Monday, February 4, 2008

თომას ვულფი: მოგონებები

­­ჯეიმს მანდე­ლი

სამ­წერ­ლო მოღ­ვა­წე­­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვულფს მყა­რი პრინ­ცი­პე­ბი ჰქონ­და. სა­­კე­თე­სო დრო სა­მუ­შა­ოდ, მი­სი აზ­რით, ღა­მე იყო, რო­ცა გა­რეთ ბნე­ლა და სიმ­­ვი­დეა... ას­­ვე მი­აჩ­­და, რომ ეს შრო­მა რე­გუ­ლა­რუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, დღე­ში ხუ­თი-თხუთ­მე­ტი სა­­თი მა­ინც. "თხზვი­სას არ არ­სე­ბობს ღვთა­ებ­რი­ვი ზეშ­თა­გო­ნე­ბა, - ამ­ბობ­­ბა ვულ­ფი, - იგი უმ­ძი­მე­სი სა­მუ­შაოა, ოფ­ლი უნ­და დაღ­ვა­რო... ჩემს წიგნს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი შევ­წი­რე". ვულ­ფი თვლი­და, რომ მწერ­ლის­­ვის მთა­ვა­რია თა­ვის საქ­მის სჯე­რო­დეს, რად­გა­ნაც "ამ­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია წე­რა და თუ­კი ეს რწმე­ნა გაქვს, სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე ოც­ზე მე­ტი რო­მა­ნის და­წე­რა­საც მო­ას­­რებ".

მა­გი­და­ზე ყო­ველ­­ვის ედო შექ­­პი­რის პი­­სე­ბის ერთ­ტო­მე­­ლი, კითხ­ვით გაც­რე­ცი­ლი, გვერ­დებ­შე­მოფ­ლე­თი­ლი პა­ტა­რა წიგ­ნი და ზოგ­ჯერ მთელ სა­­თებს წინ და უკ­ან და­დი­­და და ხმა­მაღ­ლა კითხუ­ლობ­და ხოლ­მე ვრცელ ნაწყ­ვე­ტებს. შემ­დეგ სა­მუ­შა­ოს უბ­რუნ­დე­ბო­და გა­აფ­­რე­ბუ­ლი, სა­­ცა­რი ენ­ერ­გი­ით ან­თე­ბუ­ლი და იწ­ყე­ბო­და სიტყ­ვე­ბის თავ­გან­წი­რუ­ლი მდი­ნა­რე­ბა, ნა­კა­დე­ბი, რო­მელ­თა შე­კა­ვე­ბა­სა და თა­ვი­სი გროს­ბუ­ხე­ბის ფურ­­ლებ­ზე აღ­ბეჭ­­ვას ვულ­ფი ვერც ასწ­რებ­და; მას აუარ­­ბა ას­­თი სა­ბუ­ღალ­­რო წიგ­ნი ჰქონ­და, გრო­ვე­ბად რომ ეყ­­რა იატ­აკ­ზე თუ სა­კუჭ­ნა­­ში და რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის, ჰარ­ვარ­დი­სა თუ ნიუ-იორ­კის უნ­­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ყოფ­ნის პე­რი­­დებ­ში შექ­­ნი­ლი პი­­სე­ბით იყო სავ­სე. იქ­ვე იყო აუარ­­ბა, "მო­ცა­ლე­­ბის" ჟამს და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი, ეს­­­ბი და მოთხ­რო­ბე­ბი - თვით­გა­მო­ხატ­ვის უკ­­თე­სი ხერ­ხის ძი­­ბი­სას ამ ად­­მი­ან­მა ყვე­ლა ჟან­რი გა­მო­ცა­და და ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს რო­მა­ნი არ­ჩია.

ეს გროს­ბუ­ხე­ბი გა­ურ­­ვე­ვე­ლი, გაკ­რუ­ლი ხე­ლით ნა­წე­რი ბა­ტი­ფე­ხუ­რით იყო გა­და­ჭე­დი­ლი! სა­­თე­ბი ვუნ­დე­ბო­დი ხოლ­მე რამ­დე­ნი­მე გვერ­დის გა­შიფ­­რას, ვიდ­რე გა­დავ­ბეჭ­დავ­დი; იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა თა­ვად ვულ­ფი ვერ არ­ჩევ­და თა­ვის ნა­წერს. ერთხელ, რო­ცა ერთ-ერთ ას­ეთ პა­საჟ­ზე ვან­თხევ­დი ტვინს, რამ­დე­ნი­მე გვერ­დით ად­რე ნახ­სე­ნებ ფაქტს გა­და­ვე­ყა­რე და ვულფს მი­ვუ­თი­თე, ვკითხე სა­ჭი­რო იყო თუ არა ას­­თი გა­მე­­რე­ბა და ღირ­და თუ არა მი­სი და­ბეჭ­­ვა. ორ­­­დე წუ­თი ხმა არ ამ­­­ღია, თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და, შემ­დეგ კი გა­კა­პა­სე­ბულ­მა მითხ­რა: "და­ბეჭ­დე, და­ბეჭ­დე, რა თქმა უნ­და!" იგი თვლი­და, რომ გა­მე­­რე­ბას არ­ას­­როს მო­აქვს ზი­­ნი. თუ­კი წე­რი­სას მის­მა გრძნო­ბებ­მა ასე ის­ურ­ვეს, ე.ი. წიგ­­შიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ეს გა­მე­­რე­ბე­ბი. სი­მარ­­ლე ითქ­ვას, იგი დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ად­­მი­­ნის მეხ­სი­­რე­ბა­ში იყო და­ლე­ქი­ლი, წიგ­ნებ­შიც უნ­და შე­სუ­ლი­ყო. მი­სი რე­დაქ­ტო­რე­ბი კი მის­გან თავ­შე­კა­ვე­ბას მო­ითხოვ­­ნენ; ურ­ჩევ­­ნენ, არ მი­­ცა სი­­ჟე­ტის­­ვის ათ­ას ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაქ­ცე­ვის სა­შუ­­ლე­ბა - მაგ­რამ ვულ­ფი ვერ ერ­­­და თავს. გა­მომ­ცემ­ლე­ბის­გან აღშ­ფო­თე­ბუ­ლი და გან­რის­ხე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბო­და, ამ­ბობ­და, მთე­ლი თა­ვი ამ­­­ღე­სო რო­მა­ნი­დან და დას­ჯი­ლი ბი­ჭუ­ნა­სა­ვით რამ­დე­ნი­მე დღე იბ­­ტე­ბო­და, მა­ნამ, სა­ნამ და­თან­­­დე­ბო­და რე­დაქ­ტო­რე­ბის წი­ნა­და­დე­ბას და გა­აც­ნო­ბი­­რებ­და, რომ ის­­ნი შე­საძ­ლოა მარ­­ლე­ბიც იყვ­ნენ. ვულ­ფის­­ვის სრუ­ლი­ად აუტ­­ნე­ლი იყო ტექ­­ტი­დან გვერ­დე­ბის ამ­­ღე­ბა; რა­ღა ხელ-ფე­ხის ამ­პუ­ტი­რე­ბა და რა­ღა ეგ, - ამ­ბობ­და იგი. გა­მომ­ცემ­ლე­ბი სა­ნუ­გე­შოდ სა­ჟურ­ნა­ლო ვა­რი­ან­ტე­ბად ბეჭ­დავ­­ნენ ხოლ­მე და­წუ­ნე­ბულ თა­ვებს, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე ვულფს მა­ინც არ სჯე­რო­და მა­თი.

ვულფს უოლტ უიტ­მე­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი, მე­დი­ნი და მრა­ვალ­ნა­კა­დი­­ნი სტი­ლი ხიბ­ლავ­და. რო­ცა ვინ­მეს ნა­წარ­მო­ებს შე­­ქებ­და ხოლ­მე, იტ­ყო­და: "აქ უიტ­მე­ნი­სე­­ლი სივ­­ცე და გა­ქა­ნე­ბა იგრ­­ნო­ბა". ჰე­­ვუდ ბრა­­ნის შე­სა­ხებ თქვა ერთხელ: "ოდ­ეს­ღაც იმ­­დის­მომ­ცე­მი ახ­ალ­გაზ­­და იყო, ახ­ლა კი სრუ­ლი­ად უნ­­ყო­ფო გახ­და"-ო. ჯორჯ ბერ­ნარდ შო ერ­თი მოკ­ლე ფრა­ზით შე­ამ­კო: "პუბ­ლი­კას ღლის და სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან მო­საწყე­ნი გახ­დაო". რა აზ­რის იყო უხ­ამს წიგ­ნებ­ზე? "პორ­ნოგ­რა­ფი­ას არ­სე­ბო­ბის არ­­ნა­­რი უფ­ლე­ბა არა აქვს, თუ­კი მას­ში ცხოვ­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბი არ ჩანს... მხო­ლოდ ჭუჭყი­სა და სექ­სის­­ვის შექ­­ნი­ლი წიგ­ნე­ბი გულს მი­რე­ვენ". უნ­და იყ­ოს თუ არა მწე­რა­ლი ღრმა მო­აზ­როვ­ნე? "არა, დი­დი მწერ­ლე­ბი არ­ას­­როს ყო­ფი­ლან დი­დი მო­აზ­როვ­ნე­­ბი. ის­­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად ფიქ­რო­ბენ, ესაა და ეს".

მი­სი საყ­ვა­რე­ლი მხატ­­რე­ბი ბრე­­გე­ლი და გოია იყვ­ნენ, ვულ­­მა დი­დი დრო გა­­ტა­რა ევ­რო­პის სამ­ხატ­­რო გა­ლე­რე­ებ­ში, სა­დაც მათ ტი­ლო­ებს სწავ­ლობ­და. რა­ტომ უყ­ვარ­და გოია? "იმ­­ტომ, რომ მის ეს­კი­ზებ­შიც კი რა­ღაც ბო­რო­ტი გა­მოს­­ვი­ვის". ას­ეთ მო­საზ­რე­ბას მხო­ლოდ ვულ­ფის­გან თუ გა­­გო­ნებ­დი.

რა­ტომ უყ­ვარ­და მოგ­ზა­­რო­ბა? "ვმოგ­ზა­­რობ, რა­თა თა­ვი ვი­პო­ვო. რო­ცა ოც­და­ერ­თი წლის ვი­ყა­ვი, მოგ­ზა­­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მაგ­რამ ამ ას­­კი­სა ჯერ კი­დევ არა ხარ მზად... ჯერ კი­დევ არ ეძ­­ებ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს... ახ­ლა, რო­ცა დაღ­ლი­ლო­ბას ვგრძნობ და გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი ვარ, ევ­რო­პა­ში მი­ვემ­­ზავ­რე­ბი... მაგ­რამ ჩე­მი სახ­ლი ნიუ-იორ­კია. ეს ქა­ლა­ქი კულ­ტუ­რი­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბის ცენ­­რია. აქ ყვე­ლა­ფე­რია, რა გინ­და სუ­ლო და გუ­ლო, მთა­ვა­რია ფუ­ლი გქონ­დეს. უფ­­ლო­ებს ეს ქა­ლა­ქი მკაც­რად ექ­ცე­ვა. რო­ცა გავ­­დიდ­­დე­ბი, მხო­ლოდ აქ ვიცხოვ­რებ... საფ­რან­გეთ­ში ხალ­ხი ფუ­ლის გარ­და არ­­ფერ­ზე ფიქ­რობს. იტ­­ლი­­ში კი­დევ უარ­­სი. გერ­მა­ნე­ლე­ბი პა­ტი­­სა­ნი ხალ­ხია... ჩვენ ფულს ვფლან­გავთ, ევ­რო­პე­ლე­ბი კი დაჰ­კან­კა­ლე­ბენ მას. აი, მხო­ლოდ ვე­ნა! ვე­ნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სუფ­ლად, ლა­ღად ცხოვ­რე­ბა. უყ­ვართ მუ­სი­კა და შუ­ბერ­ტი (ვულ­ფი ხში­რად ღი­ღი­ნებ­და ხოლ­მე შუ­ბერ­ტის მი­ერ გო­­თეს სიტყ­ვებ­ზე და­წე­რილ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც ოდ­ეს­ღაც ვე­ნა­ში, შუ­ბერ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე მო­უს­მე­ნია). დი­ახ, ვე­ნე­ლებ­მა მარ­­ლაც იც­­ან ცხოვ­რე­ბის ყად­რი - აგრ­ძე­ლებ­და იგი - ვე­ნე­ლი, რო­ცა მემ­­ვიდ­რე­­ბას მი­­ღებს თვე­ში ას­ოც­და­ხუთ­დო­ლა­რი­­ნი შე­მო­სავ­ლით, თავს ან­­ბებს სამ­სა­ხურს და დროს კი­ნო­ში, კა­ფე­ებ­სა თუ ბორ­დე­ლებ­ში ატ­­რებს... ვე­ნე­ლი მე­ძა­ვე­ბი ხომ სა­­კე­თე­სო­ნი არ­­ან მსოფ­ლი­­ში. საფ­რან­გეთ­ში გულ­­რი­ლი ქუ­ჩის ქა­ლე­ბი არ­­ან, მო­ხერ­ხე­ბა არ აკ­ლი­ათ და დროს აფ­­სე­ბენ. მი­სი ალ­ერ­სი მე­თო­დუ­რია, თით­ქოს ხაზს უს­ვა­მენ, რომ ამ სიყ­ვა­რუ­ლის­­ვის სა­­თობ­რი­ვად იხ­დით ფულს. ამ­­რი­კე­ლი მე­ძა­ვი, რო­გორც წე­სი, საქ­მი­­ნია. დროს ის­იც უფრ­თხილ­დე­ბა. მხო­ლოდ ვე­ნე­ლე­ბი არ­­ან უდ­არ­დელ­ნი, ის­­ნი გულ­­­ფე­ლად გე­­ლერ­სე­ბი­ან, ცო­ტა­თი თით­ქოს უყ­ვართ კი­დეც თა­ვი­ან­თი "კლი­ენ­ტი".

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვულფს მა­ტა­რებ­ლე­ბი უყ­ვარ­და. რო­ცა მი­წის­­ვე­შა მა­ტა­რებ­ლე­ბი ჭრი­­ლით უხ­ვევ­­ნენ და 14-ე ქუ­ჩის სად­გურს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ, ვულ­ფის სხე­­ლი უეც­რად რე­ზო­ნა­ტო­რად იქ­ცე­­და ხოლ­მე; თით­ქოს ტო­კავ­და, რო­ცა რკი­ნის (ბორ­­ლე­ბი­სა და რელ­სე­ბის) ღრჭი­­ლის გულ­გა­მაწ­­რი­ლე­ბელ, გამ­ჭოლ ხმას ის­მენ­და.

ად­­მი­­ნის საცხოვ­რი­სი ბევრ რა­მეს გეტყ­ვით პატ­რო­ნის შე­სა­ხებ. 1929 წელს ვულ­ფი ძველ და დიდ სახ­­ში ცხოვ­რობ­და 14-ე ქუ­ჩის სი­ახ­ლო­ვეს, 5-ე ავ­­ნი­უს კუთხე­ში. ბი­ნა­ში ორი ოთ­­ხი იყო, ერ­თი - უზ­არ­მა­ზა­რი, მო­ბი­ნად­რის სი­მაღ­ლის შე­სა­ბა­მი­სი; ფარ­თო სარ­­­ლი­დან შუ­ქი მთელ ოთ­ახს ეც­­მო­და; სარ­­მელ­თან­ვე იდ­გა სა­მუ­შაო მა­გი­და, სა­დაც თე­ატ­რის მხატ­­რის, ელ­ინ ბერ­­­ტა­­ნის ხე­ლით და­ხა­ტუ­ლი კოს­ტუ­მე­ბი­სა და დე­კო­რა­ცი­­ბის ეს­კი­ზე­ბი ელ­­გა. (სხვა­თა შო­რის, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტო­მი არ­ას­­როს არ­­ფერს ამ­ბობ­და ელ­ინ ბერ­­­ტა­­ნის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მი­სი არ­სე­ბო­ბა არ­­ვის­­ვის იყო სა­­დუმ­ლო. იგი მა­შინ წა­ვი­დო­და და მო­ვი­დო­და, რო­ცა მო­­სურ­ვებ­და. არ­­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ის­­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა აქ­ეთ ოთ­ახ­ში დიდ მა­გი­დას­თან ელ­­ნი ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და თა­ვის ეს­კი­ზებს, იქ­ით კი, მე­­რე ოთ­ახ­ში, მე და ტო­მი ვმუ­შა­ობ­დით. ტომ­მა მითხ­რა, რომ ელ­ინ ბერ­­­ტა­­ნი მას ქი­რას უხ­დი­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყო, რა­თა ამ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი აეხს­ნა).

ოთ­­ხის შუ­­გუ­ში დი­დი, მრგვა­ლი მა­გი­და იდ­გა ორი, ძვე­ლე­ბუ­რი ხის სკა­მით. მა­გი­და­ზე ერთ­მა­ნეთ­ში იყო არ­­­ლი ქა­ღალ­დე­ბი, გროს­ბუ­ხე­ბი, წიგ­ნე­ბი, გა­­რეცხა­ვი ჭურ­ჭე­ლი, ფერ­­ლი, სი­გა­რე­ტის ნამ­­ვე­ბი და ჭი­ქე­ბი. იატ­­კი ყო­ველ­­ვის მტვრით იყო გა­და­პენ­ტი­ლი. საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორ გა­დი­­და ოთ­­ხი­დან ოთ­ახ­ში ვულ­ფი ისე, რომ არ­­ფერს გა­მოს­დებ­და ფეხს... ავ­­ჯიც მტვრი­­ნი იყო. ფარ­თო ტახ­ტი, პირ­სა­ბა­ნის გვერ­დით, ყო­ველ­­ვის აულ­­გე­ბე­ლი მხვდე­ბო­და ხოლ­მე. ერ­თი სიტყ­ვით, ვულფს ფე­ხებ­ზე ეკ­­და ის, თუ რო­გორ გა­მო­­ყუ­რე­ბო­და მი­სი ოთ­­ხი. თა­ვა­დაც ას­­თი­ვე შე­­ხე­და­ვი იყო იმ დღე­ებ­ში, რო­ცა წერ­და - აჩ­­ჩი­ლი თმა, ჭუჭყი ფრჩხი­ლებ­­ვეშ, ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბი, გა­ოფ­ლი­ლი პე­რან­გი, გა­სა­­თო­ვე­ბე­ლი შარ­ვა­ლი! ყო­ველ­­ვის ფერ­­­­თა­ლი ჩან­და. ეს ვულ­ფი არ­აფ­რით ჰგავ­და ად­­მი­ანს, ვინც მი­სი წიგ­ნე­ბის სუ­პე­რი­დან იმ­ზი­რე­ბო­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ას­ეთ და­ძა­ბულ დღე­ებ­ში მა­ინც; რად­გა­ნაც, რო­ცა იგი მუ­შა­ობ­და, და­­დე­ვა­რი და უგ­­ლის­ყუ­რო ხდე­ბო­და ხოლ­მე, რო­გორც ოდ­ეს­ღაც, ყმაწ­ვი­ლო­ბი­სას, კა­რო­ლი­ნა­ში.

მახ­სოვს, ერთ სა­ღა­მოს გა­დაწყ­ვი­ტა ჩა­ით გამ­მას­პინ­­ლე­ბო­და. აად­­ღა წყა­ლი, ფინ­ჯან­ში და­ას­ხა, ჩა­აგ­დო ჩა­ის პა­ტა­რა პა­კე­ტი და ფურ­­ლე­ბი­თა და წიგ­ნე­ბით გა­და­ჭე­დილ მა­გი­და­ზე დად­გა. შემ­დეგ სი­გა­რე­ტი გა­­ბო­ლა და მა­ნამ, სა­ნამ ყლუ­პის გა­კე­თე­ბას მო­ვას­­რებ­დი, დაბ­ნე­ულ­მა ფინ­ჯან­ში ჩა­მი­ფერ­­ლა!

ვულ­ფი იმ­დე­ნად იყო დან­­­მუ­ლი თა­ვის თავ­ში, რომ იშ­ვი­­თად თუ გა­მო­ყოფ­და თავს ნა­ჭუ­ჭი­დან, რა­თა მოყ­ვა­სის­­ვის შე­­ხე­და, დაკ­ვირ­ვე­ბო­და. თა­ვის ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი, უც­­რე­მო­ნიო და ეგ­­ის­ტიც ხდე­ბო­და ხოლ­მე. ტვინ­ში მუ­დამ დუღ­და და გად­მო­დი­­და იდ­­­ბი... აბა, სა­­დან უნ­და სცოდ­ნო­და, რომ ფინ­ჯან­ში ჩა­­ფერ­­ლა! ალ­ბათ, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი სწო­რედ ამ ყოვ­ლის­­თან­­­­მე­ლი ინ­ტე­რე­სით აიხს­ნე­ბა მი­სი არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი მახ­სოვ­რო­ბა და ის სი­ზუს­ტე, რი­თაც იგი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს აღ­წერ­და.

და მა­ინც, მი­­ხე­და­ვად მკაც­რი ხა­სი­­თი­სა, იგი სუ­ლის სიღ­­მე­ში მორ­ცხ­ვი ად­­მი­­ნი იყო. ერთხელ, 1927 წელს, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­­რო­ბის შემ­დეგ, უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოჩ­­და; სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში, სა­დაც ბლო­მად ხალ­ხი ირ­­­და, იქ მო­მუ­შა­ვე ერთ-ერთ სტუ­დენტს ჰკითხა, წე­რი­ლე­ბი ხომ არ არ­ის ჩემმს სა­ხელ­ზეო. სტუ­დენ­­მა გვა­რი ჰკითხა. მან უპ­­სუ­ხა: "ვულ­ფი". ახ­ალ­გაზ­­და ყმაწ­ვილ­მა უბ­რა­ლოდ გა­და­ხე­და ას­­­ლო­ბით ყუთს და უთხ­რა: "თქვენს სა­ხელ­ზე არ­­ფე­რია"-ო. ვულ­­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იც­­და, რომ ას­­თი ხან­­­­ლი­ვი მოგ­ზა­­რო­ბის მან­ძილ­ზე აუარ­­ბა წე­რილს მი­­ღებ­და, მაგ­რამ გაბ­რუნ­და და წა­ვი­და. მას შერ­ცხ­ვა, ვერ მო­­ფიქ­რა, რო­გორ გა­მო­სუ­ლი­ყო ამგ­ვა­რი მარ­ტი­ვი სი­ტუ­­ცი­­დან ისე, რომ შე­­რაცხ­ყო­ფა არ მი­­ყე­ნე­ბი­ნა უც­ნო­ბი ად­­მი­­ნის­­ვის... ამ­­ტო­მაც ად­გა და და­ტო­ვა იქ­­­რო­ბა!

თა­ვი­სი გარ­გან­ტუ­­სებ­რი გა­რეგ­ნო­ბის მი­­ხე­და­ვად, ვულ­ფი ხში­რად მა­გო­ნებ­და ხოლ­მე პა­ტა­რა მორცხვ ბი­ჭუ­ნას. ში­ნა­გა­ნად იგი ძალ­ზე ფა­ქი­ზი ად­­მი­­ნი იყო, სა­ოც­რად სა­მარ­­ლი­­ნი. ხში­რად მე­კითხე­ბო­და, ჰქონ­და თუ არა ჩე­მი ვა­ლი (მი­სი ნა­წარ­მო­­ბე­ბის გა­და­ბეჭ­­ვის საზ­ღა­ურს გუ­ლის­­მობ­და). ამგ­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ყო­ველ­­ვის ტან­ჯავ­და ვულფს.

რცხვე­ნო­და თა­ვი­სი ვე­­ბერ­თე­ლა აღ­ნა­გო­ბი­საც. ყო­ველ­­ვის ეშ­­ნო­და, რომ მას ვინ­მე აწ­ყე­ნი­ნებ­და, ან რო­მე­ლი­მე უც­ნო­ბი გამ­­ლე­ლი დას­ცი­ნებ­და ქუ­ჩა­ში. მეტ­სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ბავ­­ვე­ბი აჯ­ავ­რებ­­ნენ ხოლ­მე, გულს ტკენ­და. ერთხელ, რო­ცა მო­ვუ­ყე­ვი, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბო­დი ბავ­­ვო­ბა­ში ჩე­მი კოჭ­ლო­ბის გა­მო, ვულ­­მაც აღ­­­რა, რომ მა­საც ერ­­დე­ბო­და თა­ვი­სი გი­გან­ტუ­რი ფი­გუ­რი­სა. მის­­ვის გა­­გე­ბა­რი იყო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გა­გე­ცი­ნა ვინ­მეს ფი­ზი­კუ­რი ხინ­ჯის გა­მო. "მაგ­რამ ხომ იც­­ნი­ან! - წა­მო­იყ­ვი­რა ერთხელ ტომ­მა, - სა­ში­ნე­ლე­ბაა, არა? მაგ­რამ მა­ინც იც­­ნი­ან! უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­­ტომ, რომ პრი­მი­ტი­ვია, პირ­ველ­ყო­ფი­ლი. გვი­ყუ­რე­ბენ, ხე­და­ვენ ჩვენს მო­უქ­ნელ სხე­­ლებს, გი­ჟე­ბი­ვით ხარ­ხა­რე­ბენ და თა­ნაც ამ­ას ვე­რაფ­რით ვშვე­ლით". ბო­ლოს, აქ­­­და ვხუმ­რო­ბო, ტომ­მა შეს­ძა­ხა: "ჯან­და­ბას, შენ კოჭ­ლი ხარ, მე - სპი­ლო, მაგ­რამ ის­­ნი ხომ ნაღ­დად გი­ჟე­ბი არ­­ან!"

აი, ას­ეთს ვიც­ნობ­დი მე ტო­მას ვულფს.

© “არილი”

No comments:

Post a Comment