Tuesday, February 19, 2008

პიტერ აკროიდი

"პო­­ზი­­დან პრო­ზა­ზე გა­დავ­­ტი, რო­გორც კა­ლია..."



პი­ტერ აკ­რო­­დი - სა­ხელ­გან­­­მუ­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი, ავ­ტო­რი წიგ­ნე­ბი­სა, "გო­ლე­მი ლა­იმ­ჰა­­სი­დან" ("ელ­­ზა­ბეტ კრის პრო­ცე­სი"), "ოს­კარ უაილ­დის დღი­­რე­ბი", "დოქ­ტორ დის სახ­ლი"; გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს დი­კენ­სის, ტო­მას სტერნზ ელ­­­ტის, ეზ­რა პა­უნ­დის და სხვა­თა ბი­ოგ­რა­ფი­­ბი. ცხოვ­რობს ლონ­დონ­ში.


თარგმნა ნიკა ჯანიკაშვილმა


- თქვე­ნი წიგ­ნე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გმი­რი ლონ­დო­ნია. რას ნიშ­ნავს თქვენ­­ვის ეს ქა­ლა­ქი?

- მე აქ და­ვი­ბა­დე და ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბიც ლონ­დონ­ში გა­მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ლონ­დო­ნი ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის აკ­ვი­­ტე­ბუ­ლი პე­­ზა­ჟია. რო­ცა მის ის­ტო­რი­­ში ვერ­­ვე­ვი, სა­კუ­თარ თავ­საც უკ­ეთ ამ­­ვიც­ნობ ხოლ­მე.

- თქვე­ნი აზ­რი ის­ეთ ცნე­ბა­ზე, რო­გო­რიც "ის­ტო­რიაა"?

- ის­ტო­რია ესაა მოთხ­რო­ბა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც აწმ­ყოს აღვ­წერ. ვცდი­ლობ გა­ვი­გო და ავხ­­ნა აწმ­ყო. ჩემს ბევრ წიგ­­ში მოქ­მე­დე­ბა ერთ­­რო­­ლად ორ დრო­ით პლას­­ში ვი­თარ­დე­ბა. ის­ტო­რი­­ლი კონ­ტექ­­ტი უბ­რა­ლოდ გვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­გოთ ის, რაც ახ­ლა ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ვერ ვხე­დავ გან­სა­კუთ­რე­ბულ სხვა­­ბას წარ­სულ­სა და აწმ­ყოს შო­რი­საც.

- რო­გო­რია თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი "გან­­და" წარ­სუ­ლი­სა აწმ­ყო­ში?

- ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ჩე­მი წიგ­ნე­ბია. რო­ცა ის­ტო­რი­­ში ვი­ქე­ქე­ბი, მის გა­თა­მა­შე­ბას ვახ­დენ ხოლ­მე. მის ენ­­ზე ვიწყებ ლა­პა­რაკს. ვცდი­ლობ შე­ვიგ­­­ნო ის, რა­საც იმ ეპ­­ქის ად­­მი­­ნე­ბი გრძნობ­­ნენ და ა.შ. რას გა­ნიც­დი­და ოს­კარ უაილ­დი, რო­ცა პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და, ან დოქ­ტო­რი დი. უც­ხო ტყავ­ში მოქ­ცე­ვით, წარ­სულს უკ­ეთ აღ­იქ­ვამ, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მი­სი აღ­წე­რი­სას.

- თქვე­ნი პრი­­რი­ტე­ტე­ბი წარ­სულ­ში? გიყ­ვართ თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი­მე ეპ­­ქა?

- არა. საყ­ვა­რე­ლი ეპ­­ქე­ბი ჩემ­­ვის არ არ­სე­ბობს. მე ვწერ­დი ბლე­იკ­ზე, მილ­ტონ­ზე, დი­კენ­­ზე, უაილდ­ზე და ტ.ს.ელ­­ოტ­ზე. ასე რომ, თა­ვა­დაც ხე­დავთ, რამ­დენ ეპ­­ქა­სა ვარ მო­დე­ბუ­ლი. არც ერთს არ ვა­ნი­ჭებ უპ­­რა­ტე­სო­ბას - მე პრო­ცე­სი მა­ინ­ტე­რე­სებს, დრო­თა კავ­ში­რი და არა მი­სი ცალ­კე­­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი.

- რო­გო­რია თქვე­ნი ის­ტო­რია?

- და­ვი­ბა­დე ლონ­დო­ნის და­სავ­ლეთ­ში კა­თო­ლი­კურ ოჯ­ახ­ში, დავ­დი­­დი კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში, და­ვას­რუ­ლე კემ­­რი­ჯი, შემ­დეგ იელი. რის შემ­დე­გაც ვმუ­შა­ობ­დი რე­დაქ­ტო­რად ჟურ­ნალ "The Book Spectator"-ში, შვი­დი წე­ლი. მე­რე რო­მა­ნე­ბის წე­რა და­ვიწყე და დღემ­დე რო­მა­ნე­ბით ვცხოვ­რობ.

- არ გსურთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა?

- არც არ­ას­­როს მი­მი­ტო­ვე­ბია ეს სა­მუ­შაო - ხში­რად ვწერ ხოლ­მე ლონ­დო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი­სათ­ვის, ასე რომ, თქვენს წი­ნა­შე, ჯერ კი­დევ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია.

- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი?

- არც ერ­თი. და­წე­რის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, ვი­ვიწყებ წიგ­ნებს და მორ­ჩა. თუ­კი წარ­მა­ტე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ - დი­დე­ბა "ოს­კარ უაილ­დის დღი­ურ­მა" და ელ­­­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ამ მო­მი­ტა­ნა.

- რო­გორ მო­­ხერ­ხეთ და­გე­წე­რათ ელ­­­ტის ბი­ოგ­რა­ფია ისე, რომ პო­­ტის არც ერ­თი ცი­ტა­ტა არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ? მემ­­ვიდ­რე­ებ­მა, რო­გორც ვი­ცი, აგ­იკ­­ძა­ლეს ცი­ტა­ცია?

- ამ­­ში არ­­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. გარ­­მუ­ნებთ. ცუ­დია, რომ წე­რი­ლე­ბის ცი­ტი­რე­ბა არ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ... ბი­ოგ­რა­ფია მე შე­მიკ­ვე­თეს და სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბამ­დე არც ვი­ცო­დი, რა სირ­თუ­ლე­ებს შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი. რო­ცა აკრ­ძალ­ვის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ვი­ფიქ­რე უარს ვიტყ­ვი-მეთ­ქი შეკ­ვე­თა­ზე. შემ­დეგ კი პი­რი­ქით, ამ აკრ­ძალ­ვამ ჩემს სა­სი­კე­თოდ იმ­ოქ­მე­და. რად­გან ცი­ტი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ელ­­­ტის იმ­­ტი­რე­ბა და­ვიწყე - ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­­რად, მაგ­რამ მა­ინც მის სტილ­ში ვწერ­დი (მის პრო­ზა­სა და წე­რი­ლებს ვგუ­ლის­­მობ). სწო­რედ ეს ხერ­ხი იქ­ცა ჩემს მე­თო­დად, რო­ცა სხვა თე­მებ­ზე მუ­შა­­ბას შე­ვუ­დე­ქი.

- არ­ის თუ არა ბი­ოგ­რა­ფი­­ში ელ­­­ტის შე­მოქ­მე­დე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა?

- ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რას კემ­­რიჯ­ში ვსწავ­ლობ­დი. ამ­­ტო­მაც კლა­სი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ ჩე­მი აზ­რი გა­მაჩ­­და, მაგ­რამ საქ­მე ამ­­ში არ გახ­ლავთ, არ­­მედ იმ­­ში, რომ ეს არც მთლად კრი­ტი­კა გახ­­დათ; უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, პრო­პორ­ცი­­ლად მო­მერ­გო ერთ­მა­ნე­თის­­ვის ცხოვ­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე, რომ მათ ერთ­მა­ნე­თი გა­ნე­მარ­ტათ.

- რო­გორ უყ­­რებთ ელ­­­ტი­სა და ოდ­­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას?

- ელ­­­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა ინგ­ლი­სურ კრი­ტი­კა­ში, მას­ზე დღემ­დე წე­რენ წიგ­ნებს. ოდ­ენს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მეტს კითხუ­ლო­ბენ სხვა პო­­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მი­სი ხმა, რა უც­ნა­­რიც არ უნ­და იყ­ოს, დღემ­დე "ჟღერს". მაგ­რამ არ­­ნა­ირ, გან­სა­კუთ­რე­ბულ, გრძნო­ბე­ბით ამ ავ­ტო­რე­ბის მი­მართ არა ვარ გამ­­­ვა­ლუ­ლი.

- ვი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ის და­წე­რას აპ­­რებთ ამ­ჯე­რად?

- არა, მე მგო­ნი არ­­ვი­სი... თუმ­ცა მო­­ცათ... ჰო, მარ­­ლა, შექ­­პი­რის ბი­ოგ­რა­ფია შე­მიკ­ვე­თეს! ასე რომ, ხუ­თი წლის შემ­დეგ... თუმ­ცა, მე მგო­ნი, ეს ჩე­მი უკ­­ნას­­ნე­ლი ბი­ოგ­რა­ფია იქ­ნე­ბა.

- გვითხა­რით რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა "ლონ­დო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის" შე­სა­ხებ.

- ეს ქა­ლა­ქის ის­ტო­რიაა. მაგ­რამ არ­ატ­რა­დი­ცი­­ლი ფორ­მი­თაა და­წე­რი­ლი - იგი არაა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი თხრო­ბა მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. გა­დავ­წყ­ვი­ტე ლონ­დო­ნის ის­ტო­რია თე­მა­ტუ­რად და­მე­წე­რა - სურ­ნე­ლის, ბგე­რე­ბის, სუქ­სუ­­ლო­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­­ვე­ბის ის­ტო­რია.

- რო­გორ აფ­­სებთ თქვე­ნი თა­­ბის ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას: ბარ­­სი, კო­­ძი, მა­კი­­­ნი? არ­ის თუ არა თქვენს შო­რის რა­­მე სა­ერ­თო, რო­გორ ფიქ­რობთ?

- არა, ჩვენს შო­რის არ­­ფე­რია სა­ერ­თო, თა­ნაც მათ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სიც კი ვარ. ერ­თა­დერ­თი კავ­ში­რი ისაა, რომ ჩე­მი რო­მა­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­­მა გა­და­­ღო ის­ტო­რი­­ლი თხრო­ბის ჩე­მე­­ლი მა­ნე­რა. ანუ მხატ­­რუ­ლი პრო­ზის ელ­­მენ­ტე­ბი შეჰ­ქონ­დათ ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­­­ში. ასე ვთქვათ, ფიქშნს დო­კუ­მენ­ტებ­ზე გა­და­­წერ­­ნენ ხოლ­მე. ასე რომ, კავ­ში­რი მათ უფ­რო აქვთ ჩემ­თან, ვიდ­რე მე.

- თქვენ დიდ დროს ატ­­რებ­დით ბიბ­ლი­­თე­კებ­ში მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სას?

- ად­რე ძა­ლი­ან ბევრ დროს ვხარ­ჯავ­დი, ყვე­ლა­ფერს ვკითხუ­ლობ­დი, რაც ჩემს თე­მას შე­­ხე­ბო­და - ას­­­ლო­ბით წიგნს. ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვნა­ხავ­დი. ამ­­ცა­ნა იმ­­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ მთე­ლი ეს მა­სა­ლა თავ­ში გა­და­მე­ხარ­შა და მის­გან ჩე­მი მე­­რე ნა­ტუ­რა შე­მექ­­ნა, რა­თა ინს­ტინ­­ტუ­რად მე­წე­რა. ახ­ლა მა­სა­ლებს ჩემ­­ვის ას­ის­ტენ­ტე­ბი აგ­რო­ვე­ბენ.

- სარ­გებ­ლობთ თუ არა ინ­ტერ­ნე­ტით? ხე­ლით წერთ თუ კომ­პი­­ტერ­ზე ბეჭ­დავთ?

- ინ­ტერ­ნე­ტით არ ვსარ­გებ­ლობ და ხე­ლით ვწერ: ეს ჩემს ნა­წერს სუნ­­­ვას ან­­ჭებს, რა­ღაც ელ­ექ­­რო­­ბით მუხ­ტავს.

- წერ­დით თუ არა ოდ­ეს­მე ლექ­სებს?

- ახ­ალ­გაზ­­დო­ბა­ში გა­მო­ვე­ცი რამ­დე­ნი­მე პო­­ტუ­რი კრე­ბუ­ლი. მა­შინ ძა­ლი­ან მინ­დო­და პო­­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. აღფ­­თო­ვა­ნე­ბით ვკითხუ­ლობ­დი ჯონ ეშ­ბე­რის და ვბა­ძავ­დი კი­დეც მას. კი­დევ ო'ჰა­რა მომ­წონ­და. შემ­დეგ კი რო­ცა პო­­ზია მომ­ბეზ­­და, პრო­ზა­ზე გა­დავ­­ტი, რო­გორც კა­ლია. ახ­ლაც იქა ვარ.

© ”არილი”

No comments: