Wednesday, January 30, 2008

იუს­უფ იდ­რი­სი

­­­­ეგვიპტელი ჯოკონ­და

­­­­­­­­­­­­არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ


ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა რო­დია, ალ­ბათ მე­სა­მე ან მე­ოთხე იქ­ნე­ბა და ყო­ველ ჯერ­ზე, რო­ცა კი მო­ვინ­დო­მებ ამ­ის და­წე­რას, ვგრძნობ, რომ ენა, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებ, ბევ­რად უხ­­ში, მო­უქ­ნე­ლი და მშრა­ლია სა­­მი­სოდ, რომ ამ­ის გად­მო­ცე­მა შეძ­ლოს. ის­­თი გრძნო­ბა მაქვს, რომ ჩვე­ნი ენა, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ და ვწერთ, შექ­­ნი­ლია დიდ­თა ამ­ბავ­თა და დიდ­თა გრძნო­ბა­თა აღ­სა­წე­რად, იმ კლდი­სა არ იყ­ოს, რო­მე­ლიც და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლიც კი სრუ­ლი­ად ხელ­შე­სა­ხე­ბი ღორ­ღი და ქვი­შაა, მე კი რი­სი აღ­წე­რაც მსურს, მუ­სი­კა­სა­ვით ნა­ზია და ფქვი­ლი­ვით წმინ­და, თით­ქოს ბნელ ოთ­ახ­ში სი­ნათ­ლის სხივს შე­მო­ყო­ლი­ლი მტვრის ნამ­ცე­ცია... არა, იგი ვი­­ლი­ნოს ხმას ან ფლე­­ტის კვნე­სას კი არა ჰგავს, უფ­რო იმ მე­ლო­დი­ის მაგ­ვა­რია, რომ­ლის მოს­მე­ნაც მხო­ლოდ მა­შინ შე­გიძ­ლია, თუ ხმა­­რი შეწყ­დე­ბა მთელ დუ­ნი­­ზე და სრუ­ლი­ად მი­ჩუმ­დე­ბა მთე­ლი სამ­ყა­რო, შემ­დეგ სუ­ლი და­გეწ­მინ­დე­ბა ყვე­ლა ამქ­ვეყ­ნი­­რი სა­წუ­ხა­რის­გან, წარ­მა­ვა­ლი, მი­წი­­რი გრძნო­ბე­ბის­გან და შენ­ში გა­იღ­ვი­ძებს ჭეშ­მა­რი­ტი მნიშ­­ნე­ლო­ბე­ბი გულ­მოწყა­ლე­ბი­სა, სიყ­ვა­რუ­ლი­სა, თა­ნაგ­­­ნო­ბი­სა და ად­­მი­­ნო­ბი­სა - უკვ­და­ვი, მა­რა­დი­­ლი ცნე­ბე­ბი, რო­მელ­თა ოდ­ეს­მე ხორ­­შეს­­მის იმ­­დიც ას­ულ­­­მუ­ლებს კა­ცობ­რი­­ბას და მხო­ლოდ მა­შინ, სა­კუ­თა­რი თა­ვის შემ­ზა­დე­ბის ხან­­­­ლი­ვი ძა­ლის­­მე­ვის, ხან­­­­ლი­ვი ჩა­ფიქ­რე­ბი­სა და დუ­მი­ლის შემ­დეგ აღ­მო­­ჩენ - ნაზ, სუსტ მე­ლო­დი­ას შე­უმ­­ნევ­ლად და­უწყია შენ­ში შე­მოს­­ლა - არა მხო­ლოდ ყურ­თას­მე­ნის გზით, არ­­მედ მთე­ლი არ­სო­ბი­დან მთელ შენს არ­სე­ბა­ში. ეს მე­ლო­დია ის­ეთ­ნა­­რად აღ­წევს შენ­ში, რომ თა­ვა­დაც ამ­­ვე მო­ტი­ვად გაქ­ცევს, თით­ქოს მარ­­ლაც შე­ერ­­ვი მუ­სი­კას რა­ღაც უზ­­მოდ გამ­­ვირ­ვა­ლე ერ­თო­ბით.

სა­­დან უნ­და გა­მაჩ­­დეს ის­­თი სიტყ­ვე­ბი, ამ­ის აღ­წე­რას რომ შეძ­ლე­ბენ, მა­შინ, რო­ცა ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბი შექ­­ნი­ლია გარ­­ვე­­ლი, მკა­ფიო მნიშ­­ნე­ლო­ბე­ბის­­ვის, ყო­ველ­­ვარ ეჭვ­სა და ცდო­მი­ლე­ბას რომ გა­მო­რიცხა­ვენ. სა­­დან მო­ვი­ტა­ნო სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ იოტ­­სო­დე­ნა მღელ­ვა­რე­ბის, სულ მცი­რე­დი კრთო­მის, სუს­ტი, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ჩქა­მის აღ­წე­რას, რო­მე­ლიც ლა­მის სმე­ნა­საც გა­მო­­პა­როს?

სა­­დან უნ­და მქონ­დეს ფე­რე­ბი, რომ­ლი­თაც შე­მეძ­ლე­ბო­და ქრის­ტი­­ნი გო­გოს, ჰა­ნუ­ნას კა­ნის ფე­რის აღ­წე­რა! ეს ხომ იმ ფერს ხე­ლე­წი­ფე­ბა, რო­მე­ლიც არც თეთ­რია და არც ხორ­­ლის­ფე­რი, არც ევ­რო­პუ­ლი და არც აღ­მო­სავ­ლუ­რი, არც ჩე­მი ეგ­ვიპ­ტუ­რი და არც ნი­ლო­სის უკ­­დუ­რე­სი ჩრდი­ლო­­რი; ფერს, რომ­ლის გა­მა­შიც ლაჟ­ვარ­დი ურ­­ვია, მაგ­რამ არა მკვდრის სი­ლურ­ჯე, არ­­მედ რიჟ­რა­ჟის მტრე­დის­ფე­რი, თე­ნე­ბი­სას რომ იც­ის ხოლ­მე, ან­აც ზღვის ლაჟ­ვარ­დი, რო­ცა იგი დამ­ცხ­რა­ლია და მი­სი ტალ­ღე­ბი თვი­ნი­­რად მი­მო­იქ­ცე­ვი­ან ნა­პირ­თან, უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ნავ­სა­ყუ­დელს მშვი­დად, თავ­მოდ­რე­კით, თან გიხ­მო­ბენ, რომ გა­და­ეშ­ვა ზღვა­ში და მი­სი ლაჟ­ვარ­დოვ­ნე­ბა ბო­ლომ­დე შე­ის­რუ­ტო.

რო­გორ და­ვიწყო ეს ამ­ბა­ვი, რო­ცა გო­ნე­ბა­ში მკა­ფიო და­საწყი­სი არა მაქვს და რო­ცა იგი სხვა არ­­ფე­რია, თუ არა გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ად­­მი­­ნე­ბი­სა ერთ­მა­ნეთ­თან, სა­ერ­თო წარ­მო­შო­ბა, ბავ­­ვო­ბა, შემ­დეგ ახ­ალ­გაზ­­დო­ბა... მქრქა­ლი ქლი­­ვის­ფე­რი შა­ლი და ოთ­­ხი, სა­დაც არ­­ვინ იყო ჩვენს მე­ტი. წმინ­და პუ­რი, შემ­დეგ ზო­მით პა­ტა­რა სა­ხა­რე­ბა, მრა­ვალ­ფურ­­ლი­­ნი, და­წე­რი­ლი არ­­ბულ ენ­­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო დაჰ­­რავ­და.

სიმ­წი­ფის ას­აკ­ში ვი­ყა­ვი. ხა­ნა­ში, რო­ცა გრძნობ, რომ არ­სე­ბობს წუ­თი­სო­ფე­ლი და ეს სი­მარ­­ლეა. არ­ის გან­თი­­დი, მზე და მთვა­რე, არ­ის შო­რე­­ლი, შო­რე­­ლი ქვეყ­ნე­ბი ზღვამ­დე, ზღვის გას­­­რივ და ზღვის გა­დაღ­მა, ტუმ­ბო­­ბი თა­ვი­სი კუპ­რი­ვით შა­ვი, სა­ში­ში ვე­­ბერ­თე­ლო­ბით, თა­ვი­სი შე­კა­ვე­ბუ­ლი, დინ­ჯი, გა­ჭი­­ნუ­რე­ბუ­ლი ხმით, არ­ის წყა­ლი, იდ­უმ­ლად მო­ჯა­დო­­ბუ­ლი და შე­მა­ში­ნებ­ლად მდუ­მა­რე ტუმ­ბო­თა პი­რის და­ღე­ბამ­დე, ხო­ლო მქუ­ხა­რე და მრის­ხა­ნე, თავ­და­ვიწყე­ბით გა­მომ­­ქე­ფა­რე მი­ლი­დან გად­მო­დი­ნე­ბი­სას. არ­­ან ყვა­ვე­ბი და ბე­ღუ­რე­ბი, არ­­ან მარ­­­მორ­­მუ­ნე ღვთის­მო­სავ­ნი, არ­ის ყუ­რა­ნი და აიები, რო­მელ­თა ზე­პი­რად დას­წავ­ლაც გმარ­თებს. ის­­ნი ყვე­ლა­ნი უც­ხო და მე­ტად ლა­მაზ სა­მოთხე­სა და ჯო­ჯო­ხე­თის ცეცხ­­ზე მოგ­ვითხ­რო­ბენ, რომ­ლის ში­ში­თაც ძრწის შე­ნი სხე­­ლი, ჯილ­დო-საზ­ღა­ურ­სა და ტან­­ვა­ზე, სა­­ქა­­სა და სა­­ქი­­ზე. არ­ის აგ­რეთ­ვე - და ეს ხაზ­გას­მუ­ლად მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია - შე­იხ მუს­ტა­ფას ჯო­ხი. იმ მუს­ტა­ფა­სი, ჩალ­მი­ან თავს სა­ჭი­რო­ზე ხში­რად რომ უკ­რავს ყვე­ლას. გრძელ­კან­ჭე­ბა მუს­ტა­ფა­სი, მუხ­ლე­ბი ას­ან­თის ღე­რე­ბის თა­ვე­ბი­ვით რომ წა­მო­ას­­დე­ბა, რო­ცა გრძელ წვივს წვივ­ზე გა­და­­დებს და ფერ­გა­და­სუ­ლი, პი­რაშ­ვე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ფეხ­ზე ჩა­მო­­კი­დე­ბა. თავს გი­კან­ტუ­რებს და ზედ ჩალ­მა უც­ან­ცა­რებს, თან ამ­ბობს: სმე­ნა იყ­ოს, შვი­ლო ჩე­მო! და კი­დევ არ­ის რა­ღაც, მარ­­ლაც არ­ის. რა­ღაც, რა­საც ვერ ვხე­დავთ და ვერ შე­ვიგ­­­ნობთ. არა ალ-კად­რის ღა­მე(1), არა სიკ­­დი­ლი, არა ის დი­დი და ძლი­­რი სიყ­ვა­რუ­ლი, მა­მა­ჩე­მის მი­მართ რომ გან­ვიც­დი, არ­­მედ რა­ღაც სხვა რამ, მი­სი­ვე ნე­ბა-სურ­ვი­ლით ყვე­ლაფ­რის­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, რაც თა­ვად არ სურს, რომ გამ­­ღავ­­დეს. შე­საძ­ლოა იმ­­ტო­მაც, რომ ის­ევ ჩვენს გა­მო ფრთხი­ლობს, ვა­­თუ მარ­­ლაც გუ­ლე­ბი დაგ­ვი­ხეთ­ქოს ელ­დამ, მას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნის შიშ­მა... ეს რა­ღაც სხვაა, არა იფ­რი­თე­ბი(2), რად­გან იფ­რი­თებ­ში, ყვე­ლაფ­რის­და მი­­ხე­და­ვად, არ­ის რა­ღაც სა­სა­ცი­ლო, მაგ­რამ ეს კი არ­ას­­როს არ არ­ის სი­ცი­ლის მომ­­­რე­ლი. იგი მკაც­რია, სე­რი­­ზუ­ლი, მზრუნ­ვე­ლი და მწყა­ლო­ბე­ლია.

ვუთხა­რი ჰა­ნუ­ნას ისე, რომ ნამ­­ვი­ლად არ მეს­მო­და, რას ვამ­ბობ­დი:

- მსურს შე­ნის­თა­ნა ვი­ყო...

უეჭ­ვე­ლია, გო­გო ჩემ­ზე დი­დი იქ­ნე­ბო­და ერ­თი ან ორი წლით. უფ­რო მა­ღა­ლიც იყო ჩემ­ზე, უფ­რო გამ­­და­რიც, რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­­ვის უფ­რო გო­ნი­­რიც და ჭკვი­­ნიც. ახ­ლა კი ნამ­­ვი­ლად უძ­ლუ­რი ვარ გად­მოვ­ცე - მი­სი სუ­ლი ის შეგ­­­ნე­ბა იყო, მის­გან­ვე რომ გე­ფი­ნე­ბო­და სი­ნათ­ლე­სა­ვით, იმ სი­ნათ­ლე­სა­ვით, სა­­დან­ღაც რომ მო­­დი­ნე­ბა, მაგ­რამ არ იცი, სა­­დან და რა გზით. ეს სუ­ლი ემ­­ტე­ბო­და და ავ­სებ­და მის სიტყ­ვებს, მის სი­­რულს, იმ კა­მა­რას, მი­სი ხე­ლი რომ შეკ­რავ­და ხოლ­მე აქ­ნე­ვა-დაქ­ნე­ვი­სას, ან იმ მა­ნე­რას, რო­ცა წი­ნა კბი­ლე­ბით წმინ­და პუ­რის პა­ტა­რა ლუკ­მას მო­ციც­­ნი­და ხოლ­მე... სიწ­მინ­დის, უც­ოდ­ვე­ლო­ბი­სა და გრა­ცი­­ზუ­ლო­ბის უც­ხო იერი გარ­­მუ­ნებ­დათ, რომ იგი მი­წი­ერ არ­სე­ბა­თა­გა­ნი რო­დი იყო, თით­ქოს რა­ღაც სხვა ჯი­ში­სა გახ­­დათ, იმ­ათ­თა­გა­ნი, ვი­საც ან­გე­ლო­ზებ­თან გა­­ბამს კავ­ში­რი.

არ მახ­სოვს, რა მი­პა­სუ­ხა... ის­იც კი ვერ გა­მიხ­სე­ნე­ბია ზუს­ტად, სა­ერ­თოდ მი­პა­სუ­ხა კი?!.

ან რა მითხ­რა სა­ხა­რე­ბა­ზე, წმინ­და პურ­სა და კი­რი­­ლე­­სონ­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც მან მას­წავ­ლა, "ო, უფ­­ლო, შე­მიწყა­ლე"-ს ნიშ­ნავს. მე­რე გა­ვი­გო­ნე, ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ღვთის მსა­ხუ­რი რო­გორ იმ­­­რებ­და ამ სიტყ­ვას მოკ­­ძა­ლე­ბულ ქორ­წილ­ზე, რო­ცა ჰა­ნუ­ნა გათხოვ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ. მი­სი პა­სუ­ხე­ბი­დან და­ვიწყე გაც­ნო­ბი­­რე­ბა იმ­­სა, რომ თურ­მე ამქ­ვეყ­ნად სხვა ხალ­ხიც ყო­ფი­ლა, ჩვენ­გან გან­­­ვა­ვე­ბუ­ლი, მე რომ მთე­ლი დუ­ნია მუს­ლი­მი მე­გო­ნა! და რომ ეს სხვა, ჩემ­­ვის ახ­­ლი რე­ლი­გია სავ­სეა ის­­თი რა­მე­­ბით, წარ­მო­სახ­ვა­ზე რომ მოქ­მე­დებს და ძლი­ერ ცნო­ბის­წა­დილ­ში გაგ­დებს. კერ­ძოდ კი ის, რომ ქა­ლაქ­ში ეკ­ლე­სია ჰქო­ნი­ათ, რო­გორც ჰა­ნუ­ნას­გან გა­ვი­გე. მას­ში კი მაცხოვ­რის დი­დი სუ­რა­თი ყო­ფი­ლა, სან­­ლე­ბი და ელ­ექ­­რო­ჭა­ღე­ბი. გა­ლო­ბა ცოდ­ნი­ათ, მე­ტიც, მთე­ლი მა­თი ლოც­ვე­ბი სულ სა­გა­ლობ­ლე­ბი ყო­ფი­ლა თურ­მე.

უკ­ვე აღ­არ ვი­ცი, ნუ­თუ ჩემს მი­ერ ჰა­ნუ­ნას ფეხ­და­ფეხ დევ­ნის სა­­დუმ­ლო, - მა­ში­ნაც კი, რო­ცა ის და­სა­ძი­ნებ­ლად მი­დი­­და - მხო­ლოდ უფ­რო მე­ტი მცდე­ლო­ბა იყო ამ რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ კი­დევ სხვა რა­მე­თა ჩა­საწ­­დო­მად და გა­სა­გე­ბად, თუ უფ­რო იმ გა­მოს­ხი­ვე­ბას და­მორ­ჩი­ლე­ბა და და­ნე­ბე­ბა, და­უბ­­კო­ლებ­ლად და მა­რად რომ გა­მო­­დი­ნე­ბო­და მის­გან, მის­კენ იზ­­დავ­და სუ­ლი­ერს თუ უს­­ლოს და ყვე­ლა­ფერს, რა­საც კი ჰა­ნუ­ნა აკ­­თებ­და, აქ­ცევ­და ბრწყინ­ვა­ლე, შე­სა­ნიშ­ნავ, ნაზ და ამ­­ღელ­ვე­ბელ რა­მედ.

მაგ­რამ ის კი ვი­ცი, მარ­ტო ძლი­ერ მი­ზი­დუ­ლო­ბას რო­დი ვგრძნობ­დი, დრო­დად­რო ვაც­ნო­ბი­­რებ­დი, რომ უბ­რა­ლოდ ვერ ვცილ­დე­ბო­დი, თით­ქოს მი­სი ჩრდი­ლი ვი­ყა­ვი და ეს შეგ­­­ნე­ბა მხო­ლოდ მას­თან გან­შო­რე­ბის წა­მებ­ში შე­მიპყ­რობ­და ხოლ­მე.

ვაი, რომ მას­თან ყოფ­ნი­სას სა­კუ­თარ თავს ვე­ღარ აღ­ვიქ­ვამ­დი, ვერც იმ­ას, სა­ერ­თოდ რას ვა­კე­თებ­დი. მთლი­­ნად ვდნე­ბო­დი და ვი­კარ­გე­ბო­დი იმ გა­ნუწყ­ვე­ტელ და მარ­დი­ულ შეხ­ვედ­რა­ში მას­თან და სხვა საზ­რუ­ნა­ვი არა მქონ­და რა მი­სი ჭვრე­ტის მე­ტი, იმ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის მე­ტი, რა­საც ის იტ­ყო­და ან აკ­­თებ­და. იმ დი­დი სას­წა­­ლით მო­ნუს­ხუ­ლი­ვით ვი­ყავ, მა­რად­ჟამს რომ ხდე­ბა და რომ­ლის მხილ­ველ­საც არ ტო­ვებს ამ სას­წა­­ლის შეგ­­­ნე­ბა და არც არ­­ფე­რი სურს ამ გაბ­რუ­­ბულ-გა­ოგ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­­ბა­ში მა­რად­ჟამს ყოფ­ნის მე­ტი; ოღ­ონდ არ მი­­ტო­ვოს იგი ამ სა­ოც­რე­ბამ, ან თა­ვად არ და­შორ­დეს მას წუ­თი­თაც კი.

მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სამ­ყა­როს პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ იქ­­დან იღ­­ბენ სა­თა­ვეს, რომ ჩენ არ­ას­­როს შეგ­ვიძ­ლია ყო­ფი­­რე­ბის მოვ­ლე­ნა­თა მოთ­მი­ნე­ბით ატ­­ნა, ან­აც მოვ­ლე­ნებ­ზე ძალ­და­­ტა­ნე­ბე­ლი, სპონ­ტა­ნუ­რი რე­აქ­ცია და ეს პრობ­ლე­მე­ბიც წარ­მო­­შო­ბა, იზრ­დე­ბა, გა­ნი­ტო­ტე­ბა და ყვა­ვის ყო­ველ­­ვის მხო­ლოდ ჩვე­ნი­ვე უგ­­ნუ­რი ნე­ბა-სურ­ვი­ლით და ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც პე­დან­­მა და სი­ზუს­ტის მოყ­ვა­რულ­მა ძვე­ლებ­მა გა­მო­­გო­ნეს. ყო­ველ­­ვის ვეჩ­რე­ბით, ან ცუ­დი, ან თუნ­დაც კარ­გი გან­­რახ­ვით, მაგ­რამ მა­ინც ვეჩ­რე­ბით და ამ ჩვე­ნი ჩა­რე­ვით ვცდი­ლობთ თავ­­მოხ­ვე­ვას, დათ­­გუნ­ვას, გაწყ­ვე­ტა­სა და სწრა­ფად გულ­და­ჯე­რე­ბას, ცხოვ­რე­ბის წეს-ჩვე­­ლე­ბა­თა გამ­რუ­დე­ბას.

სა­კითხა­ვია, მაშ რა უშ­ლი­და ხელს, რომ გაგ­­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი ამგ­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა - უბ­რა­ლო, მოკ­­ძა­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლი, ამ­­სუ­ლი რთულ, ერთ­მა­ნეთს გა­დახ­ლარ­თულ სო­ცი­­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა, ად­­მი­­ნურ ბუ­ნე­ბა­თა და მის­­რა­ფე­ბა­თა შიგ შუ­­გულ ტყე­ში; ყვა­ვი­ლი, რო­მელ­მაც ამ ყვე­ლაფ­რი­სა არა უწ­ყო­და რა!

და რა მნიშ­­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ მე ტუმ­ბო­თა ინ­ჟინ­რის ვა­ჟი ვი­ყავ, ჰა­ნუ­ნას მა­მა კი ოს­ტატ­თა უფ­რო­სი, რომ მე ბი­ჭი ვი­ყა­ვი და ის გო­გო და რომ ხალ­ხის ნა­­ბა­რი ჭრე­ლია, თა­ნაც თუ ეს ხალ­ხი იმ და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ, ცო­ტაა. ყვე­ლა მათ­განს საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი ირ­­გა­ცი­ის სა­მი­ნის­­რომ და­­რი­გა ამ შე­მა­ში­ნებ­ლად დი­დი ტუმ­ბო­­ბის ნა­გე­ბო­ბას­თან ახ­ლოს. და­სახ­ლე­ბაც, მი­სი სა­ზო­გა­დო­­ბა­ცა და ტუმ­ბო­­ბიც დელ­ტის ჩრდი­ლო­­თი­დან ერთ შორ, გა­და­კარ­გულ ად­გი­ლა­საა. პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­­ბა პა­ტა­რა თე­მე­ბის­გან შედ­გე­ბა - მუს­ლი­მე­ბი­სა და ქრის­ტი­­ნე­ბის. იმ დროს კი ჩემს თვალ­ში ეს ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო იყო. ამ ყვე­ლა­ფერს თან ათ­­სი პრობ­ლე­მა ახლ­და, ათ­­სი ეკ­­ლი მწა­რედ და მტკივ­ნე­­ლად ჩხვლეტ­და და ეჩ­ხი­რე­ბო­და ყელ­ში ქვეყ­ნის და­სა­ლი­ერ­ში მყოფ ამ რამ­დე­ნი­მე ათ­­ულ ად­­მი­ანს.

საქ­მე დე­და­ჩე­მის მი­ერ მა­მა­ჩე­მის­­ვის შე­ჩივ­ლე­ბით და­იწყო. მა­მა­ჩე­მი კი დე­და­ჩე­მის მორ­ჩი­ლი მას მე­რეა, რაც ფე­ხი მოს­წყ­და თუ ტუმ­ბო­თა პრო­პე­ლერ­მა ჩა­ით­რია, არ ვი­ცი. უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ის­ტო­რია არ მო­­ყო­ლე­ბა, რა­მე­თუ მას ყო­ველ­­ვის მხო­ლოდ მძი­მე და ტკი­ვი­ლი­­ნი მო­გო­ნე­ბა ახ­ლავს თან. მას მე­რე, რაც მა­მა­ჩე­მი ცალ­ფე­ხა დარ­ჩა, დე­და­ჩემ­მა სა­მი ფე­ხი, ათი ხე­ლი და ასი ენა გა­მო­­ბა.

ამ­რი­გად, გა­მა­ჩე­რა მე ამ კე­თილ­მა კაც­მა - მა­მა­ჩემ­მა ერთ დი­ლას, რო­ცა მე შე­იხ მუს­ტა­ფას დაწყე­ბით სკო­ლა­ში მივ­დი­­დი და მი­მახ­ვედ­რა იმგ­ვა­რად, ყო­ველ­­ვარ შე­კა­მა­თე­ბას რომ უაზ­როს ხდი­და - სკო­ლის შემ­დეგ პირ­და­პირ შინ უნ­და დავ­­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი.

ამ კე­თილ­მა კაც­მა არ მო­ინ­დო­მა ჩემ­­ვის ტკი­ვი­ლის მო­ყე­ნე­ბა ჰა­ნუ­ნა­სა და ჩე­მი მას­თან გაბ­მუ­ლი ის­ტო­რი­ის ხსე­ნე­ბით. ამ­ჯო­ბი­ნა, და­ნარ­ჩე­ნის მიხ­ვედ­რა ჩემ­­ვის მო­ენ­დო. არც მე მსურ­და შე­და­ვე­ბა, თუმც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან გა­დავ­წყ­ვი­ტე, არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მეც­რუა და მა­ინც შევ­­ვედ­რო­დი ჰა­ნუ­ნას. გა­ნა შე­მეძ­ლო, უარი მეთ­­ვა ის­ეთ რა­მე­ზე, რომ­ლის კეთ­ბა ჩემს ნე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და! მე ხომ მხო­ლოდ თავს აღ­მო­ვა­ჩენ­დი ხოლ­მე ამგ­ვარ მდგო­მა­რე­­ბა­ში ის­­ვე, რო­გორც შიმ­ში­ლის, წყურ­ვი­ლის გრძნო­ბა­თა მოკ­­ლი­სას ვმოქ­მე­დებ და­­ფიქ­რებ­ლად, გა­­აზ­რებ­ლად და ყო­ველ­­ვა­რი ალ­ბა­თო­ბის გა­რე­შე ვი­ღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ, ბავ­­ვე­ბი და ყმაწ­ვი­ლე­ბი უფ­რო გულ­­­ფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და ჩვენს სა­სურ­ველ­თა­ნაც, ჩვე­ნი სა­სურ­ვე­ლიც უფ­რო გულ­­­ფე­ლი იქ­ნე­ბო­და თა­ვად ცხოვ­რე­ბას­თან, მაგ­რამ... საქ­მე იმ­­შია, რომ ჩვენ, უმც­რო­სე­ბი, ამქ­ვეყ­ნად ის არ­სე­ბე­ბი ვართ, ვინც ცხოვ­რე­ბა­სა და მის კა­ნო­ნებს რო­დი ემ­ორ­ჩი­ლე­ბი­ან, მხო­ლოდ დი­დე­ბი უმ­ყა­რე­ბენ მათ წეს­რიგს, უდ­გე­ნენ კა­ნო­ნებს და მარ­თა­ვენ. დი­დე­ბი აუც­­ლებ­ლად და ყო­ველ­­ვის ერ­­ვი­ან ჩვენს საქ­მე­ებ­ში და რო­ცა ამ­ას აკ­­თე­ბენ, ამ­ით მხო­ლოდ იმ­ას გვა­­ძუ­ლე­ბენ, რომ თა­ვი კი არ შე­ვი­კა­ვოთ და უარი ვთქვათ ჩვენს სა­სურ­ველ­ზე, არ­­მედ ვით­ვალ­­მაქ­ცოთ, ვატყუ­ოთ და გვე­ზა­რე­ბოდ­ნენ ის­­ნი, რო­გორც არ გვიყ­ვარს და გვე­ზა­რე­ბა სას­ჯე­ლი.

არ ვი­ცი და­ნამ­­ვი­ლე­ბით, იქ­ით ჰა­ნუ­ნას რა­ღა შე­ემ­თხ­ვა, მაგ­რამ ჩვენს ჩვე­ულ ად­გი­ლას, წყალ­ვარ­­ნილ­თან, რო­მე­ლიც ღრმა ჭაა, სა­დაც უდ­­დე­სი სად­რე­ნა­ჟო არ­ხე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი წყლე­ბი ჩა­­დი­ნე­ბა, მე­რე ტუმ­ბო­­ბი რომ ქა­ჩა­ვენ ზე­მოთ, ხმელ­თა­შუა ზღვის დო­ნე­ზე, რა­თა ამ წყლე­ბის გაშ­ვე­ბა-დაც­ლა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი; დელ­ტა­სა და მის ჩრდი­ლო­ეთ­ში ხომ მი­წის­­ვე­შა წყლე­ბი ზღვის დო­ნე­ზე და­ბა­ლია და ზე­მოთ აქ­აჩ­ვა სჭირ­დე­ბა, რის­­ვი­საც მო­­გო­ნეს კი­დეც ეს ტუმ­ბო­­ბი; მოკ­ლედ, ამ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ად­გი­ლას ჰა­ნუ­ნა არ დამ­­ვედ­რია. შე­ვი­ცა­დე. დიდ­ხანს ვუც­ქი­რე, რო­გორ ეც­­მო­და წყა­ლი ზე­მო­დან, დიდ წრე­­ბად რო­გორ ბრუ­ნავ­და, ქვე­მოთ დაშ­ვე­ბი­სას უფ­რო და უფ­რო რომ პა­ტა­რავ­დე­ბოდ­ნენ და ძაბ­რი­სებრ ღრმუ­ლად მო­რევ­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლის ფსკე­რიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კაცს ისე ჩა­ით­რევს და და­ფა­რავს, რომ მი­სი კვა­ლიც აღ­არ­სად გა­მოჩ­­დე­ბა. ჰა­ნუ­ნა მა­ინც არ მო­სუ­ლა. მის სახ­­თან შო­რი­ახ­ლოს შევ­ჩერ­დი და პირ­ვე­ლად ვიგ­­ძე­ნი, რომ უფ­რო­სე­ბის მარ­­ლაც უხ­ეშ­მა ხელ­მა თა­ვი­სი შა­ვი საქ­მე უკ­ვე ჰქმნა და რომ ის დღე­სას­წა­­ლი, ერ­თი მთლი­­ნი, ტკბი­ლი და გა­წე­ლილ-გა­ჭი­­ნუ­რე­ბუ­ლი, უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ფან­ჯა­რა­ში ჰა­ნუ­ნა დავ­ლან­დე. მწუხ­რის ჟა­მი დგე­ბო­და. მზე შუ­ად­ღის სა­ში­ნე­ლი, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვა­ტი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ ყვი­თე­ლი, ნა­ზი შუ­ქის მა­ნა­თო­ბელ ლამ­­რად ქცე­­ლი­ყო და ფან­ჯა­რას მის­­გო­მო­და. ამ ცოცხა­ლი სიყ­ვით­ლის შა­რა­ვან­დე­დი, ჰა­ნუ­ნას სა­ხეს რომ ევ­ლე­ბო­და, რა­ღაც უც­ხო იერს აძ­ლევ­და მას, რო­მე­ლიც რკი­ნის მუ­ქი შტო­რე­ბის მიღ­მა ისე გა­მოკ­­თო­და, თით­ქოს მის სა­ხეს სხვა მზედ აქ­ცევ­და, მიმ­ცხ­რალ, ფერ­გამ­­­თალ, მი­ლე­ულ მნა­თო­ბად.

შევ­ჩერ­დი მის­გან ნიშ­ნის მო­ლო­დინ­ში, თუნ­დაც წა­მი­­რი მზე­რი­სა, რო­მე­ლიც მა­ნიშ­ნებ­და, რომ და­მი­ნა­ხა, რომ ჩე­მი ნახ­ვა სურ­და, მაგ­რამ ის მდუ­მა­რე და მი­ბინ­დუ­ლი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით იდ­გა, თით­ქოს მა­რი­ამ ღვთის­­შობ­ლის ხა­ტი იყო, სწო­რედ ის ხა­ტი, მის ოთ­ახ­ში კე­დელ­ზე რომ ეკ­­და და რო­მე­ლიც ახ­ლა ფან­ჯა­რა­ში და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. აუც­­ლებ­ლად უნ­და ვნა­ხო! მე ვიც­ნობ ქალ­ბა­ტონს, ჰა­ნუ­ნას დე­დას და თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ის მე­ტად ამ­პარ­ტა­ვა­ნი და მბრძა­ნებ­ლო­ბის მოყ­ვა­რუ­ლია, ის­იც ვი­ცი, რომ ჩემს მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. თით­ქოს ქვე­შეც­ნე­­ლად, ცუ­დი თვა­ლით არ უნ­და უყ­­რებ­დეს მის ქა­ლიშ­ვილ­თან ჩემს მე­გობ­რო­ბას. ხში­რად მი­დებს ხოლ­მე ჯი­ბე­ში ფორ­თო­ხალს ან კან­ფე­ტებს და ყო­ველ­­ვის სა­ლამს მა­ბა­რებს დე­და­ჩემ­თან, რო­მელ­საც, რა თქმა უნ­და, მე არ გა­დავ­ცემ, რად­გან უკ­ვე ვი­ცი რა აზ­რი­საა მას­ზე დე­და­ჩე­მი და მი­სი აზ­რიც დე­და­ჩემ­ზე კარ­გად მო­მეხ­სე­ნე­ბა.

კა­რი ღია იყო. ზა­რი ხომ არ და­მე­რე­კა?.. შე­ვა­ბი­ჯე.

ჰა­ნუ­ნას დე­და მა­შინ­ვე გა­მო­ვი­და სამ­ზა­რე­­ლო­დან. გაზ­ქუ­რის ჭვარ­­ლის ნამ­ცე­ცე­ბი მის პი­რის­კან­ზე, თეთ­რი თმის კო­წო­ლე­ბი და ტან­საც­მე­ლი მის სა­ხეს ღი­მი­ლით ან­­თებ­და; თით­ქოს ჩახ­­დაო ჩე­მი მის­­ლის მი­ზეზს, მა­შინ­ვე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა, ნაკ­­თე­ბი გა­­შეშ­და, თით­ქოს სა­წუ­ხა­რი და საფ­­თხე გა­აც­ნო­ბი­­რაო. ენა აერია, აუბ­ორ­ძიკ­და, რა­ღაც გა­ურ­­ვევ­ლად წა­­ბურ­ტყუ­ნა და შეტ­რი­ალ­და, თით­ქოს ვე­რა­ფერს ხე­დავს და არ­­ფე­რი ეს­მი­სო, ის­ევ სამ­ზა­რე­­ლო­ში შებ­რუნ­და.

სა­­დან უნ­და მცოდ­ნო­და, მაგ­რამ მი­სი ეს მოძ­რა­­ბა თით­ქოს კე­თილ­გან­წყო­ბის ნიშ­ნად მი­ვი­ღე. ის­­რა­ვით შევ­ვარ­დი ჰა­ნუ­ნას ოთ­ახ­ში. ჰა­ნუ­ნა მომ­ღი­მა­რი იდ­გა და თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი მე­ლო­და. თვა­ლებ­ში ლა­მა­ზი და უბ­­რო­ტო, ალ­­ლი ეშ­მა­კუ­ნე­ბი ესხ­­ნენ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს რომ ჰყავთ ხოლ­მე, ის­­თი.

ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ის­­თი შე­უჩ­ვე­ვე­ლი მოძ­რა­­ბა გა­­კე­თა, მის­გან სა­ერ­თოდ რომ არ ვე­ლო­დი! ხე­ლი გა­მო­მი­წო­და ჩა­მო­სარ­­მე­ვად! თავს ძა­ლა და­ვა­ტა­ნე და მეც გა­ვუ­წო­დე, მის ხელს ისე ძლი­ერ ჩა­ვე­ჭი­დე, ჩანს, ვატ­კი­ნე. ჩვენ ხომ ერთ­მა­ნეთ­საც ვხვდე­ბო­დით, ერ­თა­დაც დავ­დი­­დით, რა­მე საქ­მის კე­თე­ბა­საც ერ­თად შე­ვუდ­გე­ბო­დით ხოლ­მე, ერთ­მა­ნე­თის­­ვის კი ხე­ლი ჯე­რაც არ ჩა­მოგ­ვერ­­მია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა გახ­­დათ. პა­ტა­რა ხე­ლი ჰქონ­და, ჩე­მი კი, მი­­ხე­და­ვად ჩვენს შო­რის ორი წლის ას­­კობ­რი­ვი სხვა­­ბი­სა, გა­ცი­ლე­ბით დი­დი აღ­მოჩ­­და. ნა­ზი მტე­ვა­ნი ას­­თი­ვე თხე­ლი, ჩა­მოქ­ნი­ლი თი­თე­ბით ბო­ლოვ­დე­ბო­და, თით­ქოს ხელ­ში ფან­­რე­ბის კო­ნა გე­ჭი­რა, მაგ­რამ არა, ფან­­რე­ბი კი არა, ცოცხა­ლი, თბი­ლი თი­თე­ბი იყო და მათ­ში იმ­დე­ნი და ის­­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა იყო ჩაგ­რო­ვი­ლი, ლა­მის ხე­ლი კი არა, მფეთ­ქა­ვი გუ­ლი გე­გო­ნე­ბო­და, სწო­რედ ის გუ­ლი, რომ­ლის ცე­მა მა­შინ მეს­მო­და, მის მკერდს სა­ხეს გან­­რახ რომ მი­ვუ­ახ­ლო­ვებ­დი ხოლ­მე. ხე­ლის ჩა­მორ­­მე­ვამ შე­მა­ში­ნა, ჭკუ­­დან გა­და­მიყ­ვა­ნა!

ვუთხა­რი ჰა­ნუ­ნას:

- ქალ­წულ მა­რი­ამს ჰგავ­ხარ!

მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­ჯავ­რე­ბით წარ­ბი ას­წია, მაგ­რამ თან კვლავ ისე ეღ­­მე­ბო­და, თით­ქოს რა­საც ვამ­ბობ­დი, სირ­ცხ­ვი­ლი იყო და მი­­ხე­და­ვად ამ­­სა, მა­ინც ჩა­მე­კითხა:

- რო­გორ?!..

მი­ვუ­გე: ფან­ჯა­რა­ში შეგ­ნიშ­ნე და ღვთის­­შო­ბელს ჰგავ­დი-მეთ­ქი, იეს­­ღა გაკ­­და-მეთ­ქი, ჰა­ნუ­ნა! ო, ჰა­ნუ­ნა... რო­გორ მსი­­მოვ­ნებ­და ყო­ველ­­ვის მის­­ვის სა­ხე­ლით ხმო­ბა, თით­ქოს ენ­­ზე ვი­გე­მოვ­ნებ­დი მის სა­ხელს, მი­სი გე­მო მრჩე­ბო­და პირ­ში... მე ვიქ­ნე­ბი იესო და შენ ქალ­წუ­ლი მა­რი­­მი! მო­მე­ცი ნე­ბა, ვი­ყო შე­ნი მაცხო­ვა­რი და შენ - ჩე­მი ღვთის­­შო­ბე­ლი!

ლა­მის კი არა, მარ­­ლა წა­მარ­ტყა ხელ­ზე. რბი­ლად, შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რად გა­მაწყ­ვე­ტი­ნა, მაგ­რამ ამ უნ­ებ­ლიე აზრს თვით­ნე­ბუ­რად უკ­ვე მო­ეც­ვა ჩე­მი გო­ნე­ბა და თა­ნაც იგი იმ წა­მის ნა­შო­ბი რო­დი იყო! უდ­­ვოდ იმ დღეს უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, რო­ცა, ჩვე­­ლე­ბი­სა­მებრ, მათ სახ­­ში ვი­ყა­ვით გან­მარ­ტო­­ბულ­ნი. თვალ­გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი ქალ­წულ მა­რი­­მის სუ­რათს, მაცხო­ვა­რი რომ ჰყავ­და მიკ­რუ­ლი მკერ­­ზე მე­ტის­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბით და სი­ნა­ზით. სუ­რა­თი ძვე­ლი იყო და ფერ­მიმ­­რა­ლი. მა­რი­­მის თა­ვი­დან სხი­ვე­ბი მი­­მარ­თე­ბო­და ყო­ველ მხა­რეს. იესო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­­ვი იყო და იმ ძის ბედ­ნი­­რი ღი­მი­ლით იღ­­მე­ბო­და, რო­მელ­მაც უწ­ყის, რომ დე­დის მკლა­ვებ­შია, მის მზრუნ­ველ კალ­თა­ში, მი­სი სი­ნა­ზის ფრთებ­­ვეშ. მა­რი­­მიც იღ­­მე­ბო­და და ამ ღი­მი­ლის ნა­თე­ლი მის სა­ხეს და ბა­გე­ებს ისე გა­დას­დი­­და, თით­ქოს ხვდე­ბო­და, რომ სუ­რათს გა­და­­ღებ­­ნენ და სურ­და, ამ სუ­რათ­ში ჩა­­ტია ვა­ჟის დე­დო­ბით გა­ბედ­ნი­­რე­ბუ­ლი დე­დის ღი­მი­ლი. რო­გორც კი ჰა­ნუ­ნას მი­ვუბ­რუნ­დი და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, მა­შინ­ვე ვიგ­­ძე­ნი, მსურ­და, რომ ყრმად ვქცე­­ლი­ყავ და ჰა­ნუ­ნას გულ­ში ვყო­ლო­დი ჩაკ­რუ­ლი; ის­­თი ბედ­ნი­­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მით, რო­გორც ქალ­წუ­ლი მა­რი­­მი თა­ვი­სი იეს­­თი.

იმ დღეს, რო­ცა მე ჰა­ნუ­ნას ვთხოვ­დი, რომ ჩე­მი ღვთის­­შო­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მე კი მი­სი იესო და არ და­მამ­თავ­რე­ბი­ნა, თუმ­ცა გო­ნე­ბა­ში მიტ­რი­­ლებ­და ფიქ­რი დე­დის მკერდს მიკ­რულ ჩვი­ლად ქცე­ვი­სა, ჩე­მი ამ თხოვ­ნის მიღ­მა ძლი­­რი, ძვე­ლი და და­­­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი გა­ყურ­სუ­ლი­ყო - ჩა­ვე­კა­რი გულ­ში ჰა­ნუ­ნას, შე­მო­მეხ­ვია მის­­ვის მკლა­ვე­ბი და ჩავ­­რო­დი, ოღ­ონდ უხ­­შად და ღო­ნივ­რად კი არა, მე ხომ ვი­ცო­დი, რა სუს­ტი და სიფ­რი­ფა­ნაც იყო, ნა­ზად, ფა­ქი­ზად, მსუ­ბუ­ქად მსურ­და ჩავ­­რო­დი და რო­ცა მო­ვეხ­ვე­­დი, მთლი­­ნად ჩემს მკლა­ვებ­ში მო­მექ­ცია, და­მე­პა­ტა­რა­ვე­ბი­ნა და რა­მე­ნა­­რად, რა­­მე გზით და სა­შუ­­ლე­ბით ჩემს გულ­ში ჩა­მეს­ვა, იქ მი­მე­ჩი­ნა მის­­ვის ბი­ნა. ჩე­მი ჭკუ­ით, ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იყო, რომ ჩე­მი მას­თან სი­ახ­ლო­ვის, მიკ­­რი­სა და მი­წე­ბე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი სურ­ვი­ლის გრძნო­ბა ჩა­მე­ჩუ­მე­ბი­ნა.

მას­თან მე­ტი სი­ახ­ლო­ვე მწყუ­რო­და. ბევ­რად მე­ტი, ვიდ­რე ეს გო­გო­ებ­თან გვაქვს ხოლ­მე, რო­ცა სახ­ლო­ბა­ნას და ცოლ­­­რო­ბა­ნას ვთა­მა­შობთ ძველ საწყო­ბებ­ში.

დიდ­ხანს და­ჟი­ნე­ბით მივ­­ტე­რე­ბო­დი ჰა­ნუ­ნას. პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი, ის­იც ასე უც­ნა­­რად რომ მომ­ჩე­რე­ბო­და. ხში­რად ვე­კითხე­ბო­დი ხოლ­მე ჩემს თავს, რა აზ­რის იყო ჩემ­ზე, ან ჩემს მი­მართ რას გა­ნიც­დი­და. მის ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არ მიგ­­­­ნია რა­­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ის­­თი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­მო­არ­ჩევს ხოლ­მე. თავს ისე ვგრძნობ­დი, თით­ქოს მის თვალ­ში მხო­ლოდ ერ­თი 14 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ ერ­თი სხვა ბი­ჭი მი­სი 16 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან, რო­მელ­თა­ნაც მას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბა და ურ­თი­ერ­­გა­გე­ბა აკ­ავ­ში­რებ­და, მაგ­რამ არ­­ფე­რი სხვა ამ­­ზე მე­ტი და ამ­ჯე­რად, მის და­ჟი­ნე­ბულ მზე­რა­ში მო­­ლოდ­ნე­ლად ვიგ­­ძე­ნი, იმგ­ვა­რი ელ­ვა გაკ­­თა, რო­მელ­საც დი­დი ხა­ნია სულ­მო­უთ­­მე­ლად ვე­ლო­დი, მე­ტად პი­რა­დუ­ლი ბუ­ნე­ბი­საა. ვიგ­­ძე­ნი, რომ ეს იყო მზე­რა, მო­მარ­თუ­ლი სწო­რედ ჩემ­­კენ და მე­უბ­ნე­ბო­და იმ დიდ სათ­­მელს, რომ­ლის თქმაც თა­ვად მას რცხვე­ნო­და და რო­მელ­საც მხო­ლოდ მზე­რა ამ­ხელ­და. მე­ტიც, ეს სათ­­მე­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო (ან ჩემს თვალ­ში ჩან­და შე­უძ­ლებ­ლად), თა­ვად მას ეთქ­ვა და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ეს იყო სათ­­მე­ლი, რო­მელ­მაც გა­მა­ბე­დი­ნა, მი­ვახ­ლო­­ბო­დი. ჩვენ ხში­რად მივ­ხუ­ტე­ბი­ვართ ერთ­მა­ნეთს, რო­ცა ხე­ლი­ხელ­გა­დახ­ვე­ულ­ნი მივ­დი­­დით ხოლ­მე, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო ამ ზო­მამ­დე სი­ახ­ლო­ვის. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ არ­სე­ბა, რო­მელ­საც დას­­რი­­ლებ­და ჩე­მი სიზ­­რე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, იმ­ას მო­­მოქ­მე­დებ­და, რაც გა­­კე­თა. მო­­ლოდ­ნე­ლად ჰა­ნუ­ნამ მკერ­­ზე მი­მიკ­რა მო­ცახ­ცა­ხე, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი, უც­­ბე­დი მოძ­რა­­ბით. ვიგ­­ძე­ნი, შუბ­­ზე სწრა­ფი კოც­ნა აღ­მე­ბეჭ­და. რა თქმა უნ­და, ძლი­ერ ავ­­ლე­წე. მან თა­ვი ამ­­წია და ჩვე­ნი სა­ხე­­ბი ერთ­მა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოჩ­­­ნენ, ორ­­ვე მძი­მედ ვსუნ­­ქავ­დით და აი, მე­­რე მშვე­ნი­­რი მო­­ლოდ­ნე­ლო­ბის ჯე­რიც დად­გა - ის ჩემ­­კენ და­­ხა­რა, მე ხომ მას­ზე ცო­ტა­თი და­ბა­ლი ვი­ყა­ვი და ბა­გე­ზე მა­კო­ცა. ის­იც სწრა­ფი კოც­ნა იყო, მე­ტად ამ­­ღელ­ვე­ბე­ლი, ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­­­რე­ლი. ვიგ­­ძე­ნი, ცახ­ცა­ხის ტალ­ღე­ბი, მის ტუ­ჩებს რომ გა­და­ევ­ლო, ჩემს ბა­გე­ზეც აღ­­ბეჭ­და. ელ­ვა­სა­ვით სწრა­ფი კოც­ნა იყო, მაგ­რამ ამ ელ­ვამ მარ­­ლაც ელ­ექ­­რო­ნი­ვით და­მი­­რა, მის­მა სუს­­მა სუ­ლის ყვე­ლა ტა­ლა­ნი დახ­­ნა, გუ­ლი ამ­იფ­­თხი­­ლა გა­ზაფხუ­ლის პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი­ვით. ამ წუ­თამ­დე ამ­­ზე დი­დი მღელ­ვა­რე­ბა არ გან­მე­ცა­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თით­ქოს ამ კოც­ნით უეც­რად ჩავ­­­დი, რომ ჰა­ნუ­ნა გო­გო იყო და მას­შიც იდო ის რა­ღაც, რაც ქალ­თა სქესს გა­მო­არ­ჩევს. აუჩ­ვე­­ლებს მათ ამგ­ვა­რი ფე­რა­დოვ­ნე­ბი­თა და ამგ­ვა­რი სა­მო­სით, სუ­ნა­მო­თა კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბას აპ­კუ­რებს და მძი­ვე­ბი­თა და ყელ­სა­კი­დე­ბით, სა­მა­ჯუ­რე­ბი­თა და ბეჭ­დე­ბით ამ­კობს. რა­ღაც, რაც იწ­ვევს მათ­ში მკერ­დის ზრდას და მათ კანს აბ­რე­შუ­მის სირ­ბი­ლეს და ხმას კი ხა­ვერ­დოვ­ნე­ბა­სა და მე­ლო­დი­­რო­ბას ან­­ჭებს, გა­ნას­­ვა­ვებს მა­მა­კა­ცის ხმის­გან, რო­მე­ლიც უხ­­შია, რო­გორც მი­სი­ვე სხე­­ლი, ზღარ­ბი­ვით ეკ­ლი­­ნი, გა­რუ­ჯუ­ლი სა­ხი­თა და ბან­­­­ლი­­ნი მკერ­დით. ჰა­ნუ­ნა მდედ­რი ყო­ფი­ლა, ჩე­მი მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ ამ­ას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი და არც დამ­სიზ­­რე­ბია მა­ნამ­დე. ჰა­ნუ­ნა ჩემს თვალ­ში ღვის­­შო­ბე­ლი­ვით იყო, ღვთა­­ბა­სა­ვით, მი­ზეზ­თა მი­ზე­ზი ყო­ვე­ლი ბედ­ნი­­რი თრთო­ლი­სა, რო­მე­ლიც კი ყო­ფი­­რე­ბას ავ­სებ­და. ღმერ­თო, და­­ლო­ცა შე­ნი სა­მარ­თა­ლი! დი­დე­ბა უფ­ალს, მან მო­მი­ტე­ვოს მე შე­ცო­დე­ბა! მდედ­რი! წა­მის რა­ღაც მე­­თე­დით გრძნო­ბა და­მიბ­რუნ­და. გონს მო­ვე­გე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მი­სი ამ უც­­ბე­დი გულ­ში ჩაკ­­რის პა­სუ­ხად ჩე­მი ხე­ლი მჭიდ­როდ შე­მორ­ტყ­მო­და მას და ეხ­ვე­­და. ის­­თი გრძნო­ბა მქონ­და, ყო­ფი­­რე­ბის მა­რა­დი­ულ, და­­სა­ბა­მო უმ­წიკ­­ლო­ბას ვეკ­­რო­დი. გრძნო­ბა და­მიბ­რუნ­და და აღ­არც და­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ, ოღ­ონდ ჩე­მი გო­ნე­ბის ფსკერ­ზე და­ეშ­ვა და იქ დარ­ჩა. დარ­ჩა, რო­გორც იქ და­ძი­რუ­ლი ფა­რუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი - სა­ყო­ველ­თაო ეტ­­კე­ტის, გო­ნივ­რუ­ლის ლო­გი­კი­სა და ტრა­დი­ცი­­თა კულ­ტის გა­მო­კე­ტი­ლი ტყვე­­ბი; ნატ­­რა იმ­­სა, რომ გად­ნე, გა­ნი­ლიო და ჩა­­კარ­გო შენ, უმ­ცი­რე­სი არ­სე­ბა, უზ­­ნა­ეს არს­ში და გიყ­ვარ­დეს უფ­­ლი სიკ­­დი­ლამ­დე, გქონ­დეს მა­რა­დი­­ლი კავ­ში­რი ყო­ფი­­რე­ბის უზ­­ნა­ეს სა­­დუმ­ლოს­თან.

და თუმც მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით შევ­ძე­ლი ჰა­ნუ­ნას მდედ­რად გაც­ნო­ბი­­რე­ბა და მი­სი ცი­­რი საბ­­ძა­ნებ­ლი­დან მი­წა­ზე ჩა­მოყ­ვა­ნა სხე­­ლებ­რი­ვად, სისხლ-ხორ­ცე­­ლად, მა­ინც აბ­სურ­დუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ამ წარ­მოდ­გე­ნის ჩემს სა­კუ­თარ თავ­თან და­კავ­ში­რე­ბა. შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­­და ჰა­ნუ­ნა მდედ­­თან ჩე­მი რა­­მე ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მოდ­გე­ნა, თუნ­დაც ის­­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, რო­გო­რიც და­ნარ­ჩენ გო­გო­ებ­თან მქონ­და. შეშ­ლი­ლი­ვით ვცდი­ლობ­დი, სიწ­მინ­დე თა­ვის ად­გი­ლას და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, აღ­მედ­გი­ნა ჩე­მი გან­­და, რომ ის უზ­­ნა­­სია და რომ ამ სი­ლა­მა­ზეს, გრა­ცი­­ზუ­ლო­ბას და აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, რა­საც ას­ხი­ვებ­და ამქ­ვეყ­ნად, ჰა­ნუ­ნა ად­­მი­­ნუ­რი მოდ­­მის არ­სე­ბა­თა დო­ნე­ზე მაღ­ლა აჰ­ყავ­და, ზე­ცად აღ­­მაღ­ლებ­და. გა­მე­ტე­ბით ვცდი­ლობ­დი, ცნო­ბი­­რე­ბა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა, რომ ის მა­ინც აღდ­გო­მო­და წინ ახ­ლად­გა­მო­ჩე­კილ ყმაწ­ვილ­კაცს, მდედ­რის ძა­ხი­ლის პა­სუ­ხად უეც­რად რომ გა­მოკ­­თა ჩემ­ში. ძა­ხი­ლის, რო­მელ­მაც მო­­ლოდ­ნე­ლად ჰა­ნუ­ნაც ქა­ლად აქ­ცია. მაგ­რამ ვაი, რომ შე­უძ­ლე­ბელს ვცდი­ლობ­დი! დუ­ნი­ის ყვე­ლა სიწ­მინ­დე უძ­ლუ­რია, და­­შო­როს ერთ­მა­ნეთს სი­ცოცხ­ლის ორი უდ­­დე­სი ძა­ლა, თუ­კი მათ ერთ­მა­ნე­თი იპ­­ვეს - ქა­ლი და მა­მა­კა­ცი, თუ მათ შო­რის მე­სა­მე - ეშ­მა­კი­სე­­ლი კა­ნო­ნი არ ჩად­გა, რომ­ლის დარ­­ვე­ვა და და­­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მის­მა კოც­ნამ მე, მა­სა­ვით ათრ­თო­ლე­ბულ, აღ­ელ­ვე­ბულ ბიჭს მო­მაკ­რე­ბი­ნა მთე­ლი ჩე­მი ად­რე­­ლი მა­მა­კა­ცო­ბა, მი­მე­ღო იგი, რო­გო­რიც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მი­წი­­რი თუ ზე­ცი­­რი, წმინ­და­ნი თუ ერ­თი ჩვე­­ლებ­რი­ვი, უბ­რა­ლო გო­გო; მთა­ვა­რია, რომ მე ვუყ­ვარ­დი და მე მიყ­ვარ­და, მთა­ვა­რია, რომ ის არ­სე­ბობ­და და ის­ღა დამ­­ჩე­ნო­და, თავ­ფე­ხი­­ნად გა­დავ­­ვე­ბუ­ლი­ყავ იმ სიტ­­ბო­­ბის უეც­არ, უც­ნა­ურ ზღვა­ში, მო­­ლოდ­ნე­ლად რომ გა­და­მიხ­­ნა მის­მა ბა­გე­ებ­მა. ო, რა ბა­გა­ბუ­გი გა­­დი­­და მის გულს! ყუ­რი მის მკერ­­ზე მქონ­და მი­დე­ბუ­ლი და ეს კოს­მი­­რი ცე­მა ლა­მის ცას და მი­წას აზ­ან­ზა­რებ­და, მეც მარ­ყევ­და. ო, რა სა­ხე ჰქონ­და! მის სა­ხე­ზე ხან მი­წას ვხე­დავ­დი მთე­ლი თა­ვი­სი მშვე­ნი­­რე­ბით და ხან ცას მთე­ლი სიწ­მინ­დით. ხან არ­­ამ­­ვეყ­ნი­­რი იერი ედო და ხან მი­წი­­რი. წით­­დე­ბო­და და ყვით­­დე­ბო­და, ხან ნაღ­ვე­ლი ეფ­­ნე­ბო­და და ხა­ნაც ქალ­წუ­ლებ­რი­ვი ღი­მი­ლი აც­ის­­როვ­ნებ­და. მღელ­ვა­რე, ბო­ბო­ქარ ზღვა­სა­ვით ბორ­გავ­და. მი­სი სხე­­ლის მდუ­მა­რე, უჩ­­მა­რი როკ­ვა უს­იტყ­ვოდ ლა­პა­რა­კობ­და. ქალ­წუ­ლი იყო და მეც უმ­წიკ­­ლო ვი­ყავ; არც ერთ­მა ჩვენ­გან­მა არ იც­­და და სურ­და, რომ სცოდ­ნო­და, ცდი­ლობ­და, რომ გა­­გო. ლიბ­რი, რო­მე­ლიც ჩვენს თვა­ლებს ეფ­­რა და ერთ­მა­ნე­თის და­ნახ­ვას გვიშ­ლი­და, და­იწ­მინ­და და გა­მოჩ­­და ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, ოღ­ონდ არა შე­უც­ნობ­ლის, გა­­აზ­რებ­ლის, არ­­მედ შლე­გუ­რი შეც­ნო­ბი­სა და და­უფ­ლე­ბის, სიტ­­ბო­­ბის და აღ­მო­ჩე­ნის და ბო­ლოს, კოს­მი­­რი სა­­დუმ­ლოს ცი­ებ-ცხე­ლე­ბა. ის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, რო­ცა შენ ალ-კად­რის იმ ძლე­ვა­მო­სი­ლი ღა­მის(3) მო­ლო­დინ­ში დგა­ხარ, შენს წი­ნა­შე მარ­­ლაც იხს­ნე­ბა ცის კა­რი და იქ­­დან ცი­­რი სა­­დუმ­ლო გაცხად­დე­ბა შენ­­ვის; ან ის ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, რო­ცა ქა­ლი იხს­ნე­ბა შენს თვალ­წინ, შენ­­ვის მა­ნამ­დე იდ­­მა­ლი და და­ფა­რუ­ლი უეც­რად გაცხად­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ შენ­­ვის.

რამ­დე­ნიც გა­მახ­სენ­დე­ბო­და და ვეც­დე­ბო­დი მის გო­გოდ, მდედ­რად წარ­მოდ­გე­ნას, ის­­თი შეგ­­­ნე­ბა მე­უფ­ლე­ბო­და, თით­ქოს რა­ღაც დი­დი ცოდ­ვის ჩა­დე­ნის პი­რას ვი­ყავ, რო­მე­ლიც მი­წას და ცას შეძ­რავ­და, უდ­­დე­სი ცოდ­ვი­სა, რო­მე­ლიც კი ოდ­ეს­მე ად­­მის მოდ­­მას ჩა­­დე­ნია. რამ­დე­ნიც წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ­ას, ვგრძნობ­დი, ჩე­მი ად­რინ­დე­ლი თავ­შე­კა­ვე­ბა ჯე­ბი­რებს მოს­­დო­მო­და და გად­მო­ხეთ­ქი­ლი­ყო. ვეხ­ვე­­დი, ვწუ­რავ­დი და ვღე­ჭავ­დი ამ თბილ გველს - მდედრს, ვგო­რავ­დი და ვის­­რე­ბო­დი მას­ში, მის­გან გან­­გო­მი­ლე­ბა­ში, მის სიწ­მინ­დე­ში და უდ­­დეს ცოდ­ვა­ში მი­სი მოდ­­მი­სა. იმ უს­აშ­ვე­ლოდ გრძელ დრო­ში, რო­მე­ლიც მის თაყ­ვა­ნის­ცე­მა­ში გა­ვა­ტა­რე, მსგავ­სი აბ­სურ­დუ­ლი და უს­­ფუძ­­ლო ოც­ნე­ბე­ბი არც კი შე­მომ­პარ­ვია, იმ­დე­ნად შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­­და და აი, ახ­ლა, მე, მის მო­ნა­სა და მო­თაყ­ვა­ნეს მეძ­ლე­­და იგი, ჩე­მი სა­თაყ­ვა­ნო!

ჰო, რას ვამ­ბობ­დი?! იმ­ას ხომ არა, რომ სიწ­მინ­დე, რო­მე­ლიც მას მო­სავ­და, მის ხმას და მი­სი ხე­ლის ყვე­ლა მოძ­რა­­ბას აფ­­რა­დებ­და, მდედ­რის გა­მო­ძა­ხი­ლი ყო­ფი­ლა, ქა­ლის გა­მოს­ხი­ვე­ბა, წმინ­და და ნა­თე­ლი! ეს სქე­სის, ქალ­წუ­ლო­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბა ყო­ფი­ლა მას­ში კონ­ცენ­­რი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ობ­­ექ­ტი­ვის შუ­ქი. ჰა­ნუ­ნას სი­ნა­ზის, მი­სი ქრის­ტი­­ნო­ბის, მი­სი სი­ლა­მა­ზის, მი­სი გა­მო­ხედ­ვის, ჩე­მი მის­და­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მის - ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი და თა­ვი და თა­ვი მი­სი ქა­ლუ­რო­ბა აღ­მოჩ­­და! მას შემ­დეგ მრა­ვალ­მა ხელ­მაც ჩა­­­რა, ბევ­რი ქა­ლიც შე­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ ის გრძნო­ბა მდედ­რის შეც­ნო­ბი­სა, იმ დღეს რომ მქონ­და, აღ­არ გან­მიც­დია. იმ დღეს დავ­კაც­დი და იმ დრო­­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე ის კა­ცი ვარ.

თით­ქოს წყლის მოძ­რა­­ბა წყალ­ვარ­­ნილ­ში სა­ოც­რად მიწყ­ნარ­და, შე­ნელ­და. ჭაც აღ­არ ჩან­და ისე ღრმა თით­ქოს და მდუ­მა­რე­ბას, სი­ჩუ­მეს მის­ცე­მო­და

თით­ქოს ზღვა, რო­მე­ლიც მთე­ლი დუ­ნი­ის სიგ­­ძე-სი­გა­ნით გად­მოს­­და ჰა­ნუ­ნას ბა­გე­­ბი­დან, გა­­ყი­ნა და მი­სი ზე­და­პი­რი შუ­შად იქ­ცა.

ძლივს შევ­ძე­ლით თავ­შე­კა­ვე­ბა. ის დარ­ცხ­ვე­ნი­ლი იყო, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი არ ეტ­ყო­ბო­და. მეც სირ­ცხ­ვილ­მა შე­მიპყ­რო, რო­ცა კარ­თან უეც­რად შუქ­მა იელ­ვა და ამ შუქს, რომ­ლის სიღ­­მე­საც უმ­ალ ჩავ­­­დი, ეფ­ენ­დის, იგ­­ვე ფა­შას, ჰა­ნუ­ნას მა­მის სათ­ვა­ლე­­ბი ირ­ეკ­ლავ­და. იგი მა­ღა­ლი კა­ცი იყო, მუ­დამ დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბით, რო­მელ­თა კუთხე­ებ­ზეც წირ­­ლის თუ ან­თე­ბის თეთ­რი წერ­ტი­ლე­ბი ესხ­და, რო­ცა კი არ უნ­და გე­ნა­ხათ.

დარ­ცხ­ვე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თან იმ მორ­­მუ­ნეს ვგავ­დი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მორ­­მუ­ნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად, ცხად­ლივ და ხელ­შე­სა­ხე­ბად თა­ვის შე­მოქ­მედს. ხდე­ბა სა­ოც­რე­ბა და მი­სი რწმე­ნა გარ­და­­სა­ხე­ბა გა­მოცხა­დე­ბა­ში, უტ­ყუ­არ, უეჭ­ველ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და ის­იც გულ­­­ფე­ლად მზა­დაა თა­ვი და სი­ცოცხ­ლე დათ­მოს მი­სი გუ­ლის­­ვის. ამ­რი­გად, რო­ცა ჰა­ნუ­ნა ოთ­­ხი­დან კა­ტა­სა­ვით გა­­ძურ­წა და მე კი გუ­ლი და­ნა­შა­ულ­ზე წას­­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლი­ვით ამ­იძ­გერ­და, გუ­ლის­ცე­მის შე­ჩე­რე­ბა რწმე­ნით აღ­სავ­სე, ფა­ნა­ტი­კო­სი მორ­­მუ­ნის შე­­პოვ­რო­ბი­თა და სი­ჯი­­ტით მო­ვა­ხერ­ხე, ჰა­ნუ­ნას გახ­სე­ნე­ბით და ყვე­ლაფ­რით, რაც მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩემს ვა­ლად ვრცხა­დი, რომ ჩე­მი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­რად გაგ­­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუნ­დაც ამ­ის­­ვის ქვე­ყა­ნა ყი­რა­ზე დამ­­გა­რი­ყო, ვე­ცე­მე ეფ­ენ­დის, ან გვეჩხუ­ბა, გა­­ლან­ძღა დე­და­მისს დე­და­ჩე­მი და ყელ­ში მცე­მო­და დე­და­ჩე­მი და­სახ­­ჩო­ბად, მა­მა­ჩემს ძვე­ლის­­ვე­ლი შაშ­ხა­ნა გა­მო­ეთ­რია კა­რა­დი­დან და ტყვია და­­ში­ნა ეფ­ენ­დის მთე­ლი ოჯ­­ხის­­ვის ან თუნ­დაც მხო­ლოდ ჩემ­­ვის. დაე, მომ­­და­რი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი! ოღ­ონდ რო­გორც კერ­­თაყ­ვა­ნის­­ცე­მე­ლი ლო­ცუ­ლობს ღვთა­­ბა­ზე, რო­გორც სხი­ვე­ბი მა­რად კავ­შირ­შია დე­და-მზეს­თან, რო­გორც ვარ­­­­ლავ­ნი ვერ მოს­წყ­დე­ბი­ან ღა­მეს, ას­­ვე ჩე­მი ჰა­ნუ­ნას­თან კავ­ში­რი, ყვე­ლა ამ აუც­­ლებ­ლო­ბა­სა და გარ­და­უვ­ლო­ბა­ზე კი­დევ უფ­რო შე­უქ­ცე­ვა­დი, რჩე­ბო­და მუდ­მი­ვი და გას­ტან­და ჩემს სიკ­­დი­ლამ­დე, ან სა­ნამ ერ­თად არ და­ვი­ხო­ცე­ბო­დით და ალ­ბათ თვით სიკ­­დი­ლის შემ­დე­გაც კი.

მაგ­რამ ჩანს, ამ ჩე­მი სა­ში­ნე­ლი ში­ნა­გა­ნი გან­­დის მი­­ხე­და­ვად, გა­რეგ­ნუ­ლად ჩე­მი სა­ხე, ჩემს წინ ას­ვე­ტი­ლი ეფ­ენ­დის და­ნახ­ვა­ზე, სად­ღაც შორს, ექს­ტაზ­ში წა­სუ­ლი გე­გო­ნე­ბო­დათ. თით­ქოს ჩე­მი სხე­­ლი სის­­ლის­გან სრუ­ლი­ად დაწ­რე­ტი­ლი­ყო და ეს სის­­ლი ოთ­­ხის იატ­აკ­ზე ღვა­რად დი­­და. ვი­დე­ქი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, უს­­ცოცხ­ლო, გა­ყი­ნუ­ლი თვა­ლე­ბით, მზე­რა­დახ­რი­ლი ვე­ლო­დი სას­ჯელს. თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ ის იმ დროს მო­ვი­და, არ შე­ეძ­ლო მიმ­­­და­რი­ყო, სი­ნამ­­ვი­ლე­ში რა მოხ­და, მა­ინც და­ჟი­ნე­ბით ვე­ლო­დი სას­ჯელს. ნე­ტავ და­ვე­სა­ჯე, ნე­ტავ ვე­ცე­მე ან გა­ვე­ლან­ძღე, ან თუნ­დაც მა­მა­ჩე­მის­­ვის მა­ინც მი­­ტა­ნა ენა და მო­ვე­კა­ლი მა­მა­ჩემს! მან კი დი­დი ხნის დუ­მი­ლის შემ­დეგ მხო­ლოდ ის გა­­კე­თა, რომ მითხ­რა:

- მე შენ კარ­გად აღზ­­დი­ლი ყმაწ­ვი­ლი მე­გო­ნე, მუ­ჰა­მედ!

სიტყ­ვე­ბი, წა­რუშ­ლე­ლად რომ აეკ­ვი­­ტა გო­ნე­ბას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ხში­რად რომ ხმი­­ნო­ბენ ყურ­ში და უც­­ბე­დად აღ­მო­­ჩენ, წარ­სუ­ლის წყვდი­­დი გა­მო­ურ­­ვე­ვი­ათ და თავს გახ­სე­ნე­ბენ, ხან შენს ბა­გე­ებ­ზეც კი პო­­ლობ მათ, შე­ნი ტუ­ჩე­ბი წარ­მოთ­­ვა­მენ და იმ­­­რე­ბენ. სირ­ცხ­ვი­ლის ძრწო­ლა გიპყ­რობს შე­ნი თა­ვის გა­მო. თით­ქოს ეს ის­ევ ის ძრწო­ლაა, მა­თი პირ­ვე­ლად მოს­მე­ნი­სას რომ და­გე­უფ­ლა. რამ­დენ­ჯე­რაც იგ­­ნებ მათ, გახ­სენ­დე­ბა და წარ­მო­გიდ­გე­ბა მთლი­­ნად, სრუ­ლი­ად, იმ ტო­ნით და მა­ნე­რით, რომ­ლი­თაც ის­­ნი წარ­მო­ით­­ვა. ზუს­ტად არ ვი­ცი, მომ­­და­რის შემ­დეგ თვე­ებ­მა გან­­ლო თუ წლებ­მა, რად­გან დრო, რო­მე­ლიც მას მოჰ­­ვა, მხო­ლოდ მო­საწყე­ნი, სევ­დი­­ნი, უმ­იზ­ნოდ და უს­ას­რუ­ლოდ გა­ჭი­­ნუ­რე­ბუ­ლი, გა­წე­ლი­ლი დღე­­ბი იყო. ათ­ას­­ზის ვუვ­ლი­დი მის სახლს გარ­შე­მო, თვა­ლი ერთხელ მა­ინც რომ მო­მეკ­რა. ვი­ცო­დი, გა­ნა­ჩე­ნი უკ­ვე გა­მო­ტა­ნი­ლი იყო, რომ დედ-მა­მის­გან ცხა­დად, გა­სა­გე­ბად და გა­დაჭ­რით ნაბ­­ძა­ნე­ბი ჰქონ­და, არ ვე­ნა­ხე, თუნ­დაც სუ­ლაც მოვ­­­­და­რი­ყა­ვი ჩე­მი ამგ­ვა­რი ყო­ფის­გან. ხან­და­ხან, ძა­ლი­ან იშ­ვი­­თად, ათ­ას­ში ერთხელ, ვხე­დავ­დი შო­რი­დან. ხარ­ბად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და შო­რით ჭვრე­ტით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი, რო­გორც ცი­ურ ვარ­­­­ლა­ვებს უც­ქე­რენ ხოლ­მე. ხან უძ­ლი­­რე­სი სურ­ვი­ლი წა­მო­მივ­ლი­და, მას­თან მი­ახ­ლო­­ბის­კენ მი­ბიძ­გებ­და. შო­რი­ახ­ლოს მივ­დი­­დი, ისე, რომ მი­სი მხედ­ვე­ლო­ბის არ­­ალ­ში მოვ­­ვედ­რი­ლი­ყავ. ვე­ძახ­დი, ვუხ­მობ­დი მას ხან ჩურ­ჩუ­ლით, ხა­ნაც ხმა­მაღ­ლა. ვა­ნიშ­ნებ­დი მო­ცახ­ცა­ხე ხე­ლით. ფა­ნა­ტი­ვით და­­ღა­ლა­ვად, უთ­ვა­ლავ­ჯერ ვიქ­ნევ­დი მკლავს ჰა­ერ­ში ისე, რომ ლა­მის სხე­­ლიც თან მიჰ­­ვე­ბო­და. თით­ქოს ხილ­ვა­დო­ბის იმ რა­ღაც და­ფა­რულ, უხ­­ლავ ძაფს მსურ­და ჩავ­ჭი­დე­ბო­დი და ჩავ­ბღა­­ჭე­ბო­დი, მის გა­შე­შე­ბულ, გა­ყი­ნულ მზე­რა­სა და ჰო­რი­ზონტს შო­რის რომ გა­დი­­და. მაგ­რამ ერთხე­ლაც კი არ შეს­ტო­კე­ბია წამ­წა­მი ჩე­მი არ­სე­ბო­ბის, ჩე­მი იქ ყოფ­ნის მიხ­ვედ­რის ნიშ­ნად. გა­მუდ­მე­ბით იდ­გა ხოლ­მე ფან­ჯა­რას­თან მზის ყვი­თელ კვად­რატ­ში მოქ­ცე­­ლი, ეს სიყ­ვით­ლე რკი­ნის შტო­რებ­ში ატ­ან­და. ვგრძნობ­დი, იც­­და ჩე­მი არ­სე­ბო­ბა, მზად ვარ და­ვი­ფი­ცო, მაგ­რამ ვი­ცო­დი, არ შე­იმ­­ნევ­და, არ უნ­და შე­ემ­­ნია. ვი­ცი, უდ­­ვოდ ფი­ცი ექ­ნე­ბო­და მშობ­ლე­ბის­­ვის მი­ცე­მუ­ლი და ჰა­ნუ­ნას აღთ­­მა კი ჰა­ნუ­ნა­სა­ვი­თაა, წმინ­და, და­ურ­­ვე­ვე­ლი, ვდნე­ბო­დი მო­ნატ­რე­ბით და მა­გონ­დე­ბო­და. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ვიხ­სე­ნებ­დი ყვე­ლა­ფერს გაც­ნო­ბის წუ­თი­დან იმ დი­დი შეც­ნო­ბის წუ­თამ­დე. ვიხ­სე­ნებ­დი მის ყო­ველ მოძ­რა­­ბას, მის ყო­ველ სიტყ­ვას, ყო­ველ გა­მო­ხედ­ვას, რო­მე­ლიც კი მის სა­ხეს ოდ­ეს­მე დას­ჩე­ნია. ვი­გო­ნებ­დი და ვდნე­ბო­დი სიყ­ვა­რუ­ლით და მო­ნატ­რე­ბით, თავს ვიკ­ლავ­დი სი­ნა­ნუ­ლით. ნუ­თუ აუც­­ლე­ბე­ლი იყო იმ დი­დი შეც­ნო­ბის ზღვრამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ნუ­თუ უბ­რა­ლო სი­ახ­ლო­ვე საკ­მა­რი­სი არ იყო?! რა უმ­ნიშ­­ნე­ლო და იოლი ყო­ფი­ლა ათ­ას­ჯერ გაქ­რო­ბა სრულ გან­შო­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით. "ათ­ას ერ­თი ღა­მის" გმირს ვგავ­დი, რო­მე­ლიც იმ სა­სახ­ლე­ში და­ტო­ვეს, 7 კა­რი რომ ჰქონ­და და უბრ­ძა­ნეს, არ გა­­ღო მეშ­ვი­დე ოთ­­ხის კა­რი. ის­იც ცხოვ­რობ­და ბედ­ნი­­რად სა­სახ­ლე­ში, ტკბე­ბო­და და გან­ცხ­რო­მა-ნე­ტა­რე­ბას ეძ­ლე­­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ შეძ­ლო, წინ აღდ­გო­მო­და უდ­­დეს ცდუ­ნე­ბას - გა­­ღო მეშ­ვი­დე კა­რი. გა­­ღო კი­დეც და იხ­­ლა ის, რაც არ უნ­­ხავს კა­ცის თვალს და გულს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­სახ­ლის გა­რეთ აღ­მოჩ­­და გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი სწო­რედ იმ­­ვე ჯა­დოს­ნუ­რი წერ­ტილ­თან, სა­­და­ნაც სა­სახ­ლის კა­რი გა­­ღო მის­­ვის. თით­ქოს მე ის ჩე­მი წი­ნა­პა­რი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის ძველ, ჩვე­ულ სამ­ყა­როს და­უბ­რუნ­და და დახ­­და იქ ექვ­სი კა­ცი, შა­ვად შე­მო­სი­ლი, გა­მუდ­მე­ბულ გლო­ვა­ში მყო­ფი, მა­თაც იგ­­ვე გა­დახ­დო­მო­დათ მას­ზე უწ­ინ და სი­ნა­ნულს მის­ცე­მოდ­ნენ. შე­­ერ­­დათ მათ მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნიც(4), თა­ვის შავ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი, რა­თა მეშ­ვი­დე ყო­ფი­ლი­ყო მათ შო­რის. ნუ­თუ აუც­­ლე­ბე­ლი იყო ის მეშ­ვი­დე კა­რი და ის უზ­­ნა­­სი ტკბო­ბა? მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნი­ვით ვტი­რო­დი და სი­ნა­ნუ­ლი ახ­­ლი ძა­ლით მი­ტევ­და. სამ­ყა­რო იყო სევ­დი­­ნი და უხ­­ლი­სო, დღე­­ბი უს­აშ­ვე­ლო გა­ჭი­­ნუ­რე­ბით და­ბე­რე­ბუ­ლი, რუ­ხი და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, ღა­მე­­ბი კი უთ­ავ­ბო­ლო, არც შუ­­ღა­მე ეტ­ყო­ბო­და, არც რიჟ­რა­ჟი, არც დი­ლა... ცხოვ­რე­ბა დრო­ის გა­რე­შე მი­დი­­და, სა­ნამ არ დად­გა შე­მოდ­გო­მა. ჭო­რე­ბი გავ­­ცელ­და, თუმ­ცა მე არ ვი­ჯე­რებ­დი. და­­ნიშ­ნა დღე, პი­როვ­ნე­ბაც დად­გინ­და. ის სა­ღა­მოც მო­ვი­და. და­სახ­ლე­ბა­ში გა­ზის ლამ­პი­­ნე­ბი აინ­თო. სი­ნათ­ლე­ებ­მა და­სახ­ლე­ბის შუ­­გულ­ში, ვრცელ დარ­ბაზ­ში მო­­ყა­რა თა­ვი. შუ­ქე­ბი კაშ­კა­შით ფან­ტავ­და სიბ­ნე­ლეს. იყო უამ­რა­ვი, უთ­ვა­ლა­ვი სან­თე­ლი. სან­­ლე­ბის კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბაც კი შო­რი­დან­ვე იგრ­­ნო­ბო­და. ჰა­ნუ­ნას ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი­ყო ზე­მო ეგ­ვიპ­ტი­დან მას­ზე და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად, ის­­ნიც ზარ-ზე­­მით ატ­ან­­ნენ მას. იგ­­ვე ღვთის­­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მათ­თან დრო­დად­რო და­დი­­და, მო­სუ­ლი­ყო პრო­ვინ­ცი­­ლი ცენ­­რის ეკ­ლე­სი­­დან. ყვე­ლა მღე­რო­და და ღვთის­­სა­ხუ­რის კვალ­დაკ­ვალ იმ­­­რებ­­ნენ: კი­რი­­ლე­­სონ!.. უფ­­ლო, შე­მიწყა­ლე!.. უფ­­ლო შე­მიწყა­ლე!.. ჰა­ნუ­ნა იდ­გა თა­ვის თვა­ლის­მომ­­რელ თეთრ სა­მოს­ში, თეთ­რი ჟას­მი­ნის ყელ­სა­კი­დით და ფა­ტით. სა­ხე მის­­ვის სა­ჭი­რო­ზე ბევ­რად მე­ტი ფერ-უმ­­რი­ლით მო­­ხა­ტათ, თუმ­ცა გა­მო­ხედ­ვას, თვა­ლე­ბის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ხომ ვერ შე­­ღე­ბავ­­ნენ! შემ­­­თალ, არ­­ულ მზე­რას წინ და უკ­ან აც­­ცებ­და, იძვ­რო­და აქ­ეთ-იქ­­დან მრა­ვა­ლი ხე­ლის წაკ­­რით, ხან ერთ, ხან მე­­რე მხა­რეს რომ ეწ­­ოდ­ნენ. მოძ­რა­ობ­და, რო­გორც მთვა­რე­­ლი, მაგ­ნი­ტუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ქვეშ, თით­ქოს რა­ღაც როლს თა­მა­შობ­სო. სა­ხე­ზე ფერ­წა­სუ­ლი, მკრთა­ლი ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და. გვერ­დით ნე­ფე-ბა­ტო­ნი ედ­გა, რო­მე­ლიც ალ­ბათ ამ სა­ღა­მომ­დე ცხოვ­რე­ბა­ში თვა­ლით არც ენ­­ხა. ზორ­ბა ტა­ნის, მსხვი­ლი შა­ვი ულ­ვა­შით. შა­ვი პალ­ტო ეც­ვა და თმა ბრი­­ლი­ნით მე­ტის­მე­ტად ულ­აპ­ლა­პებ­და. სა­სი­ძო სი­­მა­ყით ისე გა­ბე­რი­ლი­ყო, თით­ქოს სწო­რედ ახ­ლა ხელ­საყ­რე­ლი, მომ­გე­ბი­­ნი გა­რი­გე­ბა და­­დევ­სო. სიტყ­ვებს ტკეპ­ნი­და და გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი როხ­რო­ხით იც­­ნო­და, ხან­და­ხან ძალ­და­ტა­ნე­ბით. ჰა­ნუ­ნა მის გვერ­­ზე მოთ­ვი­ნი­­რე­ბუ­ლი, წყნა­რი მტრე­დი­ვით იყო, ხე­ლის წაკ­­რით რომ ამ­ოძ­რა­ვებ­­ნენ აქ­ეთ-იქ­ით. ფერ­და­კარ­გუ­ლი იღ­­მე­ბო­და. მი­სი თვა­ლე­ბის მო­ხე­ტი­­ლე მზე­რა რა­ღა­ცას ეძ­ებ­და ცი­ურ ვარ­­­­ლავ­თა შო­რის. ღვთის­­შო­ბელს ჰგავ­და, რმო­ლის­­ვი­საც იესო წა­ერ­­მი­ათ. მორ­ჩილ, უკ­ან და­ხე­ულ, მოთ­მი­ნე­ბით აღვ­სილ, მარ­ტო­სულ ქალ­წულს, ხსნის ძი­­ბა­ში მზე­რით რომ ჩხრეკ­და ცის თაღს. ვინ იც­ის, იქ­ნებ მე მე­ძებ­და, მა­შინ რო­ცა მე მი­წა­ზე გარ­თხ­მუ­ლი ვყმუ­­დი ტკი­ვი­ლით, სი­ნა­ნუ­ლით და ძრწო­ლით. ყვე­ლა კი ერთხ­მად იმ­­­რებ­და: კი­რი­­ლე­­სონ!.. კი­რი­­ლე­­სონ!..

-------------------------------------------------------

(1) ალ-კად­რის ღა­მე - მუს­ლი­მუ­რი კა­ლენ­­რით რა­მა­და­ნის თვის 27-ე ღა­მე. იხ. ყუ­რა­ნის 97-ე სუ­რა.

(2) იფ­რი­თი - ავი სუ­ლი, ბო­რო­ტი სუ­ლი, დე­მო­ნი. ჯი­ნის ნა­ირ­სა­ხე­­ბა არ­­ბულ დე­მო­ნო­ლო­გი­­ში.

(3) კვლავ რა­მა­და­ნის თვის 27-ე ღა­მე იგ­­ლის­­მე­ბა.

(4) მა­ლიქ ალ-ჰა­ზი­ნი - ზღაპ­რის გმი­რი მა­მა­კა­ცის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. არ­­ბუ­ლად "მწუ­ხა­რეს, დამ­წუხ­რე­ბულს" ნიშ­ნავს.


© ”არილი”

No comments: