Wednesday, January 30, 2008

თამრი ფხაკაძე

­­ანჯელას­თან

ავ­ტო­ბუს­მა თვა­ლუწ­­დე­ნე­ლი მინ­­­რე­ბი უკ­ან მო­­ტო­ვა და სოფ­ლე­ბის­კენ გა­და­უხ­ვია. თა­კა­რა ზაფხუ­ლის­გან გა­მომ­­რა­ლი მი­წის ბუ­ღის ნაც­­ლად ღია ფან­­რე­ბი­დან ახ­ლა მწი­ფე ვაშ­ლის და საგ­ვი­­ნო ვარ­დის მოტ­­ბო სურ­ნე­ლი შე­მო­იჭ­რა.

კა­ფან­და­რა, მზე­ჩა­კი­დულ­მა დე­და­კაც­მა მის გვერ­დით დე­დის მუხ­ლებ­ზე მჯდომ ბი­ჭუ­ნას ლო­ყა­ზე ხე­ლი მო­­თა­თუ­ნა და ჰკითხა:

- და­­ღა­ლე, ბა­ბო?

ბი­ჭი დე­დას მი­ეტ­მას­ნა. მო­­ღუ­შა.

- და­იღ­ლე­ბო­დი ამ­­დე­ნა გზა­ზე. მაშ!

დე­და­კაც­მა ეს მე­რამ­დე­ნედ გა­პა­რა თვა­ლი ბავ­­ვის დე­დი­სა­კენ, მაგ­რამ ის უწ­ინ­დე­ბუ­რად ფან­ჯა­რა­ში იყ­­რე­ბო­და და სა­­ბარს არ აპ­­რებ­და.

- შენ რა გქვია, დე­დას ბი­ჭო? - არ მო­ეშ­ვა ბი­ჭუ­ნას დე­და­კა­ცი.

- ნი­კა.

- სო­ფელ­ში მიხ­ვალ, ბა­ბო? შენს ბა­ბოს­თა­ნა, შენს პა­პას­თა­ნა, არა?

- ან­ჯე­ლას­თან მივ­დი­ვართ ჩვენ, - ბღვე­რით თქვა ბიჭ­მა.

- უი! - პირ­ზე ხე­ლი აიფ­­რა დე­და­კაც­მა.

- ნი­კა!- ფან­­რი­დან სა­ხე მო­აბ­რუ­ნა დე­დამ.

- რა უჭ­ირს შვი­ლო, ბაღ­ლია. ამ­ან რა იც­ის, სად რა თქვას, - აჩ­ქა­რე­ბით ალ­­პა­რაკ­და დე­და­კა­ცი, - თქვას. გა­ნა რა მოხ­და. მეც იმ კუ­დი­ან­თან არ მი­ვე­ხე­ტე­ბი? ჭი­რი ჩემ თავ­სა... გუ­ლი უკ­ან მი­მე­ქა­ჩე­ბა, ფე­ხე­ბი - წინ. გაქ­რა იმ­ის თა­ვი! მი­თომ რა­მე იც­ის. რას იზ­ამ! მკითხავ-მარ­ჩი­­ლის საქ­მე ეგ­რეა... კი ვუ­ვარ­დე­ბით ხა­ხა­ში და...

ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა ის­ევ ფან­ჯა­რა­ში გა­­ხე­და.

"იდ­­­ტო! არ­­კა­ცო!" - ფიქ­რობ­და ნერ­ვი­­ლად. - "კრე­ტი­ნო... არ­­­და­მი­­ნო... აი, რა დღე­ში ჩა­მაგ­დე! აი, სად ვარ შე­ნი არ­­კა­ცო­ბის წყა­ლო­ბით! ახ­ლა ეს უტ­ვი­ნო დე­და­კა­ცი გა­და­მე­კი­და. ღმერ­თო, მა­ლე მა­ინც მი­ვი­დო­დეთ! კრე­ტი­ნო! არ­­კა­ცო! მე­ზიზ­ღე­ბი..."

- დე, ნა­ხე, ხბო! - დაჰ­ქა­ჩა ბიჭ­მა.

დე­და­კა­ცი ის­ევ არ­ატ­რატ­და.

- გიყ­ვარს, ბა­ბო, ხბო? იი... რა ნი­კო­რა ხბო მყა­ავს, რო იც­­დე! წა­მო ჩემ­თან! ეთ­­მა­შე ნი­კო­რა­სა, ჰა? წა­მოხ­ვალ ჩემ­თა­ნა?

ბიჭ­მა თა­ვი გა­იქ­ნია.

- უი, რა­თა ბი­ჭო?! იცი, რა ეზო-კა­რი მაქ? აემ­სის­ხო ვაშ­ლი... მსხა­ლი... ლეკ­ვი­ცა მყავს. ორი, გა­ნა ერ­თი!

დე­და­კა­ცი გა­ჩუმ­და და ბიჭს მი­აც­ქერ­და, აბა, რა ჰქნა ლეკ­ვე­ბის ხსე­ნე­ბა­მო.

- რა ქვი­ათ... - შე­­კითხა ბი­ჭუ­ნა.

- არც არ­­ფე­რი. ჯერ არ და­მირ­­მე­ვია.

- ლა­მა­ზე­ბია?

- ლა­მა­ზე­ბი, მაშ!

- იკ­ბი­ნე­ბი­ან?

- უი, რა დროს იმ­­თი კბე­ნაა, ბა­ბო! ემ­­დე­ნე­ბი არ­­ან, აი!

დე­და­კაც­მა ორი მუშ­ტი და­­ნა­ხა.

ბიჭს გა­­ცი­ნა.

- მაშ, არა მკად­რუ­ლობ, არ მო­დი­ხარ ჩემ­თა­ნა, არა? - არ ეშ­ვე­ბო­და დე­და­კა­ცი.

ბი­ჭი აირია. უხ­ერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა.

- ლეკ­ვი რო გა­ჩუ­ქო, მა­ინც არა?

სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. დე­და­კაც­მა ოდ­ნავ გაჰ­­რა იდ­აყ­ვი ბი­ჭის დე­დას.

- და­ხე, და­ხე... ამ­ას და­ხე, გო­გო... ყუ­რის ბი­ბი­ლო­­­ნათ რო გა­წით­­და, ქა!.. და­და-და­და, რა ქნა ლეკ­ვის ჩუ­ქე­ბა­მა!

- დეე, - თქვა ბიჭ­მა ვედ­რე­ბით.

- რა დე! რა დეე! ქალ­ბა­ტო­ნო, არაა სა­ჭი­რო! თქვენ თქვე­ნი გზით წახ­ვალთ, ჩვენ ჩვე­ნით. ამ­ან კი ერ­თი წე­ლი ლეკ­­ზე უნ­და ინ­ერ­ვი­­ლოს ტყუ­­ლუბ­რა­ლოდ. ის­ეც არ გვაკ­ლია სა­ნერ­ვი­­ლო...

დე­და­კა­ცი გა­ჩუმ­და. მზით გა­ხუ­ხუ­ლი, ფუს­ფუ­სა ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იწყო და კა­ბის სწო­რე­ბას მოჰ­­ვა.

"ჰმ! ნე­ტავ ეს რა­ზე უნ­და მი­დი­­დეს ან­ჯე­ლას­თან?" - ფიქ­რობ­და ახ­ალ­გაზ­­და ქა­ლი, - "ალ­ბათ ძრო­ხა აღ­არ იწ­ვე­ლე­ბა... ან კიტ­რი არ ის­ხამს...

იდ­­­ტო! არ­­კა­ცო!

არ­­კა­ცო... იმ კახ­პა­ზე, იმ არ­­ქალ­ზე რო­გორ გაგ­­­ვა­ლე...

რა­ტომ...

რა­ტომ, საყ­ვა­რე­ლო...

რა და­გა­კე­ლი...

ჩე­მო სი­ცოცხ­ლე... ჩე­მო სიყ­ვა­რუ­ლო...

ერ­თა­დერ­თო..."

- ტყუ­­ლუბ­რა­ლოდ რა­თა... გა­ნა მარ­­ლა ვერ ვა­ჩუ­ქებ? - ჩა­ეს­მა დე­და­კა­ცის ხმა­დაბ­ლა, დარ­ცხ­ვე­ნი­ლად ნათ­­ვა­მი. მო­უტ­რი­ალ­და და ძა­ლი­ან მარ­თა­ლი მზე­რით დაბ­ნე­ულ­მა ჰკითხა:

- თქვენც ან­ჯე­ლას­თან მი­დი­ხართ, არა?

- მეც, მაშ!

- ნე­ტავ, კარ­გად მკითხა­ობს?

- რა ვი­ცი, შვი­ლო, მა­ქე­ბა­რი­ცა ჰყავს და მა­ძა­გე­ბე­ლიც. ეგ­ეთ ად­გი­ლას, მა­ნამ მი­დი­ხარ, მა­ქებ­რე­ბი­სა უფ­რო გჯე­რა. ეგ­რეა...

- ჰო, ეგ ეგ­რეა.

ავ­ტო­ბუ­სი ხტუნ­ვი­თა და ჯიყ­ჯი­ყით შე­უყ­ვა აღ­მართს.

- ად­რეც ყო­ფილ­ხართ ან­ჯე­ლას­თან? - ჰკითხა ცო­ტა ხნის შემ­დეგ ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა დე­და­კაცს.

- არა, შვი­ლო. ნამ­ყო­ფე­ბი ბევ­რი ვი­ცი, მაგ­რამ მე არა ვყო­ფილ­ვარ. ეხ­ლა, ე ბი­ჭის წე­რი­ლი რომ არა, ან­ჟე­ლას­­ვის მეცხე­ლა?! რთვე­ლი კარ­ზეა...

- ბი­ჭი?

- შვი­ლიშ­ვილ­ზე გე­უბ­ნე­ბი, შვი­ლო, ალ­მა­სი­ვით ბი­ჭი მყავს... შვი­ლიშ­ვი­ლი. და­მე­ჩაგ­რა, მო­უკ­­დეს ბა­ბო. დე­და არ შერ­ჩა და მა­მა ცოცხა­ლი... ვაი, ჩემ დღე­სა.

"ღმერ­თო ჩე­მო..." - გა­­ფიქ­რა ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა.

დე­და­კაც­მა თვა­ლებ­ზე გა­ის­ვა ხე­ლი.

- ბა­ბოს ბი­ჭია, ბა­ბოს გა­მოზ­­დი­ლი... სა­მი წლი­სა და­მირ­ჩა ხელ­ზე. აბა, მითხა­რი, იმ­ას ეღ­­ლა­ტე­ბო­და? თო­რე მე რა­ღათ მინ­დო­და მზის შუ­ქი ჩე­მი შვი­ლის დამ­მარ­ხავ­სა...

- დაწყ­ნარ­დით. - ხელ­ზე ხე­ლი და­­დო ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა.

- ჰო­და... უმ­აღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა ბა­ბოს ბიჭ­მა და შე­ნაო, რო­გორც სა­­კე­თე­სო სტუ­დენ­ტიო, დახ­ვი­ეს ხე­ლი და სა­მი თვით გა­მიგ­ზავ­ნეს... შუა დე­კემ­­რამ­დის!..

- სად?

- სა­მუ­შა­ოდ, შვი­ლო. ცხრამ­თა­სი­ქი­თა. გერ­მა­ნი­­ში.

- რა უჭ­ირს მე­რე... რა შო­რია. ჩე­მი დის­­ვი­ლიც იქაა. სწავ­ლობს.

- ღმერ­­მა გა­გი­ხა­როს... ჰო­და, წუ­ხე­ლის წე­რი­ლი მო­მი­ტა­ნეს. ჩემ ბიჭს მო­­წერ­ნა, ბა­ბოო, ეს­­თი და ეს­­თი ქვე­ყა­ნააო... ეს­­თი და ეს­­თი სა­მუ­შაოაო... კაი ხელ­ფა­სიო... ყვე­ლა­ფე­რიო...

- ჰო­და, აბა...

დე­და­კა­ცი ახ­ლო მი­ეტ­მას­ნა ახ­ალ­გაზ­­და ქალს და შეთ­­მუ­ლი­ვით ჩას­ჩურ­ჩუ­ლა:

- გო­გო­­ბიო!

- რა?

- გო­გო­­ბი ჰყავთ აქა ლა­მა­ზე­ბიო...

- მე­რე რა?

- რა­ღა რა! გა­დამ­თი­­ლი ქა­ლის­­ვინ მინ­და შვი­ლო? გა­დამ­თი­­ლი ქა­ლი მი­მი­ხე­დამს ჩემ ნა­ფე­რებ ბიჭ­სა? ბა­ბოს ბიჭ­სა?

- ჰოო...

- აგე! შე­ნაც ჰოო, მე­უბ­ნე­ბი. ჭკუ­­ში და­გიჯ­და. გო­გი­­ანთ რძალ­მა კი­დევ, მი­თომ რაო, მად­ლო­ბა­ცა თქვას იქ­­ურ­მა თუ იკ­ად­რაო!.. გა­უშ­ვი, ბე­დი ნა­ხოს, აქ წვა­ლე­ბა­სა, იც­ხოვ­რებს იქ მე­ფუ­რა­თო, ქა! გა­­გე, შე­ნა?!

- ჰმ...

- მაშ! რო აღ­არ და­მუ­წა პი­რი! რა­ღა­ცის ჯან­და­ბა ქა­ლა­ქე­ლო­ბას მის­ცე­მე­ნო. მე­რე რო­ცა უნ­და, აქ ჩა­მო­ვა, ისე, - იქ­­­რი ერქ­მე­ვაო. ავ­დე­ქი და ვუთხა­რი, ჩემ მა­ხო­სა არც ქა­ლა­ქე­ლო­ბა აკ­ლია აქა და არც სოფ­ლე­ლო­ბა მეთ­ქი! უც­ხო მი­წა­ზე რათ უნ­და და­მირ­ჩეს, მი­წა არაა ეს­ათ­ქო?! - გა­იქ­ნია ხე­ლი ფან­­რის­კენ.

- იქაო, გა­ნა ეგ­­თი წვა­ლე­ბაა, აქ როაო, გო­გი­­ანთ რძალ­მა, მი­თომ გა­­გე­ბა რა­მე! უწ­ვა­ლე­ბე­ლი სა­მოთხის ბა­ღი იყო და მორ­ჩა ის­­ცა თქო, - ეგ­რე ვუთხა­რი. სულ ენა მე­ბორ­კე­ბო­და ბრა­ზის­გა­ნა. ეს ქვე­ყა­ნა წვა­ლე­ბი­სა­ათ­ქო. - ეგ­რე ვუთხა­რი, - ჰო­და, თა­ვი­სას ეწ­ვა­ლოს ყვე­ლა! თა­ვი­სა­ში ნაწ­ვა­ლებს უფ­რო ტკბილ ლუკ­მა­სა სჭამს-მეთ­ქი! მაშ!

- მე­რე? იმ­ან რაო...

- რაო! გა­იკ­რი­ჭა, რო­გორც არ იც­ის! შე­ნაო, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად ამ­ბო­ბო. მა­ხო­სა, სწო­რედ რო კაი გაფ­რონ­­ქი­ლი უც­ხო­­ლი ქა­ლი მო­უხ­დე­ბაო. მა­ხო­საო, ქა­ლო! ბა­ბოს ბიჭ­სა! ძა­ან იც­ის მე­რე იმ უც­ხო გომ­ბი­­მა ჩემ მა­ხოს წი­წა­კი წნი­ლი ურ­ჩევ­ნი­ან თუ ნივ­რი­სა! რძე მი­­ტა­ნოს უზ­მო­ზე­და თუ მა­წო­ნი!

სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. დე­და­კაც­მა ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იწყო და ჩა­ჩუმ­და.

ახ­ალ­გაზ­­და ქალ­მა ის­ევ ფან­ჯა­რა­ში გა­­ხე­და.

"ძრო­ხა­ში არ ყო­ფი­ლა საქ­მე... საქ­მე მა­ტილ­და­ში ყო­ფი­ლა... ან ფრი­და­ში... ააჰ! მა­ჰო! მა­ინ... რო­გო­რა აქვთ? მა­ინ ლი­ბე... მა­ინ ისა... მა­ინ სი­ცოცხ­ლე... იჰ ლი­ბე დუ... მა­ინ საყ­ვა­რე­ლო...

ღმერ­თო! ღმერ­თო...

ეს ქა­ლიც ცო­დოა... ნუ­თუ ყვე­ლა ცო­დოა ამქ­ვეყ­ნად?

შენც ცო­დო ხარ, იცი? ეგ კახ­პაც...

ყვე­ლა.

ყვე­ლა..."

ფან­ჯა­რა­ში შე­მოჭ­რილ­მა თი­ვი­სა და და­სიცხუ­ლი ვარ­დე­ბის სურ­ნელ­მა გუ­ლი აუჩ­­ყა. სა­ხე ბი­ჭუ­ნას თმა­ში ჩა­მა­ლა. ახ­ლა შვი­ლის სურ­ნელ­მა და­ათ­რო. ცრემ­ლი მო­­რია. ან­ჯე­ლას­კენ სვლა საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ლა­მაზ ტყუ­­ლად და სი­სუ­ლე­ლედ მო­ეჩ­ვე­ნა.

"რა ტკბი­ლია ყვე­ლა­ფე­რი... რა ლა­მა­ზია. ეს გზაც... ეს დე­და­კა­ციც...

ნე­ტა აქ იყო ეხ­ლა, საყ­ვა­რე­ლო...

შენ­თან მინ­და... შენ­თან მინ­და...

შენ?

შენც გინ­და... შენც, შენც...

ეგ გა­ივ­ლის... გა­ივ­ლის და ის­ევ ჩვენ­თან მოხ­ვალ. ეგ უბ­რა­ლოდ, სი­სუ­ლე­ლეა...

ის­ევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, არა, საყ­ვა­რე­ლო?

ის­ევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით. სულ... სულ..."

- ეგაა, მო­ვე­დით. ჩავ­დი­ვართ, - თქვა დე­და­კაც­მა.

სუფ­თა ჰა­­რის სა­ხე­ზე მო­ლა­მუ­ნე­ბა და მი­წა­ზე და­ბი­ჯე­ბა ეამ­ათ. ავ­ტო­ბუ­სი არ­იხ­რიხ­და და გზას გა­უდ­გა.

- ესა, მაღ­ლი­თა ორ სო­ფელ­შიც ავა და უკ­ან ჩა­მოტ­რი­ალ­დე­ბა, - თქვა დე­და­კაც­მა, - წა­მო, შვი­ლო, ერ­თად ვი­­როთთ...

- მე აღ­არ მინ­და, - თქვა ქალ­მა.

- რაო, შვი­ლო? - გა­უკ­ვირ­და დე­და­კაცს.

- აღ­არ მინ­და, ან­ჯე­ლას­თან, გა­და­ვი­ფიქ­რე.

დე­და­კაც­მა ერ­თი-ორი ნა­ბი­ჯი წინ გად­მოდ­გა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რედ, გა­ფა­ცი­ცე­ბით ჩა­აშ­ტერ­და. მე­რე ნელ-ნე­ლა გა­და­აქნ-გად­მო­აქ­ნია თა­ვი.

- და­და­და­და... ქა­ლის გა­ჩე­ნის დღე და­იწ­ვა, ქა­ლის.

ცო­ტა ხანს კი­დევ უყ­­რა, მე­რე ხა­ლი­სი­­ნად თქვა:

- რა­კი გულ­მა ეგ­რე გითხ­რა, ეგ­რე­ცა ჰქე­ნი, შვი­ლო! ქა­ლის გუ­ლი ოხ­­რია, ტყუ­­ლათ არ­­ფერს იტყ­ვის...

ბი­ჭი აქ­ეთ-იქ­ით იბ­რი­ცე­ბო­და. მზით გა­ჯე­რე­ბულ სიმ­­ვა­ნეს მთლი­­ნად და­ეპყ­რო მი­სი გუ­ლის­ყუ­რი. სიმ­წი­ფით, სი­ნო­ყივ­რით სავ­სე ჰა­ერს თით­ქოს და­ეთ­რო.

- მაშ, არა? - ერთხე­ლაც ჩა­­კითხა დე­და­კა­ცი ქალს.

ქალ­მა თა­ვი გა­აქ­ნია.

- არა, არ მინ­და. ის­­დაც ვი­ცი ყვე­ლა­ფე­რი. ის ავ­ტო­ბუ­სი ჩა­მო­ივ­ლის და გავ­­ვე­ბით.

ბიჭ­მა გაკ­ვირ­ვე­ბით ახ­­და დე­დას, კარ­გა ხანს ჩუ­მად იყვ­ნენ.

- იცი, რას გეტყ­ვი? - თქვა ბო­ლოს დე­და­კაც­მა, - რა­ღაც, მეც აღ­არ მი­მი­წევს გუ­ლი.

- "ის­­დაც ვი­ცი, საყ­ვა­რე­ლო", - ახ­ლა გულ­ში გა­­ფიქ­რა ქალ­მა, - "სხვა არ­­ფე­რი მინ­და გა­ვი­გო".

- გუ­ლი მა­ინც უკ­ან მე­ქა­ჩე­ბო­და, აკი გითხა­რი კი­დეც და ამ­ათ ჭკუ­­ზე ვი­­რო?!

დე­და­კაც­მა მუხ­ლებ­ზე და­იკ­რა ხე­ლის­გუ­ლე­ბი.

- მეც ვი­ცი, გა­ნა! მეც ვი­ცი! აქა ბრჭყვი­­ლებს ჩე­მი მა­ხოს ბე­დის ვარ­­­­ლა­ვი! ბა­ბოო, ასე მწერს, ნე­ტავ ერ­თი ჩვენს ეზ­­ში გა­მა­ტა­რა... მტკვარ­ზეც მა­თევ­ზა­ვა, რთვე­ლი მა­მარ­­ველ­ვი­ნაო... ეგ­რე მწერს, ჩე­მი მალ­ხა­ზი! ჩა­მო­ვა. იქ რათ და­ურ­ჩე­ბა ვის­მე. აქ ჩა­მო­ვა თა­ვის ბე­ბერ ბა­ბოს­თა­ნა... აქაა მი­სი სუ­ლი და გუ­ლი და რათ არ ჩა­მო­ვა! მე რო ჩე­მი ბე­ბე­რი გუ­ლი მეტყ­ვის ჩე­მი საქ­მი­სას, ი კუ­დი­ან­მა ან­ჯე­ლამ რა უნ­და მითხ­რას იმ­ის­თა­ნა. რა­ღად მინ­და...

ბიჭს მო­უტ­რი­ალ­და და მხი­­რუ­ლად დას­ძა­ხა:

- არაა, ბა­ბო?!

ბიჭს ლო­ყე­ბი ავ­არ­დის­­რე­ბო­და. გა­ოფ­ლილ შუბ­­ზე ქო­ჩო­რი მის­წე­პე­ბო­და.

- ეხ­ლა ჩა­მო­ივ­ლის ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სი, ჩავ­­დეთ ში­გა და ჰე­რიიი... ნი­კო­რას­თა­ნა! ლეკ­ვებ­თა­ნა! სა­ხე­ლე­ბიც შენ და­არ­­ვი, ბა­ბო და მე­რე, რო­მელ­საც ხელს და­­დებ, იმ­ას გა­ჩუ­ქებ. ჩე­მი მა­ხო და­მე­ფი­ცე­ბა!

- დეე... - ახ­­და ბიჭ­მა დე­დას.

- ძა­ლი­ან გინ­და? - გა­­ღი­მა ქალ­მა.

- ძა­ლი­ან. წა­ვალთ, დე?

- ჰო, წა­ვალთ.

- მარ­­ლა?!

- ჰო, მარ­­ლა, მარ­­ლა.

- აუ, დეეე!

- ლო­გი­ნე­ბი­ცა მაქ... სა­ბან გო­ბა­ნი­ცა... მაღ­ლი­თა ოთ­­ხებ­ში და­გაწ­ვენთ, გა­ნა დაბ­ლი­თა­ში. დავ­­დეთ... ვი­ქა­ქა­ნოთ. გემ­რი­­ლი პუ­რი­ცა ვჭა­მოთ. არაა, ბა­ბო? ამ­­ღამ ჩე­მი სტუმ­რე­ბი ხართ. ამ­­ღამ რა­თა!.. მა­ნა­მაც გა­გე­ხარ­დე­ბათ...

მზე სა­ძოვ­რე­ბის­კენ გა­დახ­რი­ლი­ყო. ჰა­ერს ოქ­როს­ფე­რი ბუ­რუ­სი შე­­რია. ნი­ავს შო­რე­­ლი მინ­­­რე­ბი­დან და ჭა­ლე­ბი­დან მათ­რო­ბე­ლი და თით­ქოს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი სურ­ნე­ლი მოჰ­ქონ­და...

© “არილი”

No comments: