Monday, April 7, 2008

იზ­ა­ბელ ალ­ენ­დე



­­­­­თუ ჩემი გულის სიმებს შეეხე


­­­­­­­­­ მოთხრობა შესულია კრებულში, "ევა ლუნას ამბები­დან" (1991)


ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა


ამ­­დეო პე­რალ­ტა მა­მის ბან­და­ში გა­­ზარ­და და რო­გორც მა­თი ოჯ­­ხის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი, არ­ამ­ზა­დად იწვ­­­ნე­ბო­და. მა­მა­მი­სი თვლი­და, რომ სკო­ლა დე­დი­კოს ბი­ჭე­ბის­­ვის იყო მო­გო­ნი­ლი. ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი რომ გა­­ტა­ნო, წიგ­ნი სუ­ლაც არ გჭირ­დე­ბა, მთა­ვა­რია მა­გა­რი მუშ­ტი გქონ­დეს და სწრა­ფად აზ­როვ­ნებ­დეო, - ასე სჯე­რო­და და თა­ვის ბი­ჭებ­საც მხო­ლოდ უხ­­შო­ბა­სა და დარ­ტყ­მი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნას ას­წავ­ლი­და. მაგ­რამ მე­რე მიხ­­და, რომ დროს­თან ერ­თად ქვე­ყა­ნაც სწრა­ფად იცვ­ლე­ბო­და და შავ-ბნელ საქ­მე­ებ­საც უკ­­თე­სი სა­ფარ­ვე­ლი სჭირ­დე­ბო­და. უნ­იღ­ბოდ ყა­ჩა­ღო­ბის ხა­ნა კო­რუფ­ცი­ის დრომ შეც­ვა­ლა; ესე იგი, ქო­ნე­ბა თვი­თო­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტე­რი­­მე­ბით უნ­და ემ­არ­თა და იმ­­ჯის გა­მოს­წო­რე­ბა­ზეც უნ­და ეზ­რუ­ნა. ჰო­და, მო­უხ­მო თა­ვის ვა­ჟებს და გავ­ლე­ნი­ან ხალ­­თან და­მე­გობ­რე­ბა და იმ კა­ნო­ნი­­რი ფან­დე­ბის სწავ­ლა და­­ვა­ლა, სას­ჯე­ლის საფ­­თხის გა­რე­შე სიმ­დიდ­რის შემ­­გო­მი დაგ­რო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას რომ მის­ცემ­დათ. ის­იც ურ­ჩია, სა­ცო­ლე­­ბი ძველ გვა­რიშ­ვი­ლებს შო­რის ეძ­ებ­ნათ და ამ გზით პე­რალ­ტას გვა­რის­­ვის სის­­ლი და ტა­ლა­ხი ჩა­მო­­რეცხათ. ამ დრო­­სათ­ვის ამ­­დეო ოც­და­თორ­მე­ტი წლის იყო; გო­გო­­ბის ცდუ­ნე­ბა და მი­ტო­ვე­ბა ძვალ­სა და რბილ­ში ჰქონ­და გამ­­და­რი. ქორ­წი­ნე­ბის იდეა არ­აფ­რად ეპ­იტ­ნა­ვე­ბო­და, მაგ­რამ მა­მის ურ­ჩო­ბა ვერ გა­ბე­და. ექვ­სი თა­­ბის მკვიდ­რი მდი­და­რი მი­წათ­­­ლო­ბე­ლის ქა­ლიშ­ვილს სთხო­ვა ხე­ლი. ქა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც არც­თუ ისე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო და ში­ნა­ბე­რად დარ­ჩე­ნის ეშ­­ნო­და, თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლის სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მი­­ხე­და­ვად, პე­რალ­ტას წი­ნა­და­დე­ბა მი­­ღო. მე­რე და­იწყო პრო­ვინ­ცი­­ლი ნიშ­ნო­ბის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ფუს­ფუ­სი. თეთ­რი ტი­ლოს პე­რან­­სა და პრი­­ლა ფეხ­საც­მელ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ამ­­დეო ყო­ველ დღე ქო­რის­­ვა­ლე­ბა სა­სი­დედ­როს, ან რო­მე­ლი­მე დე­­დის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ხვდე­ბო­და თა­ვის სა­ცო­ლეს; და ვიდ­რე ახ­ალ­გაზ­­და ლე­დი ყა­ვი­თა და ტკბი­ლე­­ლით უმ­ას­პინ­­­დე­ბო­და, ამ­­დე­ოს წა­რა­მა­რა სა­­თის­კენ გა­ურ­ბო­და თვა­ლი, რომ პირ­ვე­ლი­ვე მო­ხერ­ხე­ბულ წუთს წა­სას­­ლე­ლად ბო­დი­ში მო­­ხა­და.

ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბო­და, რო­ცა ამ­­დეო პე­რალ­ტას საქ­მი­­ნი მოგ­ზა­­რო­ბა მო­უხ­და პრო­ვინ­ცი­ებ­ში და გზად ერთ-ერთ ნა­ხევ­რად ცა­რი­ელ და მი­ვიწყე­ბულ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, აგუა სან­ტა­შიც მოხ­­და. ნა­სა­დი­ლევს, რო­ცა ქა­ლა­ქის ვიწ­რო ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბო­და და სიცხე და ჰა­­რი მან­გოს მწკლარ­ტე სუნს აგ­­ნებ­და, მის სმე­ნას ქვებ­ზე მო­რაკ­რა­კე ნა­კა­დულს ხმა­სა­ვით წკრი­­ლა ბგე­რე­ბი მის­­­და. ხმა ერ­თი ღა­რი­ბუ­ლი სახ­ლი­დან გა­მო­დი­­და. რკი­ნის ორ­ნა­მენ­ტე­ბი­ან გი­სო­სებს მიღ­მა, ეზ­ოს სიღ­­მე­ში, მი­წა­ზე ფეხ­მო­კე­ცი­ლი ყმაწ­ვი­ლი გო­გო­ნას მშვე­ნი­­რი სი­ლუ­­ტი მო­ჩან­და. მუხ­ლებ­ზე ხის პა­წია არ­ფა ედო და სი­მებს არ­ხევ­და. ამ­­დე­ომ კარ­გა ხანს ვერ მოწყ­ვი­ტა თვა­ლი.

"აქ­ეთ მო­დი, ძვირ­ფა­სო არ­სე­ბავ", - ბო­ლოს ასე და­­ძა­ხა. გო­გო­ნამ თა­ვი ას­წია და ამ­­დე­ომ ბავ­­ვურ სა­ხე­ზე შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და დაბ­ნე­­ლი ღი­მი­ლი შე­ნიშ­ნა. "ჩემ­თან წა­მო­დი", - ჩახ­ლე­წი­ლი ხმით შე­­ვედ­რა.

გო­გო­ნა შე­ყოვ­­და. უკ­­ნას­­ნელ­მა ბგე­რამ კითხ­ვა­სა­ვით გა­იწ­­რი­­ლა. პე­რალ­ტამ კი­დევ და­­ძა­ხა. გო­გო­ნა წა­მოდ­გა და მის­კენ წა­მო­ვი­და; ამ­­დე­ომ რკი­ნის გი­სოს­ში შე­­ცუ­რა ხე­ლი, სა­კე­ტი ას­წია, კა­რი გა­­ღო და მის ხელს მიწ­­და; და მე­რე თა­ვი­სი ცდუ­ნე­ბა­თა მთელ რე­პერ­ტუ­არს მოხ­­ნა პი­რი: და­­ფი­ცა, რომ ოც­ნე­ბებ­ში ხე­დავ­და ამ გო­გოს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ მას ეძ­ებ­და, რომ ვე­ღარ­სად გა­უშ­ვებს, ვე­რა­ვინ და­უთ­მობს, რად­გან მი­სი ბე­დის­წე­რაა. შე­ეძ­ლო უამყ­ვე­ლაფ­რო­დაც იოლ­ად გა­სუ­ლი­ყო. გო­გო­ნას, უბ­რა­ლოს და ალ­ალს, კა­ცის სიტყ­ვე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ბა არც კი ეს­მო­და. თუმ­ცა, ნათ­­ვა­მის ტონ­მა სა­ბო­ლო­ოდ მო­­ჯა­დო­ვა. ჰორ­ტენ­ზია ერქ­ვა და ის-ის იყო თხუთ­მე­ტი შეს­რუ­ლე­ბო­და. სხე­­ლი პირ­ვე­ლი გრძნო­ბე­ბის­­ვის უკ­ვე მო­წე­­და, თუმ­ცა სხე­ულ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ მღელ­ვა­რე­ბას ჯერ სა­ხელს ვერ უძ­ებ­ნი­და. ამ­­დე­ოს­­ვის იოლი იყო მი­სი მან­ქა­ნა­ში ჩას­მა, მყუდ­რო ად­გი­ლის გა­მო­ძებ­ნა და ერთ სა­ათ­ში სუ­ლაც გა­და­ვიწყე­ბა. ვერც კი იც­ნო, რო­ცა ერ­თი კვი­რის შემ­დეგ გო­გო­ნა მო­­ლოდ­ნე­ლად სახ­­ში მი­ად­გა. ას ორ­მო­ცი კი­ლო­მეტ­რი გა­მო­ევ­ლო. ბამ­ბის უბ­რა­ლო ყვი­თე­ლი კა­ბა და ტი­ლოს ეს­პად­რე­ლე­ბი ეც­ვა, მკლა­ვი არ­ფა­სათ­ვის მო­ეხ­ვია და მთლი­­ნად სიყ­ვა­რუ­ლის ალ­მუ­რი ას­დი­­და.

ორ­მოც­დაშ­ვი­დი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ცოცხ­ლად ჩა­მარ­ხუ­ლი ჰორ­ტენ­ზია ორ­მო­დან ამ­­იყ­ვა­ნეს, რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ქვეყ­ნის ყვე­ლა კუთხი­დან და­ეხ­ვი­ენ ფო­ტო­­ბის გა­და­სა­ღე­ბად, აღ­არც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ახ­სოვ­და და არც ის, იქ რო­გორ მოხ­­და.

რე­პორ­ტი­­რე­ბი ამ­­დეო პე­რალ­ტას მი­აწყ­­ნენ: "რა­ტომ გყავ­დათ ასე, საბ­რა­ლო მხე­ცი­ვით გა­მომ­წყ­­დე­­ლი"?

"იმ­­ტომ რომ ასე მინ­დო­და", - მშვი­დად უპ­­სუ­ხა მან. ამ დრო­­სათ­ვის ოთხ­მო­ცის იყო და ჯერ კი­დევ ძვე­ლე­ბუ­რად ბრწყი­ნავ­და; ვერ გა­­გო, ამ­დე­ნი წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბის გა­მო რა სა­ჭი­რო იყო მთე­ლი ეს აურ­ზა­­რი.

ახს­ნა-გან­მარ­ტებს არ­­სო­დეს იძ­ლე­­და. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კა­ცი იყო, პატ­რი­არ­ქი, ოჯ­­ხის დი­დი პა­პა; ვე­რა­ვინ ბე­დავ­და მის­­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას, მღვდლე­ბიც კი თავ­დახ­რით ეს­ალ­მე­ბოდ­ნენ. თა­ვი­სი ხან­­­­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მა­მის­გან მემ­­ვიდ­რე­­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ერ­თი-ას­ად აქ­ცია; უდ­­დე­სი მი­წე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­და; მე­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­­რაც აიწ­ყო და იმ მი­და­მო­ებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან კა­ცად იქ­ცა. ცო­ლად შე­ირ­თო მი­წათ­­­ლო­ბე­ლის უშ­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად ქვეყ­ნად ცხრა კა­ნო­ნი­­რი მემ­­ვიდ­რე მო­ავ­ლი­ნა; ყავ­და უთ­ვა­ლა­ვი ნა­ბიჭ­ვა­რიც, სხვა ქა­ლე­ბი­სა­გან, რო­მელ­თა­გან ერ­თიც არ ახ­სოვ­და. სიყ­ვა­რუ­ლის­­ვის გუ­ლი მე­ტის­მე­ტად და­კოჟ­რე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი ქა­ლი, რომ­ლის სრუ­ლი გა­და­ვიწყე­ბაც ვერ მო­­ხერ­ხა, ჰორ­ტენ­ზია იყო; ეს ქა­ლი გა­მუდ­მე­ბუ­ლი კოშ­მა­რი­ვით უტ­რი­­ლებ­და გო­ნე­ბა­ში. მი­ტო­ვე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თის მა­ღალ ბა­ლახ­ში ხან­მოკ­ლე ალ­ერ­სის შემ­დეგ, ის თა­ვის სახლს, საქ­მეს და მო­საწყენ სა­ცო­ლეს და­უბ­რუნ­და. ჰორ­ტენ­ზი­ამ თვი­თონ და­უწყო ძებ­ნა, ვიდ­რე არ მი­აგ­ნო; და პე­რან­გის სა­ხე­ლო­ზეც თვი­თონ ჩა­ებღა­­ჭა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბით. "სა­ხუ­მა­რო ამ­ბავს არ ჰგავ­სო", - გა­­ფიქ­რა. დღე-დღე­ზე ზარ­ზე­­მით ქორ­წი­ლი უნ­და გა­­მარ­თა და ეს იდ­­­ტი გო­გო კი კარ­ზე მოს­­გო­მო­და. თა­ვი­დან უნ­და მო­­შო­რე­ბი­ნა. და მა­ინც, იმ ყვი­თელ კა­ბა­ში გა­მოწყო­ბილს, თვა­ლებ­ში ვედ­რე­ბა­ჩამ­­გარს რომ შე­ხე­და, იფ­იქ­რა, სუ­ლე­ლი ვიქ­ნე­ბი შემ­თხ­ვე­ვა არ გა­მო­ვი­ყე­ნოო. გა­დაწყ­ვი­ტა, ცო­ტა ხნით, ვიდ­რე გა­მო­სა­ვალს იპ­ოვ­ნი­და, სად­მე და­­მა­ლა.

და აი, ასე უბ­რა­ლოდ, უც­­ბე­დად აღ­მოჩ­­და ჰორ­ტენ­ზია ძვე­ლი შაქ­რის წის­­ვი­ლის სარ­დაფ­ში, რო­მე­ლიც პე­რალ­ტე­ბის გვარს ეკ­უთ­­ნო­და და რო­მელ­შიც ჰორ­ტენ­ზი­ამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­­ტა­რა. ეს იყო დი­დი ოთ­­ხი, ბნე­ლი და ნეს­ტი­­ნი; ზაფხულ­ში სუ­ლის შემ­ხუთ­ვე­ლი და ღამ­ღა­მო­ბით ცი­ვი; ძვე­ლი ავ­­ჯის ნარ­ჩე­ნე­ბი­თა და თი­ვით სავ­სე. ამ­­დე­ოს მის­­ვის მე­ტი კომ­ფორ­ტის შექ­­ნა­ზე არც უზ­რუ­ნია, თუ არ ჩავ­­­ლით იმ ფან­ტა­ზი­ებს, რომ­ლე­ბი­თაც გო­გო­ნას დრო­დად­რო კვე­ბავ­და; რომ­ლებ­შიც მას აღ­მო­სავ­ლუ­რი ზღაპ­რი­დან გად­მოყ­ვა­ნილ სატ­­ფოდ აქ­ცევ­და, გამ­­ვირ­ვა­ლე მო­სას­ხა­მებ­სა და ფარ­შე­ვან­გის ფრთებ­ში ახ­ვევ­და; იქ­­­რო­ბას და­კი­დუ­ლი ჭე­რით, ფე­რად­შუ­ში­­ნი ლამ­ფე­ბით, მო­ოქ­რო­ვი­ლი ავ­­ჯი­თა და სქე­ლი ხა­ლი­ჩე­ბით რთავ­და. ჰორ­ტენ­ზი­ას რომ შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, შე­იძ­ლე­ბა და­პი­რე­ბე­ბი მარ­­ლა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა; მაგ­რამ გო­გო­ნა ვე­ლუ­რი ჩი­ტი­ვით იყო; გა­ლი­ის სიღ­­მე­ში შე­ყუ­ჟულ ბრმა ფრინ­ველს ჰგავ­და. მხო­ლოდ ცო­ტა­­დე­ნი საკ­ვე­ბი და წყა­ლი სჭირ­დე­ბო­და. ყვი­თე­ლი კა­ბაც შე­მო­­ხა და სულ­­­ლად შიშ­ვე­ლი დარ­ჩა.

"ვუყ­ვარ­ვარ. მე მას ყო­ველ­­ვის ვუყ­ვარ­დი", - აი, ეს თქვა, რო­ცა მე­ზობ­ლებ­მა იქ­­დან იხს­ნეს. ამ­დე­ნი წლის ტყვე­­ბა­ში სიტყ­ვე­ბის გა­მოთ­­მას გა­დაჩ­ვე­­და და ბა­გი­დან სა­სიკ­­დი­ლო სა­რე­ცელ­ზე მწო­ლი­­რე ქა­ლის ხრო­ტი­ნი­ვით ხმა ამ­­­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე ამ­­დეო ძი­რი­თა­დად მას­თან სარ­დაფ­ში იყო. იმ მა­დას იოკ­ებ­და, და­­­კე­ბე­ლი რომ ეგ­­ნა. ეშ­­ნო­და, რომ ჰორ­ტენ­ზი­ას ვინ­მე აღ­მო­­ჩენ­და; სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც კი შურ­და; სარ­დაფ­ში დღის სი­ნათ­ლე­საც არ უშ­ვებ­და; მხო­ლოდ სა­ვენ­ტი­ლა­ციო ხვრე­ლი­დან შე­მო­სუ­ლი პა­ტა­რა სხი­ვი ან­­თებ­და იქ­­­რო­ბას. სიბ­ნე­ლე­ში ერთ­მა­ნეთს გი­ჟე­ბი­ვით ეწ­­ფე­ბოდ­ნენ; კა­ნი ეწ­ვო­დათ, გუ­ლე­ბი კი­ბორ­ჩხა­ლე­ბი­ვით ეკ­რუნ­ჩხე­ბო­დათ. იმ ჯურ­­მულ­ში ყვე­ლა სურ­ნე­ლი და გე­მო უკ­­დუ­რე­სად მძაფ­რი ჩან­და. ერთ­მა­ნეთს ეხ­ვე­ოდ­ნენ, ერ­თად იყვ­ნენ, ერთ­მა­ნე­თის ყვე­ლა­ზე ფა­რულ ვნე­ბებ­ში იძ­­რე­ბოდ­ნენ. მა­თი ხმე­ბი ექ­­­ბად გრძელ­დე­ბო­და. კედ­ლე­ბი ერ­თი-ას­ად გაძ­ლი­­რე­ბულ სულ­­­მა­სა და ოხვ­რას უკ­ან უბ­რუ­ნებ­დათ. სარ­და­ფი სა­ცო­ბი­ან ფლა­კონს და­ემ­­გავ­სა, რომ­ლის ჯა­დოს­ნურ სითხე­შიც მო­ელ­ვა­რე, ტყუ­პის­ცა­ლი ემბ­რი­­ნე­ბი­ვით და­ლივ­ლი­ვებ­­ნენ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ახ­ლო­ვე თით­ქოს სიყ­ვა­რულ­შიც აერ­­ათ.

რო­ცა ჰორ­ტენ­ზი­ას ეძ­­ნე­ბო­და, მი­სი სატ­­ფო საჭ­­ლის მო­სა­ტა­ნად მი­დი­­და და გო­გო­ნას გაღ­ვი­ძე­ბამ­დე ბრუნ­დე­ბო­და, სა­სიყ­ვა­რუ­ლოდ ძა­ლა­მოკ­რე­ბი­ლი, ალ­ერ­სის ტალ­ღე­ბის გა­სა­ახ­ლებ­ლად. მათ შე­ეძ­ლოთ მა­ნამ­დე ყვა­რე­ბო­დათ ერთ­მა­ნე­თი, ვიდ­რე ვნე­ბი­სა­გან სუ­ლი არ ამ­ოხ­დე­ბო­დათ; შე­ეძ­ლოთ ერთ­მა­ნე­თი შთა­ენ­­ქათ, ჩი­რაღ­­ნე­ბი­ვით აალ­­ბუ­ლიყ­­ნენ; მაგ­რამ ასე არ მომ­­და­რა. ის, რაც მოხ­და, იყო უფ­რო ჩვე­­ლებ­რი­ვი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ნაკ­ლე­ბად გრან­დი­­ზუ­ლი. ერ­თი თვეც არ გა­სუ­ლა და ამ­­დეო პე­რალ­ტა და­­ღა­ლა ერთ­სა და იმ­­ვეს თა­მა­შით; ნეს­ტი­სა­გან სახ­­რებ­ში ტკი­ვი­ლი იგრ­­ნო და ამ ჯურ­­მუ­ლის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი­სად­მი ლტოლ­ვა და­უბ­რუნ­და. დრო დად­გა, ცოცხ­ლე­ბის სამ­ყა­როს დაბ­რუ­ნე­ბო­და და ხელ­ში მის­­ვის გან­კუთ­­ნი­ლი სკიპ­­რა აეღო.

"შენ აქ და­მე­ლო­დე, მე გა­რეთ მივ­დი­ვარ და ძა­ლი­ან მდი­და­რი გავ­­დე­ბი. ის­ეთ სა­ჩუქ­რებს, კა­ბებს და სამ­კა­­ლებს მო­გი­ტან, დე­დო­ფალს რომ ეკ­ად­რე­ბა", - ასე უთხ­რა და გა­მო­ემ­­ვი­დო­ბა.

"ბავ­­ვე­ბი მინ­და", - თქვა ჰორ­ტენ­ზი­ამ.

"ბავ­­ვე­ბი არა, მაგ­რამ თო­ჯი­ნე­ბი გე­ყო­ლე­ბა".

თვე­­ბი გა­დი­­და და პე­რალ­ტას და­­ვიწყ­და კა­ბე­ბის, სამ­კა­­ლე­ბის და თო­ჯი­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჰორ­ტენ­ზი­ას­თან მა­შინ მი­დი­­და, რო­ცა ახ­სენ­დე­ბო­და. ყო­ველ­­ვის სა­­ლერ­სოდ არა. ზოგ­ჯერ, უბ­რა­ლოდ, უნ­დო­და მი­სი არ­ფი­სათ­ვის მო­ეს­მი­ნა. მოს­წონ­და, ინს­­რუ­მენ­­თან დახ­რილს, სი­მე­ბით გარ­თულს რომ უც­ქე­რო­და. ზოგ­ჯერ ისე ეჩ­ქა­რე­ბო­და, სიტყ­ვას არ ეტ­ყო­და. წყლის თა­სებს უვ­სებ­და, პრო­დუქ­ტით სავ­სე ტო­მა­რას უტ­­ვებ­და და მი­დი­­და. ერთხელ მთე­ლი ცხრა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გახ­სე­ნე­ბია და რომ მი­­კითხა, სიკ­­დი­ლის პი­რას მი­სულს მი­უს­­რო. მიხ­­და, ვინ­მე უნ­და ეპ­ოვ­ნა, ვინც მის ტყვეს მო­უვ­ლი­და, რად­გან უკ­ვე აღ­არც ეც­­ლა, მთე­ლი დრო ოჯ­ახს, მოგ­ზა­­რო­ბას და საქ­მე­ებს მიჰ­ქონ­და. ამ რო­ლი­სათ­ვის სიტყ­ვაძ­ვი­რი ინ­დი­­ლი ქა­ლი აირ­ჩია. ბოქ­ლო­მის გა­სა­ღებს ის ინ­­ხავ­და და რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­დი­­და, რომ სარ­და­ფი და­­სუფ­თა­ვე­ბი­ნა და სირ­­ვე­ლი მო­­ცი­ლე­ბი­ნა ჰორ­ტენ­ზი­ას სხე­­ლი­დან, თვა­ლის­­ვის თით­­მის უხ­­ლა­ვი, ბა­ცი, ნა­ზი ყვა­ვი­ლე­ბით რომ და­ფა­რუ­ლი­ყო და მოხ­ნუ­ლი მი­წი­სა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის სუ­ნი რომ ჰქო­ნო­და.

"ნუ­თუ არ­­სო­დეს გიგ­­­­ნი­ათ სიბ­რა­ლუ­ლი ამ ქა­ლის მი­მართ", - ჰკითხეს ინ­დი­ელს, რო­ცა ის­იც და­­პა­ტიმ­რეს ად­­მი­­ნის მო­ტა­ცე­ბა­ში თა­ნამ­­რახ­ვე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. ქალ­მა პა­სუ­ხი არ გას­ცა; არ­აფ­რის­მეტყ­ვე­ლი თვა­ლე­ბით იც­ქი­რე­ბო­და და თამ­ბა­ქოს შავ კვამლს აბ­­ლებ­და.

არა, მას არ უგრ­­­ნია სიბ­რა­ლუ­ლი ამ ქა­ლის გა­მო; სჯე­რო­და, რომ ამ ქა­ლის მო­წო­დე­ბა მო­ნო­ბა იყო და რომ ამ მო­ნო­ბა­ში თავს ბედ­ნი­­რა­დაც კი გრძნობ­და; ან კი­დევ, იდ­­­ტად იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და რო­გორც სხვა მის­ნა­­რებს, ერ­ჩია გა­მომ­წყ­­დე­­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე ქუ­ჩის და­ცინ­ვა და საფ­­თხე აეტ­­ნა. ჰორ­ტენ­ზი­ას არ­­ფე­რი გა­­კე­თე­ბია ის­­თი, რომ თა­ვი­სი მე­ტუ­სა­ღის აზ­რი შე­ეც­ვა­ლა. არ­­სო­დეს გა­მო­­ხა­ტავს ინ­ტე­რე­სი სამ­ყა­რო­სად­მი; არ­­სო­დეს უც­დია გა­რეთ გა­მოს­­ლა და სუფ­თა ჰა­­რის ჩა­სუნ­­­ვა; და არ­­სო­დეს, არ­აფ­რის გა­მო არ და­­ჩივ­ლია. მოწყე­ნილ­საც არ­ას­­როს ჰგავ­და. მი­სი გო­ნე­ბა ბავ­­ვო­ბის რო­მე­ლი­ღაც სა­ფე­ხურ­ზე გა­ჩერ­და; მარ­ტო­­ბა არ­­ნა­­რად არ აწ­­ხებ­და. მი­წის­­ვე­შა არ­სე­ბად იქ­ცა. იქ, იმ სა­მა­რე­ში გრძნო­ბე­ბი გა­უმ­ძაფ­­და და უხ­­ლა­ვის და­ნახ­ვა ის­წავ­ლა; ის გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი იყო ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­­რი სუ­ლე­ბით, რომ­ლებ­საც ხელ­ჩა­კი­დუ­ლი მიჰ­ყავ­დათ სხვა სამ­ყა­რო­­ბი­სა­კენ. უკ­ან ტო­ვებ­და კუთხე­ში მი­კუნ­ჭულ სხე­ულს და ვარ­­­­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ სივ­­ცე­ში მოგ­ზა­­რობ­და, რო­გორც მტვრის ნა­წი­ლა­კი, ბნელ სამ­ყა­რო­ში ყო­ველ­­ვა­რი მი­ზე­ზი­სა და მიზ­ნის გა­რე­შე მო­ხე­ტი­­ლე. სარ­კე რომ ჰქო­ნო­და, სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­აძ­­წუ­ნებ­და. ახ­ლა კი, რად­გან არ შე­ეძ­ლო თა­ვის და­ნახ­ვა, ის არ იყო სა­კუ­თა­რი ხრწნის მოწ­მე: ვერ ხე­დავ­და კან­ზე ჩა­მო­კი­დულ ქერცლს, ვერც აბ­რე­შუ­მის ჭი­ებს, გრძელ, აბ­ურ­დულ თმა­ში რომ ჩახ­ვე­ოდ­ნენ; ვერც ჩრდი­ლე­ბის ჭვრე­ტი­სა­გან დაბ­­მა­ვე­ბულ თვა­ლებ­ში და­წო­ლილ ტყვი­ის­ფერ ღრუბ­ლებს. ვერ გრძნობ­და, რო­გორ ეზრ­დე­ბო­და ყუ­რე­ბი, ვიდ­რე სმე­ნა გა­რე სამ­ყა­როს ბგე­რებ­ზე, უს­უს­ტეს და უშ­­რეს ხმებ­ზე, - სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ბავ­­ვე­ბის სი­ცილ­ზე, ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლის ზა­რის წკა­რუნ­ზე, ჩი­ტე­ბის ფრე­ნა­ზე, მდი­ნა­რის ბუტ­ბუტ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბო­და. ვერც იმ­ას ხვდე­ბო­და, რომ მი­სი ერთ­­როს ლა­მა­ზი და ძლი­­რი ფე­ხე­ბი, ამ შეზ­ღუ­დულ სივ­­ცე­ში ხოხ­ვი­სა­გან სულ­­­ლად და­იგ­რი­ხა; რომ ფე­ხის თი­თებ­ზე ფრჩხი­ლე­ბი ნა­დი­რის ჩლი­ქე­ბი­ვით გა­უს­ქელ­და; რომ ძვლე­ბი მი­ნის მი­ლე­ბად ექ­ცა, მუ­ცე­ლი ნეკ­ნებს შო­რის ჩა­­ვარ­და, ზურ­­ზე კუ­ზი და­აწ­ვა. მხო­ლოდ მი­სი ხე­ლე­ბი, მუ­დამ არ­ფა­ზე შე­მოხ­ვე­­ლე­ბი, ინ­არ­ჩუ­ნებ­­ნენ ფორ­მას და სი­მეტ­რი­ას. თუმ­ცა, თი­თებს და­­ვიწყ­დათ ყვე­ლა ძვე­ლი მე­ლო­დია და ახ­ლა ინს­­რუ­მენ­ტი მხო­ლოდ მის მკერ­­ში და­გუ­ბე­ბულ ამ­­უთ­­მელ კვნე­სას გა­მოს­ცემ­და. შო­რი­დან ჰორ­ტენ­ზია ცირ­კის ტრა­გი­კულ მა­­მუნს ჰგავ­და; უფ­რო ახ­ლო­დან ის უს­აზ­­­რო სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბას აღძ­რავ­და. თავ­­და­ტე­ხი­ლი სა­ზა­რე­ლი ცვლი­ლე­ბი­სა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­რა­ფე­რი გა­­გო. გო­ნე­ბა­ში უცვ­ლე­ლად ჩარ­ჩე­ნო­და სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, გო­გო­ნას სა­ხე, ამ­­დეო პე­რალ­ტას მან­ქა­ნამ იმ დღეს რომ აირ­ეკ­ლა, რო­დე­საც ამ ჯურ­­მულ­ში მოჰ­ყავ­და. სჯე­რო­და, რომ ის­­თი­ვე ლა­მა­ზი იყო, რო­გორც ყო­ველ­­ვის და ისე იქ­ცე­­და, თით­ქოს მარ­­ლა ლა­მა­ზი იყო. სი­ლა­მა­ზის ხსოვ­ნა მის არ­­სე­ბა­ში ღრმად შე­ყუ­ჟუ­ლი­ყო და თუ ძა­ლი­ან მი­­ახ­ლოვ­დე­ბო­დი, პრე­ის­ტო­რი­­ლი ჯუ­ჯის ფა­სა­დის მიღ­მა ამ ხიბ­ლი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბო­და თვა­ლიც მო­გეკ­რა.

ამ­­სო­ბა­ში კი, ამ­­დეო პე­რალ­ტამ, მდი­დარ­მა და სა­შიშ­მა, მთე­ლი რე­გი­­ნი და­იპყ­რო. კვი­რა­­ბით თავ­ში უჯ­და უზ­არ­მა­ზარ მა­გი­დას, რო­მელ­საც გარს მი­სი ვა­ჟე­ბი და ძმის­­ვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ხელ­­ვე­­თე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და გე­ნერ­ლე­ბი შე­მოს­­დო­მოდ­ნენ. ყვე­ლას გუ­ლი­თა­დად, მაგ­რამ გარ­­ვე­­ლი ქედ­მაღ­ლო­ბით ექ­ცე­­და. ყვე­ლას უნ­და ხსო­მე­ბო­და, თუ ვინ იყო აქ მთა­ვა­რი. ზურ­­სუ­კან ხალ­ხი ჭო­რა­ობ­და, თუ რამ­დენს და­უნ­­რია ცხოვ­რე­ბა, რამ­დე­ნი გა­აქ­რო, მთავ­რო­ბას რო­გორ ქრთა­მავ­და. ამ­ბობ­­ნენ, ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი კონ­­რა­ბან­დით იშ­­ვაო, მაგ­რამ არ­­ვის უც­დია მი­სი უკ­­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი­სათ­ვის სამ­ხი­ლის მო­ძებ­ნა. იმ­­საც ამ­ბობ­­ნენ, სარ­დაფ­ში ტყვე ქა­ლი ჰყავ­სო. ამ­­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტი დარ­­მუ­ნე­ბით ყვე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე პე­რალ­ტას სხვა შავ-ბნე­ლი საქ­მე­­ბის შე­სა­ხებ. ბევ­­მა იც­­და ეს ამ­ბა­ვი. ცნო­ბი­ლი სა­­დუმ­ლო­სა­ვით იყო.

ერთ ძა­ლი­ან ცხელ შუ­ად­ღეს სა­მი პა­ტა­რა ბი­ჭი სკო­ლი­დან გა­­პა­რა მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ. რამ­დე­ნი­მე სა­­თი იჭ­ყუმ­პა­ლა­ვეს და მე­რე პე­რალ­ტე­ბის ძვე­ლი შაქ­რის წის­­ვი­ლის­კენ გა­­შურ­ნენ. ეს წის­­ვი­ლი ჯერ კი­დევ მა­თი პა­პე­ბის დროს და­­ხუ­რა, რო­ცა შაქ­რის ჭარ­­ლის ბიზ­ნეს­მა სარ­ფი და­კარ­გა. ამ­ბობ­­ნენ, წის­­ვი­ლი გათ­ვა­ლუ­ლიაო. იქ­­დან დე­მო­ნე­ბის ხმა გა­მო­დი­­და და ბევრს და­­ნა­ხავს კი­დეც, რო­გორ უხ­მობ­და ბე­ბე­რი, გა­წე­წი­ლი ალ­ქა­ჯი მკვდა­რი მო­ნე­ბის სუ­ლებს. თავ­გა­და­სავ­ლის მა­ძი­­ბე­ლი ბი­ჭე­ბი პე­რალ­ტე­ბის მა­მულ­ში გა­დაძ­­­ნენ და წის­­ვილს მი­­ახ­ლოვ­­ნენ. მა­ლე ნან­­რე­ვებ­ში შეს­­ლაც გა­ბე­დეს. ალ­­ზის კედ­ლე­ბი­­ნი და ტერ­მი­ტე­ბის სა­ტე­რო­ნი გრძე­ლი ოთ­­ხე­ბი გა­ირ­ბი­ნეს; გზას იატ­­კი­დან მო­ხეთ­ქილ მცე­ნა­რე­ებ­ში, ნაგ­ვი­სა და ცურ­­ლის გრო­ვა­ში, დამ­­­რე­­ლი კრა­მი­ტე­ბი­სა და გვე­ლე­ბის ბუ­დე­ებს შო­რის მი­იკ­­ლევ­­ნენ. თა­ვის გა­სამ­­ნე­ვებ­ლად ხუმ­რობ­­ნენ და ერთ­მა­ნეთს აქ­­ზებ­­ნენ. ასე მი­აღ­წი­ეს უზ­არ­მა­ზარ ჭერ­ჩა­მონ­­რე­ულ ოთ­ახს. აქ წვი­მას და მზეს შაქ­რის და­ჟან­გუ­ლი საფ­­ვა­ვი მცე­ნა­რე­ებ­ში გა­ეხ­ვია. ბი­ჭებ­მა თით­ქოს შაქ­რი­სა და ოფ­ლის ძვე­ლის­­ვე­ლი სუ­ნიც იყ­ნო­სეს. გა­ბე­დუ­ლე­ბა სულ უფ­რო ემ­­ტე­ბო­დათ, რო­ცა მო­­ლოდ­ნე­ლად, ზა­რის წკრი­­ლი­ვით მკა­ფი­ოდ, რა­ღაც შემ­ზა­რა­ვი სიმ­ღე­რის ბგე­რე­ბი შე­მო­ეს­მათ. კან­კა­ლი აუვ­არ­დათ; ლა­მის უკ­ან გა­მო­იქ­­ნენ, მაგ­რამ ფე­ხი ვერ გა­დად­გეს. იქ­ვე მი­­კუნ­­ნენ და მო­ჯა­დო­­ბუ­ლე­ბი­ვით უს­მენ­­ნენ კოშ­მა­რულ მე­ლო­დი­ას, ვიდ­რე სმე­ნა უკ­­ნას­­ნელ­მა ბგე­რამ არ გა­ბურ­ღა. თან­და­თან გონს მო­ვიდ­ნენ; შიშ­მა გა­­­რათ და ძებ­ნა და­უწყეს ამ არ­­მი­წი­­რი ბგე­რე­ბის წყა­როს. იატ­აკ­ში პა­ტა­რა, ბოქ­ლო­მით და­კე­ტი­ლი კა­რი იპ­­ვეს. ბოქ­ლო­მი ვერ გა­­ღეს და ფიც­რე­ბის ამ­ომ­­­რე­ვა და­იწყეს. ცხვირ­ში გა­ლი­­ში დამ­წყ­­დე­­ლი მხე­ცის სუ­ნი­ვით სიმ­­რა­ლე ეც­ათ. და­­ძა­ხეს, მაგ­რამ არ­­ვინ უპ­­სუ­ხათ. მე­­რე მხა­რეს მხო­ლოდ მძი­მე ქშინ­ვა ის­მო­და. ბი­ჭე­ბიც ყვი­რი­ლით გა­მო­იქ­­ნენ და ყვე­ლას მოს­დეს ამ­ბა­ვი, რომ ჯო­ჯო­ხე­თის კა­რიბ­ჭეს მი­აგ­ნეს.

ბავ­­ვე­ბის ღელ­ვა ვე­რაფ­რით და­აცხ­რეს. სწო­რედ ეს გახ­და იმ­ის მი­ზე­ზი, რომ მე­ზობ­ლებ­მა თვალ­ნათ­ლივ იხ­­ლეს, რა­საც ათწ­ლე­­ლე­ბის მან­ძილ­ზე ეჭ­ვობ­­ნენ. ჯერ ბი­ჭე­ბის დე­დე­ბი მო­ვიდ­ნენ კა­რის ჭუჭ­რუ­ტა­ნა­ში ჩა­სა­ხე­დად, მა­თაც არ­ფას იგ­­ვე სა­ზა­რე­ლი ხმა მო­ეს­მათ, - ასე გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი იმ ბა­ნა­ლუ­რი მე­ლო­დი­ის­გან, დი­დი ხნის წი­ნათ, აგუა სან­ტას ქუ­ჩა­ში ოფ­ლის მო­საწ­მენ­დად შე­ჩე­რე­ბუ­ლი ამ­­დეო პე­რალ­ტას ყუ­რად­ღე­ბა რომ მი­იპყ­რო. დე­დებს ფეხ­და­ფეხ მოჰ­­ვა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა მთე­ლი ნა­კა­დი და უკ­ვე მთე­ლი ბრბო იყო შეგ­რო­ვი­ლი, რო­ცა პო­ლი­ცი­ამ და სა­ხან­­რო­მაც მო­აღ­წია. კა­რი ჩა­ამ­­­რი­ეს და ღრმულ­ში ფარ­ნე­ბი­თა და მთე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჩა­ეშ­­ნენ. ორ­მო­ში რა­ღაც შიშ­ვე­ლი არ­სე­ბა დახ­­დათ. კა­ნი ძვლებ­ზე ჩა­მოჰ­კი­დე­ბო­და, გა­წე­წი­ლი ჭა­ღა­რა თმა მი­წამ­დე სცემ­და და ხმა­­რი­თა და სი­ნათ­ლით შე­ში­ნე­ბუ­ლი ღმუ­­და. ეს ჰორ­ტენ­ზია იყო, - მე­ხან­­რე­­ბის ფარ­ნე­ბის თვა­ლის­მომ­­რელ შუქ­ზე მარ­გა­ლი­ტის ნი­ჟა­რა­სა­ვით ფოს­ფო­რის­­რად მო­ელ­ვა­რე. თით­­მის ბრმა იყო, კბი­ლე­ბი სულ­­­ლად დალ­პო­ბო­და და ფეხ­ზე ძლივს იდ­გა. მის ად­­მი­­ნურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ ძვე­ლის­­ვე­ლი, მკერ­­ზე მიკ­რუ­ლი არ­ფა მეტყ­ვე­ლებ­და.

ამ­ბავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ტე­ლე­ეკ­რა­ნი და გა­ზე­თე­ბი აჭ­რელ­და - ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნის შემ­დეგ ორ­მო­დან ამ­ოყ­ვა­ნი­ლი, მი­წო­დე­ბულ მო­სას­ხამ­ში გახ­ვე­­ლი, ნა­ხევ­რად­შიშ­ვე­ლი ქა­ლის სუ­რა­თე­ბით. გულ­­რი­ლო­ბა, რომ­ლი­თაც სამ­ყა­რო გარს ერტყა ათწ­ლე­­ლე­ბის მან­ძილ­ზე, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შუ­რის­ძი­­ბი­სა და ჰორ­ტენ­ზი­­სათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის და­უცხ­რო­მელ სურ­ვი­ლად იქ­ცა. მე­ზობ­ლებ­მა ამ­­დეო პე­რალ­ტას ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს; სახ­ლი და­ურ­ბი­ეს, გა­მო­ათ­რი­ეს და გვარ­დია დრო­­ლად რომ არ მო­სუ­ლი­ყო, მო­­დან­ზე, ნა­კუწ-ნა­კუწ დაგ­ლეჯ­­ნენ. თით­ქოს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და თავს ჰორ­ტენ­ზი­ას წი­ნა­შე, ყვე­ლას რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა სურ­და. და­იწყეს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა მის­­ვის პენ­სი­ის და­სა­ნიშ­ნად; ტო­ნო­ბით ტან­საც­მე­ლი და წამ­ლე­ბი შე­აგ­რო­ვეს, - მას რომ არც სჭირ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­­ვა­ლა სხე­­ლი­დან ჭუჭყის მო­ცი­ლე­ბა, თმის შეჭ­რა და თა­ვი­დან-ფე­ხე­ბამ­დე შე­მოს­ვა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს ჩვე­­ლებ­რივ მო­ხუც ქალს დამ­­გავ­სე­ბო­და. მოწყა­ლე­ბის დებ­მა ღა­რიბ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში სა­წო­ლი შეს­თა­ვა­ზეს და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­მუ­ლი ჰყავ­დათ, რომ უკ­ან, სარ­დაფ­ში არ გაქ­ცე­­დათ. დღის სი­ნათ­ლეს და ად­­მი­­ნებს შო­რის ცხოვ­რე­ბას ძლივს შე­აჩ­ვი­ეს.

პრე­სის მი­ერ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბით ამ­­დეო პე­რალ­ტას ურ­იცხ­­მა მტრებ­მაც ის­არ­გებ­ლეს და შე­­ტი­ეს. მთავ­რო­ბამ, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე არ გა­და­­ხე­დავს მი­სი კა­ნონ­დარ­­ვე­ვე­ბი­სათ­ვის, ახ­ლა თავს და­­ტე­ხა მარ­­­­სა­ჯუ­ლე­ბის მთე­ლი რის­­ვა. სკან­და­ლი იმ­დენ ხანს გაგ­­ძელ­და, ვიდ­რე ცი­ხე­ში არ ჩას­ვეს. მე­რე ამ­ბა­ვი ნელ-ნე­ლა მი­ყუჩ­და და და­ვიწყე­ბას მი­­ცა. ოჯ­­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მი­ერ უარ­ყო­ფილ­მა, ყო­ველ­­ვა­რი სიმ­დაბ­ლი­სა და სი­სა­ძაგ­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­ულ­მა, ცი­ხის მეთ­ვალ­ყუ­რე­­ბი­სა და პა­ტიმ­რე­ბის მი­ერ ერთ­ნა­­რად აძ­­ლე­ბულ­მა პე­რალ­ტამ დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლე ცი­ხე­ში გა­­ტა­რა. მუ­დამ თა­ვის სა­კან­ში რჩე­ბო­და; არ­­სო­დეს გა­დი­­და სხვა ტუ­სა­ღებ­თან ერ­თად ცი­ხის ეზ­­ში სა­სე­ირ­ნოდ. აქ­­დან მხო­ლოდ ქუ­ჩი­დან შე­მო­სუ­ლი ხმე­ბი­სათ­ვის შე­ეძ­ლო ეს­მი­ნა.

ყო­ველ­­ღე, დი­ლის ათ სა­ათ­ზე, ჰორ­ტენ­ზია შეშ­ლი­ლი ქა­ლის არ­­­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მო­ბარ­ბა­ცებ­და ცი­ხი­სა­კენ და გუ­შაგს კა­რიბ­ჭე­ში ტუ­სა­ღი­სათ­ვის თბილ ქვაბს აწვ­დი­და.

"მში­­რი თით­­მის არ­ას­­როს და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ", - თა­ვის მარ­­ლე­ბა­სა­ვით ეტ­ყო­და ხოლ­მე გუ­შაგს. მე­რე ქუ­ჩა­ში იჯ­და და არ­ფა­ზე უკ­რავ­და. სი­მებს აუტ­­ნე­ლი ტან­­ვის კვნე­სას აგ­ლეჯ­და. მი­სი ყუ­რად­ღე­ბა რომ სხვა რა­მე­ზე გა­და­­ტა­ნათ, ან გა­­ჩე­რე­ბი­ნათ, გამ­­ლე­ლე­ბი ფულს სთა­ვა­ზობ­­ნენ.

კედ­ლის მე­­რე მხა­რეს მო­კუნ­ტულ ამ­­დეო პე­რალ­ტას ეს­მო­და ეს ბგე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს დე­და­მი­წის სიღ­­მი­დან მო­­წევ­­ნენ და მი­სი სხე­­ლის ყო­ველ ნერ­­ში, ძარ­­­ში აღ­წევ­­ნენ. ეს ყო­ველ­­ღი­­რი წა­მე­ბა რა­ღა­ცა­ზე მი­­ნიშ­ნებ­და, მაგ­რამ არ­­ფე­რი აღ­არ ახ­სოვ­და. დრო­დად­რო სინ­დი­სის ქენ­­ნა კრუნ­ჩხავ­და; მაგ­რამ მე­რე გო­ნე­ბა ის­ევ ებ­ინ­დე­ბო­და და წარ­სუ­ლის აჩრ­დი­ლე­ბიც სქე­ლი ნის­ლით იფ­­რე­ბო­და. არ იც­­და, რას აკ­­თებ­და ამ სა­მა­რე­ში; და თან­და­თან ქვეყ­ნის ნა­თე­ლიც და­­ვიწყ­და და მთლი­­ნად თა­ვის ტან­­ვას მი­­ცა.

© ”არილი”

No comments: