Monday, February 9, 2009

კნუტ ჰამსუნი

"ველური სიტყვების საზეიმო თამა­ში"...


(უოლტ უიტმენის შესახებ)


1855 წელს, ბოს­ტონ­ში გა­მო­ვი­და წიგ­ნი, რო­მელ­საც ემ­ერ­სო­ნი წე­რი­ლით გა­მო­ეხ­მა­­რა, ხო­ლო მე­­რე გა­მო­ცე­მა ლონ­დონ­ში - რუ­დოლფ შმიდ­ტის მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქ­ცა. წიგ­ნის სა­თა­­რია "ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბი", პო­­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი გახ­ლავთ უოლტ უიტ­მე­ნი, ვი­საც იმ ხა­ნებ­ში მხო­ლოდ 36 წე­ლი შეს­რუ­ლე­ბო­და. თვი­თონ მწე­რა­ლი თა­ვის ნა­წარ­მო­ებს "სიმ­ღე­რებს" უწ­­დებს ის­­ვე, რო­გორც რუ­დოლფ შმიდ­ტი. ემ­ერ­სონს კი, რო­მე­ლიც მე­ტად სუს­ტი სის­ტე­მა­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მის­­ვის არ­­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა არ გა­მო­­ძებ­ნია. სი­ნამ­­ვი­ლე­ში უიტ­მე­ნის თხზუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად­ვე ჰგავს სიმ­ღე­რას, რამ­დე­ნა­დაც გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლას. ის­­ნი პრო­ზად არ­ის და­წე­რი­ლი, ყო­ველ­­ვა­რი სა­ზო­მის გა­რე­შე, ურ­ით­მოდ. ლექ­სებს მხო­ლოდ იმ­ით გვა­გო­ნე­ბენ, რომ ერთ სტრი­ქონ­ში ორი ან სა­მი სიტყ­ვაა მომ­დევ­ნო­ში რვა ან ათი, ხუ­თი ან ცა­მე­ტი და ასე ორ­მოც­და­სამ სიტყ­ვამ­დე.

მწე­რა­ლი თა­ვის თავს "მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნას" უწ­­დებს. რუ­დოლფ შმიდ­ტიც აგ­რეთ­ვე "მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნას" უწ­­დებს მას. თვი­თონ მე მი­ჭირს რო­მე­ლი­მე ცნე­ბა მი­ვუ­სა­და­გო ის­ეთ არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვად ფარ­თო წარ­მოდ­გე­ნას, რო­გორც "მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნაა", ვი­ნა­­დან "მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნად" წო­დე­ბუ­ლი კა­ცი სწო­რედ ამ­­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­იქ­ცეს კოს­მო­სად, სივ­­ცედ ან­და ყვე­ლაფ­რად, რის გა­მოც მე ვამ­ჯო­ბი­ნე მის­­ვის უბ­რა­ლოდ ვე­ლუ­რი მე­წო­დე­ბი­ნა.

უიტ­მე­ნი ბუ­ნე­ბის ძა­ხი­ლია ამ და­უხ­ვე­წავ, პირ­ველ­ყო­ფილ ქვე­ყა­ნა­ში, მის ენ­­სა და გრძნო­ბებ­ში გა­მოს­­ვი­ვის რა­ღაც ინ­დი­ელ­თათ­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. იგი უპ­­რა­ტე­სად უმ­ღე­რის ბუ­ნე­ბას, ზღვას, ჰა­ერს, მი­წას, ხე­ებს, ბა­ლა­ხებს, მთებ­სა და მდი­ნა­რე­ებს. თა­ვის სამ­შობ­ლოს - ლონგ აილ­ენდს, - იგი ყო­ველ­­ვის ინ­დი­­რი სა­ხე­ლით პა­­მა­ნო­კით მო­იხ­სე­ნი­ებს... მის ლექ­სებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბე­ბის მთე­ლი პწკა­რე­ბია. მას იმ­დე­ნად იტ­­ცებს ამ სიტყ­ვე­ბის პრი­მი­ტი­­ლი მუ­სი­კა, რომ ამ და­სა­ხე­ლე­ბე­ბით ავ­სებს სტრი­ქო­ნებს მა­ში­ნაც კი, რო­ცა ტექსტს არ­­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს მათ­თან. ზოგ­ჯერ იგი რიგ­რი­გო­ბით ჩა­მოთ­­ლის ხოლ­მე შტა­ტებს, მაგ­რამ არ­­ფერს ამ­ბობს თვი­თონ შტა­ტებ­ზე. ეს არ­ის ვე­ლუ­რი სიტყ­ვე­ბის სა­ზე­­მო თა­მა­ში...

ამ ლექ­სე­ბის წა­სა­კითხად სულ ცო­ტა ორ­ჯერ მე­ტი შთა­გო­ნე­ბა მა­ინ­ცაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე იმ­ის­­ვის, რომ ის­­ნი და­წე­რი­ლი­ყო. მის სტილს ვერ და­ერ­­მე­ვა ინგ­ლი­სუ­რი. იგი სა­ერ­თოდ, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს არ­­ნა­ირ სტილს არ მი­­კუთ­­ნე­ბა. ეს არ­ის მძი­მე ინ­დი­­რი ხა­ტო­ვა­ნი სტი­ლი სა­ხე­­ბის გა­რე­შე, აღ­ბეჭ­დი­ლი ბიბ­ლი­ის და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გავ­ლე­ნით, რაც ყო­ველ­­ვარ გა­გე­ბას აღ­­მა­ტე­ბა. მი­სი ენა მძი­მე და ბუნ­დო­ვა­ნია...

უიტ­მე­ნის ენ­­ში არ იგრ­­ნო­ბა ხალ­ხუ­რი ენ­ის შე­ფა­რუ­ლი სი­მაგ­რე, არ­ის მხო­ლოდ მყი­ვა­რი ძალ­მო­სი­ლე­ბა. ხან აქ, ხან იქ, ორ­კეს­­რის გუ­გუ­ნი­ვით გა­მო­იჭ­რე­ბა ხოლ­მე გა­მარ­­ვე­ბულ­თა აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ყი­ჟი­ნა, რაც გა­დაღ­ლილ მკითხ­ველს ინ­დი­ელ­თა სა­­მარ როკ­ვას აგ­­ნებს. ყველ­გან სიტყ­ვე­ბის ამ და­უცხ­რო­მელ ვე­ლურ ყი­ჟი­ნას აწყ­დე­ბი. პო­­ტი და­ძა­ბუ­ლად ცდი­ლობს რა­­მე სა­ჩი­ნოჰ­ყოს თა­ვი­სი ლექ­სე­ბით, მაგ­რამ ვერ აღ­წევს ამ­ას. მი­სი ბევ­რი ლექ­სი მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­სა­გან არ­ის შედ­გე­ნი­ლი ისე, რომ ყო­ვე­ლი ცალ­კე­­ლი სტრი­ქო­ნი სა­თა­­რად შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო...

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, თუ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მკითხ­ვე­ლი მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­­ღებს იმ­ას, რომ უიტ­მე­ნი თა­ვის მოძღ­­რე­ბად ქრის­ტეს, სოკ­რა­ტე­სა და პლა­ტონს ას­­ხე­ლებს, მას უთ­­ოდ ეგ­­ნე­ბა, რომ პო­­ტი, მთლად ვერ არ­ის ჭკუ­­ზე. ემ­ერ­სონ­სა და ინგ­ლი­სე­ლებს, რო­გორც ჩანს, მის ლექ­სებ­ში აღ­აფ­­თო­ვა­ნებ­და სა­ხელ­თა უს­ას­რუ­ლო რი­გე­ბი, კა­ტა­ლო­გის მსგავ­სი კო­ლო­ნე­ბი. უეჭ­ვე­ლია, ეს ყვე­ლა­ზე არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი და ორ­­გი­ნა­ლუ­რი თვი­სე­ბაა მი­სი ნა­წე­რე­ბი­სა, ეს არ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, რომ­ლის მსგავ­სი არ­­ფე­რი გვი­ნა­ხავს. მთე­ლი მი­სი წიგ­ნი სავ­სეა ამ გა­­თა­ვე­ბე­ლი სი­­ბით...

რა უნ­და უოტ უიტ­მენს?.. არ­­ვინ იც­ის. მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს კა­ცი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ეთქ­ვას ისე, რომ არ­­ფე­რი იყ­ოს თქმუ­ლი. ამ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მას ბა­და­ლი არა ჰყავს. მი­სი სიტყ­ვა მხურ­ვა­ლეა, იგი გიზ­გი­ზებს. მას­შია ძა­ლა, ვნე­ბა, შთა­გო­ნე­ბა... ჩვენ ვგრძნობთ, რო­გორ ღე­ლავს მი­სი მკერ­დი, მაგ­რამ არ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ, რით არ­ის ასე აღფ­­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­რი. მი­სი წიგ­ნი გრგვი­ნავს და ქუხს, მაგ­რამ ელ­ვა და ნა­პერ­­კა­ლი არა ჩანს, გვერ­დი გვერდს მიყ­ვე­ბა, აზრს კი ვე­რა და ვერ პო­­ლობ. და ეს აღ­ტა­ცე­ბით და­ტე­ნი­ლი სიტყ­ვის კო­ლო­ნე­ბი პირ­და­პირ თრგუ­ნავს, ჩლუნ­გი უიმ­­დო­ბით მი­წამ­დე დრეკს მკითხ­ველს. მა­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­მაბ­რუ­ებ­ლად მოქ­მე­დებს მკითხ­ვე­ლის ცნო­ბი­­რე­ბა­ზე. წიგ­ნის ბო­ლო გვერ­­ზე იგი უკ­ვე კარ­გავს იმ­ის უნ­არს, რომ ოთ­ხამ­დე და­ით­ვა­ლოს. ეს პო­­ტი ჩვე­­ლებ­რი­ვი ად­­მი­­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სრუ­ლი­ად ან­ად­გუ­რებს...

მას ძა­ლი­ან ცო­ტა, ან­და სუ­ლაც არ­­ფე­რი წა­­კითხავს და ძა­ლი­ან ცო­ტა, ან­და თით­­მის არ­­ფე­რი გა­ნუც­დია...

თა­ვი­სი ბუ­ნე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლე­ბის შე­დე­გად უიტ­მენს მეტ­ნაკ­ლე­ბად პრი­მი­ტი­­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე წიგ­ნე­ბი უყ­ვარს. ამ­­ტომ ბიბ­ლი­ის კითხ­ვა მას გა­ნუ­ზო­მელ პო­­ტურ ნე­ტა­რე­ბას ჰგვრის. ბიბ­ლი­ის კითხ­ვამ არ­ამ­­თუ ხე­ლი შე­უწყო მი­სი ვე­ლუ­რი სტი­ლის­ტუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის აღ­მოფხ­­რას, პი­რი­ქით, კი­დევ უფ­რო გა­ნა­ვი­თა­რა ის­­ნი. მის ლექ­სებ­ში გა­მუდ­მე­ბით იპ­­რე­ბა ბიბ­ლი­­რი გა­მოთ­­მე­ბი და აზრ­თა ბიბ­ლი­­რი მი­მოქ­ცე­ვა. მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბის ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი იმ­დე­ნად ჰგავს ბიბ­ლი­ურ ტექსტს, რომ პირ­და­პირ გიკ­ვირს, რა­ზო­მი სიღ­­მი­თა აქვს შეთ­ვი­სე­ბუ­ლი ეს გარ­და­სუ­ლი პო­­ტუ­რი ფორ­მა...

ბიბ­ლი­ურ პო­­ზი­ას­თან ყო­ველ­­ღი­ურ­მა ზი­­რე­ბამ, რო­გორც ჩანს, გარ­­ვე­­ლი სი­თა­მა­მე მი­­ნი­ჭა მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­­ბებს, და იგი მო­­რი­დებ­ლად ლა­პა­რა­კობს დი­დად სა­რის­კო ამ­ბებ­ზე.

იგი უხ­­შად აღ­წერს ვნე­ბი­ან მგრძნო­ბე­ლო­ბას და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი გო­ნე­ბის ნა­აზ­რევს, - ამ­­ში გა­მო­­ხა­ტე­ბა მი­სი თა­ნად­რო­­ლო­ბა. მაგ­რამ ეს რე­­ლიზ­მი გაც­ნო­ბი­­რე­ბუ­ლი მხატ­­რუ­ლი სი­თა­მა­მის ნა­ყო­ფი რო­დია, - იგი ბუ­ნე­ბის პირ­ველ­ყო­ფი­ლი შვი­ლის გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. "ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბის" ერ­­ტი­კუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რის­­ვი­საც მან დაჰ­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და რის გა­მოც ულტ­რაზ­ნე­ობ­რი­ვი ბოს­ტო­ნე­ლე­ბის გო­დე­ბა ცა­სა წვდე­ბო­და, სი­ნამ­­ვი­ლე­ში მხო­ლოდ იმ­ას შე­­ცავს, რა­ზე­დაც და­უს­ჯე­ლად შე­იძ­ლე­ბა წე­რა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა ის­იც მარ­თა­ლია, რომ მი­სი თა­მა­მი აზ­რე­ბი უხ­­ში მო­­რი­დებ­ლო­ბით არ­ის გა­მო­ხა­ტუ­ლი...

უოტ უიტ­მე­ნის გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბა უს­აზ­­­როა იმ ზო­მამ­დე, რომ ზოგ­ჯერ მკითხ­ველ­საც გა­და­­დე­ბა ხოლ­მე. ამ გან­საც­ვიფ­რე­ბელ­მა გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბამ მო­­პო­ვა მას რამ­დე­ნი­მე მომ­­რე ლი­ტე­რა­ტორ­თა შო­რის... მაგ­რამ მას რომ ეს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და სრუ­ლი­ად გულ­­­ფე­ლი გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბა არ ახ­­სი­­თებ­დეს, მის ლექ­სებს სა­ერ­თოდ არ­­ვინ წა­­კითხავ­და იმ­­ტომ, რომ მათ­ში ნა­ტა­მა­ლიც არ არ­ის პო­­ტუ­რი ტა­ლან­ტი­სა...

მას მე­ტის­მე­ტად და­­დე­გა­რი გო­ნე­ბა და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბა აქვს იმ­­სათ­ვის, რომ რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე შე­ჩერ­დეს და მას უმ­ღე­როს. იგი გა­მო­ხა­ტავს ცხოვ­რე­ბას სა­ერ­თოდ, არ ასხ­ვა­ვებს ცალ­კე­­ლი საგ­ნე­ბის ნა­ტიფ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. მას მხო­ლოდ მა­თი ხმა­­რი­­ნი რა­­დე­ნო­ბა აკ­ვირ­ვებს. იგი ყველ­გან და ყო­ველ­­ვის მა­სებს ხე­დავს...

ამ კა­ცის გუ­ლუბ­­­ვი­ლო­ბა იმ­დე­ნად პრი­მი­ტი­­ლი, ცინ­ცხა­ლი და საყ­ვა­რე­ლია, რომ არ­­სო­დეს ტო­ვებს გა­მო­გო­ნი­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. იქ­აც კი, სა­დაც ეს თვი­სე­ბა ყვე­ლა­ზე ძა­ლუ­მად არ­ის გა­მო­ხა­ტუ­ლი და ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ არ­ის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, სრუ­ლი­­დაც ვე­რა გრძნობ მის პა­ტივ­მოყ­ვა­რე­­ბას.

უიტ­მე­ნი ძა­ლი­ან კარ­გი კა­ცია. და მა­ში­ნაც კი, რო­ცა შინ მო­სახ­მა­რი საგ­ნე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­სა­გან თა­ვის ხუ­ხუ­ლებს აგ­ებს, ასე გგო­ნია გეხ­ვე­ვა და გე­ფე­რე­ბაო...

უიტ­მე­ნი ბუ­ნე­ბით ნი­ჭი­­რი პი­როვ­ნე­ბაა, მას­ში ბევ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბაა, მაგ­რამ იგი მე­ტის­მე­ტად გვი­ან და­­ბა­და... უიტ­მე­ნი უფ­რო მე­ტად ად­­მი­­ნია, ვიდ­რე ნი­ჭი­­რი პო­­ტი. მას არ შე­უძ­ლია წე­რა, მაგ­რამ შე­უძ­ლია იგრ­­ნოს. იგი გრძნო­ბე­ბით ცხოვ­რობს. ემ­ერ­სონს რომ მის­­ვის წე­რი­ლი არ მი­­წე­რა, მის წიგნს ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნავ­და და ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და.

© “არილი“

No comments:

Post a Comment