Tuesday, December 16, 2008

ჯუანშერ ტიკარაძე

* * *

ჩე­მო უუფ­ლე­ბო ტკი­ვი­ლო,
შხა­მი­ან ღა­მე­ში გა­მომ­ღ­ვი­ძე­ბე­ლო -
მკვეთ­რად, ბიძ­გით, მო­უ­ლოდ­ნე­ლად,
რო­ცა იღ­ვი­ძებ და არ იცი, რომ გღვი­ძავს.
რო­ცა გღვი­ძავს და არ იცი, სად ხარ,
რო­ცა სიბ­ნე­ლე­ში ხარ და არ იცი, ცოცხა­ლი ხარ თუ არა,
რო­ცა ცოცხა­ლი ხარ
და გტკი­ვა რა­ღაც სიბ­ნე­ლე­ში, ღვი­ძილ­ში, სი­ცოცხ­ლე­ში
და გე­ლან­დე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე -
სა­ხე­ლო, უდ­როო და უს­ხე­უ­ლო მო­ლან­დე­ბე­ბი
და გტკი­ვა, გტკი­ვა სიბ­ნე­ლე­ში, ღვი­ძილ­ში, სი­ცოცხ­ლე­ში
და გტკი­ვა, გტკი­ვა სი­ცა­რი­ე­ლე­ში, დუ­მილ­ში, გა­რინ­დე­ბა­ში...
შენ ხარ ეს, ჩე­მო უუფ­ლე­ბო ტკი­ვი­ლო,
შენ­ზე ფიქ­რიც კი ცოდ­ვაა და მე რა მო­გი­ხერ­ხო?
სხვა სა­ხე­ლი და­გარ­ქ­ვა?
ვთქვა: არ მტკი­ვი­ხარ-მეთ­ქი?
მაგ­რამ მე ხომ ვი­ცი, რომ შენ - შენ ხარ.
შენც იცი ჩემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი.
ამ­ი­ტომ ვზი­ვარ მე­რე ჩაბ­ნე­ლე­ბულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში
და ვე­წე­ვი სი­გა­რეტს
და გა­ვი­ყუ­რე­ბი სი­ცა­რი­ე­ლე­ში დაც­ლი­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით.
თვა­ლე­ბი სიბ­ნე­ლე­ში დუ­მან.
თვა­ლე­ბი არ­ა­ფერს ამ­ბო­ბენ სი­ცა­რი­ე­ლე­ში.
თვა­ლე­ბი არ არ­ი­ან თვა­ლე­ბი სიბ­ნე­ლე­ში, სი­ცა­რი­ე­ლე­ში, სი­ცა­რი­ე­ლე­ში.
არც მე ვარ მე.
და არ­ის სი­გა­რე­ტი.
და არ­ის სამ­ზა­რე­უ­ლო.
მე­რე სამ­ზა­რე­უ­ლოა მარ­ტო.
და ვდე­ვარ, ვდე­ვარ სკამ­ზე
და გა­ვი­ყუ­რე­ბი სი­ცა­რი­ე­ლე­ში
და ვი­რეკ­ლავ სი­ცა­რი­ე­ლეს
და არ ვჩან­ვარ სი­ცა­რი­ე­ლე­ში
და არ იც­ის არ­ა­ვინ დე­და­მი­წა­ზე,
რომ ჩა­აქ­რო კაც­მა სი­გა­რე­ტი
და დაც­ლი­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი გა­მო­უ­ხუ­რა დე­და­მი­წას.
ო, ასე კი­ნო­ში ხდე­ბა მხო­ლოდ:
ზის მარ­ტო ად­ა­მი­ა­ნი
და შეჰ­ყუ­რებს იმ­ას სუყ­ვე­ლა...
ან კი რად მინ­და თქვე­ნი შე­მო­ხედ­ვა?
სიბ­რა­ლუ­ლის­თ­ვის?
ჰა-ჰა-ჰა!
რო­გორ გა­ი­გებს ად­ა­მი­ა­ნი ად­ა­მი­ა­ნის სი­მარ­ტო­ვეს?
რო­გორ გა­ი­გებს ტკი­ვილს ტკი­ვი­ლი?
თვა­ლი თვალს რო­გორ და­ი­ნა­ხავს სიბ­ნე­ლე­ში?
თი­თე­ბი იპ­ოვ­ნი­ან კედ­ლებს
და კედ­ლე­ბი იქ­ნე­ბა ცი­ვი, ნეს­ტი­ა­ნი...
და იქ­ნე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო.
და იქ­ნე­ბა მო­წე­უ­ლი სი­გა­რე­ტი.
და დავ­ლევ მე­რე მეც ან­ალ­გინს
და დავ­რ­ჩე­ბი კი­დევ ცო­ტა ხანს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.
შენც კი აღ­არ შე­მა­წუ­ხებ, ტკი­ვი­ლო, ისე ვიქ­ნე­ბი დაღ­ლი­ლი.
ვი­დე­ბი, ვი­დე­ბი სკამ­ზე
და შემ­დეგ ფე­ხაკ­რე­ფით შევ­წ­ვე­ბი ლო­გინ­ში.
და მო­ვი­კუნ­ტე­ბი,
წა­ვი­ხუ­რავ სა­ბანს თვა­ლებ­ზე,
თვა­ლებს და­ვუ­ხუ­ჭავ სამ­ყა­როს...
და აღ­არ მო­მინ­დე­ბა დღის გა­თე­ნე­ბა,
რად­გა­ნაც დღე­ში იქ შენ ხარ.
ასე ვი­ყო, ასე, ასე, ასე:
მო­კუნ­ტუ­ლი.
თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი.
და­ვიწყე­ბუ­ლი.


* * *

სა­ნამ გავ­ქ­რე­ბი - ღა­მის პე­პე­ლა -
სა­ნამ მცხუნ­ვა­რე ცეცხლს შე­ვეხ­ლე­ბი,
რა იქ­ნე­ბო­და წა­მით მე­ხი­ლა
ცა - გა­დახ­ს­ნი­ლი ღვთი­ურ შე­ხე­ბით.
ცის ქვეშ ქა­ლა­ქი - თეთ­რი და მშვი­დი,
გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი უც­ხო ნა­თე­ლით,
წმინ­და და სუფ­თა - თო­თო ბავ­შ­ვი­ვით
და ჯე­რაც სა­ხელ­და­უ­ნათ­ლე­ლი.
ო, ღმერ­თო, რო­გორ მინ­დო­და მა­ლე,
სა­ნამ ატყ­დე­ბა ქაჯ­თა მა­რუ­ლა,
სა­ნამ­დე ფრთე­ბის ფა­ქი­ზი კვა­ლი
კვლავ ბნელ ჰა­ერ­ში არ შე­მა­ლუ­ლა,
რომ მეთ­ქ­ვა, აი, ახ­ა­ლი მხა­რე,
შა­ვი მი­თე­ბი სა­დაც ქრე­ბი­ან,
თრთოლ­ვა­ნა­რე­ვი მი­სი სიმ­ყა­რე
ას­რუ­ლე­ბუ­ლი ოც­ნე­ბე­ბია;
რომ მზის დღე­ო­ბა წა­მით მე­ხი­ლა,
ის წა­მი მეგ­რ­ძ­ნო ღვთი­ურ არ­სე­ბით,
სა­ნამ გავ­ქ­რე­ბი - ღა­მის პე­პე­ლა -
სა­ნამ მხურ­ვა­ლე ალს შე­ვას­კ­დე­ბი.


ეგ­ო­ის­ტის ერთ-ერ­თი მე-ს აღ­სა­რე­ბა


მე მომ­წონს, რო­ცა ჩემს მე-ზე გე­სა­უბ­რე­ბით.
მე ვა­ფა­სებ, რო­ცა პა­ტივს სცემთ ჩემს მე-ს ან, კი­დევ უკ­ე­თე­სი -
რო­ცა მას ემ­სა­ხუ­რე­ბით.
მე მიყ­ვარს, რო­ცა თქვენც გიყ­ვართ ჩე­მი მე.
მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ას­ე­თი კარ­გი ჩე­მი მე მყავს.
ო, ჩე­მი მე ბედ­ნი­ე­რი კა­ცია!
მე ას­ეც ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე მას, რო­ცა ხა­სი­ათ­ზე ვარ:
შენ ნამ­დ­ვი­ლად ბედ­ნი­ე­რი კა­ცი ხარ-მეთ­ქი...
და ჩე­მი მე მარ­თ­ლაც ბედ­ნი­ე­რია.
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან, ჯერ ერ­თი, ჩე­მი მე-ა და არა შე­ნი შენ ან სხვი­სი სხვა;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან ის თქვენს და­სა­ნა­ხად არ­ის შექ­მ­ნი­ლი
და ამ­ი­ტომ მუ­დამ­დ­ღე სცე­ნა­ზეა და თქვენს ტა­შის­ცე­მას ელ­ო­დე­ბა;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან სამ­ყა­როს ცენ­ტ­რ­ში დგას,
ხო­ლო მის გარ­შე­მო პლა­ნე­ტე­ბი და ად­ა­მი­ა­ნე­ბი ტრი­ა­ლე­ბენ;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან თა­ვი შე­უმ­ც­და­რი ჰგო­ნია
და მი­სი სი­მარ­თ­ლე - ამქ­ვეყ­ნად ერ­თა­დერ­თი სი­მარ­თ­ლეა;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან ყო­ველ­თ­ვის იც­ის, რას იფ­იქ­რებს, რო­ცა შე­იტყობს ამ­ას თუ იმ­ას,
რას იტყ­ვის, რო­ცა შე­ემ­თხ­ვე­ვა ესა თუ ის,
რას გა­ა­კე­თებს, რო­ცა უნ­და გა­ა­კე­თოს, რა­საც მის­გან მო­ე­ლი­ან;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან უფ­რო ფიქ­რობს, ვიდ­რე აკ­ე­თებს,
უფ­რო ლა­პა­რა­კობს, ვიდ­რე ფიქ­რობს
და რა­საც ლა­პა­რა­კობს, იმ­ას არ­ა­სო­დეს არ აკ­ე­თებს;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან არ შე­უძ­ლია, არ იყ­ოს ბედ­ნი­ე­რი
და ბედ­ნი­ე­რია მა­ში­ნაც კი, რო­ცა ამ­ბობს - ყვე­ლა­ზე უბ­ე­დუ­რი ვა­რო,
რად­გან, რო­ცა ამ­ას ამ­ბობს, მა­შინ არ­ის იგი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი,
ის­ე­თი ბედ­ნი­ე­რი,
რომ თვა­ლე­ბი (ჩე­მი თვა­ლე­ბი) ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან უც­იმ­ცი­მებს;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან მას არ აწ­უ­ხებს ღა­მე­ებ­ში შეგ­რ­ძ­ნო­ბი­ლი უს­უ­სუ­რო­ბა,
არც მახ­სოვ­რო­ბის ჯი­უ­ტი შეხ­სე­ნე­ბა, რომ მტვე­რი ხარ
და სხვა არ­ა­ფე­რი,
არც ეს უბ­ად­რუ­კი, გუ­ლი­სამ­რე­ვი ცოდ­ვე­ბი

და სინ­დი­სის ას­ე­ვე უბ­ად­რუ­კი და გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­პა­სუ­ხე­ბა,
არც სა­კუ­თა­რი სი­ბინ­ძუ­რი­სა და უწ­მინ­დუ­რე­ბის გა­ფან­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი -
სიზ­მ­რებ­ში კოშ­მა­რე­ბად შემ­კ­ვ­რი­ვე­ბუ­ლი,
არც შვე­ბა -
იმ­ა­ვე სიზ­მ­რებ­ში წა­მი­ე­რად მო­ლან­დე­ბუ­ლი და სიზ­მ­რებ­ში­ვე მი­უწ­ვ­დო­მე­ლი,
არც დი­ლის­თ­ვის მოგ­რო­ვე­ბუ­ლი შხა­მი,
რო­მე­ლიც უნ­და ანთხიო მთე­ლი დღე, სა­ნამ ღა­მის­თ­ვის არ და­იც­ლე­ბი,
არც ეჭ­ვე­ბი ღმერ­თ­ზე და სამ­ყა­რო­ზე,
არც სი­ცოცხ­ლე, არც არ­არ­სე­ბო­ბა, არც სი­მარ­ტო­ვე;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან მან სა­ერ­თოდ არ იც­ის, რას ნიშ­ნავს სიტყ­ვა მარ­ტო­ო­ბა,
რად­გა­ნაც რო­ცა მარ­ტოა, მა­შინ ის, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან მას არ სჭირ­დე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან ვერ ხე­დავს, რო­გორ იმს­ხ­ვ­რე­ვი­ან ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი
და რო­გორ სრულ­დე­ბა ის,
რაც უშ­ე­ნო­დაც იყო გა­დაწყ­ვე­ტი­ლი შენს და­ბა­დე­ბამ­დე;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან მას არ სჭირ­დე­ბა თა­ვის მოტყუ­ე­ბა,
რომ, მარ­თა­ლია, ახ­ლა და­მარ­ცხ­და,
მაგ­რამ მე­რე უს­იკ­ვ­დი­ლოდ გა­ი­მარ­ჯ­ვებს;
იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გა­ნაც, ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ამქ­ვეყ­ნად არ­სე­ბობს
და, რაც მთა­ვა­რია, იგი ბედ­ნი­ე­რია,
რად­გან არ იც­ის, რომ აღ­არ იარ­სე­ბებს,
რომ მე ერთხე­ლაც სწო­რედ მას მი­ვუგ­დებ სა­ჯიჯ­გ­ნად ქვეყ­ნი­ე­რე­ბას
და, დაე, ჯიჯ­გ­ნეთ იგი,
რო­გორც სვა­ვე­ბი ჯიჯ­გ­ნი­ან მძორს
ან რო­გორც ად­ა­მი­ა­ნე­ბი ჯიჯ­გ­ნით ერთ­მა­ნეთს,
მე კი ახ­ალ ჩემს მე-ს შე­ვე­ფა­რე­ბი და მას შე­ვიყ­ვა­რებ
და იმ­დენს გე­სა­უბ­რე­ბით მას­ზე, რომ თქვენც შე­გაყ­ვა­რებთ
და გა­ი­ძუ­ლებთ, ახ­ლა იმ­ას მო­ემ­სა­ხუ­როთ.


* * *

ნის­ლ­ში შე­ვიდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი სა­თა­მა­შოდ.
ბავ­შ­ვებ­მა ნის­ლ­ში ერთ­მა­ნეთს მი­ა­ცა­ლეს პლას­ტ­მა­სის ავ­ტო­მა­ტე­ბი.
უფ­რო­სებს გა­ახ­სენ­დათ,
რომ მარ­ტო­ნი დარ­ჩ­ნენ დე­და­მი­წა­ზე.
ამ­ი­ტომ მშვი­დად მი­ირ­თ­ვეს ნივ­რით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ცხელ-ცხე­ლი სურ­ვი­ლე­ბი.
ვი­ღაც ლან­დ­მა სარ­კი­დან შე­მო­ი­ხე­და ოთ­ა­ხებ­ში.
ერთ-ერ­თი ბავ­შ­ვი ნის­ლ­ში ჩარ­ჩა, ტყვი­ით დაჭ­რი­ლი.
მთე­ლი ღა­მე ტი­რო­და ის საბ­რა­ლო
და მი­სი ტი­რი­ლი
და­მაშ­ვ­რალ ად­ა­მი­ა­ნებს სიზ­მ­რებს უფრ­თხობ­და.


* * *

სა­ხი­ფა­თო სიტყ­ვე­ბის ზღვარ­ზე -
რო­გორც უფს­კ­რულ­ზე გაბ­მულ ხის ხიდ­ზე -
მე გა­დავ­დი­ვარ
და გა­და­მაქვს ნე­ბის­ყო­ფა, ში­ში, სურ­ვი­ლი
და ხის ჭრი­ალ­ში შეღ­ვი­ძე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი -
მი­სი ცი­ვი და ულ­მო­ბე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა:
ან იმ მე­ო­რე სა­ნა­პი­როს ჩვე­უ­ლი ლან­დი
და ცოდ­ვი­ლი სიმ­ყა­რე ფეხ­ქ­ვეშ,
ან­და გაფ­რე­ნა უფს­კ­რუ­ლის­კენ
და და­ღუპ­ვა სიტყ­ვე­ბი­დან ამ­ოჩ­რილ ქვებ­ზე.


ჩაი ზამ­თ­რის ღა­მე­ში

მო­გო­ნე­ბე­ბის ჩა­ი­სა ვსვამ,
შავ, მწკლარ­ტე ჩა­ის
და დათ­რ­გუ­ნუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბის შა­ქა­რით
ვატ­კ­ბობ.
და მათ­ბობს ჩაი ზამ­თ­რის ღა­მე­ში.
და ეს ღა­მეც იმ ღა­მე­სა ჰგავს...
ოღ­ონდ მა­შინ მე სხვა ვი­ყა­ვი.
არა, კარ­გი არა.
არც უკ­ე­თე­სი.
უბ­რა­ლოდ, სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი, სხვა­ნა­ი­რი
და მე მომ­წონ­და ისე ყოფ­ნა,
რო­გორც ვი­ყა­ვი.
ახ­ლა თა­ვი მძულს.
და თქვე­ნაც მძულ­ხართ,
ზამ­თ­რის ღა­მე­ე­ბო, ზამ­თ­რის ღა­მე­ე­ბო,
გა­სა­თე­ნე­ბე­ლო ღა­მე­ე­ბო,
დამ­ვიწყე­ბე­ლო ღა­მე­ე­ბო...
სა­ით წა­ვი­და ის ჯუ­ან­შე­რი?..
ალ­ბათ ჩალ­ღ­ვა ის ჩემს შიგ­ნით­ვე,
ისე ჩალ­ღ­ვა,
რო­გორც შა­ქა­რი ლღვე­ბა ჩა­ი­ში
ან რო­გორც დრო­ში ლღვე­ბა ტკი­ვი­ლი -
შე­უმ­ჩ­ნევ­ლად,
თან­და­თა­ნო­ბით
და მე დრო­ი­დან მარ­ტო სა­ხე­ლი გა­მო­ვი­ტა­ნე...
ან ნა­წილ-ნა­წილ შე­ი­ტო­ვა ყვე­ლა ეკ­ალ­მა,
ყვე­ლა მავ­თულ­ხ­ლართს სუ­ვე­ნი­რად თი­თო-თი­თო ნაფ­ლე­თი შეხ­ვ­და
და ყვე­ლა ცოდ­ვამ ნა­ჭერ-ნა­ჭერ მი­უგ­დო სინ­დისს
და ჯიჯ­გ­ნა იმ­ან შე­უბ­რა­ლებ­ლად
და ყვე­ლა სარ­კემ თი­თო მზე­რა მი­ი­სა­კუთ­რა,
თი­თო ღი­მი­ლი -
ხან უზ­რუნ­ვე­ლი,
ხან მწუ­ხა­რე,
ხა­ნაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი...
ახ­ლა სარ­კე­ში თავს ვე­ღა­რა ვცნობ.
ჰო, მე ვარ, მე ვარ
და ეს თი­თე­ბიც ჩემს ტანს ეკ­უთ­ვ­ნის,
რომ გა­ვიშ­ვი­რე ახ­ლა
და სარ­კეს რომ შე­ვა­ხე...
ოღ­ონდ მა­ინც სხვა ჩანს სარ­კე­ში:
სხვა, სხვა, სხვა, სხვა შე­ბუ­დე­ბუ­ლა ამ ჩემს სა­ხელ­ში,
ამ ჩემს თვა­ლებ­ში,
ამ ჩემს სხე­ულ­ში...
არა,
სხვა ის იყო, ის ჯუ­ან­შე­რი,
თო­რემ, მე ვი­ცი, ნახ­ში­რი ვარ - მკვდა­რი ნაკ­ვერ­ჩხა­ლი
და ჩემ­გან ცეცხ­ლიც აღ­არ აინ­თე­ბა,
რაც არ უნ­და მი­ბე­როთ სუ­ლი
ზამ­თ­რის ღა­მე­ებ­ში, ზამ­თ­რის ღა­მე­ებ­ში,
გა­სა­თე­ნე­ბელ ღა­მე­ებ­ში,
დამ­ვიწყე­ბელ ღა­მე­ებ­ში, ჩე­მო შე­ცი­ვე­ბუ­ლო ტკი­ვი­ლე­ბო.
ჩე­მო საბ­რა­ლო ტკი­ვი­ლე­ბო,
მე მო­გატყუ­ეთ თქვენ
და დროს შე­გა­ტო­ვეთ
და მეც ჩემს სა­ხელს ამ­ო­ვე­ფა­რე
და წა­ვე­დი, წა­ვე­დი, გა­მო­ვი­პა­რე...
ახ­ლა, ხომ ხე­დავთ, ჩა­ის ვატ­კ­ბობ თქვე­ნით,
მო­გო­ნე­ბე­ბის ჩა­ი­სა ვსვამ ზამ­თ­რის ღა­მე­ში
და მათ­ბობს ჩაი
და გულ-გვამს მიმ­ღ­ვ­რევს...
მა­ინც მწკლარ­ტეა, ეს ოხ­ე­რი
და შა­ვი, შა­ვი...
და მინ­და დავ­თ­ვ­რე...
არ­ა­ყი მინ­და, არ­ა­ყი, არ­ა­ყი, არ­ა­ყი,
არ­ა­ყი მინ­და - აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი თი­თე­ბით გა­და­საკ­რა­ვი,
არ­ა­ყი მინ­და - ყე­ლის ჩამ­წ­ვა­ვი,
ყვე­ლაფ­რის შიგ­ნით ჩამ­ტა­ნი,
შიგ­ნით ჩამ­ფხ­რე­წი,
ჩა­მაბ­რუ­ნე­ბე­ლი...
ო, რას გა­ვი­ლე­შე­ბო­დი, ღმერ­თო ჩე­მო...
ზამ­თ­რის ღა­მე­ში, ზამ­თ­რის ღა­მე­ში,
გა­სა­თე­ნე­ბელ ღა­მე­ში,
დამ­ვიწყე­ბელ ღა­მე­ში და­გი­ლე­ვი­ათ მარ­ტოს არ­ა­ყი?
მე კი დავ­ლევ­დი...
და გა­მო­ვი­დო­დი გა­რეთ
და ვიყ­ვი­რებ­დი, ვიყ­ვი­რებ­დი, ვიღ­რი­ა­ლებ­დი:
ჯუ­ან­შერ, სად ხარ?!
ჯუ­ან­შერ-მეთ­ქი, - ვიყ­ვი­რებ­დი, -
სად და­ი­კარ­გე
და გა­გი­ნებ­დით ყვე­ლას ბინ­ძუ­რი სიტყ­ვე­ბით
და გეტყო­დით ყვე­ლა­ფერს,
რა­საც თქენ­ზე ვფიქ­რობ, სი­ბინ­ძუ­რე­ში მაცხოვ­რებ­ლე­ბო...
და მო­ვე­კა­ლი თუნ­დაც მე­რე
პირ­ველ­სა­ვე შემ­ხ­ვედრ თავ­მოყ­ვა­რე მო­ქა­ლა­ქეს
ან მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუფს:
და­ვე­ცე­მო­დი გა­ყი­ნულ თოვ­ლ­ზე
და გა­სა­ყი­ნი თი­თე­ბით
მოვ­ფხოჭ­ნი­დი გა­ყი­ნულ ას­ფალტს...
მაგ­რამ მე ხომ ის აღ­ა­რა ვარ...
სა­ხელ­სა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, სა­ხელ­სა­მო­ფა­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­პა­რე
ჩემს და­პი­რე­ბებს
და მო­ვე­დი თქვენ­თან
და თქვენ­ნა­ი­რი გავ­ხ­დი მეც -
და­ბა­ნი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი,
სის­ხ­ლით, სის­ხ­ლით, სის­ხ­ლით და­ბა­ნი­ლი,
ცოდ­ვით გას­პე­ტა­კე­ბუ­ლი,
მატყუ­ა­რა სარ­კე­ში არ­ეკ­ლი­ლი...
და ვსვამ ჩა­ის, არ­ყის მა­გივ­რად,
მო­გო­ნე­ბე­ბის ჩა­ი­სა ვსვამ ზამ­თ­რის ღა­მე­ში,
შავ, მწკლარ­ტე ჩა­ის
და ზე­დაც კი­დევ
გა­საძ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნის ნამ­ცხ­ვარს ვა­ყო­ლებ.

© “არილი”

1 comment: