Saturday, February 9, 2008

ჟან ბოდრიარი

­­­­ქალაქი და სიძულვი­ლი


თარგმნა მალხაზ ხარბედიამ


ალ­ბათ იც­ით, რო­გორ ას­­ხე­ლა სულ ახ­ლა­ხან ფრან­გუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი ფილ­­მა სა­ხელ­წო­დე­ბით "სი­ძულ­ვი­ლი". ფილ­­ში სა­ში­ნე­ლი ვნე­ბე­ბი მძვინ­ვა­რებს, ნაჩ­ვე­ნე­ბია მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა რა­­­ნებ­ში ვი­თარ­დე­ბა და მსა­ხი­­ბე­ბა­დაც (შე­საძ­ლოა სტა­ტის­ტე­ბად?!) იქ ახ­ალ­გაზ­­და ად­­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ის­­ნი "ზიზ­ღით არ­­ან აღვ­სილ­ნი". გა­მოთ­­მა "ზიზ­ღით ვარ აღვ­სი­ლი" თით­­მის უპ­­როვ­ნოა, იგი არ­­იმ­დე­ნად სუ­ბი­ექ­ტურ ემ­­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს, რამ­დე­ნა­დაც ქა­ლა­ქურ უდ­აბ­ნო­ში, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი ნა­გავ­საყ­რე­ლად ქცე­ულ გა­რე­უბ­ნებ­ში შო­ბილ ობ­­ექ­ტურ და უმ­­ზე­ზო რის­­ვას გვიჩ­ვე­ნებს. ის ფაქ­ტი, რომ გა­რე­უბ­ნულ­მა "დამ­ნა­შა­ვე­­ბამ" არ­ნა­ხუ­ლი მას­­ტა­ბი შე­­ძი­ნა, მეტყ­ვე­ლებს, რომ ჩვენს წი­ნა­შეა ერ­თი­­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­შიც სა­კუ­თარ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას პო­­ლობს გარ­­ვე­­ლი უნ­­ვერ­სა­ლუ­რი პრო­ცე­სი - მო­სახ­ლე­­ბის კონ­ცენ­­რა­ცი­­სა და ნარ­ჩენ­თა წარ­მო­­ბის ზრდის პრო­ცე­სი. სა­­ბა­რია ნარ­ჩე­ნე­ბის, ნაგ­ვის მსოფ­ლიო პრობ­ლე­მა­ზე, რად­გა­ნაც, თუ­კი ძა­ლა­დო­ბას ჩაგ­­რა შობს, ზიზ­ღი მა­შინ იჩ­ენს თავს, რო­ცა ად­­მი­ანს ნა­გავ­საყ­რე­ლის­­ვის იმ­­ტე­ბენ. ნაგ­ვის ცნე­ბა უნ­და მო­დი­ფი­ცირ­დეს და გა­ფარ­თოვ­დეს. მა­ტე­რი­­ლუ­რი, რა­­დე­ნობ­რი­ვი ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ქა­ლა­ქებ­ში წარ­მო­­ბი­სა და მო­სახ­ლე­­ბის კონ­ცენ­­რა­ცი­ის შე­დე­გად წარ­მო­იქ­­ნე­ბა, მხო­ლოდ ხა­რის­ხობ­რი­ვი, ად­­მი­­ნუ­რი, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ნაგ­ვის, ნარ­ჩე­ნე­ბის სიმ­­ტო­მია; და ეს ნა­გა­ვი გლო­ბა­ლუ­რი მას­­ტა­ბის იდ­­­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბი­სას, სამ­ყა­როს ხე­ლოვ­ნუ­რი მო­დე­ლი­რე­ბი­სას რჩე­ბა. სწო­რედ ფუნ­­ცი­­თა სპე­ცი­­ლი­ზა­ცია, ცენ­­რა­ლი­ზა­ცია (თა­ნა­მედ­რო­ვე მეტ­რო­პო­ლია ამ პრო­ცე­სის აშ­კა­რა სიმ­ბო­ლოდ გა­მოდ­გე­ბა) და მთელ სამ­ყა­რო­ში ამ ხე­ლოვ­ნუ­რი სის­ტე­მე­ბის გავ­­ცე­ლე­ბა ტო­ვებს აუარ­­ბა ნარ­ჩენს.

ყვე­ლა­ზე უარ­­სი ის კი არ არ­ის, რომ ჩვენს ირგ­­ლივ სულ ნა­გა­ვია, არ­­მედ ის, რომ თა­ვად ჩვენც ამ ნაგ­ვად ვი­ქე­ცით. მთე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო ნარ­ჩე­ნე­ბად იქ­ცა, ანუ გა­მო­­სა­დე­გარ, უს­არ­გებ­ლო სუბ­­ტან­ცი­ად, რო­მელ­საც, რო­გორც გვამს, ვერ ვი­შო­რებთ. ამ­ას­თან შე­და­რე­ბით ორ­გა­ნუ­ლი სა­წარ­მოო ნარ­ჩე­ნე­ბის უს­ას­რუ­ლო მთე­ბი არ­­ფე­რია. მთე­ლი ბი­ოს­ფე­რო შე­საძ­ლოა მა­ლე რა­ღაც არ­ქა­ულ ნარ­ჩე­ნად იქ­ცეს, რომ­ლის ად­გი­ლიც ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზეა. თუმ­ცა, თა­ვად ის­ტო­რია აღ­მოჩ­­და სა­კუ­თარ სა­ნაგ­ვე­ზე გა­დაგ­დე­ბუ­ლი, სა­დაც თავს იყ­რი­ან არა მხო­ლოდ ჩვენს მი­ერ გან­­ლი­ლი, არ­­მედ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბიც; ის­­ნი დამ­თავ­რე­ბას ვერ ასწ­რე­ბენ, ისე კარ­გა­ვენ საზ­რისს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­­ლე­ბე­ბის დემ­პინ­გის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც ამ მოვ­ლე­ნებს ჯერ უშ­­­ლო მოხ­მა­რე­ბის­­ვის მზა სუბ­­ტან­ცი­ად აქ­ცე­ვენ, შემ­დეგ კი ნარ­ჩე­ნად. ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ნაგ­ვე გახ­და.

რო­ცა სა­ნი­მუ­შო ქა­ლა­ქებს აშ­­ნე­ბენ, ქმნი­ან სა­ნი­მუ­შო ფუნ­­ცი­ებს ან სა­ნი­მუ­შო ხე­ლოვ­ნურ ან­სამ­­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი ნაგ­ვად, წარ­სუ­ლის უს­არ­გებ­ლო მემ­­ვიდ­რე­­ბად იქ­ცე­ვა. ავ­ტოს­­რა­დის გაყ­ვა­ნი­სას, სუ­პერ­მარ­კე­ტის ან სუ­პერ­ქა­ლა­ქის შე­ნე­ბი­სას თქვენ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­რე­მოს (ყვე­ლა­ფერს, რაც ამ ნა­გე­ბო­ბებს გარს აკ­რავს) უდ­აბ­ნოდ გარ­დაქ­­ნით. ზეჩ­ქა­რუ­ლი, პროგ­რა­მი­რე­ბა­დი გა­და­ად­გი­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­­რი ქსე­ლის შექ­­ნით თქვენ ჩვე­­ლებ­რი­ვი, ტრა­დი­ცი­­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სივ­­ცეს უდ­­ბურ ზო­ნად აქ­ცევთ. სატ­რან­­პორ­ტო არ­ტე­რი­­ბის გას­­­რივ გა­­და­ბუ­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­­ბი წარ­მო­იქ­­ნე­ბა და მო­მა­ვალ­შიც, სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ტე­რი­ებ­თან ერ­თად სა­ინ­ფორ­მა­ციო უდ­აბ­ნო­­ბიც გაჩ­­დე­ბა, ერთ­­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­ოთხე სამ­ყა­რო - თავ­შე­სა­ფა­რი ყვე­ლა დევ­ნი­ლის­­ვის, ვინც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბებ­მა უარ­ყო. ამ­ას და­­მა­ტე­ბა უმ­­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ტვი­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი უდ­აბ­ნო­­ბი და უნ­და აღ­­ნიშ­ნოს, რომ ის ტვი­ნე­ბიც უკ­­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლე­ბის "წყა­ლო­ბით" დარ­­ნენ უმ­­შე­ვარ­ნი. ამ სივ­­ცე­ში და­სახ­­დე­ბი­ან, აქ ბი­ნას და­­დებს იმ მი­ლი­­ნი უმ­­შევ­რის შთა­მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც დღეს გა­მო­დევ­ნი­ლია შრო­მის სამ­ყა­რო­დან.

სივ­­ცე­­ბი, ის­­ვე რო­გორც ად­­მი­­ნე­ბი, უმ­­შევ­რე­ბი რჩე­ბი­ან. ააშ­­ნე­ბენ საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ოფ­­სე­ბის მთელ კვარ­­ლებს, მაგ­რამ ის­­ნი სა­მუ­და­მო სი­ცა­რი­­ლის­­ვის იქ­ნე­ბი­ან გან­წი­რულ­ნი, რომ­ლის მი­ზე­ზიც ეკ­­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ან სპე­კუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა. ის­­ნი ნა­გა­ვია, მხო­ლოდ ნარ­ჩე­ნი და ას­­თად დარ­ჩე­ბი­ან მუ­დამ. ეს არაა წარ­სუ­ლის კვა­ლი ან ნა­მუს­რე­ვი, ძვე­ლი სი­დი­­დის ნან­­რე­ვე­ბი. ეს სახ­ლე­ბი მე­წარ­მე ად­­მი­­ნის უს­ულ­გუ­ლო­ბის ძეგ­ლებს წარ­მო­ად­გე­ნენ. და ჩნდე­ბა კითხ­ვა, რო­გორ უნ­და ძულ­დეს და ეზ­იზ­ღე­ბო­დეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას სა­კუ­თა­რი თა­ვი, რომ და­საწყის­ში­ვე (თა­ნაც გან­გებ) ნა­გავს ქმნის სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან, შრო­მობს სა­კუ­თარ უს­არ­გებ­ლო ნა­გე­ბო­ბა­ზე, ქმნის ქა­ლა­ქებს და მეტ­რო­პო­ლი­ებს, უზ­არ­მა­ზარ უვ­არ­გის მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლე­ბიც უს­ას­რუ­ლოდ გა­­მე­­რე­ბენ სა­კუ­თარ თავს; ეს­­ნი ფან­ტო­მე­ბი არ­­ან - Ghost-towns, ghost-people (ქა­ლა­ქი-აჩრ­დი­ლე­ბი, ად­­მი­­ნი-აჩრ­დი­ლე­ბი). თა­ვად ად­­მი­­ნე­ბიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ქმნი­ან სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან ნარ­ჩენს, ან უბ­რა­ლო სტა­ტის­ტებს და მა­თი ხვედ­რიც ამ უვ­არ­გი­სი მე­ქა­ნიზ­მის მომ­სა­ხუ­რე­ბაა, მე­ქა­ნიზ­მის, რო­მე­ლიც წარ­მო­­ბის მან­კი­­რი წრის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს მა­შინ, რო­ცა ის­ტო­რი­ის მოთხოვ­ნე­ბის მი­­ხე­და­ვად, უკ­ვე შრო­მა კი არ ქმნის კა­პი­ტალს, არ­­მედ პი­რი­ქით. მძი­მეა ამ მზარ­დი პერ­სო­ნა­ლის ხვედ­რი, ის­­ნი გან­წი­რულ­ნი არ­­ან ნაგ­ვად იქც­ნენ.

მაშ ასე, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ნაგ­ვის წარ­მო­­ბად იქ­ცა. სხვა კულ­ტუ­რე­ბი - უბ­რა­ლო გაც­­ლი­თი ციკ­ლის შე­დე­გად - ჭარბ პრო­დუქ­ცი­ას ქმნიდ­ნენ და სი­ჭარ­ბის კულ­ტუ­რას და­­დეს სა­თა­ვე, ჩვე­ნი კი აუარ­­ბა ნა­გავს აწ­არ­მო­ებს, რო­მელ­საც ნამ­­ვი­ლი საც­­ლე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ად­ევს. ად­­მი­­ნე­ბი სა­კუ­თარ ნარ­ჩენ­თა ნარ­ჩე­ნე­ბი ხდე­ბი­ან - აი, ას­­თია სა­ზო­გა­დო­­ბა, რო­მე­ლიც გულ­­რი­ლია თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, სა­ზო­გა­დო­­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი­ვე თავს უბ­იძ­გებს გულ­­რი­ლო­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის­კენ.

ჩვე­ნი მე­გა­პო­ლი­სე­ბი, ჩვე­ნი კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი ქა­ლა­ქე­ბი ერთ­­ვა­რი აბს­ცე­სე­ბია, რომ­ლე­ბიც აჭ­­­ნუ­რე­ბენ უფ­რო დი­დი ჩირ­ქო­ვა­ნე­ბის გა­ჩე­ნას. არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ქა­ლაქ­­­შე­ნებ­ლო­ბა ყველ­გან აფ­­თუ­რებს თა­ვის ამ­ბი­ცი­ურ სა­ცე­ცებს, მხო­ლოდ მონ­­­რებს შობს, არა ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით (თუმ­ცა ას­­თიც ხში­რია ხოლ­მე), არ­­მედ იმ გა­გე­ბით, რომ ეს მონ­­­რე­ბი და­ნა­წევ­რე­ბულ და არ­­ორ­გა­ნულ, დე­ზინ­ტეგ­რი­რე­ბულ და დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბულ ქა­ლაქ­ზე მეტყ­ვე­ლე­ბენ. ის­­ნი აღ­არ ემ­ორ­ჩი­ლე­ბი­ან ქა­ლა­ქის რიტმს, მის ურ­თი­ერ­­კავ­ში­რებს, არ­­მედ გარ­­ვე­ულ უც­ხო ორ­გა­ნიზმს წარ­მო­ად­გე­ნენ. სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­­ნე­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქა­ლა­ქუ­რი ან­სამ­­ლე­ბიც (ბო­ბუ­რი, ფო­რუ­მი, ლა დე­ფან­სი, ლა ვი­ლი­­ტი), მხო­ლოდ ფსევ­დო­ცენ­­რე­ბია, რო­მელ­თა გარ­შე­მოც ცრუ, ყალ­ბი ფუს­ფუ­სი წარ­მო­­შო­ბა. სი­ნამ­­ვი­ლე­ში ის­­ნი ქა­ლა­ქუ­რი ყო­ფი­­რე­ბის სა­ტე­ლი­ზა­ცი­­ზე მოწ­მო­ბენ. მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი მომ­ხიბ­ლა­­ბა თით­ქოს იმ­ის­­ვის შე­იქ­­ნა, რომ ტუ­რის­ტი გა­­ოგ­ნოს, მა­თი ფუნ­­ცია კი სა­ყო­ველ­თაო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ცენ­­რი­სას წა­­გავს (აერ­­პორ­ტი, მეტ­რო, დი­დი სუ­პერ­მარ­კე­ტი), ანუ ესაა ად­გი­ლი, სა­დაც ად­­მი­­ნე­ბი თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­­ბას, თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ებს კარ­გა­ვენ. თუმ­ცა, სწო­რედ აქ გად­მო­­ნაც­­ლე­ბენ სხვა­დას­­ვა ტი­პის მარ­გი­ნა­ლე­ბი და სუბ­კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მა­ცამ­­ვე­რე­ბე­ლი ექს­ტა­ზის სა­ძი­ებ­ლად და­ხე­ტი­­ლო­ბენ და ამ ექს­ტაზს სწო­რედ ამ პა­რა­ზი­ტა­რულ წარ­მო­ნაქ­­­ში პო­­ლო­ბენ. რო­ცა ას­­თი ან­სამ­­ლე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მიზ­ნე­ბით იქმ­ნე­ბა, ის­­ნი რა­დი­­ცი­ის ცენ­­რე­ბად კი არა, შთან­­­მი­სა და გა­მო­ყო­ფის ცენ­­რე­ბად იქ­ცე­ვი­ან; ის­­ნი მხო­ლოდ ნა­კად­თა გარ­დამ­­­ნე­ლე­ბი არ­­ან. შე­სას­­ლე­ლი­თა და გა­სას­­ლე­ლით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს­­ნი მსოფ­ლიო გა­მო­ფე­ნი­დან გა­მო­პა­რუ­ლი ექს­პო­ნა­ტე­ბი კი არა, ქა­ლა­ქის ახ­­ლი ნა­წი­ლია; ის­­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კოს­მო­პო­ლი­ტურ და დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბულ ხა­სი­ათ­ზე მეტყ­ვე­ლე­ბენ.

ურ­ბა­ნის­ტულ პრობ­ლე­მა­ტი­კას, კონ­ცენ­­რა­ცი­­სა და გა­­და­ბუ­რე­ბის ცნე­ბე­ბის გავ­ლით, სხვა ცნე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­მელ­საც, ჩე­მი აზ­რით, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მნიშ­­ნე­ლო­ბა აქვს - ესაა კრი­ტი­კუ­ლი მა­სის ცნე­ბა.

ეს ცნე­ბა მა­ტე­რი­­დან და მი­სი შემ­­წავ­ლე­ლი მეც­ნი­­რე­ბე­ბი­დან, ფი­ზი­კი­დან და ქი­მი­­დან მო­დის, ანუ კოს­მო­ლო­გი­­და­ნაც, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­­რე­ბას­თან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­­ყე­ნო. ჩნდე­ბა კითხ­ვა, მარ­­ლაც არ­ის თუ არა ად­­მი­­ნი სო­ცი­­ლუ­რი არ­სე­ბა. ამ­ას დარ­­მუ­ნე­ბით ვერ იტყ­ვი; ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­­მი­­ნის სო­ცი­­ლურ არ­სე­ბას თა­ვი­სი საზ­­­რე­ბი გა­აჩ­ნია. მო­სახ­ლე­­ბის შემ­ჭიდ­რო­ვე­ბას, მი­ლი­­ნო­ბით ად­­მი­­ნის თავ­მოყ­რას ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მათ თა­ნაცხოვ­რე­ბას აუც­­ლებ­ლად მივ­ყა­ვართ ძა­ლა­დო­ბის ექს­პო­ნენ­ცი­­ლურ ზრდამ­დე და ეს იმ­­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ იძ­­ლე­ბი­თი პრო­მის­კუ­­ტე­ტის პი­რო­ბებ­ში ად­­მი­­ნე­ბი თით­ქოს ურ­თი­ერ­თა­ნუ­ლირ­დე­ბი­ან. ეს კი უკ­ვე რა­ღაც სა­წი­ნა­აღ­­დე­გოა სო­ცი­­ლუ­რი ყო­ფი­­რე­ბი­სა ან პი­რი­ქით, სო­ცი­­ლუ­რო­ბის პი­კია, მი­სი უკ­­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის ჰო­რი­ზონ­­ზე მა­სე­ბის გა­მო­ჩე­ნა სო­ცი­­ლუ­რო­ბის ხა­ნის დად­გო­მა­სა და ამ­­ვე დროს მი­სი კა­ტას­­რო­ფუ­ლი ნგრე­ვის შე­სა­ხებ გვა­უწყებს. ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს კრი­ტი­კუ­ლი მა­სის პრობ­ლე­მა. ცნო­ბი­ლია მი­სი კოს­მო­ლო­გი­­რი გა­დაწყ­ვე­ტა: თუ­კი სამ­ყა­როს მა­სა რა­ღაც ზღვარ­ზე და­ბა­ლია, სამ­ყა­რო აგრ­ძე­ლებს გა­ფარ­თო­­ბას და big bang (დი­დი აფ­ეთ­ქე­ბა) უს­ას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა. თუ­კი ზღვა­რი გა­და­ლა­ხუ­ლია, იწ­ყე­ბა იმპ­ლო­ზია და სამ­ყა­რო იკ­უმ­შე­ბა. ეს უკ­ვე big crunch-ია (დი­დი შე­კუმ­­ვა). ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ტე­რი­­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი და ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი მსოფ­ლიო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვენ სწო­რედ ახ­ლა ვლა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ის გლო­ბა­ლო­ბის ზღვარს, რო­ცა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­­ში და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. ამ­ას კი მოჰ­­ვე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი შე­კუმ­­ვის, მკვეთ­რი რე­ვერ­სი­ის სა­შიშ­რო­­ბა, სა­ინ­ფორ­მა­ციო big crunch-ი. შე­საძ­ლოა უკ­ვე გა­და­ვა­ბი­ჯეთ ამ ზღვარს, შე­საძ­ლოა კა­ტას­­რო­ფა უკ­ვე მოხ­და, თუ­კი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­უხ­ვე (მა­სობ­რი­ვი სა­შუ­­ლე­ბე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი) თა­ვის­თა­ვად ან­­ლირ­დე­ბა და თუ­კი ობ­­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტერ­მი­ნებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ბა­ლან­სი გარ­­ვე­­ლი თვალ­საზ­რი­სით უარ­ყო­ფი­თი აღ­მოჩ­­დე­ბა (ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­დატ­ვირ­­ვის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ეფ­ექ­ტი). ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ აუც­­ლებ­ლად გა­დავ­ლა­ხეთ ეს ზღვა­რი სო­ცი­­ლუ­რის სფე­რო­ში, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­სახ­ლე­­ბის არ­ნა­ხულ ზრდას, კონ­­რო­ლის ქსე­ლის, უშ­იშ­რო­­ბის ორ­გა­ნო­­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­­ბი­სა და ურ­თი­ერ­­კავ­ში­რის სის­ტე­მე­ბის გა­ფარ­თო­­ბას.

მე­გა­პო­ლის­ში სო­ცი­­ლუ­რო­ბის ყვე­ლა ელ­­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ის­­ნი იდ­­­ლურ კომ­­ლექ­­ში არ­­ან თავ­მოყ­რილ­ნი: სივ­­ცი­თი სი­ახ­ლო­ვე, ურ­თი­ერ­­­მე­დე­ბი­სა და ურ­თი­ერ­­გაც­­ლის სი­ად­ვი­ლე, ნე­ბის­მი­ერ დროს ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­­დო­მო­ბა. მაგ­რამ აი, რა ხდე­ბა: ყვე­ლა ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა და ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია ინ­დი­ვი­დებ­ში გულ­­რი­ლო­ბა­სა და დაბ­ნე­­ლო­ბას შობს. ამ მე­­რა­დი მდგო­მა­რე­­ბის მო­დე­ლად (რო­ცა სა­ყო­ველ­თაო გულ­­რი­ლო­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში ყვე­ლა თა­ვის ორ­ბი­ტა­ზე მოძ­რა­ობს, რო­გორც თა­ნამ­­ზავ­რი) ტრან­­პორ­ტის მა­გა­ლი­თი გა­მოდ­გე­ბა. სა­მოძ­რაო გზე­ბი აქ არ­ას­­როს კვე­თენ ერთ­მა­ნეთს, თქვენ აღ­­რა­ვის ხვდე­ბით, რად­გა­ნაც ყვე­ლას მოძ­რა­­ბას ერ­თი­და­­გი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს; ასე, მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნი­დან მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მან­ქა­ნე­ბი ჩანს. შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­სი? - ესაა ცალ­­­რი­ვი თა­ნაცხოვ­რე­ბა. მი­სი ფა­სა­დის მიღ­მა სულ უფ­რო მზარ­დი გულ­­რი­ლო­ბა და ნე­ბის­მი­­რი სა­ხის სო­ცი­­ლუ­რი კავ­ში­რის უარ­ყო­ფაა და­ფა­რუ­ლი.

ხა­რის­ხობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლი მა­სის გა­და­ჭარ­ბე­ბის წყა­ლო­ბით ჩნდე­ბა, ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცი­­თა და ტექ­ნი­კით გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ზედ­მე­ტად და­ცუ­ლი სა­ზო­გა­დო­­ბა ერთ­­ვარ უკ­­­ნერ­გი­ას შობს, ინ­ერ­ცი­ას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გრა­ვი­ტა­ცი­ულ კო­ლაფსს გვი­ქა­დის. რად­გა­ნაც ხდე­ბა ყვე­ლა­ნა­­რი სწრაფ­ვის სრუ­ლი ინ­ვერ­სია.

ყვე­ლა და­დე­ბი­თი სწრაფ­ვა, მათ შო­რის სო­ცი­­ლუ­რო­ბის­კენ ლტოლ­ვა, ინ­ვერ­ტირ­დე­ბა და უარ­ყო­ფით "ლტოლ­ვად", ანუ გულ­­რი­ლო­ბად იქ­ცე­ვა. ლტოლ­ვა ზიზ­ღით იცვ­ლე­ბა. სა­ყო­ველ­თაო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ატ­მოს­ფე­რო­ში, ინ­ფორ­მა­ცი­­ლი სი­ჭარ­ბის, ყო­ფი­­რე­ბის გამ­­ვირ­ვა­ლო­ბი­სა და გამ­ჭო­ლო­ბის, პრო­მის­კუ­­ტე­ტის პი­რო­ბებ­ში, ად­­მი­­ნის დამ­ცავ ძა­ლებს სა­შიშ­რო­­ბა ემ­უქ­რე­ბათ. სიმ­ბო­ლუ­რი სივ­­ცე უკ­ვე აღ­­რაფ­რი­თაა და­ცუ­ლი. რო­ცა ტექ­ნი­კის­­ვის ხელ­მი­საწ­­დო­მი ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. მე უკ­ვე ვე­ღარ ვარ­ჩევ, რა არ­ის სა­სარ­გებ­ლო და რა არა; არ­­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში მე ვერ გა­დავ­წყ­ვეტ, სა­დაა მშვე­ნი­­რე­ბა და სად სი­მა­ხინ­ჯე, ცუ­დი და კარ­გი, ორ­­გი­ნა­ლუ­რი და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი. ჩე­მი ორ­გა­ნიზ­მიც კი ვერ არკ­ვევს, რაა მის­­ვის კარ­გი და ცუ­დი. რა­ღაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­განს უვ­არ­გისს ხდის და დაც­ვის ერ­თა­დერთ ფორ­მად უკ­­რე­აქ­ცია რჩე­ბა (ორ­­გი­ნალ­ში ბოდ­რი­­რი იყ­­ნებს ფსი­ქო­­ნა­ლი­ტი­კურ ტერ­მინს abreaction, "რე­­გი­რე­ბა" (ფრ.) - მთარგმნ.შენ.), სი­ძულ­ვი­ლი და ზიზ­ღი. ეს ორ­გა­ნიზ­მის იმ­­ნუ­რი რე­აქ­ციაა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც იგი ცდი­ლობს შე­­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი ერ­თი­­ნო­ბა, ზოგ­ჯერ სი­ცოცხ­ლის ფა­სა­დაც. აი, ამ­­ტომ მგო­ნია, რომ სი­ძულ­ვი­ლი, რო­გორც გულ­­რი­ლო­ბი­სა და ამ არ­­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს უარ­ყო­ფის უკ­­დუ­რე­სი ფორ­მა, ორ­გა­ნიზ­მის ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი რე­აქ­ცი­ის უკ­­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

გაქ­­ნენ ძლი­­რი მის­­რა­ფე­ბე­ბი და და­დე­ბი­თი, არ­ჩე­ვი­თი, ატ­რაქ­ტი­­ლი ხა­სი­­თის აღტყი­ნე­ბა. რა­ღაც იდ­­მა­ლი ფაქ­ტო­რის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად გაქ­რა გე­მოვ­ნე­ბა, სურ­ვი­ლე­ბი, ის­­ვე რო­გორც ნე­ბა. პი­რი­ქით, ბო­რო­ტი ნე­ბა კრის­ტა­ლიზ­და, უარ­ყო­ფი­სა და ზიზ­ღის გრძნო­ბა კი საგ­­­ნობ­ლად გა­­ზარ­და. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სწო­რედ ეს ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს უარ­ყო­ფი­თი ენ­ერ­გი­ის წყა­როს, იგი იწ­ვევს ჩვენ­ში ალ­ერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც სურ­ვი­ლის ად­გილს იკ­­ვებს; აქ­­დან მო­დის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უკ­­რე­აქ­ცია ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც გარ­შე­მოა; ად­­მი­ანს აღ­­რა აქვს რა­­მეს შეც­­ლის სურ­ვი­ლი. ესაა სუფ­თა, წმინ­და წყლის უარ­ყო­ფა. ჩვენს დრო­ში სიმ­პა­თი­ებ­მა და­კარ­გა თა­ვი­სი კონ­­რე­ტუ­ლო­ბა, გარ­­ვე­­ლი და ცხა­დი მხო­ლოდ ზიზ­ღის გრძნო­ბაა. აღ­არ ვი­ცით, თუ რა გვსურს, სა­მა­გი­­როდ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვუწყით, რა აღ­არ გვინ­და. ად­­მი­­ნის საქ­ცი­­ლი (და ავ­ად­­ყო­ფო­ბაც) სულ უფ­რო კარ­გავს "ობ­­ექ­ტურ" მო­ტი­ვა­ცი­ას; ყვე­ლა­ზე ხში­რად ის­­ნი უარ­ყო­ფის ამა თუ იმ ფორ­მი­დან მომ­დი­ნა­რე­­ბენ, რო­მე­ლიც გვა­­ძუ­ლებს უარი ვთქვათ სა­კუ­თარ თავ­სა და ენ­ერ­გი­­ზე ნე­ბის­მი­­რი სა­შუ­­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მათ სა­ფუძ­ველ­ში ერთ­­ვა­რი ეკ­ზორ­ციზ­მი დევს და არა მოღ­ვა­წე­­ბის ესა თუ ის პრინ­ცი­პი. ეკ­ზორ­ციზ­მის ამგ­ვა­რი ახ­­ლი ფორ­მა (რო­მელ­საც მა­გი­­რი კო­ნო­ტა­ცია ახ­ლავს) სა­კუ­თარ თავ­ზეა მი­მარ­თუ­ლი და ამ­­ვე დროს სხვებ­ზეც, ანუ "სხვა­ზე". იგი შე­ლოც­ვის ახ­­ლი ნა­ირ­სა­ხე­­ბაა და შე­საძ­ლოა ბო­რო­ტე­ბის პრინ­ცი­პის სრუ­ლი­ად ახ­ალ ფორ­მა­საც წარ­მო­ად­გენს?!

მო­დით ის­ევ მა­სებს და­ვუბ­რუნ­დეთ. იგი ერთ­­ვარ სო­ცი­­ლურ შავ ყუთს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­შიც ყვე­ლა მი­ზა­ნი და ამ­­ცა­ნა, ყვე­ლა მის­­რა­ფე­ბა ინ­ვერ­ტი­რე­ბუ­ლია; იგი უარ­ყო­ფი­თი სტა­ტი­კუ­რი ელ­ექ­­რო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი წყა­როა. სწო­რედ მა­სებ­ში უნ­და ეძიო სო­ცი­­ლუ­რი სი­ძულ­ვი­ლის, უარ­ყო­ფის და პო­ლი­ტი­კუ­რი გულ­­რი­ლო­ბის ფეს­ვე­ბი. რად­გა­ნაც, რო­გორც ზი­მე­ლი ამ­ბობს, "არ­­ფე­რია უფ­რო ად­ვი­ლი, ვიდ­რე უარ­ყო­ფა... და ფარ­თო მა­სე­ბი - რო­მელ­თაც არ ყოფ­ნით ძა­ლა, რა­თა სა­კუ­თარ თავს სა­ერ­თო მი­ზა­ნი და­­სა­ხონ - უარ­ყო­ფა­ში აც­ნო­ბი­­რე­ბენ თა­ვი­ანთ არ­სე­ბას". აზ­რი არა აქვს შე­კითხ­ვას, რას ფიქ­რო­ბენ ის­­ნი, ან რო­გო­რია მა­თი ნე­ბა. მათ ნე­ბა უბ­რა­ლოდ არ გა­აჩ­ნი­ათ. ის­­ნი უარ­ყო­ფის უკ­უნ­ში ცხოვ­რო­ბენ და თა­ვი­ანთ მი­ზანს ნე­გა­ტი­­რო­ბა­ში ხე­და­ვენ. ის­­ნი გა­ურ­­ვე­ვე­ლი პო­ტენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან, მხო­ლოდ ზიზ­ღი და უარ­ყო­ფაა მა­თი ძა­ლა, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი კულ­ტუ­რი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა იმ ფორ­მის უარ­ყო­ფა, რო­მე­ლიც მათ არ ეს­მით. მათ ეზ­იზ­ღე­ბათ პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მი (რაც კონ­ფორ­მიზ­­საც არ გა­მო­რიცხავს), პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­­ბი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ტრან­­ცენ­დენ­ტუ­ლო­ბა. თუ­კი პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­სა და პო­ლი­ტი­კურ გან­­ჯებს ვნე­ბა ახ­­სი­­თებს, პო­ლი­ტი­კი­სად­მი ზიზ­ღი ძა­ლა­დო­ბას შობს. სწო­რედ ამ­­ში მდგო­მა­რე­ობს ზიზ­ღის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას არა მხო­ლოდ და­ნა­შა­ულ­სა და რა­სიზ­­ში პო­­ლობს, არ­­მედ ჩვე­­ლებ­რივ გულ­­რი­ლო­ბა­შიც, რად­გა­ნაც ზე­მოთ­­მუ­ლი ეხ­­ბა არ­ამ­ხო­ლოდ მა­სას, არ­­მედ ყო­ველ ინ­დი­ვიდ­საც იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც იგი, სა­კუ­თარ ნი­ჟა­რა­ში გა­მო­კე­ტი­ლი, თა­ვის თავ­ზე ორ­­ენ­ტირ­დე­ბა და დე­სო­ცი­­ლი­ზირ­დე­ბა და ამ­­ტომ იქ­ცე­ვა მა­სად. ტრა­დი­ცი­­ლი ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი ჩაგ­­რა და კონ­­ლიქ­ტი იყო, ზიზ­ღი კი მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და კონ­სენ­სუ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში იშ­ვე­ბა. ჩვე­ნი ეკ­ლექ­ტუ­რი კულ­ტუ­რა - ესაა და­პი­რის­პი­რე­ბულ საწყის­თა პრო­მის­კუ­­ტე­ტის კულ­ტუ­რა, კულ­ტუ­რულ melting - pot (ტი­გე­ლი)-ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო გან­­­ვა­ვე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. მაგ­რამ მო­დით თავს ნუ მო­ვიტყუ­ებთ: სწო­რედ ას­­თი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა და სი­ნერ­გია ახ­დენს გლო­ბა­ლუ­რი უკ­­რე­აქ­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას. სი­ნერ­გია ალ­ერ­გი­ას იწ­ვევს. ზედ­მეტ ზრუნ­ვას დამ­ცა­ვი სა­შუ­­ლე­ბე­ბის და­სუს­ტე­ბა­სა და იმ­­ნი­ტე­ტის გაქ­რო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ; უს­აქ­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი ან­ტის­ხე­­ლე­ბი თა­ვად ორ­გა­ნიზმს უჯ­ან­­დე­ბი­ან. ას­­ვეა ზიზ­ღის ბუ­ნე­ბაც: რო­გორც სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ად­­ყო­ფო­ბა, იგი თვი­თაგ­რე­სი­ის­გან და ავ­ტო­­მუ­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­­დან მო­დის. ჩვენ უკ­ვე გვი­ჭირს მეტ­რო­პო­ლი­ებ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი იმ­­ნი­ტე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში ცხოვ­რე­ბა. რა­ღაც ცხო­ველს და­ვემ­­გავ­სეთ, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვი მტე­რი აღ­არ ჰყავს და ამ­­ტომ იგი გაქ­რო­ბის­­ვის, ან თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის­­ვის არ­ის გან­წი­რუ­ლი. იმ­­სათ­ვის, რა­თა რო­გორ­მე ავ­­ცი­ლოთ თა­ვი­დან "სხვის", მტრის, არ­­სა­ხარ­ბი­­ლო ვი­თა­რე­ბის გაქ­რო­ბა, ჩვენ სი­ძულ­ვილს მივ­მარ­თავთ, რო­მე­ლიც გარ­­ვე­­ლი სა­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი, უს­აგ­ნო, უშ­­ნა­არ­სო გა­სა­ჭი­რის გა­ჩე­ნას უწ­ყობს ხელს. ამგ­ვა­რად, სი­ძულ­ვი­ლი თა­ვი­სე­ბუ­რი ფა­ტა­ლუ­რი სტრა­ტე­გიაა, რო­მე­ლიც მშვი­დი არ­სე­ბო­ბის წი­ნა­აღ­­დე­გაა მი­მარ­თუ­ლი. იგი მთე­ლი თა­ვი­სი ორ­აზ­როვ­ნე­ბის მი­­ხე­და­ვად, ჩვე­ნი სამ­ყა­როს გულ­­რი­ლო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ მი­მარ­თულ თავ­გან­წი­რულ პრო­ტესტს წარ­მო­ად­გენს. და თა­ვი­სი ამ თვი­სე­ბით, ცხა­დია, მე­ტად აკ­ავ­ში­რებს ად­­მი­­ნებს, ვიდ­რე კონ­სენ­სუ­სი ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა.

სი­ძულ­ვილ­სა და ძა­ლა­დო­ბას შო­რის მკვეთ­რი გან­­­ვა­ვე­ბა არ­სე­ბობს. ის­ტო­რი­ულ ძა­ლა­დო­ბას ან ვნე­ბე­ბი­თა და გარ­­ვე­­ლი მის­­რა­ფე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ძა­ლა­დო­ბას თა­ვი­სი სა­გა­ნი ანუ მი­ზა­ნი აქვს, ერ­თი სიტყ­ვით მას მტე­რი ჰყავს. სი­ძულ­ვილს კი არ­­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ გა­აჩ­ნია, იგი სავ­სე­ბით სხვა მოვ­ლე­ნაა. გა­დას­­ლა ძა­ლა­დო­ბი­დან ზიზ­ღის­კენ მო­ას­წა­ვებს კონ­­რე­ტუ­ლი ვნე­ბე­ბი­დან უს­აგ­ნო, უშ­­ნა­არ­სო ვნე­ბებ­ზე გა­დას­­ლას.

კო­ლექ­ტი­­რი მის­­რა­ფე­ბე­ბის, კო­ლექ­ტი­­რი ძა­ლა­დო­ბის ძი­რი­თა­დი ფორ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­­რად და­ლაგ­დეს: საკ­რა­ლუ­რი, სამ­­­ვერ­­ლო რის­­ვა - ის­ტო­რი­­ლი ძა­ლა­დო­ბა - სი­ძულ­ვი­ლი რო­გორც ძა­ლა­დო­ბის წმინ­და და არ­­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, ვირ­ტუ­­ლუ­რი ფორ­მა. უკ­­ნას­­ნე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, მე­სა­მე ტი­პის ძა­ლა­დო­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მე­­რე სა­ხის ძა­ლა­დო­ბას­თან, ტე­რო­რიზ­­თან თა­ნა­არ­სე­ბობს, ის­­ვე რო­გორც ყვე­ლა სა­ხის ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­სა და ეპ­­დე­მი­ურ ფორ­მებ­თან თუ ჯაჭ­ვურ რე­აქ­ცი­ებ­თან ერ­თად. სი­ძულ­ვი­ლი უფ­რო ირ­­­ლუ­რია, უფ­რო მო­­ხელ­თე­ბე­ლია თა­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ში, ვიდ­რე უბ­რა­ლო ძა­ლა­დო­ბა; ეს კარ­გად ჩანს რა­სიზ­მი­სა და დამ­ნა­შა­ვე­­ბის მა­გა­ლით­ზე. აი რა­ტო­მაა ძნე­ლი მას­თან ბრძო­ლა რო­გორც პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი, ის­­ვე რეპ­რე­სი­­ლი ხერ­ხე­ბით. შე­უძ­ლე­ბე­ლია ზიზ­ღის მი­ზე­ზის მოს­პო­ბა, რად­გა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­ში რა­­მე ექს­­ლი­ცი­ტუ­რი მო­ტი­ვა­ცია იპ­­ვო. მას ვერ უძ­რავ­­ყოფ, რად­გა­ნაც არ­­ფე­რია სი­ძულ­ვი­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა. ვერ დას­ჯი, რად­გა­ნაც უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში მას სა­კუ­თა­რი თა­ვის­­ვის გა­მო­აქვს გა­ნა­ჩე­ნი.

რამ­დე­ნა­დაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­­ბა­ში აღ­­რაა რე­­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა - გარ­­ვე­ულ ობ­­ექ­­ზე მი­მარ­თუ­ლი ის­ტო­რი­­ლი, კლა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა - მას­ში ვირ­ტუ­­ლუ­რი, რე­აქ­ტი­­ლი ძა­ლა­დო­ბა იქმ­ნე­ბა. პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ სი­ძულ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ­ქა­­ლი, პირ­ვე­ლა­დი მის­­რა­ფე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, სი­ნამ­­ვი­ლე­ში მოწყ­ვე­ტი­ლია თა­ვის სა­გან­სა და მი­ზანს (დღეს მი­ღე­ბუ­ლია კულ­ტუ­რის "ქსე­როქ­სულ" დო­ნე­ებ­ზე სა­­ბა­რი, იგ­­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას "ქსე­როქ­სულ" ძა­ლა­დო­ბა­ზეც). ამ­­ტო­მაა სი­ძულ­ვი­ლი დი­დი მეტ­რო­პო­ლე­ბის თა­ნად­რო­­ლი მოვ­ლე­ნა. თუმ­ცა, იგი თა­ვი­სე­ბუ­რი სი­ცი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს გულ­­რი­ლო­ბის პირ­­შო (გულ­­რი­ლო­ბის, რო­მელ­საც მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­­ლე­ბე­ბი ავრ­ცე­ლე­ბენ) ას­­ვე გა­ნურ­ჩევ­ლად შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერს გა­და­­დოს. მას­ში არაა და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, აღტყი­ნე­ბა, acting out (გა­თა­მა­შე­ბა)-ით ამ­­წუ­რავს თავს და ხში­რად სა­კუ­თა­რი ხა­ტის შექ­­ნით კმა­ყო­ფილ­დე­ბა, ძა­ლა­დო­ბის ხან­მოკ­ლე აფ­ეთ­ქე­ბით; თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­უბ­ნუ­ლი დამ­ნაშ­ვე­­ბა ამ­ის მა­გა­ლი­თად გა­მოდ­გე­ბა.

სი­ძულ­ვი­ლი, რო­გორც დამ­ცა­ვი უკ­­რე­აქ­ცია, თა­ვად სის­ტე­მი­დან წა­მო­სუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ახ­­ლი ფორ­მის სა­პა­სუ­ხოა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­­ყოს ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლა­დი ფორ­მა: ესაა აგ­რე­სი­ას­თან, დათ­­გუნ­ვას­თან, თვით­ნე­ბო­ბას­თან, ძა­ლის დე­მონ­­­რი­რე­ბას­თან, დამ­ცი­რე­ბას­თან და ძარ­­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა - ერ­თი სიტყ­ვით, ცალ­­­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა, რო­მელ­საც ძლი­­რი ახ­ორ­ცი­­ლებს სუს­­ზე. ამგ­ვარ ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხი შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­პი­რის­პი­რო ძა­ლა­დო­ბა იყ­ოს: ის­ტო­რი­­ლი, კრი­ტი­კუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, ნე­გა­ტი­­რო­ბის ძა­ლა­დო­ბა. იქ­ნე­ბა სის­ტე­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაწყ­ვე­ტა, ტრან­­­რე­სია (ანუ ან­­ლი­ზის, ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­ის, საზ­რი­სის ძა­ლა­დო­ბა). ყვე­ლა­ფე­რი ეს გარ­­ვე­­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბაა, მი­სი ნა­ირ­სა­ხე­­ბე­ბი და მათ თა­ვი­სი და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი , მიზ­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი აქვს და გარ­­ვე­ულ შე­ფარ­დე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ის­ტო­რი­ის, საზ­რი­სის ტრან­­ცენ­დენ­ტუ­რო­ბას­თან. ყვე­ლა­ფერ ამ­ას უპ­­რის­პირ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მა. იგი უფ­რო დახ­ვე­წი­ლია, ვიდ­რე აგ­რე­სი­ის ძა­ლა­დო­ბა; ესაა გა­დარ­­მუ­ნე­ბის, და­შოშ­მი­ნე­ბის, ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის, კონ­­რო­ლის ძა­ლა­დო­ბა - მას უმტ­კივ­ნე­­ლო გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ მივ­ყა­ვართ. ესაა თე­რა­პი­­ლი, გე­ნე­ტი­კუ­რი, კო­მუ­ნი­კა­ტი­­რი ძა­ლა­დო­ბა - ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც კონ­სენ­სუ­სი­დან და იძ­­ლე­ბი­თი თა­ნაცხოვ­რე­ბი­დან იშ­ვე­ბა, ესაა გარ­­ვე­ულ­წი­ლად სო­ცი­­ლუ­რო­ბის კოს­მე­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია. ესაა გამ­­ვირ­ვა­ლე და უვ­ნე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბა; სხვა­დას­­ვა სა­შუ­­ლე­ბით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით (ფსი­ქი­კუ­რი რე­გუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა ეს თუ მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­­ლე­ბე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია) იგი ცდი­ლობს ამ­­ძირ­­ვოს ბო­რო­ტე­ბის ფეს­ვე­ბი და ამ­ით ნე­ბის­მი­­რი სა­ხის რა­დი­კა­ლიზ­მიც აღ­მოფხ­­რას. ესაა სის­ტე­მის ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ნე­გა­ტი­­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბას ახ­შობს (მათ შო­რის, ნე­გა­ტი­­რო­ბის უკ­­დუ­რეს ფორ­მას, სიკ­­დილს). ესაა სა­ზო­გა­დო­­ბის ძა­ლა­დო­ბა, სა­დაც ნე­გა­ტი­­რო­ბას, კონ­­ლიქ­ტუ­რო­ბას, სიკ­­დილს უარი ეთქ­ვა. ესაა ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც გარ­­ვე­ულ­წი­ლად თა­ვად ძა­ლა­დო­ბა­საც კლავს, ამ­­ტო­მაც ამგ­ვარ ძა­ლა­დო­ბა­ზე ვერ უპ­­სუ­ხებ იგ­­ვე­თი, იძ­­ლე­ბუ­ლი ხარ სი­ძულ­ვი­ლით უპ­­სუ­ხო.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უფ­რო მკაც­რი აკრ­ძალ­ვა, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის აკრ­ძალ­ვაა. "სხვის" ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მი­სათ­ვის ერთ­­ვა­რი "სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა" (გა­ნად­გუ­რე­ბა იგ­­ლის­­მე­ბა) მო­­ძებ­ნა: კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნ­­ვერ­სა­ლურ ქსელ­ში ჩარ­­ვა. ამ ტრან­­პო­ლი­ტი­კურ ახ­ალ წეს­რიგ­ში გვე­მუქ­რე­ბა არ­­იმ­დე­ნად სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­­ვის (Verfremdung "გას­­ვი­სე­ბა"), არ­­მედ ყვე­ლა­ფერ და­ნარ­ჩე­ნის, ნე­ბის­მი­­რი სა­ხის გან­­­ვა­ვე­ბის (Entremdung "გან­­გო­მა") გაქ­რო­ბის სა­შიშ­რო­­ბა. ჩვენ უკ­ვე აღ­არ გან­ვიც­დით გას­­ვი­სე­ბის პრო­ცესს, არ ვიქ­ცე­ვით სხვად, უკ­ვე აღ­არ გვარ­­მე­ვენ ჩვენს თავს "სხვის" სა­სარ­გებ­ლოდ, არ­­მედ "სხვას" გვარ­­მე­ვენ "იგ­­ვეს­­ვის"; სხვა სიტყ­ვე­ბით, ჩვენ გვარ­­მე­ვენ ნე­ბის­მი­ერ გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას, უჩ­ვე­­ლო­ბას და გა­­გი­ვე­ბის უს­ას­რუ­ლო პრო­ცეს­ში "ერთ­სა და იმ­­ვეს" გა­მე­­რე­ბი­სათ­ვის გვწი­რა­ვენ; ესაა უკ­ვე იგ­­ვე­­ბის უნ­­ვერ­სა­ლუ­რი კულ­ტუ­რა.

აქ­­დან ჩნდე­ბა გა­ბო­რო­ტე­ბის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ძულ­ვი­ლი. ეს არაა "სხვის" მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი (რა­სიზ­მის სტე­რე­­ტი­პი­დან და მი­სი ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­­დან გა­მომ­დი­ნა­რე), არ­­მედ სხვა­­ბის გაქ­რო­ბის გა­მო გა­ჩე­ნი­ლი ზიზ­ღი.

სი­ძულ­ვი­ლი (რა­სიზ­მი და ა.შ.) უფ­რო გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის ფა­ნა­ტიზ­მია, ვიდ­რე "სხვის" უგ­ულ­ვე­ბელ­ყო­ფა. იგი ცდი­ლობს და­კარ­გუ­ლი "სხვის" კომ­პენ­სი­რე­ბას, მი­მარ­თავს ეკ­ზორ­ციზმს და ქმნის ხე­ლოვ­ნურ "სხვას". ლო­ბო­ტო­მი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც კონ­­ლიქ­ტე­ბი მყის­ვე ლო­კა­ლიზ­დე­ბი­ან, სი­ძულ­ვი­ლი ცდი­ლობს ააღ­ორ­ძი­ნოს გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა თუნ­დაც იმ­­ტომ, რა­თა იგი გა­­ნად­გუ­როს, ცდი­ლობს თა­ვი­დან აიც­­ლოს ფა­ტა­ლუ­რი იგ­­ვე­­ბა, აუტ­ის­ტუ­რი თავ­კერ­ძო­ბა, არ­­და, ჩვენ იძ­­ლე­ბულ­ნი ვართ ამ სი­ტუ­­ცი­­ში ვიცხოვ­როთ. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც არ­სე­ბობს (მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ეტ­­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). რა თქმა უნ­და, ესაა გა­ბო­რო­ტე­ბის კულ­ტუ­რა, მაგ­რამ "სხვა­ზე" გა­ბო­რო­ტე­ბის მიღ­მა, უნ­და და­ვი­ნა­ხოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, თვი­თე­ბის დიქ­ტა­ტუ­რა­ზე და იგ­­ვე­­ბა­ზე გა­ბო­რო­ტე­ბაც და ეს გა­ბო­რო­ტე­ბა შე­საძ­ლოა და­მან­­რე­ვე­ლიც აღ­მოჩ­­დეს.

სი­ძულ­ვი­ლი ან­ორ­მა­ლუ­რი გრძნო­ბაა (იგი უნ­და გან­ვას­­ვა­ვოთ ძა­ლა­დო­ბის­გან, რო­გორც სა­პი­რის­პი­რო აქ­ტის­გან, რად­გა­ნაც ძა­ლა­დო­ბა სო­ცი­­ლუ­რო­ბი­სა და ის­ტო­რი­ის შე­მად­გე­ნელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს). სი­ძულ­ვილს არა აქვს ის­ტო­რია. იგი სო­ცი­­ლუ­რო­ბი­სა და ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლის­­ვი­საა და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. რო­ცა სის­ტე­მა აღვ­სე­ბის სტა­დი­ას, უნ­­ვერ­სა­ლო­ბას მი­აღ­წევს (ანუ მი­აღ­წევს თა­ვი­სი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ამ­­წურ­ვის ვირ­ტუ­­ლურ სტა­დი­ას), იგი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­იქ­ცე­ვა ან­ორ­მა­ლურ სის­ტე­მად და ჩნდე­ბა მძაფ­რი რე­ვერ­სი­ის სა­შიშ­რო­­ბა. რო­ცა თა­ვად სის­ტე­მა აღ­მოჩ­­დე­ბა გან­­გო­მილ-გან­კერ­ძო­­ბუ­ლი, უმტ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი, მას უკ­ვე გრა­ვი­ტა­ცი­­ლი კო­ლაფ­სი ემ­უქ­რე­ბა. სწო­რედ ამ მდგო­მა­რე­­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ახ­ლა ჩვენ და სი­ძულ­ვი­ლი ერთ­­რო­­ლად წარ­მო­ად­გენს ამ კრა­ხის სიმ­­ტომ­საც და აგ­ენ­­საც; იგია სო­ცი­­ლუ­რო­ბის, გან­­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და თა­ვად სის­ტე­მის და­სას­რუ­ლის ოპ­­რა­ტო­რი, რად­გა­ნაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სის­ტე­მის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სის­ტე­მის წი­ნა­აღ­­დეგ­ვე შე­მობ­რუნ­დე­ბა.

ამგ­ვა­რად, სი­ძულ­ვი­ლი, მთე­ლი თა­ვი­სი ორ­აზ­როვ­ნე­ბით უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­სა და ზო­გა­დად კონ­­ლიქ­ტუ­რო­ბის და­სას­რუ­ლის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ბუნ­დო­ვა­ნი გრძნო­ბა. ეს თით­ქოს ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლი­ცაა; თუმ­ცა პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ის­ტო­რია არ­ას­­როს დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რად­გა­ნაც მის მი­ერ დას­მუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ბო­ლო­ოდ არ­ას­­როს გა­დამ­წყ­და­რა. უფ­რო ის­ტო­რი­ის და­სას­რულს იც­­ლე­ბენ თა­ვი­დან, რო­ცა არ­ცერთ პრობ­ლე­მას არ წყვე­ტენ. თა­ნა­მედ­რო­ვე სი­ძულ­ვილ­შიც სწო­რედ ამ­ის გა­მო იგრ­­ნო­ბა წუ­ხი­ლი.

ჩვენ ყვე­ლას გვძულს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­ზე არ­­ფე­რი არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გვინ­და, ეს სამ­ყა­რო, რა­დაც არ უნ­და დაგ­ვიჯ­დეს, სას­რუ­ლი გავ­ხა­დოთ, მი­ზა­ნი და­ვუ­სა­ხოთ მას. სი­ძულ­ვილს ემ­­ტე­ბა სის­ტე­მის დან­­რე­ვის სურ­ვი­ლიც, ამ­ით თით­ქოს გზას გა­ვუ­კა­ფავთ რა­ღა­ცას, რაც გა­რე­დან მო­დის; ეს რა­ღა­ცა კი "სხვაა". ეს გულ­ცი­ვი ფა­ნა­ტიზ­მი გა­მოწ­ვე­ვი­სა და იმ­­დის მი­ლე­ნა­რულ ფორ­მას მო­­ცავს. მახ­სენ­დე­ბა კო­ლოქ­ვი­­მი სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­­ბით ათი წლის წინ გა­­მარ­თა ნიუ-იორკ­ში, მე-5 ავ­­ნი­­ზე. ჩე­მი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია ას­­თი იყო: რა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდეაა კო­ლოქ­ვი­­მი­სათ­ვის ნიუ-იორ­კის არ­ჩე­ვა, იგი ხომ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის იდ­­­ლუ­რი ეპ­­ცენ­­რია. მე­­რე რე­აქ­ცია: აბ­სურ­დუ­ლია, რომ თე­მას აქ, ნიუ-იორკ­ში ვარ­ჩევთ. მსოფ­ლიო მეტ­რო­პო­ლია ხომ სწო­რედ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის რე­­ლურ გან­ხორ­ცი­­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ეს პრო­ცე­სი ჩვენს თვალ­წინ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა აზ­რი აქვს გან­­ჯებს მის შე­სა­ხებ...?! მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს გა­ირ­­ვა, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა ეს შეკ­რე­ბა, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის ბა­ნა­ლუ­რი რე­­ლო­ბის მი­­ხე­და­ვად, მიზ­ნად ის­­ხავ­და სწო­რედ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის "იდეა" ეხს­ნა, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის უტ­­პია ეხს­ნა. დღე­საც ამ­ას ვა­კე­თებთ აქ, ახ­ლა, სა­­კუ­ნის და­სას­რულს.

აპ­­კა­ლიფ­სის ავ­ტო­რე­ბი მე­თო­დუ­რი ად­­მი­­ნე­ბი იყვ­ნენ. ის­­ნი ეპ­ის­ტო­ლე­ებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ ერთ­მა­ნეთს, იმ­ის ნაც­­ლად, რომ თა­ვად ან­ტიქ­რის­ტეს აზ­რი გა­ერ­­ვი­ათ.

© ”არილი”

No comments: