Saturday, December 6, 2008

მაია სარიშვილი

მეც მინ­და არ­ფა!..


და­რაჯ­მა მითხ­რა, წი­ლებს მო­გა­შო­რე­ბო. თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და იმ­ი­ტომ მითხ­რა. მე კი ბუ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლი­დან ვი­ყა­ვი გა­მოგ­დე­ბუ­ლი, საქ­მე არც მე მქონ­და და მშვი­დად და­ვუ­დე მა­გი­და­ზე თა­ვი. "სა­ი­დან მიხ­ვ­და, რომ ტი­ლე­ბი მყავს? ან რა­ტომ არ მრცხვე­ნია ნე­ტა?" - ვფიქ­რობ­დი და მე­ძი­ნე­ბო­და. ის­იც კი მკითხა, რო­დის და­ი­ბა­ნეო ბო­ლოს თა­ვი. კვი­რას. კვი­რა­ო­ბით ვბა­ნა­ობ-მეთ­ქი. და­მამ­თ­ქ­ნა­რა. მე­რე მო­მიყ­ვა, რომ ქა­ლიშ­ვილს პა­ტა­რა არ­ფა უყ­ი­და, რომ ახ­ა­ლი კა­ფე­ლი გა­აკ­რა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რომ და­ბა­დე­ბის დღე აქვს ორ თვე­ში და რომ ყო­ველ­დ­ღე აკ­ითხავს ყირ­გიზ ქმარს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე... მე კი და­მა­ვიწყ­და ჩე­მი უთ­ეთ­რ­სა­ყე­ლო ფორ­მის კა­ბა, ფე­რის­მ­ჭა­მე­ლე­ბი­ა­ნი ცხვი­რი, სა­მარ­ცხ­ვი­ნო სა­მოს­ნო­ბა და ბევ­რი სხვა უს­ი­ა­მოვ­ნო რამ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იყო, რომ ასე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და­მა­ვიწყ­და და ცო­ტა და­ვი­ბე­ნი. მაგ­რამ და­ი­რე­კა ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცი­ვი ზა­რი და მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ყი­ნუ­ლის ნა­ტე­ხე­ბი ჩა­მო­მის­ვეს მარ­ცხე­ნა ბეჭ­ზე. "გძი­ნავს?" - უყ­ვი­რა დი­რექ­ტორ­მა და­რაჯს. ცე­რი, რო­მე­ლიც წე­ღან ღი­ლაკ­ზე ეჭ­ი­რა, თვა­ლებ­თან მი­უ­ტა­ნა. "რა გა­ვა­ლია შენ?" - კი­დევ უყ­ვი­რა და მგო­ნი და­ი­ნა­ხა კი­დეც მა­გი­და­ზე მო­სე­ირ­ნე მოზ­რ­დი­ლი ტი­ლი, რო­მე­ლიც ჩე­მი სის­ხ­ლით იყო გა­ძეძ­გი­ლი. ღმერ­თო, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უშ­ნო ტი­ლი იყო. რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს გად­მოხ­ტა დი­რექ­ტო­რის და­სა­ნა­ხად?! სიკ­ვ­დი­ლამ­დე შემ­რ­ცხ­ვა და ისე მო­მინ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ან ქე­რა, ან ხუ­თო­სა­ნი, ან რა­მე­ნა­ი­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი სახ­ლ­ში. სა­დარ­ბა­ზოს­თან სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა დამ­ხ­ვ­და. თუ ამ ტლა­პოს გა­და­ვახ­ტე­ბი, დე­დას­თან არ იქ­ნე­ბა მო­სუ­ლი. ვერ გა­და­ვახ­ტე­ბი, კი­ბე­ე­ბი სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ავ­ირ­ბი­ნე და ღია კარ­თან გავ­შეშ­დი. "ახ­ლა­ვე უნ­და მო­ვი­გო­ნო ერ­თი კარ­გი რა­მე მა­ინც!" ვკვდე­ბო­დი, მძი­მე სიბ­ნე­ლე ეშ­ვე­ბო­და ირგ­ვ­ლივ და უც­ებ გა­მახ­სენ­და, რომ კან­ზე მკბენ­და ექვ­სით ნაკ­ლე­ბი ტი­ლი...

სა­უნ­ჯე

ახ­ლა შე­მო­ვა და მკითხავს: ბუ­ზის საკ­ლა­ვი შენ გა­გიტყ­და? მე კი ვუ­პა­სუ­ხებ: იც­ით? თქვენ თუ­თია გაკ­ლი­ათ და იმ­ი­ტო­მა გაქვთ ფრჩხი­ლებ­ზე თეთ­რი ლა­ქე­ბი. მე­რე მუშტს ვთხლი­შავ შუბ­ლ­ში და გა­მე­ცი­ნე­ბა გი­ჟი­ვით. აი, შე­მო­დის.
- ბუ­ზის საკ...
- დი­ახ. შემ­თხ­ვე­ვით...
ვი­ცო­დე მა­ინც, ქა­ლია თუ კა­ცი. ან რა­ტომ ვცხოვ­რობთ ერ­თად. ან რა­ტომ მე­რი­დე­ბა თუ მე­ში­ნია ვთხო­ვო: ნუ შემ­ჭ­რით თმებს... მორ­ჩი­ლად ვჯდე­ბი ყო­ველ დი­ლას და­ბალ სამ­ფე­ხა­ზე და ფო­ლა­დის უშ­ვე­ლე­ბე­ლი მაკ­რა­ტე­ლი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ღრჭი­ა­ლით გვა­ცალ­კე­ვებს მე და ჩემს მწვა­ნე თუ არ ვი­ცი, რა­ღაც არ­ათ­მე­ბის­ფერ სხი­ვებს. ძა­ლი­ან მიხ­დე­ბა - ვუ­ღი­მი აკ­ორ­ტ­ნი­ლი და მი­სი თვა­ლე­ბი­დან ამ­ო­სი­სი­ნე­ბუ­ლი თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბით ვიშ­ხა­მე­ბი.
ის: მუქ­დე­ბა უკ­ვე მწვა­ნე.
მე: მა­ლე თქვენ­სა­ვით წაბ­ლის­ფე­რი (გა­ნავ­ლის­ფე­რი) თმე­ბი მექ­ნე­ბა.
ის: დავ­ლი­ოთ ახ­ლა ჩაი.
ათი წუ­თის წინ ჩემს ოთ­ახ­ში შე­მო­ვი­და. ჩა­ლის ლა­მა­ზი ჩან­თა ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე შე­მო­დო, თვი­თონ კი სად­ღაც გა­უ­ჩი­ნარ­და. მე მის ჩან­თას­თან მივ­დ­გი სკა­მი და მძი­მედ და­ვეს­ვე­ნე, რად­გან ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შიგ იდო რა­ღაც დი­დი სას­წა­უ­ლი! მთე­ლი სი­ცოცხ­ლე რომ ვე­ძებ­დი, სწო­რედ ის! მაგ­რამ ვერ გავ­ხ­სე­ნი. ვერც გა­ვე­კა­რე. უხ­მოდ ვი­ჯე­ქი და ჩემს გა­მო­კე­ტილ სა­უნ­ჯეს დავ­ტი­რო­დი... მე­რე ამ­იძ­გერ­და უკ­ა­ნა კბი­ლი. ჩირ­ქის მოზ­რ­დი­ლი ფის­ტუ­ლა მაქვს ფეს­ვ­ზე. ავ­დე­ქი. აბ­ა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი. წყა­ლი უაზ­როდ მო­ვუშ­ვი და დავ­კე­ტე ის­ევ...

ვე­ლა­დო­ნუ­რი ის­ტო­რია

სი­გი­ჟეა ტერ­ჟის ნავ­სად­გუ­რი­დან ვე­ლა­დო­ნის ნავ­სად­გურ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დას­ვ­ლა, მაგ­რამ რო­ცა საქ­მე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ეხ­ე­ბა, იძ­უ­ლე­ბუ­ლი ხარ კომ­ფორ­ტი დათ­მო. ცოლ-ქმა­რიც ოთხ­ნა­ხე­ვარ შვილ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და ამ უც­ნა­ურ ქა­ლაქ­ში და პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ყვე­ლა­ფე­რი აერ­ი­ათ. მხო­ლოდ ამ­ინ­დე­ბი იდ­გა გა­სა­ო­ცა­რი. მწე­რე­ბის სა­ჭე­რი შხა­მი­ა­ნი ფურ­ც­ლე­ბი უფ­ა­სოდ ეძ­ლე­ო­დათ ყო­ველ სა­ღა­მოს და მოთ­მი­ნე­ბით ელ­ოდ­ნენ, რო­დის შე­ე­გუ­ე­ბოდ­ნენ იქ­ა­უ­რო­ბას. "ტე­ლე­ვი­ზო­რი დი­ლა-სა­ღა­მოს ორ-ორ არხს იჭ­ერს და შუ­ად­ღით - ერთს" - მი­წე­რა კაც­მა წე­რილ­ში მა­მი­დებს, რომ­ლებ­მაც იგი გა­ზარ­დეს და ახ­ლა მშვი­დად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და­სა­ხო­ცად. მე­ხუ­თე შვილ­ზე ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლი კი წე­რი­ლებს არ წერ­და. კვი­რა­ში სამ­ჯერ უგ­ე­მურ გუფ­თას აკ­ე­თებ­და და ორ დღე­ში ერთხელ ან ერთ დღე­ში ორ­ჯერ გუ­ლი თუ რა­ღაც ტკი­ო­და ოდ­ნავ.

ყო­ველ სა­ღა­მოს ვა­რი­გებ ამ შხა­მი­ან წე­ბო­ვან ფურ­ც­ლებს ნავ­სად­გურ­ში მო­მუ­შა­ვე­თათ­ვის და ორი დღეა, რაც ეგ­ე­ნი არ მი­ნა­ხავს. ის­ევ ჯო­ბია, თა­ვი და­მა­ნე­ბონ. კაცს კი არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ქა­ლი სა­ში­ნე­ლი მზა­რე­უ­ლი და მძი­ნა­რა ზარ­მა­ცია. დე­და­ჩე­მი ას­ეთ ქა­ლებს ფრი­ლინ­დებს ეძ­ახ­და. ერთხელ, მო­ლო­გი­ნე­ბამ­დე ორი დღით ად­რე, წამ­ლე­ბის სა­ყიდ­ლად გა­მო­სუ­ლა (ავ­ად­მ­ყო­ფი ყავთ სახ­ლ­ში ვი­ღაც) და გზად მო­მაკ­ვ­და­ვი ხბო შეხ­ვედ­რია. შემ­დეგ კა­ცე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ მო­უხ­ს­ნია თეთ­რი წინ­სა­ფა­რი, ხბოს გა­ხუ­რე­ბულ მუ­ცელ­ზე გა­და­უ­ფე­ნია, წა­მო­წო­ლი­ლა, და­უ­დია ზედ თა­ვი და და­უ­ძი­ნია ღრმად.

"ტე­ლე­ვი­ზო­რი დი­ლა-სა­ღა­მოს ორ-ორ არხს იჭ­ერს და შუ­ად­ღით..." - მა­მი­დე­ბი ერთ­მა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ და და­ი­ხოც­ნენ თუ ჩა­ე­ძი­ნათ.

ასე ცხრა­მე­ტი-ოცი წლის წინ მკვდა­რი ხბო მო­ას­ვე­ნა მა­მამ სახ­ლ­ში და ისე შევ­შინ­დი, თით­ქოს სა­ხე ძირს ჩა­მო­მი­ვარ­და. გა­ხე­ვე­ბუ­ლი ხბოს მუც­ლი­დან რამ­დე­ნი­მე უფ­ე­რუ­ლი ყვა­ვი­ლი ამ­ოზ­რ­დი­ლი­ყო და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მა­მა მე­ო­რე დი­ლამ­დის მხო­ლოდ ამ­ას იმ­ე­ო­რებ­და: ჯა­დო­ქა­რი იყო ის ქა­ლი თუ რა?!..

რომ იმ­შო­ბი­ა­რა, ქა­ლი ახ­ლა შხა­მი­ა­ნი ფურ­ც­ლე­ბის დამ­რი­გე­ბელს გაჰ­ყ­ვა სახ­ლ­ში. ცო­ლად კი არა, ისე გაჰ­ყ­ვა. მაგ­რამ უგ­ე­მურ გუფ­თას მა­ინც კვი­რა­ში სამ­ჯერ აკ­ე­თებ­და და ორ დღე­ში ერთხელ ან ერთ დღე­ში ორ­ჯერ ის­ევ გუ­ლი თუ რა­ღაც ტკი­ო­და ოდ­ნავ.

(c) „არილი”

No comments: