Wednesday, February 4, 2009
თომას ვულფი
მე 38 წლის ვიყავი
ვულფს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ თომას მანი და უილიამ ფოლკნერი; ჰერმან ჰესე კი მის პირველ რომანს "სახლს მოხედე, ანგელოსო"(1929) აფასებდა როგორც "თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშს".
ვულფს კოლრიჯის პოეზია უყვარდა, იგი მისთვის იდეალად იქცა და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სასტუმროს რეგისტრატურაში ხელი სემიუელ ტეილორ კოლრიჯის სახელით მოუწერია. გული უთრთოდა ბუკინისტური წიგნის მაღაზიაში შესულს, აღმერთებდა პიტერ ბრეიგელს. იგი მუდამ ახლის ძიებაში იყო, ეძიებდა ახალ წიგნებს, ახალ სახელებს, ახალ სიტყვებს, ახალ ამერიკას. თომას ვულფი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა მენინგიტით.
თომას ვულფის უბის წიგნაკიდან ამოკრებილი ფრანმენტებით წარმოდგენას შეგიქმნით მწერლის თვალსაწიერზე და საშუალებას მოგცემთ, საკუთარი გემოვნებაც შეამოწმოთ.
მოამზადა მეგი ლორიამ
* * *
რამდენ ამერიკელს შემიძლია შევხვდე, ვიდრე ოცდაათისა გავხდები: 1000 - დღეში, 365 000 - წელიწადში X 8 = 2 920 000, ეს კი ნამდვილად არაა საკმარისი.
* * *
მე მქვია ვულფი, მე ამერიკელი ვარ.
* * *
დავიბადე 1900 წელს, ახლა 26-ის ვარ. საუკეთესო, რაც ამ დროის განმავლობაში დაიწერა ინგლისურ ენაზე - ჯოისის "ულისეა".
მიმაჩნია, რომ საუკეთესო ბალადა გ.კ. ჩესტერტონის კალამს ეკუთვნის - "ლეპანტო".
საუკეთესო ეპიკური პოემა ჯონ მეისფილდმა შექმნა - განსაკუთრებით ეს ეხება "უხეირო მხატვარს", "მდინარეებს" და "ბაისტრიტელ ქვრივებს".
სატირული ეპიგრამის ყველაზე დიდი ოსტატი - ჰამბერტ ვულფი.
მწერალი, რომელიც სხვებზე უკეთ ანიჭებს მარტივ წინადადებას განუმეორებელ ხიბლს - სერ ჯეიმს ბარი.
უდიდესი და ყველაზე მრავალმხრივი პროზაული ტალანტი - ჰ.დ.უელსი.
ყველაზე გულმოდგინე ოსტატი მათ შორის, ვინც წიგნს წიგნზე წერს - არნოლდ ბენეტი.
საუკეთესო ესეისტი - ბელოკი.
რეალიზმის ურყევი გიგანტი - თეოდორ დრაიზერი.
ყველაზე ეკონომიური, დეტალებზე თავგადაკლული მწერალი, რომელიც სიყალბეს არ აჭაჭანებს - გულსუორსი.
საუკეთესო პიესა პოეტური თვალსაზრისით - "ვაჟკაცი დასავლეთის სიამაყეა" (ჯონ მილინგტონ სინგი).
საუკეთესო პიესა თავისი ხატოვანებით - ჩესტერტონის "ჯადოქრობა".
ყველაზე გამჭრიახი და იუმორისტული პიესა - "მაიორი ბარბარა" (ჯორჯ ბერნარდ შოუ).
საუკეთესო დრამატურგი - შოუ
პროზაიკოსი და დრამატურგი, რომელიც ყველაზე მეტად გვიცრუებს იმედებს - სომერსეტ მოემი.
საუკეთესო ნოველისტები - შერვუდ ანდერსონი და ა.ე.კოპარდი.
საუკეთესო ჟურნალისტი - ს.ლუისი.
ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მწერალი - ო.ჰაქსლი.
ყველაზე დახვეწილი კრიტიკოსი - ტ.ს.ელიოტი.
კრიტიკოსი, რომელიც დიდი თვალსაწიერით და მახვილგონივრობით გამოირჩევა - გ.ლამენკენი.
საუკეთესო მწერალი ქალი - მეი სინკლერი.
მას ვ.ვულფი მოსდევს.
შემდეგ - უილა კეზერი.
საუკეთესო პოეტესა - ჰ.დ.(ჰილდა დულიტლი).
თანამედროვე ახალგაზრდის ბიბლიოთეკა
პლატონის "ფედონი", გოეთეს "მოგზაურობა იტალიაში", დოსტოევსკის "იდიოტი", ჰეროდოტეს "ქრონიკები", კლაისტის "პენტესილეა", პოს მოთხრობები, იბსენის "პერ გიუნტი", ზოლას "ჟერმინალი", ჰარდის პოემები, შექსპირის "ჰამლეტი", ჯოისის "ულისე", ბალზაკის "შაგრენის ტყავი", გოეთეს "ფაუსტი", სტრეჩის "დედოფალი ვიქტორია", სუინბერნის ლექსები და ბალადები, სტრინდბერგის "მამა", როლანის "ჟან კრისტოფი", რაბლეს "გარგანტუას ისტორია", ფრანსის "პინგვინთა კუნძული", რიდის "მონასტერი და მშობლიური კერა", ბაირონის "დონ-ჟუანი", გოლსუორსის "მესაკუთრე", ფილიპ სუპოს "ნიკ კარტერის სიკვდილი", შპენგლერის "ევროპის დაისი", ჰაინეს ლირიკა, ძმები გრიმების ზღაპრები, თომას მანის "ბუდენბროკები", კნუტ ჰამსუნის "შიმშილი", გეორგ კაიზერის "ოქტომბრის დღეს".
* * *
საკვირველია - ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე მწერალთაგან ბევრი უკვე საფლავშია - პლატონი, რაბლე, ვოლტერი, სვიფტი, დონი, ბლეიკი, მელვილი.
* * *
მე 28 წლის ვარ. ამ დროის მესამედი მეძინა, დანარჩენი ორი მესამედი ვჭამდი, ვსწავლობდი, ვოცნებობდი და შიგადაშიგ ვწერდი.
1914-29 წლების დიდი ამერიკელი პოეტები
მასტერსი, ფროსტი, რობინსონი, კრეინი, ლინდსეი, სენდბერგი, პაუნდი, ტ.ს.ელიოტი, გ.სტაინი, ემი ლოუელი, ე.უაილი, მილეი, ჯეფერსი, ე.ე.კამინგსი.
ამ დროის მანძილზე რამდენიმე პროზაიკოსმა თუ შეძლო ასეთ სიმაღლეებამდე ასვლა, თუმცა, ზოგადად, ისინი პოეტებზე ნიჭიერები არიან: დრაიზერი, კეიბლი, კეზერი, ლუისი, ჰემინგუეი, ჰერგესჰაიმერი, უელსი, ბენეტი, ვ.ვულფი, ო.ჰაქსლი, გოლსუორსი.
"მოდერნისტები"
(ინგლისურენოვან ლიტერატურაში)
ჯოისი, სტაინი, სიტუელი, კამინგსი, კრეინი, პაუნდი, ელიოტი, გილესპი, ჰელდი, ტეიტი, კაული, პოლი, ჯოლასი, ვ.ვულფი, ა.მაკლიში, ტეინი, მ.მური, რ.გრეივსი, ლაურა რაიდინგი, კ.ბერკი, უ.კ. უილიამსი, ჰერბსტი, დიამანტი, ჰერმანი, უინდჰემ ლუისი, კ.ბოილი.
"თანამედროვე მწერლები"
ჰემინგუეი, ლუისი, ანდერსონი, დრაიზერი, დ. გარნეტი, ო.ჰაქსლი, ფ.ფერიანკი, სენდბერგი, კელეგენი, ლიტონ სტრეჩი, კონრად ეიკენი.
წიგნები, რომელთა გარეშეც კაცობრიობა ვერ იარსებებდა
"დონ კიხოტი", "ფაუსტი", "ომი და მშვიდობა", "ჯოჯოხეთი", "ბალახის ფოთლები", ყველაფერი, რაც შექსპირს დაუწერია.
* * *
ფოლკნერი 38-ის ან 39-ისაა, ჰემინგუეი 38 ან 39-ის, ფიცჯერალდი 39-ის, კოლდუელი 32 ან 33-ის, მე 34 წლის ვარ.
* * *
ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ "არ კითხულობენ არაფერს, საუკეთესოს გარდა", სულაც არ არიან სნობები, ისინი ბრიყვები არიან.
© “არილი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment