Wednesday, December 24, 2008

გივი ალხაზიშვილი

* * *
მო­ლო­დი­ნი რომ ქრე­ბა
ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ავ­სებს სი­ცა­რი­ე­ლეს.

ის­ი­ნი მოწ­მე­ე­ბი­ვით გი­ყუ­რე­ბენ,
მა­თი სა­ხე­ლე­ბი გახ­სოვს,
მაგ­რამ საგ­ნებ­მა არ იც­ი­ან შენ ვინ ხარ!

გე­ეჭ­ვე­ბა რას ნიშ­ნავს შე­ნი აქ ყოფ­ნა!
ქოთ­ნის ყვა­ვილს რომ წყალს უს­ხამ
და ფოთ­ლე­ბი უთრ­თის,
მა­გი­დას რომ მტვერს აც­ლი და პრი­ა­ლებს,
ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე ბე­ღუ­რებს რომ
პუ­რის ნა­ტეხს უნ­ამ­ცე­ცებ, -
ბო­ლომ­დი არ ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი:
შენ თუ, ვი­ღაც სხვა აკ­ე­თებს
ამ ყო­ვე­ლი­ვეს.

მაგ­რამ რო­ცა ფან­ჯა­რას ხუ­რავ
და სა­კუ­თარ თავ­ში ჩამ­ყუდ­როვ­დე­ბი,
სწო­რედ მა­შინ მოფ­რინ­დე­ბა ბე­ღუ­რა
და იმ­ის ნის­კარ­ტი ის­ე­თი­ვე ხმას გა­მოს­ცემს,
რო­გორ­საც შე­ნი სა­წერ-კა­ლა­მი,
რო­ცა ცა­რი­ელ ფურ­ცელ­ზე აგრ­ძე­ლებს
შე­ნი ნამ­ცე­ცე­ბის კენ­კ­ვას.
12.X.2000 წ.


* * *

ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბი ოთ­ახს,
იგი ჩემ­თ­ვის ცოცხა­ლი არ­სე­ბაა -
თა­ვის კედ­ლე­ბით, ჭე­რით, იატ­ა­კით
და რაც მთა­ვა­რია ფან­ჯ­რე­ბით,
წას­ვ­ლი­სას რომ თვალს მა­ყო­ლე­ბენ.

მარ­თა­ლია სუ­რა­თე­ბი დრო­დად­რო ქრე­ბი­ან ჩარ­ჩო­ე­ბი­დან,
ეს მა­შინ, რო­ცა სახ­ლ­ში არ­ა­ვინ რჩე­ბა მათ გარ­და
და თა­ვი­სუფ­ლად და­სე­ირ­ნო­ბენ უჩ­ვე­ნო სახ­ლ­ში,
სა­დაც ყვე­ლა­ფერს სი­ჩუ­მის მოძ­რა­ო­ბა გა­ნა­გებს,
მზის ლა­ქა რომ ავ­ლენს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რხე­ვი­სას.
ამ დროს ოთ­ახ­ში
ბავ­შ­ვის ტან­საც­მე­ლიც ფეხს იდ­გამს
და თო­ჯი­ნებს ეთ­ა­მა­შე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­რის ღრი­ჭო­დან და­ვი­ნა­ხე
და მო­მე­რი­და სახ­ლ­ში შეს­ვ­ლა,
საგ­ნე­ბის­თ­ვის რომ სიმ­ყუდ­რო­ვე არ და­მერ­ღ­ვია.
ის­იც კი გა­ვი­ფიქ­რე,
იქ­ნებ, უყ­ვართ კი­დეც ერთ­მა­ნე­თი ამ მდუ­მარ საგ­ნებს,
რო­მელ­თა სა­უ­ბა­რი ძილ-ღვი­ძილ­ში ზოგ­ჯერ ჩა­მეს­მის.
22.X.2000 წ.


* * *

სად­ღაც სუნ­თ­ქა­ვენ მწი­ფე კომ­შე­ბი
და ვხვდე­ბი გუ­ლი რად მე­კუმ­შე­ბა,
შე­მო­დის ბავ­შ­ვი გა­ო­ცე­ბუ­ლი
თმა­ხუ­ჭუ­ჭა და ოქ­როს­ქო­შე­ბა.

ცოცხ­ლ­დე­ბა ზოგ­ჯერ ძვე­ლი ზღა­პა­რი -
დე­დის ხმა, სა­ხე, ტემ­ბ­რი მზრუნ­ვე­ლი
და ბავ­შ­ვო­ბის­კენ თვალს გა­ა­პა­რებს
დღე გაჟ­ღენ­თი­ლი კომ­შის სურ­ნე­ლით.

იმ ბავ­შ­ვო­ბი­დან ამ სი­ბე­რემ­დი
ყო­ვე­ლი წე­ლი სად­ღაც გამ­ქ­რა­ლა
და წუ­თი, სიბ­რ­ძ­ნეს რომ იფ­ე­რებ­და,
მიფ­რი­ნავს, რო­გორც ბო­ლო­ქან­ქა­რა.
28 აგ­ვის­ტო, 2000 წ.


* * *

და­მუნ­ჯ­დ­ნენ ბა­ღის ფე­რა­დე­ბი,
აღ­ა­რა­ფერს არ მკარ­ნა­ხო­ბენ.
ვი­ღა­ცას ვუც­დი,
მა­რად უც­ნობს, თა­ნაც ახ­ლო­ბელს;

მე­უცხო­ე­ბა ეს ხალ­ხი დღე­საც,
და­ბა­დე­ბი­დან აქ რომ სახ­ლო­ბენ
და მე არ ვი­ცი, რო­ცა კვდე­ბი­ან,
რად ეჩ­ვე­ნე­ბათ: თა­ვი გას­წი­რეს!
მხო­ლოდ მუ­სი­კა და ის­იც ძვე­ლი,
დღე­ვან­დელ ყო­ფას ის­ევ ამ­ცი­რებს...

ის, ვინც დაბ­რუნ­და დი­დი ხნის მე­რე
და ჩა­უ­ა­რა ხე­ებს ახ­ოვ­ნებს,
მხო­ლოდ ის წუ­თი თუ შე­ა­ყოვ­ნებს
თავ­მოყ­რი­ლია სა­დაც ყვე­ლა ხმა -
ვინც ტი­რის, მღე­რის ან­და ვინც კი­ვის,
ვი­საც ბა­გე­ზე სიტყ­ვა შე­ახ­მა,
ვინც წუ­თი იგრ­ძ­ნო გულ­ში ბიძ­გი­ვით.

თით­ქოს ყვა­ვილ­მა ფე­ხი აიდ­გა
და ოთ­ა­ხი­დან ოთ­ახ­ში და­დის
ბავ­შ­ვი, რო­მელ­მაც არ იც­ის დარ­დი
და თა­ვის­ნა­ირ ლარ­ნაკ­ში ვარ­დებს,
ისე უყ­უ­რებს თით­ქოს უეც­რად
აღ­მო­ა­ჩი­ნა ტყუ­პის­ცა­ლე­ბი...
მე სარ­კის სივ­რ­ცეს თვალს ავ­ა­რი­დებ
და მე­ში­ნია სარ­კის თვა­ლე­ბის.

აქ ყვე­ლა­ფე­რი მუ­დამ იწ­ყე­ბა
ზოგ­ჯერ უკ­ვა­ლოდ ან ნაკ­ვა­ლე­ვით...
სახ­ლის სი­ჩუ­მეს ქსო­ვენ ქა­ლე­ბი
და ყო­ველ ბგე­რას თუ მოძ­რა­ო­ბას
უნ­და იმ დრო­ის ჩუ­მად გა­ლე­ვა,
მუ­დამ რომ არ­ის და იმ­ა­ლე­ბა.
7.X.2000 წ.

* * *

გა­რეთ ად­გი­ლი აღ­არ არ­ის,
გა­რეთ სივ­რ­ცე აღ­არ არ­ის...

თვა­ლე­ბი შიგ­ნით იყ­უ­რე­ბი­ან,
სა­დაც უფ­რო ად­ვი­ლია სუნ­თ­ქ­ვა,
სა­დაც თა­ვის აღ­მო­სა­ჩე­ნად
ვი­ძი­რე­ბი, ვი­ძი­რე­ბი, ვი­ძი­რე­ბი...

გა­რეთ ად­გი­ლი აღ­არ არ­ის,
მაგ­რამ მა­ინც მოძ­რა­ო­ბენ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით,
სა­დაც მუ­დამ დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია
და სა­ი­და­ნაც სულ რა­ღაც მი­აქვთ
შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მსგავ­სი,
იგ­ი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით,
და­მუნ­ჯე­ბულ სამ­ყა­როს­კენ მოძ­რა­ო­ბენ.

გა­რეთ ად­გი­ლი აღ­არ არ­ის,
სა­ით­კე­ნაც ფან­ჯ­რის თვა­ლე­ბი გა­ი­ხე­და­ვენ -
ან თვა­ლე­ბის ფან­ჯ­რე­ბი რა­ი­მეს აღ­მო­ა­ჩე­ნენ,
გარ­და ამ ძვე­ლი მე­ტა­ფო­რე­ბი­სა -
ჭუჭ­რუ­ტა­ნე­ბა­დაც რომ არ გა­მოდ­გე­ბი­ან,
რად­გან დაგ­მა­ნუ­ლია ყვე­ლა გა­საღ­წე­ვი -
სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­საძ­რო­მის გარ­და.

გა­რეთ ად­გი­ლი აღ­არ არ­ის...

უფს­კ­რუ­ლის ბა­გე­ე­ბი­ვით რა­ღაც იხს­ნე­ბა ჩემ­ში,
იქ შე­იძ­ლე­ბა ჩა­კარ­გ­ვა,
ჩა­კარ­გ­ვა, ჩა­კარ­გ­ვა...

ამ ცხოვ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი
არ­სე­ბო­ბენ და­სა­ვიწყებ­ლად.

სხვას ვე­ღარ აგრ­ძ­ნო­ბი­ნებ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი იმ­ის­თ­ვის,
რის­თ­ვი­საც სხვე­ბიც ემ­ზა­დე­ბი­ან
და სხვა­დას­ხ­ვა გზით მი­დი­ან
მრა­ვალ­სიტყ­ვა­ო­ბის მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბელ სი­მუნ­ჯის­კენ,
სა­დაც სიტყ­ვე­ბი დუ­მი­ლის ჭა­ში ცხოვ­რო­ბენ.

გა­რეთ ად­გი­ლი აღ­არ არ­ის,
პირ­ჯ­ვ­რის გა­და­სა­წერ სივ­რ­ცეს
ძლივს პო­უ­ლობს ხე­ლი,
რო­მე­ლიც სწრა­ფად­ვე ქრე­ბა,
შუბ­ლ­ზე გა­დარ­ბე­ნილ ჩრდი­ლი­ვით
და დი­დი დრო არ სჭირ­დე­ბა
მუშ­ტად რომ იქ­ცეს.
6.V.2000 წ.


და ა.შ.

ქა­რი, მოძ­რა­ვი პე­ი­ზა­ჟი:
ხე­ებ­საც კი გაქ­ცე­ვა უნ­დათ
და ეს ქა­ლა­ქიც ქა­ლა­ქი­დან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობს
და ყვე­ლა კა­რი ჭრი­ლო­ბაა, რო­ცა იღ­ე­ბა
და ეს ჩი­ტე­ბიც სა­კენკს ამ­ა­ოდ და­ე­ძე­ბენ
და მიფ­რი­ნა­ვენ ქა­ლა­ქი­დან,
სა­დაც ყვა­ვი­ლიც ვერ პო­უ­ლობს
გა­საშ­ლელ ად­გილს
და სის­ხ­ლი­ვით სდის მი­წას ბა­ლა­ხი
და მათხოვ­რე­ბი სხე­უ­ლე­ბის ნან­გ­რე­ვე­ბი­დან
ხე­ლებს იწვ­დი­ან:
- რა ღირს სიკ­ვ­დი­ლი?!

ხომ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ვი­მარ­ხო,
რად­გან საფ­ლა­ვის მი­წა ძვი­რია?!

უხ­მო სიტყ­ვე­ბი თვა­ლე­ბი­დან იმ­ზი­რე­ბი­ან
და ცხა­დად ვხე­დავ თუ სა­ი­დან ამ­ო­დის ბინ­დი -
მა­ლე რომ ღა­მედ გა­და­იქ­ცე­ვა
და გა­დაყ­ლა­პავს სა­კუ­თარ თავს და
ქა­ლაქს მთლი­ა­ნად
და იმ­ა­თაც, ვინც გაქ­ცე­ვა ვე­ღარ მო­ას­წ­რო,
ვინც მო­ქა­ნა­ვე პე­ი­ზა­ჟებს ვერ შე­უ­ერ­თ­და
და გა­ნაგ­რ­ძობს თა­ვის სხე­ულ­ში
საფ­ლა­ვის თხრას:
- ამ ქა­ლაქ­ში რა ღირს სიკ­ვ­დი­ლი?!
10.VI.2000 წ.

© “არილი”

No comments: