე­ლი­დან" უფ­რო უშ­­­ლო და ოს­ტა­ტუ­რი სიტყ­ვე­ბის თა­მაშს გვთა­ვა­ზობს, ვიდ­რე ამ­­ში გა­წა­ფუ­ლი პო­­ტი. რო­ცა ხერ­ხი იმ­დე­ნად ცვდე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მი­სი აღქ­მა, მას ყვე­ლა­ზე და­ბალ დო­ნე­ზე იყ­­ნე­ბენ, მა­ნე­რად იქ­ცე­ვა. ცოცხალ­მა მე­თოდ­მა ყი­რა­ზე უნ­და და­­ყე­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქ­ამ­დე იყო ცნო­ბი­ლი, უნ­და გვაჩ­ვე­ნოს, რომ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის კი­დევ ერ­თი სა­შუ­­ლე­ბა არ­სე­ბობს, უფ­რო სწო­რად, არ­სე­ბობ­და, რად­გან ერთხელ გამ­­ღავ­ნე­ბულ­მა მან უკ­ვე ამ­­წუ­რა თა­ვი. სა­­ბა­რი იმ­­ზეა, რომ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი არ უნ­და მივ­ბა­ძოთ, არ­­მედ მას­თან გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე სხვა­ნა­­რად უნ­და იც­ხოვ­რო - თუ­კი მკითხ­ვე­ლი ხარ და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეძიო - თუ­კი მწე­რა­ლი ხარ. ასე მა­გა­ლი­თად, ჩემ­­ვის ახ­­ლი მე­თო­დის ძი­­ბა უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ნედ­ლი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა ცხოვ­რე­ბი­დან, ყვე­ლა­ნა­­რი მე­თო­დის გა­რე­შე. ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­ვად ყვე­ლა­ზე კარ­გად ქმნის ის­ტო­რი­ებს, ერ­თია, მან წე­რა არ იც­ის.

გარ­­ვე­­ლი დრო­­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც დღეს იქმ­ნე­ბა, ჩემ­­ვის მი­­ღე­ბე­ლი გახ­და. რო­გორც ჩანს, საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იგი მხო­ლოდ ნაც­ნო­ბი აზ­რე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ მა­უწყებს ნაც­ნო­ბი ხერ­ხე­ბით, ანუ აზ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი მხო­ლოდ ამგ­ვა­რი ხერ­ხე­ბის წყა­ლო­ბი­თაა ჩემ­­ვის ნაც­ნო­ბი. მე ვე­ღარ ვი­ტან ის­ტო­რი­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­გო­რი ფან­ტას­ტი­­რი და ოს­ტა­ტუ­რიც არ უნ­და იყ­ოს იგი. მე მირ­ჩევ­ნია ის­ტო­რი­­ბი ტრამ­ვა­­ში, კა­ფე­ში და ბუ­ხარ­თან მო­ვის­მი­ნო. იმ ის­ტო­რი­ებ­ზეც არ მიმ­დის გუ­ლი, სა­დაც თით­ქოს არ­­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ის ფიქ­ცია ხომ მა­ინც არ­სე­ბობს, გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად, უკ­ონ­­რო­ლოდ. ეს "ვე­ღარ ვი­ტან ის­ტო­რი­ებს", უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ემ­­ცი­­რი მოვ­ლე­ნაა, ახ­ლა უბ­რა­ლოდ მა­ღი­ზი­­ნებს ნე­ბის­მი­­რი სა­ხის გა­მო­ნა­გო­ნი. მაგ­რამ შე­ვამ­­ნიე, რომ ჩემ­­ვის გა­მო­ნა­გო­ნი, ფან­ტა­ზია სუ­ლაც არაა უმ­თავ­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ფან­ტა­ზია მე თვით­ნე­ბურ, უკ­ონ­­რო­ლო და კერ­ძო საქ­მი­­ნო­ბად მი­მაჩ­ნია. იგი მოგ­ვაც­დენს ხოლ­მე, უკ­­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში გვარ­თობს, მაგ­რამ თუ­კი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ გარ­თო­ბის სა­შუ­­ლე­ბად იქ­ცე­ვა, მე უარს ვიტყ­ვი ას­ეთ სე­­რებ­ზე. ნე­ბის­მი­­რი ის­ტო­რია ჩემ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას მა­ვიწყებს ხოლ­მე, გა­მო­ნა­გო­ნის მეშ­ვე­­ბით მა­­ძუ­ლებს წა­ვუყ­რუო ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემ­ში ხდე­ბა, ყუ­რად­ღე­ბა არ მი­ვაქ­ციო სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­­ბას, სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ. თუ­კი ის­ტო­რი­ით რა­ღაც ახ­ლის თქმა ხდე­ბა სა­ჭი­რო, მი­სი ამ მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­მო­­სა­დე­გარ, მოძ­ვე­ლე­ბულ მე­თო­დად მე­სა­ხე­ბა. გა­მო­ნა­გო­ნი, რო­გორც სამ­ყა­როს შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ის საშ­ლე­ლი აღ­არ მჭირ­დე­ბა, ხელს მიშ­ლის. და სა­ერ­თო­დაც, ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რე­სი, მე მგო­ნი, ზედ­მეტ გა­მო­ნა­გონ­ზე უარ­ის თქმა­ში მდგო­მა­რე­ობს, ჩვენ თან­და­თან უნ­და დავ­შორ­დეთ ფუჭ ფან­ტა­ზი­ებს. სულ უფ­რო ნაკ­ლე­ბია ამგ­ვა­რი სა­შუ­­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის აუც­­ლებ­ლო­ბა, ის­ტო­რია, რო­გორც გა­მო­ნა­გო­ნი, ზედ­მე­ტი ხდე­ბა, მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბის ას­ახ­ვაა - ენ­ობ­რი­ვი თუ არ­­­ნობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა - და ამ­ის­­ვის უკ­ვე არ­აფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა აღ­არ გვჭირ­დე­ბა. ერ­თი შე­ხედ­ვით ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ­ის გა­მო კარ­გავს თა­ვის ხიბლს, რად­გა­ნაც ავ­ტო­რი უკ­ვე აღ­არ აჩ­­ჩებს მკითხ­ველს შპარ­გალ­კას, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ, რად­გან რო­გორც მკითხ­ველს, არ­­ნა­­რი შპარ­გალ­კა არ მჭირ­დე­ბა. არც ე.წ. "საქ­მის ყურ­ში ჩად­გო­მა" მა­ინ­ტე­რე­სებს და არც გა­დაც­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი. ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა თა­ვი­სი და­სა­ბა­მი­­რი არ­სე­ბით უნ­და წარ­მოგ­ვიდ­გეს.

ამ­­ტო­მაც, რე­­ლის­ტუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც დღეს­­ღე­­ბით ის­ევ დო­მი­ნი­რებს, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მგო­ნია... მე, რო­გორც მწე­რალს, სრუ­ლი­ად არ მა­ინ­ტე­რე­სებს სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ან ათ­ვი­სე­ბის ამ­­ცა­ნა, ჩემ­­ვის მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი სი­ნამ­­ვი­ლე ვაჩ­ვე­ნო (თუნ­დაც აუთ­ვი­სებ­ლად). სი­ნამ­­ვი­ლის კვლე­ვა და ათ­ვი­სე­ბა (არც კი ვი­ცი, რას ნიშ­ნავს ეს) მეც­ნი­­რე­ბის­­ვის მი­მინ­­ვია, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მო­ნა­ცე­მე­ბი­თა და მე­თო­დი­კით (სო­ცი­­ლო­გი­­რი, სა­მე­დი­ცი­ნო, ფსი­ქო­ლო­გი­­რი, იურ­­დი­­ლი და ა.შ.) შე­უძ­ლი­ათ მა­სა­ლა მო­მა­წო­დონ ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლის შე­სა­ხებ. არ­აფ­რად მი­მაჩ­ნია ის­­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს ლექ­სი სი­ნამ­­ვი­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს მოგ­ვითხ­რობ­დეს, ვიდ­რე "რო­მე­ლი­მე სქელ­ტა­ნი­­ნი სა­მეც­ნი­­რო წიგ­ნი". გე­ორგ თრაკ­ლის ლექ­სი­დან კას­პარ ჰა­­ზე­რის შე­სა­ხებ, არ­­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ გა­მი­გია, იურ­ისტ ან­სელმ ფონ ფო­­ერ­ბა­ხის სიტყ­ვე­ბი­დან კი ძა­ლი­ან დი­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, არ­ამ­ხო­ლოდ ობ­­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ­­მედ ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლის­­ვი­საც. რაც შე­­ხე­ბა იმ სი­ტუ­­ცი­ას, რო­მელ­შიც მე ვცხოვ­რობ: სუ­ლაც არ მინ­და, რომ მას­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­დე­ბუ­ლი იყ­ოს, უბ­რა­ლოდ მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფერ­მა ფიქ­რის წნეხ­ში გა­­­როს. ჩე­მი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ჩე­მი სი­ნამ­­ვი­ლე ჩემს მი­ერ­ვე გა­მო­ყე­ნე­ბულ მე­თოდ­ში ამ­­იც­ნოს მკიხ­ველ­მა. ამ­­ტო­მაც არ მიყ­ვარს გა­მო­ნა­გო­ნი, ის­ტო­რი­­ბი (მათ შო­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და ერთ­მა­ნეთ­ში არ­­­ლი ამ­ბე­ბი) და რომ ფან­ტა­ზი­ის მე­თო­დი სუ­ლაც ძა­ლი­ან მყუდ­როს ნიშ­ნავს, მო­წეს­რი­გე­ბულ­სა და უხ­ამ­სად იდ­­ლი­ურს. ას­­თი მე­თო­დი ჩემ­­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რო­გორც რეფ­ლექ­ტო­რუ­ლი თვი­თუ­არ­ყო­ფა: ის­ტო­რია, რო­გორც ის­ტო­რი­ის და­ცინ­ვა.

თუმ­ცა ნორ­მა­ტი­­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­­ცოდ­ნე­­ბა მათ, ვინც უარს ამ­ბობს ის­ტო­რი­­ბის თხრო­ბა­ზე და ვინც სამ­ყა­როს ას­ახ­ვის ახ­ალ მე­თო­დებს ეძ­­ებს, "სპი­ლოს ძვლის კოშ­კის ბი­ნად­რებს", "ფორ­მა­ლის­ტებს", "ეს­თე­ტებს" უწ­­დებს. ამ აზ­რით მე თავს მარ­­ლაც სპი­ლოს ძვლის კოშ­კის ბი­ნად­რად მი­ვიჩ­ნევ, რად­გა­ნაც ვფიქ­რობ, რომ იმ მე­თო­დებ­სა და სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის იმ მო­დე­ლებს ვე­ძი­ებ, რო­მელ­თაც უკ­ვე ხვალ (ან ზეგ) რე­­ლის­ტურს უწ­­დე­ბენ, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ის­­ნი აღ­არ იქ­ნე­ბი­ან ას­­თე­ბი, რო­ცა მა­ნე­რად, არ­­ბუ­ნებ­რივ მო­დე­ლე­ბად იქ­ცე­ვი­ან; ის­­ვე რო­გორც ახ­ლა: გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია ხომ ჯერ კი­დევ სი­ნამ­­ვი­ლის ას­ახ­ვის ბუ­ნებ­რივ სა­შუ­­ლე­ბად მი­აჩ­ნი­ათ.

მაგ­რამ მე ახ­ლა აბს­­რაქ­ცი­ებ­ში გა­და­ვეშ­ვი და და­მა­ვიწყ­და და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც თა­ვად ვმუ­შა­ობ. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის უნ­და აღვ­ნიშ­ნო, რომ თე­მე­ბი არა მაქვს, თე­მე­ბი, რის შე­სა­ხე­ბაც უნ­და ვწე­რო... მე მხო­ლოდ ერთ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ: სა­კუ­თარ თავ­ზე. ვცდი­ლობ თა­ვი შე­ვი­მეც­ნო, გა­ვერ­­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა ღრმად ჩავ­­­დე სა­კუ­თარ თავს - ან არ ჩავ­­­დე - გა­ვი­გო, რას ვა­კე­თებ არ­ას­წო­რად; ან იქ­ნებ სულ ტყუ­­ლად ვფიქ­რობ, რომ სხვე­ბიც "და­­ფიქ­რებ­ლად ფიქ­რო­ბენ", მოქ­მე­დე­ბენ და ლა­პა­რა­კო­ბენ; ვცდი­ლობ თა­ვა­დაც ყუ­რად­ღე­ბით ვი­ყო და სხვე­ბიც ას­­თე­ბად ვაქ­ციო, ანუ უფ­რო მგრძნო­ბი­­რე­ნი გავ­ხა­დო; სხვა სიტყ­ვე­ბით, მინ­და სხვებ­მაც და მეც უფ­რო ზუს­ტად და სენ­სი­ბი­ლუ­რად ვი­არ­სე­ბოთ, რა­თა ად­ვი­ლად ვი­პო­ვო სა­ერ­თო ენა მათ­თან და უკ­ეთ გა­ვუ­გოთ ერთ­მა­ნეთს. არ შე­მიძ­ლია ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ვი­ყო, რად­გა­ნაც არ ვი­ცი, რა არ­ის არ­სე­ბუ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა (ნუ­თუ ან­არ­ქიზ­მი?!). არ ვი­ცი, რაა სა­ჭი­რო. ვი­ცი მხო­ლოდ, რომ კონ­­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის ჩას­წო­რე­ბაა სა­ჭი­რო და რა­ღაც სხვას, აბს­­რაქ­ტულს, მე ვერც და­გი­სა­ხე­ლებთ. სი­მარ­­ლე გითხ­რათ, რო­გორც მწე­რალს, მე ეს არც მა­დარ­დებს.

ჩე­მი პირ­ვე­ლი პი­­სის მე­თო­დი ყვე­ლა აქ­ამ­დე არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დის უარ­ყო­ფა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. მომ­დევ­ნო პი­­სის მე­თო­დი რეფ­ლექ­სი­რე­ბა იქ­ნე­ბა, სა­­და­ნაც იმ­ას ავ­არ­ჩევ, რაც ჯერ კი­დევ გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა თე­ატ­რი­სათ­ვის. ის შაბ­ლო­ნი, რომ სცე­ნა სამ­ყა­როს ას­­ხავს, ახ­ალ პი­­სა­ში "მსოფ­ლიო თე­ატ­რის" ყა­­და­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე შე­ვამ­­ნიე, რომ თე­ატ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ ამ­­წუ­რუ­ლა, რომ ყო­ველ­­ვის მო­­ძებ­ნე­ბა კი­დევ ერ­თი ახ­­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ად­რე არც რო­მა­ნი წარ­მო­მედ­გი­ნა გა­მო­ნა­გო­ნის გა­რე­შე. ახ­ლა უკ­ვე აღ­არ ვუ­ჩი­ვი ამ გაქ­ვა­ვე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს. რო­მა­ნის­­ვის, რო­მელ­ზეც ახ­ლა ვმუ­შა­ობ, გა­მო­ნა­გო­ნის გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი სქე­მა ავ­ირ­ჩიე. ის­ტო­რია კი არ გა­მო­ვი­გო­ნე, არ­­მედ ვი­პო­ვე იგი. ვი­პო­ვე მოქ­მე­დე­ბის გა­რე­გა­ნი კარ­კა­სი, უკ­ვე მზა, დე­ტექ­ტი­ურ­თან მი­ახ­ლო­­ბუ­ლი სქე­მა მთე­ლი თა­ვი­სი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი კლი­შე­­ბით: მკვლე­ლო­ბა, სიკ­­დი­ლი, ში­ში, დევ­ნა, წა­მე­ბა. ამ სქე­მა­ში მო­ვაქ­ციე სა­კუ­თა­რი გან­­ჯე­ბი, არ­სე­ბო­ბის წე­სი, ქცე­ვე­ბი და ჩვე­­ლე­ბე­ბი. მივ­­­დი, რომ გა­მო­ხატ­ვის ეს ავ­ტო­მა­ტიზ­მე­ბი ოდ­ეს­ღაც სი­ნამ­­ვი­ლი­დან იშვ­ნენ, რე­­ლის­ტურ­ნი იყვ­ნენ. თუ­კი მი­ვაღ­წევ იმ­ას, რომ სიკ­­დი­ლის, ში­შის, ტან­­ვის ეს სქე­მა ჩემ­ში, ჩემს ცნო­ბი­­რე­ბა­ში გა­ვა­ცოცხ­ლო, მა­შინ ას­ეთ, რეფ­ლექ­სი­­ში გა­მოხ­დი­ლი სქე­მე­ბით ნამ­­ვი­ლი ში­ში­სა და ნამ­­ვი­ლი ტან­­ვის ჩვე­ნე­ბა­საც შევ­­ლებ. ეს პრო­ცე­სი მე კლა­ის­ტის დე­ბუ­ლე­ბებ­თან დაბ­რუ­ნე­ბად მი­მაჩ­ნია, რო­მე­ლიც მან მა­რი­­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის შე­სა­ხებ და­წე­რილ სტა­ტი­­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა: ამგ­ვა­რად, მე შე­ვე­ცა­დე უპ­­როვ­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სქე­მა ამ­ერ­ჩია და იგი არ­­ლი­ტე­რა­ტუ­რულ და პი­როვ­ნულ .... ნა­წარ­მო­­ბად მექ­ცია. საქ­მე კლი­შე­­ბის "გან­ძარ­­ვა­ში" კი არაა (ამ­ას ყვე­ლა დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი მიხ­­დე­ბა), არ­­მედ იმ­­ში, რომ კლი­შეს დახ­მა­რე­ბით ახ­ალ შე­დე­გებს მი­ვაღ­წიო სი­ნამ­­ვი­ლის (და ჩემ) შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნებ­ში: ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა­დი მე­თო­დი კვლავ პრო­დუქ­ტი­­ლი გა­ხა­დო.

მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­ებ­ში, ალ­ბათ სულ სხვა მე­თო­დი გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

© “არილი”

No comments:

Post a Comment