Wednesday, January 30, 2008

რო­მენ რო­ლა­ნი (უოლტ უიტმენის შესახებ)

­­"ფარული სუ­ლი"


უიტ
­მე­ნის რე­ლი­გია კონ­ცენ­­რი­რე­ბუ­ლია ერთ სიტყ­ვა­ში, რო­მე­ლიც ინ­დუ­რი სუ­ლის მუ­სი­კა­სა­ვით ხმი­­ნებს: იგ­­ვე­­ბა. ყო­ველ­წა­მი­­რი იგ­­ვე­­ბა სი­ცოცხ­ლის ყვე­ლა ფორ­მას­თან. გან­ხორ­ცი­­ლე­ბუ­ლი ერ­თი­­ნო­ბის უშ­­­ლო­ბა და იმ­ის ღრმა რწმე­ნა, რომ ყო­ვე­ლი წა­მი და ყო­ფი­­რე­ბის უმ­ცი­რე­სი ატ­­მიც კი მა­რა­დი­­ლია.

რო­გორ და­­უფ­ლა უიტ­მენს ას­­თი რწმე­ნა? ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ მას ოდ­ეს­მე წა­­კითხოს ინ­დუ­რი წიგ­ნე­ბი. რო­ცა 1856 წლის ნო­ემ­ბერ­ში ტო­რომ უთხ­რა, შე­ნი "ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბი" აღ­მო­სავ­ლურ პო­­მებს მა­გო­ნებს, ხომ არ იც­ნობ რო­მე­ლი­მე მათ­გან­სო, უიტ­მენ­მა კა­ტე­გო­რი­­ლი "არ­­თი" უპ­­სუ­ხა. და ჩვენ სა­ბა­ბი არა გვაქვს ამ­­ში და­ეჭ­ვე­ბი­სა: ის ცო­ტას კითხუ­ლობ­და და არ უყ­ვარ­და ბიბ­ლი­­თე­კე­ბი და წიგ­­ზე გაზ­­დი­ლი ხალ­ხი. იგი ერთხე­ლაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რამ­დე­ნად სწო­რი იყო კონ­კორ­დის ვიწ­რო წრე­ში შექ­­ნი­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა იმ­ის თა­­ბა­ზე, რომ მი­სი მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა აზ­­ურ მოძღ­­რე­ბებს უახ­ლოვ­დე­ბა. ყო­ველ­­ვის, რო­ცა თა­ვის ჰო­მე­რო­სი­სე­ულ ჩა­მოთ­­ლებ­ში ინ­დო­­თის სა­ხე შე­მო­აქვს, გა­მოთ­­მა­თა უკ­­დუ­რე­სი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს საგ­ნის არ­ცოდ­ნის სა­­კე­თე­სო დას­ტურს...

მით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შეძ­ლო მან, თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბის (ასპ­რო­ცენ­ტი­­ნი ამ­­რი­კე­ლის) საზ­­­რე­ბი­დან გა­უს­­ლე­ლად თა­ვის­და­­ნე­ბუ­რად გა­მო­­ხა­ტა ვე­დან­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სი. აკი ეს მსგავ­სე­ბა ემ­ერ­სო­ნის წრი­დან არ­­ვის გა­მოჰ­პარ­ვია, არც თვი­თონ ემ­ერ­სონს, ავ­ტორს ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხუმ­რო­ბი­სა: "ბა­ლა­ხის ფოთ­ლე­ბი" მე მა­გო­ნებს "ბჰა­გა­ვატ გი­ტას" და "ნიუ-იორკ ჰე­რალ­დის" ნა­ზავ­სო.

რა პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნ­და მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, უიტ­მე­ნი თა­ვი­სი რა­სის ში­ნა­გა­ნი არ­სი­დან, ამ რა­სის რე­ლი­გი­­რი მემ­­ვიდ­რე­­ბი­დან გა­მო­დი­­და. მა­მის მხრივ, მი­სი ოჯ­­ხი კვა­კე­რიზ­მის მე­მარ­ცხე­ნე ფრთას ეკ­უთ­­ნო­და... ეს, ყო­ველ­­ვა­რი ეკ­ლე­სი­ის­გან და კრე­დო­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დი­ვი­დუ­­ლის­ტე­ბი რე­ლი­გი­ის არსს ში­ნა­გან ნა­თელ­ხილ­ვა­სა და "უს­იტყ­ვო ექს­ტაზ­ში" ხე­დავ­­ნენ. ას­ეთ ზნე­ობ­რივ წი­ნას­წარ­გან­წყო­ბას უკ­ვე ბავ­­ვო­ბი­დან­ვე ხე­ლი უნ­და შე­ეწყო უიტ­მე­ნი­სათ­ვის გა­მო­­მუ­შა­ვე­ბი­ნა მის­ტი­კუ­რი თვით­და­უნ­ჯე­ბის ჩვე­­ლე­ბა. და მას ბუ­ნე­ბი­სა­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და რა­ღაც­ნა­­რი ხარ­ბი ამთ­ვი­სებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც აიძ­­ლებ­და მსოფ­ლიო ზვრე­ბი­დან არა მარ­ტო ტან­­ვი­სა და ნე­ტა­რე­ბის მტევ­ნე­ბი ეკ­რი­ფა ჩვე­­ლებ­რივ მოკ­­დავ­თა მსგავ­სად, არ­­მედ მეყ­სე­­ლად ყვე­ლა მის მი­ერ ხი­ლულ საგ­ნად გარ­დას­ხე­­ლე­ბუ­ლი­ყო. მან ეს იშ­ვი­­თი თვი­სე­ბა აღ­წე­რა თა­ვის ერთ გან­საც­ვიფ­რე­ბელ პო­­მა­ში "შე­მოდ­გო­მის ნა­კა­დუ­ლე­ბი". პირ­­მინ­და ინს­ტინ­­ტის მსგავ­სად, გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად, მთე­ლი სამ­ყა­რო მის­­ვის ობ­­ექ­ტი კი არ იყო, არ­­მედ სუ­ბი­ექ­ტი, - იყო თვი­თონ ის... და ეს უმ­აღ­ლეს ექს­ტაზს, ბჰაქ­ტა­­­გას მიმ­დე­ვარ­თა ყვე­ლა­ზე თავ­და­ვიწყე­ბულ სა­მად­ჰის გავ­და.

აქ ჩვენს წი­ნა­შეა ვე­დან­ტიზ­მი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის ტი­პი­­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ეს მიდ­რე­კი­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­სა და ყვე­ლა ეპ­­ქა­ში ად­­მი­­ნის სუ­ლის თვი­სე­ბას წარ­მო­ად­გენს და სრუ­ლი­­დაც არ არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ერ­თი ქვეყ­ნის რე­ლი­გი­­რი მოძღ­­რე­ბის სის­ტე­მას­თან, რო­გორც ამ­ას შეც­დო­მით ვა­რა­­დობს ზო­გი­ერ­თი ინ­დო­­ლი ვე­დან­ტის­ტი. ას­ეთ­ნა­­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა ფა­რუ­ლი სა­ხით ყველ­გან არ­სე­ბობს, ყო­ვე­ლი კა­ცის გულ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ითქ­მის დიდ ხე­ლო­ვან­თა შე­სა­ხებ, რო­მელ­თა არ­სე­ბა­ში არა მარ­ტო აირ­ეკ­ლე­ბა, არ­­მედ ხორცს ის­ხამს მთე­ლი სამ­ყა­რო.

რა უც­ნა­­რია, რომ ეს რწმე­ნა არ შე­­ჯა­ხა ვი­ვე­კა­ნან­დას რწმე­ნას! იგი უნ­და გა­ნეც­ვიფ­რე­ბი­ნა მთელ რიგ მო­­ლოდ­ნელ შეხ­ვედ­რებს, დი­დად მკვეთ­­სა და და­ჟი­ნე­ბულს უიტ­მენ­თან, მა­გა­ლი­თად, მის უაღ­რე­სად მტკი­ცე რწმე­ნას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ პი­როვ­ნე­ბა "ტრი­ლი­­ნი წლე­ბის წი­აღ" მოგ­ზა­­რობს და რომ გა­მუდ­მე­ბუ­ლი "გარ­დას­ხე­­ლე­ბი­სას" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა წი­ნა არ­სე­ბო­ბის წა­გებ-მო­გე­ბა. იგი უნ­და გა­ნეც­ვიფ­რე­ბი­ნა "ატ­მან-ბრაჰ­მა­ნის" შე­სა­ბა­მის ორ­მაგ "მე"-ს, რო­მელ­თა­გან არ­ცერთს არა სურს ქე­დი მო­იდ­რი­კოს მე­­რის წი­ნა­შე, "მა­­ას ბა­დეს", რო­მელ­საც ის გლეჯს, რა­თა ფარ­თო ჭუჭ­რუ­ტა­ნე­ბი­დან ღვთის მო­ელ­ვა­რე თვა­ლი იხ­­ლოს...

უიტ­მენს ვი­ვე­კა­ნან­დას­თან ან­­თე­სა­ვებ­და პი­როვ­ნულ თვი­სე­ბა­თა ზო­გი­ერ­თი მხა­რე. ის ზვი­­დი ქედ­მაღ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბას რთავ­და ღმერ­თის­­ვის გა­­ტო­ლე­ბი­ნა თა­ვი ("არ­­ვინ, თა­ვად ღმერ­თიც კი, არ ნიშ­ნავს კა­ცის­­ვის უფ­რო მეტს, ვიდ­რე თვი­თო­ნაა"). მშვი­დო­ბი­­ნო­ბის მტრის და შერ­კი­ნე­ბის მო­სურ­ნე გუ­ლო­ვა­ნი ქშატ­რი­ის მე­ომ­რუ­ლი სუ­ლის­­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც არა თუ უკრ­თის, პი­რი­ქით, თვი­თონ მო­უხ­მობს ხი­ფათს და სიკ­­დილს. და ბო­ლოს, სა­ში­ნე­ლის ის კულ­ტი, ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში მოგ­ზა­­რო­ბი­სას ვი­ვე­კა­ნან­დას პირ­ქუშ აღ­სა­რე­ბებს რომ გვა­გო­ნებს ("ჩე­მი­­ნე­ბად მი­მაჩ­ნი­ხართ. თქვენ - სა­ზა­რე­ლო, მუ­ქა­რით სავ­სე ჩვე­ნე­ბა­ნო").

და მა­ინც, ნათ­ლად ვხე­დავ, რა არ მო­­წო­ნე­ბო­და უიტ­მენ­ში ვი­ვე­კა­ნან­დას: ეს არ­­ბუ­ნებ­რი­ვი ნა­ზა­ვი "ნიუ-იორკ ჰე­რალ­დი­სა" და "გი­ტა­სი", რო­მელ­მაც ემ­ერ­სო­ნის ას­­თი ღი­მი­ლი გა­მო­იწ­ვია, ეს მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ჟურ­ნა­ლიზ­მი, ეს იაფი, ლექ­სი­კო­ნე­ბი­დან ამ­ოკ­რე­ფი­ლი ერ­­დი­ცია, ეს ცო­ტა არ იყ­ოს, ბაზ­რუ­ლი მორ­თუ­ლო­ბა წვე­რო­სა­ნი ნარ­ცი­სი­სა, ეს მე­ტის­მე­ტი კმა­ყო­ფი­ლე­ბა თა­ვი­სი თა­ვით და თა­ვი­სი ხალ­ხით, ეს დე­მოკ­რა­ტი­­ლი ამ­­რი­კა­ნიზ­მი, ბალ­ღუ­რი ამ­­­­ბა და სარ­კის წინ ფრთა­გაშ­ლი­ლი ვულ­გა­რიზ­მი, - ყვე­ლა­ფერ ამ­ას დი­დი ჰინ­დუ­სის არ­ის­ტოკ­რა­ტი­­ლი ათ­ვა­ლის­წუ­ნე­ბა უნ­და გა­მო­ეწ­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იდ­­­ლიზ­მის მა­კომ­­რო­მე­ტი­რე­ბელ სი­ახ­ლო­ვეს "მე­ტაფ­სი­ქი­კის" სა­ეჭ­ვო გა­სარ­თო­ბებ­თან - სპი­რი­ტიზ­­თან, მოჩ­ვე­ნე­ბებ­თან და სხვ., რაც ჭი­რის­­ღე­სა­ვით სძაგ­და ვი­ვე­კა­ნან­დას...

მაგ­რამ მი­ვა­გებთ რა სა­კად­რის ად­გილს ვი­ვე­კა­ნან­დას გვერ­დით, მა­ინც მო­ვე­რი­დე­ბით ამ­­რი­კა­ზე უიტ­მე­ნის გავ­ლე­ნის გა­და­მე­ტე­ბულ შე­ფა­სე­ბას. მა­სა­თა ამ ჰო­მე­როს­მა ვერ შეძ­ლო მა­სებ­ში შეღ­წე­ვა. ამ­­რი­კა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დი­­დი ბე­დის მა­უწყე­ბე­ლი ეს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი კვდე­ბო­და გა­­გე­ბა­რი, ახ­­ლი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­­ბის მი­ერ შე­უმ­­ნე­ვე­ლი. ღვთა­ებ­რი­ვი სა­შუ­­ლო­­ბის ამ მგა­ლო­ბელს იყ­ვა­რებ­­ნენ და თაყ­ვანს სცემ­­ნენ მხო­ლოდ ხე­ლო­ვან­თა რჩე­­ლი წრე­­ბი და ამ­ას­თან, უფ­რო მე­ტად ინგ­ლი­სე­ლე­ბი, ვიდ­რე ამ­­რი­კე­ლე­ბი. მაგ­რამ ას­­თია ბე­დი ყვე­ლა წი­ნა­მორ­ბე­დი­სა და ამ­ის გა­მო ის­­ნი სუ­ლაც არ არ­­ან უფ­რო ნაკ­ლებ ჭეშ­მა­რი­ტი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ხალ­ხე­ბი­სა, თუნ­დაც რომ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა მათ არ აღ­­­რებ­დეს. მათ­ში დრო­ზე ად­რე თა­ვი­სუფ­­დე­ბა სიღ­­მი­სე­­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­­მი­ან­თა მა­სა­შია და­ფა­რუ­ლი და რო­მელ­საც ეს მა­სა თვი­თონ­ვე თრგუ­ნავს. უიტ­მე­ნი იყო გე­ნი­­ლუ­რი წი­ნა­მორ­ბე­დი იმ ფა­რუ­ლი სუ­ლი­სა, რო­მელ­საც ეძ­­ნა (სავ­სე­ბით არც ახ­ლაა გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი) მის­­ვის მშობ­ლი­­რი ხალ­ხის ოკ­­­ნი­სე­ულ სიღ­­მე­ებ­ში.

© ”არილი”

No comments: