Wednesday, June 27, 2012

თარგმანის სერთაშორისო საზაფხულო სკოლა


ასოციაცია CCU (კროს-კულტურული უნივერსუმი)

GCLA-სა (კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია) და შოთა

რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამონაწილეობით

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით

მსურველებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას

თარგმანის სერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

რომელიც 2012 წლის 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში
(თბილისი, კოსტავას ქ.№ 5).
დაგეგმილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე ქართული
მხატვრული და სამეცნიერო ტექსტების პროფესიული თარგმნისთვის გამიზნული
ლექციების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა, აგრეთვე, პრაქტიკული
სამუშაოების შესრულება უცხოური გამომცემლობებისათვის.
სკოლაში იმუშავებენ ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან მოწვეული
სპეციალისტები და აღიარებული ქართველი პროფესიონალები.
სკოლა უმასპინძლებს მსმენელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ თარგმანის პირველ
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი
სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ თავიანთი CV ელფოსტის
შემდეგ მისამართზე: crossculturaluniverse@gmail.com
ასევე, უნდა მიუთითონ სასურველი ენობრივი ჯგუფი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი!
დაწვრილებითი ინფორმაცია იხ.  http://litinstituti.ge/ http://geclaorg.ge/