Wednesday, February 20, 2008

უილ­ი­ამ ტრე­ვო­რი

­­­მისტერ მაკნამა­რა


თარგმნა ეთერ თვარაძემ



- რო­გორ არ­ის? - იკ­ითხა დე­დამ. დი­ლის სა­უზ­მეს ვუს­ხე­დით. იმ დღეს ცა­მე­ტი წე­ლი შე­მის­რულ­და.

იგი მა­მას ჩა­ის უს­ხამ­და უშ­ვე­ლე­ბელ მო­ხა­ტულ ტოლ­ჩა­ში, რომ­ლის ფსკერ­საც ყვა­ვი­ლე­ბი ამშ­ვე­ნებ­და. ეს ერ­თა­დერ­თი ნივ­თი იყო კლე­მეს სერ­ვი­ზი­დან რომ შე­მორ­ჩა ოჯ­ახს. მა­მას ჰქონ­და აგ­რეთ­ვე სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­­ლი და­ნა და ჩან­გა­ლი. და­ნაც რე­ლიქ­ვია გახ­­დათ, ჩან­გა­ლი კი ამდ­რო­­ლი იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ზედ­მი­წევ­ნით გამ­­ლე, რად­გან ჩვე­­ლებ­რი­ვი ჩან­­ლე­ბი მუ­დამ ხელ­ში ატყ­დე­ბო­და.

- არ­ის რა, არა უშ­ავს, - მი­­გო მა­მამ, მე ამ­­სო­ბა­ში მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დი, რო­დის გა­ახ­სენ­დე­ბო­დათ ჩე­მი არ­სე­ბო­ბა, - მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბულ დე­­დას ის­ევ მო­­­რეს ხუშ­ტუ­რებ­მა.

დე­დამ გა­გე­ბით და­უქ­ნია თა­ვი და ტოლ­ჩა წინ და­უდ­გა. მე­რე გა­ნაცხა­და, ჩე­მი აზ­რით, მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას დე­­და კარ­გა ხა­ნია კლი­ნი­კა­შია და­საწ­ვე­ნიო. დე­და ამ­ას იმ­­­რებ­და მუ­დამ, რო­ცა კი სიტყ­ვა მაკ­ნა­მა­რას დე­­და­ზე, ქრო­ნი­კულ ალ­კო­ჰო­ლიკ­ზე, ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და.

დე­და­ჩე­მი მა­ღა­ლი ტან­თხე­ლი ქა­ლი იყო, მაგ­რამ ამ­­ვე დროს - ძალ­ზე ნა­ზი. მას­ში არ­­ფე­რი იყო მკვეთ­რი ან კუთხო­ვა­ნი, ტლან­ქი ან მძი­მე. მო­ნის­ლუ­ლი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი კე­თი­ლად უც­იმ­ცი­მებ­და, სა­ხე ღი­მი­ლის­­ვის მზად ჰქონ­და. მა­მა­ჩე­მი დე­და­ზე კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლი, მო­სუ­ლი კა­ცი გახ­­დათ. მზე­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ხე ჰქონ­და, გამ­­კი­ცუ­ლი პუ­რის­ფე­რი მძი­მე ხე­ლე­ბი და დე­და­სა­ვით ნის­ლო­ვა­ნი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი. მა­ღა­ლი შუბ­ლი შეთხე­ლე­ბუ­ლი თმის გა­მო კი­დევ უფ­რო ფარ­თო უჩ­ან­და. მშობ­ლე­ბი გა­გე­ბით ეპყ­რო­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს, რაც ძლი­ერ აახ­ლო­ებ­დათ. კა­მა­თის დრო­საც კი არ­­სო­დეს აუწ­ევ­­ნენ ხმას. შე­იძ­ლე­ბო­და, ჩვენ­ზე გა­ჯავ­რე­ბუ­ლიყ­­ნენ, მაგ­რამ ერთ­მა­ნეთ­ზე - არ­­სო­დეს. და­ტუქ­­ვი­თაც შე­თან­­მე­ბუ­ლად გვტუქ­სავ­­ნენ და ერთ­ნა­­რი სას­ჯე­ლით გვსჯიდ­ნენ. რა­მეს თუ და­ვა­შა­ვებ­დით, სირ­ცხ­ვი­ლით ვიწ­ვო­დით მათ წი­ნა­შე.

- მა­ტა­რე­ბე­ლი კი არა, ნამ­­ვი­ლი სა­ყი­ნუ­ლეა, - თქვა მა­მამ, - ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი და­აგ­ვი­­ნა. საბ­რა­ლო ფლე­ნე­განს ჩემს მო­ლო­დინ­ში ლა­მის ფილ­­ვე­ბის ან­თე­ბა და­­მარ­თა. მთე­ლი ეს ქვე­ყა­ნა - გა­ნაგ­­ძობ­და იგი, - აკლ­და­მა­სა­ვით სუ­რო­თია შე­სუდ­რუ­ლი! - მა­მა თა­ვი­სი და­ნით ჭრი­და ბე­კონ­სა და სო­სისს, და და­გე­მოვ­ნე­ბით შე­ექ­ცე­­და, თან თავს იქ­ნევ­და, თით­ქოს სა­კუ­თარ ფიქ­რებს ეთ­ან­­მე­ბაო - ირ­ლან­დია სუ­რო­შია ჩაფ­ლუ­ლი - გა­ნაგ­­ძო მე­რე - მან­ქა­ნე­ბი ანთ­რა­ციტ­ზე მუ­შა­­ბენ, სამ­­რეთ მა­გის­­რალ­ზე ვა­გო­ნე­ბი მა­ცივ­რე­ბად იქ­ცა და, იცი მო­ლი, დუბ­ლინ­ში ამ­ბო­ბენ, ო კო­ნე­ლი­ზე მა­ლე უც­ხო ქვეყ­ნე­ბის ჯა­რე­ბი დად­გე­ბი­­ნო - გერ­მა­ნე­ლე­ბი თუ ინგ­ლი­სე­ლე­ბი - რა გან­­­ვა­ვე­ბაა, დას­წყევ­ლოს გამ­ჩენ­მა!

დე­დამ გა­­ღი­მა და ამ­­­ოხ­რა, მა­მამ კი ჩვენს გა­სამ­ხი­­რუ­ლებ­ლად მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას მო­ნა­ყო­ლი ამ­ბის თხრო­ბა და­იწყო ერთ ნახ­ში­რით მო­ვაჭ­რე­ზე. ამ ვა­ჭარს ცუ­დად მორ­გე­ბუ­ლი კბი­ლის პრო­თე­ზი ჰქო­ნია, ერთხელ რინ­­სენ­­ში ბა­ნა­­ბი­სას პრო­თე­ზი პი­რი­დან გა­მო­ვარ­­ნია და წყალ­ში ჩა­ძი­რუ­ლა.

დუბ­ლი­ნი­დან რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და ხოლ­მე, მი­სი მაკ­ნა­მა­რას­თან შეხ­ვედ­რის მე­რე, მა­მაჩ­ვენს ყო­ველ­­ვის მზად ჰქონ­და ამ­ის­თა­ნა ამ­ბე­ბი. არ ავ­იწყ­დე­ბო­და აგ­რეთ­ვე წვრი­ლად გად­მო­­ცა მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას მო­საზ­რე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შექ­­ნილ მდგო­მა­რე­­ბა­სა და მის ომ­ში ჩათ­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, კარ­გად ვი­ცო­დით, რომ სიტყ­ვე­ბი "დუბ­ლინ­ში ამ­ბო­ბენ", სი­ნამ­­ვი­ლე­ში ნიშ­ნავ­და, რომ ამგ­ვა­რად სწო­რედ მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ამ­ბობ­და, ბენ­ზი­ნი რომ და­­ზო­გა, მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა მან­ქა­ნას გაზ­ზე ამ­­შა­ვებ­და. გა­ზი მი­­ღე­ბა ანტ­რა­ცი­დი­დან, რო­მელ­საც მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა თა­ვი­სი რვა­ცი­ლინ­­რი­­ნი ფორ­დის სა­ბარ­გულ­ში მო­თავ­სე­ბულ სპე­ცი­­ლურ ქუ­რა­ში ყრი­სო, გვიხ­­ნი­და მა­მა.

მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ხში­რად ატ­ან­და მა­მას ჩვენ­­ვის სა­ჩუქ­რებს - ნამ­ცხ­ვარს ან შო­კო­ლა­დის ფი­ლას და გულ­­ბილ მო­კითხ­ვა­საც აბ­­რებ­და. მას ცო­ლი არ ჰყავ­და. ცხოვ­რობ­და მემ­­ვიდ­რე­­ბით მი­ღე­ბულ სახ­­ში პალ­მერ სტო­­ნის გზა­ზე, თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­თან, - ალ­კო­ჰო­ლიკ დე­­დას­თან, დას­თან და სი­ძეს­თან ერ­თად. დე­­და დი­დი ხა­ნია, სამ­კურ­ნა­ლო იყო; დას, მი­სის მატ­ჩეტს, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. იგი ოდ­ეს­ღაც მსა­ხი­­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ქმარ­მა, ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის კლერ­­მა, აიძ­­ლა ეს ოც­ნე­ბა თა­ვი­დან ამ­­ეგ­დო. მა­მას არ­­სო­დეს უნ­­ხავს შე­რე­კი­ლი დე­­და, არც მი­სის მატ­ჩე­ტი და მი­სი ქმა­რი. მის წარ­მო­სახ­ვა­ში ის­­ნი მაკ­ნა­მა­რას მო­ნათხ­რო­ბით ცოცხ­­დე­ბოდ­ნენ, ჩვენ კი ჩვე­ნის მხრივ მა­მას­გან ვეც­ნო­ბო­დით მათ და მთელს ოჯ­ახს თით­ქოს თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავ­დით. იქ იყო ბა­ლა­ხის ღე­რო­სა­ვით გა­ლე­­ლი მი­სის მატ­ჩე­ტი. სი­გა­რეტს სი­გა­რეტ­ზე რომ ეწ­­­და და მთე­ლი დღე პა­სე­ან­სებს შლი­და, იყო მი­სი მე­უღ­ლე - ტან­და­ბა­ლი გაბღენ­ძი­ლი კა­ცი ფუშ­ფუ­შა ულ­ვა­შით. შეთხე­ლე­ბუ­ლი თმით და, რო­გორც მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ამ­ბობ­და, დაჭყ­ლე­ტი­ლი შუბ­ლით. თვით მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ისე ნათ­ლად გვედ­გა თვალ­წინ, თით­ქოს ცხად­ლივ ვხე­დავ­დით - ქე­რათ­მი­­ნი, სო­ლი­დუ­რი, მძი­მედ მოძ­რა­ვი და დინ­ჯად მო­სა­უბ­რე. იგი ხში­რი სტუ­მა­რი გახ­­დათ ოტ­ელ ფლე­მინ­გის ძველ­მო­დუ­რი ბა­რი­სა, სა­დაც ტრა­დი­ცი­­ლად აბ­­ლებ­და სი­გა­რეტს, ყნო­სავ­და ბურ­ნუთს, სვამ­და ფინ­ჯან ჩა­ის, ყა­ვას ან რა­­მე უფ­რო მა­გარ სას­მელს. მა­მა­ჩე­მი დუბ­ლინ­ში ყოფ­ნი­სას სწო­რედ ამ ბარ­ში ხვდე­ბო­და მას. რა ჯო­ბია საქ­მი­­ნი დღის შემ­დეგ რბილ სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბას და ძველ მე­გო­ბარ­თან ლაყ­ბო­ბას, - გვეტყო­და ხოლ­მე მა­მა. ბარ­ში თამ­ბა­ქოს მსუ­ბუ­ქი კვამ­ლი ტრი­­ლებს, მაკ­ნა­მა­რა ზის და ყვე­ბა ახ­ალ ამ­ბებს პალ­მერ­­ტო­­ნის გზა­ზე ძველ სახ­­ში მცხოვ­რებ ად­­მი­­ნებ­ზე, სპა­ნი­ელ­ზე, რო­მელ­საც მგელ ტონს ეძ­­ხი­ან, სკი­ბე­რე­ნელ მო­ახ­ლე გო­გო­ზე სა­ხე­ლად კი­ტი ო'ში. ეს უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იყო ქცე­­ლი. მა­მა აბ­­ლებს და უს­მენს. მე­­რე დი­ლას კი, ჩვენს სოფ­ლის სახ­­ში, სა­უზ­მე­ზე, უკ­ვე ჩვენ ვუს­მენთ, მა­მა კი აბ­­ლებს და გვი­ამ­ბობს.

ოჯ­ახ­ში ოთ­ხი ბავ­­ვი ვი­ყა­ვით - მე, ერ­თა­დერ­თი და უფ­რო­სი ვა­ჟი, და ჩე­მი სა­მი და. ვცხოვ­რობ­დით მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­­ში, კა­რან­­­რი­ჯი­დან სა­მი მი­ლის და­შო­რე­ბით, სა­დაც დუბ­ლი­ნი­დან მო­მა­ვა­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი მხო­ლოდ მგზავ­­თა მოთხოვ­ნით ჩერ­დე­ბო­და. მა­მას იქ ბე­ღე­ლი და წის­­ვი­ლი ჰქონ­და. ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტის გა­მო კა­რან­­­რი­ჯამ­დე ფე­ხით უწ­ევ­და სი­­რუ­ლი - სამ-სა­მი მი­ლი აქ­ეთ-იქ­ით. ზოგ­ჯერ ჩვენს მე­ბა­ღეს ფლე­ნე­განს სთხოვ­და, სა­ღა­მოს ორ­ად­გი­ლი­­ნი მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­­ნი მან­ქა­ნით მი­­კითხა მის­­ვის. დუბ­ლი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მა­მას სად­გურ­ზე იგ­­ვე ფლე­ნე­გა­ნი ხვდე­ბო­და. ხან­და­ხან დი­ლა­­ბით მო­ტო­რის გუ­გუ­ნი ჩა­მეს­მო­და, შემ­დეგ - ბორ­­ლე­ბის ხრეშ­ზე გაშ­­რი­­ლე­ბა. რა ბედ­ნი­­რე­ბაა ის­ევ შინ ყოფ­ნა - იტ­ყო­და მა­მა, სა­უზ­მეს რომ მი­ვუს­ხე­ბო­დით, ჯერ დე­დას გა­და­კოც­ნი­და, მე­რე ჩვენ ყვე­ლას რიგ­რი­გო­ბით. ამგ­ვა­რი სცე­ნე­ბი უცვ­ლე­ლად მე­ორ­დე­ბო­და თით­­მის ყო­ველ თვე. ჯერ გამ­­ზავ­რე­ბა - შე­მო­სას­­ლელ­ში მდგა­რი პა­ტა­რა ჩე­მო­და­ნი, ტვი­დის სა­გა­რეო კოს­ტუმ­ში გა­მოწყო­ბი­ლი მა­მა და მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან მჯდო­მი ფლე­ნე­გა­ნი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ - შინ დაბ­რუ­ნე­ბა და სა­უზ­მე "მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას­თან ერ­თად", რო­გორც ჩემ­მა და­­კომ შარ­ლო­ტამ მოს­­რე­ბუ­ლად შე­არ­­ვა.

ჩვე­ნი ოჯ­­ხი გარ­და­სულ დრო­თა ნაშ­თი იყო. პრო­ტეს­ტან­ტე­ბი ვი­ყა­ვით კა­თო­ლი­კუ­რად მოქ­ცე­ულ ირ­ლან­დი­­ში. ოდ­ეს­ღაც ძა­ლაც გვქონ­და და გავ­ლე­ნაც, მაგ­რამ დრო შე­იც­ვა­ლა. ძვე­ლი ავ­ლა­დი­დე­ბი­დან დაგ­­­ჩა მხო­ლოდ სახ­ლი და ხორ­ბალ­ში აღ­­ბუ­ლი მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი. ავ­ტო­რი­ტე­ტი დავ­კარ­გეთ. "ეი, მწვა­ნე­ნიფხ­ვი­­ნე­ბო!" - გვი­კი­ჟი­ნებ­­ნენ კა­რან­­­რი­ჯელ კა­თო­ლი­კე­თა ბავ­­ვე­ბი. "წა­დით, გა­­ქე­ცით თქვენს მე­სა­ზე, ეშ­მა­კის უკ­­ნალ­ში!" - ვუღ­რენ­დით პა­სუ­ხად. ფე­რი ფერ­საო, სწო­რედ ჩვენ­ზე ითქ­მო­და. თუმ­ცა მტრო­ბა ყო­ველ­­ვის რო­დი მე­სა­ხე­ბო­და ასე სას­ტი­კად და გა­და­­ლა­ხა­ვად. იგი ხან სუს­­დე­ბო­და, ხა­ნაც ის­ევ ძლი­ერ­დე­ბო­და. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­რი­გად აწ­ყო­ბი­ლი­ყო, ამ­ის დას­ტუ­რად თუნ­დაც ის კმა­რო­და, რომ ჩვენს ოჯ­ახ­ში ასე რი­გად პა­ტივ­დე­ბუ­ლი მის­ტერ მაკ­ნა­მა­რაც კა­თო­ლი­კე გახ­­დათ.

ჭეშ­მა­რი­ტი ლი­ბე­რა­ლია! - ამ­ბობ­და მას­ზე მა­მა, - ფა­ნა­ტიზ­მის ნი­შან­წყა­ლიც არ სცხია! ოდ­ეს­მე ირ­ლან­დი­­ში სარ­­მუ­ნო­ებ­რი­ვი გან­­­ვა­ვე­ბე­ბი გა­უქ­­დე­ბა. ამ­ას ომი მო­­ღებს ბო­ლოს, თუმ­ცა ირ­ლან­დია ჯე­რაც არ ჩაბ­მუ­ლა ომ­ში, - ამ­ბობ­და მა­მა, - ომი რომ დამ­თავ­­დე­ბა, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, ირ­ლან­დია იომ­ებს თუ არა, ჩვენ­ში რე­ლი­გი­­რი შუღ­ლი უეჭ­ვე­ლად აღ­მო­იფხ­­რე­ბა. მის ამ მო­საზ­რე­ბებს, ვგო­ნებ, მის­ტერ მაკ­ნა­მა­რაც იზ­­­რებ­და.

მთე­ლი ჩე­მი ბავ­­ვო­ბა ამგ­ვა­რად გა­ვი­და: დე­ბი - შარ­ლო­ტა, ამ­­ლია, ფრან­სი­სი; ურ­თი­ერ­­მოყ­ვა­რუ­ლი და გუ­ლის­­მი­­რი მშობ­ლე­ბი; მე­ბა­ღე ფლე­ნე­გა­ნი, მო­ახ­ლე ბრი­ჯი­ტი; და რო­გორც გულ­კე­თი­ლი მა­მის­­მა - აჩრ­დი­ლი მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა­სი. იყო აგ­რეთ­ვე მი­სი შვი­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ვე­ლო­სი­პე­დით მო­დი­­და და გვა­მე­ცა­დი­ნებ­და, რად­გან ჩემს მშობ­ლებს კა­რან­­­რი­ჯის სკო­ლა­ში დამ­­ვიდ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი თვალ­ში არ მოს­დი­­დათ.

ჩვე­ნი სახ­ლი, ფა­სა­დი­დან თუ შე­ხე­დავ­დი, გე­ორ­გი­­ნულ ოთხ­კუთხედს წარ­მო­ად­გენ­და. აგ­­რის უკ­­ნა კე­დელს სუ­რო ჰქონ­და მო­დე­ბუ­ლი და სამ­ზა­რე­­ლო ეკ­რა. იქ­ით ბა­ღი იწ­ყე­ბო­და. სა­დარ­ბა­ზო შე­სას­­ლე­ლის წინ, ხრე­შით მო­კირ­წყ­ლუ­ლი მცი­რე მო­ედ­ნი­დან მინ­დორ-მინ­დორ მი­­მარ­თე­ბო­და გზა, რო­მე­ლიც მილ­ნა­ხევ­რის იქ­ით, ცხვრის სა­ძოვ­რებ­თან ეფ­­რე­ბო­და თვალს. ჩე­მი დე­ბი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­­ნენ, მე მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი არ მი­ზი­დავ­და. შარ­ლო­ტა ჩემ­ზე ხუ­თი წლით უმც­რო­სი იყო, ამ­­ლი­ას ექვ­სი წე­ლი შე­უს­რულ­და, ფრან­სისს - ხუ­თი.

- ეს კა­ცი ბრწყინ­ვა­ლე ფორ­მა­შია, - ან­გა­რიშს გვა­ბა­რებ­და მა­მა სა­უზ­მე­ზე, სწო­რედ იმ დი­ლას, რო­ცა ცა­მე­ტი წლის გავ­­დი, - რა ჯო­ბია, რო­ცა მთე­ლი დღე ათ­­სი სი­სუ­ლე­ლის სმე­ნით დაღ­ლი­ლი გო­ნი­ერ კაც­თან ერ­თად ჭი­ქა ლი­მო­ნა­თით პირს გა­ის­ვე­ლებ.

ფრან­სის­მა წა­იფხუ­კუ­ნა. მუ­დამ იც­­ნო­და, რო­ცა მა­მა ვის­კის "ჭი­ქა ლი­მო­ნა­თად" მო­იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე. და სა­ერ­თო­დაც, მხი­­რუ­ლი გო­გო­ნა იყო. ჩე­მი სა­ჩუქ­რე­ბი კა­რა­და­ზე ეწ­ყო იმ­ის მო­ლო­დინ­ში, რო­დის და­ამ­თავ­რებ­და მა­მა ტრა­პეზს და ახ­­ლი ამ­ბე­ბის თხრო­ბას. პრი­­რი­ტე­ტი რა თქმა უნ­და მა­მას ეკ­უთ­­ნო­და, თუნ­დაც იმ­­ტომ, რომ სა­მი დღე შინ არ ყო­ფი­ლა, მა­ტა­რე­ბელ­ში და­­ქან­ცა, გა­­ყი­ნა და, რო­გორც ყო­ველ­­ვის, რო­ცა სა­­ბა­რი მის დუბ­ლი­ნურ საქ­მე­ებს ეხ­­ბო­და, რა­ღა­ცით უკ­მა­ყო­ფი­ლოც ჩან­და.

და­ნამ­­ვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რომ მა­მამ დუბ­ლი­ნი­დან სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მო­მი­ტა­ნა. ოცი წუ­თის წინ, სა­სა­დი­ლო­ში რომ შე­მო­დი­­და, ხელ­ში რა­ღაც შეკ­­რა და­ვუ­ნა­ხე. "გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, შვი­ლო!" - მითხ­რა და შეკ­­რა კა­რა­და­ზე, დე­ბის გამ­ზა­დე­ბულ სა­ჩუქ­რებს მი­­დო გვერ­დით. მა­მა­ჩე­მის მი­ერ შე­მო­ღე­ბუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად სა­ჩუქ­რე­ბის გახ­­ნა შე­იძ­ლე­ბო­და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­უზ­მეს და­ვამ­თავ­რებ­დით და უკ­­ნას­­ნელ ლუკ­მას გა­დავ­ყა­პავ­დით.

- ირ­ლან­დია სუ­რო­შია ჩაფ­ლუ­ლი! - გა­ნაგ­­ძობ­და მა­მა - ეს მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას ფრა­ზაა და ჩვენს ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ეხ­­ბა. მა­მას მი­აჩ­­და, რომ ირ­ლან­დი­ას უნ­და და­ეთ­მო უინს­ტონ ჩერ­ჩი­ლი­სათ­ვის და თა­ვის პორ­ტებ­ში ინგ­ლი­სე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­მო­ეყ­ვა­ნა, წი­ნა­აღ­­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ პორ­ტებს გერ­მა­ნე­ლე­ბი და­­კა­ვებ­­ნენ, დე­და კი მის აზრს არ ეთ­ან­­მე­ბო­და. ჰიტ­ლერ­მა დე ვა­ლე­რას ტე­ლეგ­რა­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა, ბო­დიშს იხ­დი­და ზეთ­სახ­დე­ლი ქარ­­ნის შემ­თხ­ვე­ვით და­ბომ­­ვის გა­მო, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ეჭ­ვოდ გა­მო­­ყუ­რე­ბო­და. მის­ტერ მაკ­ნა­მა­რამ, რო­მელ­საც აგ­რეთ­ვე მი­აჩ­­და, დე ვა­ლე­რამ პორ­ტე­ბი ჩერ­ჩი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში უნ­და გა­დას­ცე­სო, თქვა, გერ­მა­ნე­ლი ფი­­რე­რის ნე­ბის­მი­ერ მშვი­დო­ბი­ან ჟესტს უეჭ­ვე­ლად ვან­და­ლიზ­მის აქ­ტი მოჰ­­ვე­ბაო. მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ კა­თო­ლი­კე გახ­­დათ, მო­ხიბ­ლუ­ლი იყო ვინ­ძო­რე­ბის სა­მე­ფო სახ­ლით და ინგ­ლი­სე­ლე­ბით.

არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­­ში არ­ის­ტოკ­რა­ტია ინგ­ლი­სე­ლებს რომ შე­ედ­რე­ბო­დეს, - ამ­ბობ­და იგი, - არ არ­სე­ბობს ინგ­ლი­სელ­თა უმ­აღ­ლეს ფე­ნა­ზე უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი და სულ­­­ძე­ლი სა­ზო­გა­დო­­ბა. ინგ­ლი­სელ­თა კლა­სობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­­ბი პირ­და­პირ სა­ნი­მუ­შოა, - ამტ­კი­ცებ­და მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა.

მა­მამ ჯი­ბი­დან ქა­ღალ­­ში გახ­ვე­­ლი რა­ღაც ნივ­თი ამ­­­ღო, თით­ქოს დათ­­მუ­ლი ნი­შა­ნი იყო, ჩე­მი დე­ბიც სკა­მე­ბი­დან წა­მოხ­­ნენ, კა­რა­დას­თან გა­ქან­­ნენ და სა­ჩუქ­რე­ბი წინ, მა­გი­და­ზე და­მი­ლა­გეს. მშობ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი დე­დამ გად­მომ­ცა - ეს იყო ორ­ნა­ხე­ვა­რი ფუ­ტის სიგ­­ძის და რამ­დე­ნი­მე დუ­­მის სი­ფარ­თის მქო­ნე შეკ­­რა, ხე­ლის შე­ხე­ბით წნე­ლე­ბის კო­ნას რომ წა­­გავ­და. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ფრა­ნის კონ­­­რუქ­ცია გა­მოდ­გა. შარ­ლო­ტამ წიგ­ნი მო­მიძღ­­ნა, "აბ­­ზა­რი დი­კო­ნი", ამ­­ლი­ამ - კა­ლე­­დოს­კო­პი.

- ფრთხი­ლად გახ­სე­ნი, - მითხ­რა ფრენ­სის­მა. მი­სი სა­ჩუ­ქა­რი მუ­რა­ბი­­ნი ქი­ლა მე­გო­ნა, მაგ­რამ არა, - ოქ­როს თევ­ზი იყო.

- ეს კი მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა­სა­გან, - თქვა მა­მამ და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა შეკ­რუ­ლა და­მა­ნა­ხა, - შემ­თხ­ვე­ვით წა­მომ­­და, დღეს ოჯ­ახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე გვაქვს-მეთ­ქი. - ამ­ას კი აღ­არ ვე­ლო­დი, რად­გან სა­ჩუქ­რე­ბი უკ­ვე ყვე­ლამ გად­მომ­ცა.

შეკ­რუ­ლა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, კა­ლის ჯა­რის­კაცს ან ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ მე­­მარს მჩუქ­ნი­ან-მეთ­ქი, შევ­­დი. პა­ტა­რა და ძალ­ზე კოხ­ტა დრა­კო­ნი შემ­­ჩა ხელთ. ოქ­რო­სი მე­გო­ნა, მაგ­რამ მა­მამ მითხ­რა, თით­ბე­რი­სააო. დრა­კონს მწვა­ნე თვა­ლე­ბი ჰქონ­და, ფრენ­სის­მა თქვა ზურ­მუხ­ტი­სააო, ზურ­­ზე ჩამ­­­რი­ვე­ბუ­ლი თვლე­ბი კი ლა­ლე­ბად მო­ნათ­ლა.

- პა­ტი­­სა­ნი თვლე­ბი! - და­­ჩურ­ჩუ­ლა მან.

მა­მამ გა­­ცი­ნა და თა­ვი გა­იქ­ნია.

- ეს მხო­ლოდ უბ­რა­ლო შუ­შე­ბია, - თქვა მან.

ას­­თი ლა­მა­ზი სა­თა­მა­შო არ­­სო­დეს მქო­ნია. ვუც­ქე­რო­დი, რო­გორ გა­და­დი­­და დრა­კო­ნი ხე­ლი­დან ხელ­ში მა­გი­დის ირგ­­ლივ და მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დი, რო­დის მო­აღ­წევ­და ჩე­მამ­დე.

- უეჭ­ვე­ლად მის­წე­რე წე­რი­ლი მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას, - მითხ­რა დე­დამ, - ძალ­ზე კე­თი­ლი ად­­მი­­ნია, - დას­ძი­ნა მე­რე და ოდ­ნავ­შე­სამ­­ნე­ვი საყ­ვე­დუ­რით გა­და­ხე­და მა­მას, თით­ქოს უნ­დო­და ეთქ­ვა, სა­ჩუ­ქარ­ზე რა­ტომ და­თან­­­დიო. მა­მამ დაბ­ნე­­ლად გა­აქ­ნია თა­ვი და სი­გა­რე­ტი გა­­ბო­ლა.

- წე­რი­ლი მე მო­მე­ცი, - მითხ­რა მე­რე, - ოთ­ხი დღის შემ­დეგ ის­ევ დუბ­ლინ­ში უნ­და გავ­­რუნ­დე.

მე მი­ვურ­ბე­ნი­ნე დრა­კო­ნი ფა­ლე­ნე­განს, ბოს­ტან­ში ჭარ­ხალს რომ მარ­­ლი­და და ბრი­ჯიტს, ჩვენს მო­ახ­ლეს.

- გა­გი­მარ­­ლა, რა­ინ­დო, - მითხ­რა ფა­ლე­ნე­გან­მა, დრა­კონს მი­წით მოთხ­­რი­ლი ხე­ლე­ბით დას­­­და და შე­ატ­რი­ალ-შე­მო­ატ­რი­­ლა.

- იმ მაკ­ნა­მა­რას, მად­ლო­ბის ნიშ­ნად, ხუთ­ფურ­­ლი­­ნი წე­რი­ლი მა­ინც უნ­და მის­წე­რო, - გა­­ღი­მა ბრი­ჯიტ­მა და ჩე­მი დრა­კო­ნი სა­გან­გე­ბო საცხით გა­აპ­რი­­ლა.

იმ დღეს მო­მარ­­ვეს შო­კო­ლა­დის ნამ­ცხ­ვა­რი, სარ­დი­ნი­­ნი სენ­­ვი­ჩი, რო­მელ­ზეც ჭკუ­ას ვკარ­გავ­დი, და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქლი­­ვის ჯე­მი. ნა­ჩა­­ევს მთე­ლი ოჯ­­ხი გა­რეთ გა­მო­­ფი­ნა. გვიც­ქე­როდ­ნენ რო­გორ გავ­­ბო­დით. ბო­ლოს და ბო­ლოს ფა­ლე­ნე­გან­მა იმ­არ­­ვა. არ­­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა რო­გორ ვღე­ლავ­დი და­ჭი­მულ კა­ნაფს ხე­ლი რომ შე­ვავ­ლე, რო­გორ გაჰ­­ვი­რო­და ბრი­ჯი­ტი, მსგავ­სი არ­­ფე­რი მი­ნა­ხავ­სო და ით­ხოვ­და, ამ­იხ­სე­ნით, რა სა­ჭი­როა სა­ერ­თოდ ფრა­ნიო.

- არ და­გა­ვიწყ­დეს, ჩე­მო კარ­გო, ხვალ დი­ლით მაკ­ნა­მა­რას­­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა, - გა­მახ­სე­ნა დე­დამ ძი­ლის წინ, ვიდ­რე მა­კო­ცებ­და და მშვი­დო­ბის ღა­მეს მი­სურ­ვებ­და.

- არ და­მა­ვიწყ­დებ­და, - შევ­პირ­დი, მაგ­რამ ის კი აღ­არ მით­­ვამს, რომ სა­ჩუქ­რებს შო­რის, სა­უცხოო მწვა­ნე-ყვი­თე­ლი ფრა­ნის ჩათ­­ლით, ყვე­ლა­ზე მე­ტად დრა­კო­ნი მო­მე­წო­ნა. მაგ­რამ მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას წე­რი­ლი ვე­ღარ მივ­წე­რე, რად­გან მე­­რე დღე კოშ­მა­რად გვექ­ცა და სა­ღა­მომ­დე თვალ­ზე ცრემ­ლი არ შეგ­­­რო­ბია, ჩვე­ნი სა­თაყ­ვა­ნო მა­მა იმ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

ომი გრძელ­დე­ბო­და, ირ­ლან­დია კვლავ ნე­იტ­რა­ლი­ტეტს იც­ავ­და, მაგ­რამ შემ­თხ­ვე­ვი­თი ბომ­ბი ის­ევ ჩა­მო­ვარ­და (და დე ვა­ლე­რამ გერ­მა­ნე­ლი ფი­­რე­რი­სა­გან ის­ევ ბო­დი­შე­ბი მი­­ღო. უინს­ტონ ჩერ­ჩი­ლი პორ­ტე­ბის გა­მო ის­ევ ცო­ფებს ჰყრი­და. თუმ­ცა მაკ­ნა­მა­რას წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბას, უც­ხო­­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ო'კო­ნე­ლის ქუ­ჩებ­ში მარ­შით ივ­ლი­­ნო, ას­რუ­ლე­ბა არ ეწ­­რა.

დე­და სა­კე­რა­ვით ან საქ­სო­ვით ხელ­ში უს­მენ­და ბი-ბი-სის ახ­ალ ამ­ბებს და თვა­ლე­ბი სევ­დით ენ­ის­ლე­ბო­და. უამ­რა­ვი ხალ­ხი იხ­­ცე­ბო­და. არც ერ­თი ჩვენ­გა­ნი არ გრძნობ­და შვე­ბას იმ­ის გა­მო, რომ ბე­დის­წე­რამ სა­სიკ­­დი­ლოდ მარ­ტო მა­მა არ გას­წი­რა.

მი­სი სიკ­­დი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მე და დე­და­ჩე­მი ხში­რად დავ­დი­­დით სა­სე­ირ­ნოდ, მე მი­სი ხე­ლი მე­ჭი­რა და ვგრძნობ­დი, რა­საც გა­ნიც­დი­და. დე­და მიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს მა­მა­ზე, ვე­ნე­ცი­­ში გა­ტა­რე­ბულ თაფ­ლო­ბის თვე­ზე, იმ­­ზე, თუ რო­გორ ისხ­­ნენ უზ­არ­მა­ზარ მო­­დან­ზე, შო­კო­ლადს სვამ­­ნენ და მუ­სი­კას უს­მენ­­ნენ. მო­მიყ­ვა, რო­გორ გავ­­­დი ამქ­ვეყ­ნად და მა­მამ დუბ­ლინ­ში, ლუ­ის ვა­­ნის სა­­­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­­ში ნა­ყი­დი ქარ­ვის­­­ლი­­ნი ბე­ჭე­დი რო­გორ უძღ­­ნა. დე­და ზოგ­ჯერ იღ­­მე­ბო­და კი­დეც და მე­უბ­ნე­ბო­და, ჯერ მხო­ლოდ ცა­მე­ტი წლი­სა ხარ, მაგ­რამ უკ­ვე მა­მა­შე­ნის ად­გი­ლი გი­ჭი­რავს, მო­მა­ვალ­ში სახ­ლი, წის­­ვი­ლი და ბე­ღე­ლი შე­ნი იქ­ნე­ბა, და­ქორ­წინ­დე­ბი, შვი­ლე­ბი გე­ყო­ლე­ბათ, მე ამ­­ებ­ზე ფიქ­რიც კი არ მინ­დო­და - მსურ­და დე­და მუ­დამ ჩემს გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თად ვი­სე­ირ­ნებ­დით და ვი­სა­უბ­რებ­დით ად­­მი­ან­ზე, ყვე­ლას ასე რომ გვაკ­­და. ჩვენ ის­ევ ერთ ოჯ­­ხად ვცხოვ­რობ­დით - დე­ბი, ფლე­ნე­გა­ნი ბაღ­ში და ბრი­ჯი­ტი. არ მინ­დო­და ცო­ლის მოყ­ვა­ნა, არ მინ­დო­და კი­დევ რა­მე შეც­­ლი­ლი­ყო.

მა­მა­ჩე­მის სიკ­­დი­ლის შემ­დეგ მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა კვლავ გა­ნაგ­­ძობ­და არ­სე­ბო­ბას, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე სხვაგ­ვა­რად. პალ­მერ­­ტო­­ნის გზა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი, მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას დე­­და, მარ­ტოდ­მარ­ტო რომ ლო­თობ­და თა­ვის ოთ­ახ­ში, ქა­ღალ­დი­ვით სიფ­რი­ფა­ნა მი­სის მატ­ჩე­ტი, დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე პა­სე­ანსს რომ უჯ­და, ნაც­­ლად იმ­­სა, სცე­ნა­ზე ებრ­წყი­ნა, შუბ­­მიჭყ­ლე­ტი­ლი მის­ტერ მატ­ჩე­ტი, სკი­ბე­რე­ნე­ლი კი­ტი ო'-ში, სპა­ნი­­ლი სა­ხე­ლად ტონ - მგე­ლი, - მა­მის გა­რე­შეც, მი­სი ხსოვ­ნის სიმ­ბო­ლოდ ცხოვ­რობ­­ნენ ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში. არ გვა­ვიწყ­დე­ბო­და ოტ­­ლი ფლე­მინ­გი, არც პალ­მერ­­ტო­­ნის გზა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის მკვიდ­­თა თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მე და ჩე­მი დე­ბი ხში­რად ვიხ­სე­ნებ­დით სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს, რომ­ლებ­საც ად­რე ოტ­ელ ფლე­მინ­­ში უს­მენ­და მა­მა. ერთხელ თურ­მე მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას დე­­დას მო­­ხუშ­ტუ­რა სახ­ლი მი­­ყი­და ლუ­დის ბარ­ში შემ­­ვედრ ვი­ღაც ვი­გინ­და­რას­­ვის. მე­­რედ, მი­სის მატ­ჩეტს მო­ეჩ­ვე­ნა, რომ შე­უყ­ვარ­და კი­ტი ო'-შის თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლი, გარდ მო­ლოუ, რო­მე­ლიც ყო­ველ სა­ღა­მოს ტე­ლე­ფონ­ზე ურ­­კავ­და. სპა­ნი­­ლი მან­ქა­ნის ქვეშ მოყ­ვა, მაგ­რამ რა­ღაც სას­წა­­ლით გა­დარ­ჩა. ყვე­ლა ეს ეპ­­ზო­დი მჭიდ­როდ უკ­ავ­შირ­დე­ბო­და მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას, - ქე­რათ­მი­ან, დარ­ბა­­სელ კაცს და ოტ­ელ ფლე­მინ­გის გა­ბო­ლილ ბარს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და და­გეს­ვე­ნა, გე­ყი­და ბურ­ნუ­თი, ლი­მო­ნა­თი, ან სუ­ლაც - ვის­კი.

ერთ დღეს, მა­მის სიკ­­დი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, დე­დამ სა­უზ­მე­ზე თქვა, ალ­ბათ, მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა "აირ­იშ თა­იმ­­ში" მა­მა­ზე ნეკ­რო­ლოგს წა­­კითხავ­დაო.

- ოჰ, აუც­­ლებ­ლად უნ­და მივ­წე­რო წე­რი­ლი! - მის­­ვის ჩვე­­ლი მღელ­ვა­რე­ბით წა­მო­­ძა­ხა ფრენ­სის­მა.

დე­დამ თა­ვი გა­აქ­ნია, მა­მა და მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა მხო­ლოდ ბარ­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს, წე­რი­ლე­ბის წე­რა ჩვე­ვად არ ჰქონ­და­თო. შარ­ლო­ტა და ამ­­ლია შე­თან­­­­ნენ, ფრენ­სი­სი კი კვლავ თა­ვი­სას იმ­­­რებ­და. მეც დე­დის აზრს ვი­ზი­­რებ­დი.

- კი მაგ­რამ, ის ხომ შო­კო­ლა­დებს და ნამ­ცხ­­რებს გვიგ­ზავ­ნი­და, - გა­ნაწყენ­და ფრენ­სი­სი.

დე­დამ კვლავ გა­­მე­­რა, რომ მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა არ ეკ­უთ­­ნო­და იმ ად­­მი­ან­თა რიცხვს, ვი­საც მა­მის სიკ­­დი­ლი წე­რი­ლო­ბით უნ­და აც­ნო­ბო და არც იმ ად­­მი­ან­თა რიცხვს, ვინც თვი­თონ მოგ­წერს სა­პა­სუ­ხო წე­რილს. ჩე­მი მად­ლო­ბის წე­რილ­ზე სიტყ­ვა არ­­ვის და­უძ­რავს. წე­რი­ლე­ბის წე­რა არ მიყ­ვარ­და და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რომ არ შე­მახ­სე­ნეს.

წლის ბო­ლოს დუბ­ლი­ნის მთებ­ში და­ხუ­რულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მაგ­ზავ­ნეს. მის შე­­ლი კვლავ და­დი­­და ჩვენ­თან ვე­ლო­სი­პე­დით და ჩემს დებს ამ­­ცა­დი­ნებ­და. დი­დი სი­­მოვ­ნე­ბით დავ­­ჩე­ბო­დი მას­თან, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­­ბის მქო­ნე სას­წავ­ლე­ბე­ლი ჩემ­­ვის მა­მამ შე­არ­ჩია და ამ­ით ყვე­ლა­ფე­რი ითქ­ვა, ცოცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო მა­მა, საქ­მე სხვა­ნა­­რად გა­დაწყ­დე­ბო­და, მაგ­რამ მის­მა სიკ­­დილ­მა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა­ზე ძნე­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი წის­­ვი­ლი­სა და ბეღ­ლის პრობ­ლე­მა იყო, სკო­ლა ამ პრობ­ლე­მე­ბის მხო­ლოდ უმ­ნიშ­­ნე­ლო და­ნა­მატს წარ­მო­ად­გენ­და. ასე გან­სა­ჯა დე­დამ.

ცნო­ბი­ლი სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რი ტან­მორ­ჩი­ლი, ლო­ყებღაჟ­ღა­ჟა მღვდე­ლი აღ­მოჩ­­და. სე­მეს­­რის და­საწყის­ში მის­მა ცოლ­მა მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახ­­ლი შე­გირ­დი ჩა­­ზე მიგ­ვიწ­ვია. მოგ­ვარ­­ვეს ჩაი, ლი­მო­ნი­­ნი სენ­­ვი­ჩე­ბი და ბა­ტენ­ბურ­გუ­ლი ღვე­ზე­ლი. დი­­სახ­ლის­მა, თა­ვით-ფე­ხე­ბამ­დე რუხ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბილ­მა, მე­დი­დურ­მა ქალ­მა, მკითხა, რა გეგ­მე­ბი მქონ­და "სა­მო­მავ­ლოდ". ბე­ღელ­სა და წის­­ვილს უნ­და მივ­ხე­დო-მეთ­ქი, ვუთხა­რი და ამ­ის შემ­დეგ ჩემ­და­მი ინ­ტე­რე­სი ერთ­ბა­შად და­­კარ­გა. დი­რექ­ტორ­მა გვითხ­რა, რომ მი­სი გვა­რი შე­ტა­ნი­ლია ცნო­ბარ­ში "ვინ ვი­ნაა". მე­რე ომ­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ.

მის შე­ილ­თან გავ­ლი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლის­­ვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­­და. "ჩე­მო კე­თი­ლო, სა­ერ­თოდ ვინ­მე თუ გა­მე­ცა­დი­ნებ­და ფრან­გულ­ში?" - მე­კითხე­ბო­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, გა­ნუყ­რე­ლი ჩი­ბუ­ხით ხელ­ში, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ­ას­­როს გა­მი­ცია. "ამ­ას ლა­თი­ნუ­რი ჰქვია?!" - ბუზ­ღუ­ნებ­და მე­­რე. მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა კი გა­მაფ­­თხი­ლა, არ­­სო­დეს მე­ფიქ­რა ის­ეთ პრო­ფე­სი­­ზე, რო­მე­ლიც ციფ­რებ­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე ბო­ლო მერ­­ზე ვი­ჯე­ქი სას­წავ­ლებ­ლის­­ვის შე­­ფე­რე­ბე­ლი სხვა მოს­წავ­ლე­­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

არ ვი­ცი, რო­დის და­ვიწყე იმ­­ზე ფიქ­რი, თუ რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მა­მა­ჩე­მი. შე­საძ­ლოა ეს მოხ­და სას­წავ­ლე­ბელ­ში მის­­ლი­დან წლის ან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მე­რე. ნუ­თუ მა­მა­საც ჩემ­სა­ვით უჭ­ირ­და სწავ­ლა? - ვე­კითხე­ბო­დი სა­კუ­თარ თავს - ნუ­თუ რო­მე­ლი­მე ჩი­ბუ­ხი­­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­­ვე აბ­­ჩად იგ­დებ­და მის ნიჭ­სა და უნ­არს ენ­­ბის სწავ­ლა­ში? ნუ­თუ მა­საც თავ­ზარს სცემ­­ნენ ალ­გებ­რუ­ლი ამ­­ცა­ნე­ბი? აუც­­ლებ­ლად უნ­და გა­ერ­­ვე ამ ციფ­რებ­ში! - ვუმ­­კი­ცებ­დი ჩემს თავს - უეჭ­ვე­ლად უნ­და გა­ერ­­ვე, წის­­ვი­ლი­სა და ბე­ღე­ლის პატ­რო­ნო­ბას თუ აპ­­რებ!

დე­და­ჩემს ვე­კითხე­ბო­დი, მა­მას მა­თე­მა­ტი­კა თუ ეხ­ერ­ხე­ბო­და-მეთ­ქი. ის კი იბ­ნე­­და და მპა­სუ­ხობ­და, რომ და­ნამ­­ვი­ლე­ბით ვერ იტყ­ვის, მაგ­რამ მი­სი აზ­რით, მა­მა მა­ინ­­და­მა­ინც დი­დი მა­თე­მა­ტი­კო­სი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. კი­დევ და კი­დევ ვე­კითხე­ბო­დი. მა­შინ კი დე­და იც­­ნო­და და მპა­სუ­ხობ­და - ძა­ლა და მონ­დო­მე­ბა არ უნ­და და­­შუ­როო.

მაგ­რამ რაც უფ­რო ვცდი­ლობ­დი გუ­ლის­ყუ­რი ციფ­რებ­ზე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა, რაც უფ­რო მეტს ვფიქ­რობ­დი ჩემს ად­გილ­ზე ცხოვ­რე­ბა­ში, მით უფ­რო მე­ძა­ლე­ბო­და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­­ბა - მა­ინც რო­გო­რი კა­ცი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მა­მა­ჩე­მი.

არ­და­დე­გებ­ზე, შინ რომ დავ­­რუნ­დი, მე და დე­და ად­რინ­დე­ლი­ვით დავ­დი­­დით სა­სე­ირ­ნოდ, ბაღს გა­დავ­­რი­დით, გავ­დი­­დით მინ­დორ­ში იქ­ვე, ღო­ბი­დან­ვე რომ იწ­ყე­ბო­და და მივ­­ვე­ბო­დით გზას მდი­ნა­რის­კენ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი ახ­ლა უფ­რო იშ­ვი­­თად ლა­პა­რა­კობ­და მა­მა­ზე, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე ითქ­ვა, გა­მე­­რე­ბა კი არ გვინ­დო­და. მე ცხა­დად წარ­მო­მედ­გი­ნა უზ­არ­მა­ზა­რი მო­­და­ნი ვე­ნე­ცი­­ში, ტა­ძა­რი და ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი კა­ფეს­თან. დე­და­ჩე­მი­სა და მა­მას შეხ­ვედ­რე­ბი ქორ­წი­ნე­ბამ­დე თუ მას შემ­დეგ და ათ­­სო­ბით სხვა წვრილ­მა­ნი თუ მსხვილ­მა­ნი.

ჩვენ ახ­ლა მდუ­მა­რედ დავ­სე­ირ­ნობ­დით ან მე ვლა­პა­რა­კობ­დი, დე­და კი მის­მენ­და. ვიხ­სე­ნებ­დი გზას დუბ­ლი­ნის მთე­ბის­კენ, სას­წავ­ლებ­ლის დე­რეფ­ნე­ბის სურ­ნელს, ტან­და­ბალ დი­რექ­ტორს, რო­მე­ლიც მა­ღალ­კა­ლო­რი­­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას გვა­­ძუ­ლებ­და. ვუყ­ვე­ბო­დი დე­დას, რო­გორ ვე­წე­­დით ამ­­რი­კულ სი­გა­რე­ტებს სა­გან­გე­ბოდ სა­­მი­სოდ აგ­­ბულ, ფურ­თხით მოთხ­­რილ ფარ­დულ­ში, რო­გორ ვი­გო­ნებ­დით სუ­ლე­ლურ გა­სარ­თო­ბებს, რომ რო­გორ­მე დაგ­ვეძ­ლია სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი ერთ­ფე­როვ­ნე­ბა. ვიხ­სე­ნებ­დი ჩვენს აღმ­­­დელს, მის­ტერ დინგლს, ვი­საც ჩვე­ვად ჰქონ­და გა­მო­­კითხა ახ­ლად მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­­ბი­სათ­ვის, რა ფე­რის ღა­მის პე­რან­გებს ატ­­რებ­­ნენ მა­თი დე­დე­ბი. ჩვე­­ლებ­რივ, ეს და­კითხ­ვე­ბი ხდე­ბო­და სა­სა­დი­ლო ოთ­ახ­ში, რო­მელ­საც კედ­ლებ­ზე მუ­ხის პა­ნე­ლე­ბი ეფ­­რა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ჭერ­ში შე­ხორ­­ლი­ლი ჭვარ­­ლის გა­მო, დამ­­ვა­რი ზე­თის სუ­ნით ყარ­და. მის­ტერ დინ­­ლი უჯ­და ხოლ­მე მა­გი­დას, სა­დაც ტრა­პე­ზობ­­ნენ ყვე­ლა­ზე უმც­რო­სე­ბი და ხარ­ბად აც­ქერ­დე­ბო­და ხან ერთს, ხან მე­­რეს, სა­ნამ მა­თი მო­ნათხ­რო­ბით თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­­ბის­­ვის ახ­ალ საზ­­დოს არ მი­­ღებ­და. რო­ცა დე­დე­ბი შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, სი­გა­რე­ტის ბოლ­ში გახ­ვე­­ლი მის­ტერ დინ­­ლი თვა­ლე­ბით ხვრეტ­და მათ ბლუ­ზებ­სა და კა­ბებს და ცდი­ლობ­და წარ­მო­ედ­გი­ნა ის­­ნი შვი­ლე­ბის მი­ერ აღ­წე­რილ ღა­მის პე­რან­გებ­ში. სას­წავ­ლე­ბელ­ში გვყავ­და მე­­რე აღმ­­­დე­ლიც, მეტ­სა­ხე­ლად აშ­ენ-წე­ბო­ვა­ნი, რო­მელ­ზეც ამ­ბობ­­ნენ, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბულ ინ­ტე­რესს იჩ­ენ­და ახ­ლომ­დე­ბა­რე გო­რებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ცხვრე­ბის მი­მართ. იყო კი­დევ ერ­თი ბი­ჭი, ყვე­ლა­ნი იესო-ჰა­კეტს რომ ეძ­ახ­­ნენ, რად­გან ერთხელ აღ­­­რა, მა­მაღ­მერ­თის უმც­რო­სი შვი­ლი ვა­რო. სა­სა­დი­ლო­ში მათ­­ვის გან­კუთ­­ნილ მა­გი­დას­თან ისხ­­ნენ წი­ნამ­ძღ­ვა­რი, დი­რექ­ტო­რი და მსა­ხურ­თუფ­რო­სი - უზ­არ­მა­ზა­რი, შა­ვით მო­სი­ლი ფი­გუ­რა, მათ­­ვის კერ­ძე­ბი მიჰ­ქონ­და მო­ახ­ლეს, რო­გორც ამ­ბობ­­ნენ, მსა­ხურ­თუფ­რო­სის უკ­­ნო­ნო შვილს, რო­მელ­საც გა­სა­ჯავ­რებ­ლად მა­ნას ვე­ძახ­დით. გვყავ­და კი­დევ მე­­ჯო­რი, მეტ­სა­ხე­ლად თევ­ზი, რო­მე­ლიც ტანს არ­ას­­როს იბ­ან­და და ახ­მა­ხი, რო­მელ­საც ფე­ხე­ბი ტკი­­და და რა­ღაც სუს­ტი მჟა­ვით უშ­­დე­გოდ მკურ­ნა­ლობ­და. დე­და ყუ­რად­ღე­ბით მის­მენ­და. მის თვა­ლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ნიშ­ნე ის ნა­პერ­­კა­ლი, ად­რე რომ უჩნ­დე­ბო­და, რო­ცა მა­მა მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას ამ­ბებს მოგ­ვითხ­რობ­და ხოლ­მე სა­უზ­მო­ბი­სას.

- რო­გორ ჰგავ­ხარ მა­მა­შენს, - მითხ­რა ერთხელ და გა­­ღი­მა.

ჩემს თავს წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე კა­რან­­­რი­ჯის წის­­ვი­ლის ზე­და სარ­თულ­ზე, მა­მის პა­წა­წი­ნა კა­ბი­ნეტ­ში, ახ­ლა მის­ტერ მა­­ერსს რომ ეჭ­­რა. იგი დე­დამ და­­ქი­რა­ვა ჩვე­ნი ოჯ­­ხის საქ­მე­­ბის გა­საძღო­ლად. მე ოთ­ახ­ში მი­მოვ­დი­­დი, ხე­ლით ვე­ხე­ბო­დი საგ­ნებს, ოდ­ეს­ღაც მა­მას რომ ეკ­უთ­­ნო­და, ვათ­ვა­ლი­­რებ­დი მის ფო­ტო­სუ­რა­თებს, ჩემს დებ­თან და ფა­ლე­ნე­გან­თან ერ­თად რამ­დენ­ჯერ­მე ავ­უშ­ვი ფრა­ნი, მა­მამ ოდ­ეს­ღაც დუბ­ლი­ნი­დან რომ ჩა­მო­მი­ტა­ნა და გა­­თა­ვებ­ლად ვაპ­რი­­ლებ­დი მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას მი­ერ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ნა­ჩუ­ქარ დრა­კონს.

"შენ ბიჭს აჩ­­ქე და­ბა­დე­ბის დღე­ზე", - ჩა­მეს­მო­და ოტ­ელ "ფლე­მინ­გის" გა­ბო­ლილ ბარ­ში წარ­მოთ­­მუ­ლი ეს სიტყ­ვე­ბი და ვხე­დავ­დი, რო­გორ წა­­ღო მის­ტერ მაკ­ნა­მა­რამ ჯი­ბის­კენ ხე­ლი და დრა­კო­ნი ამ­­­ცო­ცა. დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ად­რე თუ გვი­ან მი­ვაკ­­ლევ­დი ოტ­ელ "ფლე­მინგს".

- დღეს ბი­ძა­ჩე­მი დუბ­ლინ­ში იქ­ნე­ბა სერ, - ვუთხა­რი ერთხელ ჩვენს ტან­და­ბალ დი­რექ­ტორს.

- გავ­ლით? რო­გორ თუ გავ­ლით? - დი­რექ­ტო­რი სიტყ­ვებს სოფ­ლუ­რად უქ­ცევ­და, თან ცხვირ­ში ოდ­ნავ დუდ­ღუ­ნებ­და. - რას ნიშ­ნავს გავ­ლით? - ყო­ველ სიტყ­ვას იგი ერ­თი-ორ ზედ­მეტ ხმო­ვანს უმ­­ტებ­და.

- გო­ლუ­­­ში მი­ემ­­ზავ­რე­ბა, სერ, ავ­­­ცი­­ში მსა­ხუ­რობს, სერ, თუ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ნა­ხუ­ლებ, რად­გან მა­მა­ჩე­მი...

- კი, კი, რა თქმა უნ­და. ოღ­ონდ სა­ღა­მოს ლოც­ვის­­ვის დაბ­რუნ­დი, თუ შე­იძ­ლე­ბა.

"ოტ­­ლი "ფლე­მინ­გი" - ამ­­ვი­კითხე ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­­ში, - უილ­­რის ქუ­ჩა, 21". მთე­ბი­დან ვე­ლო­სი­პე­დით და­ვეშ­ვი, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და, რა უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა იქ.

ეს იყო ვიწ­რო, ოთხ­სარ­თუ­ლი­­ნი სახ­ლი, სხვა შე­ნო­ბე­ბის­გან არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­­და. უღ­იმ­ღა­მო რუ­ხი ფა­სა­დი ჰქონ­და. გა­მო­ხუ­ნე­ბუ­ლი ფან­­რის ჩარ­ჩო­­ბი სა­ღე­ბავს ით­ხოვ­და. მი­ნის პორ­ტი­კი ძალ­ზე ჭუჭყი­­ნი ჩან­და. დამ­­ვე­რილ მი­ნა­ზე თეთ­რი ემ­­ლის ას­­­ბით იყო გა­მოყ­ვა­ნი­ლი "ოტ­­ლი ფლე­მინ­გი". ოტ­ელს ორ­ჯერ ავ­­არ-ჩა­ვუ­­რე ვე­ლო­სი­პე­დით. ვიჭყი­ტე­ბო­დი ფან­­რებ­სა და კა­რის ღი­ობ­ში. სულ თორ­მე­ტი ფან­ჯა­რა იყო - ყო­ველ მწკრივ­ში ოთხ-ოთ­ხი. ზე­მოთ და ზე­მოთ ფან­­რე­ბი ვიწ­როვ­დე­ბო­და, კა­რებ­ში არ­­ვინ ჩან­და. ვე­ლო­სი­პე­დი ოტ­­ლის­გან მო­შო­რე­ბით, სა­ბაყ­ლოს პირ­და­პირ და­ვა­ყე­ნე. ფარ­დუ­ლის ვიტ­რი­ნა­ში მსხლე­ბი გა­მო­­ფი­ნათ. შე­ვე­დი და ერ­თი ცა­ლი ვი­ყი­დე. მე­რე ის­ევ გა­ვუ­ყე­ვი გზას და არ­ხის სა­ნა­პი­რომ­დე გა­ვე­დი. ქუ­ჩა აქ მთავ­­დე­ბო­და. ნელ-ნე­ლა შევ­ჭა­მე მსხა­ლი, მო­ვი­ხა­დე სას­წავ­ლებ­ლის მწვა­ნე-წი­თე­ლი ქუ­დი და ის­ევ ოტ­­ლის­კენ მოვ­­რუნ­დი... ხე­ლის კვრით შე­ვა­ღე კა­რი თუ არა, ერ­თი წა­მით მა­მა­ჩე­მის ხმა ჩა­მეს­მა: იგი ხე­ლახ­ლა მი­ხა­ტავ­და ოტ­­ლის და­ბალ­ჭე­რი­ან გა­ბო­ლილ ჰოლს, ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეცხლს, მო­რი­გის მა­ღალ დახლს ზედ გა­დაშ­ლი­ლი წიგ­ნით და სპი­ლენ­ძის პა­ტა­რა ზან­ზა­ლა­კით, ჰოლ­ში კი ყა­ვის­ფე­რი ტყა­ვის სა­ვარ­­ლე­ბი იდ­გა. კედ­ლის გას­­­რივ - იმ­­ვე ფე­რის ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი მერ­ხი...

გა­ზის ლამ­პე­ბი მკრთა­ლად ან­­თებ­და იქ­­­რო­ბას და თუმ­ცა ჯერ ოთ­ხი სა­­თიც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ჰოლ­ში საკ­მა­ოდ ბნე­ლო­და. ირგ­­ლივ სი­ცა­რი­­ლე და მდუ­მა­რე­ბა გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო. ის­მო­და კე­დელ­თან მიდ­­მუ­ლი მა­ღა­ლი სა­­თის წიკ­წი­კი, ნაკ­ვერ­ცხ­ლე­ბის ტკა­ცატ­კუ­ცი, რა­ღაც წვნი­­ნის სუ­ნი იდ­გა. ეს იყო ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და მყუდ­რო ჰო­ლი, რაც კი ოდ­ეს­მე მე­ნა­ხა.

ჰო­ლის უკ­­ნა მხა­რეს, კედ­ლის ღი­­ბი­დან კი­დევ ერ­თი ბუ­ხა­რი შევ­ნიშ­ნე. იქ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ბა­რი, სა­დაც მა­მა და მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ერთ­მა­ნეთს ეს­­უბ­რე­ბოდ­ნენ. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა ახ­ლაც იქ დაგ­­­დე­ბო­და, წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ გა­ივ­ლი­და მა­მა ჰოლს, მეც ისე გა­ვი­­რე. ბა­რიც ჰოლს წა­­გავ­და; ის­­თი­ვე და­ბა­ლი ჭე­რი, ტყა­ვის სა­ვარ­­ლე­ბი, ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი მერ­ხი, გა­ზის ლამ­პე­ბის ციმ­ცი­მი, ორ ფან­ჯა­რა­ზე დაწ­ნუ­ლი შტო­რე­ბი ეკ­­და. ერთ-ერთ კე­დელს დახ­ლი ჩას­დევ­და ზედ ჩამ­­­რი­ვე­ბუ­ლი სკა­მე­ბით. ბუ­ხარ­თან ქა­ლი იჯ­და და მომ­­რო ჭი­ქით ნა­რინ­ჯის­ფერ სას­მელს სვამ­და. დახლს უკ­ან თეთ­­პი­ჯა­კი­­ნი მა­მა­კა­ცი "და­მო­­კი­დე­ბელ ირ­ლან­დი­ას" კითხუ­ლობ­და.

მე შევ­ჩერ­დი ღი­ობ­თან, ბარს ჰო­ლი­სა­გან რომ ჰყოფ­და. ძალ­ზე მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი სა­­მი­სოდ, რომ ბარ­ში შეს­­ლის უფ­ლე­ბა მქო­ნო­და. არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი, რა მეთ­­ვა ან რა უნ­და შე­მეკ­ვე­თა; არც ის ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად უმ­წიფ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი გა­ზის ლამ­პე­ბის მკრთალ შუქ­ზე. დახ­ლის­კენ გა­ვა­ბი­ჯე, მა­მა­კაცს გა­ზე­თის­­ვის თვა­ლი არ მო­­შო­რე­ბია. "სმიტ­ვი­კი", ამ­­ვი­კითხე ერთ-ერ­თი ბოთ­ლის ეტ­­კეტ­ზე. კე­თი­ლი, "სმიტ­ვი­კი" შე­ვუკ­ვე­თოთ, მხო­ლოდ ერ­თი სურ­ვი­ლი მქონ­და, აქ­­დან არ­­ვის ვეფ­რი­ნე. სა­შუ­­ლე­ბა მო­­ცათ, მა­გი­დას მივ­­დო­მო­დი, კათხა ლუ­დი და­მე­ლია და მა­მა­ზე მე­ფიქ­რა. მის­ტერ მაკ­ნა­მა­რა აუც­­ლებ­ლად მო­ვა. დღეს თუ არა, სხვა დროს მა­ინც. ფრენ­სი­სი მარ­თა­ლი იყო - წე­რი­ლი უნ­და მი­მე­წე­რა მის­­ვის. მე თვი­თონ უნ­და გა­მეგ­ზავ­ნა წე­რი­ლი და სა­ჩუქ­რის­­ვის მად­ლო­ბა მეთ­­ვა.

- სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, - მითხ­რა ბარ­მენ­მა.

- "სმიტ­ვი­კი" თუ შე­იძ­ლე­ბა, - ვუთხა­რი რაც კი შე­მეძ­ლო გულ­­რი­ლად. ელ­ის სა­ფა­სურ­ზე წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და. ათი ში­ლინ­გი დავ­დე დახ­­ზე.

- ლი­მო­ნი და­გი­მა­ტოთ, სერ?

- ლი­მო­ნი? კი, დი­ახ. თუ შე­იძ­ლე­ბა, დი­დი მად­ლო­ბა.

- დღეს ქა­რი­­ნი დღეა, - თქვა ბარ­მენ­მა.

ავ­­ღე ჭი­ქა, ხურ­და და ქა­ლის­გან მო­შო­რე­ბით დავ­ჯე­ქი, იმგ­ვა­რად, რომ ერთ­­რო­­ლად თვალ­წინ მქო­ნო­და დახ­ლი­ცა და ბარ­ში შე­მო­სას­­ლე­ლიც, რა­თა მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას მოს­­ლა არ გა­მომ­პარ­ვო­და. ექვ­სი სა­­თის­­ვის აქ­­დან უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ლოც­ვა­ზე არ დამ­­ვი­­ნე­ბო­და. ჭი­ქა დავ­ცა­ლე, ჯი­ბი­დან კონ­ვერ­ტი ამ­­ვი­ღე და შე­ვუ­დე­ქი ბიბ­ლი­­დან პა­ტარ-პა­ტა­რა სუ­რა­თე­ბის ხატ­ვას, რო­გორც ოდ­ეს­ღაც მი­სის შე­­ლიმ გვას­წავ­ლა. შემ­დეგ ჭი­ქით ხელ­ში ის­ევ დახ­­თან მი­ვე­დი და კი­დევ ერ­თი "სმიტ­ვი­კი" მო­ვითხო­ვე. ბარ­მენს ფერ­­­­თა­ლი, ავ­ად­­ყო­ფუ­რი სა­ხე და ძალ­ზე წვრი­ლი კი­სე­რი ჰქონ­და. ცხვირ­ზე მავ­თუ­ლის სათ­ვა­ლე ედ­გა.

- ყვე­ლა­ფე­რი სა­­კე­თე­სო გიყ­ვართ, არა? - მკითხა რა­ღაც აც­­ტე­ბუ­ლი ტო­ნით, ჩან­და, ვი­ღა­ცას ბა­ძავ­და, - ჩი­ტის რძე, - გა­ნაგ­­ძო იმ­­ვე ხმით, - და ჩი­ტის ჟე­ლე-ლუქ­სი... - მა­მა სა­უბ­რი­სას ზოგ­ჯერ ახ­სე­ნებ­და ამ ბარ­მენს, მას ჩვე­ვად ჰქონ­და, სიტყ­ვა­სიტყ­ვით გა­­მე­­რე­ბი­ნა რა­დი­­ში გა­გო­ნი­ლი რეკ­ლა­მე­ბი, - თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­­კე­თე­სო გიყ­ვართ, ხომ ასეა? - გა­­მე­­რა კვლავ და ლუ­დი­­ნი ჭი­ქა ჩემ­­კენ მო­­ჩო­ჩა. ბუ­ხარ­თან მჯდარ­მა ქალ­მა წყვე­ტი­ლი ბგე­რა გა­მოს­ცა, თით­ქოს მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნად ჩა­­ცი­ნაო. მე ზრდი­ლო­ბი­­ნად გა­ვი­ღი­მე.

ჩემს ად­გი­ლას რომ დავ­­რუნ­დი, შევ­ნიშ­ნე, ქა­ლი პირ­და­პირ მომ­ჩე­რე­ბო­და, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ მე­ძა­ვი თუა, თო­რემ ბარ­ში მარ­ტო­კას რა უნ­და-მეთ­ქი. ერ­თი ბი­ჭი, გვა­რად იიტ­სი ამ­ბობ­და, მე­ძა­ვე­ბი სად­გურ­ზე ან სა­ნა­პი­რო­ებ­ზე უნ­და ეძ­­ბოო, მაგ­რამ რა და­უშ­ლი­და ერთ-ერთ მათ­განს, ბარ­შიც შე­მო­სუ­ლი­ყო.

თუმ­ცა, მე­ძა­ვის კვა­ლო­ბა­ზე ქალს ძალ­ზე სა­დად ეც­ვა, გვერ­დით სკამ­ზე კი ბეწ­­გა­მო­დე­ბუ­ლი ლა­ბა­და გა­და­­ფი­ნა. მუქ­­მი­­ნი ქა­ლი ოვ­­ლუ­რი სა­ხით. ვე­რაფ­რით მივ­­­დი, რა ას­­კის უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ალ­ბათ, ასე, ოც­და­­თი­დან ორ­მოც წლამ­დე. ყო­ველ­­ვის მი­ჭირ­და ად­­მი­­ნის წლო­ვა­ნე­ბის გა­მოც­ნო­ბა.

"სმიტ­ვიკ­მა" თა­ვი შე­მახ­სე­ნა. სი­ცი­ლი მო­მე­ძა­ლა. კაი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა, ეს ქა­ლი პირ­და­პირ აქ, მა­მა­ჩე­მის და მის­ტერ მაკ­ნა­მა­რას ოტ­ელ­ში რომ ამ­­კი­დოს-მეთ­ქი; ხომ შე­იძ­ლე­ბა, მე­ძავს სა­და ტა­ნი­სა­მო­სი სცმო­და? იქ­ნებ ეს კოს­ტი­­მი სხვა ტან­საც­მელ­ზე ძვი­რა­დაც კი ფა­სობ­დეს. სუ­ლე­ლუ­რად ვი­ღი­მე­ბო­დი და სი­ცი­ლის შე­კა­ვე­ბას ვცდი­ლობ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­მას ერთხე­ლაც არ უხ­სე­ნე­ბია, რომ ოტ­ელ­ში ზოგ­ჯერ მე­ძა­ვე­ბიც შე­მო­დი­ან. ცოცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, დე­დი­სა და დე­ბის უჩ­უმ­რად უთ­­ოდ ყვე­ლა­ფერს მეტყო­და; კარ­გი მა­მე­ბი, ჩვე­­ლებ­რივ, ამ­ის­თა­ნა რა­მე­ებს არ უმ­­ლა­ვენ ვა­ჟიშ­ვი­ლებს.

კონ­ვერ­ტი­დან წე­რი­ლი ამ­­ვი­ღე და გავ­შა­ლე. საქ­მე კარ­გად მი­დის, მწერ­და დე­და. მი­სის შე­­ლი გა­ცივ­და. შარ­ლო­ტას და ამ­­ლი­ას გა­დაწყ­ვე­ტი­ლი აქვთ, რომ გა­იზ­­დე­ბი­ან, ცხე­ნე­ბი მო­­შე­ნონ. ფრენ­სის­მა ჯერ არ იც­ის, რას გა­­კე­თებს. ფა­ლე­ნე­გა­ნი რევ­მა­ტიზ­­მა გა­ტან­ჯა და ბაღ­ში მუ­შა­­ბა უჭ­ირს. ბრი­ჯიტ­მა ყვე­ლა­ნი და­არ­­მუ­ნა, რომ ბუ­ხა­რი სა­სა­დი­ლო­ში უნ­და იქ­ნეს გა­და­ტა­ნი­ლი. ბედ­ნი­­რი შო­ბა მოგ­ვე­ლის, - მწერ­და დე­და, - სა­შო­ბა­ოდ ყვე­ლა­ნი ის­ევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლია!

ოვ­­ლურ­სა­ხი­ან­მა ქალ­მა ლა­ბა­და ჩა­იც­ვა და სულ ახ­ლოს ჩა­მი­­რა. გავ­ლი­სას თა­ვი და­ხა­რა, გა­­ღი­მა.

- გი­ხა­რო­დენ! - ვმღე­რო­დით მოს­წავ­ლე­­ბი იმ­­ვე სა­ღა­მოს ლოც­ვა­ზე, - იმ­ღე­რეთ მთე­ბო და ვე­ლე­ბო!

მე ელ­ის სუ­ნი ამ­დი­­და, ეს ზუს­ტად ვი­ცო­დი, რად­გან რამ­დე­ნი­მე ბიჭ­მა პირ­და­პირ მითხ­რა, რო­დე­საც მო­ნას­­რის ეზ­­ში ლოც­ვის­­ვის ვეწყო­ბო­დით, პირს რომ ვა­ღებ­დი, სუ­ნი უფ­რო მძაფ­­დე­ბო­და.

- ნამ­­ვი­ლი ლუ­დის კას­რი ხარ, - და­ას­­­ნა გა­ჰან მა­­ნორ­მა.

- აწ და მა­რა­დის და უკ­­ნი­თი უკ­­ნი­სამ­დე, - დუდ­ღუ­ნით წე­ლავ­და ტან­მორ­ჩი­ლი დი­რექ­ტო­რი.

მე მომ­წონ­და შა­ბა­თი სა­ღა­მო­­ბი. წირ­ვის შემ­დეგ შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მხო­ლოდ მო­რი­გე აღმ­­­დე­ლის­­ვის უნ­და გეთ­­ვა, სად იქ­ნე­ბო­დი, შე­გეძ­ლო წა­სუ­ლი­ყა­ვი ფო­ტო­სა­ხე­ლოს­ნო­ში ან ბიბ­ლი­­თე­კა­ში, გე­კა­მა­თა ვთქვათ, იმ­­ზე, არ­ის თუ არა ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი იმ­პე­რი­ის საყ­­დე­ნი. შე­გეძ­ლო ბი­ლი­არ­დი გე­თა­მა­შა, შე­სუ­ლი­ყა­ვი სა­ხე­ლოს­ნო­ში ან მუ­სი­კა­ლუ­რი ინს­­რუ­მენ­ტე­ბის ოთ­ახ­ში, ათ­ის ნა­ხევ­რის­­ვის უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვეძ­ლე­­და და მო­რი­გე აღმ­­­დე­ლი უკ­ვე აღ­არ იყო ვალ­დე­ბუ­ლი სცოდ­ნო­და, რას ვა­კე­თებ­დით. ბი­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ დროს ეწ­­­და.

იმ სა­ღა­მოს, ოტ­ელ "ფლე­მინ­გი­დან" და ლოც­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ბიბ­ლი­­თე­კა­ში წა­ვე­დი. ვკითხუ­ლობ­დი "ჯე­ინ ეირს", მაგ­რამ ოვ­­ლურ­სა­ხი­­ნი ქა­ლი თა­ვი­დან არ მშორ­დე­ბო­და. ერთხანს და­მაც­ქერ­დე­ბო­და, მე­რე ქრე­ბო­და და ცო­ტა ხან­ში ის­ევ თვალ­წინ მედ­გა. მთე­ლი ის დრო, სა­ნამ წიგნს ჩავ­­ქე­­რო­დი, ქა­ლი კი­დევ და კი­დევ სულ ახ­ლოს ჩა­უვ­ლი­და ჩემს მა­გი­დას, თავს გად­მოხ­რი­და და მი­ღი­მო­და.

სე­მეს­­რი დას­რულ­და. თე­ატრ "ექვს სცე­ნა­ში" მაკ­ბე­ტი დად­გეს. ა.მ.პ.ჯეკ­სო­ნი სას­წა­­ლებს ახ­დენ­და და, რო­გორც ყვე­ლამ შე­ნიშ­ნა, მი­სი წყა­ლო­ბით სპექ­ტაკ­ლი "ბან­კო­ში" დად­­მულს არ­აფ­რით ჩა­მო­­ვარ­დე­ბო­და. ვი­ღა­ცამ ამ­წაპ­ნა გრე­ის მე­­ნორ­თან სპე­ცი­­ლუ­რად მა­ტა­რე­ბელ­ში სა­კითხა­ვად ნა­ყი­დი წიგ­ნი სა­თა­­რით "ივ­ენ­სი, რა­ტო­მაც არა?" დრომ­გუ­ლას და მონ­­გო­მე­რის შუ­­ღა­მი­სას საშ­ხა­პე­ში წა­ას­­რეს პრი­ვა­ტულ სა­­ბარ­ში გარ­თუ­ლებს.

ში­ნის­კენ გამ­­ზავ­რე­ბულს ვე­რაფ­რით და­მე­ვიწყე­ბი­ნა ოტ­­ლი "ფლე­მინ­გი". კუ­პე­ში თა­ნამ­­ზავ­­მა "ვა­რი­­ტე" მათხო­ვა, მაგ­რამ ოხ­უნ­ჯო­ბებ­მა ვერ გა­მარ­თო. სი­მარ­­ლე გა­მა­ღი­ზი­­ნე­ბე­ლი, დამ­ცი­ნა­ვი და მო­­ხელ­თე­ბე­ლი იყო. იგი თავს არ მა­ნე­ბებ­და იმ დღი­დან, რაც ოტ­­ლი ვი­პო­ვე, რაც იმ ქა­ლის მზე­რას გა­და­ვაწყ­დი. იგი თან მდევ­და გა­მუდ­მე­ბით. ყო­ველ დღე და ყო­ველ ღა­მე, რო­ცა სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩემს ვიწ­რო და უღ­იმ­ღა­მო ოთ­ახ­ში ძილ­გამ­­­თა­ლი ვი­წე­ქი. მა­მის ხმა კვლავ და კვლავ მიყ­ვე­ბო­და ამ­ბებს მე­გობ­რის ცხოვ­რე­ბი­დან, ან იმ­­­რებ­და მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვა­დას­­ვა თე­მა­ზე. რო­დე­საც დე­და იტ­ყო­და, დე ვა­ლე­რამ პორ­ტე­ბი ჩერ­ჩილს უნ­და და­უთ­მო­სო, მა­მა ეწ­­ნა­აღ­­დე­გე­ბო­და, რად­გან ამ სა­კითხ­ში მე­გობ­რის მო­საზ­რე­ბას იზ­­­რებ­და. სას­წავ­ლე­ბელ­ში, ში­ნის­კენ მგზავ­რო­ბი­სას და ში­ნაც კი სი­მარ­­ლე გულს მი­ფო­რი­­ქებ­და, ცი­­ბი­­ნი­ვით მახ­ვევ­და თავ­­რუს.

შო­ბა დი­ლით ერთ­მა­ნეთს სა­ჩუქ­რე­ბი და­ვუ­რი­გეთ და მა­მი­სე­­ლი ად­­თის თა­ნახ­მად, დიდ­ხანს ვუს­ხე­დით სუფ­რას. ყვე­ლა­ნი მა­მა­ზე ფიქ­რობ­­ნენ, მხო­ლოდ ჩე­მი ფიქ­რე­ბი იყო გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი.

- ოი, რა სი­ლა­მა­ზეა, - წა­­ჩურ­ჩუ­ლა დე­დამ. იგი აღ­ტა­ცე­ბით დას­­ქე­რო­და მძი­ვებს, დუბ­ლი­ნი­დან სა­ჩუქ­რად რომ ჩა­მო­ვუ­ტა­ნე. ჩემ­­ვის ად­რე ნა­ჩუ­ქა­რი მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბი­­ნი დრა­კო­ნი კი სას­წავ­ლებ­ლის ახ­ლოს ტბორ­ში მო­ვის­რო­ლე, რად­გან ვერ გა­მე­გო, რო­გორ შე­ეძ­ლო მა­მას ეს სა­თა­მა­შო ჩვენს სახ­­ში მო­­ტა­ნა, ან რო­გორ შე­ეძ­ლო შო­კო­ლა­დი და ნამ­ცხ­­რე­ბი - სხვა ქა­ლის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბი ბავ­­ვე­ბის­­ვის და­­რი­გე­ბი­ნა მა­თი­ვე დე­დის თვალ­წინ. ამ­­ზე უარ­­სი რა­ღა უნ­და ექ­ნა. ნუ­თუ ის არ კმა­რო­და, რომ გა­­თა­ვებ­ლად ცხვირ­ში გვჩრი­და იმ ქა­ლი­სა და მი­სი ექს­ცენ­­რუ­ლი ოჯ­­ხის - დის, სი­ძის, ლო­თი დე­­დის, მო­ახ­ლის, ძაღ­ლის ამ­ბებს. "ნორ­მა მაკ­ნა­მა­რა" - თით­ქოს ჩა­მეს­მო­და დუბ­ლი­ნე­ლი ბარ­მე­ნის სიტყ­ვე­ბი, აქ­ვე, ჩვენს სამ­ზა­რე­­ლო­ში თქმუ­ლი. თით­ქოს ვხე­დავ­დი, რო­გორ ისხ­­ნენ მა­მა და ის ქა­ლი ოტ­­ლის მყუდ­რო ბარ­ში და რო­გორ მო­უთხ­რობ­და ქა­ლი პალ­მერ­­ტო­­ნის გზა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის ამ­ბებს. ეუბ­ნე­ბო­და, რო­გორ ეთ­აყ­ვა­ნე­ბა ინგ­ლი­სურ არ­ის­ტოკ­რა­ტი­ას. ვუმ­ზერ­დი მო­ღი­მარ დე­დას და მინ­დო­და მეთ­­ვა მის­­ვის მთე­ლი სი­მარ­­ლე და ის­იც, რომ მი­ხა­რო­და, რომ მა­მა მოკ­­და.

ნაც­­ლად ამ­­სა, წა­მოვ­დე­ქი და ჩე­მი ოთ­­ხის­კენ გა­ვე­მარ­თე. იქ ცრემ­ლი მო­ვიწ­მინ­დე, სუ­რა მო­ვა­პირ­­ვა­ვე და სა­ხე ცი­ვი წყლით ჩა­მო­ვი­ბა­ნე. მძაგ­და მა­მა­ჩე­მიც და მი­სი ხსოვ­ნაც. მან ყვე­ლა­ფე­რი გა­­ნად­გუ­რა და ამ­­ტომ აღ­არ შე­მეძ­ლო მყვა­რე­ბო­და. არც მი­ფიქ­რია, რომ იგი მხო­ლოდ ცდი­ლობ­და თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის მო­ზი­­რე­ნი გა­ვე­ხა­დეთ. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ეყ­ვა­ნა ად­­მი­­ნი, რო­მე­ლიც გან­­­ვა­ვე­ბუ­ლად უყ­ვარ­და. არა ისე, რო­გორც ჩვენ. ვერ შევ­ძე­ლი ვერც გა­გე­ბა და ვერც პა­ტი­­ბა. ვგრძნობ­დი მხო­ლოდ მწა­რე სამ­დუ­რავს იმ­ის გა­მო, ახ­ლა უკ­ვე მე, მის ვა­ჟიშ­ვილს უნ­და და­მე­კა­ვე­ბი­ნა მა­მის ად­გი­ლი. უნ­და გავ­­­და­რი­ყა­ვი მი­სი ტყუ­­ლის გამ­­­ძე­ლე­ბე­ლი, რა­თა ყვე­ლას­გან სა­­დუმ­ლოდ შე­მე­ნა­ხა მი­სი სიც­რუე და პირ­ფე­რო­ბა.



© ”არილი”

No comments:

Post a Comment