Monday, January 28, 2008

ჰაინრიხ ბიოლი

ჩემი ნაღვლიანი სახე

გერმანულიდან თარგმნა
­­­­­­­­რუსუდან შამელაშვილ-ზექალაშვილ­მა


ნავ­სად­გურ­თან ვი­დე­ქი და თო­ლი­ებს გავ­ყუ­რებ­დი; ჩე­მი ნაღ­­ლი­­ნი სა­ხე თვალ­ში ეცა ერთ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც, ეტ­ყო­ბა, უბ­ან­ში შე­მოვ­ლა­ზე ბრძან­დე­ბო­და. მე მზე­რა­გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ავ­ყუ­რებ­დი მო­ლივ­ლი­ვე ჩი­ტებს, ხან ცა­ში რომ აიჭ­რე­ბოდ­ნენ, ხან კი ის­­რი­ვით და­ეშ­ვე­ბოდ­ნენ ნა­დავლს და­ხარ­ბე­ბუ­ლე­ბი. ნავ­სად­გუ­რი უკ­აც­რი­­ლი იყო: მომ­­ვა­ნო, ჭუჭყი­ან, მა­ზუ­თით მო­ზიმ­ზი­მე წყლის თავ­ზე ათ­ას­ნა­­რი ნა­ყარ­ნუ­ყა­რი ტივ­ტი­ვებ­და; გე­მე­ბი არ ჩან­და, ამ­წე­­ბი და­ჟან­გუ­ლი­ყო, საწყო­ბებს კედ­ლე­ბი ჩა­მორ­­ვე­­და. ეტ­ყო­ბა, სა­ნა­პი­როს შავ ნან­­რე­ვებ­ში ვირ­თხე­ბიც კი აღ­არ ბუ­დობ­­ნენ. რო­გორც ჩან­და, მრა­ვა­ლი წლის წი­ნათ გაწყ­ვე­ტი­ლი­ყო გა­რე­სამ­ყა­როს­თან ყო­ველ­­ვა­რი კავ­ში­რი.

თვა­ლი ერთ თო­ლი­ას და­ვად­გი და მის ფრე­ნას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ბო­რი­­ლებ­და მერ­ცხა­ლი­ვით, გა­ავ­­რე­ბას ალ­ღო­თი რომ გრძნობს; თო­ლია მხო­ლოდ ზოგ­ჯერ ბე­დავ­და ზე­ვით ჭყი­ვი­ლით აფ­რე­ნას მე­გობ­რებ­თან შე­სა­ერ­თებ­ლად. სურ­ვი­ლის სიტყ­ვი­­რად გა­მო­ხატ­ვა რომ შემ­­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად თო­ლი­­ბის­­ვის, ალ­ბათ პურს ვი­ნატ­რებ­დი, დავ­ფხ­­ნი­დი და ფრინ­ველ­თა უაზ­რო მოძ­რა­­ბას სა­მიზ­ნე წერ­ტილს და­ვუს­ვამ­დი, მი­სა­მართს გა­ვუ­ჩენ­დი. პუ­რის ნა­ტე­ხი ბო­ლოს მო­­ღებ­და აჭ­ყივ­ლე­ბუ­ლი თო­ლი­­ბის უთ­ავ­ბო­ლო სრბო­ლას; მე კი თით­ქოს მათ­ზე გა­მობ­მულ უხ­­ლავ თას­მებს ჩემ­­კენ მოვ­ქა­ჩავ­დი, თო­ლი­­ბი პუ­რის­კენ გა­მო­­შუ­რე­ბოდ­ნენ და მათ ამ უმ­იზ­ნო ფარ­ფატს გა­ვა­ერ­თი­­ნებ­დი, მაგ­რამ რა? მეც მათ­სა­ვით მში­­რი ვი­ყა­ვი, დაღ­ლი­ლი, თუმ­ცა კი ბედ­ნი­­რი, ჩე­მი ნაღ­­ლი­­ნო­ბის მი­­ხე­და­ვად, რად­გან კარ­გი იყო აქ ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩაწყო­ბი­ლი დგო­მა, თო­ლი­­ბის ცქე­რა და სა­კუ­თარ ნაღ­ველ­ში ჩა­ძირ­ვა.

უც­ებ, მხარ­ზე ოფ­­ცი­­ლუ­რი პი­რის ხე­ლი და­ეშ­ვა. ვი­ღა­ცის ხმამ მითხ­რა: "წა­მობ­­ძან­დით!" - თან ცდი­ლობ­და, მხრებ­ში ჩამ­ბღა­­ჭე­ბო­და და უხ­­შად შე­მო­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე. მე შევ­ყოვ­­დი, ხე­ლი მო­ვი­ცი­ლე და მშვი­დად ვუთხა­რი:

- თქვენ გი­ჟი ხართ!

- ამ­ხა­ნა­გო, - მითხ­რა ჯერ კი­დევ უჩ­­ნარ­მა, - მე გაფ­­თხი­ლებთ!

- ბა­ტო­ნო ჩე­მო... - მი­ვუ­გე.

- ბა­ტო­ნე­ბი აღ­არ არ­სე­ბო­ბენ, - წა­მო­­ძა­ხა გაბ­რა­ზე­ბით, - ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ­ხა­ნა­გე­ბი ვართ.

შემ­დეგ უფ­რო მო­მი­ახ­ლოვ­და, გვერ­დი­დან ამ­ომ­ხე­და, იძ­­ლე­ბუ­ლი გავ­­დი, თო­ლი­­ბის­­ვის მო­მეწყ­ვი­ტა ბედ­ნი­­რი მზე­რა და მის­­ვის ჩა­მე­ხე­და ყო­ჩაღ თვა­ლებ­ში: კა­მე­ჩი­ვით სე­რი­­ზუ­ლი ჩან­და, ჯი­­ტი, მო­ვა­ლე­­ბის მე­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­­ფე­რი გა­­გე­ბო­და.

- რა მი­ზე­ზით... - მინ­დო­და და­მეწყო.

- მი­ზე­ზი საკ­მა­რი­სია, - მითხ­რა, - თქვე­ნი ნაღ­­ლი­­ნი სა­ხე.

გა­მე­ცი­ნა.

- ნუ იც­­ნით! - მარ­­ლა გაბ­რაზ­და. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ მოწყე­ნი­ლო­ბი­სა­გან ჩა­მა­ჯინ­და-მეთ­ქი, რად­გან ირგ­­ლივ და­სა­ჭე­რი და კა­ნონ­დარ­­­ვე­ვი არ­­ვინ ჩან­და: არც არ­­რე­გის­­რი­რე­ბუ­ლი მე­ძა­ვი, არც გა­მობ­რუ­ჟუ­ლი მეზ­­ვა­­რი და არც ქურ­დი ან ცი­ხი­დან გა­მო­პა­რუ­ლი პა­ტი­მა­რი. მაგ­რამ ახ­ლა ვხე­დავ­დი, რომ საქ­მე არც ისე სა­სა­ცი­ლოდ მქონ­და: მარ­­ლა და­პა­ტიმ­რე­ბას მი­პი­რებ­და.

- წა­მომ­ყე­ვით!

- კი მაგ­რამ, რა­ტომ?! - ვკითხე მშვი­დად.

სა­ნამ აზრ­ზე მო­ვი­დო­დი, მარ­ცხე­ნა მა­ჯა­ზე წვრი­ლი ჯაჭ­ვი შე­მო­მახ­ვია და მივ­­­დი, ჩე­მი საქ­მე უკ­ვე წა­სუ­ლი იყო. უკ­­ნას­­ნე­ლად გავ­ხე­დე მო­ფარ­ფა­ტე თო­ლი­ებს, თვა­ლი მო­ვავ­ლე მშვე­ნი­ერ რუხ ცას და უც­ებ წყალ­ში გა­და­სახ­ტო­მად გა­ვი­წიე, რად­გან მეჩ­ვე­ნა, ამ ბლანტ, ჭუჭყი­ან წყალ­ში ჯობ­და და­მეხ­­ჩო თა­ვი, ვიდ­რე ვი­ღაც სერ­ჟანტს სად­მე მი­ვე­ძაღ­ლე­ბი­ნე, ან ის­ევ სა­ტუ­სა­ღო­ში ჩა­ვეგ­დე. მაგ­რამ პო­ლი­ცი­ელ­მა ისე მაგ­რად მომ­ქა­ჩა, რომ თა­ვი ვე­ღარ და­ვიძ­­რი­ნე.

- რა­ტომ! - კი­დევ ერთხელ ვკითხე.

- არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, რომ ბედ­ნი­­რი იყ­ოთ.

- მე ბედ­ნი­­რი ვარ! - წა­მო­ვი­ძა­ხე.

- მაგ­რამ თქვე­ნი ნაღ­­ლი­­ნი სა­ხე... - გა­და­აქ­ნია თა­ვი.

- მე­რე­და ეს კა­ნო­ნი ხომ სულ ახ­­ლია, - ვცა­დე შე­პა­სუ­ხე­ბა.

- ოც­და­თექ­­­მე­ტი სა­­თი­საა და ალ­ბათ იც­ით, რომ ყო­ვე­ლი კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­დის გა­მოცხა­დე­ბი­დან ოც­და­ოთხი სა­­თის შემ­დეგ.

- მაგ­რამ ამ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ ჯერ არ­­ფე­რი გა­მი­გია.

- სას­ჯე­ლი­სა­გან ეს ვერ და­გი­ცავთ. გუ­შინ­წინ გა­მო­აცხა­დეს რეპ­რო­დუქ­ტო­რე­ბით, ყვე­ლა გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­­და ინ­ფორ­მა­ცია და ის­­თებს, - ამ სიტყ­ვებ­ზე აგ­დე­ბით გად­მომ­ხე­და, - ის­­თებს, რომ­ლე­ბიც ყურს არ უგ­დე­ბენ რა­დი­ოს და არც გან­ცხა­დე­ბებს კითხუ­ლო­ბენ პრე­სა­ში, რა­­ხის ქუ­ჩებ­ში ჩა­მოყ­რი­ლი პროკ­ლა­მა­ცი­­ბით გა­­გე­ბი­ნეს. მა­შა­სა­და­მე, უკ­ვე ნა­თე­ლია ამ­ხა­ნა­გო, თუ სად გა­­ტა­რეთ ბო­ლო ოც­და­ოთხი სა­­თი!

წა­მათ­რია. მხო­ლოდ ახ­ლა ვიგ­­ძე­ნი, რომ ცი­­და - მე კი პალ­ტო არ მეც­ვა; მხო­ლოდ ახ­ლა შე­მა­წუ­ხა ნამ­­ვილ­მა შიმ­შილ­მა და კუ­ჭი ამ­იწ­რი­ალ­და; ახ­ლა­ღა მივ­­­დი, რომ და­­ბა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, გა­­პარ­სა­ვი, ჩა­მობ­რენ­ძი­ლი, და რომ არ­სე­ბობ­და კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყვე­ლა ამ­ხა­ნა­გი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო სუფ­თა, გა­პარ­სუ­ლი, ბედ­ნი­­რი და მაძღა­რი. მან იმ საფ­­თხო­ბე­ლა­სა­ვით გა­მიგ­დო წინ, ქურ­დო­ბა­ზე რომ წა­ას­­რეს და თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბი­სა და ფიქ­რე­ბის ად­გი­ლი - მინ­­­რის­პი­რი და­­ტო­ვე­ბი­ნეს. ქუ­ჩე­ბი ცა­რი­­ლი იყო; პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ­დე არც ისე შო­რი გზა გვე­დო. თუმ­ცა ვი­ცო­დი, და­სა­პა­ტიმ­რე­ბელ მი­ზეზს ის­­ნი შემ­დეგ­შიც გა­მო­მი­ძებ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ გუ­ლი მა­ინც და­მიმ­ძიმ­და, რო­ცა პო­ლი­ცი­ელ­მა მო­მა­ტა­რა ჩე­მი სი­ჭა­ბუ­კის­­რო­ინ­დე­ლი ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­თა მო­ნა­ხუ­ლე­ბა­საც თა­ვად ვა­პი­რებ­დი ნავ­სად­გუ­რის შემ­დეგ: ერთ დროს ლა­მა­ზი, მაგ­რამ მო­უვ­ლე­ლი, ბუჩ­­ნა­რი­­ნი ბა­ღე­ბი, ბა­ლა­ხით და­ფა­რუ­ლი გზე­ბი, ახ­ლა ის­ევ და­გეგ­მილ-მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და უჯ­რე­დე­ბად და­ყო­ფი­ლი იყო სა­მა­მუ­ლო ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც აქ ორ­შა­ბა­თო­ბით, ოთხ­შა­ბა­თო­ბი­თა და შა­ბა­თო­ბით სამ­წყობ­რო სი­­რულ­ში ვარ­ჯი­შობ­­ნენ.

მხო­ლოდ ცა და ჰა­­რი იყო იმდ­რო­ინ­დე­ლი, რო­ცა გუ­ლი ოც­ნე­ბე­ბით მევ­სე­ბო­და. გზა­ში, აქა-იქ, ზო­გი­ერთ ყა­ზარ­მის ტი­პის სა­როს­კი­პოს სა­ხელ­­წი­ფო ნი­შა­ნი გა­მო­­ფი­ნა იმ­ათ­­ვის, ვი­საც ოთხ­შა­ბა­თო­ბით უწ­ევ­და რი­გი ჰი­გი­­ნურ სი­ხა­რულ­თან ზი­­რე­ბი­სა. ეტ­ყო­ბა, ზო­გი­ერთ ლუდ­ხა­ნა­საც და­­ვა­ლეს და­სა­ლე­ვის აღმ­ნიშ­­ნე­ლი სიმ­ბო­ლოს - თუ­ნუ­ქის ლუ­დის კათხის გა­მო­კი­დე­ბა რა­­ხის ფე­რებ­ში - ღია და მუქ ხა­კის­ფერ ზო­ლებ­ში. ცხა­დია, სი­ხა­რუ­ლით აევ­სე­ბო­დათ გუ­ლი მათ, ვინც ოთხ­შა­ბა­თის მსმელ­თა სა­ხელ­­წი­ფო სი­­ში შე­იყ­ვა­ნეს და ამ დღეს მო­­წევ­დათ ლუ­დის და­ლე­ვა. ყვე­ლას, ვინც ქუ­ჩებ­ში გვხვდე­ბო­და, სა­ხე­ზე აშ­კა­რად გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით აეფ­­რე­ბი­ნა მუ­ყა­­თო­ბი­სა და გულ­მოდ­გი­ნე­ბის უტ­ყუ­­რი იერი, რაც, ალ­ბათ, პო­ლი­ცი­­ლის გა­მო­ჩე­ნით იყო გა­მოწ­ვე­­ლი. ყვე­ლა ნა­ბიჯს უჩ­ქა­რებ­და და მო­ვა­ლე­­ბით აღ­სავ­სე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას იღ­ებ­და; ქა­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­­ბი­დან გა­მო­დი­ოდ­ნენ, ცდი­ლობ­­ნენ, სა­ხე­ზე იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი აღ­­ბეჭ­დათ, რამ­დენ­საც მათ­გან ით­ხოვ­­ნენ. ზედ­მე­ტი სი­ხა­რუ­ლის გა­მომ­­ღავ­ნე­ბაც, შე­იძ­ლე­ბა, ირ­­ნი­ად და და­ცინ­ვად ჩა­ეთ­ვა­ლათ დი­­სახ­ლი­სის მო­ვა­ლე­­ბე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­­ბით სა­ხელ­­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შაკს კარ­გი ვახ­­მით უნ­და გა­მას­პინ­­ლე­ბო­და. ეგ იყო, ყვე­ლა მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გვიქ­ცევ­და გვერდს, რომ პი­რის­პირ არ შეგ­­ფე­თე­ბო­და. თუ­კი ქუ­ჩა­ში სად­მე სი­ცოცხ­ლის ნი­შან-წყა­ლი ჩან­და, ჩვე­ნამ­დე ოც ნა­ბიჯ­ში უკ­ვე ქრე­ბო­და. ყვე­ლა ცდი­ლობ­და, ჩქა­რა შე­სუ­ლი­ყო მა­ღა­ზი­­ში ან გვერ­­ზე გა­და­ეხ­ვია, ზო­გი ალ­ბათ უც­ხო სახ­­საც არ ერ­­დე­ბო­და და ში­შით იც­დი­და კარს უკ­ან, სა­ნამ ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა მიწყ­დე­ბო­და.

მხო­ლოდ ერთხელ, რო­ცა გზაჯ­ვა­რე­დინს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, შე­მოგ­­­­და ხნი­­რი კა­ცი, რო­მელ­შიც მა­შინ­ვე შე­ვი­ცა­ნი სკო­ლის პე­და­გო­გი; ის გვერდს ვე­ღარ აგ­ვივ­ლი­და და მას შე­დეგ, რაც დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ელს მი­­სალ­მა, სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბის ნიშ­ნად თვი­თონ და­ირ­ტყა თავ­ზე სამ­ჯერ ხე­ლის­გუ­ლი, სცა­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­­ბა - ანუ სამ­ჯერ შე­მა­ფურ­თხა სა­ხე­ში და შე­მამ­კო აუც­­ლე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლით: "მო­ღა­ლა­ტე ღო­რო!" კარ­გად და­მი­მიზ­ნა, მაგ­რამ ცხე­ლი დღე იყო, ეტ­ყო­ბა ყე­ლი გა­უშ­რა, რად­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წყალ­წყა­ლა შხე­ფი მომ­­­და, რი­სი მოწ­მენ­დაც - დე­ბუ­ლე­ბის დარ­­ვე­ვით - უნ­­ბუ­რად ვცა­დე სა­ხე­ლო­თი; ამ­ის გა­მო პო­ლი­ცი­ელ­მა პან­ღუ­რი ამ­­მარ­ტყა და მუშ­ტიც მო­მა­ყო­ლა ზურ­­ში, თან მშვი­დი ხმით და­­მა­ტა:

- პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი! - რაც იმ­ას ნიშ­ნავ­და, რომ შე­ეძ­ლო ეს­არ­გებ­ლა პო­ლი­ცი­­ლის უფ­ლე­ბით და გა­მო­­ყე­ნე­ბი­ნა დას­ჯის პირ­ვე­ლი მსუ­ბუ­ქი ფორ­მა. სკო­ლის პე­და­გო­გი ჩქა­რა გაგ­ვე­ცა­ლა. ისე კი ყვე­ლა ახ­ერ­ხებ­და ჩვენ­­ვის გზის აქ­ცე­ვას. მხო­ლოდ ერთ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით სა­ღა­მოს ტკბო­ბამ­დე, ყა­ზარ­მის ტი­პის სა­როს­კი­პოს­თან სუფ­თა ჰა­ერ­ზე გრილ­დე­ბო­და, ფერ­­­­თალ­მა, ფუმ­ფუ­ლა, ქე­რა ქალ­მა ნაჩ­ქა­რე­ვად გა­მო­მიგ­ზავ­ნა ჰა­­რო­ვა­ნი კოც­ნა, მეც მად­ლი­­რად გა­ვუ­ღი­მე. პო­ლი­ცი­ელ­მა თა­ვი მო­­კა­ტუ­ნა, ვი­თომ ვე­რა­ფე­რი შევ­ნიშ­ნეო: მა­თი მო­ვა­ლე­­ბაც კი იყო, ას­­თი ქა­ლე­ბის­­ვის თა­ვი­სუფ­ლად ქცე­ვის უფ­ლე­ბა მი­­ცათ, მა­შინ, რო­ცა ყვე­ლა სხვა ამ­ხა­ნაგს მსგავ­სი საქ­ცი­­ლის­­ვის, უეჭ­ვე­ლად მძი­მე სას­ჯელს აჰ­კი­დებ­­ნენ; ამ ქა­ლებს დი­დი წვლი­ლი შეჰ­ქონ­დათ ხა­ლი­სი­­ნი შრო­მი­თი გან­წყო­ბი­ლე­ბის შექ­­ნა­ში, ამ­­ტომ მათ თით­­მის ხელ­შე­­ხებ­ლად თვლიდ­ნენ. ეს იყო დათ­მო­ბა, რომ­ლის მნიშ­­ნე­ლო­ბა სა­ხელ­­წი­ფო ფი­ლო­სო­ფოს­მა, დოქტ. დოქტ. დოქტ. ბლა­­გოთ­მა სა­ხელ­­წი­ფო ფი­ლო­სო­ფი­ურ ჟურ­ნალ­ში ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნად მო­ნათ­ლა. ეს გზა­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში წა­მოს­­ლამ­დე ერ­თი დღით ად­რე წა­ვი­კითხე, ვი­ღაც გლე­ხის ეზ­­ში, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ვი­პო­ვე ჟურ­ნა­ლის რამ­დე­ნი­მე გვერ­დი, რო­მე­ლიც ერთ სტუ­დენტს - ალ­ბათ გლე­ხის ვაჟს - ენ­აკ­ვი­მა­ტი მი­ნა­წე­რე­ბით აეჭ­რე­ლე­ბი­ნა.

სა­ბედ­ნი­­როდ, მი­ვაღ­წი­ეთ გან­ყო­ფი­ლე­ბამ­დე და გა­ის­მა კი­დეც სი­რე­ნე­ბის ხმა, რაც ნიშ­ნავ­და, რომ ქუ­ჩე­ბი აივ­სე­ბო­და ათ­­სო­ბით ად­­მი­­ნით, ზო­მი­­რი ბედ­ნი­­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სა­ხე­­ბით, რად­გან ნაბ­­ძა­ნე­ბი იყო, სა­მუ­შა­ოს დამ­თავ­რე­ბის ძა­ლი­ან დი­დი სი­ხა­რუ­ლი არ გა­მო­ემ­­ღა­ნე­ბი­ნათ, ემ­ანდ ვინ­მეს არ ეფ­იქ­რა, მუ­შა­­ბა მძი­მე ტვირ­თად აწ­ევ­თო; სა­მა­გი­­როდ, სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბის წინ, სა­ყო­ველ­თაო აღ­ტა­ცე­ბა და სი­ხა­რუ­ლი უნ­და გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი­ყო.

ახ­ლა კი ათ­­სო­ბით ად­­მი­ანს ჩემ­­ვის უნ­და ჩა­­ფურ­თხე­ბი­ნა სა­ხე­ში. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­რე­ნის ხმა ნიშ­ნავ­და, რომ სა­მუ­შა­ოს დამ­თავ­რე­ბამ­დე ათი წუ­თი­ღა რჩე­ბო­და, სა­ხელ­­წი­ფოს იმდ­რო­ინ­დე­ლი მე­თა­­რის ლო­ზუნ­გის თა­ნახ­მად ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ბო­ლო ათი წუ­თი სა­ფუძ­­ლი­­­ნი და­ბა­ნი­სათ­ვის და­ეთ­მო - ბედ­ნი­­რე­ბა და სა­პო­ნი!

ამ უბ­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ბე­ტო­ნის ერ­თა­დერ­თი უბ­რა­ლო შე­ნო­ბის კა­რებს ორი ჯა­რის­კა­ცი იც­ავ­და, რო­მელ­თაც ჩემ­­ვის, რო­ცა ჩა­ვივ­ლი­დი, ჩვე­­ლებ­რი­ვი, "დამ­­ჯე­ლი ფი­ზი­კუ­რი ღო­ნის­ძი­­ბა" უნ­და ჩა­­ტა­რე­ბი­ნათ: მა­თაც მაგ­რად ჩამ­ცხეს სა­ფეთ­ქელ­ში მუშ­ტე­ბი და ბარ­ძაყ­ში მხეთ­ქეს პის­ტო­ლე­ტე­ბის ლუ­ლე­ბი, სა­ხელ­­წი­ფო კა­ნო­ნის (1) პრე­ამ­ბუ­ლის თა­ნახ­მად: "ყო­ვე­ლი პო­ლი­ცი­­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ყო­ველ აყ­ვა­ნილს (იგ­­ლის­­მე­ბა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი) და­უმ­­კი­ცოს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, გარ­და ამყ­ვა­ნი პო­ლი­ცი­­ლი­სა, რად­გან მას წი­ლად ერ­გო ბედ­ნი­­რე­ბა, და­კითხ­ვი­სას ჩა­­ტა­როს აუც­­ლე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი დამ­­ჯე­ლი ღო­ნის­ძი­­ბა". თვით სა­ხელ­­წი­ფო კა­ნო­ნი N1 კი ასე ჟღერ­და: "ყო­ველ პო­ლი­ცი­ელს შე­უძ­ლია და უნ­და და­სა­ჯოს ის, ვინც ჩა­­დი­ნა რა­­მე და­ნა­შა­­ლი. არც ერ­თი ამ­ხა­ნა­გი არ თა­ვი­სუფ­­დე­ბა სას­ჯე­ლი­სა­გან, თუმ­ცა არ­სე­ბობს ამ­ნის­ტი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა". ჩვენ გა­ვი­­რეთ გრძე­ლი ცა­რი­­ლი დე­რე­ფა­ნი, რო­მელ­საც დი­დი ფან­ჯა­რა ჰქონ­და; შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­­ღო კა­რი, ეტ­ყო­ბა, ამ­­სო­ბა­ში გუ­შა­გებ­მა რა­ცი­ით უპ­­ტა­კეს ჩვე­ნი მოს­­ლის შე­სა­ხებ, და იმ დღე­ებ­ში, რო­ცა ყვე­ლა ბედ­ნი­­რი იყო, ყო­ჩა­ღი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, თი­თო­­­ლი ცდი­ლობ­და, ხეხ­ვა-და­ბა­ნა­ში და­­ხარ­ჯა დღი­­რად მის­­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი საპ­ნის წი­ლი, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლის მიყ­ვა­ნა ნამ­­ვი­ლი მოვ­ლე­ნა იყო.

შე­ვე­დით თით­­მის ცა­რი­ელ ოთ­ახ­ში, სა­დაც იდ­გა მხო­ლოდ სა­წე­რი მა­გი­და ტე­ლე­ფო­ნით და ორი სა­ვარ­ძე­ლი. მე შუა ოთ­ახ­ში და­მა­ყუ­დეს; პო­ლი­ცი­ელ­მა ჩაფხუ­ტი მო­­ხა­და და დაჯ­და. ჯერ ხმას არ­­ვინ იღ­ებ­და, არ­­ფე­რი ხდე­ბო­და; ის­­ნი ყო­ველ­­ვის ასე იქ­ცე­ვი­ან; ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლია; ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ ჩა­მიც­ვივ­და ლო­ყე­ბი, დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მში­­რი, იმ ნაღ­­ლი­­ნი ბედ­ნი­­რე­ბის უკ­­ნას­­ნე­ლი კვა­ლიც კი გა­მიქ­რა, რად­გან ვი­ცო­დი, ჩე­მი საქ­მე წა­სუ­ლი იყო.

რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ უს­იტყ­ვოდ შე­მო­ვი­და უფ­­რუ­ლი აყ­ლა­ყუ­და კა­ცი, ხა­კის­ფორ­მი­­ნი უფ­რო­სი დამ­კითხ­ვე­ლი; ის უხ­მოდ დაჯ­და და შე­მომ­ხე­და.

- პრო­ფე­სია!

- უბ­რა­ლოდ, ამ­ხა­ნა­გი.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი!

- პირ­ვე­ლი, პირ­ვე­ლი, ცხრა­­სერ­თი, - ვთქვი.

- ბო­ლო საქ­მი­­ნო­ბა!

- პა­ტი­მა­რი.

ორ­­ვემ ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­და.

- რო­დის და სად გა­თა­ვი­სუფ­­დი?

- გუ­შინ, სახ­ლი N12, სა­კა­ნი 13.

- სად გა­გიშ­ვეს?

- დე­და­ქა­ლაქ­ში.

- მოწ­მო­ბა!

ჯი­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოწ­მო­ბა ამ­­ვი­ღე და მი­ვა­წო­დე. მან ის მი­­მაგ­რა მწვა­ნე ბა­რათ­ზე, რო­მელ­ზეც და­იწყო ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბის ჩა­მო­წე­რა.

- მა­შინ­დე­ლი ბრალ­დე­ბა!

- ბედ­ნი­­რი სა­ხე.

ერთ­მა­ნეთს გა­და­ხე­დეს.

- აგ­ვიხ­სე­ნით, - მითხ­რა უფ­როს­მა.

- მა­შინ, - ვუთხა­რი, - ერთ პო­ლი­ცი­ელს თვალ­ში ეცა ჩე­მი ბედ­ნი­­რი სა­ხე, იმ დღეს, რო­ცა ნაბ­­ძა­ნე­ბი იყო სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა - შე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს.

- სას­ჯე­ლის ხან­­­­ლი­ვო­ბა!

- ხუ­თი.

- რო­გორ იქ­ცე­­დით?

- ცუ­დად.

- მი­ზე­ზი?

- არ­­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მუ­შა­­ბა.

- მორ­ჩა!

შემ­დეგ უფ­რო­სი დამ­კითხ­ვე­ლი ად­გა, ჩემ­­კენ წა­მო­ვი­და და სა­მი წი­ნა კბი­ლი ჩა­მიმ­­­რია: ეს იყო ნი­შა­ნი იმ­­სა, რომ რე­ცი­დი­ვის­ტის იარ­ლი­ყი უნ­და მო­ეკ­რათ, გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მა, რა­საც არ ვე­ლო­დი. შემ­დეგ უფ­როს­მა დამ­კითხ­ველ­მა ოთ­­ხი და­ტო­ვა, შე­მო­ვი­და მსუ­ქა­ნი ყმაწ­ვი­ლი მუქ ხა­კის­ფერ ფორ­მა­ში: ყვე­ლამ ცე­მა და­მიწყო: დამ­კითხ­ველ­მა, მთა­ვარ­მა დამ­კითხ­ველ­მა, დამ­კითხ­ვე­ლის უფ­როს­მა, ბრალ­­დე­ბელ­მა და გა­ნა­ჩე­ნის გა­მომ­ტან­მა. ამ­ას გარ­და, ამყ­ვან­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­მი­ტა­რა ყვე­ლა დამ­­ჯე­ლი ღო­ნის­ძი­­ბა, რა­საც კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და... და მათ მო­მი­სა­ჯეს ათი წე­ლი ჩე­მი ნაღ­­ლი­­ნი სა­ხის გა­მო. ახ­ლა კი უნ­და ვე­ცა­დო, სა­ერ­თოდ აღ­არ მქონ­დეს სა­ხე, თუ გა­ვუ­ძე­ლი ათი წე­ლი ამ სა­ყო­ველ­თაო ბედ­ნი­­რე­ბი­სა და საპ­ნის ხა­ნას...

© ”არილი”

No comments: