Tuesday, July 15, 2008

მალხაზ ხარბედია



­­­­ერნსტ იუნგერის ბილიკებ­ზე

საბ­ჭო­თა კრი­ტი­კა ყო­ველ­­ვის დი­დი მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებ­და მმარ­­ველ­თა და­ვა­ლე­ბას - შე­ექ­­ნა მტრის ხა­ტი. ამ კამ­პა­ნი­ას "შე­­წი­რა" ერნსტ იუნ­გე­რიც, მე-20 სა­­კუ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ლო­სო­ფო­სი და მწე­რა­ლი. 1992 წლამ­დე მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა თით­­მის არ ით­არ­­­ნე­ბო­და რუ­სულ ენ­­ზე, სა­ქარ­­ვე­ლო­ში კი მას­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლიც კი არ და­ბეჭ­დი­ლა. ქარ­­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­­ვის დღემ­დე უც­ნო­ბი დარ­ჩა შე­მოქ­მე­დი, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი ით­­მა­შა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფი­­რი და მხატ­­რუ­ლი აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

"სუ­ლის ავ­ან­ტი­­რა", "უნ­­ვერ­სა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო" - ასე უწ­­დებ­­ნენ მის წიგ­ნებს და­სავ­ლეთ­ში, ჩვენ­ში კი იგი მი­ლი­ტა­რის­ტად, ან­ტი­ჰუ­მა­ნის­ტად, ნე­­ნა­ცის­ტად მო­ნათ­ლეს, მო­აზ­როვ­ნედ, ვინც "სი­ცოცხ­ლის ფი­ლო­სო­ფია" ფა­შიზ­მის სამ­სა­ხურ­ში ჩა­­ყე­ნა.

* * *

ერნსტ იუნ­გე­რი 1895 წლის 29 მარტს და­­ბა­და ქ. ჰა­­დელ­ბერ­­ში. მე­ოც­ნე­ბე, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლის­­ვის მი­­ღე­ბე­ლი იყო ის შეზ­ღუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შინ თუ გა­რეთ უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და მას, მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით შე­ეგ­­­ნო ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის თვა­ლის­მომ­­რე­ლი მომ­ხიბ­­ლე­ლო­ბა, გა­­გო ბუ­ნე­ბა­სა და ად­­მი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის არ­სი. 15 წლი­სა გა­ტა­ცე­ბით კითხუ­ლობ­და დოს­ტო­ევ­­კის რო­მა­ნებს, თხზავ­და მცი­რე ზო­მის ნა­წარ­მო­­ბებს. 18 წლის ას­აკ­ში კი მე­ამ­ბო­ხე, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ახ­ალ­გაზ­­და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და ალ­ჟი­რის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გან­ლა­გე­ბულ გერ­მა­ნი­ის არ­მი­ის ერთ-ერთ ლე­გი­ონ­ში და­იწყო სამ­სა­ხუ­რი. მაგ­რამ მის რო­მან­ტი­კულ ოც­ნე­ბას ჯერ გან­ხორ­ცი­­ლე­ბა არ ეწ­­რა (საქ­მე­ში მა­მა ჩა­­რია და იგი შინ და­აბ­რუ­ნეს), ამ­ის­­ვის სა­ჭი­რო იყო დი­დი, სე­რი­­ზუ­ლი გა­მოც­და, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის სა­ხით მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს. ფრონ­­ზე მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი 19 წლის იუნ­გე­რი სას­წა­­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­­დილს. და­მან­­რე­ველ­მა ომ­მა, ამ ომ­ში მი­ღე­ბულ­მა 14-მა ჭრი­ლო­ბამ (რის­­ვი­საც პრუ­სი­ის უმ­აღ­ლე­სი ჯილ­დო გა­და­­ცა) მას­ში ახ­­ლი ად­­მი­­ნი შვა, სა­კუ­თარ თავ­ში ახ­­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­­ჩი­ნა, ას­წავ­ლა "სტე­რე­ოს­კო­პუ­ლი ხედ­ვა", უნ­­რი, რო­მე­ლიც მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­უცხო­­ბის სა­შუ­­ლე­ბას იძ­ლე­­და. აქ­­დან იწ­ყე­ბა მი­სი ყა­რი­ბო­ბა, ამ წლებ­ში გა­იც­ნო იგი მსოფ­ლი­ომ, რო­გორც ნი­ჭი­­რი მწე­რა­ლი.

პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ფო­ლა­დის ქა­რიშ­­ლებ­ში" 1920 წელს გა­მო­ვი­და და ორ­­­დე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­­მის ყვე­ლა ევ­რო­პულ ენ­­ზე ით­არ­­­ნა. გან­­­ვა­ვე­ბით სხვა გერ­მა­ნელ მოღ­ვა­წე­თა­გან, პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში და­მარ­ცხე­ბა იუნ­გერს არ გა­ნუც­დია რო­გორც კა­ტას­­რო­ფა, გერ­მა­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის აღ­სას­რუ­ლი. სა­ლო­ნუ­რი პე­სი­მიზ­მის სა­პი­რის­პი­როდ, მას ეს ომი მი­აჩ­­და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­­ლი პრო­ცე­სის გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტად, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მნიშ­­ნე­ლო­ბით საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­­ზე მაღ­ლა იდ­გა. დღი­­რე­ბის სა­ხით და­წე­რილ წიგ­­ში იგი ომ­ის ყო­ველ­­ღი­­რო­ბის აღ­წე­რას­თან ერ­თად მის მის­ტი­კურ მხა­რე­ზე მი­­ნიშ­ნებ­და, აღ­­­რებ­და მის სტი­ქი­ურ, პირ­ველ­ყო­ფილ ბუ­ნე­ბას. ომი, ესაა "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნგრე­ვის პრო­ცე­სი", უნ­­ვერ­სა­ლუ­რი მო­დე­ლი, რო­მელ­შიც ად­­მი­­ნის­­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის არ­სი.

იუნ­გე­რი აზ­როვ­ნე­ბის ახ­ალ წესს ირ­ჩევს, კლა­სი­კუ­რი გერ­მა­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის იდ­­­ლებს ნიც­შე­სა და შპენ­­ლე­რის სიმ­ბო­ლო­თა სამ­ყა­რო­თი ცვლის, ცნე­ბით აზ­როვ­ნე­ბას კი - მი­თო­ლო­გი­­რი ხა­ტე­ბით. მი­სი წიგ­ნი "ომი, რო­გორც ში­ნა­გა­ნი გან­­და" (1922) ომ­ის სიღ­­მი­სე­­ლი გა­აზ­რე­ბაა და არა ძა­ლა­დო­ბის აპ­­ლო­გია. კრი­ტი­კულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ბურ­ჟუ­­ზი­­სა და 20-30-იანი წლე­ბის მმარ­­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მი­მართ, კი­დევ უფ­რო გა­აღ­­მა­ვა მას­ში "ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის", "ტო­ტა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის" (ასე ერქ­ვა სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც 1930 წელს და­­ბეჭ­და) აუც­­ლებ­ლო­ბის რწმე­ნა. ძველ­თუძ­ვე­ლე­სი "პრო­ფე­სია-მჭვრე­ტე­ლი", მის­­ვის დრო­მოჭ­მუ­ლი მი­თე­ბის და­საძ­ლევ იარ­­ღად იქ­ცა, თუმ­ცა იუნ­გე­რის ზო­გი­ერ­თი თვალ­საზ­რი­სი ნა­ცის­ტებ­მა მი­­სა­კუთ­რეს და იდ­­­ლო­გი­­რი სტე­რე­­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­­ვის გა­მო­­ყე­ნეს. 1932 წელს იუნ­გე­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო გახ­მა­­რე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­­რი ნაშ­რო­მი გა­მო­ვი­და - "მუ­შა, ბა­ტო­ნო­ბა და ხა­ტი", წიგ­ნი, რო­მე­ლიც ის­­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ნიც­შეს თხზუ­ლე­ბე­ბი, ვერ გა­­გეს, ვერ შე­­ფა­სეს. "მუ­შა" არ გა­ნა­სა­ხი­­რებს გარ­­ვე­ულ ფე­ნას, სო­ცი­­ლურ ჯგუფს ან კლასს, მას არ­­ნა­­რი კავ­ში­რი არა აქვს არ­სე­ბულ სო­ცი­­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­თან, იგი ყოვ­ლის­მომ­­ვე­ლი სიმ­ბო­ლოა, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი ხა­ტი, რო­მელ­მაც ახ­­ლი ცნო­ბი­­რე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბას­თან ერ­თად, ახ­­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბი უნ­და აამ­ოძ­რა­ვოს. "მუ­შა" - ესაა სი­ცოცხ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­­ლო­ბის უარ­ყო­ფა, ნიც­შე­სე­­ლი Amor Fati, მსხვერ­­ლი, რო­მელ­მაც ად­­მი­ანს უნ­და სძლი­ოს. მე­­რე სა­ხე, რო­მე­ლიც "მუ­შა­ზე" გამ­­ლე აღ­მოჩ­­და, "მე­­მა­რია", "სიკ­­დი­ლის ჟონ­­ლი­­რი", რო­გორც მას თა­ვად მწე­რა­ლი უწ­­დებს. მას­ზე მსჯე­ლო­ბას იუნ­გე­რი სო­ცი­­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის ჩა­მოთ­­ლით იწ­ყებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ფე­ნა­თა შო­რის საზ­­­რის მოშ­ლით, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა პრი­ვი­ლე­გი­­ბის შეზ­ღუდ­ვით ქრე­ბა ცნე­ბა "მე­­მარ­თა კას­ტა". ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა აღ­­რაა შე­­­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხის გარ­­ვე­­ლი ჯგუ­ფის მო­ვა­ლე­­ბა. პრი­ვი­ლე­გია, რო­მე­ლიც ად­რე პრო­ფე­სი­­ნალ მე­­მარს ეკ­უთ­­ნო­და, ახ­ლა ყვე­ლას მო­ვა­ლე­­ბად იქ­ცე­ვა, ყვე­ლა­სი, ვი­საც ხელ­ში იარ­­ღის და­ჭე­რა შე­უძ­ლია.

ეს წიგ­ნი ("მუ­შა...") იმ­თა­ვით­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი წრე­­ბის ყუ­რად­ღე­ბის ცენ­­­ში მო­ექ­ცა. მარ­ტინ ჰა­­დე­გერ­მა იგი თა­ვი­სი სე­მი­ნა­რე­ბის თე­მად აირ­ჩია 1939-40 სას­წავ­ლო წელს ფრა­­ბურ­გის უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში. ზოგ­მა კი იგი არ მი­­ღო, ნა­წილ­მა "ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის აპ­­ლო­გი­ის­­ვის", ნა­წილ­მა კი მი­სი­ვე აღ­სას­რუ­ლის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის­­ვის (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ფა­შის­ტურ­მა გა­ზეთ­მა "ფოლ­კი­შერ ბე­­ბახ­ტერ­მა"). 1967 წელს მარ­ტინ ჰა­­დე­გე­რი­სად­მი მი­წე­რილ ერთ-ერთ პი­რად წე­რილ­ში იუნ­გე­რი წერ­და: "წიგ­ნი, არ­სე­ბი­თად, მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩათ, ვერ შე­ამ­­ნი­ეს მას­ში გა­მოთ­­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი და პროგ­ნო­ზე­ბი", რო­მელ­თა აღს­რუ­ლე­ბა, თურ­მე წიგ­ნის გა­მოს­­ლი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ, 1933 წელს უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო.

ერნსტ იუნ­გე­რი­სა და ნა­ცი­­ნალ-სო­ცი­­ლის­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა, მაგ­რამ ერ­თი კი და­ნამ­­ვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, იგი ყო­ველ­­ვის თავს არ­­დებ­და ფა­შის­ტურ წრე­ებ­თან თა­ნამ­­რომ­ლო­ბას. ორ­ჯერ, 1927 და 1933 წელს, უარ­ყო რა­იხ­­ტა­გის დე­პუ­ტა­ტო­ბა ნა­ცი­­ნალ-სო­ცი­­ლის­ტუ­რი პარ­ტი­­დან, ხო­ლო მა­თი სა­თა­ვე­ში მოს­­ლის შემ­დეგ კი უარი გა­ნაცხა­და წი­ნა­და­დე­ბა­ზე, გამ­­და­რი­ყო გერ­მა­ნი­ის აკ­­დე­მი­ის წევ­რი (რო­მელ­შიც აღ­­რა­ვინ იყო მუნ­დირ­ში გა­მოწყო­ბილ "ხე­ლო­ვან­თა" გარ­და). თუმ­ცა, 1939 წელს იგი ვერ­მახ­ტის ოფ­იც­რად გვევ­ლი­ნე­ბა და მე­გო­ბარ­თა დახ­მა­რე­ბით პა­რიზ­ში ახ­ერ­ხებს დარ­ჩე­ნას სა­­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­­ლის შტაბ­ში. აქ პა­რი­ზის შე­მოქ­მე­დე­ბით ელ­­ტას უახ­ლოვ­დე­ბა: პი­კა­სოს, ბრაკს, კოკ­ტოს, სე­ლინს, გა­ლი­მარს და უერთ­დე­ბა შეთ­­მუ­ლი ოფ­იც­რე­ბის ჯგუფს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც 1944 წლის 20 ივ­ლი­სის შეთ­­მუ­ლე­ბას შე­­წი­რა. სწო­რედ ამ შეთ­­მუ­ლე­ბის­­ვის მზა­დე­ბა გახ­და მი­ზე­ზი იუნ­გე­რის "მივ­ლი­ნე­ბი­სა" კავ­კა­სი­­ში 1942-43 წლის ზამ­თარ­ში, გე­ნე­რალ-ფელ­­მარ­შალ ერ­ვინ რო­მე­ლის ბრძა­ნე­ბით. სა­­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მას ევ­­ლე­ბო­და, შემ­დე­გი იყო: გა­­გო, მზად­დე­ბო­და თუ არა მსგავ­სი შეთ­­მუ­ლე­ბა სტა­ლი­ნის წი­ნა­აღ­­დეგ საბ­ჭო­თა გე­ნერ­ლე­ბის მი­ერ და მზად იყო თუ არა რუ­სუ­ლი მხა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბის­­ვის, რა­თა ორ­­ვე ქვე­ყა­ნა­ში ტი­რა­ნია ერთ­­რო­­ლად დამ­ხო­ბი­ლი­ყო. იმ­ედ­გაც­რუ­­ბუ­ლი მწე­რა­ლი უკ­ან ბრუნ­დე­ბა, მუ­შა­ობს ახ­ალ წიგ­ნებ­ზე, ზე­დი­ზედ გა­მო­დის მი­სი "კავ­კა­სი­­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი", "მშვი­დო­ბა" (1945), "ენა და სხე­­ლის აგ­­ბუ­ლე­ბა" (1947), 1941-48 წლე­ბის დღი­­რე­ბი ("გა­მოს­ხი­ვე­ბა"), წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მობ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლად იქ­ცა იუნ­გე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

ომ­მა, ჰიტ­ლე­რის მა­გა­ლით­მა, მას და­­ნა­ხა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ჭეშ­მა­რი­ტი ბუ­ნე­ბა და და­არ­­მუ­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ბა­ში. ამ მსოფ­­­ხედ­ვე­ლობ­რივ ევ­­ლუ­ცი­­ზე მეტყ­ვე­ლებს რო­მა­ნი "ჰე­ლი­­პო­ლი­სიც" (1949), რომ­ლის ან­ტი­­ტო­პი­­რი სამ­ყა­რო თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცე­ვა, სამ­ყა­რო, რომ­ლის პროგ­რე­სი ეფ­ექ­ტუ­რი მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­­რე­ბის შექ­­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ რო­მან­ში ავ­ტო­რი ქუ­რუ­მია, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლის აჩრ­დი­ლებს მსხვერ­­ლად წი­რავს ახ­­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­­მი­­ნის და­ბა­დე­ბას: "თა­მაშ­მა უნ­და ამ­­წუ­როს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მხო­ლოდ მა­შინ შევ­­ლებთ შე­უძ­ლე­ბელს. ჩვენ ვე­ძებთ მათ, ვინც მარ­ცხი გა­ნი­ცა­და კა­ტას­­რო­ფა­ში. ვე­თან­­მე­ბით ზა­რა­ტუს­­რას მოძღ­­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ად­­მი­­ნი ზე­კაც­მა უნ­და ძლი­ოს. ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ მის მოძღ­­რე­ბას არა ეთ­­კუ­რი, არ­­მედ ის­ტო­რი­­ლი აუც­­ლებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი კი, ად­­მი­­ნის მი­ერ ზე­კა­ცის და­მარ­ცხე­ბაა, ბრძო­ლა, რო­მელ­შიც ად­­მი­­ნი უმ­აღ­ლეს ძა­ლა­უფ­ლე­ბას მო­­პო­ვებს".

სი­კე­თე ტკი­ვი­ლი­თა და შეც­დო­მე­ბით, და­ნა­შა­­ლი­თა და მსხვერ­­ლით მი­იღ­წე­ვა. დი­დი ად­­მი­­ნე­ბი დიდ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. მა­თი გა­აზ­რე­ბა კი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სა­ვა­ლი გზის საწყი­სია, გზი­სა, რო­მე­ლიც ყო­ველ­­ვის ტყე­ზე, ჩრდილ­ში გა­დის. იუნ­გე­რის "ტყის ბი­ლი­კი" (1951), ის­­ვე რო­გორც ნი­კო­ლა კუ­ზე­ლის "ვე­ლი", ან მარ­ტინ ჰა­­დე­გე­რის "თემ­შა­რა", "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის მო­ნიშ­­ნაა, რო­მე­ლიც მუ­დამ უნ­და გა­ნახ­­დეს", პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ ად­­მი­ანს შე­უძ­ლია იკ­ის­როს.

სიკ­­დი­ლამ­დე (გარ­და­იც­ვა­ლა 1998 წელს) რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე იუნ­გერ­თან ახ­­ლი სამ­ყა­როს დი­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მივ­ლენ, მაგ­რამ არა რო­გორც კე­ის­რე­ბი, არ­­მედ რო­გორც ხელ­გა­­ტე­ხა­ვი, ახ­ალ­ბე­და მო­წა­ფე­ნი ყა­რი­ბო­ბით დაღ­ლილ ზა­რა­ტუს­­რას­თან.

© “არილი”

Saturday, July 12, 2008

მაგდა კალანდაძე

დაგერხათ, ღორებო!


დი ბი სი პიერი, "ვერნონ გენიოს ლითლი", რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2006.


სანამ 2003 წლის "ბუკერის" ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა - მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა - პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა - DBC – Dirty But Clean (“ბინძური, მაგრამ სუფთა”). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ "ვერნონ გენიოს ლითლი" დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება - ბუკერის პრემია - 50 ათასი ფუნტი სტერლინგი - საკმაოდ "არაელიტურ" ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური - ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.
"ვერნონ გენიოს ლითლის" მოქმედება ტეხასში ხდება - ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული - საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის - როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად - ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე - ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა - მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში - რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.
რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი - ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე "კეთილისმსურველებიც" მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი - რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი "გმირები" არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია - მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან - ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: "მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე - შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ", - ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა... და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან "ღორები" მოითხოვენ და რისთვისაც იგივე "ღორები" ”ბუკერის” პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.


© ”ცხელი შოკოლადი”