Monday, February 9, 2009

იბრაჰიმ გოლესთანი

თევზი და მისი ჯუფ­თი

­­­­­­­თარგმნა თაკო ლეკვეიშვილ­მა

კა­ცი თევ­ზებს უყ­­რებ­და. თევ­ზე­ბი შუ­შის იქ­ით მშვი­დად და­ცუ­რავ­­ნენ. მათ­­ვის ქვის ფი­ლე­ბი­სა­გან აკ­ვა­რი­­მი აეშ­­ნე­ბი­ნათ. აკ­ვა­რი­­მი დი­დი იყო. მი­სი ნა­ხევ­რად­ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კე­დე­ლი სიღ­­მე­ში იკ­არ­გე­ბო­და. კა­ცის წინ კი შუ­შის კე­დე­ლი აღ­მარ­თუ­ლი­ყო. გა­მოქ­ვა­ბუ­ლის მსგავს ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი დე­რეფ­ნის ორ­­ვე მხა­რეს, კედ­ლებ­ში ჩა­შე­ნე­ბულ აკ­ვა­რი­­მებ­ში ნა­ირ-ნა­­რი და ფე­რად-ფე­რა­დი თევ­ზე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლიყ­­ნენ. ყო­ველ აკ­ვა­რი­უმს ზე­მო­დან უხ­­ლა­ვი შუ­ქი ან­­თებ­და. კა­ცი ახ­ლა უკ­ვე იჯ­და და ისე ათ­ვა­ლი­­რებ­და ჩუმ­სა და ცივ სი­ნათ­ლე­ში მყოფ თევ­ზებს.

თევ­ზე­ბი მშვი­დად ეკ­იდ­ნენ შუ­შის მიღ­მა. თით­ქოს ჩი­ტე­ბი ყო­ფი­ლიყ­­ნენ, ფრთა-მო­ტე­ხი­ლი ჩი­ტე­ბი. თით­ქოს ზე­ცა­ში ეკ­იდ­ნენ. ბუშ­ტუ­კებს უშ­ვებ­­ნენ, ოდ­ნავ ირ­ხე­ოდ­ნენ და ძა­ლი­ან ნე­ლა ატყ­ლა­შუ­ნებ­დენ ფარ­­ლებს. ეს რომ არა, ვერც კი იგრ­­ნობ­და კა­ცი წყალ­ში თუ იყვ­ნენ. კაც­მა პირ­და­პირ, ფსკერ­ზე ორი თევ­ზი ერ­თად შე­ნიშ­ნა. თა­ვე­ბი ერთ­მა­ნე­თი­სათ­ვის მი­ეტყუ­პე­ბი­ნათ და კუ­დებს იქ­ნევ­­ნენ. უეც­რად შე­ფარ­თხალ­­ნენ, მაღ­ლა აიჭრ­ნენ, შუა გზი­დან მო­უხ­ვი­ეს და კვლავ ფსკერ­ზე და­ეშ­­ნენ. თით­ქოს ერთ­მა­ნე­თის კოც­ნას ლა­მობ­­ნენ, მაგ­რამ ის­ევ გან­ცალ­კევ­­ნენ. ასე ტრი­­ლებ­­ნენ და აქ­ეთ-იქ­ით დას­რი­­ლებ­­ნენ.

კა­ცი ჩა­მოჯ­და. ას­­თი გა­­თა­ვე­ბე­ლი მოძ­რა­­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავ­სო, გა­­ფიქ­რა. მთელს ქვეყ­ნი­­რე­ბა­ზე ყვე­ლა სხვა აკ­ვა­რი­უმ­ში და წყალ­სა­ცავ­ში თევ­ზე­ბი თა­ვის­­ვის და­ცუ­რა­ვენ და სა­კუ­თა­რი მარ­ტი­ვი მიხ­რა-მოხ­რა აქვთ. რა არ ენ­­ხა: თევ­ზე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ად­­მი­­ნე­ბი. ტყე­ში, ქუ­ჩებ­ში. ცით მოწყ­ვე­ტი­ლი ვარ­­­­ლა­ვე­ბიც კი ენ­­ხა, მაგ­რამ მსგავ­სი ჰარ­მო­ნია - არ­­სო­დეს! ერთ­­რო­­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე ფოთ­ლე­ბი არ ცვი­ვა, არც სა­ნოვ­რუ­ზო ჯე­ჯი­ლი ამ­­დის ქო­თან­ში ერთ­ბა­შად. არც ვარ­­­­ლა­ვე­ბი იწ­ყე­ბენ ციმ­ციმს ერთ­სა და იმ­­ვე დროს. მაგ­რამ წვი­მა? აი, წვი­მა - შე­საძ­ლოა. წვი­მის ძა­ფე­ბი თით­ქოს ერ­თად მო­­დი­ნე­ბი­ან. ან იქ­ნებ ზღვი­დან აღმ­­გა­რი ორთ­­ლი?

ეს ორი თევ­ზი გა­ნუყ­რე­ლად ერ­თად და­ცუ­რავ­და. ალ­ბათ იმ­­ტომ, რომ ერთ­ნა­­რე­ბი იყვ­ნენ. ხო­ლო ასე ერთ­ნა­ირ­ნი რომ იყვ­ნენ, იმ­­ტო­მაც მე­გობ­რობ­­ნენ. მა­თი ჰარ­მო­ნი­­ლი მოძ­რა­­ბა შვა ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბამ, თუ ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ ჰარ­მო­ნი­ას? იქ­ნებ ტყუ­პე­ბი არ­­ან? მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ კი ტყუ­პი თევ­ზე­ბი?

კაცს ჩა­მი­ჩუ­მი არ ეს­მო­და, მაგ­რამ ის­იც კი და­უშ­ვა, რომ ეს ორი თევ­ზი ერთ­მა­ნეთს ელ­­პა­რა­კე­ბო­და და მათ ერთ­მა­ნე­თი­სა ეს­მო­დათ. მაგ­რამ რა­ტომ არ შე­უძ­ლი­ათ ეს სხვა თევ­ზებს? ეს­­ნი იც­ნო­ბენ ერთ­მა­ნეთს. მათ ამ ვიწ­რო აკ­ვა­რი­უმ­ში ცხოვ­რე­ბა რიტ­მულ ცეკ­ვა­სა და კეკ­ლუ­ცო­ბა­ში გაჰ­ყავთ. მაგ­რამ რო­დემ­დე გას­ტანს მა­თი ამგ­ვა­რი ცეკ­ვა?

მო­ხუც­მა ქალ­მა, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­­ვის­­ვის ჩა­ევ­ლო ხე­ლი და აკ­ვა­რი­­მის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, კაცს მოჰ­­რა თვა­ლი. ქა­ლი ბავშვს თევ­ზებ­ზე მი­­თი­თებ­და. კა­ცი წა­მოდ­გა და აკ­ვა­რი­­მის­კენ წა­ვი­და. ლა­მაზ-ლა­მა­ზი თევ­ზე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და ზან­ტად დას­რი­­ლებ­­ნენ. აკ­ვა­რი­­მი მშვე­ნივ­რად იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი და შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუქ სიმ­­ვი­დეს მო­ეც­ვა. ქა­ლი ბავშვს თევ­ზებ­ზე უთ­­თებ­და - შე­ხე­დეო! შემ­დეგ მი­სი აწ­­ვა მო­ინ­დო­მა, მაგ­რამ ძა­ლა არ ეყო. კაც­მა ხე­ლი მოხ­ვია პა­ტა­რას და მაღ­ლა ას­წია. "გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო", - უთხ­რა დე­და­ბერ­მა.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ კაც­მა ბავშვს უთხ­რა: "შე­ხე­დე იმ ორს, რა ლა­მა­ზე­ბი არ­­ან ერ­თად!"

ის ორი თევ­ზი ის­ევ ერთ­მა­ნე­თის პი­რის­პირ იდ­გა. ფარ­­ლე­ბი ნა­ზად უთრ­თო­დათ. აკ­ვა­რი­­მის კი­დის ზო­მი­­რი შუ­ქი დი­ლის სიზ­მარს წა­­გავ­და და ქვის ფი­ლებს სუფ­თას და კრი­­ლას, მშვიდ­სა და მსუ­ბუქს აჩ­ენ­და.

ახ­ლა თევ­ზე­ბი კვლავ გა­­ყარ­ნენ, რა­თა ის­ევ შეყ­როდ­ნენ ერთ­მა­ნეთს და გვერ­დი-გვერდ ეც­­რათ.

კაც­მა ბავშვს უთხ­რა: "შე­ხე­დე იმ ორს, რა ლა­მა­ზე­ბი არ­­ან ერ­თად!"

ბავ­­­მა ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჰკითხა: "რო­მელ ორს?" კაც­მა უპ­­სუ­ხა:

"იმ ორს. იმ ორ­ზე გე­უბ­ნე­ბი, იმ ორს შე­ხე­დე!" და თი­თი აკ­ვა­რი­­მის შუ­შას მი­­დო. შუ­შა­ზე ვი­ღა­ცას ნემ­სით თუ ლურ­­­ნით ავ­ტოგ­რა­ფი ამ­­­კაწ­რა.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ ბავ­­­მა თქვა: "ორ­ნი არ არ­­ან".

"აი, ის­­ნი, ის ორ­ნი" - და­ჟი­ნე­ბით იმ­­­რებ­და კა­ცი. ბავ­­­მაც გა­­მე­­რა: "სწო­რედ ის­­ნი! ორ­ნი არ არ­­ან. ერ­თი მათ­გა­ნი მე­­რის ან­­რეკ­ლია, რო­მე­ლიც შუ­შა­ში მო­ჩანს".

კაც­მა ძირს ჩა­მოს­ვა პა­ტა­რა და სხვა აკ­ვა­რი­­მე­ბის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად გა­­მარ­თა.

© „არილი“

No comments:

Post a Comment