Monday, February 4, 2008

ანდრო ბუაჩიძე

ლიტერატურაზე მოსაუბრე თომას ვულფი

თო­მას ვულ­ფის ნა­ფიქ­რი და ნა­აზ­რე­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ერთ მსხვილ ტომს შე­ად­გენს. ამ ნა­აზ­რე­ვის მი­ხედ­ვი­თაც კარ­გად ჩანს ამ­­რი­კე­ლი მწერ­ლის ნა­ტუ­რა: ბო­ბო­ქა­რი ტემ­პე­რა­მენ­ტის მა­რად­მა­ძი­­ბე­ლი კა­ცი. ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, ეს­­­ბი, ბა­რა­თე­ბი თუ სხვა სა­ხის ფრაგ­მენ­ტე­ბი ბევ­რად არ გან­­­ვავ­დე­ბა მი­სი­ვე რო­მა­ნე­ბი­სა თუ მოთხ­რო­ბე­ბის­გან. აქ­აც თავ­­რუ­დამ­­ვე­ვი ექს­­რე­სიაა, აზ­რის სხარ­ტი მოძ­რა­­ბა, ფრა­ზე­ბის წარ­­­ნა. აშ­კა­რაა, რომ ჩვენს ხელ­თაა წე­რას ატ­­ნი­ლი კა­ცის ნა­ფიქრ-ნაგ­­­ნო­ბი, რო­მე­ლიც გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ლა­ვა­სა­ვით იფრ­­ვე­ვა ყო­ველ­წა­მი­­რად.

თო­მას ვულ­­მა ჰარ­ვარ­დის ბიბ­ლი­­თე­კა­ში წლი­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე დან­­ქა მთე­ლი მსოფ­ლიო კლა­სი­კა. ამგ­ვა­რი სულ­მო­უთ­­მე­ლო­ბა მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი იყო. შთა­გო­ნე­ბის, ე.ი. ნამ­­ვი­ლი თავ­და­ვიწყე­ბის გა­რე­შე მას არ­აფ­რის კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო. თუმ­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რულ საქ­მი­­ნო­ბა­ზე და უშ­­­ლოდ მწერ­ლო­ბა­ზე რო­ცა სა­უბ­რობს, იმ­­საც ამ­ბობს, რომ მწე­რა­ლი შთა­გო­ნე­ბას არ უნ­და და­­ლო­დოს, ვი­ნა­­დან მწერ­ლო­ბა ყო­ველ­­ღი­­რი ჭა­პან­წყ­ვე­ტააო. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამგ­ვა­რი ჭა­პან­წყ­ვე­ტის პრო­ცეს­ში ეწ­ვე­­და მას მუ­ზა და საშ­ველს არ აძ­ლევ­და. მე­რე კი წერ­და და წერ­და...

მაქ­სუ­ელ პერ­კინ­სი იგ­­ნებს: "ერთხელ დი­ლა­­თე­ნია, ჩუმ და ცა­რი­ელ ორ­მოც­და­მეცხ­რე ქუ­ჩა­ზე ნენ­სი ჰე­ილს თა­ვის ბი­ნი­დან ვი­ღა­ცის მე­ლო­დი­­რი ბა­ნი შე­მო­ეს­მა. ხმა ძლი­ერ­დე­ბო­და, ქა­ლი ფან­ჯა­რას მი­­ახ­ლოვ­და. ფან­­რის გას­­­რივ, ქუ­ჩა­ში, მა­მა­კა­ცის მო­­ხე­შა­ვი ფი­გუ­რა შე­ნიშ­ნა, იგი ცეკ­ვავ­და, შა­ვი შლი­­პა ეხ­­რა და ფარ­თო, გახ­­ნი­ლი ლა­ბა­და ეც­ვა. ეს ტო­მი იყო, მო­ზე­­მე და გა­მარ­­ვე­ბუ­ლი, მხი­­რუ­ლად მო­ღი­ღი­ნე: "მე დღეს დავ­წე­რე ათი ათ­­სი სიტყ­ვა. მე დღეს დავ­წე­რე ათი ათ­­სი სიტყ­ვა". ბე­ბე­რი დრო კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ცდი­ლობ­და მის და­მარ­ცხე­ბას, მაგ­რამ იმ დღეს ტომ­მა იმ­არ­­ვა..."

მაქ­სუ­ელ პერ­კინ­­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­­და, თო­მას ვულ­ფის შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აზ­რი დროს­თან ბრძო­ლა იყო. არა მხო­ლოდ რო­მა­ნებ­ში, არ­­მედ რო­მა­ნებ­ზე სა­უბ­რი­სა­საც კი ამ­­რი­კე­ლი მწე­რა­ლი დრო­ში არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მას უბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა ძნე­ლია აქ პრობ­ლე­მა­ზე ილ­­პა­რა­კო. ეს ცნე­ბა, ალ­ბათ უად­გი­ლოა, ვი­ნა­­დან დრო მის­­ვის ზო­გა­დი და სიმ­ბო­ლუ­რი კა­ტე­გო­რია უფ­რო იყო. დრო მის­­ვის მე­ტა­ფო­რად იქ­ცა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მრავ­ლის­მომ­­ვე­ლი გა­მოდ­გა და ად­­მი­­ნიც მის სა­ბურ­ველ­ში გა­ეხ­ვია.

თო­მას ვულფს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უბ­რი­სას თა­ვი­სი მხატ­­რუ­ლი მე­თო­დის დად­გე­ნა არ უც­დია. ალ­ბათ იმ­­ტომ, რომ მას ჯერ კი­დევ არ მი­აჩ­­და დას­რუ­ლე­ბუ­ლად ამგ­ვა­რი მე­თო­დის დად­გე­ნის პრო­ცე­სი. სა­ერ­თოდ მი­სი სა­უბ­რე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე უდ­­დე­სი თავ­­დაბ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს თავ­­დაბ­ლო­ბა იმ პრე­ტენ­ზი­ის პირ­და­პირ­­რო­პორ­ცი­­ლია, რო­მელ­საც ვულ­ფი მწერ­ლო­ბას და მწერ­ლის სა­ხელს უც­ხა­დებ­და. "მე მწე­რა­ლი ვარ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მინ­და ვი­ყო მწე­რა­ლი. გა­მოც­დი­ლე­ბამ და­მარ­­მუ­ნა, რომ მწე­რა­ლი ის ად­­მი­­ნია, ვინც ყვე­ლა­ნა­­რი თვალ­საზ­რი­სით მუ­შა­კობს. გან­სა­კუთ­რე­ბით - ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით". ამ სიტყ­ვებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რა არ­ის ვულ­ფი­სე­­ლი გა­გე­ბით მწერ­ლო­ბა. მწერ­ლო­ბა, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი შრო­მაა. ამ თე­ზას, ჩე­მი აზ­რით, ვულ­ფი იმ­ათ სა­პი­რის­პი­როდ, იმ­ათ გა­სა­გო­ნად წარ­მოთ­­ვამს, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი საქ­მი­­ნო­ბა მხო­ლოდ ზეშ­თა­გო­ნე­ბად, მხო­ლოდ ღვთის ნა­ბო­ძებ ფუ­ფუ­ნე­ბად მი­აჩ­ნია. სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ვულ­ფი ამ­ბობს: "მე თქვენ­თან მო­ვე­დი პირ­და­პირ სა­ხე­ლოს­ნო­დან, სა­დაც დიდ­ხანს და ბე­ჯი­თად ვირ­ჯე­ბო­დი". სა­ერ­თოდ, ამ­­რი­კე­ლი მწერ­ლის სა­უბ­რე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სტი­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით სრუ­ლი­­დაც არ გან­­­ვავ­დე­ბა მი­სი­ვე მხატ­­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბე­ბის­გან. ბიბ­ლი­­რი პა­თე­ტი­კა და სიმ­ბო­ლი­კა აქ­აც იჩ­ენს თავს. კერ­ძოდ, მწერ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ცხა­დია, რომ ვულ­ფის­­ვის არ­სე­ბი­თია ოფ­ლის­­­რით ლუკ­მა-პუ­რის მო­პო­ვე­ბა, რაც ცოდ­ვით­და­ცე­მის შემ­დეგ მი­უზ­ღო ღმერ­­მა ად­­მი­ანს. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, მწერ­ლო­ბა ის­­თი­ვე საქ­მი­­ნო­ბაა, რო­გო­რიც ყვე­ლა სხვა. ამ­­ტო­მაც შრო­მობს ასე თავ­გა­და­დე­ბუ­ლად თო­მას ვულ­ფი. მის­­ვის არ­ჩე­­ლი საქ­მე ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სის მო­პო­ვე­ბის ტოლ­ფა­სია.

ორ­­­დე სიტყ­ვა ბიბ­ლი­ას­თან ნა­თე­სა­­ბა­ზე. ამ­­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ამ­ბობს: "ამ ზაფხულს ბიბ­ლი­ის კითხ­ვი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეკ­ლე­სი­ას­ტე, იობ­ის წიგ­ნი, ქე­ბა­თა-ქე­ბა იმ­ას გად­მოგ­­ცემს, რა­საც მე ოც­და­­თი წე­ლი ბუნ­დოვ­ნად ვგრძნობ­დი. მე არ­ამ­­თუ ვე­რა­ფერს ვუ­მა­ტებ იქ ნათ­­ვამს, არ­­მედ გან­­ვიფ­რე­ბუ­ლი ვარ ამ არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი პო­­ზი­ის სიბ­­­ნით და მშვე­ნი­­რე­ბით. ამ­­ვე დროს, ვგრძნობ სა­კუ­თარ არ­­რა­­ბას". სხვა­გან ნათ­­ვა­მი აქვს: "სიკ­­დი­ლის წინ ვალ­ტერ სკოტ­მა მო­ითხო­ვა: "წიგ­ნი!" რო­დე­საც მას ჰკითხეს, თუ კერ­ძოდ რა წიგ­ნი სურ­და, პა­სუ­ხი არ და­­ყოვ­ნე­ბია: "წიგ­ნი ამქ­ვეყ­ნად მხო­ლოდ ერ­თია". და ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი იყო. ბიბ­ლია შექ­­პირ­ზე მაღ­ლამ­­გო­მია და მდი­და­რი".

ამ ბა­რა­თე­ბი­დან ამ­ოკ­რე­ფილ დაკ­ვირ­ვე­ბებ­ში კარ­გად ჩანს თო­მას ვულ­ფის ნა­ტუ­რა - ის უმ­აღ­ლეს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეთ­აყ­ვა­ნე­ბა, მაგ­რამ არა ბრმად, არ­­მედ წრფე­ლად. მას ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახ­ალ­გაზ­­დას მი­­ცა ნი­ჭი ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­გე­ბი­სა, მაგ­რამ ეს არ მომ­­და­რა ერთ­ბა­შად. ვულ­ფი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე ეძ­ებს თა­ვის მძაფ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტის­­ვის და ღრმა სუ­ლი­­რე­ბის­­ვის გა­სას­­ლელ გზებს. თოთხ­მე­ტი წლის ას­­კი­დან ის იწ­ყებს წე­რას. წერს უმ­თავ­რე­სად პი­­სებს. რა­ტომ­ღაც სურს დრა­მა­ტურ­გო­ბა, მაგ­რამ ამ ას­პა­რეზ­ზე ხე­ლი მო­­ცა­რე­ბა. მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, ეს პე­რი­­დი უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სია - იქმ­ნე­ბა უამ­რა­ვი ლექ­სი, ჩა­ნა­წე­რი, დღი­­რი.

თო­მას ვულ­ფის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მნიშ­­ნე­ლო­ვან­წი­ლად შე­უწყო ხე­ლი მარ­გა­რეტ რო­ბერ­­­მა. ეს ქა­ლი კერ­ძო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­­დათ და მწე­რალს ბავ­­ვო­ბი­დან­ვე აიძ­­ლებ­და ეკ­ითხა ყვე­ლა­ზე უფ­რო სე­რი­­ზუ­ლი წიგ­ნე­ბი: "ილ­­­და" და "ოდ­­სეა", შექ­­პი­რის დრა­მე­ბი, თე­კე­რე­ის "ამ­­­­ბის ბა­ზა­რი".

სამ­­რეთ კა­რო­ლი­ნის უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას უკ­ვე ხო­რეს უილ­­ამ­­მა მი­აქ­ცია ნი­ჭი­ერ ჭა­ბუკს ყუ­რად­ღე­ბა. სწო­რედ ამ პი­როვ­ნე­ბამ შთა­­გო­ნა ვულფს მა­რა­დი­ულ "დაწყევ­ლილ" სა­კითხებ­ზე მუდ­მი­ვი ფიქ­რი. ვულ­ფის მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი მწერ­ლო­ბის მი­მართ ძალ­ზე მკაც­რია. ის გა­­თა­ვებ­ლად ად­გენს ვრცელ რე­ეს­­რებს, ჩა­მო­ნათ­ვა­ლებს, თა­ვი­სე­ბურ წე­რი­ლო­ბით კა­ტა­ლო­გებს, სა­დაც ცდი­ლობს შე­არ­ჩი­ოს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ოკ­­­ნე­დან უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წარ­მო­­ბე­ბი. ეს რე­ეს­­რე­ბი სხვა­დას­­ვა ნიშ­ნით არ­ის შედ­გე­ნი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ სე­რი­ის ნიშ­ნე­ბია აღ­ნუს­ხუ­ლი. ვულ­ფი მწე­რალ­თან ერ­თად გა­მომ­ცე­მე­ლიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ ამ სე­რი­­ლი ნიშ­ნე­ბით გა­მოს­ცემ­და წიგ­ნებს: "თა­ნა­მედ­რო­ვე ყმაწ­ვი­ლის ბიბ­ლი­­თე­კა", "ამ­­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­­კე­თე­სო დღე­ვან­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი", "თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად კითხუ­ლო­ბენ ევ­რო­პა­ში" და სხვა და სხვა. აქ­ვეა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც რჩე­ულ­თა შო­რის რჩე­­ლი მწერ­ლე­ბი და ნა­წარ­მო­­ბე­ბია წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

თო­მას ვულ­ფი აზ­არ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე­სა­ვით ად­გენს გა­­თა­ვე­ბელ კა­ტა­ლო­გებს და მწე­რალ­თა კლა­სი­ფი­კა­ცი­ის სე­ნით არ­ის შეპყ­რო­ბი­ლი. ეს მი­სი თვით­გა­ნათ­ლე­ბის ეტ­­პია, რო­მე­ლიც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წე­რას­თან ერ­თად ავ­სებ­და მის­სა­ვე მრა­ვალ­სა­­თი­ან სა­მუ­შაო დღეს. სიტყ­ვა "თავ­და­­ზო­გა­ვი" კარ­გად გა­მო­ხა­ტავს თო­მას ვულ­ფის ნა­ტუ­რას, მაგ­რამ აქ­ვე უნ­და მო­ვიხ­მოთ ეპ­­თე­ტი "შეპყ­რო­ბი­ლი" ან "წე­რას ატ­­ნი­ლი", ვი­ნა­­დან ამ კა­ცის თავ­და­­ზო­გა­­ბა ოც­და­ოთხი სა­­თის მან­ძილ­ზე თით­­მის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი იყო. თუმ­ცა თვი­თონ უკ­ეთ იც­­და ყო­ვე­ლი­ვე: "ჩე­მი ტვი­ნის, გუ­ლის თუ მეხ­სი­­რე­ბის ერ­თი უჯ­რე­დი დღე­­დან მა­რა­დი­­ლად ენ­თე­ბა - დღი­სი­თაც და ღა­მი­თაც, ძილ­შიც და ღვი­ძილ­შიც; მატ­ლი გაძღე­ბა, სი­ნათ­ლე გა­მოს­ხივ­დე­ბა და ვე­რა­ვი­თა­რი წა­მა­ლი, ვერც პუ­რი და ვერც წყა­ლი, ვერც მე­გობ­რო­ბა და ვერც მოგ­ზა­­რო­ბა, ვერც სპორ­ტი და ვერც ქა­ლი ვერ გა­მამ­­თე­ლებს. ვიქ­ნე­ბი ასე გა­ნუ­კურ­ნე­ლი ამ სნე­­ლე­ბის­გან, სა­ნამ სიკ­­დი­ლი არ წა­მა­ფა­რებს ბნელ სა­ფარ­ველს".

ასე იბ­­დე­ბა მწე­რა­ლი თო­მას ვულ­ფი და რაც ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია, ის თვი­თონ ად­ევ­ნებს თვალს სა­კუ­თარ თა­ვის მწერ­ლად და­ბა­დე­ბას. მას არ შე­უძ­ლია არ მი­­დევ­ნოს თვა­ლი უც­ნა­ურ და მშვე­ნი­ერ აქტს, რო­მე­ლიც დრო­შია გაშ­ლი­ლი. თო­მას ვულ­ფის ეს­­ის­ტი­კა, კერ­ძოდ კი "ერ­თი რო­მა­ნის ის­ტო­რია" სწო­რედ ამ თე­მა­ზეა და­წე­რი­ლი. ეს თე­მა მუდ­მი­ვად ბრუ­ნავს ამ­­რი­კე­ლი მწერ­ლის ცნო­ბი­­რე­ბა­ში, ვი­ნა­­დან მი­სი პრო­ზა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლია, მწერ­ლად და­ბა­დე­ბა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი კი სხვა აბა რა უნ­და მოხ­დეს. ეს აქ­ტი თო­მას ვულ­ფის­­ვის მეხ­სი­­რე­ბის ფა­ნა­ტი­კუ­რი, ექს­ტა­ზუ­რი გა­მოფხიზ­ლე­ბით იწ­ყე­ბა. ვულ­­მა თა­ვის ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის - ოც­დათ­­რა­მე­ტი წლის მან­ძილ­ზე ოთ­ხი რო­მა­ნი და­წე­რა: "სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო", "დრო­ის და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ", "აბ­ლა­ბუ­და და კლდე", "შინ ვერ დაბ­რუნ­დე­ბი". ეს ოთ­ხი­ვე რო­მა­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თი წიგ­ნია, ერ­თი ვრცე­ლი ტი­ლოა, თვა­ლუწ­­დე­ნე­ლი პა­ნო­რა­მა, რო­მელ­შიც უკ­ვე მი­რა­ჟი­ვით გამ­­რა­ლი, არ­არ­სე­ბუ­ლი წარ­სუ­ლის­კენ არ­ის გაჭ­რი­ლი მზე­რა. ეს არ­ის გა­­თა­ვე­ბე­ლი ხე­ტი­­ლი მეხ­სი­­რე­ბის ყვე­ლა­ზე მი­­ვალ ტა­ლა­ნებ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე უფ­რო შო­რე­­ლი ნივ­თიც შე­იძ­ლე­ბა მო­­ხელ­თო, რაც იმ­ის მტკი­ცე­ბა იქ­ნე­ბა, რომ წარ­სუ­ლი ნამ­­ვი­ლად იყო. ამ­­ტო­მაც და­­ძებს თო­მას ვულ­ფი მეხ­სი­­რე­ბის კლო­­კა­ში გა­მუდ­მე­ბით არა მხო­ლოდ ად­­მი­­ნებს, არ­­მედ საგ­ნებს, ხმებს, ფე­რებს. ვულ­ფი წერს: "ჩემს ვრცელ ჩა­ნა­წე­რებ­ში არ­ის სექ­ცი­­ბი, რო­მელ­თაც იდ­­მა­ლი და სა­ერ­თო სა­თა­­რი აქვს - "სად არ­ის ახ­ლა?" ეს რუბ­რი­კა აერ­თი­­ნებს იმ საგ­ნე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რებს, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ერთხელ გა­­ელ­ვეს ჩვენს თვალ­წინ, ერთხელ და შემ­თხ­ვე­ვით, და მე­რე სა­მუ­და­მოდ დარ­­ნენ ჩვენ­სა­ვე გულ­ში და მეხ­სი­­რე­ბა­ში". ამ­ის შემ­დეგ ჩა­მოთ­­ლი­ლია ზო­გი­ერ­თი სა­გა­ნი, მოვ­ლე­ნა თუ ჩქა­მი, მო­­ლოდ­ნე­ლად რომ იჩ­­ნა თა­ვი და მო­­ლოდ­ნე­ლად­ვე გა­­ჩი­ნარ­და. აქ არ­­ან, რა თქმა უნ­და, ად­­მი­­ნე­ბიც - ნაც­ნო­ბე­ბი და უც­ნო­ბე­ბი - რომ­ლე­ბიც გარ­­ვე­­ლი დრო­ის შემ­დეგ თვალს მი­­ფარ­ნენ და სი­ცა­რი­­ლის ვე­­ბერ­თე­ლა გრძნო­ბა და­ტო­ვეს.

თო­მას ვულ­ფის სამ­ყა­რო არ არ­ის აბს­­რაქ­ტულ-პო­­ტუ­რი, ზო­გა­დი და ამ­ორ­ფუ­ლი, ის ყო­ველ­­ვის ახ­ერ­ხებს თა­ვი­სი პო­­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­საგ­ნე­ბას, ჭვრე­ტი­თი, მეხ­სი­­რე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლი ხა­ტე­ბის კონ­­რე­ტი­ზა­ცი­ას. პირ­ვე­ლი ორი რო­მა­ნის - "სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო", "დრო­ის და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ" - მთა­ვა­რი გმი­რია იუჯ­ინ გან­ტი, ბო­ლო ორი რო­მა­ნი­სა - "აბ­ლა­ბუ­და და კლდე", "შინ ვერ დაბ­რუნ­დე­ბი" - ჯორჯ უებ­­რი. ეს ორი სხვა­დას­­ვა სა­ხე­ლის მქო­ნე გმი­რი დრო­ში არ თან­­­დე­ბა ერთ­მა­ნეთს, ში­ნა­გა­ნი თვი­სე­ბე­ბით კი ბევ­რით არ­აფ­რით გან­­­ვავ­დე­ბა ერთ­მა­ნე­თის­გან. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, თო­მას ვულ­ფის, რო­გორც მწერ­ლის და ად­­მი­­ნის მე­ტა­მორ­ფო­ზა თან­მიმ­დევ­რუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და და აღ­­ბეჭ­და კი­დეც ამ რო­მა­ნებ­ში. ბო­ლო რო­მან­ში კი ("შინ ვერ დაბ­რუნ­დე­ბი") მან თით­ქოს თვი­თონ­ვე შეკ­რა წრე და მთე­ლი თა­ვი­სი მა­ნამ­დე გან­­ლი­ლი გზა აქ­ცია მხატ­­რუ­ლი რეფ­ლექ­სი­ის საგ­ნად. აქ ვულ­ფი თით­ქოს ფა­რუ­ლად ეკ­­მა­თე­ბა კი­დეც თა­ვის მუდ­მივ ოპ­­ნენ­ტებს, რო­მელ­თაც მი­სი რო­მა­ნე­ბის სა­ბე­დის­წე­რო ნაკ­ლად ამ­ორ­ფუ­ლო­ბა და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლო­ბა მი­აჩ­­დათ.

ად­რე­ვე ჩან­და, რომ თო­მას ვულ­ფი მხო­ლოდ პო­­ტუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბით არ ავ­სებ­და ცა­რი­ელ ფურ­­ლებს. ამ წარ­მოდ­გე­ნებს და ვი­ზუ­­ლურ ხა­ტებს მწერ­ლის ცნო­ბი­­რე­ბა­ში მოძ­რა­ვი აზ­რი ამკ­­რი­ვებ­და და ამთ­ლი­­ნებ­და. აი, ვთქვათ, რას ამ­ბობს ის რო­მან­ზე "სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო": "იდეა, მთა­ვა­რი ლე­გენ­და, რომ­ლის გა­მო­ხატ­ვა­საც მე ვეს­­რაფ­ვო­დი ამ წიგ­­ში, უცვ­ლე­ლი რჩე­ბო­და. ეს იყო იდეა მა­მის­მა­ძი­ებ­ლო­ბი­სა. ამგ­ვა­რი ძი­­ბაა ად­­მი­­ნუ­რი არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვე­ლი. მა­მა სიბ­­­ნის და სიძ­ლი­­რის ხა­ტია".

ბო­ლო რო­მან­ში უკ­ვე აშ­კა­რად გაშ­ლი­ლია და გაღ­­მა­ვე­ბუ­ლი ეს აზ­რი. ამ­­ვე დროს, თო­მას ვულ­ფი და­­ფა­რა­ვად ჰყვე­ბა ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თარ თავ­ზე და პირ­ვე­ლი, უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­მა­ნის შექ­­ნის პრო­ცეს­ზე. აქ­ვეა გა­მოყ­ვა­ნი­ლი მაქ­­ველ პერ­კინ­სი, მი­სი რე­დაქ­ტო­რი, რო­მელ­საც მარ­­ლაც უდ­­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის რო­მა­ნე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ურ მო­წეს­რი­გე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, ამ­­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ყო­ვე­ლი­ვე­ზე გულ­ღი­ად ლა­პა­რა­კობს, ეს კი იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ოპ­­ნენ­ტე­ბის შე­მო­ტე­ვებ­ზე მე­ტად მას თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიგ­ნე­ბე­ბის სჯე­რო­და. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლო­ბის გა­მოც არ გა­მო­დევ­ნე­ბია ვულ­ფი მო­კა­მა­თე­ებს. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლო­ბა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხით მის­­ვის უფ­რო მწერ­ლის ღირ­სე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, ვიდ­რე ნაკ­­ზე. და ალ­ბათ, ამ­ას გა­უს­ვა კი­დეც მკვეთ­რი ხა­ზი ბო­ლო რო­მა­ნის მეშ­ვე­­ბით.

XX სა­­კუ­ნის ევ­რო­პელ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს თო­მას ვულ­ფის შე­მოქ­მე­დე­ბას. ნი­შან­დობ­ლი­ვია თო­მას მა­ნის აღ­ტა­ცე­ბა და ჰერ­მან ჰე­სეს მწერ­ლის პირ­ველ რო­მან­ზე ნათ­­ვა­მი: "ეს არ­ის ამ­­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სხვა ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი". თუმ­ცა, რო­გორც მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი, წე­რი­ლე­ბი და ეს­­­ბი ად­ას­ტუ­რებს, ამ­­რი­კელ­მა თო­მას ვულ­­მა სხვა­ზე არ­­ნაკ­ლებ იც­­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სი.



© “არილი”

No comments:

Post a Comment