Sunday, February 10, 2008

იორგოს სეფერისი

­­­­­­თარგმნა ბიძინა ანთა­ძემ

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­იორგოს სეფერისია 1900 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია სეფერიადისი. სწავლობდა სამართალს ათენში და პარიზში. 1926 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი - ჯერ კონსულად, შემდეგ კი ელჩად მუშაობდა ინგლისში, ალბანეთში, თურქეთში, ლიბანში. 1941-45 წლებში სეფერისი ემიგრაციაშია, ცხოვრობს ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში. 1963 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1971 წელს.

ზამ­­რის სხივ­ში

1.

ტვინ­ში შრი­­ლე­ბენ

ჟან­გი­­ნი თუ­ნუ­ქის ფოთ­ლე­ბი.

მბჟუტ­ვა­რე ტვინ­ში

ტრი­­ლებს ქარ­ბუ­ქი,

მძვინ­ვა­რე თო­ლი­ებს

ფოთ­ლე­ბი მის­დე­ვენ ფეხ­და­ფეხ.

და გაქ­ვა­ვე­ბულ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს

ჰგვა­ნან ხე­­ბი.

ტყე გა­ნი­ძარ­­ვა და გა­­რინ­და.

2.

თეთ­რი წყალ­­ცე­ნა­რე

ცეცხ­­ში ან­თია.

თეთ­რი როკ­ვით

აივ­სო მი­და­მო.

გაქ­ვავ­­ნენ ენ­­ბი ცეცხ­ლის.

თოვ­­მა და­ფა­რა დე­და­მი­წა.

3.

თა­ნამ­­ზავ­რებ­მა გზა ამ­­რი­ეს

სექ­ტან­ტე­ბით და ტე­ლეს­კო­პე­ბით.

სად მიგ­ვიძღ­ვი­ან ნე­ტავ ეს გზე­ბი,

მობ­­­­ვი­­ლე დღე

ჯერ არ ჩამ­­რა­ლა -

გა­მოქ­ვა­ბულ­ში ვარ­დი­ვით ბრწყი­ნავს.

და ზღვა ხმა­­რობს უმ­სუ­ბუ­ქე­სი,

ღმერ­თის კალ­თებ­­ვეშ.

4.

შენ აქ წარ­მოთ­­ვი

ერ­თი წლის წი­ნათ,

ჩე­მი არ­სი სი­ნათ­ლე­ში ძევ­სო.

ახ­ლა კი რო­ცა

თვლე­მა გე­რე­ვა

და თან შე­ნი გზა

ფსკერ­ზე ემ­ხო­ბა.

ხე­ლებს აც­­ცებ

კუთხე-კუნ­ჭულ­ში,

რომ მო­­ძიო შუ­ბი,

რო­მელ­მაც

ეგ შე­ნი გუ­ლი უნ­და გაჰ­­ვე­თოს

დღის სი­ნათ­ლე­ზე.

5.

ეს რა მდი­ნა­რემ გაგ­ვი­ტა­ცა.

რა ამღ­­რე­ულ­მა წყალ­მა წაგ­ვი­ღო?

ფსკერ­ზე ვართ უკ­ვე,

თავ­ზე თალ­ხი ჩქე­რი გა­დაგ­­დის,

ლერ­წა­მი ოდ­ნავ მი­მო­ირ­ხე­ვა.

წაბ­ლის ხის ქვეშ

ჩქა­მე­ბი იქ­ცა მცი­რე კენ­ჭე­ბად.

და ბავ­­ვე­ბი, ეს ონ­ავ­რე­ბი,

ერთ­მა­ნეთს კენ­ჭებს ესვ­რი­ან და

ეს­იტყ­ვე­ბი­ან.

6.

ოდ­ნა­ვი ქროლ­ვა, და აღ­ტა­ცე­ბა

მა­შინ, რო­დე­საც წიგნს გა­და­ის­­რი,

და თან ამ­­ხევ წარ­სუ­ლის ფურ­­ლებს

ან წარ­მო­იდ­გენ გაშ­ლილ მინ­დორ­ზე

კენ­ტავ­­თა ხტო­მას და შეჩ­­ვი­ფე­ბას.

ამ­ორ­ძა­ლე­ბი ქა­რი­ვით ქრი­ან,

აძ­რულ­ნი ვნე­ბით და სი­ხა­რუ­ლით.

ნი­­ვი ტო­კავს გამ­თე­ნი­­სას

და შენ ფიქ­რობ რომ მზე ამ­­ვი­და.

7.

ცეცხ­ლი ცეცხ­ლის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბა.

არა თან­და­თან და წვეთ­­ვე­თო­ბით,

არ­­მედ, უც­ბად, ან­აზ­დე­­ლად,

თით­ქოს და ვნე­ბა ვნე­ბას შე­ერ­წყა

აღ­ინ­თო მგზნე­ბა­რე სხი­ვით,

მე­რე კი გალ­­ვა და მი­­ძი­ნა.

უმ­ოძ­რაოა.

ეს ამ­­ოხ­­რა აღს­რუ­ლე­ბა არ გე­გო­ნოთ, -

ჭე­ქაა, გრგვინ­ვა.

სცე­ნა­ზე

1.

მზეო, შენც ჩემ­თან ერ­თად ტრი­­ლებ,

მაგ­რამ ეს მა­ინც არ არ­ის ცეკ­ვა:

ეს სი­შიშ­­ლეა,

და სის­­ლის წვეთ­ვა,

რო­მე­ლი­ღა­ცა ბო­რო­ტი ტყის­­ვის;

და აი -

2.

კვლა­ვაც ჩა­მოჰ­­რეს გაბ­მუ­ლად გონგს და

მო­­ლოდ­ნე­ლად გაჩ­­­ნენ მორ­ბედ­ნი.

მათ არ ვე­ლო­დი.

მა­თი ხმე­ბი გა­და­მა­ვიწყ­და.

ხა­ლა­სებ­სა და გუ­ლან­თე­ბუ­ლებს

დი­დი კა­ლა­თა ეჭ­­რათ ხელ­ში,

ნა­ყო­ფით სავ­სე დი­დი კა­ლა­თა.

მე მაკ­ვირ­ვებ­და ჩე­მი ჩურ­ჩუ­ლი:

მიყ­ვარს, ო, მიყ­ვარს ამ­ფი­თე­ატ­რი!

ნი­ჟა­რა კვლა­ვაც გა­და­ივ­სო და

სცე­ნა­ზე ჩაქ­რა კვლა­ვაც სი­ნათ­ლე,

ეს ხომ მზა­დე­ბა არ­ის, ღმერ­­მა­ნი, -

სა­ხე­ლო­ვა­ნი მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის.

3.

შენ რას და­­ძებ?

წა­მომ­­გარ­ხარ მაგ ნო­ტიო

ქვე­შა­გე­ბი­დან,

გა­მო­სულ­ხარ აბ­­ნო­დან,

რო­მელ­საც ავ­სებს შუ­რის­ძი­­ბა,

და წვე­თე­ბი დაგ­­ვე­ნია

სუს­ტი მხრე­ბი­დან.

ფე­ხის­გუ­ლებ­­ვეშ გი­ფეთ­ქავს მი­წა.

ჰე­კა­ტას სა­მი ძვირ­ფა­სი სა­ხე

თა­ვის­კენ ის­ევ ისე გი­ზი­დავს.

შე­ნი თვა­ლე­ბი

ორ­ად ორი ტრა­გი­კუ­ლი ნი­ჟა­რაა,

შე­ნი კერ­ტე­ბი მუ­ქი ალ­უბ­ლის კენ­ჭე­ბია, -

თე­ატ­რა­ლუ­რი რეკ­ვი­ზი­ტია,

და ბრწყი­ნავს, ბრწყი­ნავს.

უკ­ვე იქ დგა­ნან.

მო­ნებ­მა უკ­ვე გა­მო­­ტა­ნეს

მჭრე­ლი და­ნე­ბი,

შენ ას­ვე­ტილ­ხარ კვი­პა­რო­სი­ვით,

ის­­ნი კი ქარ­ქა­ში­დან

აძ­რო­ბენ და­ნებს,

შენ­­კენ მო­დი­ან,

შენ ყვი­რი­ხარ:

"ვი­საც უნ­და ჩე­მი გან­­მირ­ვა

მო­მი­ახ­ლოვ­დეს,

მე ხომ ზღვა ვარ,

ტალ­ღა­ას­­მუ­ლი.

4.

ზღვა რა­ნა­­რად გახ­და ას­­თი,

წლო­ბით ვიც­დი­დი მე მა­ღალ მთებ­ში,

ცი­ცი­ნა­თე­ლებს მოჰ­ქონ­დათ შუ­ქი,

ახ­ლა კი ვე­ლი სა­ნა­პი­რო­ზე

ად­­მი­ან­სა და ძე-ხორ­ცი­ელს.

ზღვა ვინ შებღა­ლა?

დელ­ფინ­მა გაჭ­რა მძვინ­ვა­რე ტალ­ღა,

ზვირ­თებს კვე­თა­ვენ თო­ლი­ას ფრთე­ბი.

აქ ვაგ­რო­ვებ­დი

ბრჭყვი­­ლა კენ­ჭებს,

ნი­ჟა­რე­ბის ხმას

ვა­ყუ­რა­დებ­დი,

დავ­ცუ­რავ­დი და ვყვინ­თავ­დი

წყალ­ში თევ­ზი­ვით.

მე ზღვა­­სან­მა მო­ხუც­მა მითხ­რა:

"იქ­ნე­ბა მარ­­ლაც არ­­ფე­რი ვარ,

მაგ­რამ შენ რაც გსურს, ის ვერ გავ­­დე­ბი".

5.

ვის ყურ­თას­მე­ნას მიწ­­და ნე­ტა­ვი

და­ნის წუ­­ლი გა­სათ­ლელ ქვა­ზე?

ან ის მხე­და­რი რო­მე­ლი იყო,

ჩი­რაღ­­ნით ხელ­ში აქ რომ მო­იჭ­რა?

ხე­ლებს იბ­­ნენ, ნე­ლა ცხრე­ბი­ან,

ვინ მოკ­ლა ბავ­­ვი, ვინ გა­მო­ფატ­რა?

ვინ აღ­გა­ვა საცხოვ­რი­სი მი­წის­პი­რის­გან?

არ­­ვინ არ ჩანს, მხო­ლოდ კვამ­ლია.

ვინ გარ­ბო­და?

ქვებ­ზე ბორ­კილ­თა ჟღე­რა მო­მეს­მა

ამ­ოთხ­რი­ლია თვა­ლე­ბი და

მოწ­მე კი არ ჩანს.

6.

რო­დის გა­­ღებ ხმას,

რო­დის, რო­დის?

ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბი მრა­ვალ მა­მა­თა

პირ­­შო­ებს ჰგვა­ნან.

ის­­ნი სის­­ლით იკ­ვე­ბე­ბი­ან.

ნაძ­ვე­ბი ხომ ინ­­ხა­ვენ

ქა­რის ხა­ტე­ბას,

რომ ჩა­იქ­რო­ლა და მთებს იქ­ით

გა­და­­კარ­გა,

ას­­თი­ვეა სიტყ­ვა­თა ხვედ­რიც, -

ის­­ნი კა­ცის სა­ხეს მა­ლა­ვენ

ან ინ­­ხა­ვენ უღრ­მეს წი­აღ­ში.

კა­ცი კი გაქ­რა.

ვარ­­­­ლა­ვე­ბი სიტყ­ვებს ეძ­­ბენ

შე­ნი სი­შიშ­­ლე რომ შე­მო­სეს,

ზო­დი­­ქო­ებს რომ შე­­სიტყ­­ნენ,

სად, სად იქ­ნე­ბი,

რო­ცა თე­ატ­რი გაბ­­­­ვი­ალ­დე­ბა?

7.

შენ ხარ ნა­ტან­ჯი

იქ, იმ ნა­პირ­ზე

გა­მოქ­ვა­ბუ­ლის პირ­ქუ­ში მზე­რა

არ გცილ­დე­ბო­და.

იქ გა­ნი­ცა­დე:

სიყ­ვა­რუ­ლი,

კვლა­ვაღ­­გო­მა,

კვლა­ვამ­ზე­ვე­ბა.

იქ, სა­დაც წუ­თებს

სტა­ლაგ­მი­ტე­ბი

ითვ­ლი­ან უხ­მოდ.

© “არილი”

No comments: