მისი პროგნოზით, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობას კარგი პერსპექტივა აქვს
ნანა კობაიძე
აპრილის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში ქართველ გამომცემელთა წინაშე მათი გერმანელი კოლეგა წარდგა. ვერნერ თილე იქაურ წრეებში საკმაოდ ცნობილი და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, "წონიანი" ფიგურაა. საქართველოში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამჯერად მასპინძლებს ქართულად თარგმნილი "ნოუ-ჰაუ გამომცემლებისთვის" წარუდგინა.
ეს არის არატრადიციული ფორმის სამაგიდო წიგნი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და მხოლოდ გამომცემელთათვის არის გათვალისწინებული.
რამდენიმე სიტყვით თავად ვერნერ თილეს შესახებ. მისი CV (როგორც ამას დღეს უწოდებენ) საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: დაიბადა 1945 წელს გერმანიაში. პროფესიული გამოცდილება ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობაში მიიღო. მუშაობდა "კორნელსენის" (გერმანიის სასწავლო და პედაგოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი მოწინავე გამომცემლობა) ხელმძღვანელად და დირექტორად. იყო გერმანიის საზოგადოებრივ-სამართლებრივი რადიომაუწყებლობის ARD ბრანდებურგის განყოფილების ადმინისტრატორი და საწარმოო დირექტორი. 1998 წლიდან მის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ და ინტერნეტ სააგენტო Copyright International Agency – CorinA GmbH მფლობელი და ხელმძღვანელია. სააგენტო წარმოადგენდა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ავტორებსა და გამომცემლებს. 2000 წელს მინსკში დააარსა ორგანიზაცია "ვასსამედია," რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება და ნოუ-ჰაუს შეთავაზება წიგნის გამომცემლობისა და მასმედიის სფეროში. 90-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა საბირჟო კავშირის რეფერენტია ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში. ხელმძღვანელობდა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მრავალ ღონისძიებას გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთათვის. დამეთანხმებით, ქართველი გამომცემლები მათთვის ასე საჭირო გამოცდილების გასაზიარებლად უკეთესს ვერ ინატრებდნენ (თუმცა, მჯობნის მჯობნს რა გამოლევს) და აგერ უკვე მესამე წელია სწორედ მისგან იღებენ რჩევებს. სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან თითმერიამ აღნიშნა, თილე თითქოს ახალს არაფერს ამბობს, მოჰყავს სრულიად მარტივი მაგალითები და ციფრები, რომლებიც იმიტომ გვეჩვენება მარტივად, რომ მათ დასადგენად ათწლეულების გამოცდილება დაიხარჯაო.
პირველი სემინარი ბატონმა თილემ ქართველი გამომცემლებისთვის სამი წლის წინათ გამართა - მაშინ იგი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიწვევით ჩამოვიდა, წელს მესამედ გვესტუმრა და ისევე, როგორც ყველა უცხოელი (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ) საქართველოთი მოიხიბლა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ყოველ წელს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული - უპირველეს ყოვლისა, ინტერესი უნდა არსებობდეს იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვმუშაობო. ინტერესი კი უდავოდ არსებობს, რადგან საქართველოში საგამომცემლო საქმემ ნელ-ნელა დაიწყო ფეხის ადგმა.
ვერნერ თილეს ამჟამინდელი ვიზიტის თემა ქართველი გამომცემლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – გამომცემელთა ასოციაციის ფუნქცია და ის წესები, რომელთაც გამომცემლები უნდა ემორჩილებოდნენ. ეს ყველაფერი გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის მაგალითზე განიხილებოდა.
როგორც სემინარის შემდეგ ბატონმა მერაბ ქათამაძემ მითხრა, ვერნერ თილე მათ გამომცემელთა შორის თამაშის წესებზე ესაუბრა. გერმანიაში ეს წესები საყოველთაოა – ვინც მათ არ იცავს, განზე რჩება, უფრო სწორად, ასოციაციიდან რიცხავენ. ეს ძალზე მძიმე სასჯელია და, ფაქტობრივად, უსაქმოდ დარჩენას ნიშნავს, ამიტომ აქამდე მისვლას ორივე მხარე ერიდება – გამომცემელიც და ასოციაციაც. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ სემინარის საფუძველზე პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადებას აპირებს, რომელსაც ჯერ ასოციაციის წევრები, შემდეგ კი სხვა გამომცემლობებიც დაემორჩილებიან. "ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა იოლად არსად განხორციელებულა. თავის დროზე გერმანული ასოციაციაც იმისთვის შეიქმნა, რომ გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა შორის ურთიერთობა მოეწესრიგებინა," - თქვა ბატონმა მერაბმა.
ცოტა დაწვრილებით მინდა შევეხო იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ვერნერ თილემ ქართველ გამომცემლებს წარმოუდგინა. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის წიგნი მისი კლასიკური გაგებით. არატრადიციული ფორმა მას "მომხმარებლისთვის" ძალზე პრაქტიკულს ხდის. როგორც ბატონმა ვერნერმა ბრძანა, გერმანიაში მას ფურცლების კრებულს ეძახიან და მართლაც ასეა - წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ საქაღალდეში ჩადებული ფურცლები, რომლებიც დანომრილიც კი არ არის, ამიტომ, ძალიან მარტივია მასში ახალი ინფორმაციის ჩამატება. შესაძლებელია ცალკეულმა გამომცემელმა იგი ინდივიდუალურ წიგნადაც აქციოს - ანუ შეიტანოს საკუთარი მონაცემები. წიგნი 12 თავისგან შედგება და მასში თავმოყრილია გამომცემლისთვის საინტერესო ყველანაირი ინფორმაცია - საკანონმდებლო ბაზიდან მასმედიასთან ურთიერთობამდე (რომ აღარაფერი ვთქვათ მენეჯმენტსა და საავტორო უფლებებზე). წიგნი იმითაც არის საინტერესო, რომ მისი წაკითხვა თანამშრომლებთან ერთადაც შეიძლება - იგი მოიცავს საკმაოდ ბევრ ინფორმაციას განსჯისათვის, რაც მათ დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლებისთვის ეს გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა თავმოყრილი. იგი ბატონი ვერნერის 20-წლიან მოღვაწეობას აჯამებს. სხვათა შორის, მისი რუსული ვერსია რამდენიმე წლის წინათ გამოიცა, ქართულ ენაზე კი პირველად ვიხილეთ. არსებობს მისი ინტერნეტ-ვერსიებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულად. სემინარზე განიხილებოდა საიტზე ქართული ვერსიის განთავსების შესაძლებლობაც, რაზეც, ალბათ, მხარეები შეთანხმდებიან.
სემინარის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ბატონ ვერნერს გავსაუბრებოდი და მისი აზრი შემეტყო დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე საგამომცემლო პროცესების შესახებ. შევეცდები პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზოთ მისი პოზიცია, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ:
"გასული წლებისგან განსხვავებით იგრძნობა, რომ მეტი ყურადღება ექცევა საბაზრო ეკონომიკას. ისიც შეიმჩნევა, იმის გამო, რომ წიგნის მაღაზიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, გამომცემლები იძულებულნი არიან, თავიანთი შესაძლებლობებით გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას რეკლამა. სასიხარულოა, რომ წიგნის ბაზრობები, რომლებიც გაცილებით პროფესიონალურად ტარდება, მომრავლდა და მისით უფრო მეტი ხალხი ინტერესდება. ჩემი აზრით, წიგნისადმი ინტერესიც შესამჩნევად გაიზარდა. კარგი იქნებოდა წიგნის მაღაზიების ახლებურად მოწყობა, რათა წიგნი დახლის უკან კი არ იდოს, მკითხველმა მისი ხელში აღება შეძლოს. ვისურვებდი მომრავლდეს ისეთი მაღაზიები, სადაც მკითხველი თავს სტუმრად ჩათვლის, სტუმრად, რომელსაც ელიან. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გაიზარდა, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ რომ რუსულის მიმართ მოთხოვნილებამ იკლო. ეს, ალბათ, მკითხველის გაახალგაზრდავებით აიხსნება. დღეს ახალგაზრდებს გაცილებით ნაკლები საერთო აქვთ ყველაფერ რუსულთან, ვიდრე წინა თაობას. იმ ადამიანთა მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელთაც ვესაუბრე, მივიჩნევ, რომ მათში გაიზარდა ინტერესი დასავლური ლიტერატურის მიმართ. ვისურვებდი, ეს შესაძლებლობა ქართველებს არ მოკლებოდეთ. თუმცა, არც ის არის დასამალი, რომ თარგმანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - ანუ ძვირია ლიცენზია, რომელსაც უცხოურ გამომცემლობა ყიდის. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლობებისთვის ისინი შეღავათიან ფასებში უნდა გაიცეს," - ამბობს ბატონი თილე, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის მასთან საუბრის დასასრული. ვფიქრობ, არც ის იქნება უინტერესო, როგორ შეაფასებს იგი ახალ ქართულ გამოცემებს. "ამ ეტაპზე წიგნების დიზაინი საკმაოდ გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვი გამოცემათა ტექნიკურ მომზადებაზე. ის ჯერ კიდევ ჩამოუვარდება თანამედროვე სტანდარტებს, მაგალითად იმას მოვიყვან, რომ წიგნს ფურცლები არ უნდა ძვრებოდეს. გარდა ამისა, დღესდღეობით აქტუალურია ციფრული გამოცემები, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ გამოცდილებასაც გაიზიარებთ" - თქვა ბატონმა თილემ. მისი მოსაზრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნების აკინძვასთან დაკავშირებული შენიშვნა, რაც მეც და, ალბათ, სხვებსაც საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ წიგნებზე გამოუცდიათ. ძალიან ხშირად - იყიდი საინტერესო გამოცემას, გადაფურცლავ და ხელში ვერნერ თილეს "ნოუ-ჰაუს" მსგავსი ფურცელთა კრებული შეგრჩება, რაც ამ შემთხვევაში, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
გასაგებია, რომ ქართველებისთვის ვერნერ თილესთან შეხვედრა ინტერესს მოკლებული არ ყოფილა, რამდენად იყო საინტერესო თავად ბატონი ვერნერისთვის მასპინძელ კოლეგებთან ურთიერთობა? როგორც ბრძანა, აღფრთოვანებულია მათით, ადამიანებით, რომელნიც ასეთ მძიმე პირობებშიც კი ახერხებენ საქმის კეთებას. უცხოეთში კოლეგების ურთიერთობა მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს ეფუძნება, ქართველ გამომცემლებს კი, საქმის გარდა, პირისპირ, ადამიანურადაც შეიძლება დაელაპარაკოო, - დასძინა მან. საუბრის ბოლოს ჩვენს სტუმარს ვთხოვე, გაეკეთებინა პროგნოზი – როგორ განვითარდება საქართველოში საგამოცემლო საქმიანობა და აი, რა მიპასუხა: "ცვლილებები, რაც ძველი სტრუქტურის ნგრევამ გამოიწვია, ბოლომდე არ დასრულებულა. ვფიქრობ, პერსპექტივა ცუდი არ იქნება, ოღონდ ამისათვის საჭიროა გამომცემელთა ასოციაციამ უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს - ანუ გაიმართოს უფრო მეტი ღონისძიება საგამომცემლო სფეროს უკეთ წარმოსაჩენად და გასაუმჯობესებლად. თუმცა, მხოლოდ ასოციაცია ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოც არ დაეხმარა. ეს დახმარება კი ამ ეტაპზე წიგნის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებაში გამოიხატება."
2002
© “წიგნები – 24 საათი”
Showing posts with label = რეპორტაჟი =. Show all posts
Showing posts with label = რეპორტაჟი =. Show all posts
Monday, March 15, 2010
ვერნერ თილე ქართველ გამომცემლებს თამაშის წესებზე ესაუბრა
Tuesday, February 23, 2010
წერომ წეროს - რატომაც არა...

მაგდა კალანდაძე
შემოდგომის “წერომ” კიდევ ერთი ლიტერატურული კრებული მოგვიტანა. მართალია, წიგნში არც ნახატებია და ყველა გვერდზე ვერც დიალოგებს წააწყდებით, მაგრამ ამის მიუხედავად მოთხრობების კრებულის გადახედვა არ მოგაწყენთ, უფრო მეტიც - ლიტერატურული ღირებულებების მიმართ უნდობლობით განწყობილი ჯადოსნური ზღაპრის ზარმაცი პერსონაჟიც კი იპოვის აქ საინტერესო ამბებს და თავისთვის მოინიშნავს. ცამეტი ახალი მოთხრობა, ახალი და ძველი ავტორები, გამარჯვებული ფრინველოსნები და მკითხველის სხვა რჩეულები - კიდევ ერთი ლიტერატურული მარათონის წამზომი ოქტომბერში ჩაირთო. “წეროს” დაჯილდოება კი 30 ნოემბერს, გორის თეატრში გაიმართა.
ლიტერატურული კონკურსი “წერო” სეზონურია - ყოველი წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე პოეტური და პროზაული ტექსტების მარათონი იმართება, მკითხველები კი სეზონურ ლიტერატურულ ნუგბარს იღებენ ჯერ კონკურსის მსვლელობისას - ვირტუალურ სივრცეში, შემდეგ უკვე საკონკურსო ტექსტების კრებულის სახით. წელს საუკეთესო მოთხრობის გამოსავლენად უკვე მესამედ ჩატარდა “წერო.” ლიტერატურული საიტის www.literatura.ge–სა და ფარმაცევტული კომპანია GPC-ს ერთობლივი პროექტი ალბათ უკვე განსაკუთრებულ წარდგენას აღარც საჭიროებს - შვიდკაციანი ჟიურის მიერ შერჩეული ტექსტებიდან უკვე მკითხველი ირჩევს საუკეთესოს, მას, ვისაც ვერცხლის ფრინველი და ფულადი ჯილდო (2000 ლარი) გადაეცემა. ჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილზე გასული მოთხრობების ავტორებიც (1000 და 500 ლარი).
არა მგონია, ხმამაღალი ნათქვამი იყოს, რომ “წერო” ერთდერთი კონკურსია, სადაც მკითხველი თავად ირჩევს იმ ტექსტს, რომლის ავტორიც მისთვის კარგ ლიტერატურას ქმნის, ან, უბრალოდ, რომლის კითხვაც მას სიამოვნებას ანიჭებს - ჟიურის მიერ გაფილტრული ტექსტები უკვე რამდენადმე ამართლებს ჰედონიზმის ამგვარ გამოხატულებას და სულაც არ არის საშიში, მკითხველის გემოვნებას მივენდოთ. პირიქით, კონკურსის შედეგები მთელ რიგ გადაფასებებსა და ახლებურ თვალსაზრისებს წარმოშობს ხოლმე. გარდა ამისა, ინტერაქტიულობის ამგვარი მეთოდი და ერთგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება მკითხველებზე ლიტერატურული პროცესების მეტ დინამიკას და მასში მკითხველთა აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს - ერთიორად იზრდება ინტერესი, კმაყოფილდება გაუცნობიერებელი პატივმოყვარეობა - მწერლის ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენი უშუალო მონაწილეობისა და ჩვენთან დიალოგის გარეშე მწერალი და წიგნი ვერ შედგება - მას, უბრალოდ, არ წაიკითხავენ. თუმცა, მგონია, რომ “წეროს” კრებულს ეს ნამდვილად არ ემუქრება - კომპენტენტური ჟიურის მიერ (შოთა იათაშვილი, გაგა ლომიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ეკა ქევანიშვილი, თეა თოფურია, ლევან ბრეგაძე, ავთო სულაძე) შერჩეული ცამეტივე ტექსტის სახით მრავალფეროვანი საკითხავი გვაქვს ხელთ - რა თქმა უნდა, შეფარდებითი ლიტერატურული ავკარგიანობით.
სწორედ ამ ფარდობითობის გათვალისწინებით, ავკარგიანობის ხან მკვეთრ, ხანაც კი არარსებულ ზღვარზე სიარულით და ლიტერატურული განცხრომისათვის მომარჯვებული გემოვნებით გამოავლინა მკითხველმაც შემოდგომის “წეროს” წლევანდელი გამარჯვებული - ვერცხლის ჯილდო და ფულადი პრემია ირმა ტაველიძეს გადაეცა, მოთხრობისათვის “დროთა შეთანხმების წესი.” ირმას მოთხრობამ დაიმსახურა ასევე ჟიურის სიმპათიაც, რაც სპეციალური პრიზით აღინიშნა. ავტორის შესახებ იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რასაც თავად მისი ტექსტი არ გვეუბნება: მთავარია, პირდაპირი ნათქვამის ირიბ ნათქვამად ქცევისას და ირიბის - პირდაპირად, რთულ ენობრივ სტრუქტურებში მარტივი შინაარსის ძიებისას და მარტივში - რთულის, ბულვარული რომანიდან კვაზიავტობიოგრაფიულ წიგნებში მოზაურობისას და ხანდახან კი მათი თანხვედრისას დროთა შეთანხმების წესი სწორად დავიცვათ, და თუ მოთხრობის ბოლოს შევნიშნავთ, რომ ცეცხლთან თამაშსაც სრულყოფილად დავეუფლეთ, მიზანი მიღწეულია და ავტორის წარმატებაც - გარანტირებული.
თუ ირმა ტაველიძის მოთხრობებს აქამდეც იცნობდით, არ გაგიჭირდებოდათ ფინალისტთა შორის მისი ტექსტის ამოცნობა - ეს ის ავტორია, რომელსაც თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს და როგორ ამბავსაც არ უნდა გვიყვებოდეს მისი მოთხრობები, როგორიც არ უნდა იყოს მოქმედებისათვის მონიშნული დრო და ადგილი, ავტორი თხრობის სტილს, ენობრივი კონსტრუქციების მისეულ მოდელს ინარჩუნებს; ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმა-შინაარსის მნიშვნელობა-დანიშნულებები ხშირად იცვლის ადგილს - თუ ერთ შემთხვევაში “ენა ყოფიერების სახლია,” მეორე შემთხვევაში იგი “კონსტრუირებულია, როგორც არაცნობიერი და ლიტერატურაც - ილუზიაა.” შეიძლება თუ არა, თვალებამოწითლებულ ბაჭიებს გრამატიკა ვასწავლოთ, შესაძლებელია თუ არა, მორფოლოგია სკუპ-სკუპით, ხრამუნ-ხრამუნით, ტუჩების ცმაცუნით და თვალების დაელმებით ავითვისოთ, დროები ერთმანეთს შევუთანხმოთ და ბალიშისპირებში მორიგეობით დავმალოთ ჟილ დელეზის წიგნი, ივ სენ ლორანის პარფიუმერია და ლამაზი კაბები? ამ ყველაფერზე ირმა ტაველიძეს ერთი უწყინარი პასუხი აქვს - “რატომაც არა.”
როცა საქმე ბულვარულ რომანს ეხება და ავტორიც თავს მის პერსონაჟად მიიჩნევს, შეკითხვების სირთულეც წითელ ჩექმებსა და ჯოზეფ კონრადს შორის გასაკეთებელ არჩევანსაც არ სცდება, ამ ყველაფერზე პასუხად მარტის კურდღლის ციტირება იოლი საქმეა... მაგრამ, როგორია, წინ ინსპექტორი გედგას, მისგან საბედისწერო პასუხს ელოდებოდე ერთადერთ შეკითხვაზე - “ვგავარ ახლა მე ხუთი კაცის მკვლელს?” და ისიც მარტის კურდღლის სიმშვიდით გპასუხობდეთ: “რატომაც არა...” როგორია, დღის განმავლობაში ჯერ მანქანამ გაგიტანოს, მერე საავადმყოფოში ამოყო თავი, ამასობაში სამსახურიც დაკარგო და მოღალატე ცოლი თავის საყვარელთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმო, მერე კი თაღლითი მეგობრის წყალობით კიდევ სამი მკვლელობის მოწმე გახდე და დღის ბოლოს ინსპექტორს შენს შეკითხვაზე მაინც ერთი პასუხი ჰქონდეს - “რატომაც არა”.
“A perfect day Elise” - ასე ჰქვია მიშა ბახსოლიანის მოთხრობას, რომელმაც “წეროს” კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. თხრობის ლაღი და თავისუფალი სტილი, სადა და მოქნილი ენა, სიუჟეტის განვითარების დინამიკა და სისხარტე დოზირებულია ავტორის იუმორთან, თვითირონიასთან, ტრაგიზმთანაც კი; მწერალი მოსალოდნელისა და მოულოდნელის ზღვარზე ეთამაშება მკითხველს და თანაავტორობის გზასაც უტოვებს - “დიახ, შესაძლებელია, ასეც ყოფილიყო” - მოთხრობის ეპიგრაფი უფლებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არანაკლებ შესაძლებელია, არ ყოფილიყო ასე - რატომაც არა...
კონკურსში მესამე ადგილზე ნინო თარხნიშვილის მოთხრობა “ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი ანუ ჩემი ცოლის ჩინური თმა” გავიდა. მივლინებაში წასული ქმარი, მწერალი ცოლი, ქმარი და ცოლი - ერთად და ცალ-ცალკე, ჩინეთი და სტერეოტიპები - ესეც ერთად და ცალ-ცალკე, საბოლოოდ კი უმიზნო თავგადასავლის უსუსური გამართლება - “მე ჩემი მწერალი ცოლის ერთ-ერთი მოთხრობის ერთი ჩვეულებრივი პერსონაჟი ვარ. მე, უბრალოდ საკუთარ თავზე ავიღე მისია მომეყოლა, როგორ ძალიან მიყვარდა ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი.” მკითხველიც, როგორც ჩანს, მოიხიბლა მოთხრობის პერსონაჟის ცოლის მწერლური ოსტატობით, თუმცა კი არც იმდენად, რომ პეკინური თავგადასავლისთვის პირველი ან მეორე საპრიზო ადგილი გაემეტებინა. სხვადასხვა პრიზები გადაინაწილეს მოთხრობებმა “მე და ინა” (ავტ. ქეთი თუთბერიძე) და “მისი სახლი” (ავტ. მაკა ლდოკონენი). ქეთი თუთბერიძე მაღაზია “სანტა-ესპერანსამ” და მთარგმნელობითმა სახლმა დააჯილდოვა, მაკა ლდოკონენი კი ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” რჩეული გახდა და ჟურნალზე ერთწლიანი ხელმოწერა გადაეცა. გამარჯვებულებისა და პრიზიორების გარდა ფინალში სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი ავტორების მოთხრობები დარჩნენ: “სოუზაშვილების შეკრება” (ბესო ხვედელიძე), “ბავშვობა - ბერლინი” (ჯაბა ზარქუა), “იყო ან არა იყო რა” (ლევან ფირცხალავა), “ნიბელუნგების ბეჭედი” (ხათუნა თავდგირიძე), “მულომბე” (თეკლა მოდებაძე), “ჩამომყრელი” (ბესო ალადაშვილი), “უსასრულო ხემი” (დათო ქარდავა), “ზეიკო დედას ბაღი” (ბაჩო კვირტია).
ვერცხლის ფრთოსანი ჯილდო კი ცამეტ რჩეულ მოთხრობას შორის მხოლოდ ერთს ერგო. “მიხარია, როცა წარმატებას ვაღწევ: ცეცხლთან თამაშს სრულყოფილად ვასწავლი”, - ასეთია ირმას მოთხრობის ფინალი. არ ვიცი, ავტორის წარმატება რამდენად პირდაპირპროპორციულია მისი მკითხველების ცეცხლთან თამაშში განსწავლულობასთან, მაგრამ მაინცდამაინც ნუ შეეცდებით საკუთარი ძალების გამოცდას - ცეცხლთან თამაში სახიფათოა, ირმას წარმატება კი უკვე - გარანტირებული. ან კი, სცადეთ... რატომაც არა.
სტატია დაწერილია 2008 წლის დეკემბერში
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Sunday, February 21, 2010
თანამედროვე ქართული ბიბლიოლუქსები

ნანა კობაიძე
გახსოვთ ალბათ, დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსებზე მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. საინტერესოა, როგორ მოერგებოდა იგი ელექტრონულ ბიბლიოთეკებად წოდებულ თანამედროვე რეალობას, როგორ "შეაგდებდა" ამ სივრცეში რომელიმე უწიგნურ მსხვერპლს და რომელ საიტს შესთავაზებდა პირველწაკითხვის სიამოვნების მისაღებად ბედნიერ "ტუსაღს"? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად დოჩანაშვილი ახალი დროის კეჟერაძეზე მოთხრობის დაწერას არ აპირებს, მე კი ამდენს ვერ გავბედავ. ამიტომ, რაც ვიცი, უფრო სწორად, რის გაგებასაც შევეცადე, იმის შესახებ გესაუბრებით. მაშ ასე, ჩვენი თემაა თანამედროვე ქართული კარცერ-ლუქსები, უფრო სწორად, ელექტრონული ბიბლიოლუქსები.
ქართულის რა მოგახსენოთ, თანამედროვე უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკები კი ნამდვილად უჩენს მკითხველს სურვილს, შევიდეს და კარგა ხანს დარჩეს ვირტუალურ ელექტრონულ ბიბლიოსივრცეში. თუმცა, მხოლოდ სხვისი რას გვარგია, ჩვენმა საკუთარმაც თუ არ ივარგა? ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ლუქსობამდე ბევრი უკლია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შიშველ ენთუზიაზმს, რომელზეც მათი უმეტესობა იქმნება, რაც გვაქვს, ისიც გასაკვირია.
მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკებიც უანგაროდ, ნამდვილი ენთუზიასტების მიერ იქმნებოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი ფასიანი გახდა. წიგნის ღირებულებასთან შედარებით ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკებსაც სჭირდება დაფინანსება. საბედნიეროდ, ქართულ რეალობაში ეს საკითხი ჯერ არ დგას. დიახ, საბედნიეროდ, რადგან გლობალური კრიზისისა და სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო ასე გაძვირებული ბეჭდური გამოცემების ფონზე, ჩვენი მკითხველისთვის წიგნთან ურთიერთობის ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად ელექტრონული ბიბლიოთეკა რჩება. მართალია, პოპულარულ თანამედროვე ქართველ ავტორთა ახალ ნაწარმოებებსა და ბესტსელერებს ვერცერთ საიტზე ნახავთ, მაგრამ კლასიკას და შედარებით ნაკლებპოპულარულ სახელებს გაეცნობით, ახალ ავტორებსაც წაიკითხავთ და ვინ იცის, იქნებ თქვენი ელიოტი ან ჰემინგუეიც კი აღმოაჩინოთ. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ძალზე შრომატევადი საქმეა და საკმაოდ დიდ ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ენთუზიასტებს მხარში ამოუდგებიან და ქართულ ელექტრონულ ლიტსივრცეს ბიბლიოლუქსებით დაამშვენებენ.
არცთუ დიდი ხნის წინათ მავანნი სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ იმაზე, რომ ინტერნეტი წიგნს მკითხველს შეუმცირებს. დღეს ეს ღიმილს იწვევს, რადგან აშკარაა, რომ ინტერნეტი და კონკრეტულად, ელექტრონული ბიბლიოთეკები მკითხველის საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცა. ამან შესაძლოა, გარკვეული "საფრთხე" გამომცემელს შეუქმნას, თუმცა, კანონი საავტორო უფლებების შესახებ, ალბათ, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის და ამას წინ ვერავინ აღუდგება.
რასაკვირველია, ნაბეჭდ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მას აქვს თავისი სიმყუდროვე და იდუმალება, თავისი ხიბლი და ინტიმი, თუმცა, როცა ეს ყველაფერი ისევდაისევ ფინანსებს უკავშირდება, სიმყუდროვეცა და იდუმალებაც, გვერდზე გრჩება. გირჩევნია, ისევ კომპიუტერის ეკრანთან დაითხარო თვალები. ელექტრონულ წიგნებს, ბეჭდურთან შედარებით, კიდევ ერთი პლუსი აქვს – მათი წაკითხვის შემდეგ შეგიძლია გადაწყვიტო, გსურს თუ არა შენი ბიბლიოთეკის თაროზე უკვე ორ ყდას შორის მოქცეული შემოდო. და კიდევ, ხანდახან ეს ერთადერთი საშუალებაა მოძებნო ბავშვობაში წაკითხული წიგნი, რომელიც მას შემდეგ აღარ დაბეჭდილა. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, წიგნი ელექტრონულ ფორმატში სულ უფრო მეტად იპყრობს მსოფლიო მკითხველთა თვალებსა და გულებს. შესაბამისად, იზრდება ელექტრონული ბიბლიოთეკების რიცხვიც.
რა ვითარებაა ამ მხრივ "ნაციონალურ" ინტერნეტ-სივრცეში? რას გვთავაზობენ ელექტრონული ბიბლიოთეკების "მამები"? არჩევანი არც ისე დიდია - ქართულ ლიტსაიტებს ხელის თითებზე ჩამოთვლი. მათგან რამდენიმე, შედარებით საინტერესოზე შევჩერდეთ.
lib.ge - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიბლიოთეკაა ქართულ ვირტუალურ რეალობაში. მისი დაარსების იდეა ლ'ილ-ჯგუფს ეკუთვნის, მთავარი რედაქტორია პოეტი გიორგი კეკელიძე. პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს საიტზე როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშების განთავსებას და მათ პოპულარიზაციას მკითხველთა ფართო წრეებში. ბიბლიოთეკაში მხატვრულ ტექსტებთან ერთად ფოლკლორის ნიმუშებსაც გაეცნობით, წაიკითხავთ ინტერვიუებს სხვადასხვა საინტერესო ავტორთან, სამეცნიერო წერილებს, ფოლკლორის ნიმუშებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ბიბლიოთეკებთან შედარებით რესურსები მწირია, ქართული რეალობის გათვალისწინებით ურიგო ნამუშევარი არ არის. იმედს ვიტოვებთ, სამომავლოდ lib.ge – ერთ-ერთი ყველაზე ტევადი და საინტერესო ბიბლიოთეკა იქნება ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში.
მეორე საიტი, რომელიც მკითხველის მოთხოვნით სარგებლობს, literatura.ge-ა. მისი მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ამ სივრცეში ახალი სახელების წარმოჩენა. ნებისმიერ ავტორს, ცნობილი იქნება თუ ახალბედა, შეუძლია თავისი ლიტერატურული ნაწარმოების გამოქვეყნება, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ლიტერატურული პერიოდიკა, თითო-ოროლა ჟურნალის გარდა, ფაქტობრივად, აღარ გამოდის. ეს არის უადვილესი და უსწრაფესი გზა მკითხველთა ფართო წრისთვის ნაწარმოების მისაწოდებლად. როგორც ავტორების, ასევე მკითხველთათვის საიტით სარგებლობა უფასოა. საინტერესეოა, რომ პორტალზე წარმოდგენილი ნაწარმოებების ყოფნა-არყოფნის საკითხს რედკოლეგიასთან ერთად მკითხველიც წყვეტს. თავად რედკოლეგიაც საიტის მუდმივი და კომპეტენტური მკითხველებისგან შედგება. მართალია, პორტალზე ბევრი "ქაფია," მაგრამ დაკვირვებული თვალი არაერთ საინტერესო ნაწარმოებსაც მოიძიებს. მნიშვნელოვანია, რომ literatura.ge-მ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი "წერო", რომელიც, იმედია, თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში თავის სიტყვას იტყვის.
გაცილებით აკადემიურად გამოიყურება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსია (nplg.gov.ge), სადაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს ელექტრონულ რესურსებზე მუშაობა. ამჟამად საიტზე დევს "ვეფხისტყაოსნის" სამი: 1937, 1966 წლის საიუბილეო და 1978 წლის - უორდროპისეული თარგმანი, ასევე ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება." საინტერესო პროექტია ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია, რომელიც 2004 წელს იუნესკოს პროექტ "გრინსტოუნის" ფარგლებში განხორციელდა. კოლექცია ქართული კლასიკური ლიტერატურის ანთოლოგიისგან შედგება. მასში ცალკეულ ფაილებად ჩართულია ძველ ქართულ სიტყვათა ლექსიკონი და ავტორთა მოკლე ბიოგრაფიები. პროექტი 93 მწერლის 2397 ნაწარმოებს მოიცავს და მისი განახლება რეგულარულად მოხდება. გარდა ამისა, მკითხველს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა საინტერესო ხელოვანთა მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წაკითხულ საჯარო ლექციებს, ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებით და ა.შ.
ალბათ ყველას გახსოვთ ეპოქა, რომელიც უახლეს ქართულ ლიტერატურაში ჟურნალმა "არილმა" შექმნა. ეს გამოცემა იმ რთულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ლიტერატურისთვის არავის ეცალა, ბევრი ავტორისთვის მკითხველთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, ბევრისთვის კი ლიტერატურული მოღვაწეობის პლაცდარმად იქცა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც საქართველოში ინტერნეტ-კულტურა ახლად იდგამდა ფეხს, სწორედ "არილიდან" იგებდნენ ლიტერატურის მოყვარულები თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე სიახლეებს, ეცნობოდნენ ახალ ავტორებს, ძველების ახალ ნაწარმოებებს, საინტერესო ინტერვიუებს. დღეს ეს მასალები "არილის" ბლოგზეა განთავსებული, მისამართზე http://arili2.blogspot.com ჟურნალი ელექტრონული სახით განაგრძობს გამოსვლას და არაერთ საინტერესო მასალასაც გთავაზობთ.
ცალკე მინდა აღვნიშნო ელექტრონული ბიბლიოთეკა MLibrary (http://lit-download.blogspot.com), რომელიც ნამდვილი ოაზისია ლიტერატურის თეორიით, ენათმეცნიერებით, კულტურის ისტორიით, ანთროპოლოგიით, ისტორიით, ანტიკური ლიტერატურით, მუსიკითა და ხელოვნებათმცოდნეობით დაინტერესებული მკითხველისთვის. მართალია, აქ ნაკლებად შეხვდებით ქართულენოვან ლიტერატურას, ეს "სივრცე" მხოლოდ რუსთაველის ორი გამოცემით შემოიფარგლება ჯერ-ჯერობით, სამაგიეროდ, რუსულ და განსაკუთრებით, ინგლისურენოვან მკითხველს გაუმართლა, რადგან შეგიძლიათ მოიძიოთ და უფასოდ გადმოიწეროთ წიგნები, რომელთა შეძენა amazon.com-ზე სოლიდური თანხა დაგიჯდებათ. აი, თუნდაც Macmillan Encyclopedia of Death and Dying, ორტომეული, რომელიც 346 დოლარადაა შეფასებული, Historical Dictionary of Sacred Music - 114-ად. ასეთი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს და ფულს.
იმის გამო, რომ მოსწავლეები მონაწილეობენ, შევჩერდები პროექტ "ვახტანგ VI"-ზე (www.dlf.ge), რომელიც, თავის მხრივ, პროგრამა "ირმის ნახტომის" ბაზაზე ხორციელდება. მისი მიზანია მთელი ქართული კლასიკური ლიტერატურის - დასაწყისიდან თანამედროვეობის ჩათვლით, ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ინტერნეტ-საიტზე განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ბავშვები. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც მოზარდები მშობლიური ლიტერატურის მიმართ არცთუ დიდ ინტერესს ამჟღავნებენ. პროექტში მონაწილე თითოეული სკოლა ირჩევს კონკრეტულ ავტორს და მის შემოქმედებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე საინტერესო ბაზაა შექმნილი. სამომავლოდ ტექსტების ნაწილი საერთაშორისო Project Gutenberg (www.Gutenberg.org)-ის შემადგენლობაში შევა. ეს არის ამერიკული არაკომერციული პროექტი, რომელიც დღეისთვის მსოფლიო კლასიკის 10 000-ზე მეტ შედევრს აერთიანებს.
არის კიდევ რამდენიმე ელექტრონული ბიბლიოთეკა და პორტალი, თუმცა, იმის გამო, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან ბევრი არაფრით გამოირჩევა, მათზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.
* * *
აქვე გთავაზობთ მცირე ინტერვიუს lib.ge-ს მთავარ რედაქტორ გიორგი კეკელიძესთან, რომელიც, ვფიქრობთ, ამ თემით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას დაიმსახურებს.
- როგორ გაჩნდა lib.ge-ს შექმნის იდეა?
- ეს იდეა, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ლიტერატურის სიყვარულმა ჩასახა. ერთის მხრივ, რამდენიმე პოეტი – ზაალ ჩხეიძე, მე, არჩილ თალაკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, პედაგოგი ზაქარია ქიტიაშვილი და მეორე მხრივ, დიზაინერ-პროგრამისტები - ნიკა წიკლაური და გიორგი კაცია, ასევე, ლიკა ავალიანი, შევიკრიბეთ ამ მოსაზრების გასაზიარებლად და lib.ge-ც დაიბადა. მოგვიანებით ამ შემადგენლობას პოეტები, დიანა ანფიმიადი და ქეთო ნინიძეც შემოურთდნენ.
- lib.ge არაკომერციული პროექტია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ჩვეულებრივი სამუშაო დროის ერთგვარ სასიამოვნო დამატებად იქცა, თუმცა, საკმაო ენერგიას მოითხოვს. დღესდღეობით lib.ge ყველაზე პოპულარული ლიტერატურული საიტია top.ge –ს სარეიტინგო დათვლებით (საშუალოდ დღეში 1200 ,,უნიკალური მომხმარებელი”).
- რა სირთულეებს გულისხმობს დღეს ეს ყველაფერი, როგორ ხდება მასალების მოძიება, არის თუ არა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები?
-უამრავი სირთულეა: ელემენტარული კორექტურით დაწყებული - არაერთი ტექნიკური პრობლემით დამთავრებული. ზოგიერთი ღიმილის მიმგვრელიც კი იყო. მაგალითად, ავტორთა სიაში შეხვდებოდით ასეთ ჩამონათვალს: ჩესლავი მილოში, ფოლკნერი უილიამი და ა.შ. სახელობით ბრუნვას ,,ი” რატომღაც ავტომატურად ემატებოდა. მოგვიანებით ეს პრობლემა ,,დავძლიეთ.”
საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ვთანაშრომლობთ თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემასთან, რომლებიც მასალებს გვაწვდიან, ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტთან. მასალის უმეტესობა ელექტრონული ფოსტით უშუალოდ ავტორებისგან შემოგვდის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთი ლიტერატორები, როგორიც, ზურაბ კიკინაძე და ლევან ბრეგაძეა, ძალიან ხშირად საკუთარი ინიციატივით გვიგზავნიან ტექსტებს. არაერთი თანამედროვე ავტორი ასევე ინტენსიურად მომართავს new@lib.ge-ს.
- რა რესურსებს ფლობთ დღეისათვის, რას მიიჩნევთ თქვენი ბიბლიოთეკის ყველაზე დიდ პლუსად და რა სიახლეებს გვპირდებით უახლოეს მომავალში?
- ჩვენი რესურსი დღესდღეობით რამდენიმე რომანით და სამეცნიერო ნაშრომით, ათასობით მცირე ჟანრის პროზაული ტექსტით და ამდენივე პოეტური ნიმუშით შემოიფარგლება. Gგვაქვს ესეისტიკის და ინტერვიუს განყოფილებები, დავიწყეთ ფოლკლორული ნიმუშების აკრეფა და განთავსება. ახლო მომავალში აუდიოთეკის დაფუძნებას ვაპირებთ.
ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ისეთი განყოფილების შექმნა, სადაც მოთავსდება ყველა ის ქართველი ავტორი, რომლის ნაწარმოები მსოფლიოს სხვადახვა ან რომელიმე ენაზეა ნათარგმნი. აქ იგულისხმება ისეთი ტექსტებიც, რომელთა თარგმნაც ბიზანტისტიკის სპეციალური გამოცემების შეკვეთით ხდებოდა. ანუ, საჭიროდ მიმაჩნია თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთათვის, რომელთა რიცხვი ახლა არცთუ დიდია, ე.წ ,,მკვდარ ენებზე’’ შესრულებული ტექსტების უფრო ადვილად მისაწვდომ რეჟიმში გამოქვეყნება.
რაღა თქმა უნდა, სასურველია, თუ მთელ პერიოდს გადავწვდებით, ჰაგიოგრაფიიდან - XXI საუკუნემდე. ამ ტექსტების უცხოელი მკითხველისთვის ერთ კომფორტულ სივრცეში კონდესირება ქართული კულტურის პოპულარზაციისთვის პატარა საქმე არ იქნება.
რასაკვირველია, ეს მთელ რიგ სირთულებს უკავშირდება, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომელიმე ფილანთროპი ოდესმე მსგავსი იდეებით დაინტერესდეს.
lib.ge ავტორებთან დამოკიდებულებაში სრულიად ლიბერალურია, თუმცა, ეს სელექციას ეს სულაც არ გამორიცხავს. ჩვენს ბიბლიოთეკაში ქვეყნდება ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორის ნაწარმოები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ხშირად იხილონ თავი რომელიმე ბეჭდურ გამოცემაში.
სასიამოვნოა, რომ lib.ge-ს არაერთი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველიც კითხულობს.
- როგორ აფასებთ თანამედროვე თანამედროვე ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს? თუ შეგიძლიათ რომელიმე მათგანის გამორჩევა?
- არსებობს ძალიან კარგი გვერდები literatura.iatp.ge, litsaxelebi.ge, ასევე gabro.ge, რომელიც ძველი წიგნის სკანირების გზით ცდილობს ვირტუალური სივრცის შევსებას, ამ მეთოდს მალე ალბათ ჩვენც გამოვიყენებთ. ქართული ინტერნეტის საინტერესო ფენომენია literatura.ge, სადაც ავტორების რეიტინგს მკითხველები განსაზღვრავენ. ასევე უნდა ვახსენოთ ფორუმი ,,ებლიტფოც”.
ცალკე გამოსაყოფია ბლოგის სისტემაზე აწყობილი ჟურნალი ,,არილი”, მასში უამრავი მნიშნელოვანი მასალაა თავმოყრილი.
- დღესდღეობით ბევრი უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკა ფასიან მომსახურებაზე გადავიდა, ხომ არ "ემუქრება" ეს საფრთხე ქართველ მკითხველსაც, რომლის შეთხელებული ჯიბისთვის მსგავსი პროექტები (ვგულისხმობ უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკებს) ძალიან დიდი შეღავათია.
- რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მეტიც, ამჟამად სარეკლამო შემოთავაზებაზეც კი უარს ვამბობთ, რადგან გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ავტორების წინაშე, რომლებიც სრულიად უანგაროდ თანამშრომლობენ lib.ge -სთან. არ გამოვრიცხავ, შორეულ მომავალში ასეთი რამ მართლაც მოხდეს, მაგრამ, ცხადია, იმ დროისთვის სოციალური დონეც განსხვავებული იქნება.

Tuesday, January 19, 2010
Adibas - წიგნი ომსა და სექსზე

ია ვეკუა
ზაზა ბურჭულაძე "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის" სტუმარია. სწორედ ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ (მის შესავალს მაინც), ზაზა ბურჭულაძე ფრანკფურტშია. რას აკეთებს არ ვიცი. შეიძლება სძინავს, ინტერნეტში დაძვრება, ქუჩაში სეირნობს, ხსნად ყავას მიირთმევს ან სულაც რამე უფრო ინტიმურითაა დაკავებული, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, რას გააკეთებს 14 იანვარს - ამ დღეს ბურჭულაძე "ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის" სტუმარი იქნება. სალონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა, ოფიციალურად ამ დღეს გაიხსნება, მისი პირველი სტუმარი კი სწორედ ზაზა ბურჭულაძე იქნება. ზაზა ფრანკფურტში მის ახალ წიგნთან, Adibas-თან ერთად მიიწვიეს. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ნაწარმოების რამდენიმე თავი გერმანულად თარგმნეს, ასე რომ Adibas-ს, თუმცა მხოლოდ მის ნაწილს, იქაც გაიცნობენ. მსგავსი ტიპის შეხვედრა 17 იანვარს, ამჯერად უკვე ბერნში გაიმართება...
საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად აქ სკანდალებიც ნაკლებია. სკანდალური სულ რამდენიმე რამ შეიძლება იყოს: რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პუტინთან ვიზიტი, შალვა რამიშვილის სატელევიზიო გადაცემა, შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ და ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სკანდალი პრაქტიკულად გარდაუვალია - იმიტომ, რომ ზაზა წერს იმაზე, რაზეც სხვები მხოლოდ ფიქრობენ (ან ჰგონიათ, რომ ფიქრობენ), ზაზა რომელიმე ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილ თავის ნაწარმოებს საკუთარი ინიციატივით ხსნის, ზაზა მამაკაცის სასქესო ორგანოს მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს და ასე შემდეგ.
Adibas-ის პრეზენტაცია ჯერ კიდევ შარშან, თუმცა მაინც არც ისე დიდი ხნის წინ, 17 დეკემბერს გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ ხალხს აუცილებლად შავი და ოქროსფერი დეტალებით გაფორმებულ სამოსში მისვლა სთხოვეს, რადგან თავად წიგნის დიზაინიც ამ ორ ფერშია გადაწყვეტილი. შავი იყო საპრეზენტაციო ტორტიც (ცხადია ისიც მოოქროვილი), თუმცა არსად ენთო შავი სანთლები და არც ამავე ფერის მაგიის ნიშნები შეიმჩნეოდა. ეს კი აშკარად დამამშვიდებელი ფაქტორია - ესე იგი წიგნის წაკითხვა თამამად, ყოველგვარი ქრისტიანული სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება.
...წაიკითხეს და განიხილეს კიდეც. ვნახოთ, რას წერენ ლიტერატურულ საიტებზე, სადაც აზრის, უფრო კი თამამი აზრის, გამოთქმა ნიკების გამო უფრო იოლია (სტილი დაცულია):
მომხმარებელი #1: "ეს რომანი, ალბათ, ბევრს გააღიზიანებს იმის გამო, რომ მასში მრავლადაა სექსუალური აქტები, თან სულ ნატურალისტურად აღწერილი და ემოციებისაგან დაცლილი. წიგნში სიტყვასაც ვერ ნახავ სიყვარულზე და თუ ნახავ, ისიც ისეთივე ყალბი იქნება, როგორც ყველაფერი სხვა".
მომხმარებელი #2: "ეს ავტორი ძალიან კარგი მოქართულეა. ერთ-ერთი კარგი მწერალი იქნებოდა, საუკეთესოც კი ასეთ სიყალბეებს რომ არ გვაფუჩეჩებდეს ხელთ.
ანუ, რომ არ ანძრევდეს ხელოვნურად".
მომხმარებელი #3: "განსაკუთრებულად არც არაფერს გავუღიზიანებივარ. ანუ ისეთი არაფერი უწერია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. ერთი ის გამიკვირდა, წიგნის ფინალში, ბოლო ეროტიული სცენა ზუსტად თუ არა, თითქმის ისევე აქვს აღწერილი, როგორც "სიმფსონებში". ანუ როგორ ვერ ასწრებს ქალის საშოდან გადმოსული სითხის ყლაპვას მთავარი გმირი. ალბათ ცოტა მეტი მრავალფეროვნებაც იქნებოდა შესაძლებელი. სხვა მხრივ კი ორ საათში წასაკითხი წიგნია, რომელსაც წაიკითხავ და ძალიან დიდ ხანს არ გაგყვება. ნუ მაქსიმუმ ერთი კვირა. მერე ისევ თავიდან უნდა წაიკითხო, რაღაც დეტალები რომ აღიდგინო, ნუ თუ სურვილი გაგიჩნდება, რა თქმა უნდა. ისე კი საერთო ჯამში, ნამდვილად ღირს წასაკითხად".
მომხმარებელი #4: "მე თუ მკითხავთ ზაზა ბურჭულაძე სვეტსკი გოჩა მანველიძეა. და საერთო ჯამში 2-ვე ბულვარული დონის შემოქმედია
აი ჟურნალ "სარკეში" რომ იბეჭდება ეგეთები".
მომხმარებელი #5: "სულ დასირდა ეს ხალხი".
მომხმარებელი #6: "მათხოვეთ რა, თუ იყიდით".
მომხმარებელი #7: "მე ვინ მათხოვებს. კაი ხანია წიგნი არ წამიკითხავს და ბურჭულაძით უნდა დავუბრუნდე".
მომხმარებელი #8: "მე მევასება ზამზა. იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ და ვიცი რას რატომ წერს. რაც მაღიზიანებს არც იმის თქმის მერიდება. კარგი, თანამედროვე გამართული ქართულით წერს. კარგი იუმორი აქვს და თვითირონია".
მომხმარებელი #9: "რიავი, მგონი აქამდე რაც აქვს დაწერილი, ჯობია ყველას".
***
წიგნის ანოტაციაში კი ვკითხულობთ, რომ "ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც ამ რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც წიგნში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი". ომის სცენები აქ მართლაც არაა, ომი ამ რომანში რამდენადმე უტრირებულია - მის მთავრ გმირს გამუდმებით ესმის სატელევიზიო თუ რადიო ინფორმაციები, საიდანაც ვიტყობთ, რომ რუსულმა ტანკებმა მტკვრის სანაპირო გაამაგრეს, შარდენი აიღეს, რომ პეკინის ქუჩაზე ახალი ბლოკსაგუშაგო გაიხსნა და ასე შემდეგ. ომი Adibas-ში თითქოს იმავე სიყალბითაა შენიღბული, როგორ სიყალბესაც თავად ნაწარმოების სახელწოდება გულისხმობს - სიყალბეს კი თავად ადამიანები ქმნიან, რომელთათვისაც ომი ისევ და ისევ საინფორმაციო გამოშვებებით შემოიფარგლება. გაიხსენეთ, სწორედ ასე ხდებოდა პირველი ომების დროსაც - ქვეყანა თითქოს ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი ყელამდე სისხლი იხრჩობოდა, მეორე კი შარდენის ქუჩის გარემონტებას იწყებდა. შესაძლოა, ავტორი სუროგატულ ბრენდებთან სწორედ ამ მეორე ნაწილის ცხოვრებას აიგივებს, ხოლო დროდადრო იმის შესახსენებლად, რომ სადღაც, შესაძლოა ჩვენთან ახლოსაც, ნამდვილი ცხოვრებაც არსებობს, ნამდვილ ბრენდებსაც გვისახელებს. ამ მხრივ ძალიან კარგია მე-11 თავი "საქართველო" - ვაიქართულ-რუსულ-ინგლისურად მოლაყბე ვინმე nylon-eyes-სა და robozapienz-ის სრულიად კრეტინული დიალოგი "სკაიპში", რომლებიც საკუთარი სუროგატიზმის პიკს წარმოგვიდგენენ. ისინი საკუთარ თავზე სწორედ იმ თაობის განსახიერების მისიას იღებენ, ვისთვისაც ომი, თუნდაც კონკრეტულად ეს ომი, ჰოლივუდელი რეჟისორის მორიგი ფილმის მასალა უფროა და რაც უფრო ხმამაღლა იყვირებენ "სა-ქარ-თვე-ლო!", მით უფრო კაი ტიპები იქნებიან.
ერთი შეხედვით სუროგატულია მთავარი გმირის ცხოვრებაც, რომელიც გამუდმებით საკუთარ ამდგარ სასქესო ორგანოზე ლაპარაკობს (ამ სიტყვას, როგორც გითხარით, ბურჭულაძე მხოლოდ სამი ასოს გამოყენებით წერს) და თან ვერ გაიგებ, ამის გამო წუხს თუ ამაყობს. მთელი წიგნის განმავლობაში ამ თავისი ამდგარი სიამაყით დაყიალობს და მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს ახერხებს მის "დამშვიდებას" - თუმცა ეს სექსუალური აქტიც ამ შემთხვევაშიც, როგორც სექსის შესახებ ლიტერატურაში წერია ხოლმე, არატრადიციული ანდაც გაუკუღმართებული და სოდომის ცოდვით ჩადენილია (მაგარი სიტყვებია!:))). ამ ყველაფერს კი ვიდეოთვალზე მიწებებული საწყალი ნანიკო უთვალთვალებს - მოკლედ, სხვისი კონტროლის გარეშე ამ ქვეყანაში ხომ სექსითაც ვერ დაკავდები რა!
P.S. Adibas პატარა წიგნია, როგორც მომხმარებელი #3 ამბობს, ორ საათში რომ წაიკითხავ, ისეთი. სანიშნე ლენტიც ახლავს, რომელსაც ზემოთ აღნიშნულის გამო პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ, თუმცა მაინც საჭიროა - თუ ცალი ხელით წიგნი გიჭირავს, მეორეთი შეიძლება სანიშნე თითზე დაიხვიო ან სულაც დაიბა, უბრალოდ კითხვის დროს თავისუფალი ხელი სხვა მიმართულებით რომ არ გაგექცეს...
© “24 საათი”
ძველი წიგნები, წიგნები ღია ცის ქვეშ და ახალ ქსელში

2010 წელს ჩვენს გვერდებზე განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ლიტერატურას და ყველა იმ ცენტრსა თუ სივრცეს, სადაც მისი პროპაგანდა და გავრცელება ხდება.
ინიციატივა საქართველოში განვითარებულმა და ცოცხალმა ლიტერატურულმა პროცესებმა არ დაბადა. უფრო პირიქით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ნაკითხია ახალგაზრდა თაობა, ანდა რა სიხშირით დავდივართ წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში, სახარბიელო არ არის. თუმცა ეს ფაქტად ქცეული ინფორმაცია რთულად თუ იქცევა ხოლმე რეაქციად.
2009 წელი ახალი წიგნების სიმრავლით ზოგადად არ გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო საქმის არაეფექტურობაზე საუბრობენ კულუარებსა და სხვადასხვა წრეებში, არსებობს უფრო ლოგიკური კონტრარგუმენტი, შეკითხვა - არსებობს თუ არა ახალი გამოცემებით დაინტერესებული საზოგადოება და ხელსაყრელია თუ არა გამომცემელთათვის ტირაჟის გაზრდა? ამ და სხვა თემებზე “24 საათი” კიდევ ისაუბრებს, თუმცა ამ ეტაპზე სამი საკითხით დავინტერესდით. სად და როგორ შეიძლება ინგლისურენოვანი ლიტერატურის შეძენა-მოპოვება, რას გვთავაზობენ ბუკინისტები და რამდენად აქტუალურია დღეს ღია ცის ქვეშ გამოფენილი ძველი და ხშირად უნიკალური წიგნები. და ბოლოს, მკითხველს “ბიბლუსში” შევახედებთ.

ძველი წიგნები თბილისში
ანა ჩიქოვანი
დღესდღეობით თბილისში წიგნის შეძენის მსურველებს მომსახურებას სთავაზობენ წიგნის ისეთი საფირმო მაღაზიები, როგორებიცაა, "პარნასი", "ბიბლუსი", "პროსპერო", "საუნჯე" და სხვა. აღნიშნული მაღაზიები მომხმარებლებს საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობენ და თითქმის ყველა სახის ლიტერატურა აქვთ წარმოდგენილი.
თუმცა, წიგნების შეძენა შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მაღაზიებში, არამედ ქუჩაში, სადაც წიგნები სტენდებზეა გამოფენილი და აგრეთვე მიწისქვეშა გადასასვლელებში. აქ საფირმო მაღაზიებისაგან განსხვავებით უფრო დაბალი ფასებია და რაც მთავარია, წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე ძველი გამოცემები. ამასთანავე, თუ საფირმო მაღაზიებში წიგნების მიმწოდებლები არიან ისეთი ცნობილი გამომცემლობები, როგორებიცაა "დიოგენე", "წიგნის სამყარო", "სიესტა" "სულაკაური", Camridge University Press, Oxford University Press , Palgrave, Pearson, ბუკინისტური წიგნების შემთხვევაში სპეციფიკურ მიმწოდებლებთან გვაქვს საქმე, აქ მიწოდება ხორციელდება კერძო პირების, ოჯახების მიერ.
ერთი სიტყვით, სულაც არაა გამორიცხული, ძველი წიგნების მაძიებლები მათთვის სასურველ გამოცემას რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში წააწყდნენ და თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად. თუმცა, ამ უკანასკნელთ შეუძლიათ მიაკითხონ ბუკინისტური წიგნების მაღაზიებსაც, მაგალითად აღმაშენებლის N77-ში მდებარე ბუკინისტური სახლი თითქმის ყველა სახის ლიტერატურას სთავაზობს მყიდველებს, თუმცა განსაკუთრებით ფართო არჩევანია სამეცნიერო ლიტერატურის მხრივ.
ბუკინისტურ სახლში სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურა ძირითადად ქართულ და რუსულ ენებზეა წარმოდგენილი, ხოლო სხვა დანარჩენი, გარდა აღნიშნული ენებისა აქვთ ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. როგორც ბუკინისტური სახლის მფლობელმა ქალბატონმა ნანა კუხალეიშვილმა განაცხადა, მაღაზიაში დაახლოებით 20 000-მდე წიგნია. წიგნები თემატურადაა დალაგებული და მყიდველს დახმარების გარეშეც შეუძლია მიაკვლიოს სასურველ წიგნს. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის 500 ლარამდე.
ბუკინისტური სახლის მფლობელის თქმით, მყიდველების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე, შედარებით ნაკლებად იყიდება სამეცნიერო ლიტერატურა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურმე, მაღაზიას მყიდველების ისეთი კატეგორიაც სტუმრობს, რომლებიც წიგნს ყდის სილამაზის მიხედვით არჩევენ
რუსთაველის მეტროს გვერდით მდებარე ბუკინისტური წიგნების მაღაზიაშიც დიდი არჩევანია, მაგრამ აქ მოსული ადამიანი გამყიდველის დახმარების გარეშე შეიძლება წიგნების ლაბირინთებში ჩაიკარგოს, რადგან აქ წიგნები ქაოტურად აწყვია. მაღაზიაში ძირითადად მხატვრული, ისტორიული და ფილოსოფიური ლიტერატურაა წარმოდგენილი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. რაც შეეხება ფასებს, 3-დან 100 ლარამდე მერყეობს. განსხვავებით წიგნების სხვა ბუკინისტური მაღაზიებისაგან, აქ შესაძლებელია წიგნის საფასურის მოგვიანებით გადახდა, მთავარია გამყიდველის-ქალბატონი მაგულის ნდობა მოიპოვოთ. მსგავსად, ზემოთ აღნიშული მაღაზიისა, აქაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე.
საინტერესოა, ბუკინისტური წიგნების კოლექციონერებისათვის ძველ წიგნებს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა თუ აქვს? ცნობილია, რომ ასი წლის წინ გამოცემულ წიგნს, არ ყიდულობენ იმისათვის, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ასეთ წიგნს ისტორიული დატვირთვა აქვს. კოლექციონერს აღაფრთოვანებს იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა ასი წლის წინ იხილა პირველად დღის სინათლე და შესაძლოა, მას ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც კი ეხებოდნენ.
ინგლისური ლიტერატურა თბილისში
ეკატერინე ზარიძე
ეკატერინე ზარიძე
დღეს ალბათ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინგლისური ენა საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ცდილობს გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, ფეხი აუწყოს ევროპული ცხოვრების რიტმს. იცვლება ძველი ტენდენციები, პოლიტიკური კურსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, განაპირობებს ამა თუ იმ ენის პოპულარიზაციას.
ჩვენს დროში უკვე ინგლისური ენა ითვლება საერთაშორისო საკომუნიკაციო საშუალებად და ყველა ცდილობს როგორმე აითვისოს უცხო, მაგრამ აუცილებელი ინგლისური ენა. რუსული თანდათანობით ნაკლებ პრიორიტეტულ ენად გვევლინება საქართველოში და მის ადგილს უკვე ინგლისური იკავებს. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის ინგლისურ ენოვანი წარწერები, რომლებსაც ქუჩაში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, აღარც ის, რომ სოლიდურ სამსახურში მიღების ძირითადი წინაპირობაც ინგლისური ენის ცოდნა გახდა. ცხადია, ინგლისური ენის მცოდნეთა რიცხვის ზრდასთან ერთად მატულობს ინგლისური ლიტერატურის მიმართ ინტერესიც. საბედნიეროდ გვაქვს საშუალება ვისარგებლოთ ინტერნეტით და მოვიძიოთ ლიტერატურა ინგლისურად, მაგრამ ინტერნეტში ვერ ვნახავთ სრულყოფილ ნაშრომს ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებიდან.
არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც წარმოუდგენელია საათობით კომპიუტერთან ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება, მათთვის იგი ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, ალბათ პერიოდულად მაინც გვაშინებს გამოსხივება, რაც აშკარად უარყოფითად აისახება ადამიანის მხედველობაზე. ხალხის იმ კატეგორიისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის წიგნს, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტში ყოველთვის ვერ მოვნახავთ სასურველი ავტორის ნაწარმოებებს, მათთვის, ვისთვისაც წიგნის კითხვა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ეკრანთან ჯდომა და ასევე ნებისმიერი წიგნის მოყვარულთათვის გახსნილია უამრავი წიგნის მაღაზია თბილისში, და არა მხოლოდ თბილისში, ასევე რეგიონებშიც. მკითხველს საშუალება ეძლევა შეიძინოს სასურველი წიგნი სასურველ ენაზე...
ქართული წიგნის მაღაზიები ნამდვილად ანებივრებენ მკითხველს სხვადასხვა სახის წიგნებით, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი სახის ლიტერატურა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობს წიგნების მაღაზია "პარნასი". ატმოსფერო საკმაოდ თბილი და მეგობრულია, მომსახურე პერსონალი - ყურადღებიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ( და რასაც წიგნის ყველა მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ). მაღაზიის სტუმარს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი კიდევ ეწვიოს "პარნასს," შეიძინოს საყვარელი ავტორის ნაშრომი. მაღაზია მყიდველს სთავაზობს ლიტერატურულ ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზეც, რაც საშუალებას აძლევს ინგლისური ენის მცოდნეთ, გაიფართოვონ თვალსაწიერი, მიიღონ სიამოვნება სასურველი ნაწარმოების კითხვისგან. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა, გამორჩეული ილუსტრაციებით, რაც მაშინვე მიიპყრობს პატარების ყურადღებას, ასევე მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე. "პარნასში" მისულებმა შევიტყვეთ, რომ მაღაზიაში შესაძლებელია შეკვეთების მიღებაც, ანუ თუ ვერსად აღმოაჩინეთ წიგნი, რომლის შეძენაც დიდი ხანია გსურთ, შეგიძლიათ "პარნასში" დაუკვეთოთ და დატკბეთ სასურველი ნაწარმოების კითხვით. შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა ლამაზი ილუსტრაციებით, ( ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული ) ბავშვები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან. რაც მთავარია, ფასები მისაღებია და ხელმისაწვდომი.
რუსთაველის გამზირზე, 40 ნომერში მდებარე მაღაზია "პროსპერო ბუქს" (PROSPERO BOOKS) გვთავაზობს ინგლისური ლიტერატურის ფართო არჩევანს, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სასწავლო, მხატვრული თუ საბავშვო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე და თან ხელმისაწვდომ ფასად. მაღაზიაში ფუნქციონირებს კაფეც, ასე რომ, სასურველი წიგნის შეძენასთან ერთად შეგიძლიათ ფინჯანი ყავაც მიირთვათ. მაღაზია ყიდის სასწავლო ლიტერატურას, მოსწავლეებს თუ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები. მყიდველის დაინტერესებას იწვევს ფერად-ფერადი, ლამაზად ილუსტრირებული მისალოცი ბარათები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზეც. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, თუ რატომ შედის სტუმარი მაღაზიაში "პროსპერო ბუქს", მას წიგნის შეძენა სურს თუ უბრალოდ მაღაზიის კაფეს სტუმრობს, თუმცა მაღაზია ნამდვილად არ განიცდის სტუმრების ნაკლებობას. არასწორია იმის მტკიცება, რომ თბილისში წიგნები მხოლოდ შუშის ვიტრინებიან მაღაზიებში იყიდება. გარდა მაღაზიებისა, სადაც ყოველთვის მყუდრო გარემოა, მომსახურე პერსონალიც ყოველთვის ღიმილით გხვდებათ, სხვადასხვა წიგნის შეძენა შეგიძლიათ ქუჩაში, ნებისმიერ მიწისქვეშა გადასასვლელთან. მათი ფასი ხშირად გაცილებით დაბალია, ახალ წიგნებთან შედარებით.
თუ თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, რომელსაც არ იზიდავს ძველი, დაფურცლული წიგნები და უპირატესობას ახლის შეძენას ანიჭებს, მაგრამ ამჟამინდელი ბიუჯეტი არ გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ ახალი წიგნი, ინგლისური ლიტერატურის მოყვარულთ გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ანგლო-ამერიკული ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, ამისათვის საჭიროა მხოლოდ გაწევრიანდეთ ბიბლიოთეკაში და აირჩიოთ სასურველი წიგნი. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე კვირის გარდა.
დაბოლოს, ჩვენი რჩევა იქნება: იჩქარეთ, ნუ მოიკლებთ კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას და რაც მთავარია, გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა.
წიგნის მაღაზია“ბიბლუსი"
თეონა ხოსიტაშვილი
თბილიში, წიგნის მაღაზიათა სხვადასხვა ქსელი არსებობს, მათ შორის - “ბიბლუსი." “ბიბლუსი” 2008 წლის ივნისში დაარსდა. მისი დამფუძნებელია გაზეთი “კვირის პალიტრა". “ბიბლუსის” მაღაზიები არა მარტო თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული ,არამედ საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში.
“ბიბლუსში” წიგნთა მრავალფეროვნებაა: მხატვრული ლიტერატურა, დარგობრივი, გასართობი, საბავშვო, შემეცნებითი და სხვა. "ბიბლუსის" ქსელი თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ გამომცემლობებთან და მკითხველს სთავაზობს უახლეს ლიტერატურას.
"ბიბლუსის" ქსელის მენეჯერის, ნინო მელაძის თქმით, მათი ქსელი ორიენტირებულია წიგნის ფასების ხელმისაწვდომობაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მკითხველთათვის. ამ პრობლემიდან გამომდინარე იბადება კითხვა, ჰყავს თუ არა მყიდველი ამ მაღაზიებს და რამდენად გამართლებულია ამ ქსელის არსებობა წიგნის ბაზარზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად უმრავლესობამ დაადასტურა ეჭვი იმის შესახებ, რომ წიგნის მოყვარული, განათლებაზე ორიენტირებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში ბიბლიოთეკებს მიმართავენ და არა წიგნის მაღაზიებს. მაგარმ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ "ბიბლუსსაც" საკმაოდ სტუმრობენ.
გარდა ამისა, წიგნის მაღაზია “ბიბლუსში" სხვა საინტერესო ამბებიც ხდება: ყოველ შაბათს, 15 საათზე იმართება მკითხველისა და მწერლების შეხვედრები. მწერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სხვა ცნობილი ადამიანები ჯადოსნურ სამყაროში - ლიტერატურაში სამოგზაუროდ გვიწვევენ. გვიზიარებენ შეხედულებებს, მოსაზრებებს, თანამედროვე ტენდენციებს ლიტერატურაში. "ბიბლუსში" ბოლო პერიოდში გაიმართა შეხვედრა დავით მაღრაძესთან. მან ისაუბრა, როგორც თანამედროვე ლიტერატურის პრობლემებზე და განვითარებებზე, ასევე პირად გეგმებზე. პოეტის ახალი პოემა “შენთვის" ითარგმნა ინგლისურად და ნიუ იორკში 5000-იანი ტირაჟით გამოიცემა. ასევე უკვე შემდგარ ღონისძიებებს შორის არის საინტერესო შეხვედრა ნიკო გომელაურთან, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა.
დაბოლოს, გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს: “ავმაღლდეთ, ვიკითხოთ, მკითხველი მწერალზე დიდი კაცია”.
© “24 საათი”
Thursday, January 14, 2010
ქართული ლიტერატურა მსოფლიო ბაზარზე

ფრანკფურტიდან ჩამოტანილი იმედები
კოკა ჯიქია
ახალი არ არის, რომ ლიტერატურისა და ზოგადად, საგამომცემლო ინდუსტრიის საყურადღებო მოვლენებს შორის წიგნის ბაზრობებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტებისა თუ მკითხველებისათვის ყველაზე დიდი და ფართო სივრცეა, ყოველ წელს დათქმული დანიშნულების ადგილია, სადაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, სიახლეების, სამომავლო გეგმების, პრეზენტაციებისა და საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარებაა შესაძლებელი. ბაზრობა, როგორც წესი, ოქტომბერში იმართება, წელს 15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა ფრანკფურტმა ათასობით სტუმარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, გამონაკლისი არც 2008 ყოფილა - საერთო რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 299 112 სტუმარი ჰყავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის წელს საიუბილეო თარიღი იყო - 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანებულმა ორგანიზაციამ წიგნის ყოველწლიური ბაზრობის დაარსებას შეუწყო ხელი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები და ტრადიციები მკვიდრდებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კი - საპატიო სტუმრის მოწვევას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ბენეფისის სახით, 1976 წელს ჩაეყარა საფუძველი. თუ შარშან ბაზრობის ეპიცენტრში კატალონიური კულტურა იყო, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი თურქეთს ერგო. დევიზით - „ფერთა მომხიბვლელობა“ - აღმოსავლური სამყაროს ქვეყანამ 100-მდე გამომცემლობა წარმოადგინა ბაზრობაზე, აღინიშნა ასევე 350-მდე თარგმნილი თურქულენოვანი წიგნი. თურქ გამომცემლებსა და ავტორებს შორის, რომლებიც საპატიო სტუმრებად იყვნენ ფრანკფურტში მიწვეული, რა თქმა უნდა, ნობელიანტი ორჰან ფამუქიც იყო და ტრადიციისამებრ ლურჯ სავარძელში (Blaue Sofa) მოკალათებულმა თავის შემოქმედებაზე, კერძოდ კი ახალ წიგნზე ( „უდანაშაულობის მუზეუმი“ ), თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და ძვრებზე ისაუბრა. ლურჯი სავარძლიდან გაესაუბრნენ აუდიტორიას ასევე გიუნტერ გრასი, ინგო შულცე და უვე ტელკამპი - წლევანდელი ბუხნერის პრემიის ლაურეატი.
7 000-ზე მეტი გამომცემელი 100 ქვეყნიდან, 400 ათასამდე დასახელების საგამოფენო ერთეული - ამ რიცხვობრივი მონაცემებით ჩაიარა წლევანდელმა წიგნის ბაზრობამ. ისევე როგორც შარშან, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებისა და სტენდების გვერდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამომცემლო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ერთიორად გაზრდილმა ინტერესმა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისა და ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლებისაგან კონკრეტული წინადადებებიც მოგვიტანა - თანამედროვე ქართული მწერლობის ინგლისურენოვანი კატალოგებიდან განსაკუთრებული დაინტერესება რამდენიმე ავტორის რომანმა გამოიწვია (დავით ქართველიშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა თვარაძე, დათო ტურაშვილი), რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე ითარგმნოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წიგნის მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდეს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და არც თუ ისე მყარი გარანტიების მომცემია, მაგრამ პირველი - დაინტერესების ეტაპი - უკვე გადალახულია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ესტუმრნენ წელს ქართველი მწერლებიც - ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი, რომელთა ვიზიტიც ფრანკფურტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საზეიმო გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოსმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, აუდიტორიას წლევანდელი ღონისძიებების გეგმა-შინაარსი გააცნო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბეჭდური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალ კონკურენტზე - ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. თუ აქამდე CD-ფორმატით მიწოდებული ლიტერატურის პოპულარობის ზრდა შემაშფოთებელ ფაქტორად ითვლებოდა, ახლა უკვე, ბოსის თქმით, უკეთესიცაა წიგნების შინაარსის მოქცევა განსხვავებულ ფორმაში, მთავარია, რომ შინაარსი არ იცვლება და ფორმებს კი მხოლოდ საინტერესო სიახლეები, აღქმის განსხვავებული და აქამდე უცნობი ასპექტები მოაქვთ. თუმცა, ფრანკფურტის ბაზრობის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების მომძლავრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ შეცვლის თუ არა ორ ყდას შორის მოქცეულ პროდუქტებს კომპიუტერულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციები, ეს უბრალოდ პროცესია, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და ვიზრუნოთ, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული. 19 ოქტომბერს ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გერმანული საგამომცემლო ბიზნესის მშვიდობის პრემიის (Der Friedenspreis des Deutschen Buchhandels) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 25 ათასი ევრო ფრანკფურტის წმ. პავლეს სახელობის ეკლესიაში (Paulskirche) გერმანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანზელმ კიფერს გადაეცა. სწორედ 19 ოქტომბერს დაიხურა საგამოფენო პავილიონებიც და მაინზე გაშენებული მანჰეტენი წიგნების მოყვარულ მუდმივ, ძველ თუ ახალ სტუმრებს მომავალი წლის ოქტომბრამდე დაემშვიდობა.
სტატია დაიწერა 2008 წელს

Saturday, December 5, 2009
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002

საყვირი და ტაში
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002
ანა კორძაია-სამადაშვილი
ოქტომბრის დასაწყისში "24 საათის" დანართის, "წიგნების" გამოსვლა სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებს დაემთხვა, და ჩვენ ვეცადეთ მკითხველისთვის ამ ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვეთხრო. 13 ოტომბერს კი 2002 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა და ჩვენ კვლავ მას ვუბრუნდებით. თუმცა გერმანული პრესა ერთსულოვნად ამტკიცებს, წლევანდელ ბაზრობას აშკარად დეკადანსის ნიშნები ეტყობოდაო, გამომცემლები და დამთვალიერებლები მაინც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ - ფრანკფურტი მაინც ფრანკფურტია…
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულებას სტუმრებს, ტრადიციულად, ორი რამ ამცნობს: ჯერ საყვირის ხმა ისმის, შემდეგ კი უზარმაზარ დარბაზებში დარჩენილი ხალხი, რომელიც, ძირითადად, ბოლო დღეს უფასოდ დარიგებული წიგნების მოპოვებითაა დაკავებული, ტაშს უკრავს. სიმბოლურად ეს ორი ქმედება შესანიშნავად ეთავსება ერთმანეთს: წლევანდელი ბაზრობის დამთავრება მომავალი ბაზრობის დასაწყისის ნიშანია.
გერმანელმა ჟურნალისტებმა 2002 წლის ბაზრობის დასკვნით საყვირს "ეკონომიკური თვალსაზრისით ყმუილი" უწოდეს – მაინც წაკბინეს ევროს: "კრიზისი, რომელშიც წიგნის ბაზარი აღმოჩნდა, ეკონომიკური კრიზისითაა განპირობებული… თუმცა სტატისტიკური მონაცემები თითქოს პოზიტიური იყო, წიგნის კრიზისი აშკარად დაწყებულია, და ამის მიზეზი არამარტო საერთო ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ საზოგადოებრივი განწყობაც – მაგალითად, 11 სექტემბრის მოვლენების შედეგად მიღებული შოკიც," განაცხადა "შპიგელმა".
სად წიგნი და სად 11 სექტემბერი… მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერაფერი გამიგია, "შპიგელის" ავტორიტეტი ხომ ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი.
"ფრანკფურტის წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე ამერიკელი და ევროპელი ლიტერატორები ერთად გლოვობენ 11 სექტემბერს დაღუპულებს. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს განწყობა მაინც ყველა დარბაზში მძაფრად იგრძნობა," წერს "შპიგელი" ბაზრობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში (ციტირებული ქვეთავის სახელწოდებაა "ახალგაზრდა და მუნჯი?" – თურმე ახალგაზრდა ავტორებს პოლიტიკური თემები ნაკლებად აღელვებთ). სტატია ძირითადად ამერიკულ-ევროპული ერთობის ფრიად საორჭოფო საკითხებს ეძღვნება: რამდენად ევროპულია გერმანული გზა, რამდენად დასავლურია ამერიკული? რა აქვთ მათ საერთო? ამ საკითხებზე დაფიქრებას სთავაზობენ გერმანელი ინტელექტუალები ახალგაზრდა მოაზროვნეებს.
11 სექტემბრის თემა გერმანიაში საერთოდ დიდ პრობლემად იქცა. დღეს ის დაახლოებით ისეთივე სიმძაფრისაა, როგორიც გონებაჩამორჩენილებსა და ებრაელებთან დაკავშირებით "ეროვნული ცოდვის" განცდა. ეს უკანასკნელი კი უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. თავად განსაჯეთ:
12 ოქტომბერს, ბაზრობაზე, დარბაზში "დიმენზიონ", გაიმართა საუბარი მარსელ რაიხ-რანიცკისთან, სწორედ იმ ლიტერატურულ კრიტიკოსთან, რომლის "დაჩაგვრის" გამოც მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარტინ ვალზერი ანტისემიტად და ერის შემარცხვენლად იქნა წოდებული. საუბრის თემა იყო "კანონი – გერმანული ლიტერატურა. რომანები", ანუ "რა უნდა ვიკითხოთ".
თავად "კანონი" შემდეგში მდგომარეობს: სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მარტინ ვალზერის "კრიტიკოსის სიკვდილთან" დაკავშირებული სკანდალი ოდნავ მიწყნარდა, რაიხ-რანიცკი კი ერთიათად პოპულარული გახდა, წიგნის მაღაზიებში გაჩნდა "ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული რომანების" ოცტომეული, გამოცემული მარსელ რაიხ-რანიცკის მიერ. ეს სიამოვნება სულ რაღაც 149,90 ევრო ღირს.
ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოება ავტორს შემდეგი კითხვებით მიმართავდა: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს რომანები? რამდენად მისაღებია სადღეისოდ ასეთი ნორმატიული ნუსხის არსებობა? რაიხ-რანიცკი ერთობ მჭერმეტყველია და, ცხადია, მსმენელთა ნაწილის თავის სიმართლეში დარწმუნება შეძლო. ნაწილი კი კვლავ იმ აზრისა დარჩა, რომ გოეთესა და კაფკას გარდა სხვა, არანაკლებ ფასეული ლიტერატურაც არსებობს. მაგალითად, ლიტვური.
არამარტო გამომცემლები, არამედ "ჩვეულებრივი მოკვდავებიც" აღფრთოვანებით მიყვებოდნენ მსოფლიო წიგნის ბაზარზე ნაკლებად ცნობილი ლიტვური ლიტერატურის შესახებ - წელს ლიტვა ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იყო და ამიტომ მეტ-ნაკლებად სრულად შეძლო თავისი კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის წარდგენა. ჩემი "ინფორმატორები" კადნიერად ირწმუნებიან, რომ რაიხ-რანიცკის მიერ შემოთავაზებული წიგნების გარდა ამ ნაწარმოებების წაკითხვაც ღირს.
ლიტვური ლიტერატურის შესახებ უმჯობესია თავად იმსჯელოთ. თუმცა ქართველები თარგმანების სიმრავლეს ვერ დავიკვეხნით, ზედაპირული გაცნობისათვის ჟურნალ "არილის" ორი წლის წინანდელ ნომერს შემოგთავაზებდით, სადაც წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის სტუმრების ნაწარმოებებიცაა გამოქვეყნებული. ხოლო რაც ლიტვაში წიგნის საქმის განვითარებას შეეხება, თავად იმსჯელეთ:
პაწაწინა ლიტვაში, რომლის სახელმწიფო ენაც ლიტვურია (ანუ მომხმარებელი მხოლოდ ლიტველი შეიძლება იყოს), წიგნები არნახული რაოდენობით იყიდება. ბესტსელერების ტირაჟი 12-დან 20 ათასამდე აღწევს. ლიტვაში არსებობს 200-მდე "რეალური" გამომცემლობა (შედარებისთვის: საქართველოში – არაუმეტეს ათისა). მოკლედ, ლიტველებმა ფრანკფურტში დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პირად საუბარში ამის შესახებ ქართველმა გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა მიამბო.
ბაკურის აზრს წლევანდელი ბაზრობის შესახებ სავსებით ვენდობი: 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფრანკფურტში სოროსის ფონდის დახმარებით პირველი ქართული გამომცემელთა ჯგუფი გაემგზავრა (ირინა აბულაძე, ბაკურ სულაკაური, ოთარ ყარალაშვილი და გიორგი ბაგრატიონი), ის შემდგომაზე ყოველწლიურად მიემგზავრება ხოლმე ფრანკფურტში, არამარტო იმის გამო, რომ იქ ყოფნა მოსწონს (მაგალითად, ჩემსავით), არამედ იმის გამოც, რომ ბაზრობის მნიშვნელობა ზუსტად გაიგო – აქ საუკეთესო კონტაქტების დამყარების საშუალება არსებობს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართული წიგნის განვითარების საქმეში: ჩვენც ვისწავლეთ, ასე თუ ისე, სტრუქტურა შევქმენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გარდა საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში ფაქტობრივად არსად ვითარდება – სხვა თუ არაფერი, წიგნის მაღაზიები არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში გაყიდული წიგნების რაოდენობა ყოველწლიურად 100-150 პროცენტით იზრდება. თავად ბაკურის თქმით, თუ მომავალშიც ამ ტემპით განვაგრძეთ განვითარება, შესაძლოა, ათიოდე წლის შემდეგ ჩვენც მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა გავხდეთ.
მართლაც, სულ რაღაც ხუთი წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოში ოთხი თვის განმავლობაში (თან ზაფხულში) წიგნის 5000 ეგზემპლარი გაიყიდებოდა. ბაკურმა სიცილით მითხრა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, თორემ ამ საქმეს ხელს ნამდვილად არ მოვკიდებდიო. თუმცა, ასეთ სწრაფ წარმატებას არც ის ელოდა. ერთადერთი პრობლემა ალბათ ისაა, რომ ბაზრის გაძლიერებისთვის მრავალი, თუნდაც პატარა გამომცემლობების არსებობაა საჭირო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რამდენიმე გამომცემელი წელიწადში ათასობით დასახელების წიგნის გამოცემას შეძლებს.
ასე, წელს ქართულ სტენდზე მხოლოდ 100-მდე დასახელების წიგნი იყო გამოფენილი. 12 კვ. მეტრიანი სტენდი საკმაოდ უჩვეულო სანახავი ყოფილა – ორად გაყოფილი. ერთ ნაწილზე წიგნებს "ქართველ გამომცემელთა ასოციაცია" წარმოადგენდა, მეორეზე კი, რომელსაც "საქართველო" ეწერა – "ქართველ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია". ქართველები ხომ ერთობას ვერ ვუძლებთ. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ორი წლის წინათ ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო: სხვა განვითარებადი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ ბაზრობის ხარჯებით არცერთი გამომცემლის გამგზავრება არ შეგვიძლია. რატომ მოხდა ასე, დანამდვილებით ვერ გეტყვით, სამწუხარო კია.
წელს ფრანკფურტში ჩვენგან მხოლოდ სამი გამომცემელი იყო ჩასული – თინათინ დიდებულიძე, ლაშა ბერაია და ბაკურ სულაკაური. გამომცემელთა სიმცირე მათი პასიურობით განპირობებული არ ყოფილა – ზოგს ვიზის აღება გაუჭირდა, ზოგს პასპორტის გაკეთება დაუგვიანდა. ერთ-ერთი მიზეზი კი ყველას, ვინც ფრანკფურტს ბაზრობის დროს არ სწვევია, სასაცილოდაც შეიძლება ეჩვენოს: წლების განმავლობაში ქართველ გამომცემელთა "შემკედლებელი", მშვენიერი და იაფიანი პანსიონის მფლობელი ქ-ნი მარია-ელიზაბეტ რაინვალდი ავად გაგვიხდა და ლამის გამგზავრების წინა დღეს აღმოჩნდა, რომ ბაზრობის გამო სტუმრებით სავსე ფრანკფურტში სხვა თავშესაფრის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო…
მიუხედავად ყველაფრისა, ქართველები კვლავ ვიყავით მსოფლიოს უდიდეს წიგნის ბაზრობაზე და, იმედია, კვლავ წარმატებით. გარდა სხვა გამომცემლებისაგან ამა თუ იმ წიგნზე საავტორო უფლებების მიღებისა, ბაკურ სულაკაური ახლა ჩვენი ავტორების "გაყიდვის" თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვისზე ან რაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია. მე კი ვისურვებდი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართოს: ეს მხოლოდ ბაკურის კი არა, ალბათ მთელი საქართველოს გამომცემლების წარმატება იქნებოდა.
P.S. ცნობისთვის: გერმანული მედიები ერთხმად იძახიან, რომ წელს წიგნის ბაზარი ლიტერატურულმა აგენტებმა საბოლოოდ დაიპყრეს. ამ პროფესიის ხალხი სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს. გამომცემლობებს დაუფარავად ეშლებათ ნერვები: ლიტერატურული აგენტების ძირითადი სიხარული ხომ გამომცემლების ერთმანეთზე გადაკიდებაა. სამაგიეროდ, ავტორები ხარობენ – აგენტების წყალობით, ისინი გამომცემლებს ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ. კარგი პროფესიაა. იქნებ საქართველოშიც განვითარებულიყო?!
სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Posts (Atom)