Sunday, September 14, 2008

ნაჯმ ედ-დინ სა­მა­ნი

ნაჯმ ედ-დინ ას-სა­მა­ნი. სი­რი­ე­ლი ნო­ვე­ლის­ტი და დრა­მა­ტურ­გი. და­ი­ბა­და 1959 წელს ალ­ე­პო­ში. 1976 წელს თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და­იდ­გა მი­სი პირ­ვე­ლი პი­ე­სა "მი­მი ქა­ლაქს ეძ­ებს", რო­მელ­საც 1977 წელს მე­სა­მე თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს ნო­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი. არ­ის არ­აბ მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი.


ბომ­ბი


არ­ა­ბუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნა იზ­ოლ­და გრძე­ლი­ძემ

ბე­ბი­ა­ჩემ­მა სა­დი­კამ მო­ცახ­ცა­ხე ხე­ლით ჩა­მოხ­ს­ნა შა­ვი მო­სას­ხა­მის ქა­მარ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი რკი­ნის დი­დი გა­სა­ღე­ბი და დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბით ხის მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბულ კარ­ზე ბოქ­ლომს და­უწყო ძებ­ნა... ცხრა წლის ბი­ჭი მის სი­ახ­ლო­ვეს ვდგა­ვარ. ერ­თი სუ­ლი მაქვს შე­ვი­სუნ­თ­ქო სურ­ნე­ლი, რო­მე­ლიც მი­სი ძვე­ლი სახ­ლის კა­რის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­იფ­რ­ქ­ვე­ვა და რო­მელ­საც არც ერ­თი იმ სახ­ლის სურ­ნე­ლე­ბა არ წა­ა­გავს, სა­დაც შევ­სულ­ვარ ან აწი მო­მი­წევს შეს­ვ­ლა... მის ტან­საც­მელ­საც იგ­ი­ვე სუ­ნი უდ­ის, მის სად­ღე­სას­წა­უ­ლო ნამ­ცხ­ვ­რებ­საც; აც­ხობს და მოწ­ნუ­ლი კა­ლა­თე­ბით უგ­ზავ­ნის თა­ვი­სი ვა­ჟე­ბის, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­სა და მოყ­ვ­რე­ბის ოჯ­ა­ხებს. თა­ნაც მაფ­რ­თხი­ლებს, დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ ყო­ვე­ლი კა­ლა­თა და­ვუბ­რუ­ნო. მეც ვუბ­რუ­ნებ ცა­რი­ელ, მაგ­რამ სურ­ნე­ლო­ვან კა­ლა­თებს.

გზა და­მით­მო შე­სას­ვ­ლე­ლად. შე­ვე­დი გაბღენ­ძი­ლი და თავ­ნე­ბა.

- გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ შენ­ზე, ბე­ბო.

კა­რი მი­ხუ­რა, თით­ქოს შე­მოჭ­რი­ლი სიცხის ტალ­ღა გა­რეთ მო­ის­რო­ლა. დე­რეფ­ნის სიგ­რი­ლე შე­ი­სუნ­თ­ქა. თავ­სა­ბუ­რა­ვი მო­იძ­რო. ინ­ით შე­ღე­ბი­ლი მჭიდ­როდ დაწ­ნუ­ლი თმა გა­მო­უჩ­ნ­და. საყ­ვე­დუ­რით და­ვას­წა­რი:

- არ დამ­ტო­ვე მე­ყუ­რე­ბი­ნა დე­და­ჩე­მის­თ­ვის. ის ხომ ჩემს დას აჩ­ენს!

ჩემ­ს­კენ გად­მო­ი­ხა­რა ღი­მი­ლით:

- დე­და­შე­ნი და­ღა­მე­ბამ­დე არ იმ­შო­ბი­ა­რებს.

- და მინ­და.

თმებ­ზე ხე­ლი მო­მი­ცა­ცუ­ნა.

- ღმერ­თ­მა ქნას! ისე კი, მარ­თ­ლა გჭირ­დე­ბათ სახ­ლ­ში თვალ­ხა­ტუ­ლა გო­გო, რომ გი­პატ­რო­ნოთ.

დე­რე­ფა­ნი სი­ცი­ლით ჩა­ი­ა­რა. სახ­ლის ეზო გა­დაკ­ვე­თა და მოწყ­ვე­ტით და­ეშ­ვა ლი­მო­ნის ხის ქვეშ მდგარ მოწ­ნულ სკამ­ზე... არ მო­უქ­ცე­ვია ყუ­რად­ღე­ბა, რო­გორ ამ­ო­ვი­ღე მუ­ჭე­ბით ეზ­ოს აუზ­ი­დან წყა­ლი და შე­ვის­ხი სა­ხე­ზე, კი­სერ­ზე. თმა და­ვის­ვე­ლე აგ­ვის­ტოს თა­კა­რა სიცხე­ში მქრო­ლა­ვი სი­ოს ძი­ე­ბა­ში. ცო­ტა შევ­გ­რილ­დი. ვცდი­ლობ სახ­ლ­ში ატ­ე­ხი­ლი გნი­ა­სი და­ვი­ვიწყო... აღ­ელ­ვე­ბუ­ლი მა­მა­ჩე­მი ბე­ბი­ა­ქა­ლის სკა­მით ხელ­ში. ის­იც, უმ იბ­რა­ჰი­მი, უკ­ან მოს­დევს. დე­და­ჩე­მი - რამ­დენ­ჯე­რაც მუც­ლის ტკი­ვი­ლი წა­მო­უვ­ლის, ყვი­რის და ოთ­ახ­ში ბოლ­თა­სა სცემს. ფა­ცა-ფუ­ცი გა­უ­დით დე­ი­დებ­სა და მა­მი­დებს. ის­ი­ნი სახლს მე­ოთხე ძე­ო­ბის­თ­ვის ამ­ზა­დე­ბენ.

ბე­ბი­ა­ჩემს ჩა­ვე­ხუ­ტე:

- დე­და მე­დარ­დე­ბა.

თავ­ზე მის­ვამს ხელს, რო­მელ­საც ინ­ის სუ­ნი უდ­ის. მას თა­ვი­სე­ბუ­რად ეხ­ერ­ხე­ბა ჩე­მი დამ­შ­ვი­დე­ბა და და­ყო­ლი­ე­ბა მას მე­რე, რაც ორი წლის ბი­ჭი თა­ვის სახ­ლ­ში გა­და­მიყ­ვა­ნა საცხოვ­რებ­ლად, სი­მარ­ტო­ვე რომ გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნა ბა­ბუ­ა­ჩე­მის სიკ­ვ­დი­ლი­სა და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვა­ჟე­ბის ცალ­კე გას­ვ­ლის შემ­დეგ.

- ბე­ბო, რო­გორ იბ­ა­დე­ბა ბავ­შ­ვი?

დიდ­ხანს იც­ი­ნო­და.

- მარ­ტი­ვად, ჩე­მო კარ­გო.

- ამ საქ­მის და­საწყი­სი სიტ­კ­ბო­ე­ბაა, მი­სი ბო­ლო კი, ტან­ჯ­ვა-წა­მე­ბა.

დღეს ვხვდე­ბი კი, რა­ტომ იც­ი­ნო­და დიდ­ხანს?.. იქ­ნებ ნათ­ქ­ვა­მის მსგავს ის­ეთ ფრა­ზას ეძ­ებ­და, რო­მე­ლიც ცხრა წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­მო­ცა­ნად დარ­ჩე­ბო­და და იმ­ა­ვე შე­კითხ­ვებს გა­უ­ჩენ­და.

მეც მი­ვა­ყო­ლე:

- ბე­ბო, რო­გორ გავ­ჩ­ნ­დი?

- შენ გაჩ­ნ­დი, რო­ცა ფრან­გებ­მა ქა­ლაქ­ში ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს.

წინ გა­ვე­ჭი­მე:

- ბომ­ბი?!.. მარ­თ­ლა?.. ბომ­ბი? ქვე­მე­ხი­დან ის­რო­ლეს თუ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი­დან?

- მა­შინ თქვეს, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი­და­ნო. მე თი­თონ არ მი­ნა­ხავს, ჩე­მო ბი­ჭო. მო­უც­ლე­ლი გახ­ლ­დით დე­და­შე­ნის გა­მო. აბუ დი­ა­ბის წის­ქ­ვი­ლის მსგავ­სი ხმა შე­მო­მეს­მა. ვი­ფიქ­რე, ბე­ბი­ა­ქა­ლის სკა­მი გა­დაბ­რუნ­და და იმ­ის ბრა­ხუ­ნია-თქო. ვთქვი... ფუი, ეშ­მაკს! ფუი, ეშ­მაკს! მტერ­სა და მო­შურ­ნეს თვალ­ში ნა­ცა­რი... მე­რე მი­წა იძ­რა კარ­გა გვა­რი­ა­ნად. ღმერ­თო გვიშ­ვე­ლე! ვხე­დავ ქვა­ბი­დან წყა­ლი გად­მო­იქ­ცა პრი­მუს­ზე და ორთ­ქ­ლით გა­ივ­სო სამ­ზა­რე­უ­ლო. სახ­ლის ში­და ეზ­ო­ში გა­მო­ვე­დი. ალ-უმ­ა­რის მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თი­დან ღმერ­თის დი­დე­ბა შე­მოგ­ვეს­მა. ეკ­ლე­სი­ა­შიც შე­მოკ­რეს ზარს. შემ­დეგ უბ­ან­ში ხმამ შე­მო­აღ­წია: იდ­ლი­ბის მკვიდ­რ­ნო, ვა­ჟე­ბო და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბო, მო­ხუ­ცე­ბო! გა­დით ვე­ნა­ხებ­ში, გა­ი­ქე­ცით, ფრან­გე­ბი ცი­დან გვი­შე­ნენ...

ბე­ბი­ა­ჩემ­მა სუ­ლი მო­ით­ქ­ვა...

- მე­რე ბე­ბო, გახ­ვე­დი ვე­ნახ­ში?

- რო­გორ გა­ვალ, პირ­ვე­ლი წყა­ლი უკ­ვე და­იღ­ვა­რა. ბე­ბი­ა­ქალ­მა ძა­ფი გა­სან­თ­ლა და გა­იქ­ცა. მა­მა­შენს და­ვუყ­ვი­რე, ხე­ლი მო­ე­კი­და დე­ი­და­შე­ნე­ბი­სა და მა­მი­და­შე­ნე­ბის­თ­ვის და ბა­ბუ­ა­შე­ნის ვე­ნახ­ში გაქ­ცე­უ­ლიყ­ვ­ნენ. ქა­ლე­ბი იატ­აკ­ზე მი­ლურ­ს­მუ­ლე­ბი­ვით დგა­ნან. არც ერ­თი არ იძვ­რის. ვუყ­ვი­რი­ვარ მათ... არ­ა­ვინ არ კვდე­ბა დრო­ზე ად­რე. წა­დით... ან დაგ­ვ­კარ­გავთ ორს, ან დაბ­რუნ­დე­ბით და სა­მი დაგ­ხ­ვ­დე­ბით. წა­ვიდ­ნენ. ქა­ლაქ­ში დავ­რ­ჩით შე­ი­ხი, მღვდე­ლი, მე და დე­და­შე­ნი...

ნერ­წყ­ვი გა­დაყ­ლა­პა:

- მხო­ლოდ ერ­თი ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს და ამ დროს შენც დაგ­ვ­დე პა­ტი­ვი!

აღ­ელ­ვე­ბულ­მა მის წინ ინ­ა­ხით ჩა­ვი­მუხ­ლე.

- დი­დი იყო, ბე­ბო?

- არ ვი­ცი... ორი-სა­მი დღის შემ­დეგ ბა­ბუ­ა­შე­ნი რამ ჰამ­და­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, მეც მას­თან ერ­თად და ხალ­ხიც ჩვენ გა­მოგ­ვ­ყ­ვა... ვნა­ხეთ სიგ­რ­ძე-სი­გა­ნით ორი წყრთა ორ­მო. ჩა­ვი­და ბა­ბუ­ა­შე­ნი იმ ამ­ომ­წ­ვარ მი­წა­ში და ამ­ო­ი­ტა­ნა რკი­ნის შა­ვი ნა­ტე­ხი. ხალ­ხ­მა ყვი­რი­ლი მორ­თო... ის­მა­ილ ეფ­ენ­დი, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლებ­ში აგ­ი­ფეთ­ქ­დეს. მეც ვიშ-ვი­ში გა­მი­დის. ბა­ბუ­ა­შენ­მა იყ­ვი­რა... ვი­საც სიკ­ვ­დი­ლის ეშ­ი­ნია, ნუ მომ­ყ­ვე­ბა. გაგ­ვე­ცა­ლა და ქა­ლა­ქის­კენ აიღო გე­ზი. მე უკ­ან და­ვე­დევ­ნე... ჩე­მი ქმა­რია და მო­ვა­ლე ვარ ჯო­ჯო­ხეთ­შიც გავ­ყ­ვე.

ფე­ხის წვე­რებ­ზე შემ­დ­გა­რი ვხტი­ვარ. ის ნა­ტე­ხი სახ­ლ­შია და მე არ ვი­ცი?!

ბე­ბი­ა­ჩემ­მა ამ­ო­ი­ოხ­რა:

- ბა­ბუ­ა­შე­ნის ოთ­ახ­ში იდო მა­გი­და­ზე, სა­ნამ მოკ­ვ­დე­ბო­და. მე­რე... კა­რა­და­ში შე­ვი­ნა­ხე.

მი­ვა­ტო­ვე და ბა­ბუ­ა­ჩე­მის ოთ­ა­ხის­კენ გავ­ვარ­დი. ხტო­მა-ხტო­მით ავ­ლიე სა­ფე­ხუ­რე­ბი და "ოთხ­კუთხა" კა­რი შე­ვა­ღე. შე­ვე­დი. კედ­ლის კა­რა­დის პირ­ვე­ლი კა­რი გა­მო­ვა­ღე, მე­რე მე­ო­რე და ვი­პო­ვე ის... რკი­ნის შა­ვი ნა­ტე­ხი. წა­მა­ხუ­ლი წვე­რე­ბით. ორი ნა­ბი­ჯით უკ­ან და­ვი­ხიე... შე­მე­შინ­და ხე­ლი და­მე­კა­რე­ბი­ნა ან ამ­ე­ღო. ოთ­ა­ხის შუ­ა­გულ­ში მდგარ მრგვალ მა­გი­დას წრეს ვურ­ტყამ. თვა­ლი შე­ვავ­ლო ბა­ბუ­ა­ჩე­მის კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ სუ­რათს. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ მამ­ხ­ნე­ვებს: გა­ბე­დეო. ნელ-ნე­ლა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. ჯერ თი­თი შე­ვა­ხე. ჟან­გის წე­ბოვ­ნო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. მთე­ლი ტა­ნით მის­კენ და­ვი­ხა­რე და ხელ­ში ავ­ი­ღე პირ­ვე­ლად... მე­ო­რედ კი, ბე­ბი­ა­ჩე­მის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, რო­ცა მა­მი­დე­ბი და ბი­ცო­ლე­ბი ძვე­ლი სახ­ლის ნივ­თებს, მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­სა და სულს ინ­ა­წი­ლებ­დ­ნენ, ვუთხა­რი მათ:

- და­მი­ტო­ვეთ სა­მახ­სოვ­როდ.

გა­ე­ცი­ნათ გა­ო­ცე­ბუ­ლებს ჩემს არ­ჩე­ვან­ზე. მი­ვა­ტო­ვე ის­ი­ნი და კი­ბე­ზე და­ვეშ­ვი; არ­აფ­რად ჩა­ვაგ­დე მა­თი დამ­ცი­ნა­ვი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი. ჩვე­ნი სახ­ლის­კენ გა­ვე­მარ­თე. რამ­დე­ნი­მე ვიწ­რო შე­სახ­ვე­ვი გა­ვი­ა­რე და ალ-ჯა­ლას ქუ­ჩა­ზე გა­მო­ვე­დი. არ­ა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ჩე­მით და არც იმ­ით, რაც ხელ­ში მე­კა­ვა. მხო­ლოდ ერთ­მა შე­ავ­ლო თვა­ლი და ჩა­მი­ა­რა... ჩემს ოთ­ახ­ში შე­ვი­ტა­ნე და ჩე­მი სა­წე­რი მა­გი­დის კუთხე­ში მო­ვა­თავ­სე. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის დახ­ლე­ჩილ ზე­და­პირს ჟან­გი მო­შორ­და.

აი, ის ახ­ლაც აქაა... მი­ყუ­რებს ცი­ვად. მეც მას შევ­ც­ქე­რი, რო­დე­საც ჩემს მოთხ­რო­ბას ვწერ. თით­ქოს ხელს მიშ­ლის შე­სა­ფე­რი და­სას­რუ­ლის პოვ­ნა­ში... ვტო­ვებ მა­გი­და­ზე მი­მობ­ნე­ულ ფურ­ც­ლებს და ოთ­ა­ხი­დან გავ­დი­ვარ, ღა­მის ჰა­ე­რი რომ შე­ვი­სუნ­თ­ქო. სი­გა­რეტს ვუ­კი­დებ. ძვე­ლი სე­ნი­ვით მახ­სე­ნებს თავს ჩვე­ნი ოჯ­ა­ხის ტრა­დი­ცი­უ­ლი ხუმ­რო­ბის სა­გა­ნი.

ჩემს თავს ვე­კითხე­ბი:

- რა ჭკუ­ა­ზე იდგ­ნენ გე­ნე­რა­ლი კატ­რუ და მი­სი ინგ­ლი­სე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ ჩე­მი და­ბა­დე­ბის დროს ბომ­ბი ააფ­ეთ­ქეს?

აივ­ან­ზე ვდგა­ვარ და ჩემ­თ­ვის ვი­ცი­ნი... სა­წე­რი მა­გი­დის კუთხი­დან ჩე­მამ­დე აღ­წევს ყრუ ხმა, რო­მე­ლიც ცი­ვი მე­ტა­ლის ქვი­თინს წა­ა­გავს და დამ­წ­ვა­რი მი­წის სურ­ნე­ლი უდ­ის.

(c) ”არილი”

No comments:

Post a Comment