დალი კუპრავა
დაგვიანებული, მაგრამ კარგი მეგობარი
"საბავშვო ენციკლოპედია". ჯეინ ელიოტი და კოლინ კინგი. ქართული გამოცემა. თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა",2002 წელი.
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე "ენციკლოპედიური განათლება" შინაარსით დატვირთული და რეალისტური გამოთქმა იყო. დღეს კი, როგორც ამბობენ, ინფორმაციულ ოკეანეს მხოლოდ კომპიუტერი თუ გადასერავს, ადამიანს მხოლოდ ცოდნის მინიმუმი და ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევები სჭირდება.
საქართველო ჯერ არც ისე ციფრულია და მკითხველიც ქართულენოვანი ენციკლოპედიებით არც ისე განებივრებული, რომ ორმოცწლიანი შესვენების შემდეგ ქართული საბავშვო ენციკლოპედიის გამოსვლა არ გვიხაროდეს.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა ჯეინ ელიოტისა და კოლინ კინგის "საბავშვო ენციკლოპედია". წიგნის ქართული თარგმანი ანა ჭაბაშვილსა და ნოდარ ლადარიას ეკუთვნით.
საბავშვო ენციკლოპედია ფერადია და უხვად ილუსტრირებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ილუსტრაცია, სურათი, როგორც ცნობილია, კიდევ უფრო აძლიერებს აღქმას და ინფორმაციის სრულ ათვისებას ეხმარება.
ენციკლოპედიას წინ უძღვის შინაარსობრივი და ბოლოვდება ანბანური თუ საგნობრივი სარჩევით. თუ ბავშვი მოინდომებს ზოგადად მეცნიერების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მან მე-100 გვერდიდან 116-ე გვერდამდე უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ მას აინტერესებს უდაბნო, მაშინ სარჩევის შესაბამისად მე-2, მე-19 და 56-ე გვერდებს მიმართავს.
შინაარსი ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ჩვენი პლანეტა, ბუნება, ისტორია, ადამიანები და მეცნიერება. რაც შეეხება დანართს, მასში არანაკლებ საჭირო და
საინტერესო ინფორმაციაა მოთავსებული: აქ გვესაუბრებიან სრულიად ბუნებრივ ძალებზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ისეთ "გაბუნებრივებულ" საგნებზე, როგორიცაა მტვერსასრუტი, ქურები, აბაზანა თუ საკერავი მანქანა.
ენციკლოპედია ესაუბრება მკითხველს, ტექსტის ინტონაცია ქმნის განცდას, რომ წიგნი მხოლოდ "შენ" გიხსნის და განდობს ამბავს, რაც კარგი ტონია ბავშვისთვის განკუთვნილი წიგნისთვის, არა აქვს მნიშვნელობა თვითონ კითხულობს, თუ სხვა უკითხავს.
შინაარსის და ფორმის მიხედვით წიგნი რეკომენდირებულია მცირე საბავშვოასაკიდან
ადრეთინეიჯერულამდე, როგორც ახლა მოიხსენებენ 13-14 წლის მოზარდებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსმა თინეიჯერებმა არ უნდა გადაშალონ, თუ აინტერესებთ.
ენციკლოპედიიდან შეიტყობთ თუ როდის და როგორ ცეკვავენ ფუტკრები, როგორ ნადირობდნენ ადამიანები მამონტზე, ან რატომ იყიდება აუქციონზე ნივთები ძვირად...
ერთი სიტყვით, ეკვატორიდან დაწყებული ყველაფერს შევიტყობთ, მათ შორის იმასაც, რომ ცხოველთა უმეტესობა ფერებს ვერ არჩევს და კორიდაზეც ხარს წითელი ნაჭერი კი არა, მხოლოდ მისი რხევა აბრაზებს.
ერთადერთი, რაც შეიძლება უსურვო ქართველ ბავშვებს, რომ მალე ორიგინალური ქართული საბავშვო ენციკლოპედია შეადგინონ და გამოსცენ ქართველმა ავტორებმა და გამომცემლებმა.
© “წიგნები – 24 საათი”

No comments:
Post a Comment