Thursday, February 7, 2008

მა­ნუ­ელ ვი­სენ­ტი


­­­­ჰომეროსის წვნია­ნი


ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

დი­ლის თერ­­მეტ სა­ათ­ზე პრო­ფე­სო­რი სახ­­ში მარ­ტო იყო და ბიბ­ლი­­თე­კის თა­რო­ებ­ზე გა­მა­ლე­ბით ეძ­ებ­და რო­მე­ლი­მე ჰე­რო­­კულ რო­მანს. მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კას უკ­რავ­და. კა­ცი გულ­მოდ­გი­ნედ სინ­ჯავ­და ყვე­ლა წიგნს, სა­ნამ ბო­ლოს და ბო­ლოს მის ხელ­ში ილ­­­დას მო­ვა­რა­ყე­ბულ­მა ას­­ებ­მა არ გა­იბ­­წყი­ნეს. რო­გორც იქ­ნა მი­აგ­ნო! უმ­ალ გად­მო­­ღო მდიდ­რუ­ლი გა­მო­ცე­მა. ამ­ჯე­რად გა­დაშ­ლა არც კი დას­ჭირ­ვე­ბია. რა ნაც­ნო­ბი იყო ღმერ­თე­ბის დი­დე­ბა, ვნე­ბე­ბი, მშვე­ნი­­რე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა, გმი­რო­ბა­ნი და ლა­მა­ზი ოც­ნე­ბე­ბი. წიგნს უდ­­დე­სი სი­­მოვ­ნე­ბით სუ­ლი შე­­ბე­რა და სამ­ზა­რე­­ლო­სა­კენ გა­­მარ­თა. იქ პრო­დუქ­ტებს ერ­თად თა­ვი მო­­ყა­რა და საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას შე­უდ­გა: პას­ტო­რა­ლუ­რის მე­სა­მე ნა­წილს ღი­ღი­ნით გაფ­­­­ნა ხახ­ვი და ორი კბი­ლი ნი­­რი, მე­რე ქვა­ბის ფსკერს ცო­ტა­­დე­ნი ზე­თი მო­ას­ხა და გა­ზი აან­თო. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­­შუ­შა, პრო­ფე­სორ­მა სა­ჭი­რო რა­­დე­ნო­ბის წყა­ლი, მა­რი­ლი და ცო­ტა ოხ­რა­ხუ­ში და­­მა­ტა, წიგ­ნი ქვაბ­ში ჩა­დო და რკი­ნის ხუ­ფი მჭიდ­როდ და­­ხუ­რა. "ოლ­­­დას" მდიდ­რულ­მა გა­მო­ცე­მამ ნელ ცეცხ­­ზე იწ­ყო ხარ­­ვა, თით­ქოს კომ­ბოს­ტოს ერ­თი ჩვე­­ლებ­რი­ვი თა­ვი ყო­ფი­ლი­ყოს. იმ დღეს სწო­რედ ას­ეთ კერ­­ზე ოც­ნე­ბობ­და.

სა­ნამ წვნი­­ნი იხ­არ­შე­ბო­და, პრო­ფე­სორ­მა მე­ხუ­თე სარ­თუ­ლის ფან­­რი­დან გა­და­­ხე­და. ქუ­ჩა­ში ის­ევ ის ნაც­რის­ფე­რი უს­­ხუ­რე­ბა სუ­ფევ­და, რომ­ლის ცქე­რა­შიც მარ­ტო­­ბის არ­­ერ­­მა წელ­მა ჩა­­­რა: თეთრ კა­ფელ­ში ჩას­მუ­ლი ქათ­მის მა­ღა­ზია, მე­­რე რიგ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, ხი­ლის დახ­ლი თოკ­ზე და­კი­დუ­ლი ან­­ნა­სე­ბით, თა­ნამ­­რო­მელ­თა სი­ლუ­­ტე­ბი სა­ბუ­ღალ­­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის შუ­შის მიღ­მა, პა­ტა­რა ად­­მი­­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრო­ტუ­არ­ზე და­ცო­ცავ­­ნენ და ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით რო­მე­ლი­ღაც თევზს უკ­­თებ­­ნენ რეკ­ლა­მას. იმ დი­ლით პრო­ფე­სო­რი ჩვე­­ლებ­რივ­ზე უფ­რო მოწყე­ნი­ლი იყო და თა­ვის შე­საქ­ცე­ვად ის­ევ პნევ­მა­ტუ­რი თო­ფით თა­მა­ში გა­დაწყ­ვი­ტა. იარ­­ღი კა­რა­დი­დან გად­მო­­ღო და ბეთ­ჰო­ვე­ნის მუ­სი­კის თან­­ლე­ბით დე­რე­ფან­ში გა­ვი­და. თო­ფი ხუ­თი მცი­რე ზო­მის ტყვი­ით და­ტე­ნა. ფან­­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ობ­­ექ­ტი მო­ჩან­და, მაგ­რამ კაც­მა ამ­ჯე­რად კუთხე­ში მჯდომ ხი­ლის გამ­ყიდ­ველ­თან გა­დაწყ­ვი­ტა გა­ხუმ­რე­ბა. ტრო­პი­კუ­ლი ან­­ნა­სე­ბი ჰა­ერ­ში ისე ლივ­ლი­ვებ­­ნენ, რო­გორც სან­ჩეს კო­ტა­ნის ნა­ტურ­მორ­­ში. პრო­ფე­სო­რი ფან­­რის რა­ფას და­ეყ­­­ნო. ტე­ლეს­კო­პის ფო­კუ­სი სა­სურ­ველ წერ­ტილს და­­მიზ­ნა, ღრმად ჩა­­სუნ­­ქა და ჩახ­მახს გა­მოჰ­­რა. ან­­ნა­სი ძლი­­რად შე­ირ­ხა და მო­ცე­ლი­ლი­ვით ჩა­ვარ­და პა­მიდ­­რი­ან კა­ლათ­ში. იმ­ავ წამს ვაჭ­რის წყევ­ლა-კრულ­ვა გა­ის­მა.

- ის­ევ ის არ­ის, ის ძაღ­ლიშ­ვი­ლი!

- ეს რა­ღა იყო?

- მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ჩემს სა­ქო­ნელს ესვ­რის!

- რა სიმ­ხე­ცეა!

- უკ­ვე მე­ოთხე­ჯერ აკ­­თებს ამ­ას. და­მე­ნა­ხოს, თუ კა­ცია!

კლი­ენ­ტე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი მე­ხი­ლე მთე­ლი ხმით გაჰ­­ვი­რო­და. გამ­­ლე­ლე­ბი ფან­­რი­სა­კენ იყ­­რე­ბოდ­ნენ იმ იმ­­დით, რომ დამ­ნა­შა­ვეს მოჰ­­რავ­­ნენ თვალს. გა­და­წე­­ლი ფან­­რის მიღ­მა კი მკვდა­რი ენ­­ბის პა­ტივ­ცე­მუ­ლი პრო­ფე­სო­რი გულ­­რი­ლად ად­ევ­ნებ­და თვალს ქუ­ჩა­ში ატ­­ხილ ალ­­­ქოთს და ცდი­ლობ­და, ცი­ვად გა­ნე­სა­ჯა ამ სო­ცი­­ლუ­რი ჯგუ­ფის მოქ­მე­დე­ბა. ის­­ნი მხო­ლოდ უს­­სუ­რი ჭი­ან­­ვე­ლე­ბი იყვ­ნენ. საკ­მა­რი­სი იყო, ერ­თა­დერ­თხელ ეს­რო­ლა ხი­ლის­­ვის, რომ ეს პა­ტა­რა ად­­მი­­ნე­ბი სა­ში­ნელ ძრწო­ლას აეტ­­ნა. ნე­ტავ რა მოხ­დე­ბო­და, მარ­­ლა რომ გა­მო­ეკ­რა ჩახ­მა­ხი­სათ­ვის? იმ წუ­თას ის­ევ და­­უფ­ლა შეგ­­­ნე­ბა, რომ შე­ეძ­ლო ღმერ­თად ქცე­­ლი­ყო და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან ემ­არ­თა ქვე­ყა­ნა. ამ­­სო­ბა­ში სპექ­ტაკ­ლიც დამ­თავ­­და.

გმი­რი სა­­ბა­ზა­ნო­სა­კენ გა­­მარ­თა. შარ­დის ბუშ­ტი გა­­თა­ვი­სუფ­ლა და სარ­კე­ში ჩა­­ხე­და. სულ არ შეც­­ლი­ლი­ყო. სა­კუ­თა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე ფსი­ქო­­ნა­ლი­ტი­კო­სის სიტყ­ვე­ბი გა­ახ­სენ­და: "შე­გიძ­ლია ჩათ­ვა­ლო, რომ გარ­­ვე­­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე არ­­ფე­რი გე­მუქ­რე­ბა. შენს ტვინს უს­აშ­ვე­ლო არ­­ფე­რი სჭირს. ოღ­ონდ გახ­სოვ­დეს, რომ ძვე­ლი სა­ბერ­­ნე­თი აღ­არ არ­სე­ბობს. გო­ნე­ბის სრულ­ყო­ფა და ოც­ნე­ბა აბს­­რაქ­ტულ სი­ლა­მა­ზე­ზე, სი­სუ­ლე­ლეა. ბედ­ნი­­რე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა სი­­მოვ­ნე­ბე­ბის ნა­ზა­ვია: ყა­ვის ოხ­ში­ვა­რი და სი­გა­რე­ტი გა­ზე­თის კითხ­ვი­სას, სა­სი­­მოვ­ნო სა­­ბა­რი რეს­ტო­რან­ში, ემ­ას მკვრი­ვი საჯ­დო­მი, ხის ფი­სის შო­რე­­ლი სურ­ნე­ლი იმ პორ­ტი­დან, სა­დაც სი­ჭა­ბუ­კე გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი". პრო­ფე­სო­რი ორ­მოც­და­ცა­მე­ტი წლის იყო და სა­­ბა­ზა­ნოს თა­რო­ზე გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი სა­ფეთ­­ლე­ბის­­ვის სა­ღე­ბა­ვის ფლა­კონს, და­მაწყ­ნა­რე­ბელ წამ­ლებს, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს და ბუ­­სი­ლის სან­­ლებს ინ­­ხავ­და. იმ წუ­თას სუს­ტი თავ­­რუს­­ვე­ვა იგრ­­ნო. კე­ფა­ში საყ­ვი­რე­ბის ხმა­­რი სცემ­და. ას­­თი რამ ად­რეც მოს­­ლია. მას შემ­დეგ, რაც ბიბ­ლი­­თე­კის წიგ­ნე­ბი­დან წვნი­­ნის დამ­ზა­დე­ბა დას­ჩემ­და, ატ­ყობ­და, რომ თვა­ლე­ბი უბ­ნელ­დე­ბო­და და წყვდი­ად­ში უც­ნა­­რი ან­ტი­კუ­რი ღვთა­­ბე­ბი ჩნდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. ჩვე­­ლებ­რივ, ეს სულ რამ­დე­ნი­მე წუთს გრძელ­დე­ბო­და. ამ­ჯე­რად იგრ­­ნო, რომ შე­ტე­ვა უკ­ვე სე­რი­­ზულ სა­ხეს იღ­ებ­და.



© ”არილი”

No comments: