Thursday, February 14, 2008

დათო ქარდავა

­­­­­­­­­­­­­­­­­უდანაშაულობის პრეზუმფცია ანუ საოლქო პროკურორი სიტყვაძუნწი კა­ცია


სა
­ოლ­ქო პრო­კუ­რორ­მა სქე­ლი რქის სათ­ვა­ლე მო­იხ­­ნა და ას­­თი რამ თქვა: დ-ძეს საქ­მე იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლი­მონ­კა რომ შე­აგ­დო მე­ზობ­ლის სახ­­ში. ერ­თი კა­ცი მოკ­ლა, ერ­თი დაჭ­რა. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ მოხ­და ეს. მე­ზო­ბე­ლი სი­გა­რე­ტი­თა და არ­ყით ვაჭ­რობ­და. ღა­მით მი­­კითხა. იმ­ან უთხ­რა, თა­ვი და­მა­ნე­ბე, მომ­წყ­დი აქ­­დან, დი­ლას მო­დიო და არ მიჰ­ყი­და, თუ ნი­სი­ად არ მის­ცა... მოკ­ლედ, გაბ­რაზ­და და ლი­მონ­კა შე­უგ­დო. რო­გორც ვთქვი, ერ­თი მოკ­­და, ერ­თი და­იჭ­რა. 109-ე მუხ­ლით წა­რი­მარ­თა უზ­­ნა­ეს სა­სა­მარ­­ლო­ში, ყო­ფი­ლი 104-ე მუხ­ლია, და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­­ბე­ბით, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა მო­­წე­რა ხე­ლი...

* * *

კაც­მა, რო­მე­ლიც პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, დ-ძე გა­აფ­­თხი­ლა, ღა­მით არც არ­აყ­ზე და არც სი­გა­რეტ­ზე არ მო­მა­კითხოო. კაი, კაიო, - დ-ძემ და ორ­ლიტ­რი­­ნი ბან­კა, არ­ყით სავ­სე, ეზ­­ში ჩად­­მულ და­­ხუ­რავ გა­რაჟ­ში შე­­ტა­ნა.

აღდ­გო­მა დღე იყო.

მა­გი­და - გა­დაგ­დე­ბუ­ლი, შიგ­ნე­­ლო­ბა­გა­მოც­ლი­ლი მა­ცი­ვა­რი, სა­ვა­რა­­დოდ, "ორს­კი-5"; სკა­მე­ბი - ქვე­ბი, დამ­­­რე­­ლი წვრი­ლი სამ­შე­ნებ­ლო ბლო­კე­ბი; სუფ­რა - "ოგ­­ნი­­კის" ყდა­ზე დაყ­რი­ლი წი­წა­კის მწნი­ლი, ძეხ­ვის ნაჭ­რე­ბი, ხე­ლით დაგ­ლე­ჯი­ლი პუ­რი, დამ­­­რე­­ლი კვერ­ცხე­ბი (შინ­დის­ფე­რი, ხას­ხა­სა წი­თე­ლი, ოქ­როს­ფე­რი...), პას­კის მოყ­ვი­თა­ლო ნაჭ­რე­ბი, ბლო­მად მწვა­ნი­ლი და პირ­და­პირ სუფ­რა­ზე დაყ­რი­ლი მა­რი­ლის პა­ტარ-პა­ტა­რა ბორ­­ვე­ბი...

არ­­ყი სა­ნა­ხევ­როდ შევ­სე­ბუ­ლი ჩა­ის ჭი­ქე­ბით ის­მე­ვა. ცა­რი­ელ ბან­კას გა­რა­ჟის კუთხე­ში აგ­დე­ბენ. ღვი­ნო­ზე გა­და­დი­ან.

აღდ­გო­მაა...

ცოცხ­ლე­ბი არ­­ან და ქე­­ფო­ბენ.

აღდ­გო­მაა.

ცოცხ­ლე­ბი მკვდრებს ად­ღეგ­­ძე­ლე­ბენ (ცოცხ­ლად გა­­მარ­ჯო­თო), ღვი­ნოს სვა­მენ, დამ­­­რე­­ლი კვერ­ცხებს ჭა­მის წინ კი­დევ უფ­რო ამტ­­რე­ვენ და ორ ლუკ­მად მი­ირ­­მე­ვენ.

გა­და­­ხუ­რავ გა­რაჟ­ში მღე­რი­ან. რკი­ნის კა­რი ხშირ-ხში­რად იღ­­ბა. მო­ფა­რე­ბუ­ლი­დან ბარ­ბა­ცით ბრუნ­დე­ბი­ან, თან გზად შარ­­ლის ღი­ლე­ბის შებ­ნე­ვა არ ავ­იწყ­დე­ბათ.

აღდ­გო­მაა - ქე­­ფობს ეზო...

გა­და­­ხუ­რა­ვი გა­რა­ჟი­დან დო­ლის რიტ­მუ­ლი ცე­მა ის­მის. ვი­ღა­ცა გარ­მონს, თუ აკ­არ­დე­ონს წე­ლავს...

სარ­ტყა­მი ინს­­რუ­მენ­ტის მა­გივ­რო­ბას ვედ­როს ძი­რი სწევს, მე­­რი­სას "სკო­ჩით" გა­წე­პი­ლი გარ­მო­ნი.

- რომ უყ­­რებ, ტრა­ფე­­ნი გარ­მო­ნია, - სი­გა­რეტს "აბ­­ჩო­კებს" დ-ძე, ცხ-ში ვით­რიე, ერ­თი ბი­ძა იყო ხის­ფე­ხა, მთე­ლი სა­მი თვე მა­გის სახ­­ში ვი­დე­ქით. აი, გა­წელ­ვა იმ­ან იც­­და, რას უბ­­რავ­და, რას მღე­რო­და... ში­ში ხო იცი რა მა­მა­ძაღ­ლი რა­მაა, თან იქ­ით მო­სა­წე­ვი, აქ­ეთ სას­მე­ლი, პრი­კოლს იჭ­ერ რა, სა­ნამ არ მოგ­ბეზ­­დე­ბა; და­ვაი გა­წე­ლე, უყ­ვი­რი და ის­იც წე­ლავს და წე­ლავს...

- "და­დირ­კუ­ლი" რა­ტო­მაა? - ვე­კითხე­ბი მე და გარ­მო­ნის სკო­ჩი­ან ნა­კე­ცებს თითს ვუ­კა­კუ­ნებ, - ერ­თი, ორი, სა­მი, ოთ­ხი... - ნახ­­რე­ტებს ვით­­ლი.

- "დირ­კე­ბი"? აუ, ეგ რა გა­მახ­სე­ნე, შენ რა მა­გა­რი ვი­ღა­ცა ხარ... "ტეპ­ლა­ვო­ზა" გახ­სოვს? აც­ხო­ნოს მა­გის სუ­ლი, რა გი­ჟი იყო, ხო გახ­სოვს... - დ-ძე ჭი­ქას ხრის და ღვი­ნოს ნაფხ­ვე­ნე­ბად ქცე­ულ პას­კა­ზე ას­ხამს, - მა­გის ამ­ბა­ვი იყო...

და დ-ძე ამ­ბავს იხ­სე­ნებს.

* * *

იმ ღა­მეს დაგ­­ცხეს რა, გე­მახ­სოვ­რე­ბა, ძა­ლი­ან მოშ­ნად რომ დაგ­ვი­ში­ნეს რუ­სებ­მა, აქ­აც ვლას­ტი რომ გა­და­ყი­რავ­და და ეგ­­ნი ჩვე­ნი ძმე­ბი არ­­­ნო, რომ გა­­ხუ­რეს, ის ჩე­მი­საც რომ გა­მო­აგ­დეს ცი­ხი­დან, ხო გახ­სოვს... მოკ­ლედ, ას­­თი ამ­ბე­ბია და ვბრუნ­დე­ბით რა, აიყ­­რე­თო, გვითხ­რეს და ჩვენც ავ­­კა­რით ჩვე­ნი ში­ნელ-კი­ტე­ლი და გაზ-66-ის "კუ­ზა­­ზე" ვლაგ­დე­ბით. "ტეპ­ლა­ვო­ზაც" უკ­ვე ას­­ლია, ისე მე­ძა­ხის, მო­დი აქ, რა­ღაც უნ­და გითხ­რაო... თქვი შე­ჩე­მა, რა გინ­და-მეთ­ქი, ქვე­მო­დან ვუყ­ვი­რი. იმ­ას კი­დე, ხო გახ­სოვს რა სა­სა­ცი­ლო სი­ფა­თი ჰქონ­და, მგო­ნია, მე­კა­­ფე­ბა და ვაგ­ზავ­ნი ერთ ად­გილ­ზე. ვა, არ მეშ­ვე­ბა, მო­დი, გინ­და თუ არა, ყურ­ში უნ­და გითხ­რაო. მი­ვე­დი და რას მე­უბ­ნე­ბა: იცი, ეს ჩვე­ნი ხა­ზე­­ნი რომ უკ­რავ­და ხოლ­მე, რა ინს­­რუ­მენ­ტია? რაა-მეთ­ქი. ან­ტიკ­ვა­რია, მა­გას ფა­სი არა აქვს, ჩე­მი ასეო და ჩე­მი ისეო...

ვაა-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე გულ­ში და სახ­ლი­სა­კენ მივ­­რი­ალ­დი. რა­სა ვხე­დავ: ჩვე­ნი ხა­ზე­­ნი და ხა­ზე­­კა ფან­­რის იქ­­დან ერთ­მა­ნეთ­ზე თა­ვებ­მი­დე­ბუ­ლე­ბი (რუ­სულ ზღაპ­რებ­ში რო­მაა ხოლ­მე ისე) ნაღ­­ლი­­ნად არ გვიც­ქე­რენ? აი, თქვე აფ­­რის­ტო შო­ბელ­ძაღ­ლე­ბო-მეთ­ქი და მივ­­რუნ­დი, კარს წიხ­ლი ვკა­რი და "ზა­ლა­ში" შე­ვა­ბო­ტე - ინს­­რუ­მენ­ტი იქ მე­გუ­ლე­ბო­და. სერ­ვან­ტის თავ­ზე აღ­არ დევს, არც - კა­მოდ­ში, არც - შკაფ­ში.

ფე­ხის ხმა­ზე მივ­­რუნ­დი. ხა­ზე­ინს "ჩა­უც­ვამს" ეს ჩე­მი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი აკ­არ­დე­­ნი და მშვი­დი სა­ხით მი­ყუ­რებს.

ამ­ას ეძ­ებ­დი? თა­ვი­სე­ბუ­რი კი­ლო­თი მე­კითხე­ბა.

ხო-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ.

- მე კი­დევ ვი­ფიქ­რე, წას­­ლის წინ, ბი­ჭე­ბი­სათ­ვის და­ვუკ­რავ-მეთ­ქი...

მუ­ზი­კა მინ­და ახ­ლა მე? ჰე, დრო­ზე, და­ვაი, მო­იხ­სე­ნი-მეთ­ქი, შე­ვუ­ძა­ხე...

ვერ მოგ­ცემ, შე­ნი ჭი­რი­მეო, ამ­ბობს ეს ჩე­მი­სა და თან კან­კა­ლებს. შ-ს მა­გივ­რად ს-ს ამ­ბობს, ჭ-ს მა­გივ­რად წ-ს და თვა­ლე­ბი უწყ­ლი­ან­დე­ბა.

მომ­ცემ კი არა, მეტს არ იზ­ამ? ვღრი­­ლებ მე... აბა, რო­გორ, ავ­ტო­მა­ტი­­ნი კა­ცის გაბ­რა­ზე­ბას რა უნ­და.

ყვე­ლა­ფე­რი წა­­ღეო, მეხ­ვე­წე­ბა, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ხა­ლი­ჩა, სა­კე­რა­ვი მა­შინ­კა... ოღ­ონდ ამ­ას ნუ წა­მარ­­მე­ვო...

ვაა, სა­ღოლ "ტეპ­ლა­ვოზ", გულ­ში ვფიქ­რობ, ეტ­ყო­ბა მარ­­ლა მა­გა­რი ვე­შია-მეთ­ქი.

ის ჩე­მი­სა კი­დევ არ ჩერ­დე­ბა, წუ­წუნს აგრ­ძე­ლებს...

ეეე! რე­ებს უბ­­რავ, ვაწყ­ვე­ტი­ნებ, გითხა­რი, რომ უნ­და წა­ვი­ღო? ზნა­ჩიტ წა­ვი­ღებ-მეთ­ქი.

თან "აკ­­ემს" ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი ხე­ლის­გუ­ლი მი­ოფ­ლი­ან­დე­ბა, მეფხა­ნე­ბა და მი­ხა­რია - ფუ­ლი იც­ის, გე­ცო­დი­ნე­ბა.

რა­ღა­ცე­ებს კი­დევ ვუყ­ვი­რი, ვე­მუქ­რე­ბი რა. თან "ტეპ­ლა­ვო­ზა­სი" მიკ­ვირს. სა­ღოლ გითხა­რი ტეპ­ლა­ვოზ, სა­ღოლ-მეთ­ქი, გულ­ში ვფიქ­რობ. მა­გა­რი ჩათ­ლა­ხი ვინ­მეა რა, ეს აკ­არ­დე­­ნის ამ­ბა­ვი სა­­დან­ღა გა­ჩი­თა მაგ შო­ბელ­ძაღ­­მა-მეთ­ქი. მაგ­რამ ეს ჩვე­ნი ცალ­ფე­ხა "ხა­ზე­­ნი" რომ არ ინძ­რე­ვა? სა­ცო­და­ვად იბ­­ზე­ბა და ტი­რილს აპ­­რებს რა...

ჰაა, მომ­ცემ თუ გა­და­გა­ტა­რო, შე­ნი დე­და-მეთ­ქი... სის­­ლი თავ­ში მას­ხამს და "ზატ­ვორს" ვაჩხა­კუ­ნებ.

მე ამ ამ­ბავ­ში ვარ, თავს ვი­გი­ჟებ და იმ­ან კი­დევ შეხ­ვე­ვა არ და­მიწყო? შვი­ლოო, მე­უბ­ნე­ბა, ეს გარ­მო­ნი ჩემ­მა უფ­როს­მა ძმამ, 41-ში, ფრონ­­ზე რომ მი­დი­­და, მა­შინ და­მი­ტო­ვაო. აი, დაკ­­რა იმ­ან იც­­დაო და ეგ­­თე­ბი...

ვა­ჩე­რებ და ვე­უბ­ნე­ბი, ბი­ძა, სულ ფე­ხებ­ზე მკი­დია მაგ გარ­მო­ნის ის­ტო­რი­აც და გე­ოგ­რა­ფი­აც-მეთ­ქი, ინს­­რუ­მენ­ტი მა­­ტა, ტყუ­­ლად თა­ვი არ მო­მაკ­­ლე­ვი­ნო...

ის ნა­ბო­ზა­რი კი თა­ვის ძმა­სა და გარ­მონ­ზე დაწყე­ბულ ზღა­პარს აგრ­ძე­ლებს: ესე იგი, ძმა მე­უბ­ნე­ბაო, ახ­­რებს რა, მე ფრონ­ტი­დან ჩა­მომ­­­ლე­ლი არა ვარ და ამ გარ­მონს მი­მი­ხე­დეო, მაგ გარ­მონ­ში ჩე­მი სუ­ლია, თუ კარ­გად მი­­ყუ­რა­დებ, მიხ­­დე­ბი, რომ ჩე­მი ხმა აქვ­სო და სულ ეგ­­თე­ბი...

ამ­­სო­ბა­ში ბი­ძა, ეს ჩე­მი­სა, ნელ-ნე­ლა ზლუ­ქუნ­ზე არ გა­და­დის? თან არ ჩერ­დე­ბა, მო­ყო­ლას აგრ­ძე­ლებს: მა­შინ სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სიზ­მა­რი­ვით მახ­სოვს ჩე­მი უფ­რო­სი ძმის სა­ხეო, ქერ­­თან და­­კარ­გა, მა­მა­ჩე­მი რომ კვდე­ბო­და, ამ გარ­მონს შვი­ლის სა­ხელს უძ­ახ­და, კოც­ნი­და, ეფ­­რე­ბო­და და რა­მეო... სულ ეგ­­თებს ახ­­რებ­და. ბო­ლოს გუ­ლა­მომ­­დარ­მა ამ­­იხ­რო­ტი­ნა: ნუ წა­მარ­­მევ, ნუ წა­იყ­ვან ჩე­მი ძმის სულ­სო... თან პა­ტა­რა ბავ­­ვი­ვით ტი­რის, ცრემ­ლე­ბი სულ ღა­პა-ღუ­პით ჩა­მოს­დის ამ ხე­­ბარ მა­მა­ძაღლს. აუ, ვფიქ­რობ, ამ ბოზ­მა ან ნაღ­დად და­­ჟუ­­ლა, ან ვე­ში მარ­­ლა ძა­ან ძვი­რია და აფ­­რის­ტობს-მეთ­ქი...

არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე, და­ვი­ბე­ნი რა. ავ­ტო­მა­ტი მიშ­ვე­რი­ლი მაქვს და ვდგა­ვარ სი­რი­ვით. მე­ქა­ნი­კუ­რად ის­ევ ვა­ხუ­რებ: არ მა­ინ­ტე­რე­სებს, და­ვაი, და­ვაი, დრო­ზე-მეთ­ქი...

მე ამ დღე­ში ვარ და უც­ბათ ის ჩე­მი­სა გარ­მონს ხე­ლებს უშ­ვებს და გარ­მო­ნიც სა­ზა­რე­ლი ხმით ორ­­ვე მხა­რეს იწ­­ლე­ბა. ამ­­სო­ბა­ში ოთ­ახ­ში კი­ვი­ლით ხა­ზე­­კა არ შე­მორ­ბის? კი­ვის, წი­ვის და თან ჩე­მი ფი­ზი­­ნო­მი­ის და­სა­ხიჩ­რე­ბას ცდი­ლობს, ნამ­­ვი­ლი მხე­ცია რა, თა­ნაც არ ვე­ლო­დი ტო... ცა­ლი ხე­ლით ვი­გე­რი­ებ, თან ვი­გი­ნე­ბი, მაგ­რამ ის დე­და მო.ნუ­ლი მა­ინც მომ­­­და, ფრჩხი­ლე­ბით მკორ­­ნის. მარ­ცხე­ნა თვა­ლი სის­­ლით მევ­სე­ბა, ამ დროს ეტ­ყო­ბა კი­ვი­ლის ხმამ ბა­­თი­და­ნაც გა­აღ­წია - კარ­ში "ტეპ­ლა­ვო­ზა" გა­­ჩი­თა. გა­მიტყ­და ასე გა­ბან­ძე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, თან სის­­ლი უკ­ვე ბუშ­ლატ­ზე მეწ­ვე­თე­ბა, იმ ბოზ­მა ქალ­მაც ლა­მი­საა თვა­ლე­ბი ამ­ომ­თხა­როს... ვსიო, და­გენ­­რათ, თქვე­ნი დე­და-მეთ­ქი, ვიღ­რი­­ლე და პრიკ­ლა­დი პირ­და­პირ ჯიქ­ნებ­ში ვა­ჯა­ხე. პრიკ­ლა­დი­­ნი ავ­ტო­მა­ტი მაგ­რა მე­ვა­სე­ბო­და, უფ­რო კა­ცუ­რი და მოშ­ნია რა. მოკ­ლედ, პოლ­ზე ეზღ­ნერ­თე­ბა ეს ქა­ლი და ჰა­­რის ჩაბ­რუ­ნე­ბა უჭ­ირს, ფე­ხებს აფ­არ­თხა­ლებს და წა­მოდ­გო­მა უნ­და... ეს გარ­მო­ნი­­ნი ბი­ძა კი თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი დგას და ხმას არ იღ­ებს. გად­მოშ­ლი­ლი გარ­მო­ნი მუხ­ლე­ბამ­დე დას­­რევს. ქა­ლი ნელ-ნე­ლა აზრ­ზე მო­დის, ჟი­ვუ­ჩია რა, თვა­ლებს ფსი­ხი­ვით ატ­რი­­ლებს და ქარ­თუ­ლად არ იწ­ყებს მოთ­­მას? აუ, იწ­ყევ­ლე­ბა, მაგ­რამ რას იწ­ყევ­ლე­ბა... თან იცი რას მე­უბ­ნე­ბა? მა­ლე ყვე­ლას დე­და მო­გე.ნე­ბა­თო, ჩე­მი ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ფერს სის­­ლად გარ­წყე­ვი­ნე­ბე­ნო, აი, რო­გორც იმ თქვენს ნუგ­ზა­რას და ვა­ჟას, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ თა­ვებს და­გაჭ­რი­­ნო... ლა­მის ჭკუ­­დან ავ­­წიო, ვინ შე­ნი ბი­ჭე­ბი-მეთ­ქი, ვღრი­­ლებ, რა ჰქვი­ათ-მეთ­ქი. ესა და ეს არ გა­გი­გიაო, მე­უბ­ნე­ბა და თან ბო­ზუ­რად მი­ცი­ნის. ტვინ­ში მირ­ტყამს, ესე იგი რა გა­მო­დის, ის თეს­ლე­ბი, სა­საფ­ლა­ოს­თან ჩვენ გავ­რო­შებს თა­ვე­ბი რომ და­აჭ­რეს, ჩვე­ნი ხა­ზე­­კას შვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან... აკი, მარ­ტო­ხე­ლა სტუ­რუშ­კე­ბი ვარ­თო, მე თქვე­ნი...

"ტეპ­ლა­ვო­ზამ" ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, ხო გახ­სოვს რა გი­ჟიც იყო, ამ­­თი პი­და­რას­ტი დე­და­ცო და და­უშ­ვა...

და­უშ­ვა და მეც და­ვუშ­ვი.

თა­ვი­დან ყუ­რად­ღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, აზრ­ზე მო­დი, თურ­მე პრე­დახ­რა­ნი­ტე­ლი ოჩ­­რედ­ზე და­მი­ყე­ნე­ბია. მე­რე, აკ­­­მი ხო იცი რა­ცაა... ვუ­ყუ­რებ და გუ­ლი მტკი­ვა: ეს ჩე­მი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი აკ­არ­დე­­ნი სა­ცე­რად არ ვაქ­ციე? მოკ­ლედ, იმ­ან ქა­ლი გა­­გო­რა, მე კი­დევ ესა. გარ­მო­ნი ავ­აგ­ლი­ჯე და გა­რეთ გა­მო­ვე­დი...

ორი-სა­მი დღის შემ­დეგ "ტეპ­ლა­ვო­ზამ" სახ­­ში გა­მო­მი­­რა. ნაც­ნობ ან­ტიკ­ვარ­შიკს უნ­და ავ­ად­გეთ. ებ­რა­­ლი ყო­ფი­ლა, ვი­ღაც ბე­ბე­რი შეც­ვე­თი­ლი. "ტეპ­ლა­ვო­ზას­­ვის" უთქ­ვამს, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი აკ­არ­დე­­ნი მი­შო­ვე და მა­ყუ­თის გა­დამ­­დე­ლი ვა­რო. თურ­მე, მა­სეთ რა­ღა­ცე­ებ­ში: სკრიპ­კებ­ში, ზურ­ნებ­ში და სხვა ბა­რახ­ლო­ში დიდ ფულს იხ­დის. რომ მი­ვე­დით, გა­მო­მარ­­ვა იმ ცხო­ნე­ბულ­მა (რა ტი­პი იყო ხო გახ­სოვს...) ყუ­თი (ყუთ­ში გვიგ­დია რა ეს ჩვე­ნი ტა­ვა­რი) და მე­უბ­ნე­ბა: შენ აქ და­მი­ცა­დე, მე ავ­ალ, და­ვე­ბაზ­რე­ბი და მე­რე და­გი­ძა­ხე­ბო. ძმა იყო, ათ­­სი წე­ლი მა­გას არ ვენ­დო­ბო­დი?! მოკ­ლედ, ამ­­­ჩა­რა იღ­ლი­­ში ეს ჩვე­ნი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი აკ­არ­დე­­ნი თუ გარ­მო­ნი და შე­ვარ­და პა­დი­ეზ­­ში. ახ­ლა, მე მგო­ნია, რომ დი­დი ხა­ნი შერ­ჩე­ბა ებ­რა­ელ­თან. ვფიქ­რობ, სა­ნამ ის ბე­ბე­რი ახ­ვა­რი შე­­ფა­სებს, ამ­ას იზ­ამს, იმ­ას იზ­ამს, მე­რე ტვინს მო.ნავს ეს ნახ­­რე­ტე­ბი რა­ტომ აქვ­სო, მე­რე ფას­ზე წა­ვა ჭი­და­­ბა და ეგ­­თი რა­ღა­ცე­­ბი... მოკ­ლედ, კე­დელს მი­ვე­ყუ­დე, პალ­ტოს სა­ყე­ლო ავ­­წიე, სი­გა­რე­ტიც გა­ვა­ჩა­ღე და ვე­ლო­დე­ბი. ორი ნა­ფა­სი არ მაქვს დარ­ტყ­მუ­ლი და პა­დი­ეზ­დი­დან ეს ჩე­მი­სა "ტეპ­ლა­ვო­ზა" არ გა­მო­დის? ჩვენს ტრა­ფე­­ნი ინს­­რუ­მენტს ას­ვალ­­ზე პი­ვის ცა­რი­­ლი იაშ­­კი­ვით აგ­დებს, ზედ ჯდე­ბა და სი­ცი­ლით კვდე­ბა, თან ხვე­ლე­ბა ახრ­ჩობს. ვი­ფიქ­რე, იმ ბე­ბერ­მა ოღ­რაშ­მა პლა­ნი ხომ არ მო­­წე­ვი­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გავს და­ბო­ლილს, არ­­და იც­­ნის, იც­­ნის იმ­ის დე­და ვა­ტი­რე. ნელ-ნე­ლა მეც ვი­ქო­ქე­ბი, ყუთ­ზე ვუჯ­დე­ბი და ერ­თად გა­ხე­ვამ­დე ვი­ცი­ნით, თან ვე­კითხე­ბი, რა გა­ცი­ნებს, გა­მო.ლევ­დი შე ჩე­მა-მეთ­ქი? ის კი­დევ ხე­ლის­გუ­ლებს მთე­ლი ძა­ლით მუხ­ლებ­ზე იტ­ყა­პუ­ნებს, თავს გი­ჟი­ვით აქ­ნევს და ძლივს გა­სა­გო­ნად, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ ამ­ბობს: "აუ, აუ, აღ­არ შე­მიძ­ლია ჩე­მი, ჰა, ჰა, ჰა... თურ­მე, თურ­მე, შემ­­ლია ჩე­მი დე­და... ვა­აჰ, უუუ, აააკ­არ­დე­ონს კი არ ჰქო­ნია ფა­სი, აუ, აუ, აუ, ამ ჩე­მი­სამ მითხ­რა, აკ­არ­დე­­ნი ვის რად უნ­და, თა­ნაც "კრას­ნი აკ­ტი­აბ­­ში" გა­კე­თე­ბუ­ლიო... აკ­არ­დე­­ნი კი არა, მე არ­ღა­ნი გითხა­რიო, გა­­გე?.. ჰა, ჰა, ჰა, ჩე­მი დე­და, აკ­არ­დე­­ნი და არ­ღა­ნი ერთ­მა­ნეთ­ში ამ­­რია... რას გა­­გებ ამ მუ­ზი­კან­ტებ­სა და ებ­რა­­ლებს მე მა­გა­თი..."

მა­ინც რა იყო, ალ­ბათ, ეგ­რე გუ­ლი­­ნად მას მე­რე აღ­არ მი­ცი­ნია. მე­რე ეგ ცხო­ნე­ბუ­ლი "ტეპ­ლა­ვო­ზაც" გა­­კოტ­რი­­ლეს აფ-ში, ხსოვ­ნა იყ­ოს, მა­გის სულს ვე­ნაც­ვა­ლე... სად­ღა ნა­ხავ ახ­ლა კაი ბი­ჭებს, გა­ბოზ­და ქვე­ყა­ნა...

* * *

ვი­ღაც მან­ჯღ­რევს. თავს ვწევ და და­უმ­თავ­რე­ბე­ლი გა­რა­ჟი­დან ვარ­­­­ლა­ვე­ბი­ან ცას ვხე­დავ. მე­რე უაზ­როდ აქ­ეთ-იქ­ით ვი­ყუ­რე­ბი. ჩვე­ნი მა­გი­დის კი­დე წით­ლა­დაა შე­ღე­ბი­ლი, ქვე­მო­თაც ქვი­შას აქა-იქ მუ­ქი ლა­ქე­ბი ამჩ­ნე­ვია.

- რა ხდე­ბა? - ვკითხუ­ლობ.

- არ­­ფე­რი... - მპა­სუ­ხობს დ-ძე, - ამ­­თი მა­ლა­ლიტ­რაჟ­კა ამ­ბა­ვი ხომ იცი, დათ­­­ნენ და დას­ცხეს ერთ­მა­ნეთს...

- დაცხეს?

- ხო რა, იოს­­ბამ ბე­სი­კას ლამ­ფა ეს­რო­ლა, იმ ჩე­მი­სამ კი სა­ლი­არ­კით სავ­სე ლე­­კა გლი­ჯა თავ­ში... მა­გა­თი სის­­ლე­ბია რა...

- რა­ტომ? - სლო­კი­ნით ვკითხუ­ლობ.

- აბა, რა ვი, ხო იცი რა იაზ­ვა ვინ­მე­­ბი არ­­ან, სიტყ­ვას არ შე­არ­ჩე­ნენ ერთ­მა­ნეთს, არც ახ­­ლი წე­ლი იც­­ან, არც აღდ­გო­მა...

- აბა, აბა, ეგ­­ნი ვი­ნა ყო­ფი­ლან...

- მა­­ცა, შენ რა გრუს­­ნი და­­ჭი­რე... შენ რა გგო­ნია, მა­გათ ჩა­ვაშ­ხა­მე­ბი­ნებ აღდ­გო­მის პლაზ­­ნიკს?! ახ­ლა იცი რას გეტყ­ვი, ეგ კვერ­ცხე­ბი აკ­რი­ფე, ერთ-ორ პას­კას ბა­ბუშ­კაც გა­მო­აცხობ­და და და­ვაი, ჩემ­თან ავ­ლაგ­დეთ...

ფე­ხე­ბი ძლივს გავ­მარ­თე. გა­რა­ჟი­დან ბარ­ბა­ცით გა­მო­ვე­დით. ღა­მის ორი-სა­მი სა­­თი იქ­ნე­ბა.

- ეეე, სას­მე­ლი რო არა გვაქვს?! - გა­მახ­სენ­და მე.

- აუ, სა­ღოლ, კი­ნა­ღამ არ დაგ­ვა­ვიწყ­და?.. მა­­ტა, მანდ სად­ღაც ორ­ლიტ­რი­­ნი ბან­კა უნ­და ეგ­დოს. მე­ზობ­ლე­ბი გვი­ცოცხ­ლოს ღმერ­­მა...

* * *

და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც სა­ოლ­ქო პრო­კუ­რორ­მა მოჰ­­ვა.

© ”არილი”

No comments: