ვუნეგუტის სახელობის ქუჩა მანჰეტენზე
კურტ ვონეგუტის სახელი შეიძლება მალე სამუდამოდ დამკვიდრდეს მანჰეტენის უბანში, სადაც მწერალმა თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. საზოგადოებრივმა საბჭომ კენჭი უყარა იმ ფაქტს, რომ 48-ე აღმოსავლÄთ ქუჩა და მეორე გამზირი ვუნეგუტის სახელობის გახდეს. ქუჩის სახელდებისათვის მეორე კანდიდატურად ელვინ უაითი მოიაზრება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდა ამავე ქუჩაზე. კურტმა 40 წელი გაატარა ამ უბანში და, მეზობლების თქმით, იგი აქაურების კერპი იყო. ვონეგუტს ხშირად ხედავდნენ პარკში ძაღლთან ერთად მოსეირნეს, გაეროს შენობის ახლოს, საკუთარი სახლის ტერასაზე მჯდარს, როდესაც ის ფიქრობდა, ეწეოდა ან გამვლელებს თავს უკრავდა. მას და მის მეუღლეს, ფოტოგრაფ ჯილ კრემენცს, მეორე სახლიც ჰქონდათ ლონგ აილენდზე, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ისინი მანჰეტენში ატარებდნენ.
საჩუქარი შექსპირისგან
23 აპრილს დიდ ბრიტანეთში უილიამ შექსპირის დაბადების დღე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიდი დრამატურგისა და პოეტის ნაწარმოებთა ახალი, სრული კრებული გამოიცა, სადაც პირველად დაიბეჭდა მისი ადრეული, აქამდე უცნობი ლექსი. ტექსტი კონვერტის უკანა მხარეზე იყო თურმე მიწერილი და მაშინდელ მონარქს, ელიზაბეტ I–ს ეძღვნებოდა. 18 სტრიქონიანი ლექსი პირველად არქივში 30 წლის წინ აღმოაჩინეს და მისი ავტორის ვინაობა დიდ ხანს გამოცანად რჩებოდა, თუმცა, ახლა უკვე დადასტურებულია, რომ იგი სწორედ შექსპირის კალამს ეკუთვნის. აქამდე უცნობი 18 სტრიქონი 1599 წელსაა დაწერილი, სპეციალისტების აზრით, იგი ერთ-ერთი პიესის ბოლოსიტყვაობაა - შუა საუკუნეების ევროპის ტრადიციის თანახმად, სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მფარველებისათვის სცენიდან უნდა გადაეხადათ მადლობა.
ჯონ სტეინბეკის ხელნაწერები აუქციონზე
ნაპოვნია ნობელიანტი მწერილის, ჯონ სტეინბეკის რამდენიმე ნოველის ხელნაწერი, რომლებიც მაისის ბოლოს სან-ფრანცისკოს აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ ლოს-ანჟელესს მწერალმა და ჟურნალისტმა, ჯოელ აიზენბერგმა აცნობა; სწორედ მან აღმოაჩინა ეს ხელნაწერები არქივში. მისი თქმით, სტეინბეკის პირადი ნივთები 50 წლის მანძილზე ყუთში ეწყო, რომელიც მეგობრის - თეატრალური პროდიუსერის, ერნესტ მარტინის, კუთვნილება იყო. პროდიუსერის ქვრივმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აიზენბერგს მთელი მისი არქივის აღწერა სთხოვა. სტეინბეკის ხელნაწერები ორ ნაწილად გაიყოფა და შემდეგ გაიყიდება აუქციონზე. ექსპერტები თვლიან, რომ გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბებს.
მწერლები აბრაამ ლინკოლნით ინტერესდებიან
გამოვიდა თომას კროუელის წიგნი, “ლინკოლნის სხეულის გატაცება” (“Stealing Lincoln's Body”), რომელშიც ამერიკის 16-ე პრეზიდენტის შესახებ ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტია მოყოლილი. წიგნი ეძღვნება შეთქმულებას, რომლის მიზანიც იყო მოეპარათ პრეზიდენტის ცხედარი ოუკ-რიჯის სასაფლაოდან; შეთქმულება 1876 წელს მზადდებოდა, ანუ 11 წლის შემდეგ, რაც ლინკოლნი თეატრის მსახიობმა სასიკვდილო გასროლით მოკლა.
შეგახსენებთ, რომ ლინკოლნის ცხედრის გატაცება კიდევ ორჯერ სცადეს - 1890 და 1990 წლებში, ორივე შემთხვევა აღწერილია პრეზიდენტის საფლავის ერთ-ერთი მცველის წიგნში, ასევე ბონი სპირის ნაშრომში - “აბრაამ ლინკოლნის დიდი გატაცება”.
ბრიტანული პრემია ანგოლელ ავტორს
ბრიტანეთის პრესტიჟული დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემია ანგოლელ მწერალს - ჟოზე ედუარდოს მიენიჭა, ნაწარმოებისთვის “ქამელეონის წიგნი”. ავტორი ორიგინალური გონებამახვილობისა და ღრმა ჰუმანიზმის ნიშნით გამოარჩიეს. საპრიზო ფონდი 10 ათასი ფუნტი სტერლინგი თანაბრად განაწილდება ედუარდოსა და წიგნის მთარგმნელ ანიელ ჰაანს შორის. “ქამელეონის წიგნი” ანგოლას უახლეს ისტორას გვიყვება - იქაურობა დიდი ხნის მანძილზე პორტუგალიის კოლონია იყო და დამოუკიდებლობა მხოლოდ 1975 წელს მოიპოვა. თუმცა, ანგოლელებს ამის მერეც არ გაუმართლათ - ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
ახალი ლიტერატურული პრემია ესპანურენოვანი ავტორებისათვის
მადრიდის გამომცემლობა Grupo Planeta–მ და კულტურის ინსტიტუმა, Casa de America–მ ესპანურენოვანი ავტორებისათვის განკუთვნილი ლიტერატურული პრემიის ლაურეატები გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელი 44 წლის არგენტინელი მწერალი, პაბლო დე სანტისი გახდა, წიგნით “პარიზის საიდუმლო”("Enigma en
ლიტერატურული პრემია დოკუმენტალისტი ავტორებისათვის
ამბები ბაღდადის მწვანე ზონაში მცხოვრებლების შესახებ და ჰოლანდიელი რეჟისორის, თეო ვან გოგის ცხოვრებისა და გარდაცვალების ისტორია ექვს ნომინანტთა შორის მოხვდნენ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ პრემიაზე - სემიუელ ჯონსის სახელობის ჯილდო არამხატვრული ლიტერატურისათვის. რაჯივ ჩანდრასეკარნის “დიდებული ცხოვრება ზურმუხტოვან ქალაქში”("Imperial Life in the
ლიტერატურული პრემია საბავშვო ავტორებს
Carnegie-ს ოქროს მედალი საბავშვო ლიტერატურისთვის ერთადერთია მსოფლიოს ლიტრატურულ პრემიებს შორის, რომელსაც შეუძლია, გაბედოს და ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალოს ისეთი საბავშვო ავტორები, როგორებიც რიჩარდ ადამსი და კლაივ ლუისია. სწორედ ასე მოიქცა კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი, როდესაც ნომინანტთა საბოლოო სიისათვის 10 საუკეთესო საბავშვო წიგნი შეარჩია და ზემოთდასახელებული ავტორები სიის მიღმა დატოვა. იმის აღსანიშნავად, რომ წელს Carnegie-ს პრემიის 70 წლისთავია, ხალხს ონლაინ ხმის მიცემის საშუალება ექნება და 10 საუკეთესოდან საკუთარ ფავორიტს გამოავლენს. პრემია გადაეცემათ საუკეთესო ილუსტრაციის ავტორებსაც. დაჯილდოების ცერემონიალი 21 ივნისს გაიმართება.
ლიტერატურული გრანდების შერკინება Orange Broadband - ზე
Orange Broadband-ის პრემიის ნომინანტთა საბოლოო სია ბუკერის, უაითბრედის, პულიცერისა და თანამეგობრობის პრემიების მფლობელებმა შეავსეს. მათ შორის არის ინდოელი ნოველისტი, კირან დესაი - შარშანდელი ბუკერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ანე ტაილერი - 1989 წლის პულიცერის პრემიის მფლობელი, რეიჩელ კასკი - უაითბრედის პრემიის ლაურეატი და ჩიმამანდა ადიჩი, რომელსაც მწერალთა თანამეგობრობამ საკუთარი ჯილდო მიანიჭა. ერთი სიტყვით,
ჯეინ ოსტინი ბრიტანელებს არ უყვართ
ახალგაზრდა გოგონას პორტრეტი, რომელიც მიჩნეულია ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის ერთადერთ ნამდვილ გამოსახულებად, ბრიტანეთში არ გაიყიდა. ლონდონში კრისტის აუქციონზე არავის გასჩენია სურვილი, გადაეხადა ნახატში მინიმალური თანხა - 400 ათასი დოლარი. პორტრეტი ინგლისელმა საზოგადო მოღვაწემ, ოზიას ომფრიმ გადასცა ანრი რაისს, კლასიკოსი მწერალი ქალის შორეულ ნათესავს. ჯეინ ოსტინი 1817 წელს დაიღუპა, ნახატი კი 1788-1789 წლებითაა დათარიღებული და მასზე გამოსახული ჯეინი - გოგონა გრძელ, თეთრ კაბაში, სავარაუდოდ, 14 წლის უნდა იყოს. რაისმა გადაწყვიტა, ამერიკაში გაიტანოს შორეული ნათესავის პორტრეტი და იქაურ აუქციონზე სცადოს ბედი - მისი თქმით, ჯეინ ოსტინი შეერთებულ შტატებში უფრო უყვართ, ვიდრე სამშობლოში.
© “ცხელი შოკოლადი”
No comments:
Post a Comment