არილი

Friday, August 30, 2013

შე­ი­მას ჰი­ნი – სიტყ­ვის ერთ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა



ელ­ი­ო­ტის მე­მო­რი­ა­ლუ­რი ლექ­ცი­ე­ბი­დან (1986)

რი­ჩარდ ელ­მა­ნის სიტყ­ვე­ბი იეიტ­სის შე­სა­ხებ, ნე­ბის­მი­ერ სე­რი­ო­ზულ პო­ეტს ეხ­ე­ბა: "მი­სი მი­ზა­ნია გვაჩ­ვე­ნოს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია უხ­ე­ში ძა­ლის გარ­დაქ­მ­ნა და თავ­გან­წირ­ვა...ჩვე­ნი "წარ­მო­სახ­ვი­თი" "მე"-სთვის, რო­მე­ლიც სხვა საწყა­უ­ლით იზ­ო­მე­ბა და ბევ­რით აღ­ე­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ფერ იმ­ას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პი­რო­ბი­თო­ბე­ბი მო­ითხო­ვენ ად­ა­მი­ა­ნის­გან. თუ­კი ტან­ჯ­ვა ჩვე­ნი ხვედ­რია, უკ­ე­თე­სია ჩვენ­ვე შევ­ქ­მ­ნათ სამ­ყა­რო, სა­დაც და­ვი­ტან­ჯე­ბით და ხში­რად ას­ეც ვიქ­ცე­ვით ხოლ­მე: გმი­რე­ბი - ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, შე­მოქ­მედ­ნი - შეგ­ნე­ბუ­ლად, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად".
ნე­ბის­მი­ე­რი პო­ე­ტი ასე თუ ისე ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ მო­დელს მის­დევს. მათ შო­რის ის წე­სი­ე­რი ავ­ტო­რე­ბიც, ვინც გა­ურ­ბის მა­ღალ­ფარ­დო­ვან სიტყ­ვას, პა­ტივს ცემს ენ­ის დე­მოკ­რა­ტი­ას და ან მეტყ­ვე­ლე­ბის ტო­ნით, ან­დაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რო­ბით გვაჩ­ვე­ნებს, რომ მზად არ­ის იმ ად­ა­მი­ა­ნე­ბის მხა­რე და­ი­კა­ვოს, ვინც სკეპ­ტი­კუ­რად აფ­ა­სებს პო­ე­ზი­ის უფ­ლე­ბას, იყ­ოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე. პო­ე­ზია თვით­კ­მა­რი რე­ა­ლო­ბაა, ეს ფაქ­ტია. და რამ­დე­ნად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლა­დაც არ უნ­და მი­აჩ­ნ­დეს პო­ეტს თა­ვი იმ­ის­თ­ვის, რა­თა და­ნებ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი, მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დ­ვი­ლის ზე­წო­ლას, ერ­თი რამ მა­ინც ცხა­დია - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერთ­გუ­ლე­ბა პო­ე­ზი­ი­სად­მი აუც­ი­ლე­ბე­ლი წყა­როა და პი­რო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მხატ­ვ­რუ­ლი მოვ­ლე­ნი­სა.
აი, რა­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე დღეს ელ­ი­ზა­ბეტ ბი­შო­პის ერ­თი ლექ­სის - "თევ­ზ­სა­შე­ნის ფარ­დუ­ლებ­თან" - შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი. მას­ში ხე­დავ, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი, თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის უძ­ლე­ვე­ლი ვნე­ბით აღტ­კი­ნე­ბუ­ლი, იძ­უ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა უარი თქვას ჩვე­ვებ­ზე და და­შორ­დეს აუდ­ი­ტო­რი­ას. ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის მიღ­მა ბი­შოპ­თან მუ­დამ იდ­გა არა პირ­მოთ­ნე­ო­ბა, არ­ა­მედ პა­ტი­ვის­ცე­მა მათ მი­მართ, ვინც უხ­ერ­ხუ­ლად გრძნობს თავს პო­ე­ტურ თავ­კერ­ძო­ბას­თან შე­ხე­ბი­სას. რო­გორც წე­სი, იგი ხმას არ იმ­აღ­ლებს, რა­თა არ ჩა­ახ­შოს ძლივს გა­სა­გო­ნი მი­სამ­ღე­რი - ვთქვათ, ზღვის­პი­რა სას­ტუმ­რო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის ჩუ­მი სა­უ­ბა­რი სა­უზ­მი­სას. ბი­შო­პი არ აბ­ეზ­რებს თავს პუბ­ლი­კას ამ­ო­უ­წუ­რა­ვი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი კითხ­ვით - ოს­ვენ­ცი­მის მე­რე იქ­ნებ დუ­მი­ლი ჯობ­დე­სო პო­ე­ზი­ას და თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის ხე­ლოვ­ნე­ბის პრი­ვი­ლე­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეჭ­ვე­ბი, ას­ეთ კითხ­ვა­ში რო­მაა და­ფა­რუ­ლი.
სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ელ­ი­ზა­ბეტ ბი­შო­პი მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბით გან­წყო­ბი­ლია სჯე­რო­დეს სიტყ­ვის ერთ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის - პო­ე­ტის თავ­გან­წირ­ვის ფა­სად. იგი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, არ­ას­დ­როს არ­ა­ფერს იკ­ვეხ­ნის და ზრდი­ლო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. ზრდი­ლო­ბა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სხვე­ბის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გუ­ლის­ხ­მობს, ის­ე­ვე რო­გორც ამ სხვა­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც. პო­ე­ტი მო­ითხოვს პა­ტი­ვი სცენ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას, ამ სიტყ­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი, ფარ­თო და თავ­და­პირ­ვე­ლი აზ­რით - აზ­რით, რო­მე­ლიც გა­ნუყ­რე­ლად თან ახ­ლავს პი­როვ­ნე­ბას თუ სა­განს, რად­გა­ნაც ის­ი­ნი ბუ­ნებ­რი­ვად ახ­ა­სი­ა­თე­ბენ მათ. გარ­და ამ­ი­სა, ელ­ი­ზა­ბეტ ბი­შო­პი გარ­კ­ვე­ულ სიმ­კაც­რეს გუ­ლის­ხ­მობს და წინ მი­უძღ­ვის ის­ეთ ზმნებს, რო­გო­რი­ცაა "შეჰ­ფე­რის", "ხამს" და ა.შ. მოკ­ლედ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ლექ­სე­ო­ბის ერთ-ერ­თი ატ­რი­ბუ­ტის სა­ხით ზრდი­ლო­ბა საზ­ღ­ვ­რებს მო­ხა­ზავს და მთე­ლი პო­ე­ტუ­რი ქმე­დე­ბის მას­შ­ტაბს გან­საზ­ღ­ვ­რავს. იგი თავს იდ­ებს მეტყ­ვე­ლე­ბის მარ­თ­ვას.
მაგ­რამ ელ­ი­ზა­ბეტ ბი­შო­პი პო­ე­ზი­ა­ში არ­ამ­ხო­ლოდ ზრდი­ლო­ბას აღ­ი­ა­რებს და ცნობს. მან ას­ე­ვე აიღო თა­ვის თავ­ზე ჭვრე­ტის მო­ვა­ლე­ო­ბაც. ჭვრე­ტა მას ჩვე­უ­ლე­ბად ექ­ცა - მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს ბერ-მო­ნაზ­ვ­ნურ, ჰოპ­კინ­სი­სე­ულ დაკ­ვირ­ვე­ბას ვი­გუ­ლის­ხ­მებთ თუ სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ, ყო­ველ დღე გან­მე­ო­რე­ბად ქმე­დე­ბას. მარ­თ­ლაც, მჭვრე­ტე­ლი თით­ქოს ამშ­ვი­დებს, ათ­ვი­ნი­ე­რებს თავს და თუ­კი უწ­ევს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ხი­ლულ გა­რე­მოს, მხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რა­თა სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი და­იც­ვას, ჩრდილ­ში დარ­ჩეს, არ გა­მოჩ­ნ­დეს. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ თა­ვი­სი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი წიგ­ნის სა­თა­უ­რი ბი­შოპ­მა ძვე­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ტი­ტუ­ლო ფურ­ც­ლი­დან აიღო - "გე­ოგ­რა­ფია III კლა­სის­თ­ვის". ამ­ით იგი თით­ქოს ხაზს უს­ვამს თა­ვი­სი ლექ­სე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პრო­ზას შო­რის არ­სე­ბულ მსგავ­სე­ბას, რო­მე­ლიც დე­ტა­ლე­ბი­სად­მი თა­ვი­სი ყუ­რად­ღე­ბით, აწ­ო­ნილ-და­წო­ნი­ლი კლა­სი­ფი­კა­ცი­ე­ბი­თა და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლით სამ­ყა­როს­თან მყარ და გა­მოკ­ვე­თილ ურ­თი­ერ­თო­ბებს ამკ­ვიდ­რებს. წიგ­ნის ეპ­იგ­რა­ფი­დან ჩანს, რომ პო­ე­ტი თავს აიგ­ი­ვებს სიტყ­ვე­ბი­სა და საგ­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბის ამ პირ­ვე­ლად, ნა­ცად ხერ­ხებ­თან:
"რა არ­ის გე­ოგ­რა­ფია? დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის აღ­წე­რა.
რა არ­ის დე­და­მი­წა? პლა­ნე­ტა ან ზე­ცი­უ­რი სხე­უ­ლი, რო­მელ­ზეც ვცხოვ­რობთ.
რა ფორ­მი­საა დე­და­მი­წა? მრგვა­ლი, ბურ­თი­სე­ბუ­რი.
რის­გან შედ­გე­ბა მი­წის ზე­და­პი­რი? წყლის­გან და ხმე­ლე­თის­გან".
პო­ე­ზი­ას, რო­მე­ლიც ას­ე­თი კა­ტე­ხიზ­მუ­რი ფორ­მუ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს, ხილ­ვე­ბი­სა და ეპ­ი­ფა­ნი­ე­ბის წვდო­მა, რა თქმა უნ­და, აკრ­ძა­ლუ­ლი აქვს და "თევ­ზ­სა­შე­ნის ფარ­დუ­ლე­ბიც" მარ­თ­ლაც უზ­უს­ტე­სი აღ­წე­რით იწ­ყე­ბა, რო­მე­ლიც აირ­ეკ­ლავს იმ­ას, თუ რო­გორ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შე­მო­დის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო პო­ე­ტის ნა­თელ და მშვიდ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში:
ცი­ვა დღეს სა­ღა­მოს,
მო­ხუ­ცი კი თა­ვი­სას არ იშ­ლის,
თევ­ზ­სა­შე­ნის ერთ-ერთ ფარ­დულ­ში
ჩა­მომ­ჯ­და­რა და ბა­დეს წნავს.
ბინ­დ­ში ბა­დე თით­ქ­მის არ ჩანს -
თალ­ხი, შავ-წით­ლად ნაქ­სო­ვი
- მხო­ლოდ გა­ლე­უ­ლი მა­ხა­თი თუ იელ­ვებს ხოლ­მე.
ჰა­ერ­ში თევ­ზის ის­ე­თი სუ­ნი ტრი­ა­ლებს,
რომ სუნ­ქ­თ­ვა ჭირს და თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლი მომ­დის.
ფარ­დუ­ლი ხუ­თია - დახ­რი­ლი, წვე­ტი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვე­ბით - საწყო­ბე­ბამ­დე
ვიწ­რო, ნა­რან­დი ფიც­რით ნა­ჭე­დი ბი­ლი­კია გა­დე­ბუ­ლი
ურ­ი­კე­ბის­თ­ვის.
ყვე­ლა­ფე­რი ვერ­ცხ­ლის­ფ­რად ბრწყი­ნავს:
ზღვა - ზო­მი­ე­რად რომ ღე­ლავს, თით­ქოს აშ­ხე­ფე­ბას აპ­ი­რებ­სო -
მქრქა­ლი და ბინ­დის­ფე­რია;
ქვა­ფე­ნი­ლის, ომ­ა­რე­ბით სავ­სე კას­რე­ბის,
შიშ­ველ კლდე­ებს შო­რის გა­ფან­ტუ­ლი ან­ძე­ბის ვერ­ცხ­ლი კი
შიგ­ნი­დან ან­ა­თებს,
რო­გორც ზღვე­ბის­კენ მიქ­ცე­უ­ლი ძვე­ლი, ზურ­მუხ­ტის­ფე­რი ხავ­სით და­ფა­რუ­ლი სახ­ლე­ბი.
თევ­ზის დი­დი კას­რე­ბი ქა­შა­ყის ულ­ა­მა­ზე­სი ქერ­ც­ლით შე­მო­სი­ლა,
ქერ­ც­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი ურ­ი­კე­ბიც,
მბზინ­ვა­რე, მო­ლივ­ლი­ვე ჯავ­შან­ში სხე­დან
და ქინ­ქ­ლე­ბის ფუს­ფუს­ში ინ­ა­ბე­ბი­ან.
სახ­ლებს მიღ­მა, და­ბალ ფერ­დობ­ზე, ცვრით და­ნა­მულ ბა­ლახს გას­ც­დე­ბი თუ არა
ხის ძვე­ლი კა­რი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ალ­აგ-ალ­აგ დამ­ს­კ­და­რი,
გრძე­ლი, შე­თეთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლუ­რე­ბით
და ჟან­გით შეჭ­მუ­ლი რკი­ნის ნა­წი­ლებ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი
სევ­დი­ა­ნი ლა­ქე­ბით (მიმ­ხ­მარ სისხლს რომ ჰგავს).
მო­ხუ­ცი გაწ­ვ­დილ "ლა­ქი სთრა­იქს" იღ­ებს.
იგი პა­პა­ჩემ­თან მე­გობ­რობ­და.
ვამ­ბობთ, რომ მხა­რე­ში ხალ­ხი გა­მო­ი­ლია, ბევ­რი წა­ვი­და,
ქა­შა­ყებ­ზე ვსა­უბ­რობთ, სხვა თევ­ზებ­ზეც
და ბარ­კა­სის გა­მო­ჩე­ნას ვე­ლით.
ტან­საც­მე­ლი და სა­ხე­ლო­ე­ბი მთლად ქერ­ც­ლით უბრ­წყი­ნავს მო­ხუცს:
იგი ჩვე­ნი მხა­რის სი­ა­მა­ყე­სა და მშვე­ნე­ბას ფხეკს,
ურ­იცხ­ვი თევ­ზის ქერცლს ფხეკს შა­ვი, ალ­ე­სი­ლი ძვე­ლი და­ნით.
ქვე­მოთ, ზღვას­თან,
იმ ად­გი­ლას, სა­დაც ბარ­კა­სე­ბი დგე­ბი­ან ხოლ­მე, გრძე­ლი ფერ­დო­ბი მო­ჩანს,
წყლის ვერ­ცხ­ლით მო­ჭე­დილ ზე­და­პირს ერთ­ვის.
რუხ ქვებ­ზე სა­მი მო­რია გა­დე­ბუ­ლი,
ერთ­მა­ნე­თის­გან ოთ­ხი-ხუ­თი ფუ­ტის და­შო­რე­ბით.
ირგ­ვ­ლივ ღრმა, ან­კა­რა და ცი­ვი წყვდი­ა­დია,
სტი­ქია, სა­დაც ვერ იც­ხოვ­რებს ხმე­ლე­თის ბი­ნა­და­რი,
იქ მხო­ლოდ თევ­ზე­ბი და სე­ლა­პე­ბი სახ­ლო­ბენ... ერთ სე­ლაპს ვიც­ნობ კი­დეც.
სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად ვხე­დავ­დი, ნა­პირ­თან მო­დი­ო­და ხოლ­მე.
მე მე­ლო­დე­ბო­და.
მუ­სი­კით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი,
ჩემ­სა­ვით სრუ­ლი ჩაღ­რ­მა­ვე­ბა უყ­ვარ­და,
და მეც ერთხელ ბაპ­ტის­ტუ­რი ჰიმ­ნე­ბი ვუმ­ღე­რე,
"ღმერ­თი - ჩვე­ნი სა­ი­მე­დო ბურ­ჯია".
ად­გილ­ზე გა­შეშ­და და დიდ­ხანს თვალს არ მა­ცი­ლებ­და,
თა­ვი გა­და­აქ­ნია.
შემ­დეგ გაქ­რა, ტალ­ღებს შე­ე­რია და ის­ევ გა­მოჩ­ნ­და
ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც ჩაყ­ვინ­თა და თით­ქოს მხრე­ბი აიჩ­ე­ჩა,
აქ­ა­ო­და, ეგ რა ჩე­მი საქ­მეაო.
ირგ­ვ­ლივ ღრმა, ან­კა­რა და ცი­ვი წყვდი­ა­დია,
სუფ­თა, ნაც­რის­ფე­რი, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი წყა­ლი... ზე­მოთ კი, ჩვენს უკ­ან,
ფეს­ვ­მა­გა­რი, მე­დი­დუ­რი ნაძ­ვე­ბი დგა­ნან,
მო­ცის­ფ­რო ხე­ე­ბი თა­ვი­ან­თი გა­ნუყ­რე­ლი ჩრდი­ლე­ბით:
დგას მი­ლი­ო­ნი სა­შო­ბაო ნაძ­ვი და შო­ბას ელ­ის.
წყა­ლი კი თით­ქოს რუხ ქვებს შო­რის გა­მო­ე­კი­და.
და მეც ძვე­ლე­ბუ­რად გავ­ყუ­რებ ზღვას
სა­დაც ქვებს შო­რის ნა­ზი და უხ­ა­ლი­სო ჭავ­ლე­ბი მო­ჩანს,
ქვე­ბის თავ­ზე კი ყი­ნუ­ლო­ვა­ნი დუ­მი­ლი სუ­ფევს,
ქვე­ბის თავ­ზე და უფ­რო მაღ­ლაც, მთელ სამ­ყა­რო­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­რინ­დუ­ლა, ყი­ნუ­ლო­ვან დუ­მილს მო­უ­ცავს.
საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ხე­ლი ჩაჰ­ყო მას­ში,
და მყის­ვე იგრ­ძ­ნობ მის ძა­ლას,
ძვლებ­ში ყრუ ტკი­ვი­ლი და­გივ­ლის და ხე­ლიც და­ი­ფერ­ფ­ლე­ბა,
თით­ქოს ეს წყა­ლი სა­ხეც­ვ­ლი­ლი ცეცხ­ლი იყ­ოს,
რო­მე­ლიც იწ­ვის, შთან­თ­ქავს ქვებს თა­ვი­სი რუ­ხი, ბნე­ლი ცეცხ­ლის ალ­ით.
მხო­ლოდ ენა შე­ა­ხე და ჯერ სიმ­წა­რეს იგრ­ძ­ნობ, შემ­დეგ სიმ­ლა­შეს,
ბო­ლოს კი მთლად და­გიწ­ვავს პირს მი­სი სიმ­ხურ­ვა­ლე.
ალ­ბათ იგ­ი­ვეა ჩვენ­თ­ვის ცოდ­ნაც:
ბნე­ლი, მლა­შე და ან­კა­რა,
სხარ­ტი და თავ­ნე­ბა.
იგი სამ­ყა­როს ამ­ოვ­ტა­ცეთ მტკი­ცე, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ხა­ხი­დან,
გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მკერ­დი­დან ამ­ო­ვიყ­ვა­ნეთ.
და ეს ცოდ­ნა მა­ლე­ვე გვის­ხ­ლ­ტე­ბა ხე­ლი­დან,
შემ­დეგ კი ის­ევ წა­ვე­ტა­ნე­ბით ხოლ­მე - და რად­გა­ნაც იგი ის­ტო­რი­უ­ლია -
მა­ინც გაგ­ვირ­ბის, მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რჩე­ბა.
ჩვენს წი­ნა­შე - ყვე­ლა­ფერ სხვას­თან ერ­თად - დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი პო­ე­ტუ­რი წარ­მო­სახ­ვის შე­ნე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­ი­ელ­ვებს, რო­მე­ლიც ებრ­ძ­ვის გი­გან­ტუ­რი ნახ­ტო­მის გა­კე­თე­ბის გა­უ­ნე­ლე­ბელ სურ­ვილს, ვერ ბე­დავს და ბო­ლოს და ბო­ლოს, მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი უყ­ოყ­მა­ნოდ აკ­ე­თებს ამ ნახ­ტომს. წე­რის ძუნ­წი, თავ­და­დე­ბუ­ლი, სა­ოც­რად და­ძა­ბუ­ლი მა­ნე­რა ლექ­სის ლა­მის ორ მე­სა­მედ­ში ჩვენს ყუ­რად­ღე­ბას გა­რე სამ­ყა­რო­ზე მი­მარ­თავს, სა­სა­უბ­რო ენა არ იშ­უ­რებს წვრილ­მა­ნებს, ყო­ფი­თი, პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო დი­დი სით­ბო­თია აღ­წე­რი­ლი. მო­ხუ­ცი პა­პაც კი გა­მოჩ­ნ­დე­ბა. და მა­ინც, ეს უძ­ვე­ლე­სი სამ­ყა­რო დრო­დად­რო გა­მო­ცოცხ­ლ­დე­ბა ხოლ­მე თევ­ზის ქერ­ც­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბით, მწვა­ნე ბა­ლა­ხის ბი­ბი­ნი­თა და ქინ­ქ­ლე­ბის ფუს­ფუ­სით. ხა­ტი­დან ხა­ტამ­დე, დე­ტალ-დე­ტალ, ერ­თი დაკ­ვირ­ვე­ბა მე­ო­რეს ერწყ­მის და სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე თუ ხედ­ვის სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან სამ­ყა­რო ჩვენს თვალ­წინ ნელ-ნე­ლა სუნ­თ­ქ­ვას იწ­ყებს, ცოცხ­ლ­დე­ბა. იგრ­ძ­ნო­ბა სის­ტე­მა­ტუ­რი ხედ­ვა, ფეხ­ზე მყა­რად მდგო­მი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი, რო­მელ­საც მზე­რა ჯერ ზღვა­ზე გა­და­აქვს, შემ­დეგ კი თევ­ზი­ან კას­რებ­ზე და მო­ხუც­ზე. მთხრო­ბე­ლის ხმაც თა­მა­მად ჟღერს, იგი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია და არ ინთ­ქ­მე­ბა სა­კუ­თარ არ­სე­ბა­ში, ჩანს საგ­ნე­ბი­სად­მი გო­ნი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლაფ­რის ზუს­ტად აღ­წე­რის სურ­ვი­ლი. ეს არც ქო­ში­ნია და არც უს­ი­ცოცხ­ლო ბუტ­ბუ­ტი, იგი პი­რამ­დე სავ­სეა, ზღვა­სა­ვით, რო­მე­ლიც ზო­მი­ე­რად ღე­ლავს "თით­ქოს აშ­ხე­ფე­ბას აპ­ი­რებ­სო" და უეც­რად, მარ­თ­ლაც შე­ირ­ხე­ვა, შხე­ფებს აყ­რის:
ირგ­ვ­ლივ ღრმა, ან­კა­რა და ცი­ვი წყვდი­ა­დია,
სტი­ქია, სა­დაც ვერ იც­ხოვ­რებს ხმე­ლე­თის ბი­ნა­და­რი,
იქ მხო­ლოდ თევ­ზე­ბი და სე­ლა­პე­ბი სახ­ლო­ბენ... ერთ სე­ლაპს ვიც­ნობ კი­დეც.
დაკ­ვირ­ვე­ბის ჩვე­ვა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, გა­მო­რიცხავს ხილ­ვა­თა ჩა­რე­ვას. და მა­ინც, იგი თავს იჩ­ენს, რიტ­მუ­ლი ზე­აღ­ს­ვ­ლა გვაფ­რ­თხი­ლებს: ახ­ლა რა­ღაც მოხ­დე­ბა... თუნ­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით. სა­სა­უბ­რო ტო­ნი ქრე­ბა, მაგ­რამ ამ დროს ვხე­დავთ სა­ი­ქი­ოს მო­ცი­ქუ­ლი­ვით თუ ზღვის კლო­უ­ნი­ვით მოვ­ლე­ნილ სე­ლაპს, რო­მე­ლიც გაწ­ბი­ლე­ბუ­ლია მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბის საც­დუ­რით. და მა­ინც, სე­ლა­პი სას­წა­უ­ლის­კენ მიგ­ვიძღ­ვის, უც­ნა­ურ­თან ზი­ა­რე­ბის ნიშ­ნად აღ­იქ­მე­ბა: იგი სიღ­რ­მე­ში იმ­ა­ლე­ბა, თან ით­რევს ლექ­ს­საც და ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო მო­მენ­ტ­ში იდ­უ­მა­ლე­ბით მო­სავს მას. ბო­ლოს და ბო­ლოს, სე­ლა­პი ხომ მარ­ტო გა­რე­სამ­ყა­რო­თი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა და, რა თქმა უნ­და, არც პო­ეტს შეშ­ვე­ნის ამგ­ვა­რი საქ­ცი­ე­ლი, იგი ხომ "სრუ­ლი ჩაღ­რ­მა­ვე­ბის მომ­ხ­რეა".
ეს არ ნიშ­ნავს, რომ გა­რე­სამ­ყა­როს, ად­ა­მი­ა­ნუ­რი ერთ­გუ­ლე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის, "ლა­ქი სთრა­ი­ქი­სა" და სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. უბ­რა­ლოდ, მას სხვა, უხ­ი­ლა­ვი და სა­ში­ში ძა­ლა უხ­მობს და ით­რევს; ესაა აზ­რის სამ­ყა­რო, შე­მეც­ნე­ბის ნე­ბა, რო­მე­ლიც აშ­ო­რებს ად­ა­მი­ანს სე­ლა­პებ­სა და ქა­შა­ყებს, სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­ა­რა ტო­ვებს, მარ­ტო, პა­პი­სა და მო­ხუ­ცის გა­რე­შე.
იგი ბე­დის­წე­რი­სა და მოკ­ვ­და­ვო­ბის სხი­ვით გა­ნა­თე­ბულ სა­ნა­პი­რო­ზე დგას. შე­მეც­ნე­ბის­კენ ლტოლ­ვას პო­ე­ტი მყის­ვე სა­უ­კუ­ნე­ებს მიღ­მა მი­უძღ­ვე­ბა, სოკ­რა­ტემ­დელ­თა მოკ­რ­ძა­ლე­ბულ, მთრთოლ­ვა­რე სიბ­რ­ძ­ნემ­დე და იგი უეც­რად ხე­დავს წყლის ამ სტი­ქი­ის და­სა­ბა­მი­ე­რო­ბას:
საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ხე­ლი ჩაჰ­ყო მას­ში,
და მყის­ვე იგრ­ძ­ნობ მის ძა­ლას,
ძვლებ­ში ყრუ ტკი­ვი­ლი და­გივ­ლის და ხე­ლიც და­გე­ფერ­ფ­ლე­ბა,
თით­ქოს ეს წყა­ლი სა­ხეც­ვ­ლი­ლი ცეცხ­ლი იყ­ოს,
რო­მე­ლიც იწ­ვის, შთან­თ­ქავს ქვებს თა­ვი­სი რუ­ხი, ბნე­ლი ცეცხ­ლის ალ­ით.
მხო­ლოდ ენა შე­ა­ხე და ჯერ სიმ­წა­რეს იგრ­ძ­ნობ, შემ­დეგ სიმ­ლა­შეს,
ბო­ლოს კი მთლად და­გიწ­ვავს პირს მი­სი სიმ­ხურ­ვა­ლე.
ალ­ბათ იგ­ი­ვეა ჩვენ­თ­ვის ცოდ­ნაც:
ბნე­ლი, მლა­შე და ან­კა­რა,
სხარ­ტი და თავ­ნე­ბა.
იგი სამ­ყა­როს ამ­ოვ­ტა­ცეთ მტკი­ცე, ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ხა­ხი­დან,
გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მკერ­დი­დან ამ­ო­ვიყ­ვა­ნეთ
და ეს ცოდ­ნა მა­ლე­ვე გვის­ხ­ლ­ტე­ბა ხე­ლი­დან,
შემ­დეგ კი ის­ევ წა­ვე­ტა­ნე­ბით ხოლ­მე - და რად­გა­ნაც იგი ის­ტო­რი­უ­ლია -
მა­ინც გაგ­ვირ­ბის, მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რჩე­ბა.
სტი­ლი ინ­არ­ჩუ­ნებს მსგავ­სე­ბას გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ამ­ო­კითხულ მარ­ტივ წი­ნა­და­დე­ბებ­თან. ყო­ვე­ლი ფრა­ზა ცხა­დი და უეჭ­ვე­ლია, მაგ­რამ ეს ფი­ნა­ლუ­რი სტრი­ქო­ნე­ბი, მა­ინც პო­ე­ზიაა და არა გე­ოგ­რა­ფია და დღის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან ერ­თად სიზ­მ­რი­სე­ულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­საც გვა­ზი­ა­რებს და იგი იმ­დე­ნა­დაა ზუს­ტი, რამ­დე­ნა­დაც მოჩ­ვე­ნე­ბი­თი. გარ­და ამ­ი­სა, მას­ში არ­ის ნე­ბის­მი­ე­რი ლი­რი­კის sine qua non (აუც­ი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა) - აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ში­ნა­გა­ნი რიტ­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად წყა­ლუხ­ვი დი­ნე­ბის მძი­მე ტალ­ღებ­სა ჰგავს. მას ღრმად გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტო­ნა­ცია ამ­ოძ­რა­ვებს, რო­მე­ლიც, რო­გორც რო­ბერტ ფროს­ტი იტ­ყო­და, "ენ­ის ქვეშ სახ­ლობს და ნე­ბის­მი­ერ სიტყ­ვა­ზე ძვე­ლია"... და ეს ინ­ტო­ნა­ცია იგ­ი­ვეს აკ­ე­თებს, რა­საც არ­სე­ბი­თად პო­ე­ზია: ანუ გვარ­წ­მუ­ნებს ვენ­დოთ სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ას. გვშვე­ლის, რა­თა ჩვე­ნი "მე"-ს პირ­ველ­ქ­მ­ნი­ლი სიღ­რ­მე­ე­ბი­დან ად­ა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ფა­რუ­ლი, ას­ო­ცი­ა­ლუ­რი წი­ა­ღი­დან აღ­მოვ­თ­ქ­ვათ: "დი­ახ, მე ასე ვფიქ­რობ­დი. დი­ახ, ყვე­ლა­ფე­რი ეს მარ­თა­ლია და გმად­ლობთ, რა­თა სიტყ­ვე­ბი გა­მო­ნა­ხეთ და გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ ეს სა­ი­დუმ­ლო". სიტყ­ვის ერთ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც სწო­რედ ამ­ით იმხ­რობს ჩვე­ნი, ამ­ომ­რ­ჩევ­ლე­ბის ხმებს.

 თარგმნა მალხაზ ხარბედიამ