Wednesday, January 30, 2008

გივი ალხაზიშვილი

­­­რექვიემი დე­დას

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,

ჩა­მომ­­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­­კამ­ზე

და დე­დის თხოვ­ნა შე­გეს­მი­ნა,

და­გე­ცა­და ცო­ტა ხნით მა­ინც.

ვის­თან მი­დი­­დი, ვინ გე­ლო­და ქა­ლაქ­ში,

სა­დაც ერთ­მა­ნეთს ტკეპ­ნი­ან ქუ­ჩე­ბი და ად­­მი­­ნე­ბი,

სა­დაც ათ­­სი ხი­ფა­თი ჩა­საფ­რე­ბუ­ლა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე,

სა­დაც ხე­­ბიც ისე იყ­­რე­ბი­ან ზე­მო­დან ქვე­ვით -

ყოვ­ლის­­ხილ­ვე­ლე­ბი­ვით

და არ­­ფე­რი აღ­არ აოც­ებთ,

არც თვით­­­­ლე­ლო­ბა, არც მკვლე­ლო­ბა

და აღ­არც კვდო­მა თან­და­თა­ნო­ბით,

თან­და­თან ხომ ყვე­ლა­ნი ვკვდე­ბით.

აღ­არ აოც­ებთ, არც ის­­ნი ნა­გავ­ში რომ იქ­­ქე­ბი­ან

და აღ­არც წყვილ­თა მში­ერ მკლა­ვებ­ზე

გა­დაწ­ვე­ნი­ლი ღა­მე­­ბის ატ­ორ­­მა­ნე­ბა -

ცა რომ უკ­უღ­მა ამ­ობ­რუნ­დე­ბა

და ვარ­­­­ლა­ვე­ბი რო­გორ ჩნდე­ბი­ან

ის­იც კი მო­ჩანს.

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,

რა მაგ­ნი­ტი გი­ზი­დავ­და იქ­ით­კენ,

სა­დაც ყო­ველ­­ღი­­რად კლა­ვენ ერთ­მა­ნეთს

და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­­ნი სახ­ლის ფან­­რე­ბი

ვე­ღა­რა­ფერს ამჩ­ნე­ვენ სა­კუ­თა­რი ჩარ­ჩო­­ბის გარ­და.

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,

ჩა­მომ­­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­­კამ­ზე,

ან­და სუ­ლაც,

გზის­პი­რას ამ­­სულ ნარ­შა­ვის ყვა­ვი­ლი­ვით გა­გე­ღი­მა,

კი­დევ გეთ­­ვა რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა

და ეკ­ლე­ბი გა­და­გე­მა­ლა,

რო­მელ­საც დე­და მუ­დამ ამჩ­ნევ­და,

რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გე­ხან­­­­ლი­ვე­ბი­ნა იქ ყოფ­ნა -

დე­დის სი­ახ­ლო­ვეს და გე­ყუ­რა

და­კოჟ­რილ თი­თებ­ში რო­გორ მა­ლავ­და

ჰა­ერს ვარ­დი­ვით.

ცო­ტა ხნით დარ­ჩი...

ეს სა­მი სიტყ­ვა ჩა­­ჭე­და მეხ­სი­­რე­ბას

და ჩვე­­ლებ­რივ სამ­კუთხე­დი­ვით,

რო­გორც არ უნ­და შე­აბ­რუ­ნო

ხომ სუ­ლერ­თია?!

ნე­ტავ, შენს კარ­თან ღა­მე მე­თია

და შო­რი­ახ­ლოს, ხმა­გაკ­მენ­დილს ჩემ­­ვის მეს­მი­ნა,

რო­გორ ამ­ბობ­და შე­ბინ­დე­ბა თა­ვის სათ­­მელს

შაშ­ვის გა­ლო­ბით,

რა მოწყე­ნი­ლად მშვიდ­დე­ბო­და პა­ტა­რა ეზო,

რო­მე­ლიც მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო შენ­თან ერ­თად

და ჩემს ჯი­უტ და უდ­­ერ ნა­ბიჯს ითვ­ლი­და -

სად­ღაც, ქა­ლა­ქის­კენ

და ჩვენს შეხ­ვედ­რას ერ­თი კვი­რით

სა­თუ­ოს ხდი­და.

ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა,

ნა­ხე­ვა­რი სა­­კუ­ნე ისე გაგ­ვიქ­რა,

რომ რი­გი­­ნად ერთ­მა­ნეთს ვერ გა­ვე­სა­უბ­რეთ,

რად­გან მთა­ვა­რი იყო საქ­მე -

სი­ცოცხ­ლეს რომ აღ­­მა­ტე­ბა -

ენ­ერ­გი­­ლი ნა­ბი­ჯე­ბით

და არ­აფ­რის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვით.

ახ­ლა ვფიქ­რობ -

ღო­ბის ძი­რას ამ­­სუ­ლი ნარ­შა­ვი შენ ხარ

და სულს მი­კაწ­რავს შე­ნი ეკ­ლე­ბი

და ის ყვა­ვი­ლი ეკ­ლე­ბი­დან ამ­ოშ­ვე­რი­ლი -

არ­ის წე­რი­ლი,

რომ­ლის წა­კითხ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი,

ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა

და ყულ­ფად იქ­ცა დრო­ის ბა­წა­რი.

სად მეჩ­ქა­რე­ბო­და,

ჩა­მოვ­­­და­რი­ყავ ძელ­­კამ­ზე და შენ­­ვის მეს­მი­ნა...

ახ­ლა ჩავ­­გავ და­ქან­ცულ თავს ჩემს ხე­ლის­გულ­ში,

რო­მე­ლიც თით­ქოს შე­ნი კალ­თაა,

მე­რე კი გავ­­ლი ხე­ლებს, რომ სად­მე გა­და­ვი­კარ­გო,

ვიდ­რე უკ­ან და­გიბ­რუნ­დე­ბი,

ამ წას­­ლა-მოს­­ლას რა­ღაც ჰქვია

და რა­ტომ­ღაც დიდ­ხანს ვუნ­დე­ბით.

P.S.

მე მი­ხა­რია, რომ შენს მზე­რა­ში

ზოგ­ჯერ დე­და­ჩემს წა­ვაწყ­დე­ბი,

სწო­რედ ის­ეთს,

მე რომ ზღა­პარს მი­ამ­ბობ­და

და შენ­სა­ვით იღ­­მე­ბო­და.

­­ზღვის მონატრე­ბა

1.

გაგ­­ძე­ლე­ბაა ზღვა ჩე­მი სიზ­­რის

და მე არ ვი­ცი, სად დავ­­თავ­­დე­ბი,

და­საწყი­სი­ვით ნა­პი­რი ის­მის

და ეზო იწ­ვის ღო­ბის ვარ­დე­ბით.

ვწე­ვარ, ვის­რუ­ტავ სივ­­ცეს უძ­­როს,

ხან მეჩ­ვე­ნე­ბა სივ­­ცე მის­რუ­ტავს,

თვალ­მი­ნა­ბულ­მა უნ­და ვუც­ქი­რო

ყვე­ლა­ფერს, რაც კი არ ამ­ის­რულ­და.

გა­და­იფ­რენ­დეს ამ ცა­ზე ქო­რი

და გაბ­ზა­რავ­დეს ცას გა­უბ­ზა­რავს,

გავ­­ცელ­დეს, რო­გორც სა­ში­ში ჭო­რი

მა­ვან­მა მა­ვანს რომ გა­უგ­ზავ­ნა.

...და მიმ­ზიდ­ვე­ლად გაწ­­დი­ლი ყე­ლი

ვნე­ბი­ან თვა­ლის სურ­ვი­ლებს იკ­რობს,

ისე სწყუ­რია სი­ცოცხ­ლე ყვე­ლას,

რომ უნ­ებ­ლი­ეთ სიკ­­დილ­ზე ფიქ­რობს.

2.

შე­ბინ­დე­ბი­სას შენს ლა­მაზ კი­სერს

მი­ეტ­მას­ნე­ბა ვნე­ბის ვარ­­­­ლა­ვი,

და­­ძებს შე­ნი თვა­ლე­ბის გი­შერს -

შენს ღა­მე­ებ­ში გა­სა­ნას­­ვა­ვი.

შენ ამ­­დი­ხარ ტალ­ღის ჩქა­მი­დან,

მხო­ლოდ თვა­ლე­ბით და­გე­დევ­ნე­ბი

და მზეს, რო­მე­ლიც ზღვა­ში ჩა­ვი­და,

აქ რჩე­ბა სით­ბო შე­ნი მტევ­ნე­ბის.

­­უძილო­ბა

არ­სე­ბობს. მიყ­ვარს. პირ­­­რით, ამ ხე­ლით

შე­ვიგ­­­ნობ წუ­თებს გულ­ში ჩა­თე­სილს

და ყვე­ლა სიტყ­ვას ფიქ­­ში გამ­ხე­ლილს

შე­მო­­ნა­ხავს ხმა უმ­ჩა­ტე­სი.

ამ ხმას ვე­ლუ­რი სის­­ლი ხა­ტავ­და,

რომ წა­ერ­­მია ხმა სა­მუ­და­მოდ

ხმის­­ვის, რო­მე­ლიც თით­­მის გა­თავ­და

და თვა­ლე­ბის­­ვის იყო უდაო:

რომ ამ ბგე­რებ­ში ფერ­თა სიმ­­ვეთ­რე

ერ­თი­მე­­რის და­მა­მუნ­ჯე­ბი,

სად­ღაც მა­ლა­ვენ ჩამ­­რალ სი­კე­თეს,

რი­თაც სავ­სეა ხსოვ­ნის უჯ­რე­ბი.

აქ მუ­დამ არ­ის ვი­ღაც მე­სა­მე

და იწ­­ლე­ბა ის­ევ ის ღა­მე,

წუ­თე­ბი ის­ევ ტკი­ვილს კემ­სა­ვენ

და გა­ურ­­ვე­ველ ნა­ყოფს ის­ხა­მენ.

და­­ნა­წი­ლეთ ჩე­მი სხე­­ლი,

შემ­­ვით, წუ­თე­ბო და სა­­თე­ბო,

დროო, ღა­მე­ში გა­მოხ­ვე­­ლო,

გა­­თე­ვა­რო ან გა­სა­თე­ვო.

© “არილი”

No comments: