Tuesday, September 9, 2008

მაკა მიქელაძე

Flash!



- არა ვარ ეს ძვე­ლი ბი­ჭი და მომ­კა­ლი თუ გინ­და! რა ვქნა, თა­ვი­დან­ვე ვერ გა­მო­ვე­დი "დრო და ჟა­მის შე­სა­ფე­რი". ზორ­ბა (შე­გე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ რად გინ­და?!) მო­უქ­ნე­ლი, თონ­თხ­ლო, ჩა­ფარ­თხუ­ნე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბით, მა­რად მა­ა­მებ­ლუ­რი ღი­მი­ლით და მუ­დამ შე­ში­ნე­ბუ­ლი თაგ­ვის­ფე­რით, თით­ქ­მის ქო­სა სა­ხე­ზე. ამ­ას და­უ­მა­ტეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ცო­სოპ­რა­ნო და ძა­ლი­ან ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი თვა­ლე­ბი. ვერ ვჯდე­ბი ტი­პაჟ­ში. ასე არ არ­ის?!
ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გაჩ­ნ­და ეს და­ლოც­ვი­ლი კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბი, თო­რემ რა ბე­დე­ნაა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ჟურ­ნა­ლის­ტი სათ­ვა­ლით. რე­დაქ­ტო­რი ვე­რა­ფერს მამ­ჩ­ნევს, თო­რემ დღი­თიდ­ღე უფ­რო და უფ­რო ცუ­დად ვხე­დავ. ისე კი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვქა­ჩავ, აბა, რა­ღა მე გა­მო­მაგ­ზავ­ნიდ­ნენ ას­ეთ პრეს­ტი­ჟულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ასე არ არ­ის?!
"ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დღე­ე­ბი სტამ­ბულ­ში!!!"
ელ­ი­ტა­რუ­ლი ნა­ღე­ბის კომ­ფორ­ტა­ბე­ლურ ავ­ტო­ბუს­ში, რო­მელ­საც ეს წარ­წე­რა ამშ­ვე­ნებს, ვერ მოვ­ხ­ვ­დი. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლებ თვალ­ში­სა­ცემ ავ­ტო­ბუს­საც არა უშ­ავს, კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი­ა­ნია, მაგ­რამ იმ კონ­დი­ცი­ამ­დე ვარ მი­სუ­ლი, რომ ვკი­ვი - აღ­არ გვინ­და "აზ­ი­ი­დან რომ ქა­რა­ვა­ნი მო­დის" და "ბი­ჭი რომ ტამ­ბოვ­ში მი­დის", გა­მოც­ვა­ლეთ, ად­ა­მი­ა­ნე­ბი არ ხართ, კა­სე­ტა!
- რაო, ჩვე­ნი ძმა?! - კა­ბი­ნი­დან თით­ქ­მის გა­და­ხოტ­რი­ლი თა­ვი გა­მო­ყო მძღოლ­მა.
ყვე­ლა­ფე­რი ად­გილ­ზე აქვს, თხე­ლი, ოდ­ნავ კე­ხი­ა­ნი ცხვი­რი, ჩაშ­ლი­ლი ხინ­კ­ლის­და­რი ყუ­რე­ბი, ამ ყუ­რე­ბი­დან გა­მოზ­რ­დი­ლი კი­სე­რი, შებ­რ­ტყე­ლე­ბუ­ლი სა­ფეთ­ქ­ლე­ბი, მძი­მედ მოძ­რა­ვი ყბა, სა­უბ­რი­სას მო­კუ­მუ­ლი პი­რი და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი მზე­რა. ხმაც მო­ახ­დენ­და გარ­კ­ვე­ულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, სად­ღაც კე­ხის მი­და­მო­ში რომ არ გას­ჩხე­რო­და. ტი­პაჟ­ში ჯდე­ბა - ვე­რა­ფერს იტყ­ვი.
აგ­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცი, "ჩვე­ნი ძმა"-ზე რომ გა­და­ვი­დე, და­ვი­ღუ­პე­ბი, ამ­ი­ტომ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ გან­ც­ვიფ­რე­ბულ მზე­რას ვუბ­რუ­ნებ, ოღ­ონდ, მსუ­ბუ­ქი ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რო­ბის ელ­ფე­რით.
- ბო­დი­ში, მსგავს სიმ­ღე­რებ­თან მძი­მე მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს და თუ არ შე­წუხ­დე­ბით, სხვა რა­მე მოგ­ვას­მე­ნი­ნეთ, ნაკ­ლებ გუ­ლის­გამ­გ­მი­რა­ვი.
გა­და­ვამ­ლა­შე. უც­ებ აუღო ალ­ღო ფა­რულ ირ­ო­ნი­ას. ავ­ად გა­მი­ცი­ნა, უხ­ა­ლი­სოდ შე­ი­ტა­ნა ორი კა­ცის სამ­ყო­ფი ბე­ჭე­ბი კა­ბი­ნა­ში და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მაგ­ნი­ტა­ფო­ნი სა­ერ­თოდ გა­მორ­თო.
მკვდა­რი­ვით ჩა­მე­ძი­ნა.
მგო­ნი ვი­ღაც "ავ­ტოს­ტო­პის" მოყ­ვა­რულ­ნი ამ­ო­ვიდ­ნენ ავ­ტო­ბუს­ში, ვი­ღაც შოპ-ტურ­ზე წა­მო­სულ­ნი ჩა­ვიდ­ნენ, რო­მე­ლი­ღაც ქა­ლაქ­ში ექს­კურ­სი­ა­ზე ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს და რო­ცა ნა­ხევ­რად­ნამ­ძი­ნა­რევ­მა ჩე­მი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მო­ვი­საკ­ლი­სე, რა და­გი­კარ­გავს, რას ეძ­ე­ბო...
Flash!!! - გა­მი­ნათ­და თავ­ში და ისე და­მიბ­ნელ­და თვა­ლებ­ში, თით­ქოს დი­აფ­რაგ­მა ჩა­ი­კე­ტა და გა­იხ­ს­ნა ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში. ყუ­რებ­შიც უშ­ნოდ აზ­უ­ილ­და რა­ღაც, თით­ქოს ფი­რი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­დახ­ვე­ვი­სას.
ჩე­მი "ზე­ნი­ტი"! ჩე­მი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი!
თურ­ქეთ­ში საბ­ჭო­თა ოპ­ტი­კა ულ­ა­პა­რა­კოდ გა­დის. ბე­დი არ გინ­და?! მწყერს ერ­თი დღე ერ­გო და ის­იც ქა­რი­ა­ნიო! ეძ­ე­ბე ახ­ლა დე­დი­სერ­თა და მარ­ჩე­ნა­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. ახ­ალს ათ­ა­სი წე­ლი ვერ ვი­ყი­დი. გა­მო­დის, უმ­უ­შე­ვა­რი დავ­რ­ჩი. ასე არ არ­ის?!
რა ვქნა?! რაა?! სა­ფეთ­ქ­ლე­ბის სრე­სა ვე­რა­ფე­რი გა­მო­სა­ვა­ლია. თა­ვი მა­ინც მი­დუღს. უნ­და მოვ­ძებ­ნო, უს­იკ­ვ­დი­ლოდ უნ­და მოვ­ძებ­ნო! კად­რე­ბი ისე იცვ­ლე­ბა თვალ­წინ, რო­გორც სლა­ი­დოს­კოპ­ში სლა­ი­დე­ბი: უმ­რავ­ლე­სო­ბა პე­ი­ზა­ჟია, ნა­წი­ლი კბი­ლებ­ში ხან­ჯ­ლებ­გაჩ­რი­ლი და ჰა­ერ­ში და­კი­დუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი, აქა-იქ ავ­ტო­ბუ­სის სკა­მის ხა­ვერ­დ­ზე შა­ვი მარ­გა­ლი­ტი­ვით მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი "ზე­ნი­ტი" გა­ი­ელ­ვებს, სხვა­დას­ხ­ვა რა­კურ­ს­ში. რა­ტომ­ღაც ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი მძღო­ლის ქვე­და ყბა და უც­ებ უზ­არ­მა­ზა­რი, უაზ­ღუ­დო, უაზ­როდ მოკ­ლე თეთ­რი სტრე­ი­ჯი­დან ამ­ო­ქათ­ქა­თე­ბულ-ამ­ო­ფუ­ე­ბუ­ლი ბი­უს­ტი გა­მეჩხი­რა თვალ­წინ. ამ მა­სი­ურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ვერც მარ­ჯ­ვ­ნივ და ვერც მარ­ცხ­ნივ ძვრა ვერ ვუ­ყა­ვი.
უგ­ე­მოვ­ნო ვიტ­რა­ჟე­ბი­ან რუხ-ვარ­დის­ფერ სას­ტუმ­რო­ში ავ­ლა­დი­დე­ბის პატ­რო­ნი რომ მო­ვი­ძიე, კვლავ გულ­ღი­ად და სტუ­მარ­თ­მოყ­ვ­რუ­ლად შე­მო­სილს გა­და­ვაწყ­დი. ქალ­მა ჩე­მი გა­უ­ბე­და­ვი ქა­თი­ნა­ურ-დი­თი­რამ­ბე­ბი ერთ ყურ­ში შე­უშ­ვა და მე­ო­რი­დან გა­მო­უშ­ვა.
- პირ­და­პირ თქვი! არ გინ­და მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლიო, - შე­მომ­ღე­ჭა სა­ხე­ში.
ვი­ღა­ცას მა­გო­ნებ­და. ტვი­ნი დავ­ძა­ბე. წკაპ - გა­იტ­კა­ცუ­ნა თავ­ში და პო­ლა­რო­ი­დი­ვით გად­მო­მიგ­დო სა­ჭი­რო სუ­რა­თი. გა­მე­ცი­ნა. ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამტ­კი­ცებ­და, რომ ცხო­ვე­ლე­ბი ად­ა­მი­ან­ზე უკ­ე­თე­სი ფო­ტო­მო­დე­ლე­ბი არ­ი­ან. ერ­თი მზე­თუ­ნა­ხა­ვი ძრო­ხა ჰყავ­და გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ეს ჩე­მი დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი ღვიძლ და­სა­ვით ჰგავ­და სი­თეთ­რით, სი­სავ­სით, ერ­ო­ტი­კუ­ლი მცოხ­ნა­ვი დრუნ­ჩით და წამ­წა­მე­ბაპ­რე­ხი­ლი, შა­ვად ამ­ო­ხა­ტუ­ლი გულ­გ­რილ-ნაღ­ვ­ლი­ა­ნი წყლი­ა­ნი თვა­ლე­ბით.
- უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნეთ, - ამ­ო­ვიბ­ლუ­კუ­ნე.
ეჭ­ვით ამ­ათ­ვა­რი­ელ-ჩა­მათ­ვა­რი­ე­ლა.
- არ არ­სე­ბობს, შენ მაგ­დე­ნი არ გექ­ნე­ბაო, - და­ას­კ­ვ­ნა და გატ­რი­ალ­და.
- ამ ავ­ტო­ბუ­სით ხში­რად მგზავ­რობთ? - ალ­ალ­ბედ­ზე ვი­კითხე.
- მე­რე შენ რა! - ოდ­ნავ შე­ში­ნე­ბუ­ლი და­მაკ­ვირ­და.
- არა, თქვენ ვერ გა­მი­გეთ, უბ­რა­ლოდ, უბ­რა­ლოდ... იც­ით, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მომ­პა­რეს. მე დე­და მყავს ავ­ად­მ­ყო­ფი... ამ­ით ვშო­უ­ლობ ცოტ-ცო­ტას. გა­მო­დის, რომ უმ­უ­შე­ვა­რი დავ­რ­ჩი. ასე არ არ­ის?! - ჩემ­მა უს­უ­სუ­რო­ბამ გა­მამ­წა­რა.
- მე­რე მე რა შუ­ა­ში ვარ? - ცოხ­ნა გა­აგ­რ­ძე­ლა "ძრო­ხამ".
- არ ვი­ცი, - ეტ­ყო­ბა შე­ვე­ცო­დე, - მი­დი, ჩვენ "შო­ფერს" კითხე, "რე­ი­სა­ვი­კი" კია, მაგ­რამ ჯი­გა­რია გა­გე­ბის ამ­ბავ­ში. სა­ღა­მოს ნო­მერ­ში იქ­ნე­ბი ას­ი­ა­ნი - თით­ქოს დი­დი სა­ი­დუმ­ლო გა­მან­დო და გულ­გ­რი­ლად მი­ა­ყო­ლა, სხვა­თა შო­რის - არ უთხ­რა, რომ მე გითხა­რი...
ჯან­და­ბა, ვე­რი­დე­ბო­დი ღო­ლო­სო და და­მიხ­ვ­და ღო­ბის ბო­ლო­სო.
სა­ღა­მო ის­ე­დაც იდ­გა. თერ­თ­მეტ სა­ათ­ზე ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ფე და ახ­ლა კი დროა-მეთ­ქი, გა­დავ­წყ­ვი­ტე.
ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. არ­ა­ყი ვხუ­ხე. შა­ვი შარ­ვალ-პე­რან­გიც კი ჩა­ვიც­ვი, ზე­მოთხ­სე­ნე­ბუ­ლი "გა­გე­ბის ამ­ბავ­ში". ნომ­რის კა­რებ­ზე რომ ვა­კა­კუ­ნებ­დი, ხე­ლი მი­კან­კა­ლებ­და. "ბი­უს­ტ­მა" გა­მომ­ხე­და და გზა და­მით­მო.
- ლე­დი! ვინ არ­ის? - გა­ის­მა სიღ­რ­მი­დან კეხ­თან გაჩხე­რი­ლი ხმა. სა­ხე­ლიც ძრო­ხის შე­სა­ფე­რი­სი რქმე­ვია - გა­მე­ცი­ნა ჩემ­თ­ვის.
- შენ­თან არ­ი­ან! - თვა­ლი ჩა­მიკ­რა აშ­კა­რად დი­ლან­დელ­ზე მკვეთ­რად მო­ხა­ლი­სე­ბულ­მა მან­დი­ლო­სან­მა.
- ვაა! ფო­ტოგ­რაფ! - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ე­ღი­მა მძღოლს, - კარ­გად გა­ვერ­თო­ბით.
ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თულ, "ნო­მერ­ში მა­გარ დროს­ტა­რე­ბას" არ­ატ­რა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა ამშ­ვე­ნებ­და. ჩი­რი და საკ­ნა­ტუ­ნო ჩხი­რი ათ­ას­ნა­ი­რი, ხი­ლი და­შაქ­რუ­ლი, თხი­ლი მა­რი­ლი­ა­ნი. რა­ხათ-ლუ­ქუ­მი, ჰალ­ვა, ფახ­ლა­ვა, ცო­ტა არ­ა­ყი, ბევ­რი ლუ­დი და ძა­ლი­ან ბევ­რი "ფან­ტა". მე­ნიუ ერთ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­უ­თი­თებ­და, რომ "ბოლ­დე­ბოდ­ნენ", თუმ­ცა არც ტა­რი­ა­ნე­ბის და­მალ­ვა უფ­იქ­რია ვინ­მეს, არც ლო­გი­ნე­ბი­დან წა­მოდ­გო­მა და სკა­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მოს­ვ­ლი­ათ აზ­რად. მეც ავ­დე­ქი და ერ­თა­დერთ სა­ვარ­ძელ­ში მოვ­კა­ლათ­დი. "კურ­ღ­დელს უთქ­ვამს, სა­ნამ გა­მო­მახ­ტუ­ნებ­დ­ნენ, მა­ნამ უფ­რო მე­ში­ნო­დაო".
- ნა­ხე, ეს რა მა­გა­რია! - გა­ე­ცი­ნა მძღოლს. მი­სი ორი კო­ლე­გა გა­დაბ­ჟირ­და, ლე­დიც არ­ა­ბუ­ნებ­რი­ვად აკ­ის­კის­და.
ხე­ლე­ბის კან­კალ­მა მუც­ლის­კენ გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­ვი­დე და გა­ჩუ­მე­ბა ვარ­ჩიე.
- აბა, ჩვე­ნი ძმა სტუ­მა­რი ღვთი­საა, დაგ­ვეწ­ვიე, - ვე­ე­ბა პა­პი­რო­სი გა­მო­მი­წო­და მას­პინ­ძელ­მა.
"ვირს პიტ­ნა არ უყ­ვარ­და და ცხვირ­ში სტე­ნიდ­ნე­ნო". ვერ ვი­ტან "ბოლს", მაგ­რამ ხომ გა­გი­გი­ათ, "ვი­საც თევ­ზი უნ­და, ფე­ხიც და­ის­ვე­ლო­სო".
და­ნარ­ჩე­ნი ისე ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს, თით­ქოს ფო­ტო­ქა­ღალ­დი, გამ­ჟ­ღავ­ნე­ბი­სას ხან სა­ჭი­რო­ზე დიდ­ხანს გა­ვა­ჩე­რე წა­მალ­ში, ხან კი დრო­ზე ად­რე ამ­ო­ვი­ღე გა­საშ­რო­ბად, ზო­გი კად­რი ზედ­მე­ტად მუ­ქად, ზო­გი სა­ერ­თოდ წაშ­ლი­ლი. ზო­გი კად­რი ნე­გა­ტი­ვე­ბად ჩამ­რ­ჩა თავ­ში. ფე­რა­დი ნე­გა­ტი­ვი, შავ-თეთ­რი ნე­გა­ტი­ვი. პო­ზი­ტი­ვი, პო­ზი­ტი­ვი, ის­ევ ნე­გა­ტი­ვი. ერ­თად - კუთხე­ში მიყ­რი­ლი, აბ­ურ­დულ-და­ბურ­დუ­ლი, და­წუ­ნე­ბუ­ლი ფი­რი.
მახ­სოვს, და­უ­ფა­რა­ვად დამ­ცი­ნოდ­ნენ, მახ­სოვს, მეც ვხითხი­თებ­დი და ვჭერ­მეტყ­ვე­ლებ­დი კარ­ს­მომ­დ­გარ უმ­უ­შევ­რო­ბა­ზე. მახ­სოვს სუ­რა­თებს ვი­ღებ­დი, მას­პინ­ძელ­თა "სა­საპ­ნით", ანუ "საჩხა­კუ­ნო­თი" (ჩვენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ასე ვუ­წო­დებთ სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ პა­ტა­რა ფო­ტო­ა­პა­რა­ტებს). ყვე­ლას გა­და­ვუ­ღე: მძღო­ლი და მი­სი მოძ­რავ-მოწ­რი­პუ­ლი ძმა­კა­ცი "ან­ცო" თუ "ცქვი­ტო", მძღო­ლი და მი­სი ქო­ნი­ან-ბალ­ნი­ა­ნი ძმა­კა­ცი "ღო­რო" თუ "ჯა­გა­რო", მძღო­ლი და სა­ხე­მორ­ღ­ვე­უ­ლი და ტან­მოფ­ლა­შუ­ლი "ლე­დი". მე­რე ყვე­ლა­ნი ერ­თად, მე­რე ცალ-ცალ­კე. მახ­სოვს დიდ­ხანს ვარ­კ­ვევ­დი იმ წუთ­ში ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს: ექვ­სი ცხრა­ზე უნ­დო­დათ თუ ცხრა თორ­მეტ­ზე, მახ­სოვს სა­მი ოთხ­ზეო, მი­პა­სუ­ხეს და ჩაბ­ჟირ­დ­ნენ, ერთს სლო­კი­ნი აუტყ­და. მახ­სოვს მეც გა­და­მი­ღეს. ერთ­წუ­თი­ა­ნი აპ­ა­რა­ტე­ბი რომ ოთხ კადრს გი­ღებს. წკაპ - მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, წკაპ - დაჯღა­ნუ­ლი, წკაპ - ზე­დაჯღა­ნუ­ლი, წკაპ - თავ­ზე ოთ­ხი თი­თით და ცხვირ­ზე გაშ­ლი­ლი მტკა­ვე­ლით... ის-ის იყო, სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის სპაზ­მით უნ­და ამ­ოვ­წყ­ვე­ტი­ლი­ყა­ვით, რომ მძღო­ლი ერ­თი ხე­ლის მოს­მით და­სე­რი­ო­ზულ­და.
- მე­რე ჩვენ­გან რა გინ­და? ა?! ჩვენ­ზე ხომ არა გაქვს ეჭ­ვი?! - ის­ე­თი ხმა გა­მო­უშ­ვა, გე­გო­ნე­ბო­და კე­ხი ძვლის კი არა, ფო­ლა­დის ჰქონ­და. ლე­დი კუთხე­ში მი­ი­კუ­ჭა და თი­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას შე­უდ­გა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ად­გილ­ზე გაქ­ვავ­დ­ნენ. გა­მა­ცია. მთა­ვა­რია, "ჩვენ ძმა­ზე" არ გა­და­ვი­დე, მთა­ვა­რია სიტყ­ვა­ში არ­ა­ფე­რი შე­მე­შა­ლოს.
- ... მო­მას­წავ­ლეს... გა­გე­ბის ამ­ბავ­ში ჯი­გა­რიაო... ვინ იც­ის, გა­ყიდ­ვა მო­ინ­დო­მეს... უთქ­ვე­ნოდ, არა მგო­ნია, გა­ბე­დონ... თუ შე­მოგ­თა­ვა­ზეს... მოკ­ლედ, თუ გა­მოჩ­ნ­და... იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ... ძა­ლი­ან მი­ვეჩ­ვიე... მე თვი­თონ ვი­ყი­დი... თუ გა­მოჩ­ნ­და... იაფ­ად თუ.... - ის­ევ გა­მამ­წა­რა ჩემ­მა უს­უ­სუ­რო­ბამ. რი­სი მყიდ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ერ­თი. ნე­ტა ვინ­მემ იც­ო­დეს, რო­გორ მი­ზი­დავ­და თა­ნა­მო­სა­უბ­რის ქვე­და ყბა, მაგ­რამ "სვა­ვი ძვალს კი­სერს და­აზ­მა­ნებს და ისე გა­დაყ­ლა­პავ­სო" - ნათ­ქ­ვა­მია.
- ჰოოო, - გა­აგ­რ­ძე­ლა მძღოლ­მა. სა­ხე­ზე და­ეტყო, რომ საქ­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და­ე­კარ­გა. არ­ა­ყი ჩა­მო­ას­ხა და ჩე­მი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­მოც­დის ახ­ა­ლი ეტ­ა­პი და­იწყო.
ძაღ­ლად არ მაგ­დებ­დ­ნენ, არ მის­მენ­დ­ნენ, სას­მელს ხაზ­გას­მით არ მის­ხამ­დ­ნენ. მაგ­ნი­ტო­ფო­ნი წამ­და­უ­წუმ მახ­სე­ნებ­და "დე­და­ჩე­მის ჭა­ღა­რას" და იმ­ას, რომ "ტრუ­ლა­ი­ლას ფუ­ლი არ უნ­და", თო­რემ ნამ­დ­ვი­ლად წა­მოვ­ხ­ტე­ბო­დი და გა­ვიქ­ცე­ო­დი. რამ­დენ­ჯერ­მე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი შე­მო­მიტ­რი­ალ­დ­ნენ. "ხომ გითხა­რით, თუ რა­მეს გა­გი­გებთ, ნაღ­დად შე­გატყო­ბი­ნებ­თო", ანუ "აღ­არ მი­დი­ხარ, და­ა­ყე­ნე საშ­ვე­ლიო!" სიმ­წ­რით გა­მოფხიზ­ლე­ბა და­ვიწყე და "გა­გე­ბის" სად­ღეგ­რ­ძე­ლოს­თ­ვის თვა­ლებ­ში გა­მო­ვი­ხე­დე. ქურ­დუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლას რომ შე­უდ­გ­ნენ, Flash! გა­მი­ნათ­და თავ­ში.
- ბა­ბუ­ა­ჩე­მი იყო ქურ­დი! - რაც შე­მეძ­ლო ომ­ა­ხი­ა­ნად შევ­ძა­ხე.
ალ­მა­ცე­რად გად­მომ­ხე­დეს, რო­მელ უბ­ან­შიო.
ვუ­პა­სუ­ხე.
ვინ­მე მომ­პა­რა­ვი იქ­ნე­ბო­დაო, გა­და­ხე­დეს ერთ­მა­ნეთს და ის­ევ ამ­ომ­შა­ლეს სა­ინ­ტე­რე­სო ობ­ი­ექ­ტე­ბის სი­ი­დან.
- ირ­აკ­ლი ხუ­ციშ­ვი­ლი თუ გა­გი­გი­ათ? - რი­ხი­ა­ნად კი ვი­კითხე, მაგ­რამ წყალ­წა­ღე­ბუ­ლი რომ ხავსს ეჭ­ი­დე­ბო­და, ისე გა­მო­მი­ვი­და. ტყუ­ი­ლად მე­პა­რე­ბო­და ბა­ბუ­ა­ჩე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა­ში ეჭ­ვი.
ახ­ლა იმ­ათ და­ე­მარ­თათ Flash!
პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლი კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ვარ-მეთ­ქი, მოწ­მო­ბა რომ ამ­ე­ფა­რე­ბი­ნა მათ მრავ­ლის და არ­აფ­რის­მეტყ­ველ ფი­ზი­ო­ნო­მი­ებ­ზე, ას­ეთ კვალს მა­ინც ვერ და­ვამ­ჩ­ნევ­დი. ეჰ! სად იყო ჩე­მი "ზე­ნი­ტი", ამ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ზე­ნიტ­ში!
ცო­ტა ხნით და­მუნ­ჯ­დ­ნენ, მე­რე ფეხ­ზე წა­მო­მიდ­გ­ნენ, მე­რე მა­გი­და­ზე აძვ­რ­ნენ და იქ და­ლი­ეს "ამ სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დის" სად­ღეგ­რ­ძე­ლო. იქ­ი­დან რომ ჩა­მოძ­ვ­რ­ნენ, სა­ვარ­ძელ­ში ბა­ლი­ში ჩა­მი­ფი­ნეს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ეტ­ყო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის გა­და­ნა­ხუ­ლი, არ­ა­ყი ჩა­მო­მის­ხეს, ახ­ა­ლი პა­პი­რო­სი შე­მი­კე­თეს, ლა­მის ტან­საც­მე­ლი გა­მიწ­მინ­დეს ჯაგ­რი­სით. ცხო­ნე­ბუ­ლი ბა­ბუ­ა­ჩე­მი ისე აქ­ეს და ად­ი­დეს, რომ საწყა­ლი ლა­კი ლუ­ჩი­ა­ნო საფ­ლავ­ში შამ­ფუ­რი­ვით დაბ­ზ­რი­ალ­და შუ­რით.
ის კი არ­ა­და, მძღოლ­მა თა­ვის წარ­დ­გე­ნის ღირ­სად მცნო. ბა­ბუ­ა­შე­ნი­ვით ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ვერ ვე­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ ამ გზა­ზე თუ მახ­სე­ნებ, უბ­ა­ტო­ნოდ ხმას არ­ა­ვინ გაგ­ცემ­სო. ეს ჩვე­ნი და­ი­კოა მან­ჩო, "ლე­დის" ვე­ძა­ხით, ხო აზრ­ზე ხარ რა ამ­ბავ­შიო. კარ­გი გო­გოა, ჯი­გა­რია, უჭ­ირს თო­რე, ვინ ოხ­ე­რიო... რომ არ­ა­ვინ აწ­ყე­ნი­ნოს, მე ვპატ­რო­ნო­ბო. ეს "შუს­ტ­რი­ა­კაა", ეს "ბოლ­შოი", მე "ლორდს" მე­ძა­ხი­ან, ხო აზრ­ზე ხარ, რა ამ­ბავ­შიო.
- ლორ­დი კი არა, სუ­ტი­ნი­ო­რი ყო­ფილ­ხარ, ჩე­მო ჯორ­ჯო და გორ­დონ ჩე­მო - მო­ვე­დი აზრ­ზე, რა ამ­ბავ­შიც, მაგ­რამ არ­ა­ფე­რი შე­ვიმ­ჩ­ნიე. არც დამ­ცალ­და, მძღოლ­მა ხე­ლი გა­დამ­ხ­ვია და თა­ვი­სი­ა­ნებს მი­უბ­რუნ­და, იც­ო­დეთ, ეს კა­ცი კა­ცუ­რი კა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლია, თვი­თო­ნაც კა­ცუ­რი კა­ცია და არ­ა­ფე­რი შე­გე­შა­ლო­თო. აბა რა! "ზღვა ისე არ დაშ­რე­ბა, გუ­ბი­სო­დე­ნა არ დარ­ჩე­სო" და "აქ­ლე­მი ისე არ და­ვარ­დე­ბა, ვი­რის სა­პალ­ნე ვერ მო­ი­კი­დო­სო".
თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მო­მად­გა. გუ­ლი ამ­ი­ჩუყ­და, ქარ­თუ­ლი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის კი­დევ ერთ მოყ­ვა­რულს რომ გა­და­ვაწყ­დი. "ლორ­დ­მა" ცრემ­ლე­ბი ბა­ბუ­ის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ტა­ნილ ხარ­კად ჩა­მით­ვა­ლა და თავ­ში ხე­ლი შე­მო­ირ­ტყა - აი, თურ­მე რა­ტომ ვერ უძ­ლებ ქურ­დულ მუ­სი­კას, მე კი რო­გორ ავ­ა­ცი­ლეო.
მე­ტი სიმ­ძაფ­რის­თ­ვის ბა­ბუ­ა­ჩე­მის სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა. ხუ­თი წლის ბი­ჭი რომ თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი ყვე­ბა "ჩხუბ­ზე" ფილმს, ხომ მო­გის­მე­ნი­ათ, ჯახ-ჯუხ, ბახ და ამ დროს მარ­ცხ­ნი­დან და დ-დ-დ-დ-დ და ჩა­ხო­ცა და უც­ებ წი­ნი­დან ძაღ­ლო­ბა და უუ-უუ-უუ. დაბ­რი­და ერ­თი, მე­ო­რე, მე­სა­მე, ჩამ­შ­ვე­ბიც, მა­გი­სი... მაგ­რამ ბა-ბახ და შიგ გულ­ში. რო ვარ­დე­ბო­და, ასე უთქ­ვამს, "რომ მცოდ­ნო­და, სად წა­ვიქ­ცე­ო­დი, თი­ვას დავ­ყ­რი­დიო".
ვი­ყო­ჩა­ღე და არ გა­ვი­ცი­ნე. ხე­დავ შენ, ვის გა­მო­ვემ­გ­ვა­ნე ან­და­ზე­ბის ტრფი­ალ­ში. ასეა, კვი­ცი გვარ­ზე ხტი­სო. უც­ებ შევ­ნიშ­ნე, რომ ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და. ჩე­მი სიტყ­ვის ჯე­რი იყო.
- მა­სე კი არ უთქ­ვამს, "ურ­ე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბაო" - ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი.
- შენ მას­წავ­ლიო?!! - გა­და­ი­რია "ლორ­დი".
- ბო­დი­ში, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლი რა­ნა­ი­რად ხა­რო? - უც­ებ და­ეჭ­ვ­და "შუს­ტ­რი­ა­კა". ყვე­ლამ ეჭ­ვით გად­მომ­ხე­და და სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. აქ მე ჩე­მი მწი­რი ქუ­ჩუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნე, თვა­ლე­ბი და­ვაბ­რი­ა­ლე და უკ­ვე მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან კბი­ლებ­ში გა­მოვ­ცე­რი:
- ესე იგი, მე ვტყუი, არა?!
- არა, ძმა! - მა­შინ­ვე უკ­ან და­ი­ხია გაწ­რი­პულ­მა, - მა­შინ­დელ ქურ­დებს ხომ ცოლ-შვი­ლი არ ჰყავ­დათ.
- ჰოოო, - "ვა­პა­ტიე" დიდ­სუ­ლოვ­ნად - ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმა იყო, ალ­ა­ლი...
...გი­ნა­ხავთ თეთრ ფო­ტო­ქა­ღალდს გამ­ჟ­ღავ­ნე­ბი­სას რო­გორ თან­და­თან ემჩ­ნე­ვა კონ­ტუ­რე­ბი, რო­გორ ნელ-ნე­ლა ის­ა­ხე­ბა ის, რაც და­ი­ნა­ხე, გა­ი­აზ­რე, გა­და­ი­ღე... ასე შემ­პა­რა­ვად გა­მო­იკ­ვე­თა თვალ­წინ ომ­ის­დ­რო­ინ­დე­ლი, შეყ­ვით­ლე­ბუ­ლი, ოდ­ნავ კი­დე­ებ­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ფო­ტო, რომ­ლი­და­ნაც გამ­კიცხა­ვად შე­მომ­ც­ქე­რო­და ოც­და­სა­მი წლის გო­გო­ნა - ბე­ბი­ა­ჩე­მი.
წვი­ვე­ბის სიწ­ვ­რი­ლით, გვერ­დე­ბის სი­კოხ­ტა­ვით, თვა­ლე­ბის სი­სუფ­თა­ვით და ხიბ­ლით ფი­როს­მა­ნის შველს ჰგავ­და. ბავ­შ­ვის ტუ­ჩე­ბით, პიტ­კი­ნა სა­ხით, პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლი კა­ბით, ამ­ო­თას­მუ­ლი ფეხ­საც­მ­ლით, შლი­ა­პით, ქოლ­გით და პრო­ნონ­სით - რე­ნუ­ა­რის ტი­ლო­დან გად­მო­სულს, ფრან­გულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მო­ხე­ურ-რუ­სუ­ლი პრო­ნონ­სიც ჰქონ­და. მო­ხე­უ­რი იმ­ი­ტომ, რომ მო­ხე­ვე იყო, რუ­სუ­ლი იმ­ი­ტომ, რომ მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, რო­ცა დი­დი სა­მა­მუ­ლო და­იწყო და მე­უღ­ლეს ქერ­ჩ­ში უკ­რეს თა­ვი.
მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში რო­გორ გა­მორ­ბო­და ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლი სამ მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვ­თან - ეს კი­ნოა. რო­გორ არ­ჩენ­და კერ­ვით შვი­ლებს, რო­გორ ლა­მა­ზად ცხოვ­რობ­და იტ­ა­ლი­უ­რი ეზ­ოს კი­ბის ქვეშ, ერთ ოთ­ახს შე­კედ­ლე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი და ხე­ლის­მოთხოვ­ნე­ლი ჰყავ­და, რა ცდუ­ნე­ბებს გა­უძ­ლო და რა გა­და­ი­ტა­ნა, ვის რა დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­უ­წო­და, ვინ მკვდა­რი დახ­ვ­და და ვინ მო­უკ­ვ­და - ტე­ლე­სე­რი­ა­ლი. აი, ფო­ტო კი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ ას­ე­თი შავ-თეთ­რი არა, თეთრ-ყა­ვის­ფე­რი ფო­ტო, უკ­ა­ნა პლა­ნი - პა­ტა­რა ფან­ჯა­რა ქათ­ქა­თა ფარ­დით, გლო­ბუ­სი, კო­მოდ­ზე სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა "ზინ­გე­რი" და ნავ­თის ლამ­ფა. ცენ­ტ­რა­ლუ­რი პლა­ნი - მრგვალ მა­გი­დას­თან თორ­მე­ტი სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის და ერ­თი წო­ნის გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი (ოთ­ხი ხორ­ბ­ლის­ფე­რი, ორი შავ­გ­ვ­რე­მა­ნი, ხუ­თი შავ­ტუ­ხა და ერ­თი თეთ­რ­ბაფ­თე­ბი­ა­ნი ბამ­ბა­ქუ­ლა), იქ­ვე ლა­მა­ზი დი­ა­სახ­ლი­სი ჩამ­ჩით ხელ­ში, დამ­ტუქ­სა­ვი მზე­რით, ოდ­ნავ მარ­ცხ­ნივ გა­დახ­რი­ლი თა­ვით; წი­ნა პლა­ნი - დი­დი ქვა­ბი "კე­რა­სინ­კა­ზე" და კა­რებ­თან ატ­უ­ზუ­ლი, თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ლა­მა­ზი ახ­ალ­გაზ­რ­და კა­ცი. ეს ფო­ტო ძა­ლი­ან მა­გო­ნებს სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და­ბეჭ­დილ ცნო­ბილ სუ­რათს "ის­ევ ორ­ი­ა­ნი".
ამ "ფო­ტოს" დე­და­ჩე­მის წკრი­ა­ლა ხმაც ახ­ლავს. თით­ქოს პა­ტა­რა გო­გო­ნა წიგნს თითს აყ­ო­ლებს და და­მარ­ც­ვ­ლით კითხუ­ლობს:
- სუ­რათ­ზე აღ­წე­რი­ლია სა­ღა­მო ომ­ის­შემ­დ­გო­მი თბი­ლი­სის ერთ-ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ოჯ­ახ­ში...
ეს ფო­ტო არ­სე­ბობს მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბა­თა ფო­ტო­არ­ქივ­ში. დე­დამ გა­და­ი­ღო ბავ­შ­ვო­ბა­ში და მა­ჩუ­ქა...
იმ დღეს ბე­ბი­ამ ომ­ში და­ღუ­პულ­თა "პა­ი­ო­კი" აიღო. მო­ხარ­შა ყვე­ლა­ზე დი­დი ქვა­ბით ბრინ­ჯის ფა­ფა და მე­ზობ­ლის მში­ერ ბავ­შ­ვებს და­უ­ძა­ხა, რუ­სებს, სომ­ხებს, ქურ­თებს. ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ირ­აკ­ლი ხუ­ციშ­ვი­ლიც შე­მო­ვი­და. ვის­თ­ვის სა­კავ­ში­რო მას­შ­ტა­ბის "რამ­კი­ა­ნი" ქურ­დი და ვის­თ­ვის უმც­რო­სი ძმა.
ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე ჰქონ­და. და­ბა­ლი ბა­ნი, მა­ღა­ლი შუბ­ლი, უმ­აღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, გრძე­ლი თი­თე­ბი, სა­ეჭ­ვო ხვე­ლა. გა­საქ­ცე­ვად შე­მარ­თულ ტან­ზე აწ­ყო­ბი­ლი გრძე­ლი პალ­ტო, არ­შემ­დ­გა­რი პო­ე­ტის გა­მო­ხედ­ვა და მო­ხე­ურ-რუ­სუ­ლი პრო­ნონ­სი. მო­ხე­უ­რი, იმ­ი­ტომ, რომ მო­ხე­ვე იყო, რუ­სუ­ლი - ნუ, სხვა­თა და სხვა­თა მი­ზეზ­თა გა­მო.
- მშვი­დო­ბა თქვენს მობ­რ­ძა­ნე­ბას! - თქვა ბე­ბი­ამ და სი­ხა­რუ­ლის და­სა­მა­ლად მა­გი­დის წმენ­დას შე­უდ­გა კო­პებ­შეყ­რი­ლი. მო­სულს რამ­დე­ნი­მე ლან­დი შე­მოჰ­ყ­ვა, იქ­ვე, სკივ­რ­ზე იმ დრო­ის­თ­ვის გა­უ­გო­ნა­რი, უნ­ა­ხა­ვი ნაჭ­რე­ბი თო­ფე­ბად და­ახ­ვა­ვეს და ელ­ვი­სუს­წ­რა­ფე­სად გა­უ­ჩი­ნარ­დ­ნენ.
- ბალ­ღებს შე­უ­კე­რავ რას­მე - თა­ვი იმ­არ­თ­ლა­სა­ვით "სტუ­მარ­მა".
ბე­ბი­ას თვა­ლებ­ში სით­ბო მო­უმ­ძ­ლავ­რ­და, ტუ­ჩის კუთხეც გა­ე­პა­რა, უნ­ე­ბუ­რად იქ­ვე მიგ­დე­ბულ აკ­ორ­დე­ონ­ზე მტვე­რი გა­დაწ­მინ­და.
შემ­წ­ვა­რი ორ­ა­გუ­ლე­ბით გულ­მომ­სუ­ყე­ბუ­ლი ირ­აკ­ლი ხუ­ციშ­ვი­ლი, დამ­შე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან მო­სუ­ლი­ვით მი­ირ­თ­მევ­და წყალ­ზე მო­ხარ­შულ ბრინ­ჯის ფა­ფას. ბე­ბია ბავ­შ­ვე­ბის ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და, ის­იც ბავ­შ­ვი­ვით იც­ი­ნო­და. მა­ლე სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ცო-სოპ­რა­ნოც გა­ის­მა. სიმ­ღე­რე­ბი­დან ბაღ­ში აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ნუ­შის ფურ­ც­ლე­ბი და ლურ­ჯი თავ­საფ­რე­ბი მოფ­რი­ა­ლებ­და. ორ ხმა­შიც იმ­ღე­რეს. თეთ­რი არ­ყის ხე­ებ­ზე, წი­თელ ძახ­ვე­ლებ­ზე, და­თოვ­ლილ ქო­ხებ­ზე და გზა­ზე გა­მომ­დ­გა­რი მო­ხუ­ცის თავ­შალ­ზე ატ­ირ­და აკ­ორ­დე­ო­ნი. მხი­ა­რუ­ლი გუნ­დის თან­ხ­ლე­ბით "ვარდს გა­ე­ფურ­ჩ­ქ­ნა კო­კო­რი" და "ყაზ­ბეგს წე­რი­ლი დავ­ს­წე­რეც" და­ა­გუ­გუ­ნეს...
მო­სუ­ლი მა­ინც ნემ­სებ­ზე იჯ­და.
ჩანს, არც­თუ უმ­ი­ზე­ზოდ. წას­ვ­ლი­სას ტკი­ვი­ლი­ა­ნი და გამ­კაც­რე­ბუ­ლი ჩურ­ჩუ­ლი წა­მო­ე­წია კა­რებ­თან და ად­გილ­ზე გა­აქ­ვა­ვა.
- ბი­ჭავ, წა­ი­ღე უკ­ან, რა­იც მო­ი­ტა­ნე!
თოფ­ნაკ­რა­ვი ნა­დი­რი­ვით გა­მო­ხე­და.
- ჩემს ოჯ­ახ­ში ნა­ქურ­და­ლი არ შე­მო­სუ­ლა და არც შე­მო­ვა! - და­ა­მა­ტა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­მომ­რიცხა­ვი შე­უ­ვა­ლო­ბით.
არ ვი­ცი, რო­გორ და ძღვე­ნი მომ­ტანს უკ­ან გა­ა­ტა­ნეს, კი...
ორ­მოც­და­რო­მე­ლი­ღაც წელ­ში ქურ­დებს რომ და­უ­ა­რეს, ვის "უარ­ყო­ფა" და­ა­წე­რი­ნეს, ვის ერთ­მა­ნე­თი ახ­ო­ცი­ნეს, ვინ გა­ა­სახ­ლეს, ვინ მი­ლი­ცი­ას­თან ათ­ა­ნამ­შ­რომ­ლეს, მა­შინ იპ­ოვ­ნეს ბა­ბუ­ა­ჩე­მი გა­და­სას­ვ­ლელ ხიდ­ზე, მკერ­დ­ში ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარ­ა­ღის ჭრი­ლო­ბით, ცა­ლი ლო­ყა ნაწ­ვი­მარ გუ­ბე­ში ედო, თვა­ლებ­ში ხუ­თი წლის ბი­ჭის, თოფ­ნაკ­რა­ვი ნა­დი­რის და არ­შემ­დ­გა­რი პო­ე­ტის სევ­და-გაკ­ვირ­ვე­ბა ჩარ­ჩე­ნო­და. გარ­შე­მო არც თი­ვა და არც სხვა გვა­მე­ბი არ ეყ­ა­რა...
ბე­ბია ღამ-ღა­მო­ბით ტი­რო­და. ცრემლს და ძმის სა­ხელს უმ­ა­ლავ­და შვი­ლებს. ბი­ძა­ჩე­მე­ბი ისე და­ი­ზარ­დ­ნენ, ერთხელ არ უხ­სე­ნე­ბი­ათ უბ­ან­ში "ეს სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­და".
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
"ჩე­მი ძმე­ბის­თ­ვის" ეს ის­ტო­რია, რა თქმა უნ­და, არ მო­მი­ყო­ლია. მინ­დო­და, კი. რას იზ­ამ, მარ­თ­ლის მთქმელს ცხე­ნი შე­კაზ­მუ­ლი უნ­და ჰყავ­დე­სო...
რომ მო­მე­ყო­ლა, ხომ არ ვიჯ­დე­ბო­დი სას­ტუმ­როს ჩაბ­ნე­ლე­ბულ აბ­ა­ზა­ნა­ში ჩემს საყ­ვა­რელ ზე­ნიტ­თან ერ­თად...
ტყაპ! - კა­ფელ­ზე პე­ი­ზა­ჟე­ბი. ტყაპ! - სარ­კე­ზე კბი­ლებ­ში ხან­ჯ­ლებ­გაჩ­რი­ლი და ჰა­ერ­ში და­კი­დუ­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი. ტყაპ! - თბი­ლი წყლის ბაკ­ზე წამ­წა­მე­ბაპ­რე­ხი­ლი და წელ­ში გამ­წყ­და­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი.
ცალ­კე, აბ­ა­ზა­ნა­ში "ჩე­მი ძმე­ბის" სუ­რა­თე­ბი და­ტივ­ტი­ვე­ბენ. "ლორ­დი", რო­მელ­საც დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას სის­ხ­ლით გა­ვე­ფი­ცე, "ლე­დი" - რო­მელ­საც თა­მა­შით და­ქან­ცუ­ლი ბავ­შ­ვი­ვით ჩა­ე­ძი­ნა და რო­ცა "ლორ­დ­მა" ფრთხი­ლად მი­ა­ფა­რა ზე­წა­რი, "ცუ­დე­ბო, რას მერ­ჩო­დით, რა­ტომ მი­მა­ტო­ვე­თო" - ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა; "ბოლ­შოი", რო­მელ­მაც თა­ვი­სი ნო­ვე­ლე­ბის რვე­უ­ლი მათხო­ვა, გა­საც­ნო­ბად და შე­სა­ფა­სებ­ლად, "შუს­ტ­რი­ა­კა" - რო­მელ­მაც იმ სა­ღა­მოს­ვე მო­მირ­ბე­ნი­ნა ჩე­მი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და მათ ნო­მერ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფი­რი...
დრო­დად­რო სიბ­ნე­ლე­ში ხე­ლებს ვა­ცე­ცებ და აპ­ა­რატს ვე­ხე­ბი, ვა­მოწ­მებ, აd­გილ­ზეა თუ არა, ვე­ფე­რე­ბი...
რომ მო­მე­ყო­ლა, ნამ­დ­ვი­ლად არ და­მიბ­რუ­ნებ­დ­ნენ, ასე არ არ­ის?!
არა უშ­ავს რა, სუ­რა­თე­ბი გა­მო­ვი­და. ნე­ტა რე­დაქ­ტორს თუ მო­ე­წო­ნე­ბა. აქ ბო­ლო რამ­დე­ნი­მე კად­რი არ გა­და­მი­ღია, ისე ამ­ო­ვი­ღე ფი­რი. ხვალ ახ­ალს ჩავ­დებ... აქ წი­თე­ლი ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და, კომ­პო­ზი­ცი­აც და­მერ­ღ­ვა... ეს სა­ერ­თოდ გა­და­საგ­დე­ბია...
რო­გორ მინ­დო­და მო­მე­ყო­ლა, რო­გორ მინ­დო­და...
ხვალ რომ ავდ­გე­ბი... ჯობს, თბი­ლის­ში, ჩას­ვ­ლის წინ... ავძ­ვ­რე­ბი ავ­ტო­ბუ­სის სკამ­ზე ხელ­ში ჭი­ქით, ყვე­ლა­ფერს მოვ­ყ­ვე­ბი და და­ვა­მა­ტებ:
- დიდ ბო­დიშს მო­ვუხ­დი ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, მე კი ბე­ბი­ა­ჩე­მის ნა­თელ ხსოვ­ნას და­ვუდ­გე­ბი-მეთ­ქი ფეხ­ზე!!!
წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­ხე­ლა პი­რებს და­ა­ღე­ბენ. უჰ, რა გა­და­სა­ღე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან! ლე­დი, ალ­ბათ და­ამ­თ­ქ­ნა­რებს... აი, "ლორ­დი" კი? რას იზ­ამს ნე­ტავ "ლორ­დი". შე­იძ­ლე­ბა ერ­თი მო­მიბ­რუნ­დეს და...
...გა­მო­მი­ჩი­ნოს თა­ვი­სი რკი­ნის­მ­კ­ვ­ნე­ტე­ლი თეთ­რი კბი­ლე­ბი და... გუ­ლი­ა­ნი ღი­მი­ლით წყნა­რად მითხ­რას:
- ყვე­ლას თა­ვის გა­გე­ბა­ში გა­უ­მარ­ჯოს, ვაჟ­კა­ცი ბე­ბია გყო­ლიაო!
ეს ახ­ლა ვაწყობ გეგ­მებს, თო­რემ არც ხვალ, არც ზეგ და არც ჩას­ვ­ლი­სას ხმა­საც არ ამ­ო­ვი­ღებ. უც­ებ რომ მო­მიბ­რუნ­დეს და...
ღირს, ვი­თომ და­ნის დუ­მა­ზე გა­და­ტე­ხა?
ბე­დი არ გინ­და! ას­ე­თი ვაჟ­კა­ცი ბე­ბია გყავ­დეს და მარ­ტო სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ცო­სოპ­რა­ნო­თი გა­მო­ემ­გ­ვა­ნო.
ასე არ არ­ის?!


© “არილი”

No comments: