Wednesday, December 24, 2008

ჯონ აპდაიკი

















სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა



დი­ა­დი და შემ­ზა­რა­ვი სა­ნა­ხა­ო­ბის უეც­ა­რი ხილ­ვი­სას, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვცდი­ლობთ ხოლ­მე, არ და­ვიყ­ვა­ნოთ ის სა­კუ­თარ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მას­შ­ტა­ბე­ბამ­დე. ბრუკ­ლინ­ში მცხოვ­რებ ერთ-ერთ ოჯ­ახ­ში სტუმ­რად მი­სულ­მა, მე­ა­თე სარ­თუ­ლის გა­და­სა­ხე­დი­დან და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ჩა­მო­ინ­გ­რა მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის შე­ნო­ბე­ბი და ამ სა­ნა­ხა­ო­ბის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა გა­მიჩ­ნ­და, თით­ქოს ტე­ლე­კად­რებს ვუ­ყუ­რებ­დი. სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ოთ­ა­ხი­დან ოთ­ხი წლის გო­გო­ნამ და მის­მა ძი­ძამ დაგ­ვი­ძა­ხეს და ფან­ჯ­რი­დან გვაჩ­ვე­ნეს ერთ-ერ­თი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის სა­ხუ­რა­ვი­დან ამ­ო­სუ­ლი კვამ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად კი არ შეგ­ვე­შინ­და, არ­ა­მედ, უბ­რა­ლოდ, და­ვინ­ტე­რეს­დით. უღ­რუბ­ლო ცა­ზე კვამ­ლი ზე­მოთ მი­იკ­ლაკ­ნე­ბო­და, ხო­ლო შე­ნო­ბის გოფ­რი­რე­ბულ ფა­სად­ზე უც­ნა­უ­რი, მელ­ნის­ფე­რი ჩქე­რე­ბი ჩა­მო­ე­დი­ნე­ბო­და. მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რი მკრთა­ლად მო­ჩან­და ქვე­და მან­ჰე­ტე­ნის ფონ­ზე, რომ­ლის ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში აშ­ე­ნე­ბულ ცა­თამ­ბ­ჯე­ნებ­ში შერ­წყ­მუ­ლი იყო პოს­ტ­მო­დერ­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი პე­რი­ო­დის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი სი­დი­ა­დე და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­შ­ვე­ნი­სე­ბის ზო­მი­ე­რე­ბა. რო­დე­საც მე­ო­რე ცა­თამ­ბ­ჯენ­საც ცეცხ­ლი მო­ე­დო, თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რეთ. რა თქმა უნ­და, ტექ­ნოკ­რა­ტი­ას, რომ­ლის სიმ­ბო­ლო­ებ­საც ეს ცა­თამ­ბ­ჯე­ნე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, უნ­და ეპ­ო­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცეცხ­ლის ჩა­საქ­რო­ბად და ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან ას­ა­ცი­ლებ­ლად.
სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ცოლ­თან ერ­თად ბრუკ­ლი­ნის შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან მან­ჰე­ტენს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, სამ­ხ­რე­თით გან­ლა­გე­ბუ­ლი ცა­თამ­ბ­ჯე­ნი უეც­რად მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გ­რა. ის ლიფ­ტი­ვით, ვერ­ტი­კა­ლუ­რად ჩა­მო­იქ­ცა, ზრი­ა­ლი­თა და გუ­გუ­ნით. მივ­ხ­ვ­დით, რომ შე­ვეს­წა­რით ათ­ა­სო­ბით ად­ა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დილს და ერთ­მა­ნეთს ჩა­ვე­კა­რით, თით­ქოს ჩვენც იგ­ი­ვე ბე­დი გვე­ლო­და. ისტ-რი­ვე­რის გას­წ­ვ­რივ აღ­მარ­თულ კრი­ა­ლა შე­ნო­ბა­თა შო­რის ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე გაჩ­ნ­და. ქარს ოკ­ე­ა­ნის­კენ მიჰ­ქონ­და მოყ­ვი­თა­ლო კვამ­ლი, ლურჯ ცა­ზე კი არც ერ­თი რე­აქ­ტი­უ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი არ შე­იმ­ჩ­ნე­ო­და. ქვე­და მან­ჰე­ტე­ნი მტვერ­მა და­ფა­რა. მე­ო­რე ცა­თამ­ბ­ჯე­ნის ჩა­მონ­გ­რე­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ და არ­ა­ერ­თხელ ვი­ხი­ლეთ, რო­გორ ირ­ყე­ო­და და ძირს ეც­ე­მო­და აფ­ეთ­ქე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, კოშ­მა­რუ­ლი ბა­ლე­ტის მსგავ­სად.
კოშ­მა­რი დამ­თავ­რ­და. და­ღუ­პულ­ნი ნან­გ­რე­ვებ­ქ­ვეშ დარ­ჩ­ნენ. უკ­ა­ნას­კ­ნელ სა­ტე­ლე­ფო­ნო შეტყო­ბი­ნე­ბებ­ში სიმ­შ­ვი­დე და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოს­ჭ­ვი­ო­და (ბევ­რი მათ­გა­ნი გან­მე­ო­რე­ბით მო­ვის­მი­ნეთ). თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის ხმა­უ­რი შიშს გვგვრის - იმ ფა­ნა­ტი­კოს­თა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც სი­ცოცხ­ლე გას­წი­რეს იმქ­ვეყ­ნი­უ­რი სა­სუ­ფევ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად, შე­იძ­ლე­ბა, კვლავ ცოდ­ვა და­ატ­რი­ა­ლონ. ჩვენ კი უნ­და აღ­ვას­რუ­ლოთ ამქ­ვეყ­ნი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი: აღ­ვად­გი­ნოთ შე­ნო­ბე­ბი, დავ­მარ­ხოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. ერ­თი სიტყ­ვით, სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბა.
შე­ი­ლა­ხა თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ანუ ჩვე­ნი სი­ა­მა­ყის ერთ-ერ­თი სა­გა­ნი. გა­ნა შეგ­ვიძ­ლია, გულ­წ­რ­ფე­ლად ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ვერც ერ­თი მო­მა­ვა­ლი კა­მი­კა­ძე ვერ შეძ­ლებს ფლო­რი­დის საფ­რე­ნოს­ნო სკო­ლა­ში ჩა­წე­რას? ერთ-ერ­თი ეჭვ­მი­ტა­ნი­ლი პი­რის ფლო­რი­დე­ლი მე­ზო­ბე­ლი იხ­სე­ნებს: "მან თქვა, რომ ესაა ძალ­ზე და­უც­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, და რომ შე­უძ­ლია, წა­ვი­დეს ყველ­გან - ხელს ვე­რა­ვინ შე­უშ­ლის". ამ პი­რის უც­ნა­ურ აღ­ი­ა­რე­ბა­ში, შე­საძ­ლოა, იგრ­ძ­ნო­ბა თხოვ­ნა მის ქმე­დე­ბა­თა შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. უც­ნა­უ­რია აგ­რეთ­ვე ცა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ჩუ­მე, მაგ­რამ ამ­ე­რი­კის ცა კვლავ უნ­და და­სე­რონ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­მა. რის­კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რია და ახ­ლა, შუ­ად­ღი­სას, რო­დე­საც ბრუკ­ლინ­ში დავ­დი­ვარ, რო­დე­საც ჰა­ერ­ში ფერ­ფ­ლი დაფ­რი­ნავს, ხო­ლო მონ­ტე­გიუ-სტრი­ტის ქუ­ჩის კა­ფე­ებ­ში ად­ა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ სა­უზ­მო­ბენ, ვფიქ­რობ, რომ მარ­თ­ლაც ღირს ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. აქ, ად­ა­მი­ა­ნებს შო­რის, მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძალ­ზე მძაფ­რად შე­იგ­რ­ძ­ნო­ბა.
მე­ო­რე დი­ლას დავ­ბ­რუნ­დი იმ სახ­ლ­ში, სა­ი­და­ნაც ცა­თამ­ბ­ჯე­ნის ჩა­მონ­გ­რე­ვა ვი­ხი­ლე. დი­ლის მზის სხი­ვე­ბი ირ­ეკ­ლე­ბო­და შე­ნო­ბა­თა ფა­სა­დებ­ზე. რამ­დე­ნი­მე გე­მი დინ­ჯად მი­ცუ­რავ­და მდი­ნა­რე­ზე, ნან­გ­რე­ვებს ჯერ კი­დევ კვამ­ლი ას­დი­ო­და, მაგ­რამ ნიუ-იორ­კი დი­დე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

2001, სექ­ტემ­ბე­რი

© “არილი”

No comments: