Monday, February 4, 2008

მარ­ცე­ლი­უს მარ­ტი­ნა­ი­ტი­სი

­­­­­­ტექსტები სინათლის შუქზე

­­­­­­თარგმნა ლილი მჭედლიშვილ­მა


მინ­და ვიმ­­ჯე­ლო უფ­რო კითხ­ვა­ზე, ვიდ­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ვი­ნა­­დან კითხ­ვა ზოგ­ჯერ შე­მოქ­მე­დე­ბის ტოლ­ფა­სია, ზოგ­ჯერ კი ტექ­­­თან შე­და­რე­ბით უფ­რო ღრმა და უფ­რო გა­აზ­რე­ბუ­ლიც კი. უკ­­ნას­­ნე­ლი ათი წლის მან­ძილ­ზე კითხ­ვა გა­ცი­ლე­ბით დიდ და მნიშ­­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და, ვიდ­რე ბო­ლო ორ­მოც­და­­თი წლის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­მო­ცე­მა­თა უზ­არ­მა­ზა­რი მთა.

იმ­­ზე ფიქ­რი­სას, თუ რას წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ლიტ­ვუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა ხდე­ბო­და და რა ხდე­ბა მის სიღ­­მე­ებ­ში, არ შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი ავ­­­როთ ლი­ტე­რა­ტუ­რის ფე­ნო­მე­ნა­ლურ მნიშ­­ნე­ლო­ბას გა­სუ­ლი და ახ­ლან­დე­ლი სა­­კუ­ნე­­ბის შე­სა­ყარ­ზე, მის ფარ­თო გავ­­ცე­ლე­ბას. ხან­და­ხან გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ლიტ­ვის ის­ტო­რი­ის პრო­ექ­ტი­რე­ბას სწო­რედ პო­­ტე­ბი ახ­დენ­­ნენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი და­მო­­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დე, სა­­­დი­სის პირ­ველ მა­სობ­რივ მი­ტინ­გებ­ზე ხალ­ხი ქვეყ­ნის ეკ­­ნო­მი­კუ­რი გარ­დაქ­­ნის პროგ­რა­მე­ბით კი არ მი­დი­­და, არ­­მედ გა­სუ­ლი და ამ სა­­კუ­ნის კლა­სი­კო­სე­ბის ლექ­სე­ბით. მათ არა მხო­ლოდ კითხუ­ლობ­­ნენ, არ­­მედ მღე­როდ­ნენ კი­დე­ვაც, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა ასე მძი­მე დრო და­უდ­გა ლიტ­ვას. უფ­რო­სი თა­­ბის ად­­მი­­ნე­ბი ამ ლექ­სებ­ზე სიმ­ღე­რებს ქმნიდ­ნენ, მე­რე კი ამ სიმ­ღე­რებს ცი­ხე­ებ­სა და გა­და­სახ­ლე­ბებ­ში მღე­როდ­ნენ.

და აი ის პო­­ზია, რო­მე­ლიც კონ­­პი­რა­ცი­­ლი მე­კავ­ში­რის როლს ას­რუ­ლებ­და, დამ­თავ­­და. ამგ­ვა­რი რო­ლი ით­­მა­შა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­­ტე­ბის - მარ­ცინ­კი­­ვი­ჩი­­სის, გი­­დას, სტრელ­კუ­ნა­სის ლექ­სე­ბის ტექ­­ტებ­მა. ის­­ნი წა­კითხუ­ლი და აღქ­მუ­ლი იყო დრო­ის იმ გარ­­ვე­ულ კონ­ტექ­­ტებ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­ვე აღ­არ არ­სე­ბობს. ვფიქ­რობ, ეს, რო­გორც რუ­სი, ისე ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის პო­­ტე­ბის აღქ­მის­­ვი­საც არ­ის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი.

ლიტ­ვა­ში და­ბა­დე­ბულ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­­რე­ატ პო­ლო­ნელ პო­ეტს - ჩეს­ლავ მი­ლოშს, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს აქ­­ურ რე­­ლი­ებს, რო­გორ­ღაც წა­მოს­­და, ლიტ­ვე­ლი ერი და სა­ხელ­­წი­ფო დამ­წერ­ლო­ბი­დან, ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, კითხ­ვი­დან აღ­ორ­ძინ­დაო. მე­ფის რუ­სე­თის მი­ერ გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის მე­­რე ნა­ხე­ვარ­ში ლიტ­ვუ­რი დამ­წერ­ლო­ბის (ბეჭ­­ვის) მკაც­­მა აკრ­ძალ­ვამ უნ­­კა­ლუ­რი უკ­უქ­მე­დე­ბა - აკრ­ძა­ლუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ყო­ველ­თაო კითხ­ვა გა­მო­იწ­ვია, რაც მუ­დამ ენ­­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ნახ­ვა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გა­რან­ტად აღ­იქ­მე­ბო­და.

შე­მოქ­მე­დე­ბას თან რის­კი და მსხვერ­­ლი­­ნო­ბა ახლ­და, იგი მას­თან ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­­დი­ნე­ბო­და. და აი, უც­ებ და­ემ­ხო სის­ტე­მა, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ან უპ­­რის­პირ­დე­ბო­და, ან მხარს უჭ­ერ­და. უც­ებ ერ­თი­­თად შემ­ცირ­და ტი­რა­ჟი.

პრობ­ლე­მა ისაა, ზუს­ტად გა­ნი­საზ­­­როს, ცო­ტა ხნის წი­ნან­დელ მწერ­ლო­ბა­ში, სად იყო ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სად იყო კითხ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­­ყო ლი­ტე­რა­ტუ­რას და რო­მელ­მაც პუბ­ლი­ცის­ტი­კის, ეს­­ის­ტი­კის, პრო­ტეს­ტის, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი იატ­აკ­­ვე­შე­თის სა­ხე მი­­ღო. კითხ­ვა ხა­ტავ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის რა­ღაც ახ­ალ ხატს, რო­მე­ლიც შორს იდ­გა იმ­­სა­გან, რაც ლე­გა­ლუ­რი ბეჭ­­ვი­თი სიტყ­ვის ან კრი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბო­და შექ­­ნი­ლი­ყო.

რა თქმა უნ­და, არ­ის ის, რა­ზე­დაც შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი დაგ­წყ­დეს. მა­გა­ლი­თად, რო­დის წა­­კითხა­ვენ კი­დევ ლი­ტე­რა­ტუ­რას, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ისე, რომ არ­­ფე­რი გა­მო­ტო­ვონ ტექ­­­ში, რომ თა­ვი­ან­თი თა­ნამ­­რომ­ლო­ბი­თა და თა­ნაგ­­­ნო­ბით ყო­ველ­ნა­­რად შე­­ცად­ნენ, და­ეხ­მა­რონ მწე­რალს ბო­ლომ­დე ართ­­მუ­ლის გა­მოთ­­მა­ში? მინ­და ვი­კითხო, რა უფ­რო სა­ში­ში იყო რე­ჟი­მის­­ვის - ნა­წე­რი თუ ნა­წე­რის წა­კითხ­ვა? ცენ­ზუ­რას ხში­რად მხო­ლოდ ის რო­დი გა­დი­­და, რაც და­წე­რი­ლი იყო, არ­­მედ ის­იც, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მკითხ­ველს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნა­წარ­მო­ებ­ში მოს­­ვე­ნე­ბო­და. უნ­და ემ­არ­თათ, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ეტ­­რე­ბი­ნათ არა მარ­ტო მწერ­ლო­ბა, არ­­მედ ლი­ტე­რა­ტუ­რის აღქ­მაც, მი­სი წა­კითხ­ვაც - აი რა იყო ამ­ის­წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამ­­ცა­ნა, რომ­ლის გა­და­საწყ­ვე­ტად არ­­ვი­თარ სა­შუ­­ლე­ბას არ ერ­­დე­ბოდ­ნენ, სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში კი - ად­­მი­­ნებს, ყმაწ­ვილს, რო­მელ­მაც ეს-ესაა გა­­გო რა არ­ის წიგ­ნი, უნ­და ეს­წავ­ლა გა­რე­მოს, საგ­ნე­ბის, წიგ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­­ლო­ბე­ბის უაპ­­ლა­ციო გან­­ჯა.

ყვე­ლა­ფერ ამ­ას უპ­­რის­პირ­დე­ბო­და "კონ­­პი­რა­ცი­­ლი" კითხ­ვა. დევ­ნი­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის არ­ის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყ­ოს იმ ად­­მი­­ნე­ბის ჩა­მოთ­­ლა, ვინც კითხ­ვის გა­მო იქ­ნა მსჯავ­­დე­ბუ­ლი, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი, სა­მუ­შა­­დან დათხოვ­ნი­ლი თუ გან­დევ­ნი­ლი, მა­შინ, რო­ცა სწო­რედ იმ ად­­მი­­ნე­ბის მი­ერ იქ­ნა აწ­­­ლი იმ ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­სი, რო­მელ­საც ასე დავ­ტი­რით ახ­ლა, მი­სი და­კარ­­ვის შემ­დეგ.

მწერ­ლო­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტის და­ცე­მას, სა­ზო­გა­დო­­ბა­ში მკითხ­ვე­ლის რო­ლის მა­თი აზ­რით და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ შეც­­ლას ბევ­რი მე­ტად მტკივ­ნე­­ლად აღ­იქ­ვამს. თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კურ სი­ნამ­­ვი­ლე­ში ლი­ტე­რა­ტუ­რა უკ­ვე აღ­არ თა­მა­შობს გმი­რის როლს. ახ­ლა მწე­რალს და მის გავ­ლე­ნას წარ­მა­ტე­ბით უწ­ევს კონ­კუ­რენ­ცი­ას პო­ლი­ტი­კო­სი, მე­წარ­მე თუ მას­კულ­ტუ­რის ესა თუ ის კერ­პი. თუ მწერ­ლო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი სის­ტე­მის მი­ერ მი­ნი­ჭე­ბულ პრი­ვი­ლე­გი­ებს კარ­გავს, მე­­რე ნა­წი­ლი კარ­გავს მკითხ­ვე­ლებს, მე­სა­მე ნა­წი­ლი იმ შიშს, რო­მე­ლიც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვარ სტი­მულს, მი­სი ცხოვ­რე­ბის წესს და სტილს წარ­მო­ად­გენ­და. დიდ შიშს დი­დი სარ­გე­ბე­ლი ჰქონ­და.

ახ­ლა ლიტ­ვა­ში ხში­რად დგე­ბა ცნო­ბილ ად­­მი­ან­თა რე­­ტინ­გე­ბი, მაგ­რამ იმ ად­­მი­­ნებს შო­რის მწერ­ლე­ბი არ არ­­ან. მა­შინ, რო­ცა, სულ ცო­ტა ხნის წინ, მათ პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი ეჭ­­რათ, მათ დე­პუ­ტა­ტე­ბად, მი­ნის­­რე­ბად, პრე­ზი­დენ­ტე­ბად ირ­ჩევ­­ნენ. მწე­რალს აღ­­რა­ვინ ეკ­ითხე­ბა, რო­გორ იც­ხოვ­როს, რას ფიქ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, აწმ­ყო­სა და მო­მა­ვალ­ზე, რას ფიქ­რობს ფულ­ზე, ბან­კებ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, ბავ­­ვებ­ზე, ერ­ზე... რაც მთა­ვა­რია, აღ­­რა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ წერს ან რის შე­სა­ხებ წერს. მის­­ვის თით­­მის სრუ­ლი­ად ხელ­მი­უწ­­დო­მე­ლია ტე­ლე­ეკ­რა­ნი. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი აღ­არ ელ­­ან მის ახ­ალ შე­დევ­რებს.

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ერ­ოვ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ქმნის, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, არ­­თუ მდი­და­რი, სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლიც ვერ იქ­ნე­ბა. იშ­ვი­­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ის, ვინც მო­­ხერ­ხებს და "გა­აღ­წევს" თა­ვი­სი ქვეყ­ნის საზ­­­რებს. კვლავ ჩნდე­ბა მოთხოვ­ნი­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა თუ მხატ­­რულ ფა­სე­­ლო­ბა­თა ურ­თი­ერ­­გაც­­ლი­სა, მაგ­რამ სულ სხვა დო­ნი­თა და სხვა ფორ­მით, ვიდ­რე ეს სოც­ბა­ნა­კის დროს იყო. ვხე­დავ, რო­გორ ჩნდე­ბა სხვა­დას­­ვა ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტორ­თა სო­ლი­და­რო­ბე­ბი და მა­თი შექ­­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა ცენ­ზუ­რის წი­ნა­აღ­­დეგ, არ­­მედ სი­ღა­რი­ბის, ან­გა­რე­ბის, უგ­­მოვ­ნე­ბის წი­ნა­აღ­­დეგ საბ­­ძოლ­ვე­ლად.

შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლი ბლო­მად და სწრა­ფა­დაც იშ­­ვო, ოღ­ონდ სა­რეკ­ლა­მო, სა­­­ბი­ლეო თუ სა­ქორ­წი­ნო კუპ­ლე­ტე­ბით, ერ­­ტი­­ლი სცე­ნე­ბით, სიყ­ვა­რულ­სა და გან­შო­რე­ბა­ზე და­წე­რი­ლი უაზ­რო სიმ­ღე­რე­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კე­ბი­თა და საპ­ნის რო­მა­ნე­ბით. ბევ­რი ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტო­რი გა­დის კი­დე­ვაც ამ­ით იოლ­ას. ეს არ­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე სჭამს სა­კუ­თარ თავს.

ბიზ­ნე­სი­სა და რეკ­ლა­მის დროს და­­ფა­სე­ბენ უფ­რო ხორცს, ვიდ­რე სულს. ბევ­რი დღემ­დე ვერ ურ­იგ­დე­ბა ამ უს­­­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნას, ვი­ნა­­დან სა­მარ­­ლი­­ნად მი­აჩ­ნია, რომ ლი­რი­კუ­ლი მი­ნი­­ტუ­რა გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა დგას, ვიდ­რე გა­მარ­თუ­ლი ტექ­­ტი ხორ­ცის კონ­სერ­ვის ქი­ლა­ზე.

დღეს რომ კულ­ტუ­რა მარ­თო და აკ­ონ­­რო­ლო, ფუ­ლით მარ­­ვა უნ­და შე­გეძ­ლოს. მაგ­რამ უნ­და მარ­თო ად­­მი­­ნუ­რად, რა­თა რა­­მე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი არ მოხ­დეს. ის ყბა­და­ღე­ბუ­ლი, არც თუ მცი­რე ფუ­ლი­თა და შე­მო­სავ­ლი­­ნი რეკ­ლა­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და­სავ­ლუ­რი - ის კი არა, ახ­ლა უკ­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი - მა­სობ­რი­ვი კულ­ტუ­რაც აკი სულ უფ­რო ხში­რად და ხში­რად გვი­საფ­­დე­ბა იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვე­ლით.

აი, მეც და­ვიწყე თუ არა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ლა­პა­რა­კი, ფუ­ლამ­დე მი­ვე­დი. რა უნ­და ვქნა, თუ­კი დღეს ნე­ბის­მი­ერ, თვით შე­მოქ­მე­დე­ბით ჩა­ნა­ფიქ­­საც კი წინ მა­ტე­რი­­ლუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბა უნ­და უძ­ღო­დეს. ვერ ვიტყ­ვი, თით­ქოს ლიტ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კულ­ტუ­რი­სათ­ვის სახ­­რებს არ გა­მო­ყოფ­დეს. რა თქმა უნ­და, გა­მო­ყოფს, მაგ­რამ იგი საკ­მა­რი­სი არ არ­ის, არ არ­ის და არც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, არა მხო­ლოდ ლიტ­ვა­ში, მსგავ­სი ის­ტო­რი­­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­შიც თავს ერ­თი და იგ­­ვე პრობ­ლე­მა იჩ­ენს - რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს სახ­­რე­ბი, ფუ­ლი ვი­სი სა­შუ­­ლე­ბით და ვის ხელ­ში უნ­და შე­მო­ვი­დეს, რო­გორ უნ­და გა­და­ვი­დეთ ჩვე­­ლი რა­­დე­ნობ­რი­ვი­დან ხა­რის­ხობ­რი­ვის მხარ­და­ჭე­რა­ზე, რა­თა კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და მხარ­ში ამ­­ვუდ­გეთ იმ­ას, რაც მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ტე­ლე­რეკ­ლა­მე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბე­ბი­სათ­ვის, არ­­მედ სუ­ლი­­რი გან­ვი­თა­რე­ბის­­ვი­საც. ჯერ კი­დევ ცუ­დად მუ­შა­ობს ფონ­დე­ბის სის­ტე­მა, ხო­ლო არ­სე­ბუ­ლი ფონ­დე­ბი ერ­ოვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის არ­არ­სე­ბო­ბის გა­მო ხში­რად ნაკ­ლებ­­ნიშ­­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებს უჭ­ერს მხარს.

ბო­ლო ხა­ნებ­ში მკითხ­ვე­ლი ის­ევ უბ­რუნ­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სხვა გან­წყო­ბით, ახ­ლა იგი სულ სხვა წიგ­ნებს იღ­ებს თა­რო­­ბი­დან. მწე­რა­ლიც თან­და­თან უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ იგი ცო­ტა­თი მა­ინც ცნო­ბი­ლია და წარ­მოდ­გე­ნა აქვს, რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს წიგ­ნის გა­მო­ცე­მის ახ­ლან­დე­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც რი­გი­­ნი ტი­რა­ჟიც კი შე­სა­ბა­მის ჰო­ნო­რარს არ გპირ­დე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩნდე­ბა სხვა­დას­­ვა სა­შუ­­ლე­ბე­ბი, ახ­­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­თა სა­ზო­გა­დო­­ბა ეზ­­­როს კულ­ტუ­რას, გა­ეც­ნოს მის შე­მომ­­მედთ. ეს არ­ის სა­ხელ­­წი­ფო სტი­პენ­დი­­ბი, ნა­ცი­­ნა­ლუ­რი და სხვა სა­ხის პრე­მი­­ბი, პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბე­ბი, კონ­­რაქ­ტე­ბი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფონ­დე­ბის გრან­ტე­ბი. თან­და­თან ყა­ლიბ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რის სის­ტე­მა, მწერ­ლე­ბიც თან­და­თან ეჩ­ვე­ვი­ან მას, სწავ­ლო­ბენ, რო­გორ გა­მო­­ყე­ნონ, რო­გორ ის­არ­გებ­ლონ მი­სით. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ცუ­დი არ იქ­ნე­ბო­და მიგ­ვე­მარ­თა შვე­­ცა­რი­ის, ნორ­ვე­გი­ის და ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც შეძ­ლეს და შე­­ნარ­ჩუ­ნეს კულ­ტუ­რა და მწერ­ლო­ბა.

ვხე­დავ, ამ "ჯუნ­­ლებ­ში" რო­გორ სწრა­ფად პო­­ლო­ბენ ად­გილს ახ­ალ­გაზ­­და ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი. ის­­ნი თხო­ვენ, სწე­რენ, ღე­ბუ­ლო­ბენ, მი­ემ­­ზავ­რე­ბი­ან, ეც­ნო­ბი­ან, ხდე­ბი­ან ცნო­ბი­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლურ მი­ეთ­მო­ეთ­ში, რა­ღაც დრო­ით ევ­რო­პა­სა ან ამ­­რი­კა­ში იკ­არ­გე­ბი­ან, უკ­ან ახ­ალ-ახ­­ლი ზრახ­ვე­ბით, ახ­ალ-ახ­­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბით ბრუნ­დე­ბი­ან და ის­ევ მი­დი­ან... იბ­­დე­ბა მწერ­ლის სრუ­ლი­ად ახ­­ლი, ჩვენ­­ვის სრუ­ლი­ად გა­­გე­ბა­რი ტი­პი, რო­მე­ლიც სწო­რედ ამგ­ვა­რი სა­შუ­­ლე­ბე­ბით იხ­ვეჭს სა­ხელს, იძ­ენს მხარ­და­ჭე­რას, ახ­ერ­ხებს თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის თარ­­­ნას. ჩვენ­­ვის, ვინც მიჩ­ვე­­ლი ვართ და­ჩაგ­რუ­ლი მწერ­ლის რო­მან­ტი­კულ ტიპს, სრუ­ლი­ად მი­­ღე­ბე­ლია ამგ­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი. უფ­რო­სი თა­­ბის მწერ­ლე­ბი­სათ­ვის, ვი­საც თა­ვი სა­წე­რი მა­გი­დის გა­რე­შე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის გა­თა­ვი­სე­ბა და ცხოვ­რე­ბის ნი­რის შეც­­ლა გარ­და იმ­­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­­რად ძალ­ზე ძნე­ლია, მე­ტის­მე­ტად გვი­­ნა­ცაა. და­ბო­ლოს, მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია არა იმ­დე­ნად მა­ტე­რი­­ლუ­რი სიძ­ნე­ლე­­ბი, რამ­დე­ნა­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის მოშ­ლა, მწერ­ლის რო­ლის აშ­კა­რა დაკ­ნი­ნე­ბა, მი­სი სო­ცი­­ლუ­რი მნიშ­­ნე­ლო­ბის და­ცე­მა, მოქ­მე­დი პი­რის სტა­ტუ­სის და­კარ­­ვა.


© ”არილი”

No comments:

Post a Comment