მცირე ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად
მოქმედი გმირები
ანა ფრანკი
მეჭე
მეცე
(სცენაზე, სამივე სამოქმედო მხარეს სამი დიდი ფანჯარაა. მხოლოდ მაყურებელთა დარბაზისკენ მხარეა ცარიელი. მთელ სცენაზე არაკანონზომიერადაა ჩამოკიდებული ბალიშები. დაბლა უამრავი ფურცელია მიყრილ–მოყრილი. ანა მაყურებელთან ზურგით დგას და ცდილობს იარაღი დაუმიზნოს სხვადასხვა ბალიშებს)
ხმები: ანნა.. ანიკეეე.. ანნეე..
(ანა შეშინებული ტრიალებს აქეთ–იქით, ცდილობს დაადგინოს საიდან უხმობენ, ვინ უხმობს.. იარაღს უაზროდ იქნევს)
ხმები: ანნ.. ანელ.. ანიტა...
(ანა ძალიან სწრაფ ტემპში ჩურჩულით ლოცულობს, თან ისევ ქაოტურად მოძრაობს)
1 ხმა: Deutschland, Deutschland..
2 ხმა: über alles
ორივე ხმა: Über alles in der Welt,
1 ხმა: Wenn es stets zu
2 ხმა: Schutz und Trutze
ორივე ხმა: Brüderlich zusammenhält
ანა: მე იარაღი მაქვს! თქვენ ვერაფერს დამიშავებთ! გამოდით! ჰა
გამოდით, შეგეშინდათ? გოგონასი გეშინიათ?
ორივე ხმა: Brüderlich zusammenhält..
ანა: წყევლაა.. ნამდვილი წყევლა.. (ყვირის) იცოდეთ
გაუფრთხილებლად გესვრით!!!
(ფანჯრიდან სცენაზე ტლანქი მოძრაობებით ძვრება ნაცრისფერ ტონებში ჩაცმული მამაკაცი, როგორც შემდგომში ირკვევა, მეჭე)
მეჭე: ფრთხილად! ფრთხიიილად!
ანა: ვინ ხარ! ადგილიდან არ გაინძრე და მითხარი ვინ ხარ!
მეჭე: ჩშშ!! ფრთხილად ქალიშვილო! ის უკვე ახლოსაა!
ანა: ვინ ხარ! ვინ ხართ! რა გინდათ! ყველას დაგხოცავთ! სად ვარ!
მეჭე: ანნა! ანიკეე.. მე შენი მეგობარი ვარ.. მე შენს დასახმარებლად ვარ
აქ, ოღონდ უნდა მენდო!
ანა: გენდო?! არ ვიცი ვინ ხარ და რა გინდა, მაგრამ უფრო მალე ტყვიას
მიიღებ, ვიდრე ჩემს ნდობას!
მეჭე: ოო! ტყვია.. ტყვია.. ტყვიას უყვარს ტყვ.. კხმ.. ანნა.. მოდი
ვისაუბროთ, ანიკე..
ანა: ოღონდ ჯერ შენს ვინაობას გამიმხელ! ახლავე მეტყვი!
მეჭე: ჰო კარგი, კარგი.. გაგიმხელ.. და გეტყვ..
ანა: გისმენ!
(მეჭე მოხერხებულ ადგილს პოულობს და მოკალათდება. საპირისპირო ფანჯრიდან ფრთხილად შემოდის თეთრ ტონებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ძალიან გავს მეჭეს. როგორც შემდგომში ირკვევა, მეცე)
მეცე: მეეე..
ანა: ეს ვინღაა! მითხარი ვინ ხარ! ვინ ხართ! რა გინდათ! (იარაღს ხან
ერთს უმიზნებს, ხან მეორეს)
მეცე: მეეეეეე..
ანა: რა შენ?!
მეცე: ჭე!
მეჭე: ეეეე, იმბეცილო! ჭე – მე! შენ – ცე!
მეცე: შენ – ჭე! ჰო! მე – ცე!
ანა: თუ ახლავე არ მორჩებით მაგ უაზრო ლაყბობას, ორივეს, აქვე
გაგათავებთ!
მეჭე: აჰმმმ! კეთილი! მეე მეჭე ვარ! ოღონდ არა მემეჭე, არამედ
უბრალოდ მეჭე!
მეცე: აჰა! მე კი მეცე! ოღონდ არა მეკიმეცე, არამედ, მხოლოდ მეცე!
ანა: ასეთი სახელები არასოდეს გამიგია! რა მეჭეცეძე.. არაფერი მესმის
მეჭე: ახხლავე აგიხსნი, ქალიშვილო.. ჭა ხომ იცი?
ანა: ჭა?
მეჭე: დიახ.. მისი უღღღრმესობა ჭა!
ანა: მერე?
მეჭე: ჰაჰ.. რაღა მერე.. მე მეჭე ვარ! მეჭე – ჭა!
მეცე: ჰაჰა.. რა კარგად გამოგივიდა.. მეჭეჭა!
მეჭე: შენ მოკეტე.. იმბეცილო..
მეცე: მეჭეჭა! ჰაჰ.. კხმ.. მე კი ვარ მეცე.. შესაბბბბამისად?
ანა: მეცეცა
მეცე: ოოო, არრა, რა მეცეცა.. მხოლოდ მეცე.. ანუ ცა ხომ იცი?
ანა: ვიცი, ჰო ვიცი
მეცე: მისი უცისფრესობა ცა! დიახ, მე ცა – მეცე.. მეცე – ცა
ანა: კარგი შეწყვიტეთ ეს კლოუნადა.. პირდაპირ მითხარით რა
გინდათ ჩემგან.. სად ვარ!
მეჭე: მეცე სად ვართ?
მეცე: ახლა?
მეჭე: არა, მეცე, წეღან სად ვართ
მეცე: კაი რა მეჭე, აქ ხომ არ ვიტყვი, ამდენი ხალხის წინაშე..
მეჭე: იმბეცილო! ახხლა სად ვართ, ახხლა!
მეცე: აჰმ.. პირდაპირ გეთქვა.. აქ.. აქ ვართ..
მეჭე: ნამდვილად.. (ოდნავ სერიოზულდება) აქ ვართ, ანნე.. აქ.
მეცე: შენ რა არაფერი გახსოვს, ანნელ?
ანა: არა.. არაფერი..
მეცე: აბა კარგად დაფიქრდი, ანიტა..
მეჭე: გაიხსენე, ქალიშვილო..
მეცე: ჰო, ჰო, დაფიქრდი და გაიხსენე..
მეჭე: მიდი, რაღას უცდი, არ გახსოვს, არა???
მეცე: ანელ, შენ ნამდვილად შეგიძლია, მხოლოდ კარგად დაფიქრდი..
მეჭე: (მეცესგან განსხვავებით აგრესიულია და უყვირის) გაგახსენდაა??
ანა: მე.. მე ანა..
მეცე: აბა? აბა ცოტაც
ანა: მე ანა ვარ.. ანა ფრანკი.. მამაჩემი რომელიღაც კომპანიაში
მუშაობს.. მგონი ოტო ჰქვია.. ჰო, ოტო.. გამახსენდა.. კიდევ
პიტერი გამახსენდა.. პიტერი ჩემი მეგობარია.. მემგონი ჩემი და
უყვარს.. არადა.. ჰო აი დაც.. დაც გამახსენდა.. კიდევ მეზობლები..
მე ანა ფრანკი ვარ.. ანა ფრანკი.. ებრაელი გოგონა.. ახლა კი.. ახლა
ომია.. ჩვენ ამსტერდამში ვართ.. აქ ვიმალებით.. მამა ამბობს რომ
ომი მორჩება და ყველაფერი ჩაივლის.. მანამდე კი ჩვენ უნდა
ვეცადოთ თვალში არავის მოვხვდეთ.. ჩვენ ვიმალებით, სანამ ომი მორჩება.. ჰო ჰო ასეა, ნამდვილად ასეა.. მე.. მე ანა ვარ.. ანა
ფრანკი..
(მეცე მეჭეს გადახედავს და მესამე ფანჯარასაც აღებს)
მეცე: ხოო..
მეჭე: ხოხოოოო!
მეცე: ე.ი. მამაშენი ოტტო.. ებრაული ოჯახი და ამსტერდამი არა?
მეჭე: და და!
მეცე: რა დადა?
მეჭე: რა „და და“ და – და! იმბეცილო!
მეცე: „იმბეცილო იმბეცილო“ – შენ გგონია არ ვიცი რას ნიშნავს ეგ
სიტყვა? უჰ..
მეჭე: არ იცი..
მეცე: ვიცი..
მეჭე: მითხარი მაშინ..
მეცე: იმას, რომ..
ანა: (აწყვეტინებს) კიდევ გამახსენდა! კიდევ.. თანდათან.. ყველაფერი,
ყველაფერი მახსენდება..
მეჭე: (მეცეს რაღაცის თქმა უნდა და აჩუმებს) გაგახსენდა? აბა?! ჩქარა!
ამოღერღე!
ანა: ამსტერდამში, სხვენში ვიმალებით.. მამამ წერილი დატოვა, რომ
გზა აებნია ნაცისტებისთვის.. მე დღიური მაქვს.. პატარა ლამაზი
დღიური.. და ძალ..
მეცე: (აწყვეტინებს) ამმაოა!!!
მეჭე: (მეცე გვერდზე გაჰყავს) შენ დაიჟინე ყველაფერი გამოუვაო და
ეხლა რაც გინდა ის ქენი.. შენი ახირებაა და შენვე გაქვს იმედი,
მე ამ შეშლილ ალტრუისტს დიდხანს ვერ გავუძლებ.. მორჩა!
მეცე: კარგი ახლა.. კარგი.. სულ ცოტა შანსი მივცეთ.. დარწმუნებული
ვარ გამოუვა.. მენდე, მეჭე! განა ოდესმე შევმცდარვარ?
მეჭე: (თავისთვის) შენი გამართლება არ მინახავს, თორე..
მეცე: დრო რამდენი გვაქვს?
მეჭე: თვრამეტი წუთი.. თვრამეტიოდე..
მეცე: მაშინ გამოვფხიზლდეთ და ვიმოქმედოთ! (გადადის ანასკენ,
რომელიც ამასობაში გარემოს ათვალიერებს, ფანჯრებს, ბალიშებს
და ა.შ) ანნა.. ანიკე.. შენ ახლა ყურადღება უნდა მოიკრიბო და
კიდევ ერთხელ შეეცადო ყველაფრის გახსენებას..
ანა: მე უკვე ყველაფერი გავიხსენე..
მეცე: ო, არა, ძვირფასო.. ანნა, ანელ.. ეს არაა ის რაც შენ უნდა გაიხსენო,
კარგად დაფიქრდი.. გთხოვ..
ანა: მე ისიც კი არ ვიცი ვინ ხართ თქვენ, ან სად ვართ ახლა!
მეცე: აქ ვართ, აქ!
ანა: მორჩით ამ კალამბურებს! სად ვარ! რა ადგილია ეს?!
მეჭე: წ ა რ მ ო ს ა ხ ვ ა ! ანიკეე, წ ა რ მ ო ს ა ხ ვ ა !
ანა: მგონი ვერ გაგიგეთ..
მეცე: ჰოდა იმისათვის რომ ყველაფერი გაიგო, ჩვენც გაგვიგო, მე კი
გავუგო მეჭეს, მეჭემ გამიგოს მე, ისევე როგორც გაგიგოს შენ,
იმისათვის, რომ შენ გამიგო მე და მე შენ და შესაბამისად გავიგო
თუ როგორ გამიგო მეჭემ და შენ გაიგო სად ხარ.. უნდა გაიხსენო..
ანა: რა გავიხსენო.. არ ვიცი რას მთხოვთ!
მეცე: გაიხსენე, შენ ანნა ფრ..
მეჭე: (პირზე ხელს აფარებს) მოკეტე, იმბეცილო! ეს წესების დარღვევაა!
ასე ყველანაირ შანსს დაუკარგავ, რომ აქედან გაძვრეს!!
მეცე: ჰო.. მართალი ხარ.. ჰო..
მეჭე: (ანას) წითელი.. შავი.. თეთრი ჯვრით..
ანა: ბატონო?
მეჭე: შავი მაღალყელიანი ჩექმები.. მკაცრი გამომეტყველება მამაკაცის
სახეზე..
ანა: მე მომმართავთ?
მეჭე: მდიდრული წვეულებები.. კაცები განიხილავენ გამარჯვებას..
ანა: ეჰეი, მეჭე ხართ თუ მეცე!
მეცე: მეცე – მე!
მეჭე: მე უნდა გეცემე?!!!
მეცე: კარგი რა, მეჭე.. მე მეცე.. ანუ მეცე მე.. ანუ..
ანა: ვინც არ უნდა იყოთ.. რას ბოდავთ?
მეჭე: ბოდავო! ბოდდდავო!! გაიხსენე გაიხსენე გაიხსენე! როგორ,
არაფერი გახსოვს არა? პატარა გოგონა.. და ფერფლი.. არა?!
ანა: ვინ გოგონა?
მეცე: ანიკე, ანელ.. დამშვიდდი და ყველაფერი კარგად იქნება..
ანა: გინდათ რომ ჭკუიდან შემშალოთ?
მეჭე: ჰმ.. ეფექტის შედეგად მიღებული ტრავმა შეიძლება განიკურნოს
უკუეფექტის მოხდენის შემთხვევაშიც, თუმცა შენი ჭკუიდან
შეშლა ამ წარმოდგენას ვერ გაგვიმყარებს.. აფსუს..
მეცე: ქერა კულულებიანი თოჯინები, ანელ.. პერიოდული გრუხუნი
ცაზე.. და გოგონა.. გოგონა და ფერფლი..
ანა: ფერფლი? (თითქოს რაღაც ახსენდება)
მეჭე: (შემართებით) Deutschland, Deutschland.. über alles
მეცე: Über alles in der Welt..
მეჭე: Wenn es stets zu..
მეცე: Schutz und Trutze..
ანა: Brüderlich zusammenhält..
მეცე: არრრრრრის!
მეჭე: რა გიხარია, იმბეცილო, ეგ ტექსტი ისედაც ეცოდინებოდა..
ანა: (სევდიანად ჩაფიქრებული) გოგონა.. ფერფლი.. დღიური..
მეცე: ახლა მომისმინე, ანნელ.. (მეჭეს გადასძახებს) დრო რამდენი
დაგვრჩა?!
მეჭე: ცამეტი წუთი..
მეცე: ცამეტი წუთი.. მომისმინე ანელ.. ჩვენ სულ რაღაც ცამეტი წუთი
გვაქვს იმისთვის რომ შენ აქედან გაგათავისუფლოთ.. ოღონდ მხოლოდ ჩვენი ძალებით ამას ვერ მოვახერხებთ.. შენი დახმარებაც გვჭირდება.. ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება.. ამისათვის შენ ყველაფერი კარგად უნდა გაიხსენო.. უნდა გაფილტრო შენი გონება და გაიხსენო, ის რაც სინამდვილეა.. გესმის, ანნ? ანიკე?
მეჭე: რამდენს ელაყბები, იმბეცილო! ანნელისს.. გაიხსენე, თორემ
სამუდამოდ ჩარჩები ამ ფანჯრებს შორის!!
ანა: და თუ ეს წარმოსახვაა?
მეჭე: წარმოსახვა – ჩვენთვის! შენთვის კი ეს სასამართლოა, ჩემო
ძვირფასო.. სასამართლო და სამსჯავრო.. შენთვის ეს ჯოჯოხეთის
კარიბჭეა, ანელისსსს!
მეცე: კარგი რა, მეჭე.. აშინებ.. აბნევ.. აცადე ცოტაც..
მეჭე: შენ ფანჯრებს ხურავ.. ოთახს მთლიანად გმანავ..
მეცე: შენ ხომ იცი სად ინახავს იარაღს მამა?
მეჭე: ხმას ვერავინ გაიგებს, ზედმეტად სქელი კედლებია..
მეცე: არც ფერფლი იქნება.. არავითარი ფერფლი..
მეჭე: რა იოლია არა? საკუთარ თავზე უარის თქმა იოლია, ანიკე?
მეცე: დღიური – სხვენში.. დროულად არ ნახონ..
მეჭე: გოგონა.. ფერფლი..
ანა: წითელი და შავი დროშა.. თეთრი ჯვრით.. მამას მაღალყელიანი,
შავი ჩექმები აცვია..
მეცე: აი ასე.. ასე ჩემო გოგონა.. ასე უკეთესია.. კიდევ კიდევ..
ანა: ქუჩები გადატვირთულია.. ქუჩაში გოგონა გარბის..
მეჭე: თურმე..
ანა: გზა სავსეა ფერფლით.. თვალებში მეყრება.. მამამ რომ გაიგოს,
როგორ გავიპარე სახლიდან, საშინლად გაბრაზდება..
მეჭე: და სამუდამოდ დაგამჩნევს თავისი ქუსლების კვალს!
მეცე: მეჭე!
მეჭე: ჰო რა იყო რა.. ჯერაც არ უქნია თუ?!
ანა: (თითქოს რაღაცას იხსენებს, თითქმის არც უსმენს მეცეს და მეჭეს)
გოგონას უკან მივყვები.. ხელიდან რაღაც წიგნაკი უვარდება..
ამჩნევს.. უკან უნდა დაბრუნდეს.. მოიხედა.. დამინახა.. და.. და
გაიქცა.. უფრო სწრაფად გაიქცა.. შენობასთან შეუხვია.. სროლის
ხმა.. დაბლა ვიხრები.. დღიურია.. ჰო ნამდვილად დღიურის
დასაწერად განკუთვნილი ფურცლებია.. ყდაზე.. ყდა..
მეჭე: გაიხსენეეე!
ანა: ყდაზე ვარსკვლავი ხატია.. მერე სახლში მივდივარ.. სწრაფად..
მეცე: კარგი.. ცოტა ამოისუნთქე..
მეჭე: რა შეატყე სუნთქვის შეწყვეტის.. მშვენივრად ჭარტალებს..
„საწყალი ებრაელი.. ანა ფრანკი“..
ანა: აღარ შემიძლია!
მეცე: მეჭე, დრო?
მეჭე: (გაბრაზებით) ათათათი!
მეცე: რა დავაშშავე, ღმერთო, ასეთი!
ხმა: (სცენის მიღმა) საქმეს მიხედე, იმბეცილო!
მეჭე: (ხარხარებს) ჩაგეთვალათ, ბოს!!
ხმა: შენ გეუბნები, მეჭე!
მეჭე: (ამრეზით. თავისთვის ჩუმად) „იმბეცილო, იმბეცილო“ – განა არ
ვიცი რას ნიშნავს ეგ სიტყვა..
მეცე: ანნა.. ანიკე.. სულ ცოტაც დაგრჩა.. დროც ცოტაა.. ეხლა გონება
დაძაბე და..
ანა: (აწყვეტინებს. უკვე ფიქრებშია) დღიურის წერას ვიწყებ.. თავიდან
არ ამომდის გოგონას სახე.. გასროლის ხმა.. იქნებ სხვას ესროლეს?
მეჭე: ჩიტს ესროლეს და მოკვდა
ანა: დღიურს ღამით საწოლის ქვეშ ვინახავ, რომ არავინ ნახოს.. მამა..
მეჭე: საინტერესო ადგილს მივადექით!
ანა: მამა გვიან მოდის სახლში.. მკაცრი გამომეტყველება აქვს.. მამა..
მეჭე: ჰო ამოღერღე რას აკეთებს მამაშშშშენი!
ანა: მამა.. მგონი.. ბანაკის.. საკონცენტრაციო ბანაკის..
მეჭე: მეთვალყურეაააააა!
მეცე: კარგი, მეჭე, აცადე! მერე, ანელ.. მერე ანიკე..
ანა: ჰო.. საკონცენტრაციო ბანაკის მეთვალყურეა.. დედა არასოდეს
საუბრობს ამაზე.. ამბობს, რომ მამას რთული საქმეები აქვს..
მეჭე: თუმცა სახხხალისოო..
ანა: მე მგონი ვიცი რასაც აკეთებს მამა.. ცუდ.. ცუდ გზაზეა შემდგარი.
მეჭე: კაი კაცო, მართლა?!
ანა: მე დღიურს ვწერ.. ვცდილობ თავი იმ გოგონას ადგილზე
წარმოვიდგინო.. ოღონდ არ მახსოვს რას ვწერ!
მეცე: ანელ.. ანიკე.. იცოდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ შენ
სრულად არ აღიდგენ შენს რეალობას, სამუდამოდ აი აქ.. ამ
კედლებში ჩარჩები.. ვერასოდეს გააღწევ აქედან, გესმის?!
ვერასოდეს! ამიტომ კარგად დაფიქრდი.. თითქმის ყველაფერი
გაგახსენდა უკვე.. სულ ცოტაც.. სულ ცოტაც.. დრო ცოტაა ანელ..
მეჭე: დროულად, ქალიშვილო!!!
ანა: მე ანა.. ანა..
მეჭე: (მოთმინებე ღალატობს) ჰოო! შენ ანნა ფრიდი ხარ!! ანნა ფრიდ!
მამაშენი საკონცენტრაციო ბანაკის მეთვალყურეა და იმას აკეთებს
რაც შენ არც კი დაგესიზმრება!! შენ უაღრესად წმინდა სისხლის
მქონე პატიოსანი ახალგაზრდა ხარ და წარმოდგენაც არ გაქვს,
სად ცხოვრობ!! ანნა ფრიდ!! და თანდათან რაღაცას ხვდები და
ჯღაპნი და ჯღაპნი იმ შენს დღიურში რაღაცებს.. შენ თავთან
გაორებული ცდილობ ეძებო ყველაფერი ამის გასაღები, ანნა
ფრიდ! მერე.. მერე როცა ყველაფერი სრულდება.. როცა დღიურში
ადგილი არ გრჩება საწერად.. შენ უკიდურესობამდე მიდიხარ და!
მეცე: მეჭე!! ახლა უკვე თვითონ!! წესებს დაარღვევ!
მეჭე: (ოფლს იწმენდს) თვითონ თვითონ.. 5 წუთი დაგვრჩა, იმბეცილო!
ანა: ყველაფერი გამახსენდა.. უკვე ყველაფერი გამახსენდა..
მეცე: თქვი თქვი თქვი
ანა: მე მამას ჩუმად მივყვები.. ვიღაც ჯარისკაცებთან ერთად მანქანით
მიდის.. ვცდილობ კვალი არ დავკარგო.. მივდივარ.. შორიდან
ვაკვირდები.. ბანაკი მავთულხლართებითაა დაცული.. ხალხი..
ხალხი..
მეჭე: როგორ არიან?!
ანა: (აღარ შეუძლია. ცრემლი მოსდის) არ მინდა!
მეცე: უნდა, ანა, უნდა.. თორემ აქედან ვერ გააღწევ.. ამ ვაკუუმში
ჩარჩები სამუდამოდ!
ანა: ხალხი მოსიარულე მკვდრებს ჰგვანან.. ვერ ვუყურებ დიდხანს..
სახლში მოვრბივარ.. ერთიანად ტალახში ვარ ამოსვრილი.. ვიცი
მამა სად ინახავს იარაღს.. ვიღებ.. არ ვიცი რას ვაკეთებ.. რა
საშინელებაა, ღმერთო, რა საშინელება!
მეჭე: დავიწყო დროის უკუათვლა?!
ანა: დღიურში უკანასკნელ სიტყვებს ვწერ.. საწოლის ქვეშ ვინახავ.. და
ხელს ვაწერ.. „ანა ფრანკი“..
მეჭე: ფანტაზიები.. ფანტაზიები.. ფანტაზიები..
ანა: იარაღს ვტენი.. ეს მამას საკუთარი იარაღია.. ძალიან უყვარს..
ნაგანი, 1895 წლის მოდელი.. ღმერთო, რას ვბოდავ..
მეჭე: ძლივს სიმართლე თქვა და ვბოდავო..
ანა: ფანჯრები.. შეიძლება ხმა ნაადრევად გაიგონ.. ფანჯრებს ვხურავ..
კარს ვრაზავ.. პირველი ალბათ დედა მნახავს.. ჩემი შავი კაბა
უნდა ჩავიცვა.. ფანჯრებს ვხურავ.. მერე.. მერე..
მეჭე: ანამ დახურა ფანჯრები,
ანამ დახურა კარრი..
მერე გატენა ნაგანი
მეცე: (ამოისუნთქებს) ანამ მოიკლა თავი..
მეჭე: მგონი მოვრჩით!
მეცე: ახლა უკვე შეძლებ, რომ აქედან გააღწიო, ანიკე.. შენი სულიც
დამშვიდდება და არ იქნება სამუდამოდ ამ ვაკუუმში
გამომწყვდეული
მეჭე: ბოლო წერტილი დაგვრჩა დასასმელი, მეცცე!
მეცე: ჰო.. ჰო.. ბოლო წერტილი.. მოკლედ
მეჭე: მოკლედ 40 წამიღა გვაქვს..
მეცე: აბა ანიკე.. ეხლა ყურადღებით.. ყველაფერი რამოდენიმე წამში
დასრულდება.. ეხლა დამშვიდდი და..
მეჭე: კიდევ ერთხელ გვითხარი, ე.ი. ვინ ყოფილხარ, რა გქვია და რა
გვარი ხარ..
მეცე: ჰო უბრალოდ გვითხარი და გზაც ხსნილია..
(პაუზა)
ანა: (აქამდე ერთ წერტილს არ აშორებდა თვალს. ისტერიაგადატანილ
მდგომარეობაშია. ოდნავი ღიმილით) ეს ბალიში აქ უფრო
ლამაზად იქნება.. ამ ფანჯარას უფრო უხდება მგონი.. ეს კი აქეთ..
(ბალიშებს ადგილებს უნაცვლებს.. ფანჯრებს ალამაზებს)
მეჭე: რა დროს ბალიშებია.. დრო გადის! ათი წამი.. ათი წამიღა..
მეცე: დროულად, ანელ!
ანა: (ღიმილით) ჰო.. ჰო.. მე ანა ვარ.. ანა.. ანა ფრანკი.. მამაჩემს ოტო
ჰქვია.. რომელიღაც..
(თანდათან ძლიერდება გერმანიის ჰიმნი.. მუსიკა ფარავს ანას ხმას)
ფ ა რ დ ა

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Grreat reading your blog
ReplyDelete